წვიმას თუ არა თავს მაინც შეგაყვარებ (4 თავი)
ჯვრისწერის შემდეგ, ქორწილი ერთ-ერთი რესტორნის უზარმაზარ ეზოში ჰქონდათ. სულ სიმწვნე, გოგონების ძლივს შერჩეული დეკორაციები და ნიას თეთრი კაბა ძალიან სასიამოვნო სიტუაციას ქმნიდა დაახლოებით 200 სტუმარისთვის. გოგონებს ჯერ კიდევ მეათე კლასში ჰქონდათ დადებული პირობა, რომ ყველას ქორწილში ბოლომდე იგიჟებდნენ. ლიკას ქორწილში ეს აისრულეს, ისეთი ამბები ატრიალეს სტუმრები ეჭვის თვალით უყურებდნენ და არც ნიას ქორწილში აპირებდნენ ნაკლებს. მითუმეტეს ნუცას საჩუქარს რომ ნახავდნენ, ზუსტად იცოდა ძალიან მაგარი რეაქცია ექნებოდათ. მეფე-პატარძლის და მათი ძალიან ახლობლების მაგიდა რათქმაუნდა როგორც ყველა ქორწილში, აქაც განსაცალკევებით იდგა და უფრო დიდებული ელფერი დაჰკრავდა ვიდრე პატარ-პატარა მრგვალ, სიმწვანეში მომოფანტულ მაგიდებს. ზღაპრული სანახაობა იყო... სცენა მუსიკოსებით, ყვავილებიანი თაღები და ხალხი ათასნაირ კაბებსა და ვარცხნილობებში... ნუცა ნიას მეჯვარე იყო, დათა-გიოს. მეფე-პატარძალი შუაში იჯდა. ნიას გვერდით ნუცა ეჯდა, გიოს დათა. მათ პირდაპირ მაგიდაზე „ყველაზე გიჟების“ სასტავი იყო სრული მიწეპებულების შემადგენლობით და ბაყაყითა და მისი პრინცით. გაგა კვდებოდა სიცილით ლაშას ხუმრობებზე და ნუცას უკვირდა, ამას სიცილი შესძლებიაო. ძალიან სასიამოვნო საღამო იყო. ბავშვები ნუცას ნამუსზე აგდებდნენ, აბა შენ იცი ისე უნდა დალიო რო ვერ გაარჩიო რომელი ფეხი რომლის სახლში გექნებაო. მთლად მასე არა, მაგრამ 3 ჭიქა შამპანიურში უკვე „კარგად“ იყო და ფიქრობდა მეტს არ დავლევო. მაგრამ ამაზე ოცნებაც ღადობა იყო რომ დაიწყეს, მეგობრობას გაუმარჯოსო, მეჯვარეებსო, წითელთმიან ადვოკატ გოგოებსო... ქართული რომ გაისმა, მაშინვე წამოვარდნენ ნია და გიო. 7 წელი დადიოდნენ ცეკვაზე და ნია სულ იმას იმეორებდა, რა მაგარი იქნება ჩემ ქორწილში რომ ვიკვებ ქართულსო. მაგარი იქნებო ფიქრობდა და მართლაც ძალაინ მაგარი იყო! ბინნდებოდა და ლამპიონები ნელ-ნელა ინთებოდა.. ნუცაც თვრებოდა ნელ-ნელა და ერთი სული ჰქონდა როდის ანახებდა ბავშვებს მის საჩუქარს. თინა ისე იჯდა მაგიდასთან, პირდაპირ ნუცას უყურებდა უნდოდა თუ არა და შურით სკდებოდა. შეიძლება არ იყოს ადამიანი მზეთუნახავი მაგრამ ასეთი ბიჭის გვერდით? თან ასეთი შური და ბოღმა? -ნუციკო, აეთრიე, უნდა ვიცეკვოთ! - მიუახლოვდა ნუცას მაგიდას ანა. -არა, ჯერ ჩემი საჩუქარი! - თქვა და თვიგმაყოფილი ღიმილით წამოდგა. -რა არის ესეთი, ნუ მოგვკალი! - გაეცინა ნიას. ნუცას ჩაეცინა და განცალკევებული ადგილისკენ წავიდა სადაც დიდი ტელევიზორი იდგა. ჩანთიდან პატარა მეხსიერების ბარათი ამოიღო და ტელევიზორში შეართა. ეკრანზე დაბინდული გამოსახულება გამოისახა. მიმტანმა ნუცას მიკროფონი მიაწოდა მანაც სიხარულით გამოართვა. გაეცინა და დაიწყო: -ერთხელ, მგონი 14-ის ვიყავით. ღამის 3 იყო და ჩვენ უბანში ვიჯექით ყველა. მე ვიდეოებს ვუღებდი ბავშვებს. ნიას, გიოს, მარიამს, ლაშას, დათას, ანას, ლუკას და ლიკას. ჯერ იმ დროიდან ეტყობოდათ გიოს და ნიაკოს ერთმანეთი რომ უყვარდათ. ჰო და გოგოებს ნერვები რომ მოეშალათ ჩემს ამ მუდმივ ვიდეოების გადაღებაზე, თქვეს რო მაგ ვიდეოებს ქორწილში... - ნუცას ხმა ნიას სახემ დაარღვევინა. უკვე მიმხვდარიყო საჩუქარს და თვალებს არ უჯერებდა. - გააკეთებ ფილმადო და გვაჩუქებ რომელიმესო. ლიკას ქორწილში რო ვერ მოვახერხე, მაგიტო ეგდეთ პარიზში 1 კვირა. - ლიკას და ლაშას ხარხარი აუტყდათ. - თუმცა ნიაკოს და გიოს ქორწილს ვერ ‘გავმაზავდი’ და მიუხედავად იმისა რომ არცერთს არ გეგონათ რომ ამას სერიოზულად მივიღებდი, აი თქვენი ცხოვრების ფილმი. - ნუცამ სახე გაბადრა. მთელი დარბაზი ღიმილით უყურებოდა. მთელი! მხოლოდ ერთ ადამიანზე შეგეძლო გეთქვა, რომ ნუცას საუბარს კი არ უსმენდა, მის თვალებს უყურებდა და ამით ღიმილიანი არა მაგრამ ნასიამოვნები სახე მაინც ჰქონდა. ფილმი 15 წუთიანი იყო და ძირითადად გიოს და ნიას სცენებს მოიცავდა. უმეტეს ნაწილში იმას ამობდნენ: ნუცა, მორჩი გადაღებასო, ნუციკო კი ხარხარებდა. ცრემლები გადმოსცვივდა ნიას, ფილმის დამთავრებისას რომ გაისმა სიტყვები: „თანახმა ვარ.“ „თანახმა ვარ“... მაშინვე წამოხტა და დაქალს ჩაეხუტა. -რა ვიცოდი რომ სერიოზულად მიიღებდი. - ტირილნარევი ხმით უთხრა გაეცინა. ნუცას არ ეგონა მთლად ასეთი რეაქცია თუ ექნებოდათ. გიორგიც წამოდგა და ამათ მიახუტა. -ვილა რომ მაჩუქოს ვინმემ პარიზში, ამაზე მაგარი საჩუქარი მაინც არავის არ ექნება ჩემო გველგესლა. - გაეცინა გიოს. ნუცას ხარხარი აუტყდა. -შენ და შენი ვილა გიო. ბერდები კაცი და კიდე ვილაზე ფიქრობ... -ნუციკო! - გაიგონა ნუცამ ანას და ლიკას ხმა და იქით მიიხედა. -აბა, ეხლა ვიმხობთ? - წარბები აათამაშეს და ნუცასაც სიცილი აუტყდა. დაიმხეს? ისეთ ამბავში იყვნენ, მკვდარი ცოცხალს რომ არ იცნობს. თან, გაწვიმდა! გაწვიმდა, გესმით? მაშინვე გადაეფარა მაგიდებს უფერული ქოლგები და ნუცა რომელიც საოცარ „მუღამზე“ იყო, კუტხეში შეიყუჟა. წყევლიდა ყველას და ყველაფერს! რაღა ეხლა მოუნდა ამ დაწყევლილ ცას წვიმაო? გიოს ოცნებას უსრულებს ღმერთი, ჩემი გაბრაზების ახალ ხერხებს იგონებსო. -კაი გოგო, რა. წვიმა მთელი წელი მოვა, ნიას ქორწილი კიდე ერთხელაა ცხოვრებაში! - მიუახლოვდა დათო და დარწმუნება დაუწყო. იმდენი ეხვეწეს, ცალკე გოგონებმა და ცალკე ბიჭებმა მაგრამ მაინც ვერაფერი მოიქმედეს. წართმეულ ხასიათს რაღა დაუბრუნებდა ? არადა ისეთი თბილი წვიმა მოდიოდა... თბილი და სასიამოვნო. ნუცასნაირი ადამიანებისათვისაც კი. ამდენი ადამიანი ეხვეწებოდა ნუცას და მხოლოდ იცით რამ ააცეკვა? თინას ირონიული ხმა გაიგონა, ეშინია მაკიაჟი არ ჩამოსძვრეს და მაგიტომ არ უყვარს წვიმაო. ამაზე ნუცას ხმა მაღალი ხარხარი აუტყდა. ისეთი რომ ყველამ მას შეხედა. -სიხარულო, რისიც თავად გეშინია, სხვას რატომ აბრალებ? რომ მოგკლას ადამიანმა წვიმას სახეს ვერ შეუშვერ. ან სარკეში მაინც ჩაიხედე. წვიმა რად გინდა, სველი სალფეთკიც დაუბრუნებს შენს კისერსა და სახეს ერთი და იგივე ფერს. - საყვარლად გაუღიმა და ანასთან წავიდა. -რამე დამისხით და ისე ვიცეკვებ გიოს და ნიას 7 წელი მოგონილი იქნება! - უთხრა და ისიც სწრაფად გაიქცა ბარისკენ. ძალიან, ძალიან, ძალიან ბევრი დალიეს და ძალიან, ძალიან, ძალიან ბევრი იცეკვეს! ისეთი დრო ატარეს რომ მათ უამრავ ძალიან მაგარ მოგონებას, კიდევ უფრო მაგარი მოგონებები შეემატა. ბევრი ეცეკვა ნუცა გიოს, დათას, ლაშას, გაბერილ მუცლიან ლიკუნას და გიოს ნათესავებს. (ნუ გაგიხარდათ, გაგას არა. იმას რას მიეკარებოდა, გვერდიდან არ სცილდებოდა თავისი ბაყაყი შეყვარებული) -ნიაკო არ უნდა ისროლო თაიგული? - კისკისით ჰკითხა მარიამმა ნიას. იმანაც, თითქოს ეხლა გაახსენდა ეს მნიშვნელოვანი რამ, მაშინვე დაიყვირა: „აბა გასათხოვრებიო“ ნუცამ, თითქოს კარგი ხნის დაოჯახებული ყოფილიყო „აზრზეარვარასამბობთ“ სახე მიიღო და ადგილზე დარჩა როდესაც ახალგაზრდა გოგონების ნახევარი ნიას მიჰყვა. -ნუციკო მოსაწვევს ელოდები? - მაინც დაუყვირა და ნუცამ სერიოზული ხმით უთხრა: -მე დიდი ხანია დაოჯახებული ვარ საკუთარ თავზე! - სახე გაბარდა და ხალხი მოათვალიერა. ხარხარებდნენ. -გოცირიძე გაჩნდი ეხლა აქ! - გვარით რომ მიმართა, ნუცა მიხვდა სერიოზულად მელაპარაკებაო და მიუხედავად იმისა რომ გათოხვებაზე ნაკლებად ცხოვრებაში არაფერი უნდოდა, მაინც დაიძრა ხალხისკენ. კი იდგებოდა იქ, მაგრამ ხელსაც არ გაანძრევდა თაიგულის დასაჭერად. -დაიჭირე ნუცა იქნებ ბედი გაგეხსნას! - წაკბინა გიორგიმ. გოგონამ მკვლელი მწერით გახედა და წარბი აწია. -ერთი... ორი და.... - ნიამ თვალები დახუჭა. - სამი! - თაიგული ისროლა და არ ვიცი ეს ბედის ირონია იყო თუ ნიამ ძალით ქნა. ხელში ჩაუფრინდებოდა ნუცას თაიგული, რომ არა თინა რომელმაც ის ზუსტად ცხვირიდან ააცალა. შემდეგ გახარებულმა დაიყვირა თავისი წვრილი ხმით: „მე დავიჭირეო“ და შეყვარებულისკენ წავიდა რომელსაც სახეზე ეტყობოდა რომ არ სიამოვნებდა არსებული სიტუაცია. თინა გაგას ტუჩებზე დააცხრა, წარბ-აწეული, მთვრალი ნუცა კი გაშეშებული და იმედგაცრუებული იდგა და განძრევას ვერ ახერხებდა. ---- იმედი მაქვს მოგწონთ და ველოდები კომენტარებს ^^ ;დ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.