შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მკვლელობის საღამო(8)


7-03-2015, 10:27
ავტორი april
ნანახია 1 912

რამოდენიმე დღე ისე გავიდა ვერც კი შევნიშნე..ძალიან გადავიღალე,უფროსმა ბევრი საქმე მომცა,მეც ვცდილობ ყველაფერი ისე გავაკეთო როგორც მას სურს..ის ახლა ერთადერთია ვინც ჩემზე ოდნავ მაინც ზრუნავს..ყოველ შემთხვევაში ასე მინდა იყოს..მაგრამ რეალობა განსხვავებულია..მე ნინო და ნიკა სავარჯიშოდ მივდივართ,დილის 8 საათია,ამ დროს ძილი ძალზედ აკრძალულია.
-აბა გუშინ როგორ გეძინათ..
საუბარს ნიკა იწყებს.
-გვეძინა?მე მგონია რომ მაგისთვის დრო საერთოდ არ დაგვრჩა.
-მართალია,მაგრამ ისე მინდოდა დამეძინა რომ მოჩვენებებიც კი დამეწყო..
-არაუშავს დღეს ვისვენებთ,იქნებ ღამე მაინც შევძლოთ დაძინება.
კიბეებზე შეიარაღებული პირები გვხვდებიან გვერდს მალე ვუვლით და დაბლა ჩქარი ნაბიჯით ჩავდივართ,ყველაფერი დალეწილია...ყველა რაღაცითაა დაკავებული..გოგონა ძირს გდია და ბოლო ხმაზე იცინის.დაცვა მკლავში ხელს კიდებ და კიბეებისკენ მიყავს,ჩვენს დანახვაზე გოგონა ჩერდება.
-მეცოდებით....თქვენც იგივე გელით რაც მე...
დაცვა პირზე ხელს აფარებს და კიბეებზე სწრაფად აყავს,იქიდან მისი განწირული ხმა მესმის.მასწავლებელი გვიახლოვდება..ის თითქმის ყველაფერს გვასწავლის..შავგვრემანი ქალბატონია,ყოველთვის ძალიან გაწონასწორებული მეგონა ახლა კი თავისუფლად შეიძლება ვთქვა რომ პანიკაშია.
-ბავშვებო აქედან წადით..დღეს გაკვეთილები არ ჩატარდება,ყველა თქვენს თქვენს ოთახებში დაბრუნდით.
ჩემს ოთახთან უფროსი მხვდება და მაჩერებს.
-თამთა შენ და ნიკა საქმეზე მიდიხართ..ნინო რამოდენიმე დღეში შემოგიერთდებათ..ნიკას დაუძახე და ჩემთან მოდით..
ნიკას ოთახისკენ მივაბიჯებ კარზე ვაკაკუნებ.
-რა ხდება..
-ახალი საქმე...უფროსი გვეძახის.
მასთან ერთად უფროსის კაბინეტში მივაბიჯებთ.დივანზე ვჯდებით და მისი საუბრის მოლოდინში გასუსულები ვუყურებთ ერთმანეთს.
-თქვნი ბარგი ჩალაგებულია,საჭირო ნივთებიც მზადაა.ქვეყნის გარეთ მოგიწევთ გასვლა.ჯერ სტამბულში შემდეგ კი სხვა ქალაქებშიც მოგიწვთ გამგზავრება თუ საჭირო გახდება,პასპორტები ჯეის აქვს..ის ამერიკელია,თქვენ დაგეხმარებათ..როგორც ხვდებით მასთან საუბარი ინგლისურად მოგიწევთ,იმედია საუბრობთ ინგლისურად.
-კი.
პასუხს ორივე ვუბრუნებთ.
-ძალიან კარგი..აქედან პირდაპირ მანქანაში ჩასხდებით რამდენიმე საათში სტამბულში იქნებით,წარმატებები.
ფეხზე ვდგებით და შენობის გარეთ სწრაფად გავდივართ,მანქანაში ვსხდებით.
-ჯეი აეროპორტში დაგვხვდება.
მესმის დაცვის ხმა.
ამჯერად მე და ნიკა გვერდიგვერდ ვზივართ..
-ცოტა უცნაურია არაა?
-რას გულისხმობ.
-ამდენი ხანია აქ ვარ და საზღვარგარეთ არასოდეს გავუგზავნივარ სამუშაოდ,შენ გამოჩდი და ყველაფერი შეიცვალა.
-არამგონია ამ ყველაფერს ჩემს გამო აკეთებდეს.
-სხვა ახსნას ვერ ვნახულობ.
-ამას მოვლენები გვიჩვენებს..
აეროპორტში მართლა გვხვდება ჯეი,მასთან ერთად რამოდენიმე საათიანი მგზავრობის შემდეგ თურქეთში ჩავდივართ.
-წამომყევით..
განკარგულებას გასცემს ჯეი.ჩვენც მივყვებით..მანქანის გამოყენებით სასტუმროში მივდივართ და ვბინავდებით.მე და ნიკას ერთ ნომერში გვიჩენს ადგილს,ნომერს ორი საძინებელი აქვს,ძალიან კომფორტული ჩანს.ჯეი ბარგის ამოლაგებასაც არ გვაცლის იმწუთში საუბარს საქმეზე იწყებს.
-მოდით აქ..
მასთან ერთად დივანზე ვსხდებით მაგიდაზე საბუთებს აწყობს.
-ყურადღებით მისმინეთ ამას მეორეჯერ არ გავიმეორებ..საქმე გოგონას ეხება,ასაკი 17 წლის,შავგვრემანი,სიმაღლე 1,69.წონა 55.მისი ფოტოსურათი აიღეთ,ორივეს გქონდეთ.
სურათს ვიღებ და ჯიბეში ვიდებ.
-გოგონას მამა გავლენიანი პოლიტიკოსია,მისი ხელი ურევია თითქმის ყველა მკვლელობაში რომელიც ამ ბოლო დროს მოხდა თურქეთში.მოკლედ რომ ვთქვა ძალიან საშიში პიროვნებაა.მისი გოგონა გვჭირდება..კითხვები იმის შესახებ თუ რატომ?არ უნდა დასვათ.უბრალოდ გოგონას მოტაცებაა საჭირო.მამამისი ამერიკაში ხშირადაა,ახლაც იქ იმყოფება ამით უნდა ვისარგებლოთ და თვალთვალი დავიწყოთ,გოგონას დაახლოებით 5 დაცვა მაინც ყავს,ყოველდღე იცვლება მათი რაოდენობა..სკოლას თითქმის არასოდეს აცდენს..სკოლაში უნდა უთვალთვალოთ გაიგოთ სად დადის, რა დროს რას აკეთებს,ვის ემეგობრება და ვის ვერ უგებს,ყავს შეყვარებული თუ არა,მოკლედ ყველაფერი.საქმეს დღეიდან შეუდგებით..მანქანა დაბლა გელოდებათ,წითელი ფერის პორშე,იმედი მაქვს მანქანას კარგად მართავთ,არ მინდა რამე დაუშავოთ..სულ მთლად ახალია..ყურსასმენები მანქანაშია,ყურზე დაიმაგრეთ თქვენთან კონტაქტი რომ ნებისმიერ დროს შევძლო.საჭმელზე რიგ რიგობით გახვალთ,უმჯობესია მანქანაში იკვებოთ ხოლმე,აგრეთვე საპირფარეშოში რიგ-რიგობით გახვალთ,იმედი მაქვს ყველაფერი გასაგებია,გაყვებით ყველაგან სადაც წავა.ასე რომ წარმატებები,სახლში დაბრუნების დროს თავად შეგატყობინებთ.
-კარგი,მაშინ წავალთ.
ვუღიმით და ოთახს ვტოვებთ.
-როგორც ჩანს ძილი არც დღეს გველის.
წუწუნს იწყებს ნიკა.
-მართალია,მაგრამ მგონი იმაზე უფრო უნდა ვიზრუნოთ რომ უახლოეს მომავალში მაინც შევძლოთ დაძინება.
მანქანაში ვსხდებით და ყურსასმენებს ვიმაგრებთ.
-ინფორმაცია მანქანაშია.
უეცრად გვესმის ჯეის ხმა.
-გასაგებია.
-საჭესთან შენ ჯდები?
ვეკითხები ირონიულად.
-დღეს მოდი მე გაგასეირნებ..
-მოდი ჯერ რესტორანში შევიაროთ და თურქული სამზარეულო დავაგემოვნოთ.
-მორჩით ლაყბობას,არ ვიცი რაზე საუბრობთ მაგრამ იმას კი ვხვდები რომ უკვე უნდა დაიწყოთ მოქმედება,გოგონა სკოლიდან მალი გამოვა.
-კარგი,მივდივართ.
პასუხს სიცილით ვუბრუნებ.
-რა კარგია,ქართული რომ არ ესმის..
გახარებული ნიკა მანქანას სწრაფად ძრავს ადგილიდან და სკოლისკენ მიემართება რომლის მისამართიც ფრცელზე წერია,რამოდენიმე წუთში მანქანა სკოლის წინ ჩერდება.
-ახლა ასე უნდა ვიყოთ და ველოდოთ ქალბატონი როდის აწევს უკანალს და სკოლიდან გამოვა?
-მეტი გზა არ გვაქვს.
10 წუთში გოგონა გამოდის,შესამოწმებლად სურათს ვიღებ..
-ეგაა.
შავი ჯიპი ჩერდება,გოგონა ღიმილით ემშვიდობება ბიჭს და მანქანაში ჯდება.ბიჭს სურათს სწრაფად ვუღებ და ჯეის ვუგზავნი.
მანქანით გოგონას ჯიპს მივყვებით,დაახლოებით ნახევარ საათში მანქანა სახლის წინ ჩერდება.
-ალბათ აქ ცხოვრობს..
-ალბათ.
გოგონა სახლში ჩქარი ნაბიჯით შედის,მისი ზურგჩანთა დაცვას მიაქვს..რამოდენიმე საათი უაზროდ ვდგავართ და ველოდებით გოგონა სახლიდან გამოვიდეს მაგრამ არაფერი ახალი არ ხდება.
-არ მოგშივდა?
-არამგონია მანქანიდან გადასვლა ახლა კარგი აზრი იყოს..
დაცვაზე მივანიშნებ.
-უკვე დავიღალე,რა უაზრობაა.ეს გოგო ასეთი მოსაწყენია?
-ეტყობა ბეჯითი მოსწავლეა.
-არამგონია.
დაახლოებით ღამის 10 საათზე ჯეი გვიკავშირდება.
-არის რამე ახალი?
-არა, გოგონა სკოლიდან გამოვიდა მის შემდეგ სახლშია,გარეთ არ გამოსულა.
-კარგი,სასტუმროში დაბრუნდით.დღეისთვის საკმარია.
-კარგი.
-რა გითხრა.
-სახლში ვბრუნდებით.
-ძალიან კარგი,გზაში რამე ვიყიდოთ,შიმშილით კუჭი გამიხმა.
-კარგი,ახლა წავიდეთ.
გზაში კაფეში შევდივართ და ღვეზელებს მივირთმევთ..რამოდენიმე წუთში მანქანაში ვბრუნდებით და სასტუმროსკენ მივემართებით,სასტუმროს წინ ნიკა მანქანას აჩერებს.ოთახში ჩქარი ნაბიჯით შევაბიჯებთ.
-წავედი უნდა დავიძინო..
-ტკბილი ძილი.
-შენც.
ნიკა თავის ოთახში შედის,მეც საძინებელში შევდივარ,ტანსაცმელს სწრაფად ვიხდი და საწოლში ვწვები..დილით ჯეის ყვირილი მაღვიძებს.
-ადექით,დროზე.
თვალებს სწრაფად ვახელ და ტანსაცმელს გაუაზრებლად ვიცვამ.ნიკა და მე გვერდიგვერდ ვდგებით დაბნეულები.
-დროზე მანქანაში,გოგონას სახლისკენ გაემართეთ.უნდა გავიგოთ ამ დროს რა აკეთებს.
-მაგას რა გამოცნობა უნდა ალბათ სკოლაში წასასვლელად ემზადება.
-მანქანაში ჩასხედით,საჭმელი იქ დაგხვდებათ.
-გმადლობთ.
მანქანაში სწრაფად ვსხდებით და გოგონას სახლისკენ ვიღებთ გეზს.გზაში ჭამას ვიწყებ.
-ნუ ჭამ..
-რატომ?
-მეც მშივდება.
-მერე ჭამე,ხელს რა გიშლის.
-ვერ ხედავ?საჭესთან ვარ.
-ნუ ხარ ეგოისტი შენ მერე ჭამე,მე ჩემს წილს მივირთმევ.
-კარგი,კარგი..
მანქანას გოგონას სახლის წინ აჩერებს,დაუყოვნებლივ ჭამას იწყებს,ეტყობა საშინლად მოშივდა.
-გამოვიდა..გავყვეთ.
გოგონას მანქანას უკან მივყვებით,გზაში მანქანა ჩერდება.გოგონა დაცვას უღიმის და ვიღაცის სახლში შედის,იქიდან ბიჭთან ერთად გამოდის,ერთმანეთს ეხუტებიან,გოგო უკან ბრუნდება,ბიჭი სხვა მანქანაში ჯდება.გოგონა ბოლოს სკოლაში მიდის,ბიჭიც მანქანით სკოლაში მიდის,ერთმანეთს უღიმიან და სკოლაში შეაბიჯებენ..თვალთვალი ერთი კვირა გაგრძელდა..ყოველდღე კი ერთი და იგივე გოგონა სკოლაში მისვლამდე ბიჭს ხვდება,მერე სკოლაში მიდის..შემდეგ სახლში ბრუნდება..არაფერი განსაკუთრებული,ეს გოგონა ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობს,ყავს შეყვარებული..უცნაური ისაა რომ მას ჩუმად ხვდება,არ ყავს მეგობრები,გარეთ თითქმის არ გადის..ალბათ მეგობრების უყოლობის გამო არ უყვარს გარეთ გასვლა..2 ღამე გავათენეთ გოგონას თვალთვალში,მაგრამ ახალი ვერაფერი აღმოვაჩინეთ..ახლაც სახლში ვბრუნდებით..უეცრად რაღაც მესმის,ნიკას მანქანას ვაჩერებინებ.
-რა..
-ხმა გავიგე..
-რისი ხმა.
-მგონი გასროლის ვერ გაიგე?
-ვერა..
-როგორ არა რაღაცის ხმა იყო,დარწმუნებული ვარ...მასეთი სახით ნუ მიყურებ..
-დარწმუნებული ხარ?პირადად მე არაფრის..
გასროლის ხმა საუბარს აწყვეტინებს..სახეზე ღიმილი ისე მალე მიქრება როგორც მესახება.
-აჰაა.რა გითხარი.გასროლის ხმა იყო თქო ხომ გითხარი.
-რა ვქნათ?
-არ ვიცი,ჯეის ხომ არ დავუკავშირდეთ?
-ხო იცი როგორი ბუზღუნაა,თავი დაანებე ჯერ ყველაფერი გავარკვიოთ.
-სახლში შევიდეთ?
-მოიცა..
გოგონასკენ ვანიშნებ გარეთ გიჟივით გამორბის,მანქანაში სწრაფად ჯდება.
-გავყვეთ..
გოგონას უკნიდან ჩუმად მივყვებით,ეტყობა მანქანის მართვა კარგად არ იცის,საშინლად ატარებს..რამოდენიმე წუთში გზიდან გადადის..შეჯახების ხმა ისმის,ნიკა მანქანას აჩერებს და გადავდივართ..გოგოს მანქანა დალეწილია,მანქანას ვუახლოვდები..თავად გონება აქვს დაკარგული.
-მშვენიერი შანსია,დამეხმარე მანქანიდან გადმოვიყვანო..
გოგონა ფრთხილად გადმოგვყავს და ჩვენს მანქანაში ვაწვენთ..
-დროზე,დროზე წავედით..
ნიკა სიჩქარეს უმატებს,რამოდენიმე წუთში სასტუმროში შეგვყავს და ჩვენს ნომერში აგვყავს..ჯეი იქ გვხვდება,ჩვენს დანახვაზე გაკვირვება ესახება სახეზე.
-ეს ის..
-კი ისაა.
-დააწვინეთ.
ნიკა საწოლზე აწვენს.,მე სკამზე ვჯდები და წყალს სწრაფად ვსვამ.
-ეს როგორ მოახერხეთ..სახეზე რა ჭირს.
-ავარიაში მოყვა..
-როგორ?გამოეკიდეთ?
-არა..უკვე წამოსვლას ვაპირებდით გასროლის ხმა რომ გავიგეთ,სახლში შესვლას ვაპირებდით მაგრამ გოგონა გიჟივით გამოიქცა და ავტომობილში ჩაჯდა,ჩვენც გავყევით,რამდენიმე წუთში კი ავარია მოუვიდა,ეტყობა მანქანის მართვა არ იცის კარგად.ყველაფერი ასე იყო.
-ამას ქვია იღბალი.ძალინ გაგიმართლათ.აი გოგონას კი..
მისკენ ტრილადება.სახეზე ხელს ახებს..
-არაფერია,უბრალოდ თავი მიარტყა,სისხლდენაც არაა.ხვალ დილით კარგად იქნება,ხელები შეუკარით..ხვალ პირველივე რეისით გავფრინდებით,მის საბუთებზე მე ვიზრუნებ.ახლა კი დაიძინეთ..ნიკა გთხოვ მანამდე დაიძინებ გოგონას მიხედე ხელები კარგად შეუკარი,არ მინდა რამე გაუგებრობა მოხდეს.
ნიკას ვუღიმი და ჩემს ოთახში შევაბიჯებ,არ ვიცი როგორ დამეძინა მაგრამ ის კი ვიცი,რომ ამით ძალიან ვისიამოვნე..იმდენი ხანია,გადართული ვარ ამ გოგოზე რომ ღამე ძილიც კი არ შემეძლო ახლა კი ვიცი რომ საქმე მოვაგვარე..შუაღამე მეღვიძება..წყალი მინდა..ხალათს ვიცვამ და საძინებლიდან ნელი ნაბიჯით გამოვდივარ..თვალში გოგონას თვალები მხვდება,დაბნეული მიცქერს..ვუახლოვდები..როგორც ჩანს ტირის.
-რამე გტკივა?
თავს აქეთ-იქით იქნევს.პირიდან ნაჭერს ვხსნი.
-იცოდე არ იყვირო,ცუდ დღეში ჩავვარდები.მაინც ვერავინ გიშველის.
ბოლო სიტყვები საიდან მომაგონდა არ ვიცი მაგრამ ის კი ვიცი რომ კინოებში ეს ჭრის.
-კარგი..
ჩუმად მპასუხობს.
-ინგლისურად ლაპარაკობ?
-შენ ხომ ინგლისურად მესაუბრები..ამერიკელი ხარ?
-არა.
-აბა?
-რა მნიშვნელობა აქვს,კარგია რომ ინგლისურად საუბრობ.შენთან ლაპარაკს შევძლებ.
-სად ვარ?ან შენ ვინ ხარ?
-უბრალოდ..მე რაც დამევალა ის გავაკეთე,არ ვიცი ასეთი რა გააკეთა მამაშენმა რომ შენი მოტაცება გახდა საჭირო..
-მამაჩემმა?მე რა შუაში ვარ,მამაჩემის გამო მე ვისჯები?
-ვიცი,რასაც გრძნობ.მეც გადამიტანია,ცუდია როცა მშობლების გამო შენი ცხოვრება იცვლება.
-გთხოვ,გამიშვი.
-მაპატიე,მაგრამ არ შემიძლია.
-გთხოვ,არ მინდა აქ.მე..
-შეყვარებული გყავს?
-კი..
-მივხვდი.
-ის უბრალოდ ვერ გადაიტანს მე რომ ვერ მნახოს,ისევე როგორც მე ვერ ვძლებ მის გარეშე.
-დამიჯერებ.რომ გითხრა,ესეც გადამიტანია მეთქი,მაგრამ..
-მაგრამ რა..
-მაგრამ მე მასზე უარი ძალიან სწრაფად ვთქვი.
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
გპირდებით რომ თავებს უფრო გავზრდი,უბრალოდ რაღაც მიზეზების გამო რამოდენიმე დღე ახალი თავის დამატებას ვერ შევძლებ,იმედია გამიგებთ...და ყველას დიდი მადლობა ვინც კითხულობს <3




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent