შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საცდელი ვირთხა (ნაწილი5)


6-03-2015, 21:28
ავტორი il13
ნანახია 2 011

სკოლაში რომ შევედი ყველა გაფართოებული თვალებით მიყურებდა თითქოს ყველა გულში ყვიროდა: „დედააა, მიცვალებული ადგა!“ ყველამ იცოდა ჩემი ამბავი ის რაც 2 დღის წინ გადამხდადა მე ამაში არავინ მდებდა ბრალს, ყველა ცოტნეს უმადლობდა. მაგრამ მთავარი დამნაშავე მაინც მე ვიყავი.
გაბედულად მევედი კიბემდე და მალევე ავირბინე ის. მერე კლასისაკენ გზას გავუდექი მაინტერესებდა ცოტნეს რეაქცია რას იზამდა, ან რა სახე ექნებოდა ასეთს რომ დამინახავდა, ახლა და აქ!
კალსში ისე შევედი ვითომცარაფერი ტავზე ისევ სახვევი და პატარა წკაპი მეკეთა. გოგოები მომვარდნენ და მეკითხებოდნენ რა და როგორ მოხდა და მეც ისრორია ჩემი კუთხიდან მოვიყევი და ავუხსენი რომ ამაში დამნაშავეც და დაზარალებულიც მე გამოვდექი.
გაკვეტილებმა ჩაიარა თითქმის ერთიდაიგივენაირად, ყველა მეკითხებოდა რა მოხდა და შემდეგ იწყებოდა ლექციები რა შეიძლებოდა მომსვლოდა როგორ გადავრჩი როგორ გამიმართლა და ა.შ
ნუ მე ეს აღარ მადარდებდა, ჩვეულებრივად ვგრძნობდი თავს. არაფერი განსაკუთრებული, იმის გარდა რომ თავი გამსკდარი მქონდა, ყოველგვარი სერიოზულობით, მე ეს არ მთრგუნავდა და ხელსაც არ მიშლიდა სწავლაც კვლავინდებურად განვაგრძე და კონფლიქტიც ცოტნესთან.
მუდამ ჯიბრში მიდგებოდა სულ რაღაცას აკეთებდა რომ ჩემთვის ეჯობნა. არ ვიცი რას ერაჩოდნენ ამ კლასს, მაგრამ მე აქ თავს კარგად ვგრძნობდი. ასე ერთი თვე გავიდა და დაიწყო საკონტროლოების სეზონიც, თითო დღეს 2 მაინც გვქონდა და გამწარებული სწავლა მიდიოდა, უფრო იმაზე დაობდნენ სად დაემალათ შპარგალკები რომ შეუმჩნეველი ყოფილიყო ყველა იწერდა. თითქმის ყველა მე ეს ცოდნა 1დღისთვის არ მქონია კარგად ვსწავლობდი და შედეგიც მქონდა, მაგრამ მელაძემ გამაკვირვა, არცერთ საკონტროლოზე შპარგალკა არ ქონია.
ერთი კვირის მერე ანუ როგორც ჩვენ ვუწოდებდით „ორიანების კვირას“ სანამ შედეგებს გამოაცხადებდნენ დედამ მითხრა რომ დარბაზში ავსულიყავი, მეგონა ისევ იამზე დგამდა ღონისძიებას და ვაპირებდი ყურადღება არ მიმექცია მაგრამ მერე მაინც ავედი. დარბაზის კარი ფრთხილად შევაღე სავსე იყო იქაურობა მასწავლებლებით, მე კი შემომეგებნენ და სცენაზე ამიყვანეს. დავიბენი რა უნდოდათ არ ვიცოდი რა იქნებოდა. ან რა გავაკეთე ბოლოს კი ყველა დასხდა და ტაში დაცხეს, მერე კი კითხვები დამაყარეს:
–როგორ შეძელი?
–რა გააკეთე?
–ხომ ვამბობდი გამოვათქო!
–ყველაფერი კარგადაა მას ეს შეუძლია!
–სამი თუ გამოასწორა დანარჩენებსაც გამოასწორებს!
ვერ გავიგე რა ხდებოდა და ჩემი ხმით მათსას გადავაჭარბე და ყველა გაჩუმდა:
–ვინმე ამიხსნის აქ რა ხდება?
–მელაძის ნიშნები, გონაშვილის და კიდე მესამესი!–წამოიძახა რომელიღაცამ.
–გუჯაბიძე!–აყვა მეორე.
–რა ჭირთ მათ ნიშნებს?–გაკვირვებულმა ვიკითხე.
–ისინი მოულოდნელად ძალიან გამოსწორდა!
ვაა და ეს ჩემი დამსახურებაა? გასაკვირი იყო ძალიან გასაკვირი მაგრამ გამიხარდა, გოგა გონაშვილი და დათო გუჯაბიძე ძმებივით არიან! ორივე გეიმერები არიან და ძალიან ბევრი აქვთ საერთო. სწორედ მათ დაანგრიეს ჩემი შეხედულება გეიმერებზე მეგონა ისინი მუდოები და უსიცოცხლოები იყვნენ ისინი კი პირიქით ძალიან მხიარულები არიან და გასართობს ყველაფერში პოულობენ.
აი მელაძე კი გასაკვირი არაა ისევ მე მეჯიბრება! და მე ეს ვიცი თან ძალიან კარგად.
მომწონს თუ არა მე ის? არაა, არცისე, საყვარელი იყო მაშინ როცა ჩემზე ღელავდა მაგრამ ეხლა, აღარ! ისე ბევრი გოგო ახვევია გარს, ბევრი ებღოტიალება კისერზე რაც მე დიოდად არ მსიამოვმნებს, უბრალოდ არ ვიცი მის მიმართ რას უნდა ვგრძნობდე, უნდა მეცოდებოდეს იმიტომ რომ დედა არ ყავს? ან უნდა მომწონდეს იმიტომ რომ მას ამდენი გოგო დასდებს? თუ უნდა მიყვარდეს? ანდა სულაც რატომ უნდა მიყვარდეს?
ნუ ეს დიდი გაურკვევლობაა. კრებაზე დიდად მაქეს და ბოლოს გამომიშვეს იქიდან მეც გახარებული წამოვედი. მერე ჩემ საწყალ დღიურებს გადავხედე სამივე ნახატებიოთ გადავავსე ამ ერთ თვეში, მესამე დღიურში კი საერთოდ მსოფლიო პრობლემებს მიმოვიხილავ დედა კია ამაზე გადარეულია ეგონა სკოლის ამბებს დავწერდი.
მეორე დღეს დიდი ხალისით წავედი სკოლაში და ჩემი შედეგებით დასატკბობად მოვემზადე. ქართული–9, მათემატიკა–10, ინგლისური–10, ისტორია–9, რუსული–9, სამოქალაქო, ხელოვნება და მუსიკა ისედაც გასაგებია,(10) კარგი იყო დასაწყისისთვის. მელაძემ თოთქმის ყველაფერში 9 მიოიღო, ბოლო ოთხეულის გარდა.(რუსული, სამოქალაქო, ხელოვნება, მუსიკა(10)) დათომ და გოგამაც თითქმის იგივე ნიშნები მიიღეს დანარჩენი უფრო დაბლიები იყო ან ისედაც მოსწავლე ბავშვები.
გაუხარდათ კარგი შედეგები მაგრამ როგორცჩანს მელაძეს დიდად არ ეხამუშა ჩემი უკეთესი შედეგი. მე კი კმაყოფილი სახით ვიყავი ის ორი დღე!(ნახევარი ნიშნები მეორე დღეს გავიგე)
ქიმია, ფიზიკა და ბიოლოგია! ეს სამი ნიშანი ყველაზე მეტად მანერვიულებს მაგრამ რატომღაც სხვებს ეს არ ეტყობოდათ. დღეს ეს ნიშნები უნდა გავიგო თან ერთიმეორეს მიყოლებით!
ბიოლოგია პირველი იყო, არ მეშინოდა ვიცოდი ეს საგაბი და ყველაფერი კარგად იქნებოდა და შედეგი 10 იყო ძალიან, გამიხარდა მაგრამ მთლათ ბოლომდე ვინ გაცდის ორი შავი ყუთი ცხვირწინ მედო. ქიმიაც ვიცოდმი გამრამ ახალ მასწავლებელთან სადამდე გავქჩე არ ვიცოდი მერე გაირკვა რომ ჩემი რვეული დაიკარგა და ლამის გულმა დამარტყა. მერე ვიღაცის რვეულს შეყოლია და ნიშანი რომ ვნახე სიცარულისგან მეხუთე ცაზე ვიყავი! აბა მეცხრეზე ფიზიკის გარეშე ვინ აგიშვებს?! გრავიტაცია და აფრენის კუთხე ხო უნდა გამთვალო. ბოლოსდაბოლოს ფიზიკაც მოვიდა და ხელებმა კანკალი დაიწყო, ლამის ცუდად გავხდი რვეულები დაარიგეს, და მეც დიდისამბით გადავშალე მაგრამ ნიშანს რმ დავხედე მასწავლებელს მივუტანე ეს ჩემი რვეული არაათქო. არა ეს ჩემი ნამდვილად ვერ იქნნებოდა გამორიცხულია მე 9 მიმეღო 8–ს ან 7–ს ველოდი. მაგრამ კალიგრაფია ჩემი იყო და შესაბამისად ეს კარგი შედეგიც და მეცხრე კიარა მეათე ცაზე ვიყავი სიხარულისგან ორი ათიანი და ერთი ცხრა ეს ძალიან მაგარი იყო.
მაგრამ არ ვიცოდი მელაძემ რა მიიღო და ამის ინტერესით ვკვდებოდი.



№1  offline წევრი il13

ძალიან დიდი ბოდიში მაგრამ ჩოტა მკითხველის გამო მოთხრობას აღარ ვაგრძელებ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent