შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შურისძიება თუ...?!(თავი II)


8-03-2015, 00:46
ავტორი Nina))
ნანახია 4 110

***
ყველაფერი მაშინ მთავრდება,როდესაც შურისძიება იწყება.
და არ აქვს მნიშვნელობა რა დასრულდება,
სიცოცხლე.
სიყვარული.
მთავარია სრულდება..

***
"დამშვიდდი,ნატალია,შენ ამ დღისთვის დიდხანს ენზადებოდი,ისეთი არაფერი მომხდარა,უბრალოდ გაიცანი..." - თავს იმხნრვებდა ნატალია და ისევ იმ ხელს ისრესდა,რომელზეც დამიანემ მოუჭირა უხეშად.
-ვირი.აუცილებლად გადავუხდი ყველას სათითაოდ სამაგიეროს.
ზოგჯერ მშობლების დანაშაულის გამო ბავშვები ისჯებიან.
ადრე მე და ვისაჯე,მამაჩემის გულუპრყვილობის გამო.
ახლა დამაიანე და ლიზა დაიტანჯებიან!-ამაყად დადის იქით-აქეთ ოთახში და გეგმებს ნელ-ნელა აწყობს..

***
ახსოვს..
მამისგან წარმოთქმული თითოეული სიტყვა.
ახსოვს და არც არასდროს დაივიწყებს.
-მამი,ადრეა,მაგრამ რაც არ უნდა მოხდეს გახსოვდეს,გახსოვდეს რომ მტერი ყოველთვის შენთან ახლოს უნდა გყავდეს.არავის ენდო, მამი,არავის,დაუნდობელია ცხოვრება.
ისე გაგწირავს ხელიც არ აუკანკალდება.
ჩვენ ცხოვრებისთვის მილიარდიდან ერთ-ერთი მოკვდავები ვართ.
მამი,სინდისი გქონდეს სუფა და უფალთან იყავი მართალი!

ყველაფერი ახსოვს და ცდილობს არ გატყდეს.
ცრემლი არ წამოუვიდეს.
ცრემლი სისუსტის ნიშნად მიაჩნია.
მისთვის და მისნაერებისთვის ასეც არის.
ხო და არ უნდა სუსტი იყოს! განა სუსტი იძიებს შურს?!
ჰო, რა თქმა უნდა,სუსტი ყოველთვის იძიებს შურს,ძლიერი კი შეუნდობს...
მაგრამ ნატალიას ფიქრით ყველაფერი პირიქით არის.

***
ჩვეულებროვი საღამოა,ნატალია,როგორც ყოველთვის ვერანდაზე ზის და უაზრიდ შეჰყურებს სივრცეს.
კარგად დაიმყარა თავი,ყველას უსუსური გოგო ჰგონია არავინ ეჭვობს რომ შირისძიებისთვის დაბრუნდა. მისთვის უკეთესი. ერისთავებთან არის ვახშმად დაპატიჟებული.
ჰო,აი,ერისთავებიც იმ პრინციპით მოქმედებენ,როგორც თორნიკემ ასწავლა ნატატოს პატარაობაში.
მტერი ახლოს უნდა გყავდესო!..
ხოდა,ორივე ერთი და იგივე პრინციპით მოქმედებს,ნატალიას ეჭვიც არ ეპარებაბრომ დაამარცხებს მოწინააღმდეგეს და ყველაფერს ერთიანად აზღვევინებს,ის კიარა სასჯელის გაასმაგებაზეც ფიქრობს.

-ნატალია,როდის ჩამოხვედი?-ურცხვად ეკითხება მისთვის საინტერესო ამბავს და განაბული ელოდება პასუხს,ქალბატონი მაია ერისთავი,ეჭვიც არ ეპარება ამ არსების უსუსურობაში,ისეა დარწმუნებული რომ ერთი სული აქვს როგორ გაანადგურებს. როგორც მგელი თავის ლუკმას უყურებს მტაცებლური მზერით,ზუსტად ისე უყურებს ქალბატონი მაიაც ნატალიას,არ გამოპარვია ნატალიას ეს მზერა და გულში ტრიუმფს ზეიმობდა.
დარწმუნებული იყო ეს ქალი თავის კლანჭებს მალე გამოავლენდა,თუმცა მანამ მოაჭრიდა კლანჭებს,სანამ მის გამომჟღავნებას დააპირებდა,ჰოდა,კლანჭების გარეშე,შერცხვენილი ვერ ივლიდა...
-ორი წელია ბავშვთა სახლიდან გამოვედი,ქალაქში სულ რაღაც ერთი თვეა გადმოსული ვარ,ძალიან ბევრი რამ არის შეცვლილი,თუმცა მაინც ყველაფერი ისეთია,როგორიც დავტოვე-განზრახ წყვეტს სიტყვას ნატალია და ხმას მაქსიმალურად ამწვრილებს,თითქოს ძველმა მოგონებებნა თავიდან ბოლომდე გატეხესო. ასეც ხდებოდა მის თავს,ბავშვთა სახლში,ყოველ ახალ ბავშვს რომ მის ამბებს უყვებიდა უნებურად უვარდებოდა ხმა და თვალები ცრემლებით ევსებოდა...
-არაუშავს,საყვარელო,ჩვენ დაგეხმარებით ცხოვრების ახლიდან დაწყებაში.-მეგობრულად შეახო ნატალის მარცხენას თავისი მარჯვენა თათიამ-ერისთავების უმცროსმა ქალიშვილმა,რომელიც სულ რაღაც თექვსმეტი წლის იყო..
-ოჰ,დამიანე,როგორც ყოველთვის დაიგვიანე-გაისმა უფროსი ერისთავის ხმა და მზერა ყველამ საკმაოდ კარგი აღნაგობის და ცივი მზერით მომავალ დამიანეზე გადაიტანეს.
-დაუპატიჟებელი სტუმარი თუ?..-ბოროტად ჩაიხითხითა დამიანემდ ა წამებში სერიოზული სახე მიიღო,ცივი მზერა ჩახითხითების დროსაც არ მოუცილებია.ამაყად გაუსწორა ნატალიამ თვალები და ცინიზმით სავსე მზერით შეხედა.
-თათული,როგორ არის ბატონო თამაზ?-მოჩვენებითი სიმორცხვით ეკითხება ყველასთვის მტკივნეულ შეკითხვას და გულში მათ სახეებზე უკვე ხარხარებს,თათულის ხსენებისას მაიას საჭმელი გადაცდა და ხველა აუტყდა,თამაზი დაიბნა,თათიას,როგორც ჩანს არაფერი სცოდნია გაკვირვებული უყურებდა ჯერ დედას შემდეგ კი მამას,დამიანეს ყელზე ძარღვები დაებერა და ხელები მომუშტა,შესატევად ემზადებოდა,როდესაც ნატალიას ნოჩვენებით გაუბედავი ხმა გაისმა-ბუნდოვნად მახსოვს,ბავშვობაში დადიოდა ჩვენთან და ჩემთვის სულ შოკოლადები მოჰქონდა.-მოჩვენებითი დანანებით ჩაიქნია ხელი და გულში პირველი დარტყმით კმაყოფილმა გაიღიმა.

პირველი დღისთვის საკმარისად ბევრი გაიგო და მოულოდნელი დარტყმა მიაყენა მოჩვენებითი გულუბრყვილობით.
რიგირც ჩანს თამაზის საყვარლის შესახებ,რომელიც მაიას დაქალი იყო,მაიას შეუტყვია და მათი იდეალური ურთიერთობა ისეთივე მოჩვენებითი ყოფილა,როგორც ნატალიას გულუბრყვილობა...

სავარაუდოდ შუაღამის ორი საათი უნდა ყოფილიყო,როდეააც ნატალი საშინელმა ხმაურმა გამოაღვიზა,ვიღაც გამეტებით ურტყამდა კარებს მუშტს, თხელი ხალათი გადმოიცვა და თხელი ხალათის ამაალრა ჩავიდა პირველ სართულზე,უშიშრად გამოაღო კარები და ხელში სახე აწითლებული დამიანე შერჩა.
-შენ...გეფიცები შენს გამო რაიმე არეულობა რომ მოხდეს,გეფიცები ხელიც არ ამიკანკალდება ისე მოგკლავ,უხეშად ჩამოუსვა მოშიშვლებულ მკლავზე ხელი და უაკ მოუხედავად დატოვა ამაღლობელის სახლი..

წესით უნდა შეშინებოდა ნატალიას,რაღაც მომენტში შეეშინდა კიდევაც.
განა დამიანეს გამო.არაა,შეეშინდა მისი საიდუმლო არ გამჟღავნებულიყო.მაგრამ მალევე გაინტავისუფლა თავი არაფრის მომცემი ფიარებიდან და დასაძინებლად წავიდა...

***
-მამი,ღირსება დაიცავი,მამი,,ღირსება!!!

***
-მეორე დარტყმისთვის როდიდან იწყებ მომზადებას?
-დემეტრე, შეკვეთა მიცემული მაქვს უკვე,ერთ კვირაში ჩამოვაო ასე მითხრეს.

***
-შეიძლება?
-ამოდი,თათია.-ვერანდაზე უხმობს ახლად მოსულ ერისთავს ნატალია.
-დიდხანს ვერ დავრჩები,აი,ჩემი დაბადების დღის წვეულების მოსაწვევი,და ხომ მოხვალ? ძალიან მომეწონა,ჩემს მეგობრებსაც გაგაცნობ,ძალიან მომეწონე-გულში ამრეზით უყურებს თათიას,მაგრამ გარეგნულად,რა თქმა უნდა,არაფერს იმჩნევს....
-რა პრობლემაა,თათია,ხვალ ცხრაზე შენთან ვიქნები-თითქოს დიდი სიყვარულით კოცნის უმცროს ერისთავს და სახლში ისტუმრებს..

***
-მეორე დარტყმა,რომელსაც ვფიქრობდით,გადადებულია,დემეტრე,თათიამ ძალზედ სასიხარულო ამბავი შემატყობინა,დაბადების დღის წვეულებაზე მეპატიჟება,გამოიცანი რას ვჩუქნი?!
-კოლიეს!
-რა თქმა უნდა!

***
რიგორც ჩანს არც ამაღლობელი და არც ერისთავები დროს არ კარგავენ!
ამაღლობელმა ზუსტად ის კოლიე აჩუქა თათიას,რომელიც ბატონმა თამაზმა დედამისს დიდი სიყვარულის ნიშნად აჩუქა.
ანასტასიას მეგობრობის ნიშნად ეგონა და,რა თქმა უნდა,გამოართვა,მაგრამ მერე მაია მოვარდა წივილ-კივილით და ყველაფერი ცნობილი გახდა...
ვერ გაეგო ამ კაცის.
მის თავხედობის,ცინიზმის,რომელიც ყველანაირ ზღვარს სცდებოდა.
ერთი უყვარდა.
მეორესთან იწვა.
მესამესთან ცხოვრობდა...

-როგორ გამიხარდა,ნატალი,რომ მოხვედი-მეგობრულად გადაკოცნა საკმაოდ ლამაზად გამოწყობილი გოგონა და მისი მეგობრებისკენ მიუთითა
-გილოცავ,თათია.
-ძალიან დიდი მადლობა,ნატალი,რა ლამაზი და ძვირადღირებული კოლიეა,საკმაოდ ძველებურიც.
-ჰო,მეც ძალიან მომეწონა და გადავწყვიტე შენთვის მეყიდა.

კოლიეს დანახვაზე მაია და თამაზ ერისთავს ფერი წაერთვათ სახეზე,ვერაფერს ამბობდნენ,გაშეშებული უყურებდნენ თავიანთ შვილს და სავარაუდოდ ქალბატონი ერისთავი გულში ანასტასიას აჩრდილს წყევლიდა,რომელიც მკვდარიც არ ანებებდა თავს და ცდილობდა საყვარელი მამაკცისა და ოჯახის წართმევას.

წასვლას აპირებდა,როდესაც ძლიერმა და ცივმა ხელებმა შეაჩერეს.

-ხომ გაგაფრთხილე?-მკაცრი ტონით დაიწყო საუბარი დამიანემ.
-უკაცრავად,ბატონო ფსიქოპატო,სხვაგან მოხვდით,თუ შეიძლება ხელი გამიშვით,ჯუნგლებში არ ვიმყოფებით.
-საკმარისია! ნუ გაილექსები! გახსოვდეს ვის ელაპარაკები! იცოდე ეს ყველაფერი ასე არ შეგრჩება,შენი მშობლების დაწყებული საქმის დასრულება გინდა?!-დაიჭექა ერისთავის მკაცრმა და მრისხანე ხმამ და თავისი მშობლების ხსენებაზე ნატალია კრთება და გაშლილ ხელს პირდაპირ დამიანეს ღაწვებზე აბერტყებს.
-მეორედ აღარ ახსენო შენი ბინძური პირით მათი სახელი. არ ახსენო თორემ საკუთარი კბილებით შეგჭამ.დაგაკოწიწებ,ისე რომ წარბსაც არ შევხრი! ყველაფერი მავიწყდება მაშინ,როდესაც ჩემი მშობლების სახელს ცუდი კონტექსითურთ ახსენებენ! იცოდე,მეორედ არ გაიმეორო მათი სახელი!
-თორემ რა,თავხედო გოგო?! მეორედ გამარტყავ? ვერ გაბედავ,იცი რატომ?!
-რატომ? ხელს დამიბრუნებ,ლაჩარო?!
-ნატალია,იცოდე,ეს ასე არ შეგრჩება!-მკაცრად დაიგვირგვინა დამიანეს ხმამ და ნატალიამ სასწრაფოდ დატოვა იქაურობა.

***
-დემეტრე,სასწრაფოდ გამირკვიე დამიანე ერისთავის პირადი ცხოვრების შესახებ ყველაფერი.არანაირი კონფიდენციალურობა არ მაინტერესებს! ხვალვე აქ მქონდეს მისი მონაცემები!

***
სამწუხაროა,მშობლების დაშვებული შეცდომების გამო შვილები რომ ისჯებიან და პასუხს აგებენ.
თორემ რა დაუშავა ან თათიამ,ან დამიანემ?!

***
შურისძიება?! როგორც უკვე ავღნიშნე საშინლად მურტალი რამ არის ცხოვრებაში.
ან ყველაფერი ან არაფერი,შესაბამისად არაფერში შურისძიება იგულისხმება!
ღირსების საქმეა!
პრინციპების.
ნატალიამ არაფერი აირჩია!
ხოდა. უარაფრიდ ცხოვრება იფრო უადვილდება,სუსტ ნატალის.
ძლიერი ყოველთვის აპატიებს...
შირისძიების გამო ზოგჯერ საკუთარ თავსაც კი ვკარგავთ..

გამარჯობათ,გამარჯობათ და მიყვარხართ ძალიან.
მაიმედებთ და უსაზღვროდ დიდ ბედნიერებას მანიჭებთ.



№1  offline წევრი tamooo

ძალიან კარგია დამაინტრიგებელი მალე დადე ხოლმე რაა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent