შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნერვებზე მოთამაშე (2)


5-03-2015, 09:58
ავტორი MyLove
ნანახია 5 166

მთელი ორი კვირა სანთელივით დადიოდნენ ანდრია და ნინია. გოგონა დაინახავდა თუ არა გასვიანს, წამში აშორებდა თვალს და საპირისპირო მხარეს მიდიოდა. ეს ორი ადამიანი, ერთი შეხედვით "ანტაგონისტურები" იყვნენ, თუმცა იმდენად სჭირდებოდნენ ერთმანეთს, რომ სუნთქვაც კი უჭირდათ. არ იცის, ანდრიამ, როდის გახდა ასეთი მეწვრილმანე და რომანტიკოსი, თუმცა ამჯერად მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, თუ რა ხერხით შემოებრუნებინა მისკენ მისი სიცოცხლის ერთადერთი მიზანი, ნათელი წერტილი და სიყვარული. "ნინუ"-თი უცემდა გული, ეს არსება მის სულს განაგებდა, რა ქნას მის გარეშე არსებობაც თუ აღარ შეუძლია? მართლა ძალიან უყვარს ნინია, მის მომავალში მხოლოდ მას ხედავს და რომ უკვირდება, მისი წარსულიც ნინია ყოფილა. ეს გოგო, მისი ცხოვრებაა, მისი სოცოცხლის და აწმყოს ერთადერთი წყარო, ერთადერთი მასაზრდოვებელი.
-არა რა, ჩვენ თუ არ ვუშველეთ ამათ, მოკვდებიან და ეგ არის,-ტუჩი აიბზუა საბამ, ნინიას მოქუფრული სახე რომ დაინახა.
-ჩვენ რა უნდა ვუშველოთ საბუკ? ხომ ხედავ ის ვაჟბატონი, რა არხეინადაც ბრძანდება!-გასვიანზე გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა ელენემ.
-აი რა იცი შენ როგორ დადის?-ძმაკაცს გამოესარჩლა მუმლაძე,-ბიჭი თავის თავს აღარ ჰგავს..
-რომ მოდიოდა თბილისში, მაშინ უნდა ეფიქრა ამაზე, ახლა მაგის დრო არ არის, ეგრე შენც არ იცი, ნინია როგორ იყო!
-მაგარი აზრი დამებადა, შენს თავს ვფიცავარ ელუ!-ფეხზე წამოიჭრა საბა,-წამო, ბათუმში დავგაზოთ!
-რა ბათუმი მოგინდა, სექტემბერია! ღმერთო, რა გეშველება!-გადაიხარხარა ელენემ და სავარძელს ზურგით მიებჯინა.
-კარგი რა! თან მაკო და ოდიც იქ არიან, ბარემ ჩვენთან ერთად წამოვლენ!
-ზღვაში რომ ჩავიდეთ, თანაც ამ დროს, რაღაც ვირუსს უეჭველად ავიკიდებთ!-ტუჩი აიბზუა ბიჭიაშვილმა.
-ბულვარში გავიგულაოთ, სექტემბრის ზღვა ყველაზე მაგარია! თბილი,-თვალები მინაბა და წარმოიდგინა როგორ ბანაობს ზღვაში,-თან.. შაბათ-კვირაა!
-შენ ხომ კაცი ვერაფერს გადაგათქმევინებს რა! კარგი, დავურეკავ ნინიას, ნუცი და მარიამიც მალე მოვლენ,-ფეხზე წამოიზლაზნა და ტელეფონი ხელში დაიჭირა.
-ხო მართლა, ეგენი სად არიან?-მოტიტინემ, ახლაღა გააცნობიერა, მარტო რომ იყვნენ ბინაში.
-კონსპექტების გადასაღებად და მოვლენ აწი! ჩუმად ახლა, ამას უნდა დაველაპარაკო..
-ჩუმად ვარ,-ტუჩზე საჩვენებელი თითი სასაცილოდ მიიდო.
-ხო ნინია..
-........
-კარგად შენ როგორ ხარ?
-........
-საბამ აიჩემა ზღვაზე წავიდეთო და ხვალ დილით გაემზადე, ადრე გამოგივლით..
-........
-კარგი, მზად დამხვდი...
-........
-სუსი! შენი საქმე აღარ არის.ეგ ვაჟბატონი წამოვა თუ არა!-დატუქსა მეგობარი და გაბრაზებულმა მოისროლა სავარძელში ტელეფონი,-არა რა, მართლა უნდა შევარიგოთ ეგენი, თორემ.. ვატყობ ხელში ჩამაკვდება ეს ბავშვი...
-ეგ საქმე მე მომანდე ძევუშკა! ახლა კი უნდა წავიდე, ალექსანდრეს უნდა ვუთხრა ჩვენი გეგმების შესახებ, ანდრო კი უეჭველი წამოვა!-ეშმაკურად ჩაიხითხითა და ფეხზე წამოიჯგიმა.
-ნინია ეძახდა მაგას ეგრე,-ტუჩი აიბზუა და გასასვლელამდე მიყვა მუმლაძეს.
-მაგათმა "კლიჩკებმა" ხო მომიღეს ბოლო, ვეღარ დამიძახებია წესიერად მოფერებით სახელი!
-ასეთია სიყვარული ძამა!-ჩაიხითხითა ელიმ და კარის ძგიდეს დაეყრდნო.
-შენ რა იცი ჭინკა სიყვარული რა არის?-ცხვირზე თითი მოუჭირა მომღიმარს.
-სიყვარული არის ზედმეტი შარი და ტვირთი!
-აუ შენ და ალექსანდრე ერთნაირად აზროვნებთ, ტო!-ხელი ჩაიქნია მობეზრებულმა საბამ.
-მაგ პრიმიტზე უკეთესად მაინც ვაზროვნებ! ცხოველი,-მათი ბოლო შეხვედრა გაბრაზებულმა გაიხსენა და ტუჩი აზიდა.
-რა გინდა ჩემს პუსკუსთან?-ბაყაყუნას მიბაძა საბამ და ტუჩები გამობურცა.
-ნუ იცი საუბარში შეყოლიება, გაეტიე გარეთ!-ხელით უბიძგა გარეთ გასასვლელად.
-მაგდებ გოგონი?-იუკადრისა თითქოს და გულუბრყვილოდ დაქაჩა თვალები.
-საბა!-ღიმილით შეუღრინა და ფეხები დააბაკუნა.
-კაი კარგად, ელუსია!
-ელუსია არა ელისო!-გამოაჯავრა მეგობარი.
-აუ ელისოზე გამახსენდა,-წასასვლელად გასული ისევ უკან შემობრუნდა და ახითხითებულ ელის წინ დაუდგა,-გახსოვს ჩვენი ბიოლოგიის მასწავლებელი ელისო? დაფაზე რო გამოგიყვანათ და ჩემს დათუსიას რომელი მოსწონს.მითხარითო..
-საბა მაგ ქალს ნუ მახსენებ!-გადაიხარხარა და ცხვირზე ხელი აიფარა სუნთქვა რომ დაერეგულირებინა.
-კაი, წავედი აბა! ჭკუით და ნუცი და მარი მომიკითხეთ!-ხელის ქნევით ჩაირბინა კიბეები და გოგონამაც მშვიდად დახურა კარი.
* * *
მეორე დღეს, დილაუთენია წამოხტა ფეხზე ნუცი და მარიამის ოთახში შევარდა.
-მარიამო! ოე! ადექი ქალავ, ბათუმში მივდივართ!-იმხელა ხმაზე დასჭექა გოგონამ, მთელი კორპუსი შეაზანზარა.
-მმმ.. ჯერ ელი გააღვიძე!-ამოიზმუვლა და ბალიშის ქვეშ თავი შეჰყო.
-კარგი, როგორც გინდა!-ენერგიულად შეგლიჯა ბიჭიაშვილის კარი და ლოგინზე არსებულ ამოზნექილობას ჩუმად დააკვირდა,-რა უნდა იყოს?-დაიჩურჩულა ჩუმად და ფეხაკრეფით მიუახლოვდა საწოლს. სწრაფად გადახადა საბანი და გოგონას პოზის დანახვისას ხმამაღალი სიცილი ვერ შეიკავა.
ბიჭიაშვილს თავი ბალიშის ქვეშ ჩაერგო, მუხლებზე იდგა და უკანალი სასაცილოდ გამოეზნიქა.
-აჰაჰაჰა, ელი.. რა პოზებს.. იღებ გოგო.. ძილ..ში!-ბოლო ხმაზე როხროხებდა ნუცი და ხელებს მუხლებზე იცემდა. მის სიცილზე მარიამიც შემოვიდა ოთახში და ხმამაღლა გადაიხითხითა.
-კარგი ხო! გეყოთ ახლა!-თავი წამოჰყო თმააბურდულმა და თმას სული შეუბერა უკან რომ გადაეგდო,-მაინტერესებდა რა რეაქცია გექნებოდათ,-უთხრა სიცილისგან აწითლებულებს და ბალიში ესროლა.
-კარგი, ჩავიცვამთ ჩვენც და გოგვივლიან ბიჭებიც, გაემზადე!-საძინებლიდან გააგდო ნუციმ მარიამი და თვითონაც გაიჯახუნა კარი.
თავისქნევით წამოჯდა საწოლზე და სააბაზანოში შევიდა.
ნახევარ საათში გამზადებულები, უაზროდ ისხდნენ მისაღებში და ბიჭების ზარს ელოდნენ. მხოლოდ მარიამი დადიოდა დენდარტყმულივით გაუჩერებლად.
ბოლოს ტელეფონი ამოიღო და საბას დაურეკა.
-სად ხართ ბიჭო ამდენ ხანს?-ჩაჰყვირა ტელეფონში,-რაა?!-წამოიძახა თვალებგაფართოვებულმა და პირზე ხელი აიფარა.
-რა მოხდა მარი?-ორივე სინქრონულად წამოხტა ფეხზე.
-ანდრია მოყოლია ავარიაში,-ცრემლმორეულმა ჩაილაპარაკა და ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო.
-არ გადამრიო ახლა!-წამოიყვირა ელენემ,-რომელ საავადმყოფოშია?
-მოგვწერს მისამართს..
-ტაქსს დაურეკე მანამდე ნუცი!-უთხრა დაქალს და ტელეფონი მიაწოდა.
რამდენიმე წუთში, სამივე განერვიულებული იჯდა მანქანის უკანა სავარძელში და გზას გაჰყურებდნენ.
-ნინიას როგორ უნდა ვუთხრათ?-თქვა ნუციმ ჩუმად.
-არ ვეტყვი ანდრეა რომ არის ცუდად, უბრალოდ, ვეტყვი, რომ საავადმყოფოში მოვიდეს!-თქვა ჩუმად ელიმ და თვალები დახარა,-წარმოდგენაც არ მინდა, იმის რა შეიძლება დაემართოს ნინიას.
-კარგი ნუ ღელავ ეგრე!-ხელზე ხელი შეახო მარიმ და გაუღიმა.
-------
-სად არის საბა ანდრია?-სწრაფად მივარდა მეგობარს.
-საოპერაციოში ყავთ,-თქვა ფერწასულმა და თვალები დახარა.
-ასე ცუდადაა?- არ ეშვებოდა კითხვების დასმას ბიჭიაშვილი.
-ხო ცუდადაა! ცუდად!-წამოიყვირა ალექსანდრემ, რომელიც შეშლილი სახით იჯდა ჩუმად წამის წინ,-ავარიაში მოხვდა და კარგად იქნება? რაც შენი საქმე არ არის იმაში ცხვირა ნუ ყოფ..
ბიჭის ხმამაღალმა ტონმა საშინლად ატკინა გული, თუმცა არ შეიმჩნია, მეტიც, პასუხიც არ გაუცია მისთვის, უხმოდ დაჯდა დაჰიპნოზებულივით სკამზე.
-ბოდიში, ეგ არ უნდა მეთქვა, რატომღაც შენთან სულ შეცდომებს ვუშვებ!-მხოლოდ ეს უთხრა და ნინიას დაურეკა.
-ხო ნინია..
-რა ხმა გაქვს ელი?-გაკვირვებულმა ჰკითხა გოგონამ,-რამდენიმე საათია გელოდებით, რამე მოხდა?
-ნინია, მე რომ მოგწერ, იმ საავადმყოფოში მოდი,
-საავადმყოფოში რა მინდა?-იკითხა ხმაწამხდარმა.
-მოდი ნინია!-მხოლოდ ეს უთხრა და გაუთიშა.
განერვიულებულს ალექსანდრე მიუჯდა გვერდით და ისევ შეშლილი სახით გადახედა.
-ბოდიშს ტყუილად ელი,-ჩაიხრიალა დაბალი ხმით.
-და მერე ვინ გთხოვს ბოდიშს?-ყელში სიბრაზე მოებჯინა და მთლიანად წამოწითლდა.
-თვალებით მთხოვდი,-გოგონას გამწარებას არ წყვეტდა გულბანი.
-ძმაკაცი შენ გყავს ცუდად თუ მე? ჩემზე ანთხევ მის ჯავრს??რა გინდა ადამიანო რას გადამეკიდე?-წამოენთო ელი და მკვირცხლად წამოხტა ფეხზე.
-დაჯექი ერთ ადგილას და ნუ მეპასუხები!
-ეს ადამიანი სამკურნალოა, არ ხარ შენ ნორმალური! კიდევ აქეთ ხარ დიდ გულზე?!
-ჩემს ნერვებზე ნუ თამაშობ!-თქვა მოთმინებადაკარგულმა გულბანმა და მანაც გოგონას მიბაძა, გარშემომყოფნი გაკვირვებულნი შეჰყურებდნენ სანახაობას და სიტყვის თქმას ვერ ახერხებდნენ.
-ალექსანდრე, მაგის დრო არ არის ახლა.. ანდრია ცუდადაა ხომ ხედავთ?-ბოლოს მათ შორის ლექსო ჩადგა, თორემ ბიჭიაშვილი მზად იყო, იქვე მიეხრჩო გულბანი.
-რა.. რა თქვი ლექსო?-ყველამ მკლავებჩამოშვებულ ნინიას გახედა, მიბნედილი თვალებიდან ძლივს რომ იყურებოდა, თეთრი პერანგი, შარვლიდან ამოჩურთნოდა, საერთოდ არაფერს არ ჰგავდა იმ წამს, სულიერზე, ხომ საუბარიც ზედმეტია, სახე გაცრევვოდა და თვალები პანიკის ბგერებს მოეცვათ,-ანდრ... ანდრიას რა ჭირს?
-ავარიაში მოყვა,-თქვა თავდახრილმა საბამ და მისივე სწრაფი მოქმედებით, გულწასულ ნინიას ხელი შეაშველა, გოგონა უსულოდ ჩააფრინდა მუმლაძეს მკლავებში, საოცრად დიდი ტკივილი გამოსახვოდა სახეზე,მიუხედავად იმისა, გულწასული რომ იყო.-ნინია!-შეჰკივლა ელენემ და სწრაფად მივარდა გოგონას,-გაახილე თვალი!-გაყინულ ხელებს სახეზე უსვამდა და დაფეთებული იმზირებოდა თეთრ დერეფანში, ასე რომ მოგვაგონებდა ზეციურ სამყაროს, მქრქრალი ნივთებიანად,-ექიმო! სად წავიდა ექიმი!
დერეფანში მალევე გამოჩნდა თეთრხალათში გამოწყობილი ახალგაზრდა გოგონა, საკმაოდ კარგი შესახედაობის და შეშინებული მივარდა მათ.
-რა დაემართა?-იკითხა საოცრად ხავერდოვანი ხმით და მათთან ჩაიმუხლა.
-გული წაუვიდა!
-კარგით, პალატაში გადავიყვანთ, ნუ ღელავთ, შეგიძლიათ დამამშვიდებელი მიიღოთ, პირველ სართულზე ნანა ექიმი მოიკითხეთ, სახეზე ფერი არ გადევთ..
-არა, გმადლობთ, მთავარია ნინია იყოს კარგად,-თქვა ნერვიულად ბიჭიაშვილმა.
-ანკეტის შესავსებად გამომყევით რომელიმე, ასევე, მგონი თქვენ ანდრია გასვიანთან ხართ და მისი ანკეტაც შესავსებია! ორი ადამიანი გამომყევით.
ნინია პალატაში გადაიყვანეს, ელენე და ალექსანდრე კი ექთანს უკან გაყვნენ.
პატარა, ასევე ღია ფერის ოთახში შევიდნენ, სადაც თაროები ფურცლებით იყო სავსე.
-ჯერ ბატონი ანდრიას ანკეტა შევავსოთ, დაბრძანდით თუ შეიძლება!-თქვა ქალმა და კალამი ხელში მოიმარჯვა. ორთავე მძიმედ დაეშვა სავარძელში და წამიერად შეეხნენ ერთმანეთს.
ყველაფრისდამიუხედავად დღევანდელი, მათი პირველი შეხება საოცრად იმპულსური იყო, უბრალოდ ეს არც ერთმა შეიმჩნია.
-სახელი და გვარი,-ხავერდოვანი ხმა ამოუშვა ბაგეებიდან და ალექსანდრეს გადახედა, წარბშეუხრელად რომ იჯდა.
-ანდრია გასვიანი.-მიუგო მკვირცხლად, თუმცა მის ბგერაში ნერვიულობაცა და სიმკაცრეც თანაბრად გამოსჭვიოდა.
-ასაკი.
-ოცდაერთი წლის.
-დაბადების თარიღი.
-1994 წლის ოცდაორი სექტემბერი.
-ხვალ ქონია დაბადების დღე,-თემიდან გადაუხვია და მოწყენილმა დახარა თვალები.
-თან ოქროს,-დაამატა ბიჭიაშვილმა.
-რა დროს მაგაზე ფიქრია?-ამოღერღა ალექსანდრემ და ჯერ ექთანს გადახედა, მერე ელენეს.
-გამოყო კუმ ფეხი,-ჩაიქირქილა ჩუმად, თუმცა არც ერთს გამოჰპარვია ექიმის ჩუმი ჩაფხუკუნება.
-მშობელთა სახელი და გვარი თუ შეიძლება.
-დავით გასვიანი და მაკა ლეთოდიანი.
-და ან ძმა ჰყავს?
-კი, პატარა და, ანასტასია გასვიანი, თხუთმეტი წლის,-წინასწარ უპასუხა ყველა კითხვაზე.
-კარგით, გმადლობთ,დანარჩენ ინფორმაციას ექიმები მოგვაწვდიან, პაციენტის მდგომარეობასთან დაკავშირებით, თქვენ შეგიძლიათ გაბრძანდეთ!-თქვა ექთანმა.
-არა, გმადლობთ, ხომ უნდა ვიცოდე ჩემი მომავალი რძლის ავტობიოგრაფია?!-სარკასტულად განაცხადა, თუმცა ფაქტი სახეზე იყო, ახლა ერთადერთი წამალი მისთვის ბიჭიაშვილის გაბრაზება იქნებოდა. ამიტომ არ თმობდა პოზიციებსა და სავარძელში კომფორტულ ადგილს!
-სახელი და გვარი.
-ნინია ლომთაძე, თვრამეტი წლის, დაბადების თარიღი, 1997 წლის 15 აპრილი, დედა ლალი გაგუა, მამა გიორგი ლომთაძე, ძმა თემო ლომთაძე, გამომრჩა რამე?-ერთი ამოსუნთქვით ამოილაპარაკა და ექიმს გულხელდაკრეფილი დაელოდა.
-კიდევ კარგი ჩაწერა მოვასწარი, თორემ გამეორება მოგიწევდათ, კარგით, თავისუფლები ხართ!-თქვა მშვიდად და კარისკენ მიუთითა წყვილს, კარში გასულებს კი მხიარულად მოაძახათ,-კარგი წყვილი ხაართ!
ამას ამ წუთას არც ერთი მოელოდა, ელენემ მხოლოდ ჩაიფხუკუნა, ალექსნადრემ კი გაბრაზებული მზერა მიაპყრო და ერთი შეუბღვირა.
-მაკუნა და ოდი მოდიან!-მიახალა მისვლისთანავე ნუციმ,-ექიმმა ორივეს ნახვა შეგიძლიათო და თქვენ გიცდიდით.
-ნინიასთან მე შევალ,-თქვა მოუთმენლად და პალატის კარი გამოაღო.
-ანდრია გონს მოვიდა?-იკითხა ალექსანდრემ.
-კი, ფეხი აქვს მოტეხილი, ოპერაცია წეღან დასრულდა და ექიმმა საშიში აღარაფერიაო,-დაფქვა ყველაფერი მარიამმა.
-თავისუფლად შეგვიძლია მისი ნახვა?
-მხოლოდ ერთ ადამიანს, თხუთმეტი წუთით.
-კარგი, მაშინ მე შევალ.-თქვა და ისიც პალატისკენ ისე წავიდა, პასუხს არ დალოდებია.
-არა რა, ეს ოთხი გადამრევს, ნინია და ანდრია ხომ მრევენ და მრევენ, ახლა ალექსანდრე და ელენეც მიემატნენ, ეს პატარა ბავშვებივით კინკლაობა რა ვერ მოიშალეს.-ხელი ჩაიქნია საბამ.
----------------------------------------------------------------------
ნინიას პალატაში შესულმა თვალი მოავლო განათებულ ოთახს, კუთხეში საწოლზე მწოლიარე მეგობართან სკამი მიაჩოჩა და იქვე მიუჯდა.
-ნინ.. კარგად ხარ?-ჰკითხა მზრუნველად და ხელზე ხელი შეახო.
-ანდრო როგორ არის?-გაკვირვებულმა შეხედა ფერწამხდარს, ტუჩებიდან ფერი რომ გადასვლოდა, ამ ბაგეებს რამდენი ხანია, არ მოწყვეტია სიტყვა -"ანდრო", ლომთაძე საშინლად იყო გაბრაზებული მასზე და სახელსაც კი არ ახსენებდა მისას, მაინც და მაინც ავარია უნდა მომხდარიყო, გრძნობები რომ გაემხილათ, ალბათ.

-ფეხი აქვს მოტეხილი, ისე გონს მოვიდა,-ამოიოხრა ელენემ,-როდემდე უნდა ითამაშოთ ეს ბავშვების როლი? ხომ ხედავთ, ერთმანეთის გამო, საავადმყოფოში წევხართ.
-ის.. ჩემს გამო..
-ეგ არ მითქვამს, ქალაავ!-უემოციოდ მოიპრუწა ელენე,-ის ვაჟბატონი, ავარიაში რომ არ მოხვედრილიყო, ისედაც დააწვენდნენ მაგას საავადმყოფოში თუ არა, ინფექციურში მაინც, დაავადე ეგ ბიჭი შენი სიყვარულით და რა გეგონა! ის რომ გაივლის ფეხზე, მიბრძანდები და ყველაფერს ეტყვი!
-სალაპარაკო მე კი არა, მას აქვს ამ შემთხვევაში, მე არ მიმიტოვებია და არ წავსულვარ..-წყენამ მაინც იჩინა სადღაც თავი გულის კუნჭულში და უსიამოვნოდ გაკინწლა ლომთაძეს.
-ნინია, აგიხსნის, თუ მოუსმენ.. გაფიცებ, რამდენჯერ იყო მოსული და რამდენჯერ კარი წიხლი უკანალში და გარეთ მოისროლე?-სასაცილოდ ჩაიბურდღუნა ელენემ.
-უკანალში არ მიკრავს მე წიხლი,-ჩაიხითხითა ნინიამ,-მაგრამ, გაბრაზებულს, არაფრის მოსმენა არ მინდოდა,-დაამატა ჩუმად.
-ოხ! ოხ! ოხ! გამოჯანმრთელდი და დაელაპარაკე იმ ბიჭს, თორე ფეხთან ეთად გულიც მოტყდება მალე!
----------------------------------------------------------------------
-რას შვები ანდრუშ?-გვერდით მიუჯდა ძმაკაცს გულბანი და თვალებში ჩააჩერდა.
-ნინია სად არი? გაიგო?-თითქოს კითხვა არ გაუგონია, ისე ალაპარაკდა გასვიანი.
-შენს წინ პალატაში აწვენია,-არც კი მოერიდა ისე მიახალა ძმაკაცს სარძლოს ამბავი.
-იქ რა უნდა ბიჭო? ნუ გადამიყვანეთ თქვენ ჭკუიდან!-წამოიყვირა და წამოდგომა სცადა თუმცა ვაის ძახილით ისევ უკან დაწვა.
-ჩვენ ნუ გვაწერ შენს ჭკუიდან გადასვლას, ეგ ერთი გოგოს ბრალია და შენც კარგად იცი ვინცაა ის გოგო!
-მითხარი რა უნდა ბიჭო საავადმყოფოში?
-შენი ამბავი რომ გაიგო, შეწუხდა!
-ჩემს გამო?-გულზე ხელი მიიდო.
-ხო, შენს გამო!
-ახლა როგორაა?
-კარგ…-სიტყვა უნდა დაემთავრებინა, ელენემ რომ შემოყო თავი პალატაში
-შენი გულის ფანცქალი მოდის!-თეატრალურად ჩაიქირქილა ელენემ და გოგონა შინ შემოატარა,-აზიდე ეგ უშველებელი ტანი სვანო და გამოდი გარეთ!-წააქეზა გულბანი.
მარტო დარჩნენ.
თითქოს მათი აჩქარებული გულისცემა მთელს პალატაში ექოსავით ისმოდა.
ორივე ნერვიულობისგან გალიბრულიყო და ხმას ვერ იღებდა.
ვერც ერთი იღებდა თავზე, საუბრის დაწყების ინიციატივას, მხოლოდ, თვალებით ზვერავდნენ მონტრებულ ნაკვთებს.
-ნინ..უ, უნდა გელაპარაკო,-ჩაილაპარაკა ორჭოფობით და გოგონას ანიშნა იქ დამჯდარიყო, სადაც ალექსანდრე იჯდა,-თვრამეტი წლისამ, სკოლა რომ დავამთავრე, მეგონა ჩემი იყო ქვეყანა და ჩემს გარდა არავინ იყო დედამიწაზე, არაფერი მადარდებდა იმ წამს, ის ზაფხულიც არაჩვეულებრივად გავატარე, ჩემს "სასტავთან" ერთად ბათუმში, თუნცა რაღაც ნაკლოვანებას მაინც ვგრძნობდი. სახლში რომ დავბრუნდი, სკოლა ახალი დაწყებული იყო, მონატრებამ მაინც მძლია და სკოლის კედდლების ნახვის სურვილი გამიმძაფრდა, დიდი დასვენება იყო, ჩემს ყოფილ კლასში რომ ავდიოდი და შენ შეგეჯახე.. მეათე კლასში იყავი მაშინ, ისე საყვარლად შეგეფარკლა ლოყები, როგორც ჩემი დანახვისას იცი.. იმ წამს სრულყოფილად ვიგრძენი თავი, რადგან სწორედ მაშინ ამიჩქარდა გულის ცემა, პირველად, ასე გოგოს დანახვისას. ყელში მოწლილმა შენმა მონატრებამ გზა ვერ გაიკვლია, კიდევ კარგი, თორემ გონდაკარგულს, შეიძლება გულში ჩამეკარი.. იმ საღამოსვე მოგწერე ფარულად, ერთი წელი ხან ჯარიდან, ხან სახლიდან გეკონტაქტებოდი,საკუთარ თავზე მეტად შემიყვარდა შენში არსებული სული, ჩვენს სიყვარულს ვფიცავვარ! მაშინ ჩემი ვინაობა რომ გაიგე დ ერთი თვე არ მელაპარაკებოდი ლამის ჭკუიდან გადავედი.. ისიც ვერ ავიტანე, ეგოისტურად, შენს კლასელ ბიჭებთან რამდენიმე გაკვეთილი რომ გიწევდა გაჩერება. გეფიცები, ის წელი, რაც ერთად ვავატარეთ, საუკეთესო იყო, ყველაზე ბედნიერი ამ ბინძურ ცხოვრებაში! მერე, დამემუქრნენ, ან ქალაქიდან წავიდოდი, ან შენ მოგკლავდნენ, ვიცი, ამის გამკეთებლები იყვნენ ის ხალხი, თურმე მის შვილს ყვარებიხარ, მეც მხოლოდ შენი სიცოცხლისთვის დაგტოვე, გეფიცები, არ მემეტებოდი ამ ტანჯვისთვის, რაც ამ ერთ წელიწადში გადავიტანეთ, მერე გავიგე *გზა გამეხსნა* ანუ, მისი შვილის ლეიკემიით გარდაცვალება, თუმცა, ბოლო ერთი თვეა თბილისში რაც გხედავ და მოსვლა და ახსნა ვერ გავბედე! მიყვარხარ და მინდა სულ ჩემთან იყო, ჩვენს სიყვარულს ვფიცავარ აღარ დაგტოვებ, უერთმანეთობის ტკივილს არც ერთს მივაყენებ, ჩემი პრინცესა ხარ, ჩემი ბუშტი, გახსოვს? სულ ბრაზდებოდი ამ სახელს რომ გეძახდი, მებუტებოდი და მეც ათასი თბილი სიტყვით გირიგებდი. ჩემი სუნთქვა ხარ და ჩემი საარსებო წყარო! ნინუ, ცოლად გამომყვები?

ნახევრად მძინავს ისე ვწერ ამ ტექსტს!!
ბოდიში შეცდომებისათვის!!
ის ანდაზა თუ გამონათქვამი მართლა ძაღლზე ყოფილა, მეც სწორად მეწერა მარა, გადავასწორე მერე,,
მოკლედ, ახლა გავაკეთებ კომენტარს, რომ ეს ისტორია ეძღვნება ელენე ბიჭიაშვილს, და ეს იქნება ორი სიყვარულის ისტორია!! ამას მიხვდებოდით..
ტკბილი ძილი, თორემ მე დავრჩი თვაალგახელილი ამაღამ.
კომენტარები გამახარებდა :დდ
მიყვარხაართ!!!!



№1  offline წევრი lamazmani

ძაან კაია მარა ჩემს მინდას მიგაჩვევს გააგრრძEლე რა

 


№2 სტუმარი ...

ვაიმე ეს რა იყოო love ანდრო და ნინუ დაქორწინდებიან love ეეე რა მაგარი ხარ ვერ წარმოიდგენ რომ არ მიგალატე და დაწერეე love წარმატებებს გისურვებბ love სენ ხარ ორი სიყვარულის ისტორიის უმაგრესი და უსაყვარლესი დამწერი თუ როგორც უნდა თქვა რაა wink ფანტასტიკახარრ love

 


№3  offline მოდერი ელი

ჩემი გოგო... როგორც ყოველთვის ძაან მაგარია. რაღაც ნაირად ხო ცი ჩემზე როა სულ სხვა განცდებით ვკითხულობ...
მაგრამ მასე წოლა არ ვიცი ბუშტი... რო შემარცხვინე ამდენ ხალხში :დ
ჩემი გოგოცუნა ხო მალე დამიწერ დიდ თავსო? <3

 


№4  offline მოდერი MyLove

elle.eli-bichiasdhvili
ჩემი გოგო... როგორც ყოველთვის ძაან მაგარია. რაღაც ნაირად ხო ცი ჩემზე როა სულ სხვა განცდებით ვკითხულობ...
მაგრამ მასე წოლა არ ვიცი ბუშტი... რო შემარცხვინე ამდენ ხალხში :დ
ჩემი გოგოცუნა ხო მალე დამიწერ დიდ თავსო? <3

შენ შემდეგი თავი უნდა ნახო,როგორ იმოქმედებს! ეს ჯერ კიდევ არაფერი! :დ ქორწილია, ქორწილი!!
--------------------
''პოეტი ვარ და ჩვეულებრივი ვერ მეყვარები''

 


№5  offline აქტიური მკითხველი aanamaria

Au ra jigari bichia

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent