მეორე მე IV თავი
დილით ერეკლეს ესემესმა გამაღვიძა. მეზობელ სოფელში ადგილობრივებს პატარა ტბა დაუგუბებიათ და იქ მეპატიჟებოდა ნავით გასასეირნებლად. მაგრამ ვაი, რომ უბედურება დამატყდა თავს. შუბზე ხელი მოვიკიდე და სიცხე მქონდა. "უეჭველი" უნდა დამემალა, თორმე დგეს ერეკლესთან ერთად გასეირნებას "დამასიზმრებდნენ". დედა შემოვიდა და ჩაი შემომიტანა. მაშინვე მიხვდა, რომ კარგად ვერ ვიყავი. -რაგჭირს? -არაფერი რა უნდა მჭირდეს?! -რა არაფერი სიცხე გაქვს შვილი-და შუბლზე მადებს ხელს. - არ მაქ დე, უბრალოდ ამხელა რაღაც რომ მაფარია დამცხა-და მსუბუქად ვიშორებ მის ხელს. -ეხლავე მოვიტან სიცხის საზომს. "მე ხომ ბედი არ მაქვს რაა". არადა მართლა ძალიან ცუდად ვიყავი. ალბათ, ჯერ წყლის გადასხმამ, მერე ღამით შეციებამ თავისი შედეგი გამოიღო. დედამ სიცხე გამისინჯა 39.5 გრადუსი მქონდა. საღამომდე რამენაირად უნდა გამოვჯამრთელებულიყავი. დედას ვთხოვდი ბევრი წამალი მოეცა, მაგრამ არაო არ შეიძლებაო და მეც ბედს დავემორჩილე. საწოლში შევიფუთე და ყველა "ბრძანებას" უსიტყვოდ ვასრულებდი. და აი, წასვლის დროც მოვიდა. ერეკლეს ხმა, რომ გავიგონე ცოტა შევლამაზდი და ისევ საწოლს დავუბრუნდი. -შეიძლება? -შემოდი-ვუტხარუ ბუზღუნით, რადგან მამა მეგონა ახალი წამლით ხელში(პირდაპირ მის ამოსვლას მაინც ვერ ვიფიქრებდი) -რა გჭირს?-და გაიღიმა. -აი, წყალი, რომ არ გადაგესხა არაფერიც არ მეჭირვებოდა. -სიცხე გაქვს? -ნახე ფეჩივით ვხურვარ. -დედაჩემმა იცის კარგი ნაყენი. ბავშვობაში ეგრევე მშველოდა. ჩემი დაშვებული შეცდომა, ხომ უნდა გამოვასწორო.-გამიღიმა და გავიდა. მოიტანა ნაყენი და ცოტა ხნის შემდეგ შედარებით მართლა კარგად გრძნობდი თავს. ზოგი ჭირი მარგებელიაო. მე და ერეკლე სახლში ისე მაგრა გავერთეთ ვერც კი წარმოვიდგენდი. ერეკლე "წარმოდგენებს მიმართავდა". ხან გოგოებს გვაჯავრებდა, ხან კიდე თავის მასწავლებლებს. ამ პაროდიაზე დედამ შემოუსწრო, მაგრამ ერეკლეს საიდან უნდა ცოდნოდა, რომ დედა მასწავლებელი იყო. რომ გავიდა მერე ვუთხარი და შერცხვა. ძალიან ბევრი ვიცინე. ამას ისიც დაემატა, რომ საღამოს ვახშმად ჩვენთან დარჩა. -დედათქვენის ნაყენი ლილეს მართლა მოუხდა-დაიწყო დედამ. -ხოო უებარი წამალია. -დედას გადაეცი სიამოვნებით მივიღებთ მასაც, აუცილებლად გვესტუმროს. თქვენ, რო ერთობით ჩვენ რა დავაშავეთ?! -ხო აი, თქვენ რომ გინდათ გართობა ეხლა ჩვენ კიარა-გავაჯავრე ბებო, რომელიც ამ ფრაზას მაშინ ამბობდა, როცა მამა და დედა სავახშმოდ რომელიმე კაფეში მიდიოდნენ. -კარგი ჩემი წასვლის დროა. ყველაფერი ძალიან გემრიელი იყო და უღრმესი მადლობა. შენ კიდე მალე გამოჯანმრთელდი, თორემ სხვას ვიპოვი-მაკოცა და წავიდა. ძალით გავიღიმე, რადგან რეალობად წარმოვიდგინე. -გაგაცილებ. -ერეკლე ხვალ გამომიარე რაა. იმედია კარგად ვიქნები და წავიდეთ. -რავიცი თუ გამახსენდი. -აჰაა ესეიგი ავად რომ ვარ აღარ გინდივარ ხო?! მოიცა გამოვჯანმრთელდე და მერე დამიწყებ "დამიკარი რა გიტარაზე," "დამიკარიო"-და ერეკლეს გავაჯავრე. ორივეს სიცილი აგვიტყდა. -კაი, გნახავ აბა რას ვიზავ. -ღამე მშვიდობისა. -ღამე მშვიდობის. სახლში შევედი. ოთახში ვაპირებდი ასვლას, მაგრამ მამამ დამიძახა. -ლილე, ერთი წამით მოდი პატარა. -მოვედი. -მე, შენ და დედას რამდენი ხანია არ გვილაპარაკია ერთად-ამ დროს დედა მაგიდას ალაგებს. -მერე ვილაპარაკოთ. -ერეკლეზე მინდა გკითხო. -ნამდვილად კარგი ბიჭია-თქვა დედამ და მაგიდას მოუჯდა. -კი, ძალიან-ვთქვი და მივხვდი საითკენაც მიდიოდნენ. -ჩვენ გვაინტერესებს... გვაინტ... -თქვენ გაინტერესებთ რამე თუ ხდება ჩვენ შორის. არაფერი განსაკუთრებული, უბრალოდ კარგი მეგობრები ვართ. თან ხომ იცით არაფერს გიმალავთ ხოლმე. -ვიცით, მაგრამ ძნელია იმაზე შეგუება, რომ გაიზარდე-მითხრა მამამ და გულში ჩამიკრა. მალე დედაც შემოგვიერთდა. ოთახში, რომ ავედი ნინი გამახსენდა. რამდენი ხანია არ დამირეკია და არაფერი მომიყოლია. რაღაც ნაირი შეგრძნება მაქვს. ასე მგონია, რომ ნინი აქ ჩამოვა და ერეკლე ჩემთან ყოფნას არ მოინდომებს. ალბათ მაკლია. -როგორც იქნა გაგახსენდი-მითხრა ნაწყენი ტონით. -ვიცი, რომ არ ბრაზობ არ გინდა ძალით "შენიღვბები". გოგო, ავად ვარ. -რაგჭირს? -სიცხე. -მერე -ერთი ბიჭი გავიცანი. დღეს იყო მოსული და დეპრესიისგან მიხსნა. -იმედია გაგიმართლებს, თან რაღაც სხვანაირად ჭიკჭიკებ. -არა, არა უბრალოდ მეგობრები ვართ. -შენი, რომ ვიცი ათას მიზეზს მოიგონებდი, რომ "დაბრო" არ მიგეცა. -სიყვარული არც აუხსნია. -კაი, რა მნიშვნელობა აქვს(არადა რამხელა მნიშვნელობა ჰქონდა). ძალიან მომენატრეეე. -მეც ჩემო საყვარელო. ოციდღეც და გნახავ. ისე კარგად უნდა დავისვენო, თორემ შენი ატანა მარტივი საქმე კიარაა. -ბევრს ნუ ლაპარაკობ და გამოჯანმრთელდი. შენ მაგივრად მე ვერ გავერთობი. ახლა კი დადგა დრო ვიფიქრო რახდება ჩემს თავს. წამოღებული ათი წიგნიდან ჯერ მხოლოდ ორი დავამთავრე. დანარჩენების დამთავრების იმედი არც მაქვს. მიზეზი ერეკლეა. ----------------------------- ორი დღის შემდეგ, როგორც იქნა გამოვკეთდი და ერეკლემ თავისი პირობა აასრულა. დილით წავედით ტბაზე. დედამ ღვეზელები გამომიცხო, ცივი წვენიც ჩამიდო და წამოვედით. ყოველთვის მინდოდა სადმე ზღვასთან ან ტბასთან ახლოს დამესვენა, მაგრამ არა იმიტომ, რომ ცურვა მიყვარს, არამედ იმიტომ, რომ ლამაზი პეიზაჟებით დავმტკბარიყავი. ჩემი ცუდი დამოკიდებულება ცურვის მიმართ დაიწყო იმ დღიდან, როდესაც დიდმა ტალღამ ბავშვობაში შემაშინა. ცურვა ვიცი, ზღვაც მიყვარს, მაგრამ წყალთან შეხებისას ცუდად ვხდები. მე და ერეკლე ვისხედით ნავში და მშვიდად მივცურავდით. მე როგორც ყოველთვის ვუკრავდი და ვმღეროდი, ერეკლე კი მისმენდა. და როცა ცოტათი შორს შევედით ერეკლემ გადაწყვიტა დაკვრა ესწავლა, უფრო სწორად რამოდენიმე აკორდი. ვინ ასწავლიდა შუა ტბაში გიტარაზე დაკვრას რათქმაუნდა მე. წარმოიდგინეთ რა რომანტიულია. კინაღამ გადავწითლდი, როდესაც გიტარის დაჭერას ვასწავლიდი. მიუხედავად იმისა, რომ ბიჭი იყო საოცრად ნაზი თითები ჰქონდა. იმდენად ნიჭიერია, რომ სამი აკორდის აღება ისწავლა პირველივე ჯერზე. როცა გიტარა მობეზრდა ცურვა გადაწყვიტა. მთხოვა წყალში ერთად შევიდეთო. ვუთხარი, რომ არ შემეძლო და რომ ბავშვობიდან წყლის შიში მქონდა. მაგრამ ის გაჯიუტდა ჩამოდი და ჩემთან ერთად დაძლევ მაგ შიშსო. რატომღაც მეგონა, რომ მასთან ერთად მართლა არაფრის შემეშინდებოდა. მე გარუჯვისთვის ვიყავი მზად და საცურაო კოსტიუმიც მეცვა. თან მეშინოდა თან მასთან ერთად ყოფნის საოცარი სურვილი მიპყრობდა. კაბა გავიხადე. ერეკლე უკვე წყალში იყო. ფეხი გადავდგი და როდესაც წყალს შევეხე ბავშვობის კარდებმა გამიელვა. სუნთქვა შემეკრა, გონებას ვკარგავდი და ცუდად გავხდი. ერეკლემ უცებ ამიყვანა ნავში. თანდათან დავმშვიდდი. ჯანგბადის ერთიანად ჩაყლაპვა მნდოდა. -კარგად ხარ? -კი, ოღონდ ძალიან შემეშინდა. -ჩემი ბრალია მე დაგაძალე. მაპატიე რაა.-სახეზე ფერი არც მას არ ედო. უცებ სიცილი ამიტყდა. ასე თუ ისე ყველაფერი მაინც სასაცილოდ ჩანდა. -რა გაცინებს, შე არანორმალურო.-მითხრა წარბ შეკრულმა. -იცი რა სახე გაქვს .აჰაჰაჰჰ ცუდად ვაარ. -ყველაზე ყოჩაღი და გაბედული ხარ ვისაც ვიცნობ. ძალიამ დაცხა და სახლში წამოვედით. __________________________________ ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველას ვინ ჩემს ისტორიას კითხულოობთ იმედია თქვენი იმედები გავამართლე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.