ფსიქო კიბეზე (მეორე ნაწილი)
დენიმ დაკვრა დაამთავრა და როგორც კი სიჩუმე ჩამოვარდა,გარეთ გასვლა მომინდა. -წამო გავისეირნოთ.-ხელი ჩავავლე და გარეთ გავათრიე. უკვე ბნელდებოდა.გამოვიძახეთ ტაქსი,ჩავსხედით და ვუთხარით-წადი შორს,ძალიან შორს წადი,სადაც გინდა. ტაქსისტმა მხრები აიჩეჩა და ჩვენც წავედით. დენიელს მივეკარი და თვალები დავხუჭე.რა კარგი იყო ახლა აქ ჯდომა,თბილ მანქანაში,დენის გვერდით..და ეს რომ ვიგრძენი,მივხვდი რაღაც თბილის თქმა მომინდა დენისთვის და უბრალოდ ვუთხარი-მიხარია აქ რომ ხარ,ჩემს გვერდით. -მეც მიხარია-გამიღიმა და შუბლზე მაკოცა. მე ავიღე მისი ხელი და ერთხანს მეჭირა.მერე უცებ,როგორც ყოველთვის,გაორება დამემართა.ხელი გავუშვი და ვუთხარი-მოდი ისევ მეგობრები ვიყოთ,არ გვინდა ეს სითბო და რაღაც მაგდაგვარი. დენიელს გაეცინა და თვალებით ტაქსისტზე მიმანიშნა-მოდი ისე მოვიქცეთ,როგორც მეგობრები. რომ მივხვდი რას გულისხმობდა,მეც ვანიშნე თვალებით რომ გამოძახებულ ტაქსში ამის გაკეთება სისულელე იყო. და ჩვენც გავაჩერებინეთ და ფეხით განვაგრძეთ გზა. დაბნელდა.ერთერთ ქუჩაზე საერთოდ არ ენთო ნათურები.სიბნელეს მხოლოდ მაღაზიებიდან გამომავალი შუქი სდევნიდა. სადარბაზოდან ვიღაც კაცი გამოვიდა და ეგრევე აგვეკიდა. სიარული ფხიზელი კაცის ქონდა,სახე კი გამომტყვრალი ბომჟის.მეზღვაურების მაისური ეცვა,ჭუჭყიანი,რომელზეც ღუზა ეხატა.ზუსტად ის მეზღვაური ლოთი იყო,ფილმებში რომ მენახა და მან დაიყვირა-ჰეი ლამაზო.არ გინდა შენს ახალგაზრდა მეგობარს მოშორდე და დრო უფრო ჭკვიანებს დაუთმო? თითქოს არაფერი იყო ამაში განსაკუთრებული,ასეთი რამ ხომ ხშირად ხდება ჩაბნელებულ ქუჩებში,ლამაზ გოგოებსა და ლოთებს შორის,მაგრამ დენი ძალიან გაბრაზდა.მე ხელით ვანიშნე ყურადღება არ მიექცია და გზა განვაგრძეთ,მაგრამ ის კაცი წამოგვეწია და თავისი მოურიდებელი,მყრალი ღიმილით შეგვათვალიერა. -აქედან წაეთრიე.-უთხრა დენიმ რაც შეეძლო მშვიდად. -შენთან არ მოვსულვარ ბიჭუნავ-გაიცინა და კბილების მაგივრად შავი ხვრელი გამოუჩნდა.ისეთი საშინელი სუნი ასდიოდა,თავი იქით გავწიე და ამ დროს დენიმ ხელი სტაცა ყელში და კედელზე მიანარცხა. -არ გინდა დენ,თავი დაანებე,ვერ ხედავ?გვიყურებენ. მაღაზიასთან სამიოდე კაცი იდგა,და აქაიქ მიმოდიოდნენ გამვლელები.მაგრამ დენი ვერაფერს ხედავდა,არც უნდოდა დაენახა,ბოროტად უღიმოდა კაცს,მაგრამ როგორც კი ხელი მოვკიდე,ჩემს ნებას დაყვა და ხელი გაუშვა. კაცმა შეშინებული თვალებით მოისრისა ყელი და გაგვშორდა,მაგრამ დენიმ შეაჩერა და ჰკითხა-სად ცხოვრობ? ტონი ისეთი მბრძანებლური ჰქონდა,კაცმა უნებურად უპასუხა-აი აქვე,ამ სადარბაზოში. და დენიმ ისევ ისე გაიღიმა და უთხა-წადი. -რას აპირებ?-ვკითხე,როცა იმ ქუჩას მოვშორდით. -მივაკითხავ. *** მიაკითხა.ჩემთვის არ უთქვამს,ისე წავიდა.კარზე რომ დააკაკუნა და კარი გავაღე,მაშინვე მივხვდი საიდან მოდიოდა. -ეს აუცილებელი იყო? -და ამას შენ მეკითხები?-გაუკვირდა. -იცი,ცოტა ფრთხილად უნდა ვიყოთ.თორემ დაგვიჭერს პოლიცია და ტკაც,ელექტრო სკამი გარანტირებული გვაქვს. -ყველანაირი კვალი მოვსპე,თან არავინ მოიკითხავს მაგ კაცს. -რა იცი? -ვიცი.ჩაი გაქვს?დამალევინე. -წავალ,წყალს დავადგავ,,მანამდე კი სახე დაიბანე,სისხლის წინწკლები გაქვს ცოტათი. -მართლა?ჯანდაბა. ჩაი დავლიეთ.გაყინული თითები ბუხარზე გაითბო და მოულოდნელად მკითხა-ხვდები რომ ერთად ყოფნა არ გამოგვდის? -მგონი კი.-ნაღვლიანად დავუქნიე თავი.-მაგრამ მაინც მიყვარხარ. -მეც.მაგრამ მგონი ეს უფრო მეგობრული სიყვარულია.თუ არადა,რატომ არ მეხუტები? -ხომ იცი ეგეთები არ მახასიათებს. -მაგრამ მინდა რომ ჩამეხუტო. ჩავეხუტე და ვიგრძენი,როგორ მომნატრებოდა მისი ჩახუტება და მისი შეგრძნება. მაკოცა,თვალები დახუჭა და გაიღიმა-არა,შენ ჩემი პატარა ფერია ხარ. დღეები კი გადიოდა.სანამ ერთ მშვენიერ დღეს ბიძაჩემი და მე სტუმრად არ წავედით ბიძაჩემის რომელიღაც ძველ მეგობართან.მგონი დამავიწყდა მეთქვა,რომ ბიძაჩემი ჩემზე სულ რაღაც 13 წლის არის უფროსი.მისი მეგობარი მომეწონა,წაბლისფერი თმა და მოწითალო წვერები ჰქონდა,რაც უცნაურად მომეჩვენა.როიალთან კი მისი მეგობარი იდგა,მაღალი,თეთრი პერანგი და პიჯაკი ეცვა,მუქი ქერა თმები გვერდზე ჰქონდა გადავარცხნილი და ისეთი სასიამოვნო საყურებელი იყო,რომ ჩემდაუნებურად გამეღიმა.ამ დროს მან მოიხედა და მანაც გაიღიმა.მე კი ოთახი მივათვალიერ-მოვათვალიერე.დიდი სახლი იყო,მდიდრული და მოვლილი.მომეწონა იქ ყოფნა,რბილ დივანზე დავჯექი და წვენი დავისხი. შავი,გრძელი კაბა მეცვა.შავი თმა მქონდა,თვალის შავი ჩრდილი მესვა და ცოტათი უფროსს ვგავდი,და ამიტომ იყო რომ თავისი ტოლივით მესაუბრებოდა. სიგარეტის მოწევა რომ დაიწყეს,უცებ აივანზე მომინდა გასვლა,მაგრამ მხოლოდ სიგარეტის გამო არა,რადგან დენის დამსახურებით მივეჩვიე.კარზე ზარის ხმა გაისმა და ვიგრძენი რომ ახლა ვიღაც უცხო სტუმრის ნახვა არ მინდოდა. აივანზე იასამნისფერი ფარდები ეკიდა.მოაჯირს დავეყრდენი და ქვემოთ ჩავიხედე.საოცრად ლამაზი სახლი იყო,კედელზე მცენარეები იზრდებოდა,მოკლედ თავი სასახლეში მეგონა.წარმოვიდგინე რომ მე პრინცესა ვარ და მალე მოვა ჩემი საოცნებო პრინცი,ქვემოდან ამომძახებს-ჩემო მშვენიერო ბელ... ოღონდ ეს პრინცი უცნობი უნდა იყოს და არა დენიელი. ჩემს თავზე გამეცინა,ასეთ რაღაცეებზე მაშინ ვოცნებობდი,როცა ოთხი წლის ვიყავი.ეხლა კი ეს ყველაფერი ისეთი სასაცილო და ყალბი ჩანდა. მაგრამ პრინცი მართლაც მოვიდა,ოღონდ ქვევით კი არა,აივანზე შემოვიდა და მე თვითონაც არ ვიცი რატომ,სახე გამეყინა.დიახ,სახე და არა სისხლი ძარღვებში. -სემ? სემ!-ვთქვი გაოცებულმა-შენ აქ რას აკეთებ. -ჩემი და მაიკლის (სახლის პატრონის) მეგობრები დიდი ხანია მეგობრობენ და მეც ხშირად მოვდივარ აქ.მაიკლმა გამომიშვა შენთან,მითხრა შენხელაა,გაიცანიო. მე არაფერს ვეუბნებოდი,უბრალოდ ვუყურებდი.მან კი განაგრძო. -მაგრამ რას წარმოვიდგენდი რომ შენ დამხვდებოდი-გაიღიმა-ეს ბედისწერაა,არა? -ჰოო-რაღაც დამცინავად გამომივიდა და სემი შეცბა. -მოკლედ,გამიხარდა შენი ნახვა. ვერცერთმა ვერ გადავწყვიტეთ რომელი წავსულიყავით პირველი,ან წავსულიყავით თუ არა საერთოდ.მე არ მინდოდა მისგან წასვლა,თუმცა ვგრძნობდი რომ არც მასთან დარჩენა მინდოდა.ის კი არ ვიცი რას ფიქრობდა,მაგრამ მომიახლოვდა და ხელი ოდნავ შემახო სახეზე-ბელ.. -ჩემი სახელი იცი?-ჩურჩულით ვკითხე,მეშინოდა ჩვენი სიახლოვით გამოწვეული სიმყუდროვე არ დამერღვია. -ჰო..-ჩურჩულითვე მიპასუხა მან და ტუჩები ახლოს მომიახლოვა. -სემ,შეყვარებული მყავს. თავი სწრაფად გაწია უკან და უმისამართოდ გახედა სივრცეს. -ჰოო-ამჯერად მას ნაღვლიანად გამოუვიდა. მე კი ნელნელა გავემართე კარისკენ.ვგრძნობდი ჩემ ფეხებს იქიდან მივყავდი,საიდანაც წასვლა არ მინდოდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.