შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მინდოდა მეთქვა მიყვარხარ 4


8-03-2015, 10:36
ავტორი ucnobii
ნანახია 5 110

-ვერც კი წარმოიდგენ რა გავიგე ნინი. შეშფოთებული გადმომხედა ვერონიკამ
-რა გაიგე გოგო დროზე დაფქვი
-ვაიმე გაგიჟდები. გაგა ნიკას დალაპარაკებია. მაგის საძმაკაცო ხოიცი სულ ერთად რო არიან. თუმცა შენ რა გეცოდინება ორი დღეა რაც იცნობ. მაგრამ მე დათას და ბაჩოს მანამდეც ვიცნობდი უბრალოდ გაგა შემხვდა პირველად ორი დღის წინ. ე.ი რა მომხდარა.
და ეს ყველაფერი მიამბო ვერონიკამ როგორც ჩანს და თვითონაც მითხრა დათას და ბაჩოს საშუალებით. ალბათ ამ ორ ბიჭს მაგრად დაერხევა გაგა რომ გაიგებს ამ ამბავმა ჩემს ყურამდე რომ მოაღწია.
იცით? სიხარულის ცრემლები წამომივიდა. რატომ? იმიტომ რომ გარკვეული დოზით გაგასგან სითბო ვიგრძენი რაც იმაში გამოიხატებოდა რომ ბიჭს მოახევია ქალაქიდან რომელიც მე მაწუხებდა. კიდევ კარგი ნიკამ დროზე გაასწრო გაგას თორემ დარწმუნებული ვარ ჩხუბი არ აცდებოდათ. ძალიან გამიხარდა რომ ჩემზე ასე იზრუნა გაგამ თუმცა კითხვები მაინც მიჩნდებოდა. ეს რატომ გააკეთა? ნუთუ მასაც ვუყვარვარ. არა ნინი რაბეს იგონებ? კითხვა დამისვა პირველმა მემ. მასაც უყვარხარ ნინი დამიჯერე- დაასკვნა მეორე მემ. შენ ნინი მხოლოდ იმას უსმინე რასაც გული გკარნახობს- აი გამოხტა მესამე მეც. ისე რომ ვუკვირდები მაგარი დარტყმულია ეს მესამე მე. დაიწყო გულს მიენდეო და ასეთი ბლა ბლა ბლა ბლაები და სისულელეები. მეორე მემ თითქოს ეცადა დავერწმუნებინე იმაში რაც არ არსებობს! როგორ შეიძლება გაგაც ჩემნაირი სუელი აღმოჩნდეს და მასაც ერთი ნახვით შევყვარებოდი? აი პირველ მეს კი ვეთანხმები. ნუ ვიგონებ იმას რაც არ არის... არც იყო და არც იქნება. რაზე მაქვს საუბარი? სიყვარულზე. გაგასადმი სიყვარულზე რომელსაც სიგიჟემდე ვგრძნობდი. რა უნდა მექნა ამ გრძნობისთვის? ვერ ვაგდებდი ჩემს გულში შემოჭრილ გაგას.
მოსაღამოვდა. ვერონიკა ისევ ჩემთან იყო და მეცადინეობდა. მეც ქართულს ვწერდი მაგრამ ისევ გაგა რომ გამახსენდა წიგნი დავხურე მდივანზე მოვკალათდი სახე მუხლებში ჩავრგე და ფიქრი დავიწყე. ფიქრი იმაზე თუ რა მოხდებოდა მომავალში. მე ხომ ჯერ ძალიან პატარა ვარ? მაგრამ გაგას გარეშეც რომ არ შემიძლია. როგორ მინდა ახლა აქ მყავდეს და მისი გულის ცემას ვგრძნობდე. მის გახშირებულ სუნთქვას და მის მოთამაშე ხელებს ჩემს თმებზე.
-ეჰ ნინი ნინიი! მწარეა ხომ რეალობა? ზიხარ აქ მარტო შენს დაქალთან ერთად და ფიქრობ გაგაზე. წარმოიდგენ რომ ახლა ის შენს გვერდითაა თუმცა ოცნებების კოშკი ზედმეტად მაღალი ააგე და გირჩევნია ახლავე დაანგრიო სანამ თვითონ ცხოვრება არ დაგინგრევს ამ კოშკს. ველაპარაკებოდი ჩემს თავს და როცა ვერონიკას გავხედე რომელსაც ჩასძინებია ტუჩის კუთხეში ჩამეცინა.
სასაცილოდ მქონდა კი საქმე? მაგრამ სულელები სერიოზულ მომენტებში იცინიან და კიდევ პირიქით. მე ხომ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით იდიოტი ვიყავი.
აი გათენდა და სკოლის ზღურბლს გადავაბიჯეთ მე და ვერომ. ძალიან ცუდ ხასიათზე ვიყავი. არმინდოდა დღეს გაგა მენახა თუმცა ეს სურვილიც ჩამიქრა მომღიმარ გაგას რომ შევხედე ჩემს წინ.
-ნინი შენთან სალაპარაკო მაქვს გთხოვ გაკვეთილები გავაცდინოთ და წამომყევი. სრულიად მშვიდად მითხრა მან
-კარგიი მაშინ მე დაგტოვებთ და გადაწყვიტეთ სად წახვალთ. გაკვეთილი სადცაა დაიწყება. მომცინარმა გვითხრა ვერონიკამ და სწრაფად აირბინა კიბეები
-კარგი წამოდი. ვუთხარი მეც მშვიდად ძალიან გამიმართლა გაკვეთილებს რომ ვაცდენდი თან ვისთან ერთად? ჩემს სიცოცხლესთან. თუმცა რაზე უნდა დამლაპარაკებოდა ამას უკვე შიშის ფანცქალით ველოდებოდი
პატარა და ლამაზ ბაღში მივედით. გაგამ თავით მანიშნა აქ დავჯდეთო და სკამზე ჩამოვჯექით. 5წუთი გაშტერებული ვუყურებდი ერთ წერთილს თუმცა იმასაც ვგრძნობდი როგორ თვალ მოუშორებლად მიყურებდა გაგა. ბოლოს სიჩუმე მან დაარღვია
-ნინი ალბათ ხვდები აქ რატომაც მოგიყვანე. მინდა გუშინდელთან დაკავშირებით ბოდიში მოგიხადო. ძალიან უხეშად მოგექეცი. მაპატიე თავი ვერ შევიკავე.
-ჰოო? რამ მიგიყვანა იმ ზომამდე რომ ტირილი დამაწყებინე? ისე ვეკითხებოდი ვითომც არაფერი ვიცოდი გაგასა და ნიკას შეხვედრაზე.
-რაამ? თუ ვინ მიმიყვანა ხო ამის თქმა გინდოდა? ვინ და შენმა საყვარელმა ნიკუშამ. ამიერიდან ეცოდინება გოგო ზედმეტად რომ არუნდა შეაწუხოს! ხმა გაუმკაცრდა
-ეს შენ არ გეხება მე ვინ მაწუხებს და ვინ არა. საერთოდ ჩემს ცხოვრებაში რატომ ერევი? ამის თქმა და ჩემი თავის დაწყევლა გოებაში ერთი იყო. რამ მათქმევინა ეს. აი კიდევ ჩემი სულელური გამოხტომები
-რას ქვია არ მეხება? მე თუ არა აბა ვის ეხება?
-არავის არ ეხბა ჩემს გარდა
-საშინლად ცდები ნინი
-არ ვცდები
-ნუ მეპასუხები გოგო. სიმკაცრე იგრძნობოდა მის ხმაში
-კარგი თურმე მე ვერ გადამიწყვეტია ჩემს ცხოვრებაში რა არის მნიშვნელოვანი და რა არა.
-ეგ შეგიძლია გადაწყვიტო. მაგრამ ჯერ მე მეტყვი გასაგებია?
-ვაიმეე კიდე რა გინდა? ირონიული ღიმილით გავხედე
-ჯერჯერობით მეტი არაფერი. ამასაც დავჯერდები
-მეჩქარება უნდა წავიდე
-მეც მოვდივარ
იქედან წამოიოვედით. გზაში არცერთს ამოგვიღია ხმა. სახლამდე მიმაცილა მადლობა გადავუხადე და პასუხს არც დავლოდებივარ ისე ავირბინე სადარბაზოს კიბეები.
დღევადელი საუბრის შემდეგ უფრო დავრწმუნდი გაგას ჩემს მიმართ ინტერესი რომ აქვს მაგრამ ამას დამტკიცება სჭირდებოდა რაც მე ჯერჯერობით არ შემეძლო. ცოტახანში ვეროც დაბრუნდა სკოლიდან და ყველაფერი მოვუყევი ჩვენი დიალოგის შესახებ. თვალებმოჭუტულმა გამომხედა
-მაგას უყვარხარ! აი დასკვნაც
-არ არსებობს
-არსებობს ნინი
-აუ არვიცი რა მოვიმოქმედო.
-დამშვიდდი ალბათ მალე თვითონაც გეტყვის რომ უყვარხარ.
ასე უხალისოდ ჩაიარა დღემ და ღამეც გაგაზე ფიქრით დამთავრდა. როგორ მიყვარდა მისი მიუწვდომელი თვალები და ღიმილი. ან როგორ მიყვარდა თვითონ ის! ძალიან! გადაუყვარებლად!

გათენდა. ჰოო გათენდა და მეც დაწითლებული თვალებით ჩავიხედე სარკეში. რატომ? ტირილამდე გყვარებიათ? ისე თუ გყვარებიათ რომ მთელი ღამე მასზე გეღვარათ ცრემლები? ჰო სწორედ ასე მიყვარს მე და მაგიტომ გამეღვიძა ასეთ დღეში. თუმცა ეს ჩემთვის დიდ ამბავს არ წარმოადგენდა. გამთენიისას ჩამეძინა და გამიხარდა დღეს რომ შაბათია. იმის იმედით რომ დავისვენებდი ხალისიანად წავედი სამზარეულოსკენ და ვერონიკას ძილით დრო ვიხელთე მაღაზიაში ჩავედი და ჩემი საყვარელი შოკოლადები ვიყიდე.
რომ ამოვედი ვერონიკას ღვიძავდა. დენდარტყმულივით მოვარდა ჩემთან
-თვალები რას გიგავს? იტირე?
-არაფერია
-როგორ თუ არაფერი. გაგას გამო იტირე?
-ჰო
-გთხოვ დაწყნარდი. ვიცი რომ ძალიან გიყვარს მაგრამ თავს მოერიე გთხოვ. შენ ხომ ძლიერი ხარ. შენ ნინი ხარ რომელიც არასდროს დაცემულა და ახლაც არ დაეცემი ვიცი
-მოდი დღეს გავერთოთ და იქნებ შეეცადო რომ გაგა არ მიხსენო
-გინდა გაარკვიო მართლლა გიყვარს თუ არა?
-მიმიხვდი
-კარგი წინ შაბათ-კვირა გველოდება იუჰუუუუუუუ- შეიკივლა ვერომ და მეც გამეცინა.
ჯერ ფილმს ვუყურეთ მერე ვისაუზმეთ და გადავწყვიტეთ სახლში ეგრედ წოდებული party მოგვეწყო. ჰოდა მაღალ ხმაზე ჩავრთეთ მუსიკები და დავიწყეთ ცეკვა. ორივე ისე სულელივით ვიქნევდით ხელ-ფეხს ვინმე ნორმალურ ადამიანს ეგონებოდა ალბათ საგიჟეთიდან გამოექცათ საწ....ბიო.
ვცდილობდი ეს ორი დღე გაგაზე არ მეფიქრა და დრო მხიარულად გამეტარებინა ჩემს დაქალთან ერთად. ეს ხომ ცემი დადნაფიცი ვერონიკა იყო. მან ხომ ჩემი ყველა საიდუმლო იცოდა და არც თვითონ მიმალავდა რამეს. მას ხომ ვერაფერს გამოაპარებ ჩემს თვალებში ჩახედვის შემდეგ.
მოსაღამოვდა. ნახევარ საათიანი აბაზანაში ნებივრობის შემდეგ ვიკადრე გარეთ გამოსვლა. უბრალო ღია ფერის ჯინსი შარვალი ამოვიცვი თეთრი მაიკა და ჟაკეტი მოვიხურე. ყურსასმენები და ტელეფონი ავიღე და აივანზე გავედი. ჩავრთე Me and my broken heart და გრძნობების სამყაროში გადავეშვი. ნეტავ იცოდეთ როგორ მენატრებოდა ახლა გაგა. ერთი მისი ჩახუტება მაკლდა ახლა. ძალიან მაკლდა.მაგრამ რა გაეწყობა. რეალობას უნდა შევეგუო. მწარე რეალობას.
ამ ფიქრებიდან ვეროს ხმამ გამომიყვანა
-ნიიი დედაშენი ჩამოვიდაა
-რაა მართლაა ეხლავე მოვრბივაარ
მისაღებში სირბილით გავექანე და მონატრებულ დედიკოს გადავეხვიე მერე ბესიკოს ჩემს ნერვების ჭიაყელას და დედამ დაიწყო საუბარი
-როგორ ხართ ბავშვებო? როგორ მოხდა სახლი რომ არ გადაწვით?-სიცილით გვკითხა
-ვაპირებდით დე მაგრამ მერე სახლის გარეშე დავრჩებოდით დააა...- არ დავაკელი მეც :დ
-გატყუებთ ნათია დეიდა ჩვენ მაგას ვიკადრებდით? (ჰო მართლა სულ დამავიწყდა დედაჩემის სახელი-ნათია) მტკიცედ წარმოთქვა ვერომ
-რავიცი რავიცი თქვენ ისეთი გიჟები ხართ. ჩაეღიმა დედას
ბევრი ვისაუბრეთ. ღამე ვერო ჩემთან დარჩა. ნუუ თავისი ნებით არა ჩემი ძალის გამოყენება დამჭირდა







ბევრი ვიფიქრე დამედო თუ არა შემდეგი თავი ძაან პასიურობთ და მიტო. თუმცა არ მიყვარს დაწყებული საქმის მიტოვება ამიტომაც ვაგრძელებ. აჰა შემდეგი თავიც და იმეტია თქვენს აზრს გამოხატავთ კომენტარებში. <3



№1  offline წევრი tamooo

kargia gaagrdzeleeale raaa

 


№2  offline წევრი blackboss

chemi nichieri da suuuuul yvelaze magari gogo ♥♥♥ rogorc yoveltvis arachveulebrivi tavia ^_^ gaagrdzele aucileblad <3 uuuuuuumagresi da uunichieresi xar <3 miyvarxar dzaan ^^

 


№3 სტუმარი unknown

ramdeni xania velodebi am motxrobas :D ai dzaan miyvars da mal-male dade xolme tore agar vgevar adamians <3 <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent