შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მკვლელობის საღამო(7)


4-03-2015, 16:16
ავტორი april
ნანახია 1 869

მგზავრობა დიდ ხანს გაგრძელდა,არ ვიცი დაახლოებით რამდენი ხანი გავატარე ამ მოხუცთან ერთად მანქანაში.ის კი ვიცი რომ ჩემი ცხოვრება დღითიდღე იცვლება..არ ვიცი ამ ყველაფერში ვისი ხელი ურევია,გაურკვევლობა...აი ეს არის რასაც ახლა ვგრძნობ..მაგრამ ვიცი რომ ამ ყველაფერსაც აქვს კარგი მხარე,უბრალოდ არ მინდა ყველაფერზე ცუდად ვიფიქრო..მაქსი იყო ადამიანი რომელიც კინაღამ შემიყვარდა,მაგრამ მან ნათლად დამანახა თუ ადამიანები როგორი თვალთმაქცები ვართ..აქედან გამომდინარე,ვაპირებ ცხოვრებას ავყვე შეძლებისგვარად..უბრალოდ აღარ მინდა ამტენი ტირილი და ყველაფერზე ფიქრი..გავხდები ის ვინც სინამდვილეში ვარ..
და აი ვინ ვარ სინამდვილეში..
-დაარტყი..
-ის ხომ სულ რაღაც ბავშვია..
-ომში ყურადღება არ ექცევა ასაკს,კანის ფრეს ან სხვა რამეს..უბრალოდ უნდა იბრძოლო.
-კარგი...
ბავშვის ფიტულს სახეში მუშტს ვარტყავ..
-კარგია,გააგრძელე..ეს უბრალო ფიტულია..
-კარგი,კარგი..დავარტყავ.უბრალოდ იმ საზიზღარ ოთახში აღარ წამიყვანოთ.საზიზღრობაა.
-დამშვიდდი,მთავარია დაგვემორჩილო.
ვარჯიშს განვაგრძობ...აქ უკვე რამდენიმე კვირაა ვარ.უბრალოდ გვასწავლიან ბრძოლას..თითქმის იგივე რაღაცას რასაც მაქსი მასწავლიდა,მაგრამ განსხვავება ისაა რომ აქ არჩევანი არ მაქვს..უნდა დავემორჩილო მათ.ახლა ფსიქოლოგიური გაკვეთილი გვიტარდება..მაგიდასთან მარტო ვზივარ,სხვებს ვერ შევეწყე,ამიტომ მარტოობა ვარჩიე.
-გამარჯობა ბავშვებო..
მასწავლებელი დაფასთან დგება.
-დღეს ვისაუბრებთ..ბევრ რამეზე.მოდი დავიწყოთ..ომი,ბრძოლა..რა არის ეს?მოდი ერთ აზრზე შევთანხმდეთ..ეს არის ის რაც ჩვენს ცხოვრებაში ყოველ წამს გვჭირდება.ჩვენ მყოფთ ყველა ერთმანეთს ვებრძვით..ეს ასეც უნდა იყოს ადამიანებმა მხოლოდ იმაზე უნდა იფიქრონ რომ თავი გადარჩინონ.სიყვარული..არ არსებობს.ეს რომანტიული ადამიანების მიერ გამოგონილი გრძნობაა.ჩვენ უბრალოდ უნდა დავიმახსოვროთ წესები რომლითაც ცხოვრება გაგვიადვილდება.ყურადღებით მომისმინეთ..
დაფისკენ გვანიშნებს სადაც წესებია ჩამოწერილი.
-წესი პირველი:გადაარჩინე საკუთარი თავი,ეს ყველაფერზე წინ დგას.
წესი მეორე:მოკალი ან მოგკლავენ.
დღეისთვის ორი წესი საკმარისია,ამ წესებს მე ყოველდღე გაგაცნობთ.უბრალოდ ეს ორი წესი თქვენს გონებაში უნდა აღიბეჭდოთ...ამის გარეშე თქვენი ცხოვრება არაფერია,ყოველთვის გულნატკენები დარჩებით,ყოველთვის დაგტოვებენ მარტო.ეს გარდაუვალია,ამიტომაცაა საჭირო რომ იცხოვროთ ისე როგორც ჩვენ გასწავლით.სიყვარული თქვენ გაბნევთ,ამიტომ აქ უბრალოდ უნდა გიყვარდეთ საკუთარი თავი და ადამიანი რომელიც ამ ყველაფერს ხელმძღვანელობს..მას ჩვენ როგორც იცით მივმართავსთ,,უფროსო,,თი.ეს ჩვენი კანონია.მგონი ყველაფერზე მოვახდინეთ კონცენტრაცია,ახლა შეგიძლიათ თქვენს ოთახებში მიბრძანდეთ.
სკამიდან ვდგები და ჩემი ოთახისკენ მივემართები..გზაში ვიღაც მაჩერებს,სიარულს ვწყვეტ.ვიღაც გოგონაა..
-რა გინდა?
-მე ნინო ვარ.
-მერე..
-უბრალოდ შევამჩნიე რომ არავის ელაპარაკები და ვიფიქრე გავეცნობი მეთქი.
-ხომ იცი რომ ბევრი ლაპარაკი არ შეიძლება,დავისჯებით.
-ახლა საუბარი აკრძალული არაა.
-რას მთავაზობ..
-არაფერს.
-მაპატიე,მაგრამ მეგობრები არ მჭირდება.
ჩემს ოთახში ჩქარი ნაბიჯით შევაბიჯებ და კარს ვკეტავ.საწოლზე ვჯდები ..კარი იღება,უფროსი შემოდის..ფეხზე ვდგები.
-წამომყევი.
მასთან ერთად ოთახიდან გავდივარ.მის კაბინეტში შევდივართ..გოგონა თმებს ისწორებს და დაბნეული მიცქერს.
-შენ კიდევ აქ ხარ..?
-მაპატიე,მივდივარ..
თვალს უკრავს და ღიმილით კაბინეტიდან გადის..ზიზღით სახე მეჯღანება.
-დაჯექი..
სკამისკენ მიმითითებს.მეც ვემორჩილები.
-გავიგე ვიღაც გოგოს ესაუბრებოდი.
-თავად დაიწყო საუბარი.
-რა გკითხა.
-არაფერი უბრალოდ მითხრა რომ ნინო ერქვა.
-მეტი არაფერი?
-არაფერი..
-აქაურობას კარგად მიეჩვიე..
-თუ არ გავითვალისწინებთ დილეგში გატარებულ 3 დღე-ღამეს ..კი.
-არაუშავს,აქ კიდევ ბევრ რამეს ნახავ.უბრალოდ მაინტერესებს გინდა თუ არა,უკან დაბრუნება.
-სად უკან?მე არც სახლი მაქვს და არც მეგობრები დამრჩა..
-ესეიგი ყველაფერზე უარი თქვი?
-მთლად ყველაფერზე არა.
-მისმინე..აქ მოსული ადამიანები მოდიან თავიანთი ნებით,შენნაირები აქ ძალიან ცოტაა,ის ცოტა კი ან გიჟდება ან თვითმკვლელობით ამთავრებს ცხოვრებას.აქ ჩვენ ადამიანებს არ ვაწამებთ უბრალოდ ვასწავლით თავი როგორ დაიცვან...ეს გოგოების განყოფილებაა.ბიჭების განყოფილებაში მათ ვამზადებთ სამხედრო სამსახურისთვის.გოგოები უფრო გამჭრიახები ხართ..ყველაფერს ადვილად ითვისებ..ამის მიზეზი ალბათ ისაა რომ მაქსმა გული საშინლად გატკინა.
-შეიძლება მასეც ითქვას,მაგრამ სხვა მიზეზებიც არსებობს.ჩემი ცხოვრება იყო საწყალი გოგონას ისტორია,რომელიც ცდილობს ყველას ასიამოვნოს,არავის გული არ დაწყვიტოს და კიდევ მრავალი სისულელეები.მინდა მათ დავუმტკიცო,რომ მე სინამდვილეში სხვანაირი ვარ.
-კარგია,მომწონს შენი შემართება.მისმინე შენ და მე ერთად კარგი გუნდი ვიქნებით.მაგრამ მანამდე უნდა დამანახო შენი შესაძლებლობები..
-მზად ვარ ყველაფერი გავაკეთო.
-ძალიან კარგი,დღეს შენ პატარა საქმის მოგვარება მოგიწევს,რათქმაუნდა მარტო არ იქნები.დამხმარე ყველას სჭირდება...უბრალოდ გვაინტერესებს ჩვენგან რა ისწავლე..შენ გვერდით ნინო იქნება,აგრეთვე ნიკა..ერთ რჩევას მოგცემ. სხვებთან დაახლოებას მათ გაუგო უკეთესია..იმიტომ რომ თქვენ გაქვთ რაღაც საერთო,ამას თავად მიხვდები..თუ კარგად იმუშავებ წინ ძალიან დიდი სიუპრიზი გელოდება,ასე რომ მოემზადე..
ოთახიდან გავდივარ,ნინოს და მის გვერდით მდგომ ბიჭს ვხედავ რომელიც ალბათ ნიკაა.მათ უკან ორი დაცვა დგას.ერთერთი მე მიახლოვდება.
-წამომყევით..
სამივენი მას მივყვებით..გარეთ გავდივართ.მანქანაში ჩასხდომამდე სპეციალურ ტანსაცმელს ვიცვამთ,იარაღს ვარჩევთ და ჩვენს ადგილს ვიკავებთ.
ნიკა წინ ჯდება,მანქანის დაძვრისას ჩვენსკენ ტრიალდება.
-ჩვენ პატარა საქმე გვაქვს,ერთერთ სავაადმყოფოში უნდა მოვხვდეთ..ვიცი თქვენთვის ეს რთულია,მაგრამ თქვენი შესაძლებლობების მაქსიმუმის დახარჯვის შემთხვევაში ყველაფერი მარტივად ჩაივლის.ინფორმაცია შემდეგია პალატა 104 ,პაციენტი 24 წლის ბიჭია,წითური თმებით,..ჩვენ ის უნდა წამოვიყვანოთ შეუმჩნევლად..ისე რომ არავინ არაფერს მიხვდეს..მაგრამ თუ მოხდა ისე რომ ეს გეგმა ჩაიშალა გადავალთ გეგმა ბეზე.პაციენტი ორ საათში უნდა გადაიყვანონ ციხეში..მაშინ ჩვენ იმ მანქანას გავაჩერებთ რომელშიც ის იქნება იქიდან კი ყველა მიხვდებით რომ რა უნდა მოხდეს.მგონი ყველაფერი გასაგებია..ესენი აიღეთ და ყურზე დაიმაგრეთ ამით ერთმანეთთან საუბარს შევძლებთ.ახლა კი წავედით..
მანქანიდან გადავდივართ...სავაადმყოფოში შევდივართ..
-ერთერთი აქ უნდა დარჩეს..რომელი დარჩებით?
-მე.
პასუხს ნინო უბრუნებს.
-ძალიან კარგი წავედით..
ნიკასთან ერთად სანიტრების ოთახში შევდივართ და ტანსაცმელს სწრაფად ვიცვამთ.
-დროზე..
-მოვდივარ.
რამოდენიმე წუთში ოთახში შეუმჩნევლად შევდივართ..
-ჯანდაბა..
-რა მოხდა..
-არ არის..
-რა?ოთახი ხომ არ შეგვეშალა.
-არა,ესაა.
-დროზე,დროზე წავედით..
კიბეების გამოყენებით პირველ სართულზე ჩავდივართ.
-რა მოხდა,პაციენტი სადაა..
-უკვე წაუყვანიათ,დროზე მანქანაში......... გავყვეთ.
მანქანაში სწრაფად ვჯდებთ..
-გეგმა ბეზე გადავდივართ..
-წავედით..
მძღოლი მანქანას ძრავს..
-გაყევი,იმ მანქანას გაყევი..როგორღაც გზა უნდა გადავუღობოთ.იჩქარე,დასაკარგი დრო არ გვაქვს.არ მესმის ეს როგორ მოხდა.ყველაფერი რიგზე იყო..
-დამშვიდდი.ნერვიულობით არაფერი მოგვარდება,უბრალოდ გეგმის მიხედვით ვიმოქმედოთ..
-დამეკარგა,არ ვიცი სად წავიდა..გზა შეცვალა.
გვესმის მძღოლის ხმა.
-რა..როგორ თუ გზა შეცვალა,ციხემდე ეს ერთადერთი გზაა.ნუთუ სხვამ დაგვასწრო..
-ერთადერთი გზა დაგვრჩა..
-შეუძლებელია...მას ვერ დავეწევით ძალიან შორსაა.არამგონია ციხისკენ მიემართებოდეს.
-მსხვერპლი..
-რა
-მოხალისე გვჭირდება,ვიღაცა მას უბრალოდ წინ უნდა გადაუდგეს...რაღაც მანქანით ვითომ შემთხვევით მოხდა.
-მოკლავენ.
-ვნახოთ.
-ჩვენ მანამდე რამეს მოვახერხებთ..
-ვინ..ამას რომელი გაბედავს საშიშია.
შეშფოთებული ნინო ხმას იღებს.
-მე..ამას მე გავაკეთებ..
რაც შეიძლება მშვიდად ვცემ პასუხს.
-დარწმუნებული ხარ?
-კი.
-კარგი.
მანქანა ჩერდება...
-შენ ამ მანქანით იმოძრევებ..ჩვენი მანქანა ორ წუთში მოვა..იცი როგორც უნდა მოიქცე.უბრალოდ გააკეთე ისე რომ გააჩერო,სულ რაღაც ორი წუთით მაინც.
-კარგი.
საჭესთან ვჯდები და მანქანას მიმართულებას ვაძლევ.
-მისმინე..
მესმის ნიკას ხმა ყურსასმენიდან.
-სამიზნე შავი ფერის ფერარია,მის უკან ამავე ფირმის ლურჯი ფერის მანქანაა..ლურჯ მანქანაში ჩვენი პაციენტია,შენ უბრალოდ შავი ფერის ფერარს უნდა მოუჭრა გზა,ამით ყურადღებას გადაიტანენ,ესაა რაც შენ უნდა გააკეთო დანარჩენი ჩვენ ვიცით.
-კარგი..
სიჩქარეს ვუმატებ..მანქანებს ვხედავ..სწრაფად მოძრაობენ მათ გაჩერებას ვერ შევძლებ..რა ვქნა..სიჩქარეს კვლავ ვუმატებ.მანქანა ჩემგან ორ მეტრშია..როგორც იქნა.არ ვიცი რა იქნება..მანქანას გზას უეცრად ვუჭრი,ჩემი მანქანა ტრიალდება და ფერარის წინ დგება..ნუთუ შევძელი..მანქანები გაჩერდნენ,თავი საჭეს მივარტყი..ცოტაოდენი სისხლი მომდის.მანქანიდან ვიღაც ტიპი გადმოდის იარაღით ხელში..გულის ცემა მიმატებს,ახლა კი მგონი მართლა ვერ გადავრჩები,რამე უნდა მოვიმოქმედო.მანიშნებს რომ კარი გავუღო,მეც ვუღებ..
-რა ხდება გოგონავ,სიკვდილი ხომ არ მოგდომებიათ..
-მაპატიეთ,მანქანას პირველად ვმართავ და დავიბენი.
-დროზე გაიყვანე მანქანა გვაგვიანდება.
-იცით არ შემიძლია..
ნიკას სახის დანახვაზე..ვხვდები რომ საუბარი უნდა გავაგრძელო.
-რას ნიშნავს არ შეგიძლია..
-მგონი საწვავი გამოილია.
-გადმოდი შევამოწმებ.
-მგონი ფეხი ვიღრძე..საშინლად მტკივა.
სროლის ხმა ისმის უკან ტრიალდება..
-რა ხდება..
იარაღს ვიღებ და ვუმიზნებ.
-არ გაინძრე..
მანქანიდან გადავდივარ..
-დაიჩოქე..დროზე.ხელები აწიე.იცოდე პატარა შეცდომა და მკვდარი ხარ.
-რა ქენი..ნიკა,ჩემი გესმის?
-ყველაფერი რიგზეა,დროზე წამოდი..
-მანქანიდან გადმოვედი..დახმარება გინდათ?
-რა?რა ქენი?დროზე მანქანა დაძარი და წამოდი...
მანქანაში სწრაფად ვჯდები და ნიკას მანქანას ვეწევი..ძირს დაგდებულ გვამებს ვხედავ..გვერდს დროზე ვუვლი და სიჩქარეს ვუმატებ.
-შუქნიშანთან მანქანას გააჩერებ და ჩვენს მანქანაში ჩაჯდები.
-კარგი..
რამოდენიმე მეტრში შუქნიშანს ვხედავ..უკნიდან სროლის ხმა მესმის,სარკიდან ვიხედები..უკან ორი მანქანა მომდევს..სიჩქარეს ვუმატებ..
-ნიკა..მოგვდევენ.
-სიჩქარეს მოუმატე და მოგვყევი,არავითარ შემთხვევაში მანქანა არ გააჩერო.
-კარგი..
სიჩქარეს კვლავ ვუმატებ და ნიკას მანქანას მივყვები..რაღაც ხმა მესმის და ვიხედები....საბურავმა დაიშვა.
-ნიკა ერთერთმა საბურავმა დაიშვა,მგონი ტყვია მოხვდა..რა ჯანდაბა ვქნა.
-უბრალოდ მანქანა არ გააჩერო..
-მე რომ თქვენ გამოგყვეთ ისინი ჩვენს კვალს აიღებენ.
-სწორია,რომელიმე სასტუმროში წადი.უბრალოდ თვლათა ხედვიდან მოშორდი.
-კარგი..
მანქანას მარჯვნივ ვუხვევ..ერთადერთი ადგილი ახლა რომელიც მე გამომადგება კლუბია...მხოლოდ კლუბის გზა ვიცი...მგონი აღარ მომდევენ..მანქანას სწრაფად ვაჩერებ და კლუბში შევრბივარ..ბარმენის წინ ვდგები..
-დროზე მითხარი სად შევძლებ დამალვას..
-რა?
-მომდევენ,იცოდე უნდა დამეხმარო..გთხოვ.
-კარგი წამომყევი.
რამოდენიმე წუთში რომელიღაცა ოთახისკენ მიმითითებს.
-ეს ჩვენი საწყობია..
-მადლობა.
კარს ვაღებ და შევდივარ..იქვე ადგილს ვნახულობ და ვჯდები..რამოდენიმე საათში ბარმენი კარს აღებს და შემოდის.
-რა მოხდა..
-არავინ მოსულა..შეგიძლია წახვიდე..აქ დიდხანს ვერ გაძლებ ძალიან ცივა..
-კარგი,წავალ..
მასთან ერთად ოთახს ვტოვებ.
-მადლობა..ყველაფრისთვის.
-მეცნობი..მაგრამ არამგონია ის იყო.
-ვინ გგონივარ...
-ერთი გოგონა დადის აქ..შენ ძალიან გგავს,მაგრამ ის სხვანაირია,უფრო მორცხვი და თავმდაბალია.
-რათქმაუნდა..
ვუღიმი და უკან ვტრიალდები.მაქსის დანახვისას სიარულს სწრაფად განვაგრძობ,გზაზე მეღობება.
-თამთა?აქ რას აკეთებ.
-გამატარე..
-მითხარი აქ რა გინდა.
-ან გზას დამითმობ ან და ჩემს საქციელზე პასუხს არ ვაგებ.
-ვიცი,გული გატკინე..
-იცი რა?ან გამატარებ ან ტყვია შუბლში მოგხვდება.
-მემუქრები?
-მე შენ გენდობოდი,შენ კი მასხრად ამიგდე.მე ის სულელი გოგონა აღარ ვარ რომელიც ოცნებობდა მის ცხოვრებაში ვინმე ბიჭი გამოჩენილიყო და მისი ცხოვრება გაელამაზებინა..გაიგე ეს..
გოგონას მზერას ვგრძნობ და მისკენ ვტრიალდები,ნაცნობი სახე აქვს.სადღაც მინახავს,გონებას ვძაბავ და ყველაფერი მახსენდება ეს ხომ უფროსის,,საყვარელია,,ყოველდღე მისი კაბინეტიდან კაბის სწორებით გამოდის..
-ამ გოგოს იცნობ?
გოგონასკენ მივუთითებ.
-კი,ჩემი დაა.
-შენი დაა?
-ხო,რა იყო.
-ყოჩაღ,კვლავ ახალი ტყუილი.
-არ ვიტყუები..და შენ საიდან იცნობ.
-ეს თავად კითხე უფროსის კაბინეტში ყოველდღე რას აკეთებს.
-რა?რას ამბობ.
-იცი რა?ეს ჩემი საქმე უკვე აღარაა.რაც გინდა ის გიქნია.
-თამთა..
მესმის ნიკას ხმა.
-მოვდივარ..
-არსადაც არ მიდიხარ.
-შენი გადასაწყვეტი არ არის..
-გთხოვ არ წახვიდე..
-დაგავიწყდა?,იქ თავად გამიშვი.
-შენ რა მათ ირჩევ?
-არა,მე თავისუფლებას ვირჩევ..
ვუღიმი და ნიკასთან ერთად მანქანაში ვჯდები.
-როგორ ხარ?
-კარგად.
-დაჭრილი ხომ არ ხარ,დაივანხე შუბლიდან სისხლი მოგდიოდა.
-არა,არაფერია.უბრალოდ წავიდეთ..
რამოდენიმე წუთში მეორე მანქანაში გადავდივართ,იმის დახმარებით ჩვენს ,,სახლში,,მივდივართ.
-შენით გაოცებული ვარ..
მესმის უფროსის ხმა.
-დიდი არაფერი გამიკეთებია..
-წამოდით..
მის კაბინეტში შევაბიჯებთ..
-დასხედით ბავშვებო..დღეს თქვენ მართლაც რომ ძალიან კარგი საქმე გააკეთეთ,განსაკუთრებით შენ თამთა.უბრალოდ ამას არავინ მოველოდით..ყოჩაღ.
-მადლობა,უბრალოდ ნიკას დავუჯერე,მან თქვა რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა თუ ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმს გამოვიყენებდით.
-მე..უბრალოდ იცოდეთ რომ ამის გამო ძალინ დაწინაურდი ჩემს თვალში..ახლა წადით დაისვენეთ.ხვალ ახალი საქმე გელით წინ.



№1  offline წევრი marisha-mari

კარგია!!!!!და უკეთესი იქნება თუ ჩვეულებრივ მოთხრობას თუ არ დაამსგავსებ!!!!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent