წვიმას თუ არა თავს მაინც შეგაყვარებ (3 თავი)
იმ დღიდან 2 კვირა ისე გავიდა, ნუცას არცერთი მეგობარი არ უნახავს. თავიდან ფეხებამდე იყო ჩაფლული ახალ საქმეში და ყველანაირად ცდილობდა კლიენტის გასამართლებელი საბუთები ეპოვა. გაბრაზებული იყო ყველაზე. გიორგიზე, ნიაზე, ანაზე, ლაშაზე, მარიამზე, ლიკაზე, დათაზე და თუ კიდევ ვინმე დარჩა, იმაზეც. როგორ არ დაიცვეს და იმ დღის შემდეგ საერთოდ არ გაიხსენეს? თან არც-ერთმა? ამას ნუცა მიჩვეული არ იყო. ამდენი ხნის მეგობრობა აკავშირებდათ და არასდროს არ დავიწყებიათ ერთმანეთი. მაშინაც კი როდესაც გამოცდებზე წიგნებს აკვდებოდნენ და სამსახურში გვიანობამდე იყვნენ, ყოველთვის იცოდნენ ვინ-სად და როგორ იყო. 15 მაისია, მზემ უნდა მოკლას მთელი თბილისი და ისევ წვიმს! ნუცას აშლილ ნერვებს ესღა აკლდა ზუსტად. ისედაც ვერ უდებდა ამ საქმეს გულს და ახლა საერთოდ, ისე გამოდის რომ ეს კაცი მართლაც დამნაშავეა. ის კი ვერ იტანდა დამნაშავეების დაცვას. საერთოდ, არასდროს ჰკიდებდა იმ ადამიანის საქმეს ხელს, რომლის უდანაშაულობაში თავად არაა დარწმუნებული. ახლა იმდენი ქებით და დიდებით სთხოვეს, ქალბატონი ნინოს (დიახ, ნინო და არა ნუცა) გარდა, არცერთი ადვოკატი არ გვინდა და კარგადაც გადავიხდითო, რომ ნუცა დასთანხმდა. ფულის გამო არა, უსაქმურობისგან სულ მეგობრებზე ეფიქრებოდა და ნერვები ეშლებოდა, იფიქრა სასამართლოში მაინც ვირბენ ცოტასო. 15 მაისია-თქო, ვთქვი და დამავიწყდა მეთქვა რომ შაბათია. ეღირსა ნუცას ძილის ბედნიერება და ლოგინში მანამ ინებივრა, სანამ ვიღაცამ არ დაურღვია ლამაზი სიზმრების სამყარო და კარზე არ დააკაკუნა. ზოზინით და იმ ადამიანის „ლოცვით“ წამოდგა, ხალათი შემოიცვა და კართან მივიდა. რომ გააღო, ვერავინ ნახა, მაგრამ ქვევით რომ დაიხარა, ღია ვარდისფერი, თითქმის თეთრი კონვერტი დაინახა, ლამაზი ორნამენტებით. მაშინვე იცნო. დაიხარა და ხელში აათამაშა. უცებ შებრუნდა სახლში და სწრაფად გახსნა. რათქმაუნდა, ეჭვი არც შეჰპარვია რომ ქორწილის მოსაწვევი იყო. ზუსტად ის, ანა და ნია არჩევდნენ მოსაწვევებს ერთად და ის ყველაფერს იწუნება. „ზედმეტად მუქია“, „შრიფტი არ ვარგა“, „ეს აქ შემთხვევით მოხვდა?“ თუმცა საბოლოოდ მაინც შეჩერეს არჩევანი ერთ ვარიანტზე და სწორედ ის ეჭირა ახლა ხელში. „გიორგი ნუცუბიძე და ნია დანელია ეპატიჟებიან (რა მოპატიჟება ამას უნდა) გველგესლა (ნუციკო) გოცირიძეს იმ ქორწილში სადაც მეჯვარეობა უნდა იკადროს“ -ხმამაღლა ამოიკითხა ნუცამ და ხარხარი აუტყდა. ეტყობოდა რომ ასეთი მოსაწვევი მხოლოდ 1 ჰქონდათ გაკეთებული და ისიც მისთვის. სიცილს რომ მორჩა კითხვა გააგრძელა: „20 მაისს, დილის 7 საათზე ეგდეთ მეჯვარის სახლში. ადვოკატი ვარ, კლიენი მყავს და ამგვარები შორს!“ - ამის წაკითხვას ისევ მოჰყვა სიცილი. ოღონდ ამჯერად დაქალის ბედნიერების და მეჯვარეობის. ბარათს ხელი გაუშვა თუ არა მაშინვე მისწვდა ტელეფონს და ნიასთან გადარეკა. -დროზე შეკრიბე გოგოები და ამოეთრიეთ! 5 დღე ღადაობ? - ხმის ამოღება არც კი აცადა ისე აფეთა სიცილით. -მოგიტანეს? - კისკისით თქვა ნიამ. -არა, გზაშია ჯერ და მე წინასწარმეტყველი ვარ. 15 წუთში ერთმანეთზე არ ეყრებით შენ, ანა, ლიკა და მარიამი ჩემ დივანზე და ნუცა არ ვიყო თუ არ ჩაგიწყოთ დაპატიმრება. - დაასერიოზულა ნუცამ და თავის თავზე აუტყდა ხარხარი, ასეთი რაღაცეები როგორ მოვიფიქრეო. -ფანტაზია გაქვს, სასწაული. მოვდივარ! - თქვა ნიამ და ტელეფონი გათიშა. უბედნიერესი იყო ნუცა. მარტო დაქალის ბედნიერებით არა. მეჯვარეობაც უხაროდა ძალიან. გოგონები 15 წუთში ვერა მაგრამ ნახევარ საათში მაინც დაადგნენ კართან ბედნიერი სახეებით. სულ დაავიწყდა ის პატარა წყენა და 1 კვირა რომელიც მათზე გაბრაზებულმა გაატარა. მათთან გატარებული ყოველი წამი არწმუნებდა რომ ცხოვრებაში მეგობრობაზე მაღლა მხოლოდ ოჯახი შეიძლება იდგეს და მეგობრები ყველაზე ძვირფასი ადამიანები არიან. იმდენი რამ გადაუტანიათ ერთად, რომ დასხდნენ და გაიხსენონ მთელი ბავშვობა სიცილსგან მოკვდებიან. ოღონდ, მართლა მოკვდებიან! ასე იყო, ხან გიორგის მოუნდებოდა ფრენა, ხან-მარიამს ზე ღადაობა, ხან კი ანა გადაწყვეტდა ხიდან მტკვარში გადახტომას და თან მარტო რომ ვერ დატოვებდნენ „მთელი სასტავი ვაფშე“ მტკვარში ეყარა შუაღამეს, ზამთარში. -კაბა, თმა? ჩემთან გაიკეთებ დანელია ყველაფერს, გაფრთხილებ! - მიაყარა ნუცამ მაშინვე როდესაც გოგონები სახლში შემოიყვანა. პირდაღებულებმა შეხედეს ოთხივემ. -ტიპიურ გოგოს, აი, ამ წამს ისე გავხარ, მგონი ნიას მივყვები მალე. - თქვა ანამ და ნუცამ თავი სულელურად გააქნია. -შენ ანანო შინაბერა უნდა დარჩე, ჩემსავით. - მაინც წაკბინა და სამწარეულოში გავიდა. ბევრი ხვეწნა არ დასჭირვებია ნიას დასათანხმებლად. თქვა, შენს სახლში თუ არ მოვემზადე ქორწილისთვის, აბა ვინ შემოვა და ვინ ანახებს ამ საწყალ სახლს პატარძალსო. ამაზე რათქმაუნდა მიიღო ნუცასგან მწარე პასუხი, მაგრამ უკვე შეჩვეული იყო და არ სწყენია. -ნუცა რა უნდა ჩაიცვა? მეჯვარე ხარ მაინც. - გაიცინა მარიამმა. ნუცა ჩაფიქრდა. -მოიცა, გოგო, ნუცა გოცირიძეს კაბაზე ექნება პრობლემა? - წარბები აათამაშა ლიკამ. -დიახაც, არ ექნება. არადა ამ საწყალის კაბის გადამკიდე, სულ დაავიწყდა თავისი. მაგრამ მე ხომ „ტიპიური გოგო“ არ ვარ, 20 წუთში გავაჩენ კაბასაც, ფეხსაცმელსაც და საჩუქრებსაც. - ბოროტულად ჩაეცინა ნუცას და ყავა მოწრუპა. -5 დღე დარჩა, ხალხო, 5! - გაიღრიჭა ლიკა და ყველას გაეღიმა. ხუთი დღე? ჰაჰა. ხუთ დღედ კი არა ხუთ საუკუნედ ექცათ ისე გაიწელა და იმდენი საქმე ჰქონდათ. დეკორაცია, კაბა, მაკიაჟი, ვარცხნილობა, ფეხსაცმელი, სამკაული, საჩუქრები, თაფლობის თვე, მეჯვარეობა! ნუცა სამსახურის კომპიუტერიდან უგზავნიდა გოგონებს ვარცხნილობებს, ისინიც ერთად განიხილავდნენ და დარეკვისას ერთხმად ეუბნებოდნენ: არა! 19 მაისს, ზუსტად 1 დღე რომ იყო დარჩენილი იქამდე სანამ გიორგი თავისუფალი კაცის, ხოლო ნია თავისუფალი ქალის ცხოვრებას გააცილებდა, გოგონები ჭკუაზე არ იყვნენ. ნუცამ აიტეხა, შე ადამიანო, 1 დღე დაგრჩა და მერე ის უნდა დაიწყო, რასაც იქამდე ვერ დაამთავრებ, სანამ მიწაში არ ჩაწვები, ეს დრო არ დაგიბრუნდება და ცოტა დამემსგავსე დღეს მაინცო. ნიამ რომ დაუჯერა, სწორედ მაგიტომ, 20 მაისს, პირველის ოც წუთზე, ჯეკ დენიელსებს ჩახუტებული ცეკვა ჰქონდათ ატეხილი გოგონებს. მხოლოდ ლიკა ვერ სვამდა გაბერილი მუცლის გამო მაგრამ სამაგიეროდ მთვრალებს დასცინოდა რომლებიც ბოთლებს ისე ეხუტებოდნენ, გეგონება ვინმე წაართმევდა. მაღვიძარის რეკა დილის 7 საათზე და ერთად წამომხტარი გოგონები, ერთმანეთს თავებით რომ ასკდებიან და უჩივიან, რას მალევინებდი ამდენსო. -ნია აეთრიე, ქორწილი გაქვს! - დაუყვირა ჯერ კიდევ სიზმარში მყოფმა ნუცამ ნიას და ისიც უცებ წამოხტა. ჯერ ნია შეაგდეს აბაზანაში, შემდეგ ნუცას და ანას მესამე მსოფლიო ომი ჰქონდათ შესვლაზე და ნუცას მწარე ენამ აქაც გაიმარჯვა. სტილისტი სახლში მოვიდა და ნიას ძლივს შერჩეული ვარცხნილობა გაუკეთა. იმდენი ხანი აკეთებდნენ და ისეთი ლამაზი გამოვიდა, რომ ნამდვილად ღირდა ნიას 2 საათიან წივილად: „მწიწკნით!“ შემდეგ მაკიაჟიც გაუკეთეს და კაბაც ჩაიცვა. არ ენახა ნუცას, ნიასავით ლამაზი სუპერ-წებოთი მიწეპებული. ამას მხოლოდ იმიტომ არ ამბობდა რომ ნია მისი საუკეთესო მეგობარი იყო, უბრალოდ მართლა საშინლად ლამაზი იყო. გაშლილი, ორნამენტებიანი და უუუუუუუგრძესი კაბა, შესანიშნავ ასოციაციას ახდენდა ნიაკოს ზღვისფერ თვალებთან და დედოფლის გვირგვინივით დაყენებულ თმასთან. -მეჯვარევ, მაგ ხალათით აპირებ წამოსვლას? - ჰკითხა ნიამ სიცილით ნუცას რომელიც ვიზაჟისტთან იჯდა და მაკიაჟს იკეთებდა. -პატარაძალი ვარ და ჯერ მეო ხო? - გაიცინა ნუცამ. - ჰო და მოითმინე და ნახავ ჩემს კაბასაც. - შემდეგ თვალიც კი ჩაუკრა. -აუ, გეხვეწებით... - უთხრა ნიამ გოგონას რომელიც ნუცას მაკიაჟს უკეთებდა. - ძალიან არ გაალამაზოთ, თორე რა ქორწილი მექნება, ჩემი მეჯვარე ჩემზე ლამაზად თუ იყო. - ამაზე ნუცას სიცილი ისე წასკდა, რამის ლაინერი გაითხაპნა. ჯერ კიდევ 9 იყო ნუცა რომ მორჩა მაკიაჟის გაკეთებას. ნია დიდი კაბით და უფრო დიდი ჩუსტებით დადიოდა ოთახიდან ოთახში და ნერვიულობისგან არ იცოდა რა გაეკეთებინა. გოგონებიც დაცინოდნენ. აბა სხვა რა ექნათ, დაქალი უთხოვდებოდათ. -ნუცა შეეთრიე, ჩაიცვი კაბა. გადმატანინე ყურადღება თორე ისე ჩავაწყობ შენ გათხოვდები ვინმეზე! - დაემუქრა ნია ნუცას რომელსაც ისევ ხარხარი აუტყდა. თავის ოთახში შევიდა და სარკეში საკუთარი თავი რომ დაინახა გაუკვირდა, ეს მე ვარო? ლამაზი თვალები მაკიაჟით უფრო ჰქონდა გამოკვეთილი და თითქმის სულ ჩაწნული, ზემოთ აწეული თმაც ძალიან უხდებოდა. კაბა მარტივად ჩაიცვა და სარკეში ჩახედვისას ისევ დაეუფლა შეგრძნება: „ღმერთო, ეს მე ვარ?“ ღია ვარდისფერი, თითქმის ხორცისფერი კაბის დეკოლტე კარგად იყო გამოკვეთილი. მუცელზე ერთ ხაზად პატარა თვლები დასდევდა და სწორედ აქედან იშლებოდა თხელი მატერიაც. წელი თითქმის სულ ჰქონდა ამოღებული. ის ნაწილი, რომელიც არ ჰქონდა, ყვავილების ჩუქურთმებიანი ბადით იყო დაფარული. კაბა ისედაც ძალიან მაღალ ნუცას, უფრო მაღლად აჩენდა და ქუსლიანის ჩაცმისას კიდევ უფრო გამაღლდა. გაეცინა და გაიფიქრა, ციდან დამ მეტრზე ვდგავარ, გიოს მომავალ რძალს, ძალიანაც რომ უნდოდეს გვერდით ვერ დამიდგება, შერცხვებაო. -ნუციკო! - მელოდიური ხმით დაუძახა მარიამმა და ნუცა მიხვდა რომ ეს „ნუციკო“ ნიას დავალება იყო. -გამოვდივარ ნია! - გაიცინა და კარები გააღო. თავის თავი საშინლად მოსწონდა და ამას მართლაც ვერაფერს უზამდა, ულამაზესი იყო, მაგრამ ფიქრობდა ნიასთან ახლოსაც ვერ მივიდოდა. -რა ლამაზი ხარ ნუც... - უცებვე ჩაეხუტა ნია. სამებაში 12-ზე უნდა ყოფილიყვნენ ამიტომ 2 საათი ჰქონდათ კაბებით საგიჟოდ. -იცოდეთ, მე ამ დღეს სელფების გარეშე ვერ გავლევ! - დაიყვირა ლიკუნამ და თავის აიფონით სურათების გადაღება დაიწყო. ნუცა სულ იჭყანებოდა და ყველა სურათს აფუჭებდა და ამის გამო მოხვდა კიდეც, მაგრამ სულ არ ადარდებდა. ამბობდა, მე მეჯვარე ვარ და უნდა მომითმინოთო! სამების ისედაც ულამაზეს ტაძარს, თითქოს უფრო დიდი ეშხი შესძინეს ნიამ და გიორგიმ. ისეთი ბედნიერი თვალებით შეჰყურებდნენ ერთმანეთს, ნუცა ასეთი პესიმისტი რომ არ ყოფილიყო, ნამდვილ სიყვარულში დარწმუნდებოდა. უბედნიერესი იყო ნუცა. არ ეგონა მეჯვარეობა ასე ძალიან თუ გაახარებდა. ცრემლებიც კი წასკდა იმ წამს როდესაც ნიამ და გიომ „თანახმა ვარ“-ო თქვეს. ტაძარში შესვლისასაც და გამოსვლისასაც, ნუცას ვიღაცის მწველი მზერა მიაცილებდა. როდესაც მობეზრდა ვიღაცის თვალთვალის ქვეშ ყოფნა, თავი მიატრიალა და იქ ისევ ის მკვლელი მზერა დაინახა, გონებაში ჯერ კიდევ იქიდან რომ ჰქონდა ჩაბეჭდილი, გზაზე რომ შეეჩეხა და რაღაც უცნაური იგრძნო... ----- გთხოვთ ვინც კითხულობთ და ვისაც მოგწონთ კომენტარებში დააფიქსიროთ თქვენი აზრი ^^ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.