შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დუმილი, ვით სამარე... (9 ნაწილი)


7-03-2015, 22:10
ავტორი მეამეა
ნანახია 1 831

ვილმამ გულიანად ამოისუნთქა და წერილი გადაიკითხა: - თუ დამშვიდდი, გადაგიარა გამოხტომებმა და მზად ხარ მომისმინო, გადმომირეკე სამსახურში და მაშინვე წამოვალ. ვილმამაც არ დააყოვნა და დაპირებისამებრ ქეთი სახლში ძალიან მალე გაჩნდა. სიხარულით გადაეხვია შვილს, ფეხსაცმელი გაიხადა, დივანზე მოკალათდა, გვერდით მოისვა ვილმა და დაიწყო.

* * ჩემო პატარავ, ხომ იცი ასე თავდაუზოგავად მხოლოდ შენთვის ვშრომობ, არ მინდა რაიმე გაკლდეს, თუმცა როგორც ვხედავ მხოლოდ ფინანსებით უზრუნველყოფა არ ყოფილა საკმარისი შვილის აღზრდისთვის, გარკვეულ დროს ვერ ვატარებ შენთან და ვერ ვიზიარებ შენს წუხილსა და სიხარულს. დღეს კი მინდა ის წარსული მოგიყვე, რომელიც გამუდმებით მიკარგავს მოსვენებას, მაცადე რომ ჩავამთავრო და შენი დასკვნები შემდეგ მომახვიე. 16 წლის ვიყავი პირველად რომ შემიყვარდა. მე და ზუკას ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი, ჩემი უბნელი იყო, ამიტომ დიდ დროს ვატარებდით უბნის მეგობრებთან ერთად. ყველამ იცოდა ჩვენი სიყვარულის ამბები, ყოველი დღე მიყვარდა ზუკასთან ერთად, მიყვარდა წვიმა, ქარი, მზე, თოვლიც მიყვარდა და ყინვაც. სამომავლო გეგმებსაც კი ვაწყობდით, ვიცოდით რას დავარქმევდით ჩვენს შვილებს- გოგოსაც და ბიჭსაც, ამიტომ არსად ვმალავდით ამ ამბებს. სახლში დედა და მამამაც იცოდა ჩვენს შესახებ და მოწონდათ ზუკა. სკოლაც დავამთავრედ და მე ბუღალტრულ კურსებზე დავიწყე სიარული. ერთ დღეს კოკისპირულ წვიმაში მოვყევით, გვიხაროდა დასველება, როგორც ყოველთვის, თუმცა ამ ჯერად წვიმამ არ ინება გადაღება, ჩემთან ამოვირბინეთ სახლში, თან მომაცილა. სახლში არავინ იყო, ჩვენ კი გასაწურები ვიყავით, მშრალ პირსახოცებს დავწვდი, ერთი ზუკას მივეცი და მამას მშრალი მაისურიც გამოვუღე, თმის შეშრობა დავიწყე, ტანზე კი ჩემი თბილი ხალათი ცავიცვი, ზუკამ რომ გაიხადა სველი მაისური, მისი შიშველი სხეულის დანახვაზე ჟრუანტელმა დამიარა და ნერწყვი ძლივს გადავყლაპე, დავიბენი და როდესაც მომიახლოვდა, სუნთქვა გამიხშირდა, ნაზად გადამიწია სველი ლოკონი სახიდან და ჩემს ტუჩებს დაესწრაფა, პირველად არ ვკოცნიდი, მაგრამ ეს სულ სხვა შეგრძნება იყო. ავყევი ალერსში, ათლეტურ სველ სხეულს ჩემი პატარა ხელები ძლივს შემოვხვიე და გავბრუვდი მისი სიყვარულით, ადრე თუ გვიან ხომ მაინც მისი ვიქნებოდი და ადგილიდან გაუნძრევლად სიყვარულის მორევში ჩავიძირეთ ორივე. ბედნიერი წუთებით ტკბობა დიდხანს არ გაგრძელებულა, რადგან დედა მოვიდა და დაგვინახა, როგორ... (და ქეთი ატირდა)

-- მერე დედა...

* * მერე დედამ გულზე მოიჭირა ხელები, ადგილზე გაქვავდა და გადავარდა. წივილით წამოვხტი, შემოვიცვი ხალათი, ზუკას კი ვთხოვე ჩაეცვა და წასულიყო აქედან, სასწრაფოში დავრეკე და დედა წაიყვანეს, საბედნიეროდ თუ საუბედუროდ გავანადგურე, წნევამ დაარტყა და საწოლად ჩააგდო, გარეგნულადაც დაეჭმუხნა სახე და მეტყველება უჭირდა. არავინ იცოდა მიზეზი მე და მის გარდა, 2 თვე ასე ჩაწოლილს მე ვუვლიდი, სწავლა მივატოვე, ზუკასაც ვთხოვე სახლში ნუღარ მომაკითხავდა, დროებით გავწყვიტე ურთიერთობა მასთან, არ მინდოდა დედას ისევ ენახა და იმ წყეულ დღეზე ეფიქრა და აფორიაქებულიყო, თუმცა 2 თვის შემდეგ წნევამ ისევ გაუმეორა და ამჯერად... დედა მოვკალი ვილმა გესმის?!!!

-- დაწყნარდი დედა, წარსულს ვეღარ შეცვლი, მერე რა მოხდა?!

* * გარდაცვალებიდან მთელი 1 კვირა სულ მესიზმრებოდა, სინდისი მქენჯნიდა იცი?! ვერ მოვითმინე მეტი და მამას მოვუყევი სიმართლე. როგორ უყვარდათ დედა და მამას ერთმანეთი იცი?საკუთარი ტავები არ ახსოვდათ ისე ზრუნავდნენ მხოლოდ ერთმანეთზე, თითქოს ახალბედა შეყვარებულები არიანო იმ ხნის ადამიანები და ჩემი დაუდევრობით დავაშორე ისინი ერთმანეთს. მამა გაშმაგდა ამის გაგონებაზე, სულ მუშტები ურტყა კედელს, სკამი მიახეთქა, აღრიალდა და დასარტყმელად გამოიწია, მაგრამ ვერ გაბედა და მუშტი კარებს უთავაზა, მხოლოდ ეს შემომყვირა გაეთრიე აქედანო და დამფრთხალი გამოვიქეცი სახლიდან, ვიცოდი იქ აღარ მიმესვლებოდა, მამას თვალებში ვერ შევხედავდი, ზუკასთან ავედი. კარი დედამისმა გააღო და შემიპატიჟა, გამიხარდა რომ ვიღაც დამხვდა თბილად, შინ იყო ზუკა, მაშინვე ჩავეხუტე ტირილით, რა მოხდაო მკითხა, მეთქი სახლიდან წამოვედი, წასასვლელი არსად მაქვსთქო, კი მაგრამ ქეთი ასე უცებ მე გადაწყვეტილებას ვერ მივიღებ და თან მშობლების გარეშე, ჩვენ ყველაფერი ცივილიზებულად გვიყვარსო გამომიცხადა. ზუკა, აღარ გიყვარვარ?- ვკითხე. კი, მაგრამ შენ რასაც აკეთებ არ ნიშნავს იმას რომ სიყვარულის გამო ვალდებული ვარ დაგთანხმდე, სწავლას უნდა მოვრჩე და შემდეგ სამსახურზე ვიფიქრო, ჯერ ცოლის მოყვანა ადრეა, თან უმცროსი ძმა მყავს ხომ გახსოვსო. გავმწარდი, მუშტები დავუშინე და ვაძახე რომ მისი ბრალიც არის დედაჩემი რომ მოკვდა და საბედნიეროდ ის არ წამომცდა მისგან შვილს რომ ველოდებოდი, არაფერი გაუგია ამის შესახებ ისე დავტოვე იქაურობა და თან მივაძახე, რომ ვეღარასოდეს მნახავდა. სიკვდილს ვნატრობდი, მაგრამ შენ ვერ გაგიმეტე, ვიხეტიალე დიდხანს და ბოლოს გული წამივიდა. თვალები საავადმყოფოში გავახილე, როდესაც თვალის გუგებში თეთრ ხალათიანი კაცი სანათს მანათებდა. ძალიან დაღლილი ვიყავი და გულის წასვლამ თითქოს ცოტა დამამშვიდა, მაგრამ როდესაც გონს მოვედი, არსებული რეალობის წინ ისევ დავდექი და გაქვავებუსლ მხოლოდ ცემლები წამსკდა. "დამშვიდდი შვილო, მე ნევროპათოლოგი ვარ-დათო" და ხელი გამომიწოდა. ჩემი დაუძლურებული ხელი ძლივს ავწიე, გავუწოდე ჩამოსართმელად და ჩავილუღლუღე- ქეთი. "კეთილი, ცოტა ვისაუბროდ და მერე ისევ დაგაძინებ გპირდები, ეხლა კი სასიხარულო ამბავი მაქვს, შენც და შენი შვილიც კარგად ხართ, საფრთხე არ გემუქრებათ ასე დაიბარა გინეკოლოგმა". მე კვლავ ვსდუმდი და გვერდი ვიცვალე იმის ნიშნად, რომ საუბარი არ მინდოდა. "კარგი, მე დაგტოვებ და როდესაც იქნები საუბრის განწყობაზე, აი ამ ღილაკის მეშვეობით დამიძახე", თავზე ხელი გადამისვა და პალატიდან გავიდა. მთელი დღე არავის დანახვა არ მინდოდა, თუმცა არც არავინ მოსულა ჩემს სანახავად, საღამოს კი დათო ექიმს ყველაფერი ვუამბე და ისიც რომ ადრე თუ გვიან ტავს მოვიკლავდი, რადგან ასეთი წარსულით ვერ ვიცხოვრებდი და წასასვლელი ორსულს არსად მქონდა. თითქოს ბედმა გამიღიმა, ღმერთმა არ გამწირა შვილო, დათო მარტოხელა კაცი იყო, წლების წინ ცოლ-შვილით ავარიაში მოყვა და მხოლოდ თვითონ გადარჩა, მითხრა შენი თავი ღმერთმა გამომიგზავნაო და შემომთავაზა მასთან მეცხოვრა მამა-შვილურად. უარს როგორ ვეტყოდი, წასასვლეი ხომ არსად მქონდა. რამდენიმე დღეში გამწერეს და დათომ თავისთან სწორედ ამ სახლში მომიყვანა. საბედნიეროდ კარგი ორსულობა მქონდა, საქმეს ვაკეთებდი, სახლს ვალაგებდი, ვრეცხავდი და სადილსაც ვამზადებდი, ამ სახლს დიასახლისი ხელი აკლდა. დათომ სამსახურიც მიშოვა დამლაგებლად კლინიკაში და მარაზიაში, შედიოდნენ ჩემს მდგომარეობაში და მსუბუქად ვალაგებდი იქაურობას, ძირითადად მტვრებს ვწმენდდი და ნაგავს ვყრიდი, ჩემი კაპიკები მქონდა და აღარ ვფიქრობდი, რომ სხვის ხარჯზე ვცხოვრობდი. საღამოობით კი დათო რომ ბრუნდებოდა შინ, ერთად ვვახშმობდით, თავისი ოჯახის ამბებს მიყვებოდა და ასე გავიდა ეს 6 თვეც, შემდეგ კი შენ მოევლინე ქვეყანას. მე და დათო გზრდიდით, ყველას ახარა შვილიშვილი შემეძინაო. 4 წლის იაყვი, როდესაც გულით დაიღუპა, ძალიან დამაკლდა, საოცარი ადამიანი იყო, ბინა ჩვენზე გააფორმა და გვარი მოგცა, ისეთი კარგი ფსიქოლოგი იყო, ის დამეხმარა ამ ყველაფრის დავიწყებაში, ნუ დროებით მაინც.

ერთ დღეს სახლის უკან სკვერში გასეირნებდი, კარგი ამინდი იყო და შენი ტოლი გოგო-ბიჭებით იყო გადაჭედილი ირგვლივ, შენ ვიღაცა ბავშვის ბურთს გაეკიდე და როდესაც წართმევა დაგიპირა, ხელი კარი და ძირს დააგდე. მეც და იმ ბავშვის მამაც ერთდროულად გამოვეშურედ მის ასაყენებლად და როდესაც იმ კაცს შევხედე, გავქვავდი, ზუკა იყო, სასწრაფოდ დაგტაცე ხელი და გავეცალე იქაურობას. გული ამომიჯდა ტირილი დავიწყე, ალბათ მისი შვილი იყო, თეთრი, ცისფერთვალება გოგო ყავდა. აუცილებლად უნდა მეთქვა როცა გაიზრდებოდი სიმართლე, თუმცა ისევ ერთმა საშინელმა ფაქტმა გადამაფიქრებინა. სკოლის შემდეგ ერთ დღეს გოგონები აქ ამოხვედით, თქვენ-თქვენი სურათების ალბომებს ათვალიერებდით და კისკისებდით, 6-7 კლასში იყავით, ზუსტად არ მახსოვს, სახლში ვიყავი მაგ დღეს და მეც აგყევით ხალისში, ხოლო როდესაც თათას ალბომი გადავფურცლე და საოჯახო ფოტოზე ზუკა დავინახე, უმალ დავტოვე ოთახი, სააბაზანოში შევიკეტე და ავღრიალდი, თან ონკანს მოვუშვი ხმა არ გაგეგოთ, იმ დღის შემდეგ კი საერთოდ გადავიფიქრე შენთვის რამის თქმა, რადგან...

-- რადგან თათა ჩემი ნახევარდაა ხოო?! და ზურა ბიძია კი... რატოოოო!!!!!
დაიღრიალა ვილმამ, დედას გადაეხვია და დიდხანს ტიროდნენ ერთად.



№1 სტუმარი tikacho

ეჰ რქ განსხვავება ამ დებს შორის :/:/:// კაია ჩემოოგოგო კიდეე დადეე❤ არრ შეწყვიტო არავითარ შემთხვევაში ❤❤

 


№2  offline მოდერი ლილიანა

აუუუ ეს რა შოკი იყოოო მეა?მაგაღი ხარ.მალე თორე დავიძაბე
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent