შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი ღიმილიანი ბიჭი... ჰალსტუხით [18]


3-03-2015, 21:30
ავტორი prettygirl
ნანახია 3 912

- დედიიი.. თბილად შემოსძახა თეაკომ და თებეას საძინებლის კარი შემოაღო...
თებეას ძვრა არ ჰქონია.. ვერ გაიგო დეიდს შემოსვლა.. ღრმად ეძინა..
- თებეაა.. ოდნავ ხმამაღლა უთხრა თეაკომ და კარზე მოხრილი საჩვენებელი თითით დააკაკუნა...
-ჰმმ.. ამოიზმუვლა მძინარემ და გაბურძგნული თავი ოდნავ წამოყო ბალიშიდან.. თვალები მოისრისა და თეაკოს თავით ანიშნა რა ხდებაო..
- მწვრთნელი გირეკავდა.. დილიდან ველოდებითო.. 2 საათია უკვე დედი.. უთხრა თეაკომ და თებეას ტელეფონი გაუწოდა....
- ა ჰო.. თქვა მძინარემ ისე რომ არც მოუსმენია თეაკოსთვის.. თავი ისევ ბალიშზე დადო.. მაგრამ რომ გაიაზრა ბუნდოვნად მოსმენილი სიტყვები, გიჟივით წამოხტა ლოგინიდან და სკამზე გადაკიდებულ ჯინსს და სქელ სვიტერს დაწვდა, ფუ შენი, როგორ დავაგვიანე - ს ძახილით ჩაიცვა ფართხა ფურთხით ტანსაცმელი, ფეხები ბოტასებში ჩაყო.. სახეზე ცივი წყალი შეისხა, კბილები ისე ჩქარა გამოიხეხა რამის ღრძილები დაძვრა.. თმა გვერდულად გადაიყო , მობილურს და საფულეს დაწვდა და ისე გაიხურა კარი არაფერი უთქვამს.. თეაკომ ღრმად ჩაისუნთქა და ისეთი სახე ჰქონდა აი " ამ გოგოს რამე თუ ეშველება ნეტაო".. მერე სამზარეულოდან დამწვრის სუნი მოუვიდა
- ვაიმეე ჩემი სიკვდილი.. თავში შემოირტყა ხელები და სამზარეულოსაკნე გაემართა. დამწვარ ქათამს უკმაყოფილო მზერა შეავლო გაზი გამორთო. კიდევ კაი მალე მოვიდა, თორემ ცოტაც და ნახშირად იქცეოდა ქათამი...
- დედიკოს სალამი.. ღიმილით გამოვიდა სამზარეულოში წელს ზემოთ შიშველი ლევანი და სამზარეულოს სკამზე ჩამოჯდა.. ხელები მაგიდაზე დააწყო და რითმულად დაიწყო თითების თამაში..
- ახლა ადექი? სიცილით გადახედა დამწვარი ქათმის " შელამაზებით" გართულმა თეაკომ შვილს გვერდულად
- ჰო.. თქვა მთქნარებით..
თეკომ თავი გადააქნია აქეთ იქეთ
- ო რაიყო, შემარგე შვებულება.. 7 ზე ადგომა სამსახურის დროსაც მეყოფა.. ამოილაპარაკა უმაყოფილოდ და გრაფინიდან წყალი ცამოასხა ჭიქაში, სულმოუთქმელად გამოცალა და თეაკოს უთხრა:
- რა გვაქვს საჭმელი ? მაგრად მშია
- ქათამი... დამწვარი ქათამი.. ამოილაპარაკა შეწუხებულმა და უკმაყოფილოდ მომუწა ტუჩები
- კაი თეაკო ვის არ დაწვია ქათამი... სიცილით ამოილაპარაკა, ფეხზე წამოდგა და პუტკუნა დედიკოს ბავშვივით მოუჭირა ლოყაზე ხელი..
- გავალ რამეს ამოვიტან...
თქვა, სპორტული მოიცვა და გარეთ გავიდა..
თეაკომ დამწვარი ქათამი სანაგვეში ჩაუძახა და ჭურჭლის რეცხვა დაიწყო...
*****

- ბოლო შეკითხვა ბატონო ლექტორო.. ხელი აწია ქერა გოგონამ და ტატო ღიმილით აათვალიერა..
- გისმენთ..ღიმილით უპასუხა ტატომ და გოგონას კითხვის მოლოდინში გაიტრუნა
- ცოლიანი ხართ? კითხა გოგონამ და ფრჩხილები მერხზე ათამაშა.. განძრახვას რომ მიუხვდა ტატოქერას კუშტად შეკრა წარბები.. ვერ იტანს ასეთ შეტენვა გოგონებს.. არადა თითო- ოროლა ასეთი მისი გარეგნობის პატრონს ყველა უნივერსიტეტში ხვდება, სადაც მიიწვევენ.. ახლა ილიაში ატარებს ლექციებს .. აქაც 1 კვირით .. როგორც ყოველთვის..
გოგონას ცინიკურად გაუღიმა, ჰალსტუხი შეისწორა და უთხრა:
- საცოლე მყავს.. და თვალი ჩაუკრა..
გოგონამ უკმაყოფილოდ შეკრა წარბები და მერხზე მოწყვეტით დაეშვა...ტატომ თავი გადააქნია და თემის ახსნა განაგრძო..თან "პროჟექტორით" განათებულ გამოსახულებაზე რაღაცას მთელი ემოციით უხსნიდა სტუდენტებს...
***
-1...2...3..
ამოილაპარაკა თებეამ და სავარჯიშო დარბაზის კარი ნელა დასწია..
- ოჰ... დაგვდე პატივი და მოხვედი? ცინიკურად გადახედა მწვრთნელმა და ბრაზიანი მზერა შეავლო..
-ბოდიშით.. ამოილაპარაკა თებეამ და გასახდელისაკენ წავიდა ფორმის ჩასაცმელად..
- ბოდიში რომ საქმეს შველოდეს.. დაისისინა შუახნის კაცმა
თებეა გასახდელის კართან შედგა.. რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ გაჩუმება არჩია.. " წადი შენიო" ჩაილაპარაკა ხმადაბლა და გასახდელის კარი შეაღო.
სვიტერი გადაიძრო და ლიფის ამარა დადგა თავისი პატარა კარადის წინ. გასაღებით გააღო და იქიდან ფორმა გამოიღო.. მალე გადაიცვა და გუნდს შეუერთდა..
- თავიდან.. დაუყვირებდა მწვრთნელი და ესეც უსიტყვოდ ასრულებდა მწვრთნელის დავალებას... ბოლოს შესვენების დრო რომ მვიდა მწვრთნელმა უთხრა:
- შენ გააგრძელე ვარჯიში.. და ცინიკურად გაუღიმა
ვერ მიხვდა რას გადაეკიდა ეს კაცი.. არა.. ვერასდროს ვერ იტანდა თებეას იცოდა, რატომ ეგ არ ესმოდა.. მაგრამ არც აინტერესებდა...
თუ ამ კაცს მისი მოთმინების გამოცდა უნდა, ძალიან დიდიხანს მოუწევს ლოდინი .. მითუმეტეს თებეა საერთოდ არ დაღლილა და უპრობლემოდ გააგრძელა ვარჯიში... ბოლოს როგორც იქნა გაილია დამღლელი 2 საათი და ყველა გასახდელში შელაგდა..
- მეჩვენება თუ მწვრთნელი გადაგეკიდა ? ჰკითხა სალომ და უკვე ჩაცმულმა დასვრილი ტანსაცმლიტ სავსე ზურგჩანთა მოიგდო ბეჭებზე
- არვიცი.. ამოილაპარაკა თებეამ და პატარა კარადა გადაკეტა...სალოს მსგავსად ბეჭებზე მოიგდო ზურგჩანთა და დარბაზიდან გავიდა..
გაჩერებისაკენ წავიდა, რომ თვალში უკვე ნაცნობი შავი ბე ემ ვე მოხვდა.. საშინლად გაუხარდა ტატოს მანქანის დანახვა .. მაშინვე ჩქარი ნაბიჯით წავიდა მანქანისაკენ.. ტატომაც არ დააყოვნა, მანქანის კარი გამოაღო და ღიმილით შეეგება თავის გადაღლილ გოგონას ..
- დაიღალე? ჰკიტხა ღიმილით და გულზე მიიხუტა
- ცოტა... ამოილაპარაკა თებეამ და ღიმილით აჰხედა ქვემოდან...
- წამოდი.... უთხრა და მანქანის კარი გამოუღო...
თებეა უსიტყვოდ ჩაჯდა მანქანაში . ტატომაც მალე დაიკავა საჭესთან ადგილი და გვერდულად გადმოხედა თებეას
- სად მივდივართ? ინტერესით ჰკითხა ტატოს, როცა მან თებეას სახლის გზიდან გადაუხვია ...
- მენდე რა....უთხრა ღიმილით და ბავშვივით მოუჭირა ლოყაზე ორი თითი
- მეტკინა.. ამოიბუზღუნა თებეამ და აწითლებული ლოყა დაიზილა უკმაყოფილო სახით....
ტატომ შუა გზაზე გააჩერა მანქანა.. თბილისის გასასვლელეთან იყვნენ.. თბილისი მოლთან.. ვისაც აქ გაგივლიათ იცით ალაბთ რა გიჟური და სწრაფი მოძრაობაა...
- გაგიჟდი? შეშინებულმა უთხრა თებეამ და თვალები დააკვესა...
ტატომ არაფერი უპასუხა.. მისკენ გადმოიწია და მთელი დღის მონატრებულ ბაგეებს დაეწაფა...მოულოდნელობისაგან თვალები გაუფართოვდა თებეას.. შემდეგ სიამოვნებისაგან მიელულა.. მაქნანის სიგნალები და დედის გინებები რომ ძალიან ხმამაღალი გახდა მაშIნღა მოსწყდა ტატო თებეას ბაგეებს და მანქანა დაქოქა.. ვითომც არაფერიო ისე იყურებოდა წინ..
-ეს რაიყო ახლა? სიცილით ჰკითხა თებეამ და ტატოს გახედა
- ენერგია მესაჭიროებოდა გზის გასაგრძელებლად.. ღიმილით უთხრა ტატომ ისე რომ გზიდან არ მოუშორებია თვალი.. ღიმილით გადააქნია თავი თებეამ და რადიო ჩართო... საინტერესო მუსიკა რომ ვერაფერი აღმოაჩინა, ჩიპი (ფლეშკა) შეაერთა და მისთვის საყვარელ მელოდიაზე გადართო-say something i'm giving up on you ნასიამოვნები სახით მიაყუდა თავი სკამს და თვალები დახუჭა...მისამღერს თავისდაუნებურად აჰყვა... ტკბილ ხმას აყოლებდა მელოდიას თვალებდახუჭული თან იღიმოდა... მოკლე წამღერებას რომ მორჩა ტატოს კომპლიმენტმაც არ დააყოვნა:
- არაჩვეულებრივი ხმა გაქვს.. აღფრთოვანებულმა ამოილაპარაკა ტატომ და ხელის ზურგი ნაზად დაუსვა ლოყაზე...
- ვიცი.. სიცილით ამოილაპარაკა თებეამ და თვალები გაახილა
ტატომ ღიმილით გააქნია თავი და მეორე ხელიც საჭეს მოკიდა...
- მოვედით ამოილაპარაკა ტატომ და ჩაძინებულ ტებეას ხელი მიჰკრა მსუბუქად ....
დაღლილი გოგონა ისე იყო ჩაძინებული ვერაფრით გააღვიძა ტატომ.. ბოლოს ხელში აიყვანა.. მანქანის კარი მიხურა და ღიმილით დაიძრა სოფლის სახლისაკენ, ჭიშკარი რაც შეეძლო უხმოდ შეაღო და სახლისაკენ წავიდა. საღამო იყო.. თებეა თავის ოთახში შეიყვანა და ლოგინზე დააწვინა, თბილი პლედი მიაფარა და თვითონ დაბლა ჩავიდა რომ ბებია მოეძებნა... სახლში რო ვერ მონახა გარეთ გავიდა.. ბოსელში შუქი ენთო.. გაიფიქრა უეჭველი იქააო და არც შემცდარა.. მიწიანი გზა ჩქარი ნაბიჯებით გაიარა და ჭრიალით შეაღო ხის კარი... ძროხის წველით დაკავებულმა ლიანა ბებიამ ვერ გაიგო როგორ შემოვიდა ბოსელში ტატო, წინ რომ ჩამოუდგა ღიმილით შვილიშვილი
- შენ დაგენაცვლოს ბებია
წამოიყვირა გახარებულმა. რძიანი ხელები ხალათის კალთაზე შეიმშრალა უცებ და ორმეტრიან შვილიშვილს გადაეხვია..
- მომენატრე ბები.. ღიმილიტ უთხრა ტატომ და თავშალმოკრულ თავზე ღიმილით აკოცა..
- რამ მოგაფიქრა ბები ამ საღამოს ჩამოსვლა? ჩაეკითხა მოხუცი და გასაასველისაენ გაუძღვა თან
- გეშველა ბები შენც და ემც.. სიცილით თქვა ტატომ და უკან მიჰყვა ბებიას
- რავა ბებია.. რახდება? ინტერესით მიაჩერდა შვილიშვილს და ბოსლის აკრი გადაკეტა
- სულ რომ მეძახი როდის უნდა მოიყვანო ცოლი და როდის უნდა ავათამაშო ხელში შენი " ბაღანეო" გამოაჯავრა ბებიას ლაპარაკი და განაგრძო
- მალე ეღირსები ბებია მაგ დღეს... უთხრა და ხელი მოხვია ბებოს
- რაფერ ბებია? ცოლი მეიყვანე ? შეჰკივლა გახარებულმა ლიანამ და თვალზე სიხარულის ცრემლი ჩამოუგორდა
- ჯერ არა ბები... საცოლე მოგიყვანე და აბა შენ იცი, არ დამიწუნო.. სიცილით უთხრა ლიანას
- რავა არ გამაფრთხილე ბებია.. დაგახვედრებდით ცხელცხელ ხაჭაპურებს.. დედა დედააა....შევრცხვი და ეგააა
ამოიქოთქოთა და ხელები თავში შემოირტყა
- ახლა ჩააცხე ბებია, არც ახლაა გვიან.. გამამხნევებლად უთხრა შვილიშვილმა და თვალი ჩაუკრა.. სახლის შესასვლელში ლიანა შედგა, გაჭაღარავებულ თმებზე ხელი გადაისვა, კაბა დაბლა დაქაჩა და გაისწორა
- აბა ბებია, რაფერ გამოვიყურები.. უთხრა შვილიშვილს და მაიკა ჩამოიფერთხა
- საქორწილე გოგოსავით ბებო.. სიცილით უთხრა ტატომ და კარი შეაღო
- უიიიიი რაფერც მასხარა იყავი ბაღნობაში, იმფერ მასხარა ხარ დღემდე.. თავი გადააქნია ლიანამ და კარებში შეაბიჯა..
- სადაა აბა ბაღანე ? მოათვალიერა ოთახი და ტატოს გახედა
- ჩამოვიყვან ახლავე.. ღიმილით უთხრა ტატომ და მეორე სართულისაკენ წავიდა.. ლიანამ სარძლოს მოლოდინში მიალაგ- მოალაგა ისედაც მილაგებული ოთახი, ბუხარში ცეცხლი ააგიზგიზა და მოქანავე სკამში ჩაჯდა...
ოთახში რომ ავიდა ტატო თებეა აშკარად ახალი გაღვიძებული იყო და ადგლსამყოფელის შესწავლას ცდილობდა
- სად ვართ ტატო? ინტერესით ჰკითხა და თებეამ და საწოლზე წამოჯდა
- რაჭაში,ჩემს სოფელში .. დაბლა ბებიაჩემი გველოდება
- რა? წამოიყვირა თებეამ
- ან გაგეფრთხილებინე მაინც.. ან ბებიაშენი რას იტყვის.. ვაიმე გამაგიჟებ შენ
გაწიწმატებული წამოდგა ფეხზე და სარკეში აბურდული თმის დალაგება დაიწყო..
- ოო კაი რა.. ჩამო ახლა დაბლა... წელზე მოქაჩა ტებეა მკლავებით და სარკეს მოსწყვიტა
- საცემი ხარ თორთლაძე.. კიბეზე ჩამავალმა ჩაილაპარაკა და ტატოს გევრდით ამოუდგა. ცოტა დაძაბული იყო.. როგორია ახლა.. არც ის იცის რა სტატუსით იმყოფება აქ. ახლა.. ცოტა ეშინია.. ან რანაირი ქალი აღმოჩნდება ტატოს ბებია.. ან რავიცი.. არც თავისები გაუფრთხილებია ...
- გამარჯობათ.. უხერხულად მიესალმა კიბის ბოლოში მომღიმარ სათნო მოხუცს, რომელიც აშკარად კმაყოფილი იყო მისი გარეგნობით..
- გაიცანი ბებია.. ეს თებეაა. თებეა ეს ლიანაა
ღიმილით გააცნო ერთმანეთი და თებეას გამამხნევებლად თვალი ჩაუკრა
- სასიამოვნოა ... ღიმილით გაუწოდა ხელი თებეამ ყურებამდე გაბადრულ მოხუცს და დაბნეულმა გაიღიმა
- რაფერ ლამაზი ხარ ბებია.. აღფრთოვანებულმა ჩაილაპარაკა მოხუცმა და გაუღიმა..
- მადლობა.. ღიმილით უთხრა თებეამაც
- დაღლილები იქნებით ბებია ახლა თქვენ და მოშიებულები... დამელოდეთ აგერ და ახლავე ჩაგიცხობთ ხაჭაპურებს.. უთხრა და სამზარეულოსაკენ წავიდა.. თებეა დივანზე ჩამოჯდა და მის გევრდით მოსკუპებულ ტატოს უთხრა :
- რა საყვარელი ქალია..
ტატომ საპასუხოდ მხოლოდ გაუღიმა...
- ტატო, ბებია.. სამზარეულოდან გამოსძახა ლიანამ და თავი კარში გამოყო
- შეშა აღარაა და შემოარბენინე ბებია დაგენაცვლოს...
- ჰო, ახლავე.. ფეხზე წამოდგა ტატო და კარისაკენ წავიდა...
ლიანამ ცომიანი ხელები ჩამოიფერთხა , ჭურჭლის ტილოზე შეიმშრალა დაბანილი ხელები.. თებეას გვერძე ჩამოუჯდა და უთხრა:
- რაფერ ვარკვლავივით ბიჭი მყავს? და კარისაკენ მიმავალი ტატოსაკენ მიუთითა
- ლიანა! მკაცრად ჩაილაპარაკა ტატომ და თავი უკან მოატრიალა
- ჰო, რაიყო ახლა ბებია.. არმყავხარ თუ?! შუბლშეკრულმა ჩაილაპარაკა ლიანამ და ისევ თებეას მიუბრუნდა

______________________

უზარმაზარ თავს კი შეგპირდით, მაგრამ ბევრი მაქვს საასწავლი და მოზრდილი თავით შემოვიფარგლე, წინაზე დიდი კია მგონი.. იქნებ ხვალე მაინც დავწერო ცოტა დიდი <3 მივარხართ და ამდლობა, მიზიარეთ აზრი.... მოთხრობა მალე დამთავრდება <3



№1  offline წევრი nuki-nuka

პირველი ვარ.
როგორც ყოველთვის შეუდარებელი ხარ. love
მართალია დიდი არ არის მაგრამ მაინც კაია.

 


№2  offline წევრი Unnamed

Mm..ra kargia....ra unda im mwvrtnels! Ar gamabrazos magan :D

 


№3  offline წევრი crazy baby

ოჰო ეს თავი ძააან მომეწონა love ჯერ ერთი იმიტომ რომ ახალი პერსონაჟი გამოჩნდა ლიანა ბებია რომელზეც ბევრი ვიცინე wink მეორე ტატოს საქციელი და რავი ბევრი რამ რა... მაგარი ხარ love

 


№4  offline წევრი prettygirl

Didi madloba yvelas <3
nuki-nuka
პირველი ვარ.
როგორც ყოველთვის შეუდარებელი ხარ. love
მართალია დიდი არ არის მაგრამ მაინც კაია.

Unnamed
Mm..ra kargia....ra unda im mwvrtnels! Ar gamabrazos magan :D

crazy baby
ოჰო ეს თავი ძააან მომეწონა love ჯერ ერთი იმიტომ რომ ახალი პერსონაჟი გამოჩნდა ლიანა ბებია რომელზეც ბევრი ვიცინე wink მეორე ტატოს საქციელი და რავი ბევრი რამ რა... მაგარი ხარ love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent