შენით ნარკომანი გავხდი 4
როცა გონს მოვიდა, დაბნეულობა დაეტყო, არ იცოდა რა ექნა... მეგობარმა შეატყობინა,რომ ნიკას მამა გარდაიცვალა (გაგახსდენებთ, რომ ბოლოს ნიკამ და მამამისმა იჩხუბეს...ის კაცი ლოთი იყო.... გუშინ კიდე ნასვამი ცუდად გამხდარა და გარდაცვლილა)...ნიკას ვერ დაურეკავდა, ამ ამბავზე ტელეფონით ვერ დაელაპარაკებოდა...სხვა გზა არ ჰქონდა გათენებას უნდა დალოდებოდა....მაგრამ დილით უნივერსიტეტში იყო წასასვლელი... წავიდა კიდეც, ლექციაზე გონება გაფანტული იჯდა და მესიჯობდაა... -მარიამ, შეგიძლია გარეთ მიბრძანდე თუ არ გაინტერესებს ..... -მკაცრად უთხრა ლექტორმა -არა... მაპატიეთ, უბრალოდ..... -თავის მართლება დაიწყო, მაგრამ არ დააცალა ლექტორმა -პირველი და ბოლო გაფრთხილება იქნება... -დიახ -მარიამმა ტელეფონი ჩანთაში ჩადო და თვალები ლექტორის მიაპყრო, ცდილობდა კონცენტრაცია ლექციაზე გადაეტანა... თან იმასაც ფიქორბდა,ნიკამ როგორ მიიღო ეს ამბავიო...რა თქმა უნდა,ეწყინებოდა, მაგრამ არამგონია დიდად განეცადა, რადგან მამას თითქმის ვერ იტანდა...როგორც იქნა ლექციები დაუმთავრდა და სასწრაფოდ ნიკასა და მის საერთო მეგობარს დაურეკა.... -ალო, ირაკლი,როგორ ხარ? -კარგად მარიამ, ნიკასთან არ ავიდეთ? -ჰო, ზუსტად მაგიტო გირეკავდი...სად ხარ? -სახლში, შენ სად ხარ? ტაქსით მოგაკითხავ... -მანქანით ვარ, მე თვითონ მოვალ... მოემზადე მანამდე მარიამი მანქანაში ჩაჯდა, ანერვიულებულმა დაქოქა და ახლა ანის მიაკითხა უნივერსიტეტში, ისიც წაიყვანა და ირაკლისთან წავიდნენ, სანამ ირაკლი სახლიდან ჩამოვიდა ანიმ ისევ გუშინდელზე დაუწყო საუბარი -იცოდე, არ ანერვიულდე... -ანი, რა დროს ეგ არის... -სწორედ რომ ახლა მაგის დრო მარიამ! დღეს გაბუტვის დრო არ არის, ნიკას მამა მოუკვდა! -ვხვდები ანი, დებილი არ ვარ ! რა საჭიროა ეს ლექციები.... -თითქოს მარიამმა ანის ამგვარი მითითების გამო თვი შეურაცხყოფილად იგრძნო ... ამ დროს ირაკლიც ჩამოვიდა და ნიკასთან წავიდნენ...მარიამი ოთახში ბოლოს შევიდა, ნიკა არც გარეთ იყო და არც შიგნით დახვდა, თვალებით დაუწყო ძებმა, მის ოჯახს მიუსამძიმრა და ისევ გარეთ გამოვიდა...ანი და ირაკლი ოთახში გაჩერდნენ... "ნიკა სად არის?" ეკითხებოდა ყველას.... -აი იქ არის.... ერთ-ერთმა მეგობარმა ხელი გაიშვირა და მარიამს დაანახა ქეთისთან ერთად მომავალი ნიკა...მარიამმა თავი გვერდზე შეაბრუნა და დაელოდა როდის მიუახლოვდებოდა ისინი, თან არიცოდა ნიკასთვის რა ეთქვა, ლოგიკურად უნდა მიესამძიმრებია, მაგრამ მარიამზეკარგად არავინ იცოდა ბოლოს ნიკასა და მამაისს შორიც რაც მოხდა.... აი ისინიც მოვიდნენ -პრივეტ მარუს -ქეთიმ მარიამი გადაკოცნა, მარიამმა მხოლოდ გაუღიმა და ნიკასკენ წაიწია, თუმცა ვერაფერს ეუბნებოდა...ბოლოს როგორც იქნა ხმა ამოიღო -არც კი ვიცი რა გითხრა -მხარზე მსუბუქად დაჰკრა ნიკას ხელი -არაფერი არ მითხრა -ნიკამ თითქოს მიანიშნა მარიამს რაღაც, მერე ქეთისთან ერთად გაეცალა და შიგნით შევიდა.... მარიამი იდგა გარეთ, არც კი შემობრუნებულა, ერთ წერტილს მიაჩერდა და თვალები ჩაუწითლდა...მერე დიდხანს არც უფიქრია, სახე დაიწყნარა და ისევ შიგნით შევიდა, ანის მიუჯდა გვერდით, ისე რომ ქეთის პირისპირ ხედავდა, ქეთი უღიმოდა...მარიამს, იძულებული იყო გაეღიმა ... ისე მოხდა რომ ქეთი მან წაიყვანა, ანი და ირაკლი პირველი დატოვა, ქეთისთან კი მარტო დარჩა.. -როგორ ხარ მარ?საბასთან რაშვები? -რავი, კარგად ვართ.... -მარიამს არ ესიამოვნა ეს კითხვა მერე არც ერთი ხმას არ იღებდა, ქეთი ისე მისჩერებოდა თითქოს მისგანაც იმავე კითხვას ელოდა, მარიამი მიხვდა და ჰკითხა: -შენ?.... -მე და ნიკა? -ქეთის ნიკას ხსენებაზე ეღიმებოდა -ჰო, თუნდაც შენ და ნიკა... -მაგრად ვართ.... გუშინ სიურპრიზი გამიკეთა, თავის სახლში მიმიყვანა და რომანტიკული ვახშამი დამახვედრა.... -ჰოო?? -მარიამს ჩაეცინა.... ნიკა და რომანტიკოსი? ვაა.... -ალბათ მისი ეს თვისება არ იცოდი...შენ კი არა მეც არ ვიცოდი მარიამს "შენ კი არა მე არ ვიცოდიზე" გაეცინა...ქეთიმ ისე უთხრა ვითომ ნიკას მარიამივით წლებია იცნობდა... -რატომ გაგეცინა?? -უბრალოდ ნიკა მაგ ამპლუაში არ წარმომიდგენია... -დაიძვრინა თავი მარიამმა აქ ცხოვრობ არა??? -ქეთის სახლთან მივიდნენ -ჰო, მადლობა რომ მომიყვანე -არაფრის ქეთი ... ქეთი გადავიდა თუ არა მარიამს ისტერიკული სიცილი აუტყდა...სიცლისგან თვალებიდან ცრემლები მოსდიოდა, მერე უცებ თითქოს რაღაც გაახსენდაო სახე ეცვალა, მანქანა უაზროდ მოატრიალა და ისევ საპირისპირო გზაზე წავიდა....გუშინდელი ნაწვიმარი იყო, მარიამი რიყეზე გადავიდა და უბრალოდ სეირნობა დაიწყო...უცებ უცხო ნომერმა დაურეკა, იფიქრა არ ავიღებო, დასვენება უნდოდა, მაგრამ ბოლოს გადაწყვიტა ეპასუხა -გისმენთ.... -მე ვარ -ნიკა იყო -გისმენ -მადლობა, რომ ქეთი მიიყვანე -ჰაჰ -ჩაეცინა მარიამს... მეგონა ჩვენ შორის ეს მადლობები არ არსებობდა -სახლში ხარ? -არა....ვსეირნობ -სად? -რიყეზე -დამელოდე მოვალ -რაა?? -მარიამმა კითხვა ვეღარ მოასწრო ნიკამ რომ გაუთიშა, გაკვირვებული იყო, ნიკა ხომ ახლა სახლში უნდა ყოფილიყო, რაც არუნდა მომხდარიყო მას ხომ მამა გარდაეცვალა....დაახლოებით ნახევარ საათში ნიკაც მოვიდა, მარიამის პირდაპირ დადგა, ოდნავ მოშორებით... -გამარჯობა -ნიკამ გაუღიმა -რას აკეთებ? ახლა სახლში უნდა იყო.... -მარიამი -და იმ კაცზე სამძიმრები მივიღო? -ის კაცი მამაშენი იყო.... -შენ მაინც უნდა გესმოდეს ჩემი..... -ნიკამ თავი გვერდზე შეაბრუნა -ნიკა, მისმინე.... -მარიამი მასთან ახლოს მივიდა ... ვიცი რაც მოხდა, მაგრამ არაა საჭირო ეს ყველამ გაიგოს, შენ ახლა იქ უნდა იყო, რას იტყვიან -ფეხებზე რაც უნდა ის თქვან -არ იქცევი სწორად.... -მარიამმა სახეზე ხელი ნაზად მოსუვა და თვალებში ჩახედა ნიკაც უყურებდა, არაფერი უთქვამს...მერე ორივენი საბაგიროზე დასხდნენ.... -გაუცხოვდი..... -უთხრა მარიამმა ისე რომ მისთვის არ შეუხედავს,საბაგიროდან იყურებოდა... -ჰო...ვიცი, უბრალოდ ამ პრობლმებმა ...... -ჰო....ვიცი..... -შეაწყვეტინა მარიამმა, თან რაღაცნაირად ჩაეცინა -რა იცი? -უბრალოდ ის ვიცი რომ ადრე მაგ პრობლემებს ჩემთნ ერთად უმკავდებოდი.... -ჰო, ვიცი...ვიცი რისი თქმაც გინდა..შევიცვალე ალბათ! -ალბათ?! -კარგი რა, -ნიკა მარიამს ახლოს დაუჯდა, ხელი ხელზე მოჰკიდა, -ხომ იცი,რომ შენს მიმართ არასდროს შევიცვლები... -საპირისპიროს ამტკიცებ ამ დროს საბაგიროდანაც გადმოვიდნენ და ისევ ფეხით გაიარეს,მარიამი წინ მიდიოდა, ნიკას არც აქცევდა ყურადღებას... -არ გინდა რა.... -ნიკამ სცადა მისი გაჩერება, მაგრამ გოგომ ხელი უხეშად მოუქნია მარიამი არ ჩერდებოდა, უმატებდა და უმატებდა ნაბიჯებს...კიბეებით ჩამოდიოდნენ, ნიკამ კიდევ სცადა მისი დაკავება.ახლა მარიამი მიუბრუნდა : -ყველაფერი კარგადაა.... -თვალები წყლიანი ჰქონდა -რა ემოციური ხარ.ახლა თვალები გიბრწყინავს -ნიკამ გაუღიმა -ჯობდა ბედნიერებისგან გაბრწყინებულიყო.... -მარიამმა ისევ უხეშად გააშვებინა ნიკას ხელი ბიჭს აღარც უცდია მარიამი შეეჩერებინა, მეტიც, უკან აღარ გაჰყოლია.... ადგილზე დარჩა, იქვე კიბის საფეხურზე ჩამოჯდა, ჯიბიდან მისი ჩანაწერების წიგნაკი ამოიღო და წერა დაიწყო "ჩემს ქალაქს რომ ვუყურებ, მინდა რომ აქედან შორს წავიდე, ვხვდები,რომ ჩემი ადგილი სხვაგანაა... არვიცი რატომ მინდა რომ წავიდე,ალბათ, რაღაცას გავურბივარ.... გუშინ მამა გარდამეცვალა, მე კი აქ ვარ. არ განვიცდი! ან იქნებ განვიცდი, მაგრამ არ მინდა საკუთარ თავს ამაში გამოვუტყდე, იქნებ სინამდვილეში მტკივა და ამ ტკივილით სხვებსაც ვტკენ. ალბათ,ასე არ უნდა ვიქცეოდე,ჩემს დარდს სხვას არუნდა ვახვევდე. იქნებ მართლა გავვუცხოვდი?! სხვებს კი არა საკუთარ თავს გავუუცხოვდი. რატომ არ მყოფნის ძალა,რომ წამოვდგე და მეგობარი მოვაბრუნო, ჩავიხუტო და არასდროს გავუშვა. მხოლოდ ერთზე ვფიქრობ ყოველ დღე. ქეთი- ჩემი სიყვარული,რომელმაც უკვე ღრმად გაიდგა ფესვები ჩემს გულში......" უცებ ტელეფონმა დაურეკა, წერა შეწყვიტა, კალამი და წიგნაკი ისევ უკანა ჯიბეში ჩაიდო და ნომერს დახედა... დედა ურეკავდა, უთხრა მალე დავბრუნდებიო და გაუთიშა....ცოლ-ქმარსაც არასდროს ჰქონიათ კარგი ურთიერთობა,მაგრამ იძულებულნი იყვნენ ჩველებრივი ოჯახის წევრებივით მოქცეულიყვნენ.... ამ დღეებმაც ასე ჩვეულებრივად გაიარა... ერთ დღეს ნიკა დედასთან ერთად იჯდა ოთახში, ის მესიჯობდა,როცა ლიზამ(დედამისმა) შეაწყვეტინა... -მგონი სალაპარაკო გვაქვს -ლიზა -რაზე დედა? -გაიკვირვა ნიკამ -ძალიან კარგად ვხვდები,რომ ამ ბოლო დროს რაღაც გჭირს -არა, ალბათ, მამას.....(უცებ შეჩერდა ნიკა და ისევ განაგრძო) ალბათ, კახას სიკვდილმა იმოქმედა -ჰო,მაგრამ არის სხვა რამეც,რასაც არ მეუბნები,მაგრამ კარგად ვხედავ ნიკას პასუხი არ გაუცია, ტელეფონს ხმა გამოურთო და იქვე დადო... -ქეთისთან ურთიერთობამ მეგობრებს დაგაშორა არა? -ლიზა შვილის გვერდით ჩამოჯდა -შეიძლება ასეც ითქვას... -ქეთი ძალიან გიყვარს არა? -კი...მასზე მართლა სერიოზულად ვფიქრობ -ნიკამ მხოლოდ ახლა შეხედა დედას თვალებში -არჩევანის უფლება რომ გქონდეს რას აირჩევდი? -ქეთისა და ჩემს მეგობრებს შორის? -დაბნეულმა იკითხა -მოდი ასე ვთქვათ : მეგობრობასა და სიყვარულს შორის?! ნიკა ცოტა არიყოს კიდევ უფრო დააბნია ამ შეკითხვამ, ამაზე არასდროს უფიქრია, მაგრამ ახლა თითქოს მისი ქვეცნობიერი ორმაგ პასუხს იძლეოდა... "მეგობრობა".... "სიყვარული".... რა თქმა უნდა "მეგობრობა"..... თუ "სიყვარული"? .... ამქვეყნად ხომ ორივე მნიშვნელოვანია, ნიკა ღრმა ფიქრებიდან მალევე გამოერკვა... -არ ვიცი !!! -ნიკა -ეგ ცუდია! 19 წლის ხარ, აქამდე უნდა შეგეცნო ორივე მათგანი -დედა, მე მყავს მეგობრები და მყავს ქეთი... -მაგრამ მეგობრებს ნელ-ნელა კარგავ -ჰო მაგრამ...ნამდვილი ხომ არსად წავა! -გყავს კი ეგეთი? -ლიზა ცდილობდა გულახდილად ესაუბრა შვილთან -მყავს! -ნიკას გაეღიმა,თითქოს გაახსენდა ვიღაცო... -ვინ? -მარიამი..... ლიზას გაეღიმა, თავი გააბრუნა და დახარა... ღიმილი სახედან არ გაჰქრობია -რატომ გეცინება? -ჰკითხა დაინტერებულმა ნიკამ -ზუსტად მაგ პასუხამდე მინდოდა მისულიყავი.. -რატომ? -იმიტომ,რომ მარიამი და ქეთია ზუსტად მეგობრობისა და სიყვარულის სახეები -დედა, წესიერად მესაუბრე გთხოვ...უფრო გარკვევით... -მხოლოდ ერთს გეტყვი,დანარჩენი შენით გადაწყვიტე.... იცოდე, ახალგაზრდა ხარ, ცხოვრებაში სიყვარულის გარეშე არავინ რჩება, ვინც თვალს ახელს ის ყოველთვის ხედავს ხოლმე თავისთან ახლოსაც კი, მაგრამ მეგობარს ასე ადვილად ვერ იპოვი! ლიზამ შვილს აკოცა და სამზარეულოში გავიდა.... ნიკა მარტო დარჩა, ტელეფონს ხელი დაავლო და სახლიდან გავიდა...... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.