ეკლესია მაცოცხლებელი ძალა(თავი2)
-დილამშვიდობისა გუგა, როგორ ხარ? ნურას უკაცრავად მე დიდი ხანია უკვე რაც ავდექი და სანაპიროზე ვარ ასე რომ ბოდიში მოიხადეთ მობილურს ხელში ვათამაშებდი, ისევ ცას ავხედე. რა მშვენიერია მისი ცქერა. ისევ ესემესი მომივიდა. -გასაგებია ბოდიშს მოგიხდით ქალბატონო. რას შვრები? დამელოდები რომ გამოვიდე? გნახავ. -კარგი დაგელოდები ოღონდ თუ იჩქარებ, ვვარჯიშობდი და ცოტა დავიღალე. ...კოშკის პირდაპირ ვარ ადვილად მიცნობ არც ისე ბევრი ხალხია. -არ იქნება მე შენ გეტყვი, შუა ზამთარში, შენნაირი შერეკილი იქნება მარტო. -შერეკილი იქნება ეხლა თუ გრეკე თავში. ჰმ რა გეშველებოდა ეს სმაილები რო არ არსებობდეს პატივი ეცი ასაკში შესული ხალხი გამოსული ვარჯიშობს, შენ კი მძინარე მზეთუნახავივით სახლში ხარ. -ოჰო ელიზაბედ ნუ იკბინები. მოვდივარ მალე მანდ ვიქნები. ... -კარგი, კარგი გუგა გელოდები. სანამ გუგა მოვიდოდა გადავწყვიტე მუსიკისათვის მომესმინა ჩემი პატარა თეთრი პლეერი ავიღე let her go ჩავრთე. ცოტა დაცხა ამიტომ მანტო გავიძრე და იქვე ჩანთასთან ერთად დავდე. ჰმ ლოდინი ჭირივით მეჯავრება ავდექი და აქეთ-იქით დავიწყე სიარული ესეც რომ მომბეზრდა ზღვასთან უფრო ახლოს მივედი, ტალღის მოტანილ წყალში ხელი გავაქანე და შევხტი, წყალი ყინულივით ცივი იყო ხელს მაინც არ ვიღებდი, გამეცინა მართლა შეშლილი მეგონა თავი. ვიდექი და ზღვის ჰაერს ვისუნთქავდი, კვლავ ჰორიზონტს გავხედე,ნათელი ფერები ქონდა, სულ სხვანაირი გრძნობა დამეუფლა. ზღვა ღიმილს მჩუქნიდა, რაღაც იდუმალი სხივი მესროლა, რომელიც იმედს აღვივებდა გულში და სიცოცხლის ხალისს მმატებდა. უცებ ღრიალის ხმა შემომესმა, უკან შეშინებულმა მოვიხედე და დავინახე რომ გუგა აწყვეტილი მორბოდა. ძალიან დავიბენი, ერთ ადგილზე გავშეშდი პლეერი ძირთ დამივარდა.გუგა მთელი ძალით მორბოდა გამეცინა უკვე მიახლოვდებოდა ველოდებოდი როდის გაჩერდებოდა, მაგრამ შევცდი ის არ გაჩერებულა ორივე ხელი მხრებზე მსტაცა და ორივე პირდაპირ ზღვაში გადავეშვით.როცა ამოვყვინთე გუგა უკვე ჩემგან მოშორებით იყო გასული სიღრმეში და იცინოდა. გაკვირვებული ვიყავი, დავიბენი, არვიცოდი რა მექნა. ბოლოს გაბრაზებულმა ვიყვირე. -წყალი ყინულივით ცივია იდიოტო გუგასკენ მთელი ძალით გავიქნიე წყალი.ნაპირისკენ წავედი. გაცეცხლებული ვიყავი, ერთიანად წუმპი და სიცივისგან ვკანკალებდი. გუგაც ამოვიდა ზღვიდან. ზურგით ვიდექი თმა გავიშალე და თავი გავიქნიე. გუგა ლაპარაკით მიახლოვდებოდა. -კარგი რა ელიზაბედ არგამიბრაზდე, როგორ ხარ ჩემო კარგო? თვალწინ გუგა მედგა და ცალყბად მიღიმოდა მისმა ღიმილმა იმოქმედა და ბრაზმა გადამიარა, ხმამაღლა გადავიხარხარე. გუგა ავათვალ-ჩავათვალიერე. თავი გავაქნიე. -კარგი რა გუგა რას ნიშნავს ეხლა ეს? ორივე წუმპი გავხდით. -კარგი არაუშავს, გავშრებით, სხვა რა იქნება. გუგა მომიახლოვდა და ლოყაზე თბილად მაკოცა. გვერდიგვერდ დავდიოდით. რაღაც უხერხულად ვგრძნობდი თავს, ისე იყო თითქოს სალაპარაკო თემა არ გვქონდა, შემთხვევით შევხვდით ერთმანეთს და ერთი სული გვქონდა როდის გავეცლებოდით ერთმანეთს. -აბა ელიზაბედ სხვა რა ხდება? როგორ არის საქმეები? -მშვენივრად გუგა, შენსკენ? -ჩემთანაც კარგად, ვმუშაობ და ვარ, დღე და ღამე არეული მაქვს ხოლმე. -და სად? არვიცოდი მუშაობა თუ დაიწყე. -ხო სულ რაღაც ერთი თვეა რაც ვმუშაობ. მენეჯერი ვარ სასტუმროში. ეხლა ნატალი გაბრაზებული მყავს და არვიცი როგორ შევირიგო უფრო სწორად არც ვცდილობ. -კარგი რა გუგა მას შემდეგ რაც მაგ გოგომ გაგიკეთა როგორ შეგიძლია რომ მის შერიგებაზე იფიქრო? -რავქნა ელიზაბედ რახანია ერთად ვართ მენანება ეს დრო დასაკარგავად. -მომკალი და შენი არ მესმის გუგა, ასე არ შეიძლება. ადამიანთან მარტო განვლილი წუთები კი არა გრძნიბაც უნდა გაკავშირებდეს. -შენსკენ რა ხდება? არავინ გიყვარს? -არა არავინ და ჯერჯერობით არც ვაპირებ ვინმეს შეყვარებას -გამიხარდა რომ გნახე, რახანია არ მინახიხარ და შენ არც კი გაგხსენებივარ შეიძლება ეგრე? -კარგი გიგა არ გამებუტო თორემ სიცილს ვერ შევიკავებ. -გაიცინებ რომ გაგებუტო? რატომ? გუგამ ისეთი სახე მიიღო ხარხარისგან თავი ძლივს შევიკავე,წარბები მაღლა ასწია და შეკრა, ტუჩები კი დაბლა დაწია და მოიწყინა. -საყვარლად რომ იბუტები სწორედ მაგიტომ უნდა ვიცინო გუგა. ორივეს სიცილი აგვიტყდა.ერთმანეთი საუკუნის განმავლობაშიც რომ არ გვენახა, შეხვედრისას ძალიან ბევრს ვიცინოდით. გუგამ მოვიდა გულში ჩამიკრა, შემდეგ ლოყაზე მაკოცა და ხელი გამომიწოდა რადგან ხელმკლავი გამეკეთებინა. გუგა ძალიან, ძალიან კარგი სათუთი ადამიანი იყო, ელიზაბედს სწორედ ეს ადამიანობა უყვარდა გუგასი. ის ისეთი ბავშვური იყო რომ სიყვარულს ვერ დაიშურებდი მისთვის. მე და გუგა ხელმკლავით მივდიოდით.ალბათ სხვის თვალში შეყვარებულებიც ვიყავით, წუთით დავინტერესდი ნეტა ერთმანეთს თუ ვუხდებით მეთქი. გუგამ პატარა მყუდრო კაფე დაინახა. -აბა ანგელოზო ნაყინს მიირთმევთ? -ნაყინზე მპატიჟებ და მერე მე მეტყვი შერეკილი ხარო არა? ჯერიყო და გამწუწე ეხლა კიდევ ნაყინი, რომ გავცივდე სად მიდიხარ? -კარგი ელიზაბედ ამოისუნთქე ასე არ შეიძლება. სად უნდა წავიდე არსადაც არ წავალ. ისევ გამეცინა. კაფეში შევედით. გამყიდველი მოხუცი, სანდო გამომეტყველების ქალი იყო. ჩვენი დანახვისას ღიმილი ვერ დამალა და მზრუნველად გვითხრა. -საწუწაოდ არცთუისე კარგი დრო შეგირჩევიათ ახალგაზრდებო. -საწუწაოდ? (გაოგნებულმა წამოვიძახესავით) არა, არა, ქალბატონო, უფრო უარესი ამ უტვინომ ზღვაში ჩამაგდო. ქალს ისევ გაეღიმა. სიტყვა დამთავრებული არ მქონდა გუგამ შემომიტია. -კარგი რა ბოდიში ხომ მოგიხადე ელიზაბედ გამყიდველს მიუბრუნდა და ორი ნაყინი და ნამცხვარი შეუკვეთა. შემდეგ ისევ მე შემომხედა და მაგიდისკენ წავიდა მეც გავყევი. კუთხეში მდგარ პატარა მაგიდასთან დავჯექით. ქალმა მოგვიტანა რაც შევუკვეთეთ და ძალიან უხდებით ერთმანეთსო გვითხრა. ქალს უკმაყოფილოდ გავხედე. -დიდი მადლობა ქალბატონო უთხრა გუგამ და ცალყბად გაიღიმა. ნაყინის ჭამას შევუდექით საკმაოდ ცივი იყო. ნამცხვარი ბოლომდე ვეღარ შევჭამე და დავტოვე გუგას ერთი ნამცეციც არ დაუტოვებია. თანხა გადაიხადა და გარეთ გამოვედით თუ არა მაშინვე ახარხარდა. ირგვლივ მიმოვიხედე რაიმე ხომარხდება მეთქი მაგრამ გასაცინი ვერაფერი დავინახე. -გაიგონე ელიზაბედ? შეყვარებულები ვეგონეთ თავი ოდნავ დამცირებულად ვიგრძენი მაგრამ მაინც გავიღიმე. გუგამ განაგრძო. -მისმინე ელიზაბედ აქვე ახლოს სადედოფლო მაღაზიაა ხომარშეგვევლო და თარიღი ხომარდაგვენიშნა? -გაგიჟდი გუგა? ღმერთმა დამიფაროს, შენნაირ ტაკიმასხარას რა აიტანს სახლში? -კარგი ვიხუმრე -შენ იუმორში ძაან ხო? ისეთი სახე მივიღე თითქოს გავბრაზდი ამ ხუმრობაზე. სინამდვილეში გული ორად გამეპო, თითქოს თავმოყვარეობაც შემელახა. -კარგი ელიზაბედ მართალი ხარ ცუდად გამომივიდა მაპატიე თუ შეგიძლია კარგი? -კარგი გუგა არაუშავს ნუ წუხარ, ყველაფერი რიგზეა. -ანგელოზი ხარ ელიზაბედ ნამდვილი ანგელოზი. -კარგი ერთი გუგამ გაიღიმა, ხელმკლავი გამაკეთებინა. უკვე სახლში წასვლის დრო იყო. ტანსაცმელი ორივეს ტანზე შემოგვაშრა. გაჩერებამდე მივედით, მარშუტმაც არ დააგვიანა გუგას დავემშვიდობე და ტრანსპორტში ავედი.როგორც ყოველთვის ფანჯრის მხარეს დავჯექი და დავინახე რომ გუგა ხელს მიქნევდა.საპასუხოდ გავუღიმე. ელიზაბედი თვალს მიეფარა თუ არა გუგა დანაღვლიანდა მისი გონება სევდამ მოიცვა რომელიც იმეორებდა მიყვარხარ ელიზაბედ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.