შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სულელი მე- 2


8-03-2015, 15:40
ავტორი skip beat
ნანახია 2 504

-ბიჭუნა შენ ხარ?- მიყურებდა და მიღიმოდა
- გოგო ვარ მე - მკვახედ ვუპასუხე და თავი გვერძე გავატრიალე , ვითომც იქ არავინ მდგარა
-კარგად ვიცი ვინც ხარ- რეებს ბოდიალობს. - სახელს ვერ ვიხსენებ , მოკლედ ალექსანდრე ვარ
-მერე? -მოჭუტული თვალებით გავხედე- ისე მეუბნები რო გიცნობ და ეხლა უნდა წამოვხტე , სიხარულით ვიკივლო და კისერზე ჩამეგეკიდო თუ რა ხდება?
-გაგახსენებ, ერთ ბიჭს ეთამაშებოდი ხოლმე კალათბურთს სკოლაში- და თავის თავზე მანიშნა მეო
- ჰმმმ ,- მივაშტერდი , შევეცადე შოკი დამემალა- მოდი ვნახოთ , ვერა ეგეთს ვერავის ვიხსენებ
- კიი , გაგახსენდა- თვალაბში მიყურებდა და თავის სიტყვებში დარწმუნებული ჩანდა
- ნწ ვერა- მაინც არ ვჩერდებოდი
-კი
-არა- ცოტა დაფიქრდა , მერე მოწყენილი სახე მიიღო
- ცუდია, მეგონა სასაცილო მწვანე კეპში მორბენალი გოგო შენ იყავი,
-ჯერ ესერთი სასაცილო არ იყო და მეორეც შავი იყო- გაბრაზებულმა წამოვიძახე როცა ჩემი ბავშვობის საყვარელი კეპი ცუდად მოიხსენიეს და მხოლოდ ამის მერე გავაანალიზე რაც გავაკეთე- ჯანდაბა
- ვერ იხსენებ ესეიგი - ირონიულად და თან გამარჯვებულის ღიმილით იღიმოდა
- რა გინდა ალექსანდრე?
- რატო უხეშობ ? - სერიოზული სახით მიყურებდა ეხლა- რა უნდა მინდოდეს ძველი მეგობარი დავინახე და გამარჯობის სათქმელად მოვედი - ამათვალ -ჩამათვალიერა და ისევ გაიღიმა- ისე ,ეგრევ როგორ ვერ გიცანი სულ არ შეცვლილხარ , ისევ ის ბიჭუნა ხარ- არ ვიცი საიდან გამოხტა ამ დროს ?თუ ისედაც აქ იდგა მარა , მაკამ რო ჭიხვინი დაიწყო ამაზე ნაღდია
მის ბოლო სიტყვებზე ტვინში სისხლამა ამასხა , ეგრევე ფეხზე წამოვხტი და წინ ავესვეტე
- კარგად მომისმინე , ჩვენ მეგობრები არასდროს ვყოფილვართ, არც ვიქნებით, არც შენი მოგდებული გამარჯობა მჭირდება და საერთოდ თუ დამეკარგები კარგს იზავ- ცოტა ხანს თვალებში მიყურა მერე მარცხენა ტუჩისკუთხე ჩატეხა
-შეცვლილხარ, რაც შეეხება იმ ..
- შენ სულაც არა ისევ ის თავისთავზე შეყვარებული იდიოტი ხარ , თუმცა არა უარესი რაო მამიკოს ფულებმა გაგათამაა?
- ზედმეტებში ნუ გადადიხარ - ჩემთან უფრო ახლოს მოვიდა და თვალებში გამაფრთხილებლად ჩამაშტერდა
- დამეკარგე და პრობლემა აღარ იქნება
- მარიამ! - დაყვირებით არა მაგრამ საკმაოდ ხმამაღლა დაიძახა ჩემი სახელი
- უი სახელი გაგვახსენდაო- მანაც თითქოს მაშინ გაანალიზა ,ჯერ ჩემ უკან გაიხედა მერე ისევ მე შემომხედა , რაღაცის თქმას აპირებდა მაგრამ მაკა გამოხტა სიტყვით
-ალექს , წამო რა დროს რატო კარგავ ?- ხელმკლავი გამოდო და მათი მეგობრებისკენ გაქაჩა, ისიც ცოტა შეყოყმანდა თვალს არ მაშორებდა ,მერე მაკას ნებას დაყვა და წავიდა ოღონდ ისე რო ჩემთვის თვალი ისევ არ მოუშორებია ,რო დაჯდნენ მაინც მბურღავდა , არც მე დამიკლია
- აქ რა მოხდა?- ძვლივს ამოღერღა აქამდე გაოცებისგან წყნარად მჯდარმა დაქალმა
-წავიდნენ და მოგიყვაბი
-ეე მანამდე რა მომათმენინებს , წამო სხვაგან დავჯდეთ
- დაიცა რა აქედან პირველი რო გავიდე დამარცხებას ნიშნავს
- ოო მოიცა რა რას სულელობ-ისევ ხელი ჩამავლო და სადღაც წამათრია, მე მგონი მოწონს ამ გოგოს აქეთ -იქით რო დამაპროწიალებს
-ჰა დაიწყე- გასცა ბრძანება როცა საიმედო ადგილას მიმიყვანა
- ალექსანდრე კოპალიანი , ერთ სკოლაში დავდიოდით , ორი წლითაა დიდი , ალბათ მაგისტრატურაზეა ეხლა ან ჩარჩა -გავჩერდი მაგრამ თვალებით მანიშნა ეგ არ მაკმაყოფილებს გააგრძელეო, თითქოს რამეს დავუმალავდი - ერთხელ ჩაგვიტარდა გაერთიანებული სპორტის გაკვეთილი ,კალათბურთი გვათამაშა მაშინ მასწავლებელმა , რო დამთავრდა კარგი ხარო მითხრა ,მერე შემთხვევით ეზოში ავღმოჩნდი როცა მისი კლასი ისევ თამაშობდა და მეც შემომთავაზა,მაგის მერე ხშირად გვითამაშია ერთად , დავმეგობრდით, სხებისგან განსხვავებით ჩემ სტილზე არ დამცინოდა ,მეგონა ისეთი მიმიღო როგორიც ვიყავი მარა არა , ერთხელაც ხელი იტკინა მეც მივედი იქნებ რამით დავეხმაროთქო, რომელიღაც მისი კლასელი გამოხტა და დაიწყო ნახეთ შეყვარბული როგორ უვლისო და რაღაცეები , როგორც ბავშვებმა იციან , მე დავიბენი და ვერაფერი ვთქვი ეს კიდე წამოხტა და რა შეყვარებული რის შეყვარებულიო , ჩემი შეყვარებული მაგარი გოგო უნდა იყოს ბიჭუნა კი არაო , ყველაზე მეტად მისი დაძახებული ბიჭუნა მეტკინა , მისგან არ მოველოდი - თავი მუხლებში ჩავრგე
- მერე რა მოხდა ?
-არაფერი მაგის მერე ცივად მექცეოდა და ბიჭუნას მეძახდა , მერე მამაჩემის სამსახურის გამო გადასვლა მოგვიწია და მეც ახალ სკოლაში გადავედი , მაგის მერე არც მინახავს , აღარც მახსოვდა დღემდე
-ეხლა რას აპირებ?
-არც არაფერს , არამგონია კიდე მომიწიოს მასთან ლაპარაკი- ეკამაც თავი დამიქნია ,მაგრამ აქ შევცდი თითქმის ყოველ დღე ვხედავდი ,არ ვიცი აქამდეც ასე ახლოს ტრიალებდა და მე ვერ ვამჩნევდი ხოლმე თუ რაა, ჩვენი დიალოგი ძირითადად იწყებოდა მისი ბიჭუნათი და ნაძალადევი ღიმილით ,მერე მე ვამკობდი რაც გამახსენდებოდა იმ მომენტში , მერე ის მიღრენდა და ვიყავით ასე , რა თქმა უნდა სალომემ და ქეთამ იმ დღესვე გაიგეს, მთელი დღე სალომეს წუწუნის ატანაც მოგვიწია მაინცდამაინც მე რო არ ვარ ყველაფერი საინტერესო მაშინ რატო ხდებაო, ქეთამ უბრალოდ კარგად იცინა ამაზე
აი ეხლაც ჩემთვის ვზივარ და კონსპექტებს ვიმეორებ უნივერსიტეტის ეზოში გვედით ვაჟბატონი ტო მომიჯდა
-როგორ ხარ მარიამ ?- წარბ აწეულმა გავხედე, აშკარაა რაღაცას გეგმავს
- რა გინდა?
-მისმინე , დღეს ჩემთან მაგარი გოგოები მოდიან და არ გინდა გამო შენც გაგაცნობ - თვალი ჩამიკრა
- ალექსანდრე - ჯერ ხმადაბლა და ღიმილით დავიწყე მერე სახე ბრაზით მომეღრიცა-წადი თორე გამოგიქანებ რაღაცას-მანაც ამაზე სიცილი დაიწყო
- კაი ხო რა იყო ,შემოგთავაზე უბრალოდ- ისევ სიცილით მითხრა და წავიდა
-რეგვენო- მოვასწარი და მივაძახე, მეგონა თავიდან ვერ გაიგო მარა რო მომიბრუნდა და ბიჭუნაო დამიძახა , კინაღამ მართლა შევუსრულე დანაპირები, ის კიდე იცინოდა.

..........

-მარიამ არ დაგავიწყდეს რა , ზეგ უეჭველი უნდა შეიტანო ეგ საბუთები ხო გახსოვს - მიჩიჩინებდა ქეთა რაღაც საბუთებზე
- ნუ გეშინია ხვალ შევიტან ეხლა დაკეტილი იქნება
-კაი წავედი და გოგოები მომიკითხე,- ქეთას დავემშვიდობე და მალე სალომეს კარზეც ზარიც დავრეკე , კარი კი გადაპრანჭულმა სალომემ გამიღო
-ოჰო , ასე გამოპრანჭული რატო ხარ, სადმე მიდიხარ? მადებ გოგო?- ვკითხე სიცილით
- დიახ მივდივართ- მანაც ამაყად გამომიცხადა
-თ? ანუ მეეც?
-აჰა -თავი დამიქნია
- დარწმუნებული ხარ რო მაგ თ-ში მეც შევდივარ ?- საწყალი სახით ვცადე გამოძრომა
-კიი
- სად მიმათრევ ეგ მაინც მითხარი იქნება არ მინდა- უკმაყოფილოდ გავაქნიე თავი
-შენ ვინ გეკითხება მერე - გადაიხარხარა- იქნებ არ მინდაო გესმის- ეკას მიუბრუნდა და ორივემ ერთად სალომეს ოთახში სარკის წინ სკამზე დამასკუპეს
-რას მიპირებთ კი მარა ?-უკვე შიშმა დამიარა როცა კოსმეტიკას დაავლეს ხელი
-გარდაქმნის დროა დედუცი - წარბები ამითამაშედს და პოზიციები დაიკავეს
- არა , არა და არა , არ მინდა - ხელების ქნევა დავიწყე და წამოხტომა დავაპირე , თუმცა ისევ უკან დამაბრუნეს
- სურვილი რო გაქ ჩემთან წაგებული ხო არ დაგავიწყდა- შემახსენ სალომემ და მივხვდი თუ სად დამერხა
- კარგი რახან ეგრე გინდათ , მიდით არ დამინდოთ- ისინიც გახარებულები შეუდგნენ საქმეს, მაკიაჟი გამიკეთეს , რაღაც ღია მოკლე და ღია ზურგიანი შავი კაბა ჩამაცვეს და მთხოვდნენ მაღლებზე ავმხტარიყავი რაზეც თავი გამოვიდე , შანსი არ იყო იმ რაღაცეებით რასაც მატენიდნენ უეჭველი ავილეწებოდი ,საბედნიეროთ ამაზე დათმობაზე წავიდნენ და დაბალებზე ფეხსაცმელი შეუხამეს.
-მდაა ბოლო შტრიხი - რაღაც თმები ამიფრიალა ეკამ
-პარიკი?
-არა მისამაგრებელი თმებია?- შემისწორა ამჯერად სალომემ
-ანუ პარიკი- ამაზე თვალები უკმაყოფილოდ გადაატრიალეს
-ნაღდი თმებია ქალო- მოთმინება ეწურებოდა ეკას
- რა განსხვავებაა მერე?
- ის რო ვერავინ გაარჩევს შენი რო არ არი , იგივე ფერისაა და შეხებაზეც განსხვავება დიდი არაა- ჩემ მოკლე თმებს ჩამოუსვა ხელი გასასინჯად .
- რა საიჭიროა ეხლა ეს ყველაფერი ?- ვიკითხე სანამ ეკა თმებს მამაგრებდა.
- გავერთობით რა
-ვსო მორჩა -აქამდე სალომეს ვუყურებდი ეკას ხმაზე სარკეში ჩავიხედე და გავშრი იქედან სუ სხვა ვიღაც მიყურებდა , არადა შენ მსგავს მაგრამ განსხვავებულს რო უყურებ ეგმომენტი დამუღამებული მაქ ქეთას წყალობით მაგრამ ეს სუ სხვა შეგრძნება იყო , თან მე ვიყავი თან არა
-მაგრად გამოიყურები - მხრებზე ხელები დამადო და სარკეში შემომხედა ეკამ
- ახლა კი წავედით- მანქანის გასაღებს დაავლო სალომემ ხელი , ეკამ მკლავში ჩამჭიდა და ისე გამიყვანა , თორე ჩემით ფეხის გამდგმელი არ ვიყავი ისე მივშტერებოდი სარკეში ჩემთავს
ხმაურიან კლუბთან გააჩერა და შევედით თუ არა ეკა თავისი ნაცნობებისკენ გაგვიძღვა და ყველა სათითაოდ გაგვაცნო , სასიამოვნო ბავშვები კი იყვნენ , მაგრამ მაინც თავიდან უცნაურად ვიყავი , სახეზე მაკიაჟი მწიწკნიდა , ტანსაცმელსაც და თმებს ვერ ვგუობდი, დაძაბული ვიჯექი კაბას შეუჩვეველმა რამე ისეთი მოძრაობა არ გავაკეთო რო ყველაფერი გამომემზეურებინა ,მერე ჯანდაბასთქო გავიფიქრე და სმაში ავყევი ბავშვებს , ბევრი არ დამილევია ,მხოლოდ იმდენი რო კარგ ხასიათზე დავეყენებინე და ცეკვის ხასიათზეც მოვედი , ყველა წამოიშალა, არ ვიცოდი რა ადგილი იყომარა dj კი კაი ყოლიათ,ასე ვცეკვავდით , დიდი უნიჭო კი ვიყავი მარა მაინც , როცა მხარზე შეხება ვიგრძენი , შევბრუნდი და ვინ შემჩა? ალექსანდრე
- ბიჭუნა?- ამათვალიერა - ცუდად არ გამოიყურები ხო იცი შენ , ამას გვიმალავდი? - ვითომ კომპლიმენტი არადა ცინიკური სახით რა წამკბინა,მარა ამაზე დიდი ყურადღება არ გამიმახვილებია ,ისედაც გაჭირვებული და ერთ ადგილზე მიყინული ვიდექი, არაფრით არ მაწყობდა ასეთ ფორმაში რო დამინახა , გული მიგრძნობდა მისი ეს სიტყვები ჯერ კიდევ რაღაც ცუდის დასაწყისი იყო , გონება დავძაბე და ჰოპ , გენიოსი ხარ მარიამ!
- ქეთა- ხელი გავუწოდე ჩამოსართმევად, რომელსაც ალექსანდრე დაბნეული დააშტერდა .




ესეც მეორე თავი, მადლობა ვინც კითხულობთ , განსაკუთრებით შენ ლონდა love როგორი იყო? იმედია მოგეწონათ



№1 სტუმარი unknown

au dzaan magaria <3 mainteresebs rogor ganvitardeba movlenebi ^_^ male dade <3 <3

 


№2 სტუმარი taso

Dzaan momwons magari xar mxolod ar daagviano <3

 


№3  offline წევრი skip beat

unknown
au dzaan magaria <3 mainteresebs rogor ganvitardeba movlenebi ^_^ male dade <3 <3

taso
Dzaan momwons magari xar mxolod ar daagviano <3

მადლობა ბავშვებო <3 მალე დავდებ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent