მე ორმაგი ტყვე ვარ-10 თავი
ცხვირში აუტანელმა მწარე სუნმა შემიღიტინა,შევიმშმუშნე მაგრამ განძრევა გამიჭირდა.წამით შევფიქრიანდი ვერ აღვიდგინე სად ვიყავი და რატომ ვიყავი.თვალები ძლივს გავახილე,არემარე გაჭირვებით მოვათვალიერე,თავი საშინლად მტკიოდა,მივხვდი პალატაში ვიწექი,გასული კვირეები უცებ ამომიტივტივდა თავში,ამოვისუნთქე,კიდევ კარგი გადავრჩენილვარ.უცებ ყველა გამახსენდა ვინც ჩემ გვერდით იყო,მაგრამ დათა?დათა სადაა? -დათა-დაბალ ხმაზე ამოვიხნავლე,მე ძლივს მომესმა ჩემი ხმა პალატის კარი გაიღო და ჩემი საყვარელი დაიკოები თამო და სოფო ჩუმად ფრთილი ნაბიჯებით შემოვიდნენ,ალბათ მძნარე ვგონივარ ამათ ისევ -გოგოებო-დაბალი ხმით წარმოვთქვი -ლილი?-უცებ ორივემ გაოცებულებმა შემომხედეს და გაოგნებული შეიცხადეს,ისევ კარს მივარდნენ და დერეფანში მშობლებს გასძახეს -დე,მა ლილი გონს მოვიდა გონება მქონდა დაკარგული?ნეტა რამდენ ხანს?იქნებ ამათ იციან სადაა დათა?-ათასი ფიქრი დამიტრიალდა თავში.ჩემი მშობლები-როგორ მომნატრებიან,აცრემლებული თვალებით ჩამომიჯდნენ საწოლზე ოთხივენი მამიკო,დედიკო და ჩემი გიჟუნია დები თამუნა და სოფო.რა თბილია დედას ხელები. -კეთილი იყოს შენი დაბრუნება საყვარელო-დედამ მითრა და ლოყაზე მაკოცა -ჩემი ყოჩაღი გოგო-ახლა მამა მომეფერა -როგორ მიხარია თქვენი დანახვა,მეგონა ვეღარასოდეს გნახავდით-ხმაში ტირილი გამერია -წარსულია უკვე შვილო ყველაფერი უკან დარჩა აღარ იდარდო-გამამხნევა მამამ -დიდი ხანია რაც უგონოდ ვარ? - დღეს მეოთხე დღეა,უკვე ველოდით შენს გამოფხიზლებას,არ ინერვიულო,ჭრილობა საშიში არ იყო ყველაფერი რიგზეა,ერთი კვირაც და სახლში წამოხვალ-დედა ისევ მეფერებოდა და მამშვიდებდა -დე დათა სადაა? -ვინ დათა შვილო? -ჩემთან ერთად იყო იქ -თითქმის ყველა აქ ამ საავადმყოფოში მოგიყვანეს შვილო და ვიკითხავ,დრესვე გაგიგებ -არა დე ახლავე გამიგეთ სადაა და როგორაა -ლილიანა ასე რატომ ნერვიულობ?ნუ გეშინია იქ ვინც იყავით ყველანი გადარჩით -არა გთხოვ ახლავე გამიგე სადაა და როგორაა დე გთხოვ-ავფორიაქდი,მინდოდა საწოლიდან წამომდგარიყავი და მე თავად მეზებნა პალატებში -კარგი ლილი დამშვიდდი,ვინაა ეს დათა აგვიხსენი და მოვძებნით შვილო,შენთვის ასეთი ნერვიულობა და აღელვება არ შეიძლება-მამაც შეწუხდა ჩემი მდგომარეობის გამო -იქ გავიცანი მამა,ეგ რომ არა მე დრეს ცოცხალი არც ვიქნებოდი,დათა მიცავდა და მფარველობდა,ჩვენ.......მე და დათას......-ენა დამება ვეღარ მოვიფიქრე რა სიტყვებით ამეხწერა ჩვენი ურთიერთდამოკიდებულება,დავიბენი -ერთმანეთი შეგიყვარდათ?-სიტყვა წამაშველა სოფომ -ჰო-დარცხვენილი ბავშვივით ჩავიბურტყუნე მაშინვე შევატყვე ეს ამბავი მამას და დედას გულზე არ დაეხატათ,აი ჩემს დებს კი სახეები გაებადრათ და თვალი ჩამიკრეს. -ახლავე წავალთ მედა სოფო და ყველაფერს გავარკვევთ-თქვა და კარისკენ ქარივით გავარდა თან ხელს დაიკოც გააყოლა -მოიცა რომ მიქრიხართ იცით ვინ უნდა იკითხოთ?-სიტყვა დავაწიე -ვინ და დათა-ვითომ ეს რა მკითეო ისე შემომიბრუნდა თამუნა -და გვარი? -გვარი?......უი ეგ არ ვიცით -ჩურჩუტებო-სიმწრით გავიღიმე ტკივილისაგან-დათა ბერიძე იკითხეთ ბოლო ჩემი სიტყვები დერეფანში დაეწიათ,გადარეულები დავრჩით მხოლოდ მე და ჩემი მშობლები. -ლილი,როგორ ხარ შვილო,სხეულზე ბევრი ჩალურჯებები და იარები გქონდა,ექიმმა თქვა რომ ეს წამების......-დედამ ვეღარ დაამთავრა წინადადება ცრემლები წასკდა.ჩემს ხელებს გულში იხუტებდა და მიკოცნიდა,მამას სახე დარდისგან გაქვავებული ჰქონდა,მაშინვე მივხვდი მათი ფიქრები სად დაფრინავდნენ -დედიკო,მამიკო,არ ინერვიულოთ,გაუსაძლისი არაფერი დამმართნია,მე ისევ ისეთი ლილიანა ვარ როგორიც წასვლამდე ვიყავი,ჯამრთელი, ცოცხალი და.......ქალიშვილი-ვიცოდი სწორედ ამას დარდობდნენ -აბა ეს იარები,ჩალურჯებები?-შევატყვე ცოტა მოეშვათ გულს -დედა კურორტზე კი არ ვიყავი წასული,სადღაც ნაგავში და ქვესკნელში ვეგდეთ საჭმლის და წყლის გარეშე, -მაპატიე შვილო,ხომ იცი როგორი მშიშარა ვარ-დამიყვავა დედამ -ვიცი დედიკო ვიცი და სულ თქვენი ჯავრი მქონდა,ჩემ თვს აღარ ვდარდობდი სულ ის მადარდებდა თქვენ როგორ იტანჯებოდით ეს კვირეები -მამა შვილო,მე და დედაშენი სამინისტროს კართან ვიჯექით დრედა ღამე მთელი ეს დრო სხვა მშობლებთან ერთად -ვიცი რომ განერვიულეთ,ახლა კარგად ვარ,ცუდი არაფერი შემთხვევია ზედმეტად არავინ შემხებია,ხომ გითხარით დათა მიცავდა და ზრუნავდა ჩემზე,კი მაგრამ სად წავიდნენ ეს გოგოები ამდენ ხანს-და კარს გავხედე -შვილო მართლა შეგიყვარდა?-ფრთხილად დამეკითხა დედა -კი დედა,მართლა მიყვარს,მართლა -მასაც შვილო? -კი დედა - და 2 კვირაში ? -ასე მოხდა დე,მაგრამ მართლა გულწრფელად შემიყვარდა -და იცი შვილო ვინაა,სადაურია,რას წარმოადგენს? -ვიცი დედა,შეძლებისდაგვარად ვიცი,დათა ქვია,ბერიძეა გვარად,თბილისში ვაზისუბანში ცხოვრობს,მშობლები და ერთი ძმა ყავს ჩვენი გადარეულების ხნის,31 წლისაა არქიტექტორი,ისიც ჩემს მარშუტკაში იყო საპროექტო ნაშრომები მიჰქონდა. -კარგი დედი,პატარა გოგო არც შენ ხარ იმედია იცი რასაც აკეტებ მაგრამ გული მაინც მეთანაღრება ასე უჩვეულო სიტუაციაში დაბადებულ სიყვარულზე და გაცნობილზე -დედა გთხოვ არ.........-სიტყვის დამთავრებაც ვერ მოვახერხე ჩემი ქაჟანა დები გრიგალივით რომ შემოვარდნენ პალატაში. -უამრავი ამბავი მოგიტანეთ,საიდან დავიწყოთ?-ესმაკურად გამიცინა სოფომ -დათადან -არა ეგ ბოლოს,მისმინე ყველანი კარგად არიან ნინო ბავშვით და ლაშა და თემო მეორე დრესვე გაუწერიათ სახლში მკურნალობენო,მხოლოდ თაზო და მისი ცოლი ნინი წევს აქ საავადმყოფოში,ნინის სამწუხაროდ მუცელი მოშლია-დანანებით მითხრა ბოლო სიტყვები -ოოოო,არაა-გულზე შემომეყარა-ოღონდ ეგ არ გეთქვა-თვალები ამიცრემლიანდა -არ იტირო,სხვა ყველანაირად ჯამრთელია და ექიმებმა კიდევ შეძლებს შვილოსნობასო -და დათა?-ინტერესი მკლავდა -ხო დათა-თქვა და ცოტა პაუზა გააკეთა -ამოღერრე გოგო-დავუტიე -ლილიკო დათა აქ არაა-მოწყენილი მითხრა -ეგ როგორ?აბა სადაა? -მითხრეს ტყვიამ თვის ქალა დაუზიანაო,ძვალი არ გატეხია მაგრამ სერიოზული ტრამვა აქვსო,მის მერე გონზე არ მოსულა,კომაში ჩავარდნილა,2 დრე აქ იწვა და ექიმები ვარაუდობდნენ რომ ვერ გადაიტანდა .....-ცოტა შეყოვნდა,მე კი ლამისაა ნერვიულობისაგან გული გამსკდომოდა,გაუცნობიერებლად საწოლზე წამოვჯექი,მუცელში საშინელი წვა ვიგრძენი -მერე?-რაღაც არაბუნებრივად სასოწარკვეთილმა დავიყვირე -აი გერმანიაში გადააფრინეს ოჯახმა სასწრაფოთ,აქ არ დატოვეს,ქალაქი და საავადმყოფოს საკონტაქტო ნომრები კი გამოვართვი და დათას აქაური ნომერი,მაგრამ ტელეფონი გამორთულია და იქ არ დამირეკავს თითქოს მეხი დამეცაო,სულ ჩამობნელდა ჩემს თვალებში,ყურებში საშინელი ხმაური მესმოდა,მთელი მუცელი ამიდუღდა,გული მკერდში აღარ მეტეოდა -დათაააააააა-ვიღრიალე რაც ძალი და ღონე მქონდა და ვიგრძენი როგორ მოვწყდი თითქოს შორიდან ბუნდოვნად ჩამესმოდა ოჯახის ევრების კივილი,ტირილი და ექიმების ქოთქოთი,ჩემს გონზე მოყვანას სცდილობდნენ,ყველაფერს ვგრძნობდი მესმოდა მაგრამ თვალს ვერ ვახელდი. გისმენთ ყურადღ ებით |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.