ჩემი ღიმილიანი ბიჭი... ჰალსტუხით [17]
- ტატო!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! წამოიყვირა და დაფეთებული წამოჯდა ლოგინზე... შეშლილი სახით ჩაფრენოდა გადასაფარებელს და იაზრებდა რეალური იყო თუ არა ის რასაც ფიქრობდა.... გარემოს თვალი მოავლო შეშინებულმა.. თავის ოთახში იყო.. ფანჯარა ძლიერ ქარს შემოეგლიჯა და აქეთ იქით აქანავებდა..ოთახში სუსხი შემოპარულიყო.. თებერვალი იწურებოდა.. თუმცა მაინც ძლიერ ციოდა... გაზაფხულს ჯერ გვარიანად ვერ მოეკიდებინა ფეხი...რობოტივით წამოდგა ფეხზე... ფანჯარა დაკეტა... გაყინულ მინას შუბლი მაიდო.. თვალები დახუჭა და თავისთვის ჩაილაპარაკა : - ნუთუ ეს სიზმარი იყო... და მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი.. პიჟამას ამარა ჩამოჯდა ფანჯრის რაფაზე... აჩქარებულ გულზე გადაჯვარედინებული ხელები დაილაგა.. ვითომ ამით ცდილობდა გულის ცემის სიჩქარის შენელებას...გონება ისე ჰქონდა სასტიკი სიზმრისაგან გათიშული ვერც კი იაზრებდა , რომ ეს ყველაფერი სიზმარი იყო ...არ ყოფილა არანაირი ავარია და პალატა..დაცვარული ხელები თმაში შეიცურა.. ფანჯარაში შემოპარული ცივი სიოსაგან რომ ბეჭები გაუცივდა ზანტად წამოდგა ფეხზე... არ უნდოდა... მაგრამ სიხარულის თუ რაღაცა ამდაგვარისაგან მაინც წამოსცვივდა უხმო ცრემლები... იმდენი ემოცია დაუგროვდა.. თანაც ისეთი რეალური იყო ეს ტატოს ავარია...ხმადაბლა აქვითინდა ... ცრემლები ცერა თითით მოიწმინდა.. ვერცი გაიაზრა ისე აიღო ტელეფონი .. მობილურის შუქზე თვალები მოჭუტა მძინარემ ხელით დაისრისა და ტატოს დაურეკა.. თორთლაძემ რომ მობილურის ვიბრაცია გაიგო ბალიშის ქვეშ დაამთქნარა, ეგონა სიზმარში ესმდოდა... ზარი რომ არ შეწყდა .. ზანტადა გაშალა ხელები განზე და თვალები მოიჭყიტა... ბალიშის ქვეშიდან ტელეფონი გამოაძრო, ეკრანს ხელი გადაუსვა და თვალებმოჭუტული დააცქერდა ნომერს..თებეას ნომერი რომ დაინახა ღამის 4 საათზე ისე უცებ ჭყიტა თვალები გეგონება მე გავიღვიძე ახლა და არა ამ ვაჟბატონმა... - ტატო.... მოესმა ტირილნარევი და ათრთოლებული ხმა ტელეფონს იქეთ.. ისე შეაშინა თებეას ასეთმა ხმამ, წამში წამოჯდა ლოგინზე და დაფეთებულმა უთხრა: - რა.. რაა.. რახდება? ამოილუღლუღა და პასუხის მოლოდინში გაიტრუნა ... - ტატო... ახლა სიხარულისაგან ანთებული ხმით ჩასძახა თებეამ... - თებეა ხო კარგად ხარ? ნერვიული სიცილით ჩასძახა ტატომ და თვალები დააწვრილა -მისმინე.. თქვა თებეამ და სუნთქავა დაირეგულირა... - შეგიძლია მოხვიდე და მნახო? ძლივს თქვა ბოლოს ხვეწნა- მუდარით სავსე სიტყვები და მოკეცილი საჩვენებელი თითი კბილებშორის მოიქცია.. ისე.. ბავშვებმა რომ იციან ხოლმე.. - კი, რათქმაუნდა მაგრამ... ხოა მშვიდობა? გაკვირვებულმა ჰკიტხა ტატომ და უკვე შარვლის ცაჩმა დაიწყო, თან მხარსა და მკლავს შორის მოყოლებულ ტელეფონზე ესაუბრებოდა თებეას... - მოდი და აგიხსნი.. მშვიდობაა... წყნარად ჩაილაპარაკა იმით დამშვიდებულმა რომ ტატო კარგად იყო,ცოცოხალი და მთელი... - სად მოვიდე? თქვა და შარვლის ქამარი შეიკრა... - აივანზე გელოდები.. უთხრა და ტელეფონი გაუთიშა თებეამ.. საწოლზე მოისროლა და თვითონ სავარძელში ჩაესვენა: - მგონი გავგიჟდი.. ამოილაპარაკა მძინარემ და ღრმად ამოისუნთქა.. სულ აქეთ იქით დადიოდა ოთახში სანამ ტატო მოვიდოდა.. ვერ ისვენებდა ერთ ადგილზე.. ისიც კი არ გახსენებია , რომ ჩაეცვა, პიჟამოებით რომ დატანტალებდა აქ.. ტელეფონი რომ აწკრიალდა და ეკრანზე ტატოს სურათი გამოისახა, ჰო.. ის სურათი, თებეა რომ კოცნის ლოყაზე და ტატო იღიმის.. ამათი საყვარელი სურათი..არცკი გაუაზრებია რა ეცვა.. ტელეფონზეც კი არ უპასუხა...აივნის კარისაკენ ჩქარი ნაბიჯებით წავიდა.. ღრმად ჩაისუნთქ- ამოისუნთქა.. და კარი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით გამოგლიჯა ... აივნის მოაჯირზე მიყუდებულ თორთლაძეს ფეხები ერთმანეთზე გადაეჯვარედინებინა და მკლავებით მოაჯირს დაყრდნობოდა .. თმების დალაგება დავიწყებია და ანტენებივით ედგა, თუმცა ამ ფორმაშიც ძალზედ სიმპატიური იყო ჩვენი ნაცრისფერთვალება ... აივნის კარში მდგარს ვნებიანად გაუღიმა და თვალებით ანიშნა დაეწყო მოყოლა.თებეა ყურებამდე გაიბადრა... გაიქცა და გაწლიკული მკლავები შემოხვია ტატოს განიერ წელზე, საყვარელი სურნელით ღრმად აავსო ფილტვები ცხვირი მის გულმკერდს გაუხახუნა და ღიმილით ახედა გაბადრულ ტატოს... თორთლაძემაც არ დააყოვნა და განიერ მკლავებში მოიმწყვდია რიჟა.. თმაზე დასუნა და მანაც მისის სურნელით აივსო ფილტვები..შემდეგ ზემოდან დააცქერდა, შუბლზე აკოცა და უთხრა: - აბა რისთვის გამომაქცუნა ჩემმა გოგომ ამ შუა ღამისას? თებეამ კი პირდაპირ გულიდან წამოსული სიტყვები უთხრა : - სიზმარში გნახე, რომ ვითომ ავარია მოგივიდა და კვდებოდი.. ახლა რომ არ მენახე გავგიჟდებოდი... ამოილუღლუღა ბოლო წინადადება და სიზმრის გახსენებაზე ისევ ობოლი ცრემლი გადმოუგორდა თვალზე... თავი გვერძე გაატრიალა ტატოს რომ არ შეემჩნია.. ცხვირის წვერი აეწვა, ისე მოუნდა გულიანად ტირილი...გვერძე გაიხედა, მაგრამ მთვარემ გასცა და მისი შიშისაგან გადაფითრებული სახე თეთრად გაანათა.. ის ობოლი ცრემლიც ააბრჭყვიალა მის თვალზე ლამაზად.. ტატომ ჯერ რამის თვალები გადმოყარა თებეას ბავშურობაზე... მერე კი ძალიან ესიამოვნა ასე რომ ზრუნავს და განიცდის თებეა.. ცრემლი რომ დაინახა ესკი არ ესიამოვნა.. ვერ იტანს.. როცა თებეა თუნდაც მის გამო ტირის.. თუმცა არცუნახავს მის თვალზე წარამარა ცრემლების მდინარე.. სახე მისკენ მოატრიალებინა.. თებეა თვალებს ვერ უსწორებდა და მხარი აუქნია , ისევ გვერძე გახედვა სცადა, მაგრამ ტატომ მტელი ძალით მოიზიდა მისკენ.. გულზე მიიკრა და უთხრა: - შენთვის ოდესმე მითქვამს , რომ ძალიან ძალიან მაგრად მიყვარხარ? თან ისევ გულზე ყავდა მიხუტებული.. - არა.. ღიმილით ამოილაპარაკა თებეამ და დაბლიდან ამოხედა .. - ხოდა ახლა გეუბნები... უთხრა და ისე მიიკრა გულზე გეგონება ვინმე ართმევდა...მთელი სახე დაუკოცნა... მათი ნახვა ერთ რამედ ღირდა...თებერვლის მიწურული... ღამე... მთვარიანი ღამე აივანზე მდგარი ორი, სიყვარულით სავსე სილუეტი, რომელსაც მთვარე დაჰნათის.. გეგონება მთვარეც მოსყიდული ჰყავთო. მარტო მათ დაჰნათოდა... სხვაგან არ იყურებოდა... არ ხდიდა სხვებს მისი შუქის ღირსს... გარემო ასე თუ ისე ფერმოკიდებული იყო.. ალაგალაგ კვირტებიც გამოესხათ ხეებს... მაგრამ ეს ღამის სიბნელეშI არ ჩანდა.. მიწყნარებული ეზო, სადაც ჩვეულებისამებრ ყოველ დღე ბავშვების ჟივილ- ხივილი ისმის.. სიჩუმე.. მაგრამ მაინც რაღაცის ხმა.. ეს მათი გულის ხმებია.. რომელიც ახლა ერთ ტემპში ცემს.. დიახ.. ერთ ტემპში.. გამალებით.. ერთნაირად გამალებით... - სულ გაიყინე.. დამთბარი ხმით უთხრა ტატომ და ტაოდაყრილ მკლავებზე ხელები ჩამოუსვა.. ამან თებეაში ელექტროდენების ჩქარი მიმოსვლა გამოიწვია, მთელს სხეულში... -ჰო.. შევალ.. წადი შენც და მაპატიე რომ... გაგაღვიძეო უდა ეთქვა, რომ ტატომ საჩვენებელი თითი ტუჩებთან მიუტანა და უთხრა - ჩშშშშ..... შენ თუ ყოველღამე ცემი ნახვა მოგინდება..და იმის გაგება რომ ჯანმრთელი ვარ.. შენ თუ ასე ზრუნავ ჩემზე.. თქვა და გაჩერდა.. მერე გაიღიმა და დააბოლოვა: - მზად ვარ შენი აივნის დარაჯად ვიქცე.. ან რამე მაგდაგვარი.. მერე საჩვენებელი თითი ჰაერში ააფრიალა , თვალები მოჭUტა და თქვა: - მმ.. არა.. უფრო მხატვრულად მინდოდა მეთქვა.. და გაიცინა - ცანცარა.. ღიმილით უთხრა თებეამ და გულმკერდზე მსუბუქად მიკრა ხელი... - მოდი უნდა გაგათბო... ეშმაკური ღიმილით უთხრა ტატომ და თავისკენ მოქაჩა.. თებეა ჩასახუტებლად გაემზადა , მაგრამ ნურას უკაცრავად ... ბატონი თორთლაძე დაუკითხავათ დაეძგერა მის მოყინულ ბაგეებს და წამში გაუხურა ცეცხლივით...თებეას ინიციატივა რომ ვერ იგრძნო, უკმაყოფილო სახით აპირებდა მოშორებას ბაგეებისას, მაგრამ ქალაბტონმა თოდაძემ არ დააყოვნა რეაქცია, კისერზე მოჭიდა ხელები და თავისკენ მოქაჩა.. ტატოს კმაყოფილს ჩაეღიმა ტუჩის კუთხეში და ქვედა ტუჩზე ოდნავ მოსდო კბილები.. მერე ყელზე აკოცა.. მერე.. მერე.. უფრო დაბლა ჩადიოდა რომ თებეამ პრესზე ხელი მიადო , მოშორდა და უთხრა: - აბაა ეხლა სტოპ! და ცალი წარბი აუწია... - ერთხელაც აღარ გაჭრის შენი სტოპ და ნახავ მერე.. თითი დაუქნია თოღთლაძემ და ვნებსაგან ანთებული თვალებით აათვალიერა პიჯამაში მყოფი თავიდან ფეხებამდე.. - მეორეთ ასეთ ფორმაში დამიაბრებ ღამე და ვერ გადამირჩები .. სიცილით უთხრა და აივნიდან გადახტა.. თებეა ღიმილით მიუახლოვდა მოაჯირს,ხელს დაეყრდნო და მანქანისაკენ მიმავალს ღიმილით გააყოლა მზერა... ტატო ნელი ნაბიჯებით მიდიოდა სპეციალურად მანქანისაკენ, იცოდა რომ თებეა უყურებდა უკნიდან და აწვალებდა. ჯიუტად არ იყურებოდა თვითონ უკან , თებეასკენ... მანქანაში ჩაჯდა... გასაღები გადაატრიალა და ადგილს მოსწყდა... თებეა ოთახში შეტრიალებას აპირებდა , რომ ეზოდან ვირაცეების ჩურჩულის ხმა ესმოდა.. მერე უფრო უმატა ხმამა და თებეამ ახლა უკვე მკვეთრად გაიგო ეზოს ჭორიკნების ფრუტუნი მისი კორპუსის წინ მდგარი სკამიდან.. კიდე კაი ხე ეფარებოდა ამ სკამს და ოდნავ გევრდით იყო კოსპუსიდან, თორემ ამათ რომ ტატო და თებეა დაენახათ წეღან დიდუუუუუუ....დიდუ!! - ნეტა ამათ ამღამეშიც რო არ სძინავთ.. შUბლშეკრულმა ჩაილაპარაკა ტებეამ და აივნის კარი შეაღო, ოთახში შევიდა.. ნეტა თქვენ არ გაინტერესებდეთ ისე საზოგადოების აზრი, როგორც ახლა ამას.. არასოდეს ანაღვლებდა რას იტყოდა საზოგადოება.. შესწორება- ჭორიკანა საზოგადოება.. თორემ ისე ხალხის აზრი ყოველთვის ალაღვლებდა ჩვენს რიჟა გოგონას... ღიმილით დაებერტყა საწოლზე ბეჭებით.. თვალი ჭაღს გაუშტერა და ღრმად ამოისუნთქა.. არ ახოვს რამდენ ხანს იწვა ასე.. ბოლოს მოყინნულმა კიდურებმა და ხელებმა რომ თავი შეახსნეეს მაშინღა შეწვა ლოგინში .. თვალები დახუჭა.. და თან ისე, რომ ღიმილი არ შორდებოდა სახიდან --------------------- აბააა ესეც 17 თავი.. არა რააა.. როგორ იფიქრეთ რომ ჩემს ტატოს მოვკლავდი კი არა თუნდაც ავარიას დავმართებდი ?! თუ გაურკვევლობაშI ხართ გეტყვიოთ რომ კარგად ადააკვირდით წინა თავს.. იქ შუაში წერია, რომ თებეამ დაიძინა... აიი დანარჩენი კი მისი სიზმარი იყო.. მაგარმ ინტრიგანმა ავტორმა დააგინტრიგეთ ასე.. რაც შეეხება იმ შენიშვნას რომ წინა თავში აღწერილი ტებეას და ტატოს ტკივილი მტელი გრძნობით არ დავწერე, ეს სპეციალურად გავაკეთე .. ჩემი ღიმილიანი და მხიარული მოთხრობა, ნამდვილად არ მინდოდა დაღვრემილებს წაგეკიტხათ, თუნდაც ერთი თავი.. ვეცადე რაც შეიძლებოდა მსუბუქად ამაეღწერა თებეას ტკივილი, მითუმეტეს რომ ის სიზმარი იყო.. იმედია კმაყოფილი ხართ ამ თავით და ველი ტქვენს შეფასებას.. მადლობა რომ ასეთი ტკბილები და კარგები მყავხართ ყველა.. და მათბობთ თქვენი კომენტარებით. ნათუშკააა ( მიხვდება ვიზეც ვამბობ) აი სულ რომ მებუზღუნები მადლობას არცკი მწერ კომენტარებზეო სახალხოდ გიხდი მადლობას რომ ჩემი ერთგული მკიტხველი ხარ.. ყველა ჩემი მოთხრობის.. და კიდევ მადლობა ტეროოოოოსს.. კიდევ " ვიღაცა" ასე რომ უწერია.. კიდე ს.ლიკუნა ს.. კიდე ნუკის.. მგონი დამრჩით ვიღაცეები, მაგრამ თქვენც დიდი მადლობა.. ვერ ვწერ აქ ყველას... და კიდევ მადლობები და მადლობები.. და არშემიძლია მადლობა არ გადავუხადო თაკო ნეფარიძეს , ჩემს უსაყვარლეს გოგოს და რომელიც ჩემი ერთგული მკითხველია და აწ უკვე მეგობარი და უსაყვარლესი ადამიანი... მიიიიიიყვვარხართთთთთთ < ახლა ისედაც ბევრი გებლატუნეთ და.. ჰო.. კიდევ ერთი სასიამოვნო სიახლე თქვენ.. ხვალ გელით უზარმაზარი თავი, რადგან ეს დღეები გალოდინეთ ბევრი და ვითავხედე... ლავიუ <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.