შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წვიმას თუ არა თავს მაინც შეგაყვარებ (2 თავი)


3-03-2015, 22:04
ავტორი once upon
ნანახია 6 133

საშინლად ეზარებოდა ყველაფერი. ცუდი ამინდი რომ იყო თვითნაც ცუდ ხასიათზე დგებოდა. არადა ადამიანი იუმორი, ადამიანი მხიარულება და მოსიარულე ღადაობა იყო. მაღვიძარამ რომ დარეკა, ხელი მაგრად მოუქნია და გააჩუმა თუმცა აღარ დასძინებია. ასე იყო, კი გიჟდებოდა ძილზე, მაგრამ თუ ერთი წამით დაურღვევდი მას, მერე აღარ ეძინებოდა. ზოზინით წამოდგა. აღარ წვიმდა რამაც გაახარა თუმცა არ მზე ანათებდა.
თავის სამსახურში ყველაზე მეტად ის მოსწონდა, რომ სულ კლასიკურად უნდა ჩაეცვა. არა, კი გიჟდებოდა კეტებზეც, მაგრამ 23 წლის ადვოკატვისთვის ვერა რა... ჩვეულად ჩაიცვა შავი შარვალი, თეთრი მომკლემკლავიანი მაისური და ქუსლებზეც შედგა. მსუბუქი მაკიაჟი გაიკეთა რომელიც სულაც არ სჭირდებოდა. ჟღალი თმა და მოცისფრო-მომწვანო, ულამაზესი ფერის თვალები ყველანაირი დანამატის გარეშე კარგად გამოიყურებოდნენ და ეს კარგად იცოდა. გიორგის ღადაობების მიუხედავად, არც ბებერი იყო და არც ნაოჭები ჰქონდა. საბოლოოდ რომ დაამთავრა მოწესრიგება, სარკეში შეათვალიერა თავის თავი, გაეღიმა, მანქანის გასაღები, ჩანთა აიღო და გარეთ კაკუნით გავიდა.
იმხელაზე ხმაზე ჰქონდა აწეული სიმღერა მანქანაში, რომ ძლივს გაიგო ტელეფონის ხმა. ნელა გამორთო რადიო და ტელეფონს დახედა. ანა ურეკავდა. „აჰ, ვირს გავახსენდი“ გაიფიქრა, ხმა დაიბოხა და უპასუხა.
-გისმენ. - ზუსტად ისეთი უემოციო ხმა გამოუვიდა როგორიც უნდოდა.
-ნუციკო... - ისეთი ხმით ჰკითხა ანამ, რომ უცებ მიხვდა ნუცა, რაც უნდა ეთქვა.
-გთხოვ, დროზე მითხარი. ბევრი საქმე მაქვს. – „ძალით“ უემოციობა გააგრძელა. არადა ძალიანაც გაუხარდა ანამ რომ დაურეკა პირველმა.
-რა საქმე, მანქანის ტარება ნუცა? ბოდიში უნდა მომეხადა გუშინდელზე და...
-კარგი გიოსთან გნახავ. - უკვე ჩვეულებვირივი ხმით თქვა ნუცამ და სიცილიც დაიწყო.
-ღმერთო, ბოდიშზე დახამებული ბავშვი ხარ. - იგივენაირად უპასუხა ანამ.
-უკაცრავად, რა ბავშვი, 23 წლის ქალი ვარ! - ჩაახველა ნუცამ და ისევ დაიბოხა ხმა.
-ტვინი გაქვს ბავშვის, ტვინი. - ხითხითით უთხრა ანამ. - კარგი, გნახავ გიორგისთან.
-კარგად. - თქვა და ტელეფონი გათიშა.
პირველი კლასიდან ერთად მოდიან ის და ანა. თავიდან არ მოსწონდა, თუმცა შემდეგ საუკეთესო მეგობრები გახდნენ და მეოთხე კლასში ნიაც შეემატათ. მალე სხვებიც გაიცნეს და ძალიან კარგი სამეგობრო წრეც შეიქმნა. შემდეგ ისე მოხდა რომ ნიას და გიოს ერთმანეთი შეუყვარდათ და სწორედ იმ დღიდან მოიფიქრა ნუცამ სახელი „სუპერ-წებოთი შეწეპება“ ეს თავიდან არავინ მიიღო სერიოზულად, მაგრამ, წლებს რომ გაუძლო ამ სუპერ-წებომ, თან დაიჯერეს და თან-შეეჩვივნენ.
-პრივეტ ნუც. - მიესალმა დიდ შენობაში შესვლისას მდივანი. ნუცამ ცივად გაუღიმა. დიდად არ ეხატებოდა გულზე ეს გოგო მაგრამ სამსახურის გამო რას არ აიტანდა?!
-გამარჯობა მარიამ. - უთხრა და მიუახლოვდა. - უფროსი აქაა?
-ჰო. რამე გინდა? – „ცნობისმოყვარე იდიოტი“ გაიფიქრა მაგრამ მხოლოდ თავი გადააქნია.
-საქმე მაქვს, განთავისუფლება უნდა ვთხოვო 2 საათით ადრე.
-ოჰ, მგონი არ გამოვა...
-დავიჯერო ჩემნაირი ადვოკატი ბევრი ჰყავს? - ჩაეცინა და ლიფტისკენ წავიდა. გიორგის და ანას დაპირდა და რომ არ წასულიყო არ გამოდიოდა. დაპირდა და დაპირებას ყოველთვის აასრულებდა!
თავის კაბინეტში არც შესულა ისე მიაკითხა უფროსს, სულელი მარიამის სბოდვისგან განსხვავებით, ბატონი ლუკა სიხარულით არა, მაგრამ მაინც დასთანხმდა ნუცას და ყავაც შესთავაზა.
საქმეების ქექვაში დღემ სულელურად გაიარა და 5 საათზე სიხარულით გამოიხურა ოფისის კარები. სახლის გზას ადგა, თავში ჩაქუჩივით რომ ჩაუკაკუნა საჩუქარმა და გიორგის საკმაოდ კარგი საათი უყიდა. ამას და შეფუთქვას ერთად იმდენი დრო მოუნდა რომ რამის უყვირა მის წინ მდგომ გოგოს, დროზე ქენი მეჩქარებაო. სახლში სულ სირბილით შევიდა და ხტუნვით გამოიცვალა ტანსაცმელი. 6-ს აკლდა 5 წუთი სახლიდან რომ გავარდა და ტელეფონი დარჩა. სანამ კიბეები თავიდან აირბინა და ავიდა, უკვე 6-იც გახდა და ტელეფონიც აფეთქდა ზარების და მესიჯებისგან. „კიდე გადაგვაგდე?” “ადვოკატებს მეგობრები არ ყავთ?” “უნამუსობა ნუცა!” - არასრული ჩამონათვალი უამრავი შეტყობინებისა. ძალიან, ძალიან იყო გაბრაზებული ნუცა. თმების ფერი ედო სახეზე. გაბრაზებულობას წვიმის მოსვლა და გზაში ჭედვაც დაერთო. ყველაფერი კი მანქანის დასადგომი ადგილის „ახევამ“ დააგვირგვინა. კი იფიქრა გადავალ და მაგრად გავლანძღავ ეხლა ამასო, მაგრამ ისედაც დაწყვეტილი ჰქონდა ნერვები, კიდევ ეს უნდოდა? თან, იცოდა, ზემოთ ასულს მეგობრებისგან კარგი ბედი არ ელოდა და თავი დაიწყნარა. „დაწყნარდი ნუცა, დაწყნარდი. ისევ შენ თუ არ დააწყნარე შენი თავი აბა კი არ დაგაწყნარებენ ის სუპერ-წებოები.“ - ამის შეთქმა და მანქანის სხვა ადგილას დაყენება ერთი იყო, ნელი ნაბიჯით გადმოვიდა მანქანიდან და სირბილით შეხტა სადარბაზოში. კი ესმოდა მის უკან ნაბიჯები მაგრამ სულ არ აინტერესებდა არაფერი იმის გარდა, რომ წვიმდა, და ის ამას დასანახად ვერ იტანდა! მასში მოსაყოლად ხომ საერთოდ.
მის ბედზე ლიფტიც არ მუშაობდა და სულ მთავრობის წყევლით ავიდა მე-8 სართულზე. კარზე 2-ჯერ დააკაკუნა და ნერვების მოშლის კიდევ ერთი მიზეზი დაემატა. „ეხლა კარების გაღებას აღარ უნდათ“ გაიფიქრა და ტელეფონი აიღო. 18:17. 17 წუთით დაიგვიანა. მეტით ხომ არა? ის-ის იყო ნიასთვის უნდა დაერეკა, როცა კარი გაიღო.
-ნუცაააა! - დაიყვირა გიომ და სახე გაბარდა. დაძაბულობა და ყველანაირი ნერვების აშლილობა მოეხსნა და იუბილარს ჩაეხუტა.
-გილოცავ დაბადების დღეს ბებერო! - გაეცინა და სახლი მოათვალიერა. ოთახში ყველა ნაცნობი (ნუ ზოგი უცნობიც) და საყვარელი სახე იყო. ჩვეულად გიჟობდნენ.
-რიჟამ გვიკადრა! - ირონიული ხმით თქვა ლაშამ და მგონი 15 წუთი ჰაერში ატრიალა.
-დრო მიდის წონა არ იმატებს! - დაასკვნა ბოლოს და დასვა.
-დასკვნის გაკეთებას ამდენი ხანი მოანდომე? - გაეცინა და გოგონებს ჩაეხუტა.
-ვაიმე, დილით ისეთი ძალით სერიოზული ხმა გქონდა, გეფიცები მეგონა სხვაგან მოვხვდი.
-აუ, მეც. - ანამ ხარხარი დაიწყო, ნუცამ კი უააააააააააააამრავი მეგობრის ჩამოვლა გააგრძელა.
-სუპერ-წებო მოქმედებს? - გაბერილ მუცელზე მიეფერა ნუცა ლიკუნას.
-მერე როგორ. - გაიცინა გოგონამ და გაიბადრა.
სულ 2 წუთის შემოსული იყო ნუცა კარებზე კაკუნი რომ გაისმა და გიორგი სწრაფად რომ გაიქცა გასაღებად. იქამდე ნუცა მაგიდასთან ლიკუნას და ლაშას შუაში ჩაჯდა და თან დაიძახა „კეთილი მურმანის ეკალი ვარ ცოლ-ქმარს შუაშიო“
-ხალხი, სიჩუმე! - დაიძახა გიორგიმ და ნუცამ მზერა სტუმრებზე გადაიტანა. ზუსტად ის წყვილი იყო, იმ დღეს ნერვები რომ აუშალეს. ზუსტად იმ ბიჭის იგივე „მკვლელი“ გამოხედვა თავიდან რომ ვერ იგდებდა. წარბი აწია და გაიფირა ამას აქ რა უნდაო.
-სუ ჩემები ხართ აქ რა, და როგორ არ იცით რო ბიძაშვილი მყავდა ამერიკაში ჰო? აი ისიც. - გაეცინა და ბიჭს მხარზე ხელი დაურტყა. ნუცას გაუკვირდა, თუმცა არ შეიჩმნია. ის უფრო მეტად უკვირდა, ძალიან, ძალიან კარგი შესახედაობის ბიჭს (ჰო, თავადაც გაუკვირდა, რომ მოეწონა ბიჭი თუმცა მაინც ქალია, რა ქნას) გვერდით მისი სიმაღლის ზუსტად ნახევარი (ამას დამატებული რომ ციდან სამ მეტრზე რაღაც ეცვა) ქერა გოგო ედგა რომელიც უაზროდ დიდ ცისფერ თვალებს სულელურად ატრიალებდა.
-აი ჩვენი ჭკუისაა და იმედია გაუგებთ რა. გაგა და თინა დასხედით და გაგაცნობთ ნელ-ნელა ყველას. - თინაზე ნუცამ გაიფიქრა, რაც გოგოა ისიც სახელი აქვსო და უნებურად აუტყდა სიცილი. შემდეგ შერცხვა და სახეზე თმების ფერი დაედო.
-საზოგადოებაში უადგილო სიცილი უზრდელობაა. - წვრილი ხმით უთხრა თინამ. ნუცა გაბრაზდა, საშინლად. რამის თმაში სწვდა და მეშვიდე სართულიდან ისროლა. იცოდა ამას რომ არ გააკეთებდა, მაგრამ მწარე ენაში ვერავინ რომ ვერ აჯობებდა, ესეც მშვენივრად იცოდა.
-შუა გზაზე ბოძივით გაჩხერაც. - ბიჭს ეტყობოდა რომ ნუცა იცნო, მზერით ჭამდნენ ერთმანეთს. აი, თინამ კი ახლაღა გაიხსენა ის შემთხვევა და კისკისი აუტყდა. ნუცამ იფიქრა, ნეტავ რა აცინებსო და ზუსტად თინას გვერდით, ლამაზად მდგომ ვაზას გახედა. ნეტა, ნინა ბებია ძალიან მეჩხუბება, ეხლა ეს რომ დავალეწო თავზეო? ფიქრობდა მაგრამ მხოლოდ ცინიკურად იღიმოდა.
-გაგა ეს ის გოგოა რომ დაგვიყვირა სიარული დაგავიწყდათო? - გადაუჩურჩულა თინამ გაგას ინგლისურად. ეგონა ნუცა ვერ გაიგებდა. სულელი, რა იცის რომ არც სმენა აკლია და არც ინგლისური.
“yeah, I know”-ო. თქვა გაგამ უემოციო სახით და ისევ ნუცას გახედა რომელსაც „ძაანმაგრადთ“ სახე ჰქონდა. არ ეგონა რომ ასეთ დაძაბულ სიტუაციაში მოდიოდა თორემ იმ ჩერჩეტ მდივანს დაუჯერებდა და არც გაენთავისუფლებოდა.
პირდაპირ წინ ესხდნენ გაგა და თინა და მზერით ჭამდნენ. ერთი სული ჰქონდა მოშორებულიყო ყველაფერს, მაგრამ მაინც ადგილზე რჩებოდა და ცინიკური ღიმილით ათვალიერებდა ხალხს.
- გახსოვთ? ნუცას დაბადების დღე იყო, ივნისი ჰო და... - დაიწყო ლაშამ მოყოლა თუმცა გიორგიმ გააწყვეტინა.
- ნუცას კორპუსის სახურავზე ვიყავით ჰო და რო დავიღრიალე აი ბილივ აი ქენ ფლაი თქო... - მაგიდაზე მჯდომთ, ყველას გაახსენდა მომხდარი და ხარხარი ატეხეს. ნუცასაც გაუქრა დაძაბულობა. არა აპა, იმათ მოაშლევინებდა ნერვებს, აქეთ არ მოეშალა ფრთხილად ყოფილიყვნენ.
- მაგის მერე რაც გახსოვს ტრავმატოლოგიურია ხო? - ხარხარი ატეხა ნუცამ მისივე ხუმრობაზე და მთელი მაგიდა ახმაურდა. მხოლოდ ერთი ადამიანი იჯდა სერიოზული სახით რომელზეც მხოლოდ ხანდახან თუ შეეპარებოდა ცინიკური ღიმილი. ზუსტად მის პირდაპირ მჯდომ, ჟღალთმიან, მომწვანო თვალება გოგონას, რომელის სულ, მოდმივად იცინოდა და ხანდახან შეხედავდა მწველი მზერით, ირონიით უყურებდა. ეს გოგო კი იყო მისი ნერვების მწველი და შეყვარებულიც ეჯდა გვერდით მაგრამ სიმართლის დამალვას არ აპირებდა. წინ ულამაზესი თუმცა მაინცც ჭირვეული და სწერვა ბავშვი ეჯდა.
- შენ კიდე ნიშადურის სპირტი. - მაინც წაკბინა გიორგიმ. ნუცას გაეცინა.
- ჩემს დაბადების დღეზე თავს რომ იკლავდი, გენაცვალე, აბა რა გეგონა, უკან გადმოგყვებოდი?
- თავს არ ვიკლავდი, ვა! ფრენას ვსწავლობდი! - მოჩვენებითი გაბრაზებით თქვა გიორგიმ და მომავალ მეუღლეს მიეხუტა.
ძველი დრო გაიხსენეს, ბევრი იცინეს და კარგადაც შეთვრნენ.
- ქორწილი როდის გაქვთ, ნუ მოგვკალით! - წამოიძახა დათამ.
- მალე! - თქვა ნიამ და გაეცინა.
- შევაკვდი ხალხნო თქვენს ურთიერთობას. მეჯვარეობა სანატრელი გამიხადეთ! - შესჩივლა ნუცამ მომავალ ცოლ-ქმარს და ჭიქაში დარჩენილი არაყიც გადაკრა.
სკოლა არ ჰქონდათ დამთავრებული, უკვე რომ იცოდნენ ვინ ვისი მეჯვარე იქნებოდა, ვინ ვისი შვილის ნათლია, ვის როგორი კაბა ეცვმეოდა დაქალის ქორწილში, ვინ როგორ დაიმხობდა თავზე დარბაზს და ასე შემდეგ. ამ დროს კი ნუცა ისევ ჩუმად იყო. ალბათ გახსოვთ, მოთხრობის დასაწყისში რომ გითხარით, სიყვარულის არ სჯერა თქო. სულ მასე იყო. დაქალები გამწარებულები რომ არჩევდნენ საქორწინო კაბებს, ის იჯდა და დასცინოდა სიტყვებით „ჯობია ჯერ ქმრები იპოვოთ და მერე კაბებზე იფიქროთო“
- გიო, ეს უნდა იყოს თქვენი მეჯვარე? - გადაუჩურჩულა ზიზღით თინამ გიოს. ვერ გაიგო ნუცამ, რა დაემართა. სასმლის ბრალი იყო თუ სერიოზულად ზედმეტებში გადადიოდა ამ მახინჯის ქცევები.
- თინა ინგლისური მესმის. - ირონიულად უთხრა. - და ადამიანებისა და ბაყაყების ერთმანეთისგან გარჩევაც იმაზე უკეთ გამომდის ვიდრე შენ წარმოგიდგენია. - მთელი „სიმშვიდით“ ეუბნებოდა და ადგილიდან არ ინძრეოდა.
- საინტერესოა როგორ უნდა გაგიძლონ ქორწილში. - წვრილი ხმით თქვა და ნუცა ფეხზე წამოხტა. წითელი ღვინით სავსე ჭიქა აიღო და იმ წამსვე გაალამაზა თინას თეთრი მაისური შინდისფერი სითხით.
- აი, საყვარელო, ასე უნდა გამიძლონ. სხვათაშორის ეგ მაისური არ გიხდებოდა. - მაგიდაზე მჯდარმა ყველამ პირი დააღო. გიორგიმ დაიჩურჩულა: „გველგესლაა რა“-ო და ნუცას მზერას რომ მიაწყდა მოკეტა. გოგონა წამოდგა, ყველას აარიდა თვალი, თავის ქურთუკი საკიდიდან ჩამოხსნა და ირონიულად დაიძახა:
- ნახვამდის.

-------
იმედია მოგწონთ ^ ^



№1  offline წევრი Unnamed

Ups... Aq ra ambebi xdeba :D sainteresoa velodebi shemdegs :)

 


№2  offline წევრი vighaca

Dzalian maagaria

 


№3  offline წევრი Barbare ❤

vai dedaa meore ufro magrobaa ???? bolos chavbjirdii ????????????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent