ივნის'ის'ეული [10]
ადამიანები ყველაფერს,ხო შეცდომებით ვსწავლობთ?!მეც მსგავს სიტუაციაში ვიყავი.ვიცოდი,რომ ამის შედეგ აღარასდროს დავლევდი,ანუ შეცდომას მეორეთი აღარ გავიმეორებდი...ეს ყველაფერი ჩემთვის იმდენად რთული იყო,რომ ახსნაც კი მიჭირს.არ ვიცოდი,თბილისში ჩასვლისას რას ვიზავდი,როგორ ვიმართლებდი თავს,ან საერთოდ დანიელი მაპატიებდა,თუ არა ამ ყველაფერს.გულის ერთი ნაწილი ჩამჩიჩინებდა,რომ დანიელი აუცილებლად გამიგებდა,მეორე ნახევარი კი იმდენი ცუდი ემოციით მავსებდა,რომ ყველაფერ ცუდზე ვფიქრობდი. -ანო რა ვქნა?-ამოვილუღლუღე ბოლოს. -თუ სიტუაციას ამიხსნი,გირჩევ რამეს.-მითხრა მან. -ის ფოტო ნახა...-ტირილისგან ხმაწართმეულმა ძლივს ვთქვი. -არა?!-თქვა სახეწაშლილმა. -კი,ანო კი. -მომისმინე მარიამ,ემოციებს არ აყვე.დაწყნარდი ახლა და ყველაფერს ნორმალურად შეხედე.ხო იცი,რომ მსგავს სიტუაციაში ყველა ბიჭს ეგეთი რეაქცია ექნებოდა?-ხელები შემომხვია მან. -არ ვიცი რა იქნება,მეშინია.-ამოვილუღლუღე და თავი ანოს დავადე. -თბილისში რო ჩავალთ არ შეეხმიანო.-მითხრა ანომ. -რას ქვია არ შევეხმიანო?ვერ ხარ? -აცადა ცოტახანს დამშვიდდეს.დამიჯერე თვითონ დაგირეკავს.-მითხრა მან და ლოყაზე ხმაურით მაკოცა. ანოს სიტყვებმა დამაფიქრა და მივხვდი,რომ სიმართლეს ამობდა.ჩემი გამოჩენით ისევ გავაღიზიანებდი დანიელს,ამიტომ ნეიტრალურ მდგომარებოაში ყოფნა ვარჩიე. *** კარს იქით,ლიკას ქოთქოთის მოსმენისას ყველაფერი დამვიწყდა.იმედნად მონატრებული მყავდა დედა,რომ ჩახუტებით ვეღარ ვძღებოდი.ვიცოდი ლიკასაც,რომ ძალიან მოვენატრე,მაგრამ იმდენად იყო ეიფორიაში ჩემო ჩამოსვლით,რომ ჩუმად რაღაცეებს ლუღლუღებდა. -დე,როგორ მომენატრე.-ვუთხარი მე და ლოყები თანმივდევრობით გავუწელე. -ასე ადრე რატომ ჩამოხვედი დედიკო?-მკითხა ეჭვნარევი ხმით და თმა ამიჩეჩა.იცოდა,რომ ყველაზე მეტად ვერ ვიტანდი თმაზე,როცა მეხებოდა,მაგრამ მაინც იგივეს აკეთებდა. -მოგვბეზრდა იქ ყოფნა და ჩამოვედით.-ვუთხარი მე და მაგიდაზე ფეხები ავაწყე. -როგორი უკულტურო ხარ,შვილო.-მითხრა მან და ხელი მომარტყა ფეხებზე. -კარგი რა დე,დავიღალე.-ვუთხარი და თვალები დავხუჭე. წუთიერმა სიხარულმა,თითქოსდა დამავიწყა დანიელი,მაგრამ მაინც გულს მიღრღნიდა ჩვენი მდგომარეობა.თავში ათასი აზრი მიტრიალებდა,მაგრამ ვერ გადამეწყვიტა,როგორ მოვქცეულიყავი.ანოს სიტყვებმა სულ უფრო დამაბნია,მაგრამ იმის წარმოდგენამ,რომ დანიელი ჩემზე ნაწყენი იყო გულს მწვავდა.ბოლოს ისევ გულს მივენდე.ყველანაირი პრინციპები დავივიწყე და დანიელს დავურეკე. -დანიელ როგორ ხარ?-ვუთხარი მას ხმა აკანკალებულმა. -შენ?-კითხვითვე მიპასუხა მან.ამ პასუხმა უფრო მეტად დაამძიმა ჩემი მდგომარეობა. -შენი ნახვა მინდა. -სად ხარ? -თბილისში.როცა გეცლება მითხარი და გამოვალ.-ვუთხარი მე. -ერთ საათში შენს სახლთან დამხვდი.-მითხრა და გამითიშა. არ ვიცი ამ საუბრიდან ყმაყოფილი უნდა ვყოფილიყავი თუ არა,მაგრამ მცირე იმედი გამიჩნდა...რადგან ჩემს წინადადებაზე დათანხმა,ესე იგი პატიების შანსი მქონდა... *** დანიელის მანქანა დავინახე,მაგრამ დანიელი არ იდგა მანქანასთან...ადრე,ყოველთვის მანქანასთან დაყუდებული მელოდა ხოლმე.ახლა კი,დაბურულ მინაში ვხედავდი მის სიულეტს,რომელიც საერთოდ არ იყურებოდა ჩემი მიმართულებით.არ ვიცი იმ დროს პულსი რამდენი მქონდა,მაგრამ ვგრძნობდი ხელისშემშლელ კანკალს...ფრთხილად გამოვაღე კარი და დანიელის გვერდით დავჯექი...ისევ არ მიყურებდა... -გისმენ,რატომ გინდოდა ჩემი ნახვა?-მკითხა მან. -დანიელ მაპატიე.-ძლივს ამოვილუღლუღე და თან თვალი გავაპარე მისკენ.ისევ უსასრულობისაკენ იყურებოდა.მისმა დუმილმა მიმახვედრა,რომ ისევ უნდა გამეგრძელებინა ლაპარაკი. -იმ საღამოს ანომ მისმა ორმა კლასელმა ბიჭმა დაპატიჟა,ძალით წამიყვანა.ვიცი,რომ არ დამიჯერებ,მაგრამ მართლა არ მინდოდა იქ წასვლა.ალბათ,არც იმას დამიჯერებ,რომ არ მინდოდა სასმლის დალევა და არც იმას,რომ არაფერი მახსოვს.ერთადერთი ის მახსოვს ფრაგმენტებად,რომ გიორგიმ ძალით ამაყენა და მოცეკვავე ბრბოში გავერიეთ,მერე რამდენიმე ტრიალი და ბოლოს ჩემი წაქცევა.ვიცი,რომ არანაირი გამართლება არ მაქვს,მაგრამ არ მინდა,რომ ჩემზე ნაწყენი და გაბრაზებული იყო.-ვუთხარი მე და მხოლოდ ახლაღა შევამჩნიე თვალებიდან წამოსული ცრემლების ნაკადი. -არც მე არ უნდა მეყვირა.-მითხრა მან.არ ვიცი რას ცდილობდა,მაგრამ აშკარა იყო,რომ ისედაც დამძიმებული გული,უფრო დაამძიმა ამ სიტყვებმა. -ღირსი ვიყავი.-ამოვილუღლუღე მე და მისი სახისკენ შევბრუნდი.ხელისკანკალით მივუახლოვდი მის სახეს და ჩემსკენ შემოვატრიალე.არასდროს მენახა მისი ასეთი თვალები...ამ ორ დღეში იმდენად შეცვლილი მეჩვენა,რომ უარესად ავტირდი.არ ვიცი რა იგრძნობოდა მის მზერაში:ზიზღი,სიბრალული და უდიდესი სიყვარული...არც ის ვისი,იმ მომენტში რამ გამაბედინა,მაგრამ ამდენი მონატრებისგან დაღლილმა მის მხურვალე ბაგეებს შევახე ჩემი ტუჩები.მომენტალურმა სითბოს იმპულსებმა დამიარა მთლიან სხეულში და გამეღიმა.ისევ ვიგრძენი მისგან უდიდესი სითბო და ალბათ მაშინ გამიჩნა იმსი იმედი,რომ დანიელი არასდროს დამტოვებდა. -ჩემი ივნისის სიხარული ხარ!-მითხრა მან და ჩემს თმაში ჩარგო თავი.სიხარულისგან არ ვიცოდი რა მექნა...მივხვდი,რომ ის ორი კოშმარული დღე წარსულს ჩაბარებოდა. -არც კი ვიცი რა გითხრა დანიელ...-ამოვილუღლუღე მე და უფრო მეტად შემოვხვიე ხელები. -არ გავაფუჭოთ ეს მომენტი ბანალური სიტყვებით.-მითხრა მან და მფეთქავ არტერიაზე ცხელი კოცნა დამიტოვა. -გახსოვს,რომ შეგპირდი ცხვარიჭამიაში წაგიყვანთქო?-მკითხა დანიელმა. -კი მახსოვს.-ვუთხარი ღიმილით და ოდნავ მოვშორდი. -ერთ-ორ ხელ ტანისამოვს აიღებ თუ პირდაპირ წავიდეთ?-მითხრა მან ღიმილით. -გაგიჟდი?ლიკა გაგიჟდება. -ვიცი ახლა რასაც გეტყვი სწორი არ იქნება,მაგრამ უთხარი,რომ ანოსთან დარჩები.როცა ჩამოვალთ კი აუცილებლად დაველაპარეკები შენს ოჯახს.-მითხრა მან. -არ ვიცი დანიელ,არ მინდა,რომ ლიკა მოვატყუო.-ვუთხარი და თან ჩემს თითებს დავუწყე წვალება. -მაშინ ახლავე დაველაპარაკები. -მიკრო ინფაქტს გადაიტანს. -არ გადაიტანს.-მითხრა მან.ვერც კი მოვასწარი თვალის დახამხამება ისე გადავიდა მანქანიდან და კარი გამიღო.გაოცებული ვუყურებდი...ის კი მიღიმოდა...მივხვდი,რომ ამ სიტუაციიდან ვერ გამოვძვრებოდი და ამიტომ ერთი მძიმედ ამოვისუნთქე და დაველოდე მოსალოდნელ უბედურებას! *** ჩემდა გასაკვირვად ლიკა ღიმილით შეხვდა დანიელს.გაოგნებული ვუყურებდი ხან ერთს და ხან მეორეს.ლიკამ დანიელი სასტუმრო ოთახისკენ მიიპატიჟა და თან ორ წუთში გამოალაგა ტკბილეული და ცივი ყავა. როდესაც დანიელმა ლაპარაკი დაიწყო,ინსტიქტურად ხელები ყურებზე ავიფარე მოსალოდნელი ყვირილისგან. -ქალბატონო ლიკა იმედია გაგებით შეხვდებით ამ ამბავს.მე და მარიამი ერთად ვართ.-თქვა დანიელმა და ცივი ყავა მოსვა. -ეგ ძველი ამბავია უკვე.-თქვა ლიკამ კისკისით. -რას ამბობ დედა?-ვიკითხე გაოცებულმა. -გუგას დედამ მიამბო ყველაფერი.-მითხრა ლიკამ ღიმილით.-მაგრამ ველოდებოდი,როდის მეტყოდი მარიამ.მე არაფერი მაქვს საწინააღმდეგო,ერთი მარტივი მიზეზის გამო,მეც შეყვარებული ვარ.მეც შენს ასაკში შემიყვარდა მამაშენი და ამიტომ მესმის შენი.-თქვა მან. -მამამაც იცის?-ვიკითხე ხმაწართმეულმა. -კი იცის და ნუ გგონია,რომ რომელიმე პრობლემას შეგიქმნით.შენ აღარ ხარ პატარა მარიამ,შენი ცხოვრება გაქვს უკვე,ძალიან ბევრი ეტაპი გაქვს გასავლელი და მჯერა,რომ დანიელთან ერთად ყველაფერს გადალახავ. გაოგნებული ვუყრებდი დედაჩემს.არასდროს მიფიქრია,როგორი რეაქცია შეიძლებოდა ჰქონოდათ ჩემს მშობლებს,როცა გაიგებდნენ,რომ შეყვარებული მყავდა.იმასაც ვფიქრობდი,რომ დედა ცუდად გახდებოდა,მამაჩემი კი,როგორც ტრადიციულად თოფს აიღებდა და ჩემს მეორე ნახევარს მოკლავდა...მაგრამ ასეთ რეაქციას არ ველოდი... -ქალბატონო ლიკა მიხარია,ასე რომ გვიდგახართ მხარში.თქვენი მეუღლე არ არის სახლში?-იკითხა დანიელმა. -სამსახურშია,მაგრამ მალე მოვა. -დაველოდებით მაშინ.-თქვა დანიელმა და ხელი წელში შემომხვია. მამას მოსვლამდე ათას თემაზე ისაუბრეს ლიკამ და დანიელმა.როგორც შევატყვე დედას ძალიან მოეწონა,მაგრამ მაინც ვნერვიულობდი,არ ვიცი რატომ მაგრემ ასეთი დაუმსახურებელი ბედნიერება მაშინებდა... *** ოცი წუთი იყო გასული,რაც მამა და დანიელი კაბინეტში იყვნენ შესულები. ტუტუცია ეს ბიჭი!რას აიტეხა კოტესთან ლაპარაკი?!ვიცოდი,რომ მამა ასე ადვილად არ შეეგუებოდა ჩვენს ამბავს და სულ უფრო და უფრო ვიძაბებოდი.ბოლოს ღიმილით გამოსულმა ორმა სილუეტმა,უფრო გამაოცა. -მარიამ ცოტა ტანისამოსი ჩაალაგე და წავიდეთ.-თქვა დანიელმა ღიმილით და იქვე მდგომ დივანზე ჩამოჯდა. -მოიცა...-სიტყვებს ვერ ვაბამდი ერთმანეთს.-პირი შეკარით ყველამ?-წამოვროშე უეცრად. -მარიამ დანიელი,რომ არ მომწონდეს და არ ვენდობოდე დამიჯერე ასე მშვიდად არ ვიქნებოდი.-მითხრა მამამ და ლოყაზე მსუბუქად მიჩმიტა.-მიდი ახლა მოემზადე. გაოგნებული ავედი ჩემს ოთახში და სულ ქოთქოთით ჩავალაგე რამდენიმე ხელი ტანისამოსი ჩანთაში... *** ოდნავი ბინდი იყო,როდესაც მე და დანიელი ცხვარიჭამიისკენ მივდიოდით.მთელი გზა მას ღიმილი არ მოშორებია,მე კი გაოცებული სახე. -დანიელ ასე მარტივად,რომ დათანხმდნენ?-ძლივს ვთქვი მე. -მარიამ რატომ გგონია,რომ რამე სასწაულია ეს?-მკითხა მან და გვერდულად შემომხედა. -წინ იყურე,არ ამლეწო!-წამოვიკივლე მე.გაეცინა ჩემს ამ რეპლიკაზე და თავი წინ შეაბრუნა.-ახლა კი მიპასუხე. -რა გიპასუხო მარიამ?შენი აზრით მშობლები ვერ ხვდებიან მათი შვილები ვისთან იქნებიან ბედნიერები? -კი,მაგრამ მე არ ველოდი თუ გამომიშვებდნენ. -ყოველთვის შენი ვარაუდები არ გამართლდება!-მითხრა და ხელზე ცხელი ტუჩეები შემახო. *** სახლში შესვლისას ყველა მოგონება ერთიანად ამომიტივტივდა თავში...ჩვენი პირველი შეხვედრა,როდესაც ამხელა სახლში მარტო დამტოვა...ძაღელბთან გატარებული ღამე...გამომშვიდება...თითოეული კუთხე-კუნჭული ისე მიყვარდა ამ სახლის,რომ ყველა ნივთის დანახვა,ბედნიერებით მავსებდა.დანიელს ხელები შემოვხვიე და თავი მის მკერდზე მოვათავსე. -დანიელ ძალიან შემიყვარდა ეს სახლი.-რამდენიმე წუთის შემდეგ ისევ მე დავარღვიე სიჩუმე. -ხოდა ხშირად წამოგიყვან ხოლმე აქ.-მითხრა მან ღიმილით. -აღარ მინდა იმ თემას,რომ შევეხო,მაგრამ მაინც უნდა გკითხო.-ვუთხარი და თავი ავწიე,ვერც კი მოვასწარი გააზრება ისე ამოამყოფინა თავი ისევ მის მკერდზე ამომაყოფინა.-აღარ ხარ ჩემზე გაბრაზებული? -ცოტა.მაგრამ შეიძლება,რომ შენი შეცდომა გამოასწორო.-მითხრა დანიელმა. -როგორ?-ვკითხე მე. -პირველ რიგში კარტოფილი შემიწვი და დანარჩენი მერე იყოს.-მითხრა სიცილით. -კუჭის მონა!-მივაძახე და სირბილით გავედი სამზარეულოში.კარებთან ვიყავი აკრული,თან ჩემს საქციელზე მეცინებოდა.კარების მეორე მხრიდან დანიელის ხმა მომესმა. -ჩემთვის არ უნდა გეთქვა ხო მარიამ?-მკითხა სიცილით. -ხო.-ავყევი მეც.-შემოგიშვებ ოღონდ დამპირდი,რომ კარგად მოიქცევი. -გპირდები. კარები ნელა გავუღე და მხოლოდ თავი გავყავი,რომ დამენახა დანიელი,როდესაც მივხვდი,რომ საფრთხე არ არსებოდა კარი ფართოდ გავაღე და სამზარეულოში შემოვუშვი. -დამეხმარები კარტოფილის გათლაში?-კრავის თვალებით შევხედე. -სხვა რა გზაა.-ამოიბუზღუნა და ერთი ცალი კარტოფილი ამაძვრინა თასიდან.მისი საცოოდაობის ყურებაზე სიცილს ძლივს ვიკავებდი.ხუთი წუთი თლიდა ერთ ცალ პატარა კარტოფილს,რომლისგანაც აღარაფერი დარჩენილიყო. -კაი დაანებე თავი.-სიცილით ვუთხარი მე. -დამცინი?-ცალი წარბი მაღლა აწია და შემომხედა. -არა რას ამბობ.-ვუთხარი ხითხითით და კარტოფილის დაჭრა დავიწყე. -მე ნუ მიყურებ,მაგ კარტოფილს უყურე ხელი არ გაიჭრა!-მითხრა დანიელმა და ყელში მაკოცა და სამზარეულო დატოვა. *** -ძალიან გემრიელია მარიამ.-მითხრა დანიელმა აღფრთოვანებულმა. -მაგას იმიტომ მეუბნები,რომ გამახარო თუ სხვა გზა არ გაქვს?-დავუსვი ჩამჭრელი კითხვა. -ნუ ხარ უმადური ბავშვი.-მითხრა მან და ჭამა განაგრძო. და მაინც ადამიანები,როგორი არსებები ვართ...სრულიად უმნიშვნელო რამისგან შეიძლება საყვარელი ადამიანისთვის ყველაფერი გავაკეთოთ,რომ გავახაროთ.დანიელის ამ საქციელმა უფრო მეტად დამარწმუნა ჩემი გადაწყვეტილების სიზუსტეში.ამიტომ კიდევ ერთხელ გიმეორებთ,რომ ყველაფერი გააკეთეთ საკუთარი ბედნიერებისათვის,დამიჯერეთ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.