შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დემონი და ანგელოზი (ნაწილი პირველი)


4-03-2015, 05:05
ავტორი Matt
ნანახია 2 662

დეიზი უნივერსიტეტში გავიცანი და მაშინვე დავმეგობრდით.ჩემზე ორი წლით უფროსი იყო,ყველაფერზე შეგვეძლო ლაპარაკი.მალე მას საფრანგეთში მოუწია გამგზავრება და თავისი ბინის გასაღები ხელში ჩამიდო-კრის,ვიცი გიჭირს ქირის გადახდა,ამიტომ შეგიძლია ჩემს ბინაში იცხოვრო,სანამ დავბრუნდები.-მადლობ დეიზი!მადლობ-შუბლზე ვაკოცე და გულში ჩავიკარი-შენ საუკეთესო მეგობარი ხარ.-იცოდე,გენდობი-ღიმილით დამემშვიდობა და ორი დღის შემდეგ მის სახლში გადავედი.დეიზის სახლი არაჩვეულებრივი იყო.პატარა,მაგრამ კომფორტული და ლამაზი.ორი საძინებელი,სამზარეულო და სასტუმრო ოთახში პატარა აივანიც ჰქონდა.იქ დიდი,მოჩუქურთმებული პიანინოც იდგა,რომელზე დაკვრაც ძალიან მიყვარდა.ხშირად,განსაკუთრებით კი საღამოობით,მეზობლები მიკაკუნებდნენ (უფროსწორად მიბრახუნებდნენ) კედელზე,მაგრამ მე არ ვწყვეტდი დაკვრას. ჩემთან სტუმრად ყველაზე ხშირად ჩემი ტყუპისცალი და მოდიოდა.მას ვინი ერქვა და ჩემსავით ღია წაბლისფერი თმა ჰქონდა."-ისევ უკრავ კრის?-როგორც ვხედავ საჭმლის გაკეთება ისევ დაგავიწყდა.-ჭურჭელი ისევ დასარეცხი გაქვს?-ო ღმერთო,ამდენი სარეცხი რა უბედურებაა.-ვინ არის ეს გოგო?არ გამაცნობ?"-აი ასეთი ფრაზებით მოდიოდა ხოლმე ის ჩემთან და გგონიათ ამის შემდეგ საჭმელს მიკეთებდა,ჭურჭელს ან სარეცხს მირეცხავდა? არა,ის ხომ ჩემი ტყუპისცალი იყო,დაჯდებოდა ჩემს საყვარელ ადგილას,სავარძელში და თავის საყვარელ ბონ ჯოვის უსმენდა.-ბონ ჯოვის გარდა სხვა ბენდი არ არსებობს შენთვის?-კი,მაგრამ აქ რომ მოვდივარ მხოლოდ ბონ ჯოვი მახსენდება.ჩემი მეორე სტუმარი ჩემი ბავშვობის მეგობარი,ელაიჯა იყო.მასაც უყვარდა მუსიკა და ბონ ჯოვი.ხანდახან ვფიქრობდი,ესეც ჩვენი ტყუპისცალი ხომ არ არის მეთქი,ოღონდ პრობლემა ის გახლდათ,რომ ჩვენზე 3 წლით იყო უფროსი.მესამე სტუმარი კი ჩემი ცისფერთვალება,წითელთმიანი ჯადოქარი იყო.მე ის გავიცანი მაშინ,როცა საღამოს,ლამპიონების შუქზე იჯდა ტროტუარზე და ტიროდა.დანახვისთანავე გავიფიქრე-ეს ის დემონია,სილამაზით და უმწეობით რომ იტყუებს უდანაშაულო ადამიანებს მეთქი.როცა მივუახლოვდი და ცხვირსახოცი გავუწოდე,თავისი ცრემლიანი,ცისფერი თვალებით ამომხედა..და მას შემდეგ ჩვენ ერთად ვართ. თუმცა არ ვიცოდი ამ გრძნობას რა ერქვა,სილამაზისადმი სიყვარული თუ უბრალოდ მიჩვევა.არ ვიცოდი მიყვარდა თუ არა,მაგრამ არ მინდოდა მისი დაკარგვა.იმ ნივთს გავდა,რომელიც არ გჭირდება,მაგრამ იმდენად ძვირფასია,რომ გადასაგდებად გენანება.ასე იყო თუ ისე,ის ვერაფერს ხვდებოდა,ან მეგონა რომ ვერ ხვდებოდა და ჩვენ ჩვეულებრივ ვაგრძელებდით ურთიერთობას,სანამ..შემოგომა მოახლოვდა.მიწა დაიფარა ყვითელი ფოთლებით.აცივდა,წვიმა გახშირდა,ქარი თვალებს მიწვავდა,სხვა ყველაფერი კი ისევ ისე იყო,როგორც ადრე.დავდიოდი სამსახურში,ვუსმენდი ჩემს დას და ბონ ჯოვის,ვსვამდი ელაიჯასთან ერთად..მაგრამ იმ დღეს ქალაქში ნისლი ჩამოწვა.მოაჯირთან ვიდექი და წყალში ვიყურებოდი,რომ უცებ გარშემო ყველაფერი გათეთრდა.წამით გავიფიქრე რომ მოვკვდი.ხოლო როცა ნისლში მისი სახე დავინახე,ეს მართლა დავიჯერე და ჩემს წასაყვანად ნამდვილი ანგელოზი მოვიდა.-უკაცრავად სერ,შეგიძლიათ დამეხმაროთ?-კი..კი როგორ არა.-გზა დამებნა და არ ვიცი სახლამდე როგორ მივიდე.-აუცილებლად დაგეხმარებით,თქვენი მისამართი მითხარით.მითხრა და ძლივძლივობით შევძელი დამენახა რაიმე.მისი ხელი მეჭირა,ფრთხილად მივდიოდით.ერთი კილომეტრის შემდეგ ნისლი ცოტათი გაქვრა და უკეთ შევძელი ყველაფრის დანახვა.როცა სახლამდე მივაცილე,მოტრიალდა და მითხრა-დიდი მადლობა,უთქვენოდ ვერაფერს ვიზამდი.-რა სალაპარაკოა,არც ღირს-გავუღიმე მე.-მე ნატალი მქვია,ნატალი რიმსკი.-მე კი კრისტოფერ კინგი ვარ.-მეფე კრისტოფერი-გამიღიმა მან და რევერანსი გააკეთა.-მშვენივრად გამოგივიდა.-მადლობ.კრის,შეიძლება კრისი დაგიძახო?-რათქმაუნდა.-რას იტყვი..რომ..-შეიძლება ყავაზე დაგპატიჟო?-დაპატიჟება ჩემს თავზე ავიღე.-კი,შეიძლება-გაუხარდა ნატალის და გაიღიმა.ისევ იმ ანგელოზს გავდა,ნისლში რომ გამოჩნდა.მშვენიერი წაბლისფერი თმა და თეთრი კბილები ჰქონდა.თანაც მისი მწვანე თვალები ისე ანათებდნენ,როგორც მთვარე ბნელ ღამეში.-კარგი ნატალი,შეხვედრამდე-ვუთხარი მე და გამოვბრუნდი.მთელი დღე მასზე ვფიქრობდი,ღამეც მასზე ვფიქრობდი,არადა ჩემი პატარა ჯადოქრის გვერდით ვიწექი და მისი თმის სურნელსაც ვგრძნობდი.დილით ადრე ავდექი,ფრენსისს ისევ ეძინა. წვერი გავიპარსე,პერანგი ჩავიცვი,თმები დავივარცხნე,ყავა დავლიე და სანამ ფრენსისი გაიღვიძებდა,კარი ფრთხილად გამოვიხურე და ანგელოზის სახლისკენ გავწიე.მისის სახლის წინ,კაფეში დავჯექი.ისევ ყავას ვსვამდი და ველოდებოდი,როდის გამოვიდოდა ჩემი ანგელოზი სახლიდან.როგორც კი გამოვიდა,მაშინვე წამოვხტი და მისკენ გავემართე.-გამარჯობა ნატალი.-გამარჯობა-გაუხარდა ჩემი დანახვა.-გუშინ არ მითქვამს როდის დავლევდით ყავას.-ჰო.-და გადავწყვიტე ეს დღეს გაგვეკეთებინა .(ღმერთო რეებს ვეუბნები)-ჯერ ხომ 9 საათიც არ არის.-ხო მაპატიე,პაემნები როგორც წესი საღამოს არის ხოლმე.-ეს პაემანია?-გაეცინა.-ჰო,უფროსწორედ..-არა,მე ეს მომწონს.-უბრალოდ საღამომდე ვერ მოვითმინე,ისე მინდოდა შენი ნახვა-მაინც წამომცდა.-არაუშავს-გაეცინა-უფროსწორედ..მოკლედ,ჩვენ ახლა წავალთ და ყავას დავლევთ.-დიახ ასეა-ხელკავი გამოვდე და კაფეში წავიყვანე.-მომიყევი შენზე-მითხრა მან,როცა მაგიდასთან დავსხედით და ყავა და ნამცხვარი შევუკვეთეთ.-მე 25 წლის ვარ,მყავს ტყუპისცალი და..-რა არის შენი ჰობი.-პიანინოზე დაკვრა..კითხვა.-კითხვა მეც მიყვარს.პიანინოც,თუმცა დაკვრა არ ვიცი.-თუ გინდა გასწავლი.-მინდა-ღიმილით დამიქნია თავი-შენს დაზე მომიყევი.-ის ისეთივე ლამაზია,როგორც მე-გავიხუმრე.-შენ არ გყავს და ან ძმა?-არა,მე სულ მარტო ვარ.-მითხრა მან და ძალიან ძალიან მომინდა ჩავხუტებოდი.-მარტო მამა მყავს.-მეც.უფროსწორედ,დედა არც მე მყავს.-ჰოო..უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა.ოფიციანტს კოკაკოლა შევუკვეთე.-ცხოველები გიყვარს?-მოვიფიქრე ძლივს.-კი,კატები,ძაღლები და ჟირაფები.-მე კი მელიები მიყვარს.-მართლა?-გაეღიმა.-ჰო..იცი შენ მელიას გავხარ.მისნაირად ლამაზი თვალები გაქვს.-მადლობა-გაეღიმა.-ღიმილიც ლამაზი გაქვს.არ ვიცი ამეებს რატომ გეუბნები,ეგრევე იმას ვიძახი რასაც ვფიქრობ და ეს უცნაურია.-ეს კარგია-ისევ იღიმოდა ნატალი.მესამე ჭიქა,ჩემთვის კი მეხუთე ჭიქა ყავის შემდეგ ნატალი სახლამდე მივაცილე და მეც სახლში დავბრუნდი.-სად იყავი?-მკითხა ფრენსისმა.-ვსეირნობდი.-დილის 8 საათზე?-ხო,ამ დროს ხალხი ცოტაა და საშუალება მაქვს ვიფიქრო.-სხვა დროს შეგიძლია მეც თან წამიყვანო.თუ რათქმაუნდა ხელს არ შეგიშლით-მითხრა მან და სანამ რამის თქმას მოვიფიქრებდი მომახალა-სანამ შხაპს მივიღებ საჭმელი გამიკეთე.-და ხალათის ფრიალით სააბაზანოს კარი მომიკეტა.ეს ქალი მართლა ჯადოქარია ან დემონი,ყველაფერს ერთი შეხედვით ხვდება.განა სხვა დროს არ მისეირნია მარტოს,თუნდაც დილით,მაგრამ მაინცდამაინც მაშინ დაეჭვდა,როცა ამის მიზეზიც ჰქონდა.მაგრამ,სიმართლე რომ ვთქვათ,არანაირი მიზეზიც არ ჰქონდა,ახალ მეგობრებთან შეხვედრა ხომ დანაშაული არ არის.ხოლო როცა ჩემსა და ნატალის შორის რამე მოხდება,მაშინ შეუძლია იეჭვიანოს-თავი დავიმშვიდე,სინდისს ვაიძულე თავის სოროში დაბრუნებულიყო და საჭმლის გაკეთებას შევუდექი.-შენგან მზარეული არ დადგება-მითხრა ფრენსისმა,როცა დამწვარი მაკარონი დააგემოვნა-მაგრამ იცი რა?მე მიყვარს ეს საჭმელი,იმიტომ რომ შენც მიყვარხარ-მაკოცა და სამსახურში წავიდა.10 საათისთვის მეც წავედი სამსახურში.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent