ბაკურიანი2015 (დასასრული)
_ესეც ასე,პირველი კოცნა მე მოგპარეო გამიღიმა თვალი ჩამიკრა და ისევ მიმიხუტა! როგორ მიხვდა პირველი რომ იყო? ალბათ იმდენზე უკოცნი ...აიქედან იცის,,,, ამა ფაქტმა მომიწამლა გუნება, ხელი ვკარი და სასტუმროსაკენ გავიქეცი. სიყვარული სიცოცხლის ერთადერთი სიამეა, რომელსაც ხშირად ვიმწარებთ, რადგან ზოგჯერ მისგან შეუძლებელ რამეს მოვითხოვთ ხოლმე !!! ჩემს ოთაში შევარდი და კარები ჩავიკეტე, მეგონა ნიკა გამოკმეკიდებოდა,მაგრამთყუილადმეგონა! დიდი ფიქრის მერე დავასკვენი, რომ მაგარი დებილი,გოიმი გოგო ვარ! ერთ კოცნას რეები მოვაყოლე. თუ არ მინდოდა მისი კოცნა რას გავყევი სასეირნოდ? არ მცოდნოდა მაინც,,, არაფერი დაუძალებია. არ მინდოდა, ძალიან არ მინდოდა რომ შემყვარებოდა, საერთოდაც მეგონა, რომ ადამიანი ისე არასოდეს შემიყვარდებოდა, თუ მასთან წლები არ მაკავშირებდა. ეხლა კიდე, რომელ წლებზეა ლაპარაკი ერთი კვირა არ დასრულებულა,, მაინც როგორი დებილი ვარ და როგორ მოვახერხე რომ მიყვარს?!!! რა მეშველება აწი?! არაფერი, ვიქნები ასე, ცალმხრივად შეყვარებული! უპასუხო სიყვარული ყოველთვის დიდი და სრულყოფილიაო!!! მე კია არა ისთები ყოფილან,,,(ვერევინ გავიხსენე,სულ წყვილები მახსენდბოდა) ჯანდაბა! ეს მაინცადამაინც მე რატომ დამემართა?,,,მერე ჩემი გენოსი თავი დამეხმარა და მოვიფიქრე რომ არ შემემჩნია ჩემი გრძნობა და ჩვეულებრივ მოვქცეულიყავი. ოთახიდან გამოვედი და ქვევით ჩავედი. ნიკა იქვემდგარ ტყავის სავარძელში მოკალათებულიყო, ვიფიქრე ძინავსთქო და გამობრუნებას ვაპირებდი. _მე ასეთ მდგომარეობაში აქ არ დაგტოვებდი, რა დასანია რომ შენ მტოვებდი... _არ გტოვებდი, პლედის მოსატანად ავდიოდი._ურცხვად ვიცრუე მე! _ჰმ,ვითომ? _ხო მართლა! რახან აღარ გძინასვ, ადექი! ავიდეთ, მეძინება, მართლა რკინის კი არ ვარ?! _ხო,წამო,წამო! მეც მაგრადდავიღალე... ხელი გადმომხვია და ისე ავედით კიბეებზე, არაფერი უკითხავს მომხდარზე და ამან გამახარა. ჩაძინებას ვაპირებდი, რომ ჩემკენ გადმოტრიალდა, მაგრად მიმიხუტა და ასე მინდა მე დაძინებაო დააბერტყა და მკვდარივით ჩაეძინა, ვერაფრით დავაღწიე თავი, ისე მიჭერდა თითქოს ვნმე ართმევდა ჩემს თავს. როგორ მეძინებოდააა,,,,,რა დამაძინებს ასე გადაფსკვნილებს?,,,, გული ამოვარდნას მაქვს,,,, არ ვიცი როგორ, მაგრამ ჩამძინებია, რომ გამოვიღვიძე უკვე ღამდებოდა. საწოლში მარტო ვიწექი, კიდევ 5 წუთი ვინებივრე ასე, რომ კარები გაიღო და ნიკა შემოვიდა ორი ფინჯანი ყავით, გამიხარდა ძალიან. _შენ ისე მიმაჩვევ შენს მოდუღებულ ყავას, სხვისას ვეღარ გავეკარები_გავუღიმე _ხოდა მაგიტომაც გიკეთებ სულ მე! მანაც გამიღიმა _ბავშვები გადიან გარეთ და არ გავიდეთ? -კი, კი გავიდეთ თორემ ხვალ ვბრუნდებით თბილიში და მომავალწლამდე აქ ვერა მოვალთ.მინდაგავძღე აქაურობით! _აუ ხო მართლა ხვალ მიდიხართ თქვენ,,,რა მალე გავიდა ეს ერთი კვირა... _კაი მე გადავივლებ, მოვემზადები ხო? _კარგი, ქვევით ვიქნები. ნახევარ საათში მზად ვიყავი, ჯერ საჭმელად წავედით, მოკლედ არაფერში ფული არ დაგვხარჯვია. სულ ბიჭები იხდიდნენ. მერე ერთმანეთს ეხუმრებოდნენ ამ ტურს მოგება უნდა მოეტანა ჩვენთვისო, მოგების ნაცვლად კიდე მესამე სახლი შევაგდე სიტყვა და საქმეშიო. მერე სასმელებით დახუნძლულები ტყეში ავედით. ძალიან მაგრად ციოდა, ბიჭები მღეროდნენ და ჩვენ დავხტოდით რომ არ გავყინულიყავით.სადეგრძელოები არ მთავრდებოდა არადა მართლა, მაგრად გავიყინეთ. როგროც იქნა გამოვაღწიეთ, მაგრამ გზაში ძაან ვინერვიულეთ. სამჯერ მოსრიალდა ჩვენი მანქანა და კინაღამ იმქვეყნად გაგვისტუმრა. მერე სახლში გავაგრძელეთ დალევა და მხიარულობა. ნიკასთან ჩვეულებრივად ვიქცეოდი, არც ის იყო რაიმე გამორჩეულად. 4 იყო დავიშალეთ. დილით ვერ ავდგებითო. საძინებელში ასულს საწოლში შოკლადები დამხვდა, ნიკამ აქ სხვა ვერაფერი ვნახე და ესენი გიყიდე, რომ გამეხარებინეო. მაგრად გამიხარდა იმიტომ რომ შოკოლადის ჭამა ჩემი მონაგონია! (ჩემი 4 წლის მამიდაშვილი ამბობს ყველა იმ საჭმელზე რაც მოსწონს) ღამის 4 საათზე მე და ნიკა შოკოლადებს მივირთმევდით. მგონი სპეციალურად მიკეტებს ეს ბიჭი! უნდა რომ გაამსუქოს და მიზეზი მითხრას ასეთი მსუქანი ხარო და ვერ შეგიყვრებო! არად წონას არ ვუჩივი, 172 ვარ სიმაღლეში და 65 კილო,,,მე მაკმაყოფილბს! აბა ეხლა ისღა მაკლია დიეტები დავიცვა! დედაჩემმა ამომაძრო სული მაგ დიეტებით! საიდან სად წავედი? ხოდა ასე ტკბლად ჩაგვეძინა იმ ღამესაც. კოცნა არ განმეორებულა, განუმეორებელი იყო ალბათ და იმიტომ, რეებს ვბოდავ?,,,,მეც შევამჩნიე ეგ, ალბათ სრიალისას რომ დავენარცხე მაგის ბრალია! დილით გავამზადეთ ჩვენი ბარგი,ბოლოჯერ მოვავლე ოთახს თვალი სადაც სულს და გულს ვტოვებდი. „მარშუტკაში“ ჩაგვსვეს ბიჭებმა, გამოცილება უნდოდათ მაგრამ მეორე ნაკადი იყო გზაში და მიხედვა უნდოდათ. ამჯერად 40 ბაშვი მოდიოდა. ამ 40 ბავშვში ნიკას შეყავრებულიც იყო, რაც ყველაზე მეტად მაგიჟებდა. ნეტა კიდევ ვერჩებოდეთ,,, ვწუწუნებდით გოგოები,,,, თბილიში ჩასულს სადგურზე მამა დამხვდა და პირდაპირ სახლში ამიყვანა. 3 დღე სახლიდან არ გავსულვარ, ფიქრებით სულ ბაკურინში ვიყავი დანიკასთან,ჯერაც იმ ოთახის და ნიკას სასიამოვნო სუნამოს სუნი მიღიტინებდა ცხირში. ნიკას არც დაურეკავს და არ ფეისბუქში არ დაუმატებივარ. ტატა იყო გამოსული ჩემთან, თორნიკეს ველაპარაკეთ ერთად.თორნიკმ რაც თქვენ წახვედით მაგრად მვიწინეთო, თქვენს ოთახებს რომ ჩავუვლით შემოსვლა გვინდებაო, გვგონია კიდევ აქ ხართო, ესენი ძაან ბევრი არიან და სახეზეც კი ვერ ვცნობთო, რა დაახლოება საერთოდო. ეს ბოლო განსაკუთრებით მოგვეწონა. მეორე დღეს ეკსთნ გავედით გოგოები, ტატამ თორნიკეს უთხრა თუ გინდათ მოდითო, მე ვეუბნებოდი რას ჩამოვლენთქო მაგრამ გულში იმედი მქონდა მოვიდოდნენ. 3 საათში მართლაც მოვიდა,ზურა, თოკა და უტა. ნიკა რომ ვერ ვნახე მეწყინა, არფაერი მიკითხავს ბიჭებისთვის. არც მათ უთქვამთ რაიმე. ნახევარ საათში კარზე ზარი იყო, ნიკა და უცხო ბიჭი შემოვიდნენ, მათი მეოგობარი ყოფილა სოსო. ძაან ჩვეულებრივად მომიკითხა ნიკამ ისე როგორც სხვები. საერთოდ არ მეკონტაქტებოდა თითქმის, მეც ვცდილობდი არს შემემჩნია ესე შორს ყოფნა. ეკას სახლზე ბიჭები დაეცნენ ! ბაკურიანიდან რომ ჩამოვალთ მერე თბილიში მივდივართო დასასენებლად, სასტუმრო ნაპოვნი გავქვსო. ეკას მართლაც ძაან მაგარი სახლი აქვს, ეგეთი სხვა, ფილმებში მაქვს ნანახი . ცოტა დავლეთ, სოსომ სიყვარულის სადღეგრძელო თქვა და აგერ ჩვენს ნიკუშას გამუმარჯოსო მაგას ყავსო მმარტოო, მაგრამ ნიკამ გააჩერა უკვე აღარო. არავის არ ვითქვამს ამაზეარაფერი. გულში კი ძან გამიხარდა. მერე უკვე კარგად რომ დაბნელდადა ჩეებმა 3000-ჯერ რომ დამირეკეს უნდა წავიდეთქო და დავმშვიდობე ბაშვებს.ნიკამ მე გაგიყავნო _არა მადლობა არ მინდა ნიკა,მართლა აქვე ვცხოვრობ. _მე მინდა რომ გაგიყვანო! არ შევეეწინაღმდეგე და გავყევი. ისე მივედით ხმა არცერთს არ ამოგვიღია, გადასვლისას მკლავზე მომქაჩა მისკენ მიმიზიდა და უკვე მეორე ვნებიანი კოცნა მომპარა! სწრაფად მოვშორდი მანქანას და სადაბაზოში ვაპირებდი შესვლას, რომ მომაძახა, მაგრად გამიხარდა რო გნახე მარუს. მერე ძლიერი სისწრაფით მოსწყდა მანქანა ადგილს, წავიდა და წავიდა,,,, ერთი თვე გვავიდა ამ ამბების მერე მაგრამ ნიკაზე ჯერ არაფერი მსმენია,,,,. რობერტ ფროსტი: “სულ ორი სიტყვით შემიძლია შევაჯამო ყველაფერი, რაც ვისწავლე ამ ცხოვრებისგან: ის გრძელდება!” მადლობა ბავშვებო რომ წაიკითხეთ. ისტორია თითქმის რეალურია, პატარპატარა რაღაცები შევცვალე ჩემებურად. დაქალს გადახდა თავს. ჯრაც ელოდება ნიკას, რომელიც სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ არ ჩანს. ფიტოზე ბიჭი ძალიან გავს რეალურ ნიკას. ჩემი მარი კიდევ, მართლა გადასარევი გოგოა, ოღონდ მართლა წიკიანი! რა სჭირს დასაწუნი არ ვიცი! მოკლედ, მადლობა,მადლობა დაკიდევ ერთხე მადლობააა! თითოეული კომენტარისათვის მადლობა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.