ივნის'ის'ეული [11]
მთელი საღამო ჰამაკში ვისხედით მე და დანიელი.იმდენად მყუდრო გარემო იყო,რომ ბედნიერებისგან უაზროდ ყოველ წამს ვიღიმოდი.ცხვარიჭამიის სილამაზემ გამახსენა დანიელთან გატარებული ყოველი წამი. -დანიელ გუგა აქ არის?-სამარისებული სიჩუმე მე დავარღვიე. -თბილისში არის.-მითხრა მან და ლავიწზე ცხელი ტუჩები შემახო უეცრად სახე პირისპირ გამისწორა და გადაიხარხარა.-ფერები მარიამ. -ო კარგი რა!-ამოვიბუზღუნე მე და თავი მის ყელში ჩავმალე. -პატარა და ტუტუცი ბავშვი ხარ,რომელმაც ფერების ცვლილებას ვერაფერი მოუხერხა.-ხითხითებდა დანიელი. -გინდა,რომ გაგებუტო?-ვუთხარი მე და დანიელს მოვშორდი. -სულ წითელი ხარ.-ბოლო ხმაზე ხარხარებდა დანიელი. მეც გაბრაზებულმა და გაბუტულმა ხელი ვკარი და ჰამაკიდან წამოვხტი.ბუზღუნით გავიარე ყვავილებით სავსე ბაღი და სახლში შევედი.დივანზე ჩამოვჯექი და ხელები ერთმანეთზე გადავიჯვარედინე,პატარა ბავშვის სახე მქონდა,რომელსაც ტუჩები სატირლად მოებრიცა.ვიცოდი,რომ დანიელი შემოვიდოდა ოთახში,მეც ეშმაკურად გავიღიმე და საათზე დავიხედე.ხუთი წუთის გასვლის შემდეგ,ეშმაკური ღიმილი მობუზული სახით შემეცვალა.ნელ-ნელა ჩემმა მოთმინებამ პიკს მიაღწია და მაგიდას მთელი ძალით დავარტყი ხელი.სახე ტკივილისგან დამემანჭა,ერთი ამოვიგმინე და ნატკენი ხელი დავიზილე.გაბრაზებული ისევ გარეთ გავვარდი.მოცინარე დანიელის დანახვამ სულ გადამიყვანა ჭკუიდან.მკვლელი სახით მივუახლოვდი და გაკაპასებულმა ყურში ჩავყვირე: -შენს გამო ხელი ვიტკინე! -ჩემს გამო?-სიცილით მითხრა დანიელმა. -რომ არ შემოხვედი გამწარებულმა მაგიდას დავარტყი ხელი და აი!-ვუთხარი მე და ჩემი აწითლებული ხელი დავანახე.მივხვდი,რომ წამომცდა და ტუჩზე ვიკბინე. -აღარ შემიძლია.-ხარხარებდა დანიელი და თან ჩემ ხელს ეხუტებოდა.-ტუტუცი ბავშვი ხარ.-ძლივს ამოილუღლუღა და მის კალთაში ამომაყოფინა თავი. -მე მართლა მეწინა! -მარიამ ხო იცი ჩემი დამოკიდებულება ეგეთ რაღაცეებზე?-მითხრა მან და ოდნავ შემეხო გაბუტულ ტუჩებზე. -ვიცი,მაგრამ როცა რაღაც მეწყინე სულ კოცნით უნდა შემირიგო ხოლმე!-გამაფრთხილებელი ტონით ვუთხარი და გავუღიმე. -კიდევ გაბუტული ხარ?-მკითხა ეშმაკურად და გამიღიმა. -კი. -გასაგებია.-მითხრა მან და ცხელი ტუჩები ყელზე შემახო.საოცარი რაღაცეები ხდებოდა ჩემს მუცელში,მთელ ზოოპარკს ვგრძნობდი და მეც სიამოვნებისგან თვალები მიმელულა.ვერც კი გავიაზრე ისე მოაღწია ჩემს ბაგეებამდე.საოცარი ვნებით მკოცნიდა,მეც როგორც გამოცუდელი ავყევი მას,მაგრამ მთელი გულით ვცდილობდი,რომ ყველანაირი გრძნობა ჩამედო ამ კოცნაში. მის მწვანე თვალებში ათამაშებული ჭინკები,ჭკუას მაკარგვინებდა. ყველანაირი გრძნობა დამეუფლა იმ მომენტში... უდიდესი სიყვარული... ემოცია... და მთელი ძალით შემოვხვიე ხელები. და მაინც რა არის ''სიყვარული''?სრულიად აბსტრაქციული გრძნობა,რომელიც ყველაფერს სხვა კუთხით დაგანახებს.ადამიანს უამრავ თვისებებს ღირებულ თვისებას მატებს და რაც მთავარია ასწავლის მიტევების უნარს. *** ოდნავმა ნიავმა,როგორც კი ჩვენამდე მოაღწია დანიელმა სულ სირბილით ამაყენა და სახლში ძალით შემიყვანა.გინდა თუ არა გაცივდებიო.ისეთი ხმით მითხრა მეც იძულებული ვიყავი,რომ გავჩუმებულიყავი. დანიელის კალთაში მედო თავი,''მაშა და დათვს'' ვუყურებდი.შემთხვევით,რომელიღაც არხზე შემხვდა და მეც ისეთი სიხარულით შემოვკარი ტაში,რომ დანიელი ვეღარც გავაჩერე სიცილით.იმდენად მოთენთილი ვიყავი,რომ აღარც ჩემი მაშა მშველოდა და აღარც ჩემი დათვი... -დანიელ მეძინება და იქნებ ოთახი მანახო.-ვუთხარი ხმაწართმეულმა.არ ვიცი რა მანერვიულებდა,მაგრამ ის კი ზუსტად ვიცოდი,რომ მასთან ერთად არაფერი ''საშიშროება'' არ მელოდა. -წამოდი.-მითხრა მან და მეორე სართულისაკენ გამიძღვა. ისევ იმ ოთახში ამოვყავი თავი,მაშინ ჩვენი გაცნობის პირველ დღეს,რომ გამამწესა. -მიდი გაემზადე და მოვალ ხუთ წუთში.-მითხრა მან და გამიღიმა. -მოიცა...შენ?აქ?-ძლივს ამოვილუღლუღე. -კაი რა მარიამ.-მითხრა მან მობეზრებულმა.-აბა ის გირჩევნია,რომ ცალკე ოთახში დაიძინო,მერე ღამე ვითომ რაღაცის ხმამ შეგაშინოს და მორიდებით ჩემს ოთახში შემოხვიდე და მკითხო ბატკნის თვალებით : ''შეიძლება შენთან დავიძინო?'' -არ დაიგვიანო.-ვუთხარი და ეშმაკურად თვალი ჩავუკარი. სულ ღიღინით ჩავიცვი საღამურები და ცივ ლოგინში ჩავწექი.არ ვიცი რისი ბრალი იყო საერთოდ რომ,არ ვნერვიულობდი გაყოფილი სარეცელის გამო. ოთახში დანიელის შემოსვლამ,მაინც თავისი იმოქმედა და ნერვიულად გავუღიმე. -ნუ იყურები დამფრთხალი კურდღელივით რა!-ამოიხითხითა დანიელმა და მაისური გადაიძრო. აღარ ვიცოდი ეს დამპალი თვალები საით წამეღო და მეც სულელივით ჭერში ავიხედე.დანიელის გამაყრუებელმა ხარხარმა გამომიყვანა ეიფორიიდან და ამ ქვეყნიურობას მწარედ შემანარცხა. -დანიელ ხო შეგიძლია,რომ როდესაც უხერხულ მდგომარეობაში ვარ არ დამცინო?-ვკითხე გაბრაზებულმა და ცხვირი ავიბზუე. -ისეთი საყვარელი ხარ ვარიანტი არ არის,რომ არ დაგცინო.-მითხრა მან და მთელი სხეულით ზედ ამეკრო. -ცივი ხარ!-წამოვიკივლე მე და ხელი ვკარი. -ნუ ფართხალებ!-გაგდული ხმით თქვა და უფრო მეტად ჩამეხუტა. -საზიზღარი ხარ!-ვუთხარი გაბრაზებულმა და თვალები დავხუჭე. -ახლა იმიტომ მებუტები,რომ გაკოცო?-მისმა ამ კითხვამ გამაოგნა,არ ვიცოდი რა მეპასუხა და მეც შეტევაზე გადავედი. -უწესო,უკულტურო და ანაკონდა ხარ! -შენ კიდე ჩემი ტკბილი წიწილა! ერთხელ კიდევ გავიბრძოლე,მაგრამ მის ბოტოტა მკლავებიდან თავი,რომ ვერ დავიღწიე გავჩერდი და კომფორტულად მოვკალათდი მის მკლავებში.სასიამოვნო სითბომ იმდენი ქნა,რომ მალევე ჩამეძინა... *** დილა იმაზე კარგი სასიამოვნი იყო,ვიდრე წარმოვიდგენდი.თვალის გახელისას დანიელის დანახვამ ფრთები შემასხა.ისე საყვარლად ეძინა,მინდოდა,რომ კოცნით დამეხრჩო.მეც ამ ''მზაკვრული'' გეგმით განვახორციელი ყველაზე სასიამოვნო დილის დაწყება. უამრავჯერ ვაკოცე. ყელში... ყელში... და კიდევ ყელში... გატრუნულ ანაკონდას ჩაეღიმა და მეც გამეღიმა მის ამ საქციელზე. არ ახელდა დანიელი თვალებს მეც მობეზრებულმა თავი დავანებე და ფეხზე წამოდგომა დავაპირე,რომ არა მისი მკლავები ჩემს წელზე...ვერც კი მივხვდი ისე ამოამყოფინა თავი,ისევ მის გვერდით. -ახლა შენი წვალების დროა ქალბატონი.-მითხრა მან და გამიღიმა. -სულ არ მაწვალებ?! *** ჩემი თხოვნით მე და დანიელი ამაღლების მონასტერში წავედით.პირველად,როდესაც იქ ვიყავით იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ბუნებამ და მონასტერმა,რომ დიდი სურვილი მქონდა კიდევ წავსულიყავი.თან რაც მთავარია,სწორედ მაქედან იწყება ყველაზე ბედნიერი წუთები ჩემს ცხოვრებაში... მონასტერში ისეთი სიმშვიდე სუფევდა,რომ ყველაფერი დამავიწყდა და საოცარი ემოციით დავიმუხტე.მე და დანიელი ხატის წინაშე გვერდი-გვერდ ვიდექით,ორივე ვლოცულობდით.მე ჩემი და დანიელის მომავალზე.ის?!ალბათ ჩვენზე... ისევ იმ ადგილას ვისხედით მე და დანიელი. -მარიამ დღეს ხომ 30 ივნისია?-დამისვა უეცრად მოულოდნელი კითხვა. -კი.-ინსტიქტურად დავეთანხმე. -ჩვენი საყვარელი თვის ბოლო დღე.-მითხრა მან და ხელზე ნაზად შემახო ხელები. -ივნისის სიხარული.-გავუმეორე მას მისი ფრაზა. -ჩვენი ივნისის სიხარული.-მითხრა მან და გამიღიმა. -არ მიყვარს თვეებზე,რიცხვებზე და ათას ცრუ-რწმენებზე აგებული ურთიერთობები,მაგრამ ივნისი გამორჩეულად შემიყვარდა. -აგვისტოს 30-ში აქ დავიწეროთ ჯვარი!-უეცრად თქვა მან და ჩამეხუტა.იმდენად უეცარი იყო მისი ეს წინადადება,რომ გაოგნებული დამტოვა.არასდროს მიფიქრია ოჯახზე,ალბათ იმიტომ,რომ პატარა ვიყავი,მაგრამ მაგას ვინ ჩივის,როცა დედამიწას სიყვარული ატრიალებს! *** გილოცავთ გოგოები 8 მარტს,ბედნიერი ქალები ყოფილიყავით მთელი ცხოვრების განმავლობაში. იმედია მოგწონთ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.