შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შურისძიება-თავი მეორე


6-03-2015, 01:00
ავტორი undead
ნანახია 1 926

*ფლეშბექი*
-ჰეი, პონჩიკ !-დაიძახა პრინცესას კოსტიუმში გამოწყობილმა, ხუთი წლის გოგონამ.
-გისმენ.-ასევე ხუთი წლის, პუტკუნა კავბოი მორცხვად მივიდა მასთან.
-ერთი ის გვირგვინი მომაწოდე.-უთხრა მბრძანებლური, პრანჭია კილოთი.
-ეს?-იკითხა მორცხვად, აწითლებული ლოყებით.
-ჰო, ჰო, ეგ. სწრაფად, სცენაზე უნდა გავიდე, სწრაფად ! ფუჰ, არაფერში არ გამოადგები ადამიანს, დონდლო ხარ, საზიზღარო !-გალანძღა, მიწასთან გაასწორა მხოლოდ იმიტომ, რომ მისი სილამაზით დატყვევებულ და დამორცხვებულ ბიჭს, ფეხები ერთმანეთში ერეოდა.
-შენ კი ულამაზესი ხარ.-უთხრა ჩუმად, ხმამაღლა ვერ ბედავდა. როგორ გაუბედავდა, ის ხომ პრინცესა იყო, თვითონ კი...
შეუმჩნევლად კულისებიდან უცქერდა მის პრინცესას. თუმცა, ის მისი არ ყოფილა და არც არასდროს იქნებოდა.
ღმერთო, როგორი ლამაზი იყო. როგორ ლამაზად ელავდნენ მისი ზღვასავით ცისფერი თვალები... როგორი ლამაზი იყო, როგორი მშვენიერი.

თავი მესამე-პირველი შეხება?!
..გოგა..
-არ მაინტერესებს !
მკაცრად ვუთხარი კახას, როცა მითხრა, რომ ელენემ ჩემს დახმარებაზე უარი თქვა.
-გოგა, ვერაფერს გავაწყობთ. გამოსაშვები წელია, მასაც სჭირდება მომზადება და ნამდვილად არ სცალია სხვების გამოსწორებისთვის !-მანაც არა ნაკლებ მკაცრად მიპასუხა.
-არა კახა ! ან ელენე, ან არავინ !-მაინც არ ვცხრებოდი, შანსი არ იყო, სხვას არ მივიკარებდი.
-გოგა, როდის შეეშვები მას? ნუთუ ამდენი წლის განმავლობაში ჭკუა ვერ ისწავლე?-მის სიტყვებზე გამეღიმა.
-ვისწავლე კახა, ვისწავლე. ახლა კი გთხოვ, მის მშობლებს დაურეკე და უთხარი, რომ ჩემი დახმარების შემთხვევაში, სკოლა მნიშვნელოვან რეკომენდაციას გაუწევს მას კოლეჯში.
-მე ამას არ გავაკეთებ !
-უკვე აკეთებ.-მკაცრი ტონი მშვიდით შევცვალე, მის მაგიდაზე მყოფი ტელეფონი ავიღე და ელენეს სახლის ნომერი ავკრიფე.
-გთხოვ კახა,- დამცინავად გავუწოდე ტელეფონი.
-ქალბატონო მაია, შუადღე მშვიდობისა.
სავარძელში მოვთავსდი და ღიმილით ვადევნებდი თვალ-ყურს ანერვიულებულ კახას, რომელიც წინ და უკან დადიოდა ტელეფონით ხელში. ყველაფერი ისე მიდიოდა, როგორც მინდოდა.

..ელენე..
-არაჩვეულებრივი საღამო გავატარე.-მითხრა ნიკამ, როცა მანქანა ჩემი სახლის წინ გააჩერა.
-მეც.-გავუღიმე და ღვედი შევიხსენი.
-აბა, ხვალამდე?-ღრმად ჩაისუნთქა და შემომხედა.
-რა თქმა უნდა.-მანქანიდან არ გადავდიოდი, რაღაცას ველოდი და არც მას უნდოდა რომ გადავსულიყავი. ჩუმად ვუყურებდით ერთმანეთს, მართლა რა ლამაზი თვალები ჰქონდა, უცხო. ტუჩები? მისი ვარდისფერი ტუჩები კოცნის დაუოკებელ სურვილს მიჩენდნენ.
-ნიკა,-დავიწყე, მაგრამ გაგრძელების საშუალება მისმა კოცნამ არ მომცა.
მოულოდნელად დააცხრა ჩემს ტუჩებს და ჩემსკენ ახლოს მოჩოჩდა. მეც მისი მოძრაობა გავიმეორე, ხელები ყელზე მოვხვიე და ვნებიანად ვუპასუხე კოცნას.
ღიმილით მომშორდა, ტუჩებზე თითი გადამისვა.
-ხვალამდე.-გავუღიმე, კიდევ ერთი, პატარა კოცნა დავუტოვე ტუჩზე და მანქანიდან გადავედი. კარებთან რომ მივედი, უკან ღიმილით მოვიხედე. ვიცოდი, დამელოდებოდა. არც შევმცდარვარ, ფანჯარა ჩამოეწია და ღიმილით მიყურებდა. მორჩა, სკოლის ყველაზე სასურველი ბიჭი, ჩემი იყო.
*ნიკამ მაკოცა !!!*
ტექსტი ქეთისა და გვანცას გავუშვი და კმაყოფილი ავედი ოთახში.
***
-ელენე !-დამიძახა დედამ. „ჯანდაბა, რა უნდა“,- გავიფიქრე, ლეპტოპი გადავდე და ქვემოთ ჩავედი.
-შენმა დირექტორმა, დამირეკა.
-რატომ?-გაკვირვებულმა ვკითხე.
-მის თხოვნაზე უარი გითქვამს,- საუბარში მამაც ჩაერთო. ჯანდაბა, თუ დედ-მამა დაიყოლია, უარს ვეღარაფრით ვიტყვი.
-ჰო, მამა, მგონი ახლა ჩემს თავზე უფრო უნდა ვიფიქრო, ვიდრე სხვებზე.
შევეცადე მშობლებთანაც ვმდგარიყავი ჩემს სიმაღლეზე. ნამდვილად არ მქონდა ვინმე უტვინოს გამოსწორების თავი.
-ელენე, იცი რა თქვა დირექტორმა? თქვა, რომ სკოლა მნიშვნელოვან რეკომენდაციას გაგიწევს კოლეჯში ! ამაზე მეტად საკუთარ თავს რითი დაეხმარები?
-კი, მაგრამ, დედა, თავსუფალი დრო საერთოდ აღარ მექნება...
-რა? ასეთ მნიშვნელოვან დროს თავისუფალ დროზე ფიქრობ?,-გაბრაზდა მამა,- ახლა იმაზე უნდა ფიქრობდე, რომ მაქსიმალური ქულებით დაამთავრო სკოლა და ასევე მაქსიმალური ქულებით ჩააბარო კოლეჯში !
-მამა, მაგას ისედაც გავაკეთებ.
-ჰოდა, ძალიან კარგი ! ხვალვე მიხვალ ბატონ კახასთან და ეტყვი, რომ თანახმა ხარ. ეს საკითხი აღარ განიხილება.
მასთან შეწინააღმდეგებას არანაირი აზრი აღარ ჰქონდა. როგორმე გამოვძებნიდი დროს წვეულებებისთვის, მაგრამ ჯანდაბა ! ეს ნამდვილად არ მქონდა გათალისწინებული, მე კი ვერ ვიტან, როცა რამე დაუგეგმავად ხდება. ყველაფრის კურსში უნდა ვიყო, ყველაფერი ჩემს სასიკეთოდ უნდა წყდებოდეს !
-მაგდას უკვე ელაპარაკე?-მკითხა მამამ.
-არა, ვარჯიშების გრაფიკს ხვალ შევადგენთ. გაკვეთილების მერე დარჩენა მომიწევს.
-კარგი, შეგიძლია ოთახში ახვიდე.
*ფლეშბექი*
-ეს კიკინები ძალიან უხდება შენს ჩალისფერ თმებს, სკოლის ფორმაც ზუსტად შენს ტანზეა შეკერილი. ულამაზესი ხარ...-ისევ ჩუმად შეაქო პატარა გოგამ 7 წლის ელენე, ისევ ვერ ბედავდა მიახლოვებას... როგორ უნდოდა მასწავლებლისთვის განკუთვნილი ყვავილები მისთვის ეჩუქნა, როგორ უნდოდა ეთქვა, რომ ყველაზე ლამაზ გოგოდ თვლიდა, რომ ძილის წინ მასზე ფიქრობდა და უნდოდა, რომ დედის მიერ დამზადებული უგემრიელესი ბლინები, რომელსაც არავის უყოფდა, მისთვის ეწილადა. როგორ უნდოდა ეს რამდენიმე კილოგრამი მოეშორებინა, ნამდვილი, დაკუნთული მამაკაცი გამხდარიყო და ყველა გაჭირვებისგან ეხსნა. როგორ უნდოდა სუპერმენივით ფრენა შესძლებოდა და სულ ჰაერში ეტარებინა, რომ არ დაღლილიყო. როგორ უნდოდა ბეტმენივით ძლიერი ყოფილიყო და ყველა იმ ბიჭისთვის, ვისაც მისი პრინცესა უყვარდა, თავ-ყბა დაემტვრია. როგორ უყვარდა, აჰ, როგორ... მაგრამ ელენესთვის ის მხოლოდ პონჩიკა იყო, რომელსაც სკოლაში ვეღარ ცნობდა. არადა ბაღში ხომ მეგობრობდნენ? როცა რაიმე სჭირდებოდა, სულ მას ეძახდა, ის კი დიდი სიყვარულით, მორიდებით, სითბოთი უსრულებდა ყველა, უკლებლივ ყველა კაპრიზს. ის პონჩიკა, დონდლო, მსუქანი, გასიებული ღორი და საერთოდ ყველაფერი სიამოვნებდა, რაც მის ლამაზ ბაგეებს სწყდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ის მისი დამცირების გარდა არაფერს აკეთებდა, მისი ყველა სიტყვა ღიმილს ჰგვრიდა და შეეძლო დღე და ღამე ესმინა ამ სალანძღავი სიტყვებისთვის. რადგან უყვარდა, ასე ბავშვურად, ნამდვილი სიყვარულით... მთელი გულით... მთელი სულით...
ის ვერასდროს ამჩნევდა უკანა მერხზე მჯდომ ბიჭს, რომელიც თვალს არ წყვეტდა. მაშინ, როცა მასწავლებელი ლამაზი, დიდებული პრინცესის ამბავს ყვებოდა, უკვე მეორე კლასელ ბიჭს სულ მისი დედოფალი უდგებოდა თვალწინ. მასზე ფიქრობდა მთელი დღე, სიზმრებსაც მასზე ნახულობდა და ყოველ მომდევო წამს უფრო მეტად უყვარდა, ვიდრე რამდენიმე წამის წინ.
სპორტიც ერთად უტარდებოდათ. მასზე ორი ზომით დიდ ფორმაში წინ და უკან გიჟივით დარბოდა, ცდილობდა გოლი გაეტანა ან კალათში მაინც ჩაეგდო ბურთი მხოლოდ იმიტომ, რომ ყურადღება მიექცია. მაგრამ უფროს კლასელები არაფრის საშუალებას არ აძლევდნენ. ხელს კრავდნენ, ძირში აგდებდნენ, ბურთს ართმევდნენ და დასცინოდნენ საწყალ, უკვე მეხუთე კლასელ ბიჭს, რომელმაც წონაში დაიკლო, ფიქრობდა- შემამჩნევსო. მაგრამ ვერც სუსტი სხეულის მქონე, მასზე უზომოდ შეყვარებულ ჭაბუკს ამჩნევდა. აღარც ის პონჩიკა ახსოვდა.
ყველას უყვარდა და სიყვარულით განებივრებული, ცხვირაწეული დადიოდა. მაგრამ ამ სიამაყის, ამ საზიზღარი ხასიათის მიუხედავად, ბიჭის სიყვარული არც ერთი წამით არ განელებულა. პირიქით, რაც უფრო გადიოდა წლები და რაც უფრო ემატებოდა სილამაზე, რაც უფრო იხვეწებოდა, მით უფრო უფართოვებდა გულს სიყვარული.

..გოგა..
-მშობლებს ველაპარაკე და ისინი თანახმანი არიან.
-ძალიან კარგი.-მაგიდიდან დიდი, მწვანე, წვნიანი ვაშლი ავიღე და ჩავკბიჩე.
-გოგა, არ მომწონს ეს ყველაფერი.
-ვიცი რასაც ვაკეთებ.-საუბრის გაგრძელების საშუალება აღარ მივეცი, სწრაფად მოვუჭერი და კიდევ ერთხელ ჩავკბიჩე დიდი, მწვანე, წვნიანი ვაშლი.
კარზე კაკუნი გაისმა, კახამ იცოდა, რომ კარს არ გავაღებდი, ამიტომ თვითონ წავიდა შემოსასვლელისკენ.
-გასაღების წაღება დამავიწყდა.
გაისმა ჩემთვის გამაღიზიანებელი ხმა.
-შეხვედრამ როგორ ჩაიარა?
იკითხა კახამ, ჩემი გამაღიზიანებელი ბიძაშვილი ოთახში შემოვიდა.
-არაჩვეულებრივად. ღვთაებრივია...
თვალები გადავატრიალე და ოთახიდან გავედი. არ მესმის, რატომ უნდა ვესაუბრო მამას პაემანზე ან იმ გოგოზე, რომელიც მომწონს, მითუმეტეს არა ბიოლოგიურ მამას, უბრალოდ დედის ქმარს. ნიკა აბულაძე.. იდიოტი ხარ.

..ელენე..
ბოლო გაკვეთილიც მორჩა და დერეფანში გავედი ნიკასთან შესახვედრად.
-დღემ როგორ ჩაიარა?-მკითხა ღიმილით და ხელი წელზე მომხვია.
-ძალიან კარგად, როგორც ყოველთვის.-გავუღიმე და ვაკოცე. ყველა შურით გვიყურებდა, ჩვენ, სკოლის ყველაზე ლამაზ, ყველაზე სასურველ წყვილს.
-სკოლის მერე რა გეგმები გაქვს?
მკითხა ისე, რომ არ მომშორებია.
-ჯერ ცურვის ამბავი უნდა გავარკვიო, ვარჯიშის გრაფიკი მაქვს დასადგენი. მერე დირექტორთან პატარა საქმე მაქვს და მორჩა.
-ძალიან კარგი, დღესაც გავიდეთ სადმე.-თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე.
-აბა, დღეს ხომ მოდიხართ?-მარტოობა გვანცამ დაგვირღვია.
-სად?-ვიკითხეთ ერთდროულად.
-არ გაგიგიათ? ახალ სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, წვეულება იმართება.
-წავიდეთ?-მკითხა ღიმილით, თავი დავუქნიე, წვეულებებს არაფრით გამოვტოვებდი.
-ძალიან კარგი, ჯერ მე გამომიარე და ერთად წავიდეთ,- მითხრა გვანცამ.
-კარგი,
-ჰო მართლა, გიორგი ხომ არ გინახავთ? სადღაც გამეპარა.-გვკითხა სიცილით.
-სასადილოში იყო და შენ გეძებდა.-სიცილითვე უპასუხა ნიკამ, გვანცამაც მადლობის ნიშნად თავი დაუქნია და მოგვშორდა.
მწვრთნელის კაბინეტთან გავჩერდით.
-დაგელოდო?
-არა, მანქანით ვარ. წვეულებამდე გვანცასთან წავალ და მოგწერ.
-როგორც გინდა.-გამიღიმა, ტუჩებზე მაკოცა, მერე ლოყაზეც და წავიდა.
-ქალბატონო მაგდა, შეიძლება?-დავაკაკუნე და კაბინეტში თავი შევყე. ცარიელი იყო, ალბათ აუზზე იქნებოდა. აუზამდე დირექტორის კაბინეტთან გავჩერდი, აქაც დავაკაკუნე.
-შეიძლება?-ვიკითხე და გავოცდი, როცა ეს ოთახიც ცარიელი დამხვდა. უცებ სკამი შემობრუნდა.
-კახა არ არის, აუზზეა მაგდასთან ერთად, გელოდებიან.-ისევ ის ბიჭი, იგივე ტონით... დავიბენი, ისევ გამეყინა ხელ-ფეხი.
-რამე გინდა?-უხეშად მკითხა, როცა არაფერი მითქვამს და არც ადგილიდან არ დავძრულვარ.
-ამ.. არა, გმადლობთ.-კარები სწრაფად დავკეტე და გულისცემის დასამშვიდებლად ხელი მარცხენა მკერდზე მივიბჯინე. ათასი ფიქრი ტრიალებდა თავში, მაგრამ როგორც ყოველთვის, ახლაც ავიყვანე თავი ხელში. ემოციები არ შევიმჩნიე და ჩვეული ნაბიჯებით დავუყევი დერეფანს აუზისკენ.
***
ვარჯიშის გრაფიკი ჩემს მწვრთნელთან და დირექტორთან ერთად შევადგინე.
ორშაბათი- გაკვეთილების შემდეგ ნახევარი საათი მქონდა წასახემსებლად, მერე პირდაპირ გამოსასწორებელ მოსწავლესთან ერთად ვიწყებდი მეცადინეობას. ვიღაც გოგა კაცაძე. მითხრეს, რომ ჩემი ასაკის იყო, ამიტომ შევძლებდი ჩემი გაკვეთილებიც მასთან ერთად მომეთავებინა. ორ საათიანი მეცადინეობის შემდეგ, ოთხ საათზე სავარჯიშოდ უნდა წავსულიყავი, აუზზე. ორშაბათის ვარჯიში შედარებით ცოტა ხნიანი, საათ ნახევრიანი იქნებოდა.
სამშაბათი- იგივე გრაფიკი, ოღონდ ცურვა საათ ნახევრის ნაცვლად, ორ საათს გაგრძელდებოდა.
ოთხშაბათი- ყველაფერი იგივე.
ხუთშაბათი- ამ დღეს ცურვისგან თავისუფალი ვიყავი, სამაგიეროდ გოგასთან მიწევდა სამ საათს ყურყუტი.
პარასკევი- ყველაზე მძიმე დღე ! წესით ამ დღის დადგომა უნდა გამხარებოდა, მაგრამ ვგონებ, პარასკევი ერთ-ერთი იქნება იმ მოვლენათა სიაში, რომელიც მეზიზღება ! მესიკვდილება ! შესაზიზღებელი პირველი მიზეზი- რვა გაკვეთილი მიტარდება, გოგას ცხრა, ამიტომ მისი ლოდინი მიწევს. პლუს ამას, მაგდა თვლის, რომ პარასკევის მეცადინეობა ყველაზე დიდხნიანი უნდა იყოს მხოლოდ იმიტომ, რომ შაბათს ერთმანეთს არ ვხვდებით. მასთან დაახლოებით ოთხ საათს გავატარებ და არ იკითხავთ როდის უნდა წავიდე ცურვაზე? საღამოს რვა საათზე ! დიახ ! თერთმეტ საათამდე უნდა ვივარჯიშო და დაღლილს პარასკევის წვეულებისთვისაც კი არ მექნება თავი ! ჯანდაბა !
მაგრამ ეს ყველაფერი არ არის, არც შაბათ-კვირა მაქვს დასასვენებლად. როგორც ზემოთ აღვნიშნე, გოგასთან მეცადინეობა შაბათს არ მექნება, მაგრამ დილიდან ვიწყებ ვარჯიშს. შუადღისკენ ვთავისუფლდები და იმედია ჩემი მშობლები ახალ „გასართობს“ არ მომიფიქრებენ. რაც შეეხება კვირას, კვირას ცურვისგან ვისვენებ, მაგრამ ერთი საათით უნდა შევხვდე გოგას და გადავამოწმო, ახსოვს თუ არა პარასკევს ნასწავლი გაკვეთილები.
ესეც ასე, წელი, რომელიც წესითა და რიგით ყველაზე მაგარი უნდა ყოფილიყო, ყველაზე საზიზღრად გადაიქცა !
ნერვებმოშლილმა დავურეკე დედას, ვუთხარი, რომ გრაფიკებთან დაკავშირებით ყველაფერი მოვაგვარე და გავაფრთხილე, რომ დღეს გვანცასთან ვაპირებდი დარჩენას. უარი არ უთქვამს, სასწავლო წელი ახალ დაწყებული იყო და გართობა უნდა მომესწრო მანამ, სანამ გაცხოველებულ სწავლას შევუდგებოდი.
-შენც აქ ხარ?-ვიკითხე, როცა კარები ქეთიმ გამიღო.
-წლის პირველ წვეულებას გამოვტოვებდი?-მკითხა სიცილით, არაფერი მიპასუხია.
-მგონი ვიღაც ცუდ ხასიათზეა...-თქვა გამაღიზიანებელი ხმით, მაგრამ ნათქვამისთვის ყურადღება არ მიმიქცევია. გვანცა ფეხებმოკეცილი იჯდა სავარძელში და ერთ წერტილს იყო მიშტერებული.
-ყავას დალევ?-მკითხა ქეთიმ.
-არა,- ვუპასუხე და გვანცას წინ მდგომ სავარძელში მოვთავსთდი. ჩანთა მოვიხსენი და იქვე დავდე.
-რომ იცოდეთ რა საზიზღარი გრაფიკი მაქვს ! პარასკევის წვეულებებს ვემშვიდობები !
დავიწყე ჩივილი და ტელეფონი, რომელიც ჯიბეში მედო და მოტმასნილი ჯინსის გამო ხელს მიშლიდა კომფორტულად ჯდომაში, მაგიდაზე მოვისროლე.
-დამშვიდდი, რა გრაფიკი გაქვს ასეთი?-მკითხა ქეთიმ, გვანცა ხმას არ იღებდა. სახეზე აშკარა ნერვიულობას ვატყობდი, მაგრამ ზედმეტად ვიყავი გაღიზიანებული, ამიტომ მისი თავი არ მქონდა. არაფერი მითქვამს, ჩანთა გავხსენი და გრაფიკის ცხრილი მივაწოდე.
-რა ამბავია !-შეიცხადია, თვალები გაუფართოვდა.
-წარმოიდგინეთ, პარასკევსაც კი არ შემიძლია წიგნები საწოლზე მოვისროლო და ამოვისუნთქო ! და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, შაბათ-კვირა ! შაბათ-კვირასაც ვერაფერს გავაკეთებ ! და ყველაფერი იმიტომ, რომ ჩემს მშობლებს უნდათ ყველაფერში ჩამაკვეხონ. თან ეს იდიოტი მოსწავლეც ემატება !
-ვინ არის?
-გოგა კაცაძე.
-გოგა კაცაძე...-ჩაფიქრდა ქეთი,- ღმერთო, ძალიან მეცნობა.
-მე კი წარმოდგენაც კი არ მაქვს მასზე. რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია ის, რომ უკვე მეზიზღება ! მთელი გეგმები წყალში ჩამიყარა !
გაღიზიანებულმა ფეხი მაგიდას მივარტყი. ტელეფონი გასრიალდა და იატაკზე დავარდა.
-ჯანდაბა !-წამოვდექი და ტელეფონი შევამოწმე, საბედნიეროდ არაფერი დაშავებია. ღილაკს თითი დავაჭირე, ეკრანზე ნიკასგან მოსული მესიჯი დავინახე. ღრმად ჩავისუნთქე და გამეღიმა კიდეც, როცა ტექსტი წავიკითხე.
-ოჰ, ქალბატონს შეხედეთ როგორ იღიმის !
ქეთის მეტი რა უნდოდა, გაღიზიანება დაიწყო.
-როგორია?-მკითხა და გვერდით მომიჯდა.
-კარგი რა ქეთი, ისე მელაპარაკები, თითქოს პირველი შეყვარებულია ! -ხმამაღლა გავიცინე და ტელეფონი მაგიდაზე დავაბრუნე.
-ჰო, მაგრამ იქნებ მან მაინც წაგართვეს უმანკოება.
ახლა მან გადაიხარხარა, ჩემდა გასაკვირად არ გავღიზიანებულვარ, პირიქით, სიცილში ავყევი.
-ისე, მართლა საოცარია. ჯაბამაც კი ვერ მოახერხა შენს ტრუსებში ჩაძრომა, ცოტაც და შენს ორიენტაციაში ეჭვი შემეპარებოდა !
-მგონი ორსულად ვარ...-სიცილი სახეზე შეგვახმა, როცა გვანცამ როგორც იქნა ხმა ამოიღო.
-რა?,- ვიკითხე იმ იმედით, რომ მომესმა.
-თვიური ერთი კვირით გადამიცდა...
გაუბედავად, შეშინებული ლაპარაკობდა.
-თავს არ იცავდით?
-კი, მაგრამ ერთხელ... ჯანდაბა !
თავი ვეღარ შეიკავა, სახე ხელებში ჩარგო და აქვითინდა.
-კარგი რა, გვანც...-მასთან გადავჯექი და მოვეხვიე.
-ტესტი გაიკეთე?
-არა... ველოდებოდი რომ მომივიდოდა... მაგრამ...
სლუკუნის გამო სიტყვებს ერთმანეთს ვერ აბამდა.
-გული გერევა?
-არა, არანაირი სხვა სიმპტომი...
-მაშინ შეიძლება არც იყო ორსულად !,- გამხიარულდა ქეთი და ჩვენს წინ მდგომ, დაბალ მაგიდაზე ჩამოჯდა,- ხომ იცი, ჩვენს ასაკში ხშირია დარღვევები. ტესტი გაიკეთე და მერე იტირე, ტყუილად რას იშლი ნერვებს ან ჩვენ რას გვიხეთქავ გულს.
თქვა და სიტუაციის განსამუხტად გაიცინა.
გვანცასაც თითქოს იმედი მიეცა, ცრემლები მოიწმინდა და ჩემი მკლავებისგან გათავისუფლდა.
-უკეთესად ხარ?-ვკითხე, თავი დამიქნია.
-კაააარგი,- გამხიარულება კვლავ ქეთიმ იტვირთა,- აბა ელ, მოგვიყევი როგორია
შენი მაჩო !
-მერამდენედ?
ვიკითხე სიცილით და ისე წამოვჯექი, როგორც ბებია მოკალათდება ხოლმე მანამ, სანამ შვილიშვილებს საშობაო ზღაპარს მოუყვება.
-ელ, შეგახსენებ, რომ შენ მხოლოდ ის მოგვიყევი, თუ როგორი ღვთაებრივი კოცნა იცის მან და როგორი დიდი ტუჩები აქვს,-გვანცაც გამხიარულდა და ახლა ისიც აყვა ქეთის ჩემს გაღიზიანებაში.
-გაინტერესებთ თუ არა?-ვიკითხე მკაცრი ტონით, გაჩუმდნენ.
-მოკლეთ, როგორც იცით, დედა ჰყავს ფრანგი- სესილია, მეორედაა გათხოვილი და აბა თუ მიხვდებით ვისზე?
-არ არსებობს ! -ქეთი მაგიდიდან წამოხტა.
- მიხვდი?,- ვკითხე გაკვირვებულმა.
-არა, გისმენ.-გაიცინა და ისევ მის ადგილს დაუბრუნდა, ეს გოგო ყოველთვის ახერხებდა ჩვენს გამხიარულებას. ალბათ მაგიტომაც ჰყავს ჩვენს ჯგუფში ყველაზე მხიარული შეყვარებული- საბა.
-კახაზე,- კმაყოფილებისგან ტუჩები წამოვწიე,- დიახ, დიახ...- სიცილით გავაგრძელე, როცა გოგონებმა პირი დააღეს.
-და თქვენი პაემნიდან მხოლოდ ის „ღვთაებრივი კოცნა“ მოგვიყევი?როდესაც ის რაღაცნაირად მაგრამ მაინც დირექტორის შვილია?-„ღვთაებრივი კოცნა“ წვრილი ხმით წარმოთქვა, მე გამაჯავრა, მაგრამ არ გავბრაზებულვარ, პირიქით, ხარხარი ამიტყდა.
-მოკლეთ,- გავაგრძელე, როცა დავმშვიდდი,- აქ კახასთან ჩამოვიდა, გადაწყვიტა ლონდონის რომელიმე უნივერსიტეტში ჩააბაროს. დედა საფრანგეთშია, საკმაოდ წარმატებული დიზაინერი ყოფილა და ხშირად უწევს მოგზაურობა.
-და მან მხოლოდ „ღვთაებრივი კოცნა“ მოგვიყვა...
განაგრძობნენ ისინი, მაგრამ რამდენიმე წუთის წინ გამოსწორებულ ხასიათს, აღარაფერი ჩამიშხამებდა.
***
ბართან ნიკასთან ერთად ვიდექი, ხელში სასმელით სავსე ჭიქები გვეკავა და ბავშვებს ვესაუბრებოდით. მისი ცალი ხელი, ჩემს წელზე იყო მოთავსებული. ქეთის შავი, მოტმასნილი კაბა მეცვა და მცირეოდენი მაკიაჟითაც ყველაზე მიმზიდველი ვიყავი.
ვიცინოდით, ვსვამდით, მოკლეთ, კარგ დროს ვატარებდით.
-მოვალ,- ყურში ვუთხარი ნიკას, როცა ზედმეტი სასმელის გამო საპირფარეშოში მომინდა გასვლა.-თავი დამიქნია და ხელი წელიდან მომაშორა. მართალია მთვრალი არ ვიყავი, მაგრამ ალკოჰოლი უკვე გაჟღენთილიყო სისხლში, ამიტომ სწორ ხაზზე სიარული გამიჭირდა და რამდენჯერმე წავბორძიკდი.
როცა საპირფარეშოში საქმეები მოვითავე, გამოსაფხიზლებლად წყლის შესხმა გადავწყვიტე, მაგრამ როგორც კი სარკეში ჩავიხედე, გამახსენდა, რომ მაკიაჟი მესვა, ამიტომ ისევ ბარბაცით მივადექი კარს.
ბავშვები ბართან ვეღარ დავლანდე, თითის წვერებზე წამოვიწიე და ხალი დავუწყე მათ ძებნა. შორიდან ქეთის სიცილი გავიგე, ალბათ აივანზე არიან-თქო გავიფიქრე და მოცეკვავეებს შორის გავლით წავედი აივნისკენ. უცებ, გადაადგილების უნარი დავკარგე. ფეხებს ვამოძრავებდი, მაგრამ წინ ვერ მივიწევდი. წამით გავჩერდი და ახლაღა შევამჩნიე წელზე მოხვეული დიდი მტევანი, რომელმაც ზურგით მიმიკრა. გამეღიმა, ნიკა ოყო. ხელი ხელზე დავადე, მისკენ მინდოდა შებრუნება, მაგრამ არ დამანება. ფეხები აამოძრავა და ცეკვაში მეც ამიყოლია. ცალი ხელით თმები კისრიდან გადამიწია და ჯერ მხოლოდ თითები ამისრიალა კანზე. ცივ კანს ესიამოვნა თბილი თითები, გამეღიმა. თავი გადავწიე და კისერი გავუთავისუფლე, მინდოდა უფრო კარგად შემხებოდა, უფრო თამამად. ვიგრძენი როგორ გაუხშირდა გულის ცემა, როგორ აუხურდა კანი, როგორ გაუმეჩხერდა სუნთქვა და ჩემი თავი შევაქე კისრის გადაწევისთვის.
ვიგრძენი როგორ შემეხო სველი, რბილი ტუჩები... ვერ მივხვდი რატომ ფრთხილობდა, მაგრამ მის ქმედებებში აშკარად ვატყობდი მორიდებას. ისე ქცეოდა, თითქოს რაიმე ძალიან ძვირფასს, ძალიან სათუთს ეხებოდა და არ უნდოდა, რომ გაეკაწრა ან რაიმე დაეშავებინა. ეს ყველაფერი სასიამოვნოც იყო და გამაღიზიანებელიც, მორიდება არ მაწყობდა. უფრო ძლიერად მივეკარი მას და ხელი მუცლიდან თეძოზე ჩავაცურებინე. ყელზე ვიგრძენი როგორ გაეღიმა, წვერი მომეხახუნა. მეც გამეღიმა, მაგრამ მოიცა... ნიკას წვერი არ აქვს. სუნთქვა შემეკრა, სწრაფად მოვიშორე უცხო ხელები და უკან მივბრუნდი, გავშრი. არავინ, არავინ არ იდგა ჩემს უკან. ნუთუ ალკოჰოლმა ასე იმოქმედა? მაგრამ არა, შეუძლებელია ყველაფერი ასე ცხადად მეგრძო, თანაც ასე სასიამოვნოდ...

..გოგა..
ჯანდაბა ! ყველაფრისდა მიუხედავად, მაინც ჭკუას მაკარგვინებს მისი ნაზი კანი. მმმ, როგორი ტკბილი, როგორი სურნელოვანი. ყველაფერს, ყველაფერს დავთმობდი მთელი მისი სხეულის დასაკოცნად. ერთ წერტილსაც არ დავუტოვებდი. კოცნით ავუწითლებდი იმ მაღალ შუბლს, სათუთ ქუთუთოებს, რომლის იქეთაც დიდი, ზღვისფერი, ულამაზესი თვალები იმალება, რბილ ღაწვებს. დავუსივებდი დასკდომამდე სავსე ტუჩებს ! ყელი, ღმერთო როგორი ყელი აქვს ! გრძელი, თხელი... კანი? თითქოს გეხვეწება, გემუდარება დამკოცნეო. როგორ მინდა ჩემი ცხელი ენა მოვატარო და მისი სიგრილე ვიგრძნო, მისი სისველე... ღმერთო !



----
ბავშვებო, გამარჯობა : ) პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო დადებითი შეფასებებისთვის deamedo-ს და ბუს, ძალიან მესიამოვნა, რომ მოგეწონათ... მაგრამ ცოტათი გაკვირვებული დავრჩი. მხოლოდ ორმა მომხმარებელმა შეაფასა ისტორია!
რაც შეეხება ელენეს პერსონაჟს deamedo-მ აღნიშნა მისი „განსხვავებულობა“ და მოდით ორ სიტყვას მასზეც ვიტყვი. პერსონაჟი დადებითიცაა და უარყოფითიც, ჩემს შმეთხვევაში- უარყოფითი. ყველა მოთხრობაში ხომ მორცხვი, პატიოსანი, კეთილი და თბილი გოგო ვერ იქნება? სწორედ ამიტომ ავარჩიე განსხვავებული, საინტერესო ხასიათი. თანაც, სწორედ ამ ხასიათზეა აწყობილი მთელი მოთხრობა (ამას მოგვიანებით თქვენითაც მიხვდებით).
ეს თავი არის 2,400+ სიტყვიანი.. თქვენც გთხოვთ, რომ დაწეროთ არა მარტო დადებითი, არამედ უარყოფითი მხარეებიც. გამაგებინეთ რა მოგწონთ და რა არა. თქვენც ხომ გსიამოვნებთ ხოლმე დიდი, ასე ვთქვათ ხოშიანი თავის კითხვა, ხოდა მეც გამახარეთ. არ ვითხოვ ყველა თავის ძირფესვიანად შეფასებას, ეგ მოსაბეზრებელიც კია. უბრალოდ მინდა, რომ დავინახო რა ეფექტს ახდენს მკითხველზე ნაწარმოები. წინასწარ გიხდით ადიდ მადლობას.



№1  offline წევრი tamooo

dzalian dzalian kargia banaluri araa rogorc sxva istoriebii. ragac gansxvavebulia da amitomacaa magari

 


№2  offline წევრი deamedo

ისეთი გემრიელი იყო, როგორ "შემომეკითხა" ვერც შევამჩნიე, ჩემი ნიკი რომ დავინახე რა ხდება-თქო ! wink
ერთადერთი რაც მინდა გითხრა, რომ ძალიან კარგია, ყველაფერი საჭირო დოზით გაქვს ნამდვილად ვერ გეტყვი რამე შენიშვნას winked ახლა მხოლოდ ველოდები შემდეგ თავს, რა ვქნა მაინტერესებს დააააა wink
პ.ს. არც იფიქრო ნახვების სიმცირის გამო შეწყვეტა ან გაბრაზება, თორე იცოდე მოგაგნებ და მოგაყოლებ ამ ისტორიას wink ჯერ ახლი ხარ და ამიტომ ცოტამ თუ წაიკითხა, შენ დაწერე და მკითხველებიც გამოჩნდება!
აბა წარმატებებიიიიიიი love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent