შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დევდარიანების გოგო (2)


8-03-2015, 20:40
ავტორი wiwiko
ნანახია 2 644

* * *
სახლში რომ შედიოდა, ბოღმა ახრჩობდა. ისე ახლოს იყო.
ერთი ნაბიჯი აბრკოლებდა.
ერთი კარი
ერთი გასროლა
და ყველაფერი მორჩებოდა. სამართალიც იზეიმებდა გასვიანების გულში...
თვითონაც არ იცოდა თავი როგორ შეიკავა. მაშინვე მოშორდა კარს და სახლიდან შეუმჩნევლად გავიდა.

ამ ამბებიდან სამი წლის წინ, უფროსი გასვიანი, გიორგი , გარდაცვლილი მამის საფლავიდან, ცოტა ნასვამი, ფეხარეული ბრუნდებოდა სახლში. შებინდებული იყო, ვერის სასაფლაოსთან, სევასტოპოლის ქუჩაზე რომ მიაბიჯებდა და შორიდან მომავალი სილუეტი შენიშნა. თავიდან ალკოჰოლს დააბრალა, რომელიც მთელს სხეულს მოსდებოდა, თუმცა სილუეტი რომ მოუახლოვდა მაშინვე იცნო ბესო დევდარიანი, თუმცა ვინ ვერ იცნობდა რაიკომის მდივნის ძმას, რომელსაც ძმის თანამდებობა თავში ავარდნილიც კი ჰქონდა. ნელი ნაბიჯით მიიწევდა დევდარიანი გასვიანისკენ, ბოლოს რომ მიუახლოვდა იცნო უბნელი და თბილად მიესალმა.
-ოჰ, ამას ვის ვხედავ? -ხელი გაუწოდა შეზარხოშებულ გიორგის.
-როგორ გიკითხოთ? -თავაზიანობას არ კარგავდა გასვიანი.
-კარგად, კარგად. სად ბრძანდებოდი? -ცინიკურად ჩაიცინა დევდარიანმა გასვიანის ასეთ მდგომარეობაზე.
-მამაჩემის საფლავზე -სევდა მოერია გასვიანს. წამით მოაშორა თვალი ბესოს და მიწას დააშტერდა. სევდიანი და წყლიანი ჰქონდა თვალები...
-მამაშენიც კაცი იყო რა -ვერ გააანალიზა რამდენი გაუბედა დევდარიანმა. სისხლის დუღილი უკვე პიკს აღწევდა. ორთქლი ასდიოდა გასვიანის გაცხელებულ გულს და ერთი სული ჰქონდა სისხლის გემო გაეგო. ერთი სული ჰქონდა დევდარიანს ის სიტყვები ენანა, რომლითაც წამის წინ მიწასთან გაასწორა.
ნელი მოქმედებით ამოაძვრინა ქამრიდან შავი ფერის იარაღი გასვიანმა.
სამჯერ გაისროლა...
არც ერთი გულში...
ორი კვირის შემდეგ, როცა მძიმედ დაჭრილი დევდარიანი გამოწერეს, გასვიანი საკუთარ მანქანასთან იპოვეს. სისხლის გუბეში ცურავდა საცოდავი...
ზუსტად სამი ტყვია...
სამივე გულში...


* * *

ლადოს სიკვდილი მთელს თბილისს მოედო.
ზოგი ამბობდა გოგოს ამბავი იყოო
ზოგი ამბობდა შურისძიებისო
ზოგი ამბობდა რაღაც შარში გაყო თავიო...
სინამდვილეში არავინ იცოდა რა ხდებოდა გასვიანების ოჯახში. არავინ იცოდა რას განიცდიდა ნანა, რომელსაც უკვე მეორედ უწევდა შავების ჩაცმა.
მიცვალებულის ნაწამები სახე რომ დაინახა პირველად შეაწუხა სიბრალულის გრძნობამ. დასერილი ჰქონდა მთელი სახე...
იმ ღამით არც უძინია...
ყველაზე დიდი მხარდაჭერა ადამიანს ჭირის დროს გჭირდება. ეს კარგად ესმოდათ ბიჭებს და ამიტომაც გვერდიდან არ სცილდებოდნენ დემიკოს. ბექაურმა გასვენება ჩემზე იყოსო, კანდელაკმა მე პანაშვიდებს ,,მოვაყუმარებო“, დანელიაც ხან ერთს ეხმარებოდა, ხან -მეორეს.
დემიკოც იდგა წაშლილი სახით და ჯერ კიდევ გაუაზრებლად გახედავდა ხოლმე სასახლეს. მერე რწმუნდებოდა რომ გაფითრებული მიცვალებული საკუთარი ძმა იყო და ცრემლებს ძლივს იკავებდა. მთელი დღის დაგროვებულ ემოციებს მხოლოდ მაშინ ამოანთხევდა, როცა გაყინულ საწოლში შეწვებოდა და აცრემლებული ბალიშში ჩარგავდა თავს.
გასვენების დღეს გამოჩნდნენ მაგდა და ქეთა. თვალებში არ უყურებდა დემიკოს. თავდახრილი მიესალმა, თითის წვერებზე აიწია და გადაკოცნა, მერე ისევ თავი დახარა. ვიზიარებო, ჩუმად, ძლივს გასაგონად წარმოთქვა.
ქეთა ნანას მიუჯდა გვერდით და ამხნევებდა, მთელი ბავშვობა მასთან დადიოდა გაკვეთილებზე.მაგდა მალევე გამობრუნდა და ხის კიბეებზე დაეშვა. უკნიდან წამოეწია და მარჯვენა ხელზე შეეხო.
-ეი, როგორ ხარ -ძლივს მოასწრო ამ რამდენიმე სიტყვის თქმა, ისე მალე აღმოჩნდა გასვიანის მკლავებში.
-მაგდა - თავი მის მხარზე ედო და აჩქარებულ გულისცემას უკვე ვეღარ უძლებდა.
-გისმენ -სუსტი ხმის გაგონებაზე მთელს ტანში გააჟრჟოლა.
-ამ ქალაქში თუ არ გიყვარს გაგიჟდები..!
-შემიყვარე... -დემიკო აიმღვრა და უნებურად ნათქვამი სიტყვების უკან წაღება მოინდომა, თუმცა უკვე გვიანი იყო. მაგდას გულმაც ათმაგად იფეთქა. ნელ-ნელა შორდებოდა მაგდას გაყინულ, მოშიშვლებულ ყელს.
მერე თავი დახარა და ნელი ნაბიჯით დაუყვა ქვაფენილს.
და ზუსტად ამ დროს...
არ ვიცი საიდან, აქ გაჩნდა კუბიდონი 
ჰოპ, და ისარი უკვე მიზანშია 
შეუყვარდა და მორჩა!
არანაირი კანონზომიერება არ იყო ამაში
არანაირი წესები
არანაირი წინაპირობა
აი ასე, უბრალოდ, აუხსნელად...
გასვენება უაზროდ გაიწელა ნანასთვის. ჯერ კიდევ გააზრებულიც არ ჰქონდა ეს ამბავი. ქმარ-შვილ დაკარგულ ქალს, ბოლო იმედი დემიკოღა რჩებოდა. უნდა გენახათ როგორი თვალებით უყურებდა ერთადერთ შვილს. ცრემლები აღარც მოსდიოდა. ჭრილობები , რომელიც ადამიანის დაკარგვითაა გამოწვეული, გარეგნულად არც გვემჩნევა. შეუხორცებელი რჩება ცხოვრების ბოლომდე და ყოველთვის ვგრძნობთ დანაკარგს, როგორც სხეული სისხლს...
გულიც რომ ფეთქვას შეწყვეტს მის გარეშე...
არაფრის ძალა და სურვილი არ გაქვს.
* * *
ორმოცი გასული არ იყო. ყოველდღე უნთებდა ნანა სანთელს. დემიკო სახლში არ ჩერდებოდა. მხოლოდ ღამით შემოდიოდა, ისიც დაწვებოდა და ერთ სიტყვასაც არ იმეტებდა დედისთვის. ნანაც უფრო ჩაიკეტა. მეზობლებს აღარ ეკონტაქტებოდა.



-წამოდი რა სახლიდან. -თმა ყურს უკან გადაუწია და ყელში აკოცა.
-რა გინდა, აკაკის ინფარქტმა დაარტყას? -კისკისებდა მაგდა.
-მაშინ გავიპაროთ.
-არ შემიძლია დემე.- ლოყაზე აკოცა დემიკოს და წასასვლელად წამოდგა.
-შენ არ გიყვარვარ. გაივლის დრო, გაიზრდები, დაღვინდები -გაუღიმა.
-გათხოვდები, ისწავლი და ეს ურთიერთობა პირველი გავლასავით დარჩება შენს მეხსიერებაში.
-ანუ თვლი რომ განსაკუთრებული არაფერი გაგიკეთებია?
-მიყვარხარ, მეტი განსაკუთრებული რაღა გინდა?
-გაივლის დრო, გავიზრდები, დავღვინდები -ნიშნის მოგებით საუბრობს მაგდა და თან ღიმილითვე პასუხობს.
-გავთხოვდები, ვისწავლი და ეს ურთიერთობა ყოველდღე გამახსენდება. -ნელი მოძრაობით აიწია თითის წვერებზე და ნაზად შეეხო გასვიანის ტუჩებს.
-ისინი ვიპოვე...
-ვინ ისინი? -ჩახუტებულები იდგნენ შუაგულ პარკში.
-ლადო ვინც...
-მერე? -მოშორდა დემიკოს და შეშინებული მიაშტერდა.
-რა მერე? -გაეღიმა
-ეგ არ გააკეთო -უარის ნიშნად თავს აქნევდა მაგდა. -ეგ არ გააკეთო, გთხოვ! -არ იცოდა როგორ უნდა დაეშალა. თვალები აემღვრა და ისევ ჩაეხუტა. უსაზღვრო შვება იგრძნო.
მაგდას დაემშვიდობა თუ არა, აღელვებული შემოვარდა სახლში უმცროსი გასვიანი. ნანასთვის არც არაფერი უთქვამს, ისე შეაბიჯა ოთახში. გამოსვლისას ონკანთან შეჩერდა და იარაღი გამოაძვრინა...
ხუთ წუთში გაჩნდა მზიურთან. დიდხანს არც დალოდებია, მალევე გამოჩნდა საშუალო სიმაღლის სამი მამაკაცი.
-გისმენთ - ერთ-ერთმა სიგარეტი გადააგდო და ჯიბეებში ხელი ჩაიწყო.
-მე არა, თქვენ გისმენთ -იღიმოდა გასვიანი.
-ჩვენ სათამაშოდ არ გვცალია, შვილო -ყველაზე დაბალი დემიკოს მიუახლოვდა და კისერმოღრეცილმა შეხედა.
-მე დემიკო გასვიანი ვარ. ლადო გასვიანის ძმა. დიახ, დიახ... ნაწამები რომ დამიტოვეთ სახლის კარებთან. -ქამრიდან ამოაძრო იარაღი და ექვსი ტყვია გაისროლა.
ყველაზე დაბალი, ფეხში დაჭრილი, მუხლებზე დაემხო..
-არ მომკლა რა, შვილები მყავს არ მომკლა -ქვითინებდა.
დემიკოს ფეხებთან მიხოხდა. ფეხზე კოცნიდა.
-არ გინდა რა, არ გინდა. გემუდარები.. - შეშინებული უყურებდა, აცრემლებულ, ჩასისხლიანებულ თვალებს გიჟივით აცეცებდა.
-შენ რატო არ შეიბრალე?! -წიხლებით შესდგა. არ გაჩერებულა, იქამდე სანამ მისი ბოლო ამოსუნთქვა არ გაიგო. გიჟის თვალები ჰქონდა...
ძლივს იყურებოდა აცრემლებული თვალებიდან, უცხო სხეული რომ დალანდა. ხის სკამთან იდგა თხელი, მაღალი , თავსაბურიანი სხეული და პირზე ხელაფარებული უყურებდა მომხდარს.
მაშინვე იცნო მაგდა...

რამდენიმე კვირა არ ელაპარაკებოდა დემიკოს. ქუჩაში თუ წააწყდებოდა თვალს არიდებდა და მაშინვე გაქრებოდა იმ ადგილიდან.
ბიჭებისთვის იმის მოყოლა რომ სამი ადამიანი მარტივად, ხელის აკანკალების გარეშე გამოასალმა სიცოცხლეს, იმაზე რთული აღმოჩნდა ვიდრე ეგონა. სინანულის გრძნობა შიგნიდან, ცოცხლად ჭამდა.
ბიბლიოთეკასთან ჩაიარეს გასვიანმა და ბექაურმა, მაგდას რომ მოკრეს თვალი. მშვიდად კითხულობდა, დემიკოს დანახვისთანავე გაფითრდა და წიგნი დახურა.
სასწრაფოდ გავარდა ბიბლიოთეკიდანაც.
არ გაკიდებია...
ბიბლიოთეკაში შევიდა და მაგდას მაგიდას მიუახლოვდა. წითელყდიანი აღმაშენებელი ჩანიშნულ ადგილას გადაშალა. კალმით იყო შემოხაზული სიტყვები :
,,რა მოგდისო ჩემო? -ჰკითხავდა ვაჟი.
,,მე მეშინია, მეფევ ბატონო, შენი“, კვნესოდა ერისთავის ასული.”



№1 სტუმარი nina97

ძალიან კარგია! გააგრძელე აუცილებლად <3!

 


№2  offline აქტიური მკითხველი uchveulo

auuu male gaagrdzelee raa daamainteresaa <3

 


№3 სტუმარი სოფო)

აი რავთქვა არვიცი))))) აი ამას თუ არ დაამთავრებ იცოდე შეგიძულებ ;დდდ ძაან მაგარია და მალმალე დადერა :(((

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent