შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მკვლელობის საღამო(6)


2-03-2015, 19:25
ავტორი april
ნანახია 2 065

ბოლო დღეების გახსენება ძალიან მაბნევს,მოხდა რა:დედამ ნათლად დამანახა რას ფიქრობს ჩემზე,მაქქსმა პირდაპირ მითხრა ჩემი შეყვარება კარგი აზრი არააო..ყოველ შემთხვევაში მე მეტი დასკვნა ვერ გამოვიტანე.ამ დღეების შემდეგ,მაქსმა ვითომ არაფერი ვახშამზე კვლავ დამპატიჟა,კინოშიც ვიყავით...ყველაფერი იმას დააბრალა,რომ ვითომ სახლში ბევრ დროს ვატარებთ,ეს მხოლოდ მიზეზია,ამას ვხვდები,მაგრამ ვერ ვხვდები ნამდვილად რა სურს,ძალიან უცნაურია.
-რაზე ფიქრობ?
ჩემს გვერდით გიო ჯდება.
-არაფერზე.
-ყოველთვის ერთი პასუხი გაქვს,ეს რა მოფიქრებულია?!
-არა,უბრალოდ ჩემთვის ჩავფიქრდი.
-რამე მოხდა?
-არა,არაფერი.
-ვგრძნობ რომ რაღაც გაწუხებს.
-უბრალოდ ახალ გარემოს ვეჩვევი.
-უკან დაბრუნება გინდა?
-არა,საიდან მოიტანე.
-მე გიცნობ,ვიცი რომ როცა რაღაცაზე დარდობ ჩუმად ხარ,ახლაც ასე იქცევი მითხარი რა გაწუხებს..
-გიო,მისმინე..შენ კარგად იცი როგორ გენდობი მაგრამ ახლა სათქმელი მართლა არაფერი მაქვს..
-კარგი როგორც გინდა.
-შენ რა გადაწყვიტე..
-ქალაქში წამოვედი..
-ეს ყველაფერი ჩემს გამო ხდება...
-არა.
-როგორ არა,მე რომ არა,შენ შენ ოჯახთან იქნებოდი.
-ამას ნუ ამბობ,თამთა შენ შეიცვალე მე ეს არ მომწონს...გთხოვ ნუ შეიცვლები,მე შენ ასეთს არ გიცნობ,ადრე მხიარული იყავი,ადრეში რამდენიმე კვირის წინ მომხდარ ამბებს გახსენებ,ნუთუ არ შეგიძლია,ყველაფერი შენ თავს არ დააბრალო.
-მაპატიე,უბრალოდ ძალიან დავიბენი.
-პატიებას ნუ ითხოვ,საპატიებელი არაფერი გაქვს,შენ აქეთ უნდა გვაპატიო,შენი ცხოვრება ჩვეულებრივი გოგონას ცხოვრებას არ გავს..ეს შენი ბრალი არაა.
-მესმის.
-მაქსთან როგორი ურთიერთობა გაქვს,უგებთ ერთმანეთს?
-ყველაფერი ჩვეულებრივადაა,არაფერი განსაკუთრებული..
-დღეს საბა და მისი მეგობარი გოგონა მოვლენ..
-მეგობარი გოგონა?
-კი,.
-აქ უნდა მოვიდნენ?
-კი,მაქსმა თხოვა მოსვლა..უნდა გაგამხიარულოს.
-ხო,რათქმაუნდა.
-რომელ საათისთვის მოვლენ..
-ალბათ ნახევარ საათში აქ იქნებიან.
-ასე მალე?
-კი,ალბათ მერე კლუბში წავალთ,შენც ხომ წამოხვალ..
-არ ვიცი,მოვიფიქრებ..
კარზე კაკუნის ხმა ისმის..კარს ვაღებ საბას და მისი შეყვარებულის სახეს ვხედავ,ვუღიმი და სახლში ვპატიჟებ.
-მაპატიე,ცოტა ადრე მოგვივიდა მოსვლა.
-არაუშავს..
პასუხს გიო უბრუნებს.დივანზე სხდებიან.
-სულ დამავიწყდა ერთმანეთისთვის გამეცანით ეს ნათიაა,ჩემი მეგობარი..ეს კი თამთაა.
ანიშნებს ჩემსკენ.
-სასიამოვნოა..
-ჩემთვისაც.
-აბა რას ვშვრებით,კლუბში მივდივართ?
საბა გიოს მიმართავს.
-ალბათ კი..თამთა შენც ხომ წამოხვალ..
-აა,ალბათ..
-გთხოვ..სახლში მარტო რა უნდა აკეთო..გაემზადე დაგელოდებით.
საძინებელში შევდივარ 15 წუთში სახლიდან გავდივართ,კლუბის წინ მანქანა ჩერდება,ოთხივენი მაგიდასთან ვსხდებით.
-უკაცრავად მე გავალ..
ნათია მობილურით ხელში გარეთ გადის..გიო ვიღაცას ხედავს და ესალმება.
-მაპატიეთ,ნაცნობია უნდა ვნახო.
-წადი,არაუშავს.
მე და საბა მარტო ვრჩებით,თავს ძლივს ვიკავებ რომ რამე არ ვუთხრა.არ ვიცი როგორ შევიკავო თავი..ბოლოს ხმას მაინც ვიღებ.
-გოგოების ნერვებზე თამაში ძალიან გსიამოვნებს?
-რას გულისხმობ..
-რამოდენიმე კვირის წინ რამის სიყვარული ამიხსენი,ახლა კი ვიღაც გოგოსთან ერთად მომიყვანე აქ.
-უკაცრავად..
იცინის...მისი სიცილის დანახვისას ბრაზი უფრო მერევა.
-თავს ნუ ისულელებ..
-მე შენთვის არაფერი მითქვამს ისეთი რითაც რამეზე მიგანიშნებდი..ნუთუ გეგონა რომ მომეწონე.
-ესეიგი არა..
-მისმინე..
ჩემთან უფრო ახლოს მოდის.
-მე შენნაირი გოგონები არ მომწონს.
-ჩემნაირი ანუ..
-ანუ შენნაირი მორცხვები და..
-და..
-არ მინდა გული გატკინო...
-დამშვიდდი,ამ სიტყვების შემდეგ გული არაფერზე მეტკინება.
მთელ ძალას ვიკრებ და ვუღიმი.მაგიდიდან ვდგები და მაქსს ვურეკავ.
-გისმენ..
-აქედან წამიყვანე,გთხოვ..
-სად ხარ?
-კლუბში..
-რომელ კლუბში..
ხმას არ ვიღებ..
-ჩემი გესმის?თამთა..
გარეთ გიჟივით გავრბივარ..არ ვიცი ნამდვილად ახლა სად ჯანდაბაში მივდივარ,უბრალოდ არ მინდა როდესმე კვლავ მეტკინოს გული..ღამეა,ვიცი..მაგრამ შიშის გრძნობა საერთოდ გამქრალი მაქვს,მხოლოდ ის მტკენს გულს რომ საბაზე იმედები ტყუილად დავამყარე..გავრბივარ..გამვლელებს ვეჯახები,მაგრამ ამას რა აზრი აქვს,ჩემს გულს უკვე დაეჯახა დიდი ტკივილი,უბრალოდ იმას ვერ ვხვდები რატომ დავუშვი ასეთი შეცდომა..რამდენიმე წუთში ვგრძნობ ძალა როგორ მერთმევა და ძირს ვეცემი.ცრემლები მთელ ჩემ სახეს უხეშად ეხება.
-თამთა..
მესმის მაქსის ხმა.
-მაქსს..
-რა მოხდა...
-მტკივა..
-რა.რა შეგემთხვა..
-გული მტკივა..საშინლად.
-მითხარი რა დაგემართა..
-დამეხმარე.
-მითხარი რა გავაკეთო..
ფეხზე ვდგები და ცრემლებს ვიწმენდ.
-არ მინდა ასეთი ვიყო,არ მინდა ყველამ სუსტ და სულელ გოგონად ჩამთვალოს.
-რა გინდა რომ გავაკეთო..
-მასწავლე..როგორ ვიქცე ძლიერდ.
-მზად ხარ,?მზად ხარ შეიცვალო?ეს მართლა გინდა?
-კი,მინდა.თან ძალიან.
-მაშინ პირველ რიგში იცოდე ცრემლები არ გამოგადგება.
-კარგი,როგორც იტყვი.
-წამოდი..
მანქანაში ვსხდებით..
-სად მივდივართ..
-მეცადინეობას დღესვე დავიწყებთ,.
-რას გულისხმობ..
-გაიგებ..
რამოდენიმე საათიანი მგზავრობის შემდეგ,მანქანას აჩერებს.მანქანიდან გადავდივართ..
-სად ვართ.
-წამოდი..
სიბნელის გამო გზას ძლივს მივიკვლევ.მაქსი ხელს ხელზე მკიდებს.კიბეებზე ავდივართ..სახლის კარები ღიაა,სახლში შევაბიჯებთ.შუქს ანთებს..პატარა მაგრამ მყუდრო სახლია..
-აქ რას ვაკეთებთ?
-მოვლენებს ნუ უსწრებ,ყველაფერი კარგად იქნება.
-გმადლობ..
-რისთვის..
-იმისთვის რომ ჩემს გვერდით ხარ როცა მჭირდები.
-ამას ნუ ამბობ.
-რატომ?
-იმიტომ რომ შენგან არ მჭირდება მადლიერების გრძნობა.
-მე არ ვარ მხოლოდ მადლიერი.
-პრობლემაც ეგაა.არ მინდა ჩემს მიმართ რამე იგრძნო,ჩათვალე რომ ეს ჩემი მოვალეობაა.
-შენი არ მესმის,ყოველთვის მეხმარები როცა მჭირდება,ყოველთვის ჩემთან ხარ...ყველაფერს აკეთებ რომ თავი კარგად ვიგრძნო შემდეგ კი მეუბნები რომ მე შენ არ უნდა...
-ხედავ?ამის თქმა შენც არ შეგიძლია,იმიტომ რომ ეს სრული სისულელე იქნება.
-ამ თემაზე არ მინდა საუბარი..უბრალოდ აქედან წავიდეთ..
-არ შემიძლია..
-უკაცრავად?
-აქედან ვერ წაგიყვან..
-რატომ..
-იმიტომ რომ შენ გინდა შეიცვალო,ამისთვის ახალი გარემოება გჭირდება.
-არა,არ მჭირდება.
-ნუ მეწინააღმდეგები.
-მაქსს გთხოვ,უბრალოდ აქედან წავიდეთ..
-თამთა შენ უკვე გააკეთე არჩევანი..
-მე ეს არ ამირჩევია.
-დიახ აირჩიე,ახლა კი წადი დაიძინე ხვალ მძიმე დღე გველის.
-სად დავიძინო..
-მეორე სართულზე მარჯვნივ კარებია.იქ შეძლებ დაძინებას.
კიბეებზე ფრთხილად ავდივარ,კარს ვაღებ და შუქს ვრთავ.ყველაფერი ისე საშიშად გამოიყურება..საწოლზე ვჯდები...მობილურს ვიღებ მაგრამ არ იჭერს,საათს ვაკვირდები უკვე თენდება..თვალები თავისთავად მეხუჭება..დილით მაქსის ხმა მაღვიძებს.
-ადექი..უკვე შუადღეა..
მობილურზე საათს ვნახულობ.
-მეღადავები?ჯერ 7 იც კი არაა.
-უნდა ვივარჯიშოთ.
თვალებს ფართოდ ვახელ და ფეხზე ვდგები..ღამე ისე ციოდა ტანსაცმელიც არ გამიხდია.
გარეთ გავდივართ,როგორც ჩანს შუა ტყეში ვართ სადაც პატარა სახლი დგას,ეტყობა ვიღაც შეშლილმა ააგო..
-ტყეში ვართ?
-პრაქტიკულად მასე გამოდის.
-სარბენად მოემზადე..
სირბილს იწყებს მეც მივდევ,მაგრამ ვერ ვეწევი..
-ცოტა შევისვენოთ დავიღალე,..
წუწუნს ვიწყებ დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ.
-კარგი..დავისვენოთ.
ხის ძირში ვჯდები..
-მიჩვეული არ ვარ დილით სირბილს,საშინლად მტკივა ფეხები.
-თუ გინდა შეიცვალო,უნდა გააკეთო ყველაფერი რასაც მოვითხოვ.
-ხო მაგრამ,არ მინდა ფეხები მომტყდეს ამდენი სირბილით.
-გველი..
-რა?
-შენს უკან გველია.
-არა..
ფეხზე სწრაფად ვდგები და გავრბივარ,რამდენიმე წუთში მაქსის სიცილი მაჩერებს..
-რა..
-დაიჯერე?
-მომატყუე არა?
-რათქმაუნდა..
სიცილით თვალები უწითლდება.
-იცოდე..
-რა..რას მიზამ პატარავ.
-არა.
-რა.
-შენ მეორე ადამიანი ხარ ვინც პატარას მეძახის.
-და პირველი ვინაა?
-გიო.
-ძალიან კარგი ახლა ხეზე ასვლის დროა..
-უკაცრავად..
-ხეზე ასვლა იცი?
-არა.
-ხოდა უნდა ისწავლო.
-ეგ რაში მჭირდება.
-რომ გეუბნები ესეიგი გჭირდება..
-აქ იმხელა ხეებია,ვერ ავალ.
-როგორ არა,ახვალ.
ხეს ვუახლოვდები,აძვრომას ვცდილობ,მაგრამ ვვარდები,მაქსი ყოველ ჩამოვარდნაზე მიჭერს,წინააღმდეგ შემთხვევაში თავი ათასჯერ მექნებოდა გატეხილი..დაახლოებით მეათე ცდაზე..მაქსის შეძახილები მესმის..
-კარგი რა,ცოტა მოინდომე..იცოდე სანამ ხეზე ასვლას არ ისწავლი აქედან არ წავალთ.
-მოდი ჯერ სხვარამე მასწავლე.
-ყველაზე ადვილი ესაა..
-მოიცა შენ ფიქრობ რომ ეს ადვილია?
-იმასთან შედარებით რაც გელის კი,ძალიან ადვილია.
-და რა მელის წინ?
-წამოდი..
მაქსისთან ერთად პატარა ,,ქოხის,,წინ ვჩერდები..ქოხში შევდივართ..
-აქ რა უნდა ვისწავლო..
-იარაღის სროლა..
-მეღადავები?რა იარაღი..ეს ყველაფერი რა საჭიროა,არ მესმის.მაქსს ამიხსენი,ძალიან დავიბენი.
-მე გეხმარები.
-არა,ეს დახმარება არაა.შენ უბრალოდ საშინლად მაბნევ.
-ეს შენთვისაა საჭირო.აიღე.
იარაღს მაწვდის,შემდეგ თვალებზე სპეციალურ სათვალეებს მიკეთებს,ყურებზეც მიკეთებ რაღაცას,ალბათ სურვილი არ აქვს ყველაფერი დაწვრილებით ამიხსნას,მეც არ ვაწუხებ ზედმეტი კითხვებით.
-უყურე..აი აქ სასხლეტია..უნდა დაუმიზნო,როცა მიზანში ამოიღებ ისვრი..ყველაფერი ძალიან ადვილია,უბრალოდ ყურადღებით უნდა მომისმინო.
-კარგი,გისმენ.
-აი იქ შეხედე..ადამიანის სურათია,ყველას ციფრები აწერია,როგორც ხედავ ყველაზე მაღალი ქულა შუბლთანაა.ჯერ მანდ ნუ დაუმიზნებ,შედარებით ადვილები სცადე.
მაქსის სიტყვებს ვიაზრებ და იარაღს ვუმიზნებ..სასხლეტს ხელს ვკრავ და გასროლის ხმაც ისმის.
-მოვარტყი?
-ოდნავ აცდა,არაუშავს ..კიდევ სინჯე.
კიდევ ვისვრი,მოკლედ ბევრჯერ ვუმიზმნებ და ვსვრი მაგრამ არადა არ ხვდება მიზანს.
-დავიღალე,არ გამომდის.უბრალოდ ძალიან მოუხერხებელი ვარ,იარაღი რამის ხელიდან გადმომივარდა.
-არაუშავს,პირველისთვის არაა ცუდი..დროდადრო ყველაფერს დახვეწავ.
-იარაღი სროლის მიზანს მაინც ვერ ვხვდები,არ ვაპირებ ყველა ის ბიჭი მოვკლა რომელიც მეტყვის რომ არ მოვწონვარ.
-დამშვიდდი,ამის თქმას ვერავინ გაბედავს.
-რომელი საათია,მგონი დაღამდა.
-რამოდენიმე საათი კიდევ გვაქვს დრო..
-და რა ვქნათ?
-წამოდი..
გარეთ გადის მეც მივყვები ხესთან ჩერდება.
-უბარლოდ ვერ ვიჯერებ რომ ხეზე ასვლას ვერ სწავლობ..მოდი კვლავ ვსინჯოთ.
-უბრალოდ არ გამომდის.
-კიდევ სინჯე..
ამ სწავლაში ერთი კვირა გავიდა,ალბათ სასაცილოა მაგრამ ამ დროის განმავლობაში იარაღის სროლაც ვისწავლე,სწრაფად სირბილიც,მიზანში ამოღებაც და კიდევ ბევრი რამ გარდა ხეზე ასვლისა.უბრალოდ არ ვიცი,ასე რატომ მიჭირს.ბევრს ვმეცადინეობ,მაგრამ არაფერი გამომდის..
-თამთა..
მესმის მაქსის ხმა,რომელიც მიახლოვდება.ფეხზე ვდგები..
-რამე მოხდა?
-უნდა ვილაპარაკოთ.
-რა მოხდა.
-თუ გინდა სახლში შევიდეთ,არ შეგცივდეს.
-არ მცივა.
-რაღაც მოხდა.
-რა..
-უნდა დამპირდე რომ ემოციებს არ აყვები.
-გისმენ.
-ჩვენ ბევრი ვივარჯიშეთ,მართალია ვარჯიშისთვის სულ რაღაც ერთი კვირა გვქონდა,მაგრამ ყველაფერი მაინც კარგადაა.
-ერთი კვირა გვქონდა?რას გულისხმობ?
-რას და მე შენ გეხმარებოდი რადგან საჭირო ასე იყო.
-ვერ ვხვდები ამით რის თქმას ცდილობ.
-მინდა გითხრა რომ ვარჯიში შედგა იმიტომ რომ ეს მე დამავალეს და არა იმიტომ რომ შენ მოგინდა შენი ცხოვრება ცოტათი მაინც შეცვლილიყო.
-მაქსს,პირდაპირ მითხარი რის თქმას აპირებ.
-მე მხოლოდ ჩემი მოვალეობა შევასრულე,ახლა მათი დროა.
-რა..რას ამბობ,არ მესმის.
მანქანის ხმა მესმის და უკან ვტრიალდები..მანქანიდან ვიღაც კაცი გადმოდის და კარს უღებს შავ შარვალ-კოსტიუმში გამოწყობილ შუახნის კაცს..ჩემსკენ ჩქარი ნაბიჯით მოემართება,დაბნეულობით უკან ვიხევ.მაქსს ვუყრებ..მისი შემზარავი გამომეტყველება ჩემს დაბნეულობას უფრო ამძაფრებს.
-გამარჯობა..საყვარელო..როგორ გაზრდილხარ,ბოლოს რომ გნახე სულ რაღაც 7 წლის იყავი..
-უკაცრავად..მიცნობთ?
-რათქმაუნდა.მაქსმა არაფერი გითხრა.?
-და რა უნდა ეთქვა..
-მაქსს..
მაქსისკენ ტრიალდება.
-ნუთუ ამასთანაც იგივეს იმეორებ.
ხმის ამოუღებლად დგას და მე მიცქერს.
-საყვარელო..
ამჯერად მე მომმართავს.
-ყველაფერში თავად გაგარკვევს,დრო 10 წუთი გაქვთ,შემდეგ სახლში წავალთ..
მაქსს მკაცრ მზერას ვაპყრობ.
-მითხარი ეს ბებერი რაზე მელაპარაკება,ვერაფერი გავიგე.
-შენ უნდა წახვიდე.
-სად?ან რატომ..გთხოვ ამიხსენი.
-გახსოვს ერთხელ გითხარი რომ გავაკეთებდი ისეთ რაღაცას რაც არ მოგეწონებოდა,ეს დროც დადგა.ვიცი,ამას არასოდეს მაპატიებ..მაგრამ მეტი გზა არ მაქვს,ჩემს დას ვერ გავწირავ.
-შენ დას?შენ ხომ მითხარი რომ არავინ გყავდა.
-მოგატყუე,მაპატიე,მართლა ვწუხვარ,მაგრამ უნდა უბრალოდ მას წაყევი.
-შენ მე..უბრალოდ არ მესმის რას ამბობ.
-ეს კაცი შენ არაფერს დაგიშავებს,ის მამაშენის მეგობარი იყო..მაგრამ ჩემს დას არ დაინდობს..უბრალოდ მეტი გზა არ დამიტოვეს.მისმინე..
ჩემსკენ ერთ ნაბიჯს დგავს მე უკან ვიწევი.
-სულ რაღაც რამოდენიმე წელი..შემდეგ შენ თავად აირჩევ რა გინდა.
-ესეიგი ყველაფერი რასაც მეუბნებოდი სიცრუე იყო..არ მჯერა,მე შენ გენდობოდი.
-ჩემს ადგილზე შენც იგივეს გააკეთებდი.
-არა,ასე არ არის,მე შენ ამას არასოდეს გაგიკეთებდი.
-უბრალოდ თავი ჩემს ადგილას წარმოიდგინე..მე არ მინდა რამე დაგიშავდეს,მაგრამ ვერც იმას დავუშვებ ჩემი და მოკვდეს.
-ესეგი შენ დას ვერა მე კი სასიკვდილოდ გამიმეტებ..შენგან ამას არ მოველოდი.
-ჰეი,გვრიტებო დრო გავიდა..
მესმის ხმა..
-არაფერს მეტყვი?ასე გამიშვებ.?!
ხმას არ იღებს..ორი შავებში ჩაცმული კაცი მიახლოვდება..ხელს მკლავში მკიდებენ
-გამიშვით..
ბოლო ხმაზე ვკივივარ,ვცდილობ თავი დავაღწიო მაგრამ არ გამომდის,მანქანაში მსვამენ..მაქსსის სახეს მანქანიდან ვხედავ..
-მაქსს,გეფიცები,ამას არასოდეს გაპატიებ..
ამ სიტყვებს ბოლო ხმაზე ვყვირივარ,არ ვიცი მან გაიგო თუ არა მაგრამ ის კი ვიცი რომ ამით მან ყველაზე დიდი შეცდომა დაუშვა.დღეიდან მან მტერი შეიძინა ჩემი სახით.
-წავედით...
მესმის მოხუცის ხმა
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
იმედი მაქვს მოგეწონებათ,ჩემი სათხოვარია ვინც კითხულობს ჩემს მოთხრობას დააფიქსიროს თავისი აზრი,მაინტერესებს მოგწონთ თუ არა...<3



№1  offline წევრი april

ყველას დიდი მადლობა ვინც კითხულობს შევეცდები რაც შეიძლება მალე დავამატო თავები <3

 


№2  offline წევრი Guitarist

ძალიან მომწონს მაგრამ ეცადე მალე დაამატო და თავები გაზარდო ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent