მოულოდნელი დასასრული (9)
ახალშეუღლებულთა ოჯახში პირველი დილა გათენდა, ეს დილა წესით სიყვარულით და სითბოთი უნდა ყოფილიყო სავსე, მაგრამ რა ვუყოთ, რომ ნიკა და ქეთი მსოფლიოში ყველაზე უფრო ჯიუტები და ამავე დროს ძალიან, ძალიან ამაყები იყვნენ... მეგობრები ეხუმრებოდნენ ხოლმე ასე ერთნაირებმა სად იპოვეთ ერთმანეთიო... ახლაც ზუსტად ერთდროულად გაეღვიძათო, შორიდან ისეთი საყვარლები იყვნენ, იფიქრებდით ყველაზე ბედნიერები არიანო... დილა ორიემ ღიმილით დაიწყო, მაგრამ თვალები გაახილეს თუ არა წარბები შეკრეს. -ანუ ეს კოშმარი არ იყო? განაცხადა ქეთიმ და სახე ბალიშში ჩარგო. -ნეტავ ყოფილიყო! ადუდღუნდა ნიკა და გვერდი იცვალა. -აეთრიე დროზე ფეხზე! -რა გინდა გოგო? -რას ქვია რა მინდა? რას იფიქრებენ შენები? -და რა უნდა იფიქრონ? -რა და ქმარს აზარმაცებსო! -აუ მოგცლია რაა. -ადექი დროზე, მე ვეღარ ვჩერდები. -მერე შენ ადექი, მე რას მელოდები? -შენ გგონია შენს თვალწინ გამოვიცვლი? -ქეთი გუშინ მე ჩაგაცვი! -მერე გუშინ ბნელოდა! -არც ისე ძალიან რომ რაღაც რაღაცები ვერ დამენახა... -დამპალო! დროზე ფეხზე აეთრიე სანამ... -რა სანამ? -სანამ გცემე! -ცემა მორევაზეა... ნიკამ წინადადება დაამთავრა თუ არა ქეთის ბასრი ფრჩხილები დალანდა, სწრაფად გაწია თავი რათამეუღლის შემოტევა მოეგერიებინა. -ამჯერად გადამირჩი გადაიკისკისა ქეთიმ და საბანი გაისწორა. -კარგი ჰო, ავდგები, მაგრამ მაგ კლანჭებს გაზით დაგაცლი... -ვნახოთ ვნახოოთ. მათი კამათი დიდ ხანს არ გაგრძელებულა, ნიკამ ჩაიცვა და ოთახიდან გავიდა, ქეთიც მალე მიჰყვა, ოჯახის სხვა წევრები სასტუმრო ოთახში ისხდნენ. ქეთი დაინახეს თუ არა სახე გაებადრათ, თეკლა მაშინვე გვერდით ამოუდგა გოგონას... -ქეთი რაღაც გვაქვს სათქმელი, ნიკასაც დავუძახებ და ვისაუბროთ კარგი? -მოხდა რამე? -მოხდა აბა არ მოხდა? ასეთი კარგი ამბავია და ქორწილი არ უნდა გადავიხადოთ? ქეთის ამ სიტყვების გაგონებაზე შეაჟრჟოლა, ქორწილი?! ალბათ ნიკა გაგიჟდება... მაგრამ მას ხომ ასე ურჩევნია? სჯობს ისე მოიქცეს, როგორც ოჯახის წევრები მოითხოვენ. ნიკასაც გაამწარებს და გამარჯვებულიც გამოვა... გოგონას თავის ბოროტულ გეგმაზე გაეღიმა. თეკლას თავი დაუქნია დივანზე ჩამოჯდა. თინამ მზრუნველად გადახედა ძალს... -ქეთი შენი ოჯახი მოვიწვიოთ და ერთად ვისაუბროთ კარგი? -როგორც გენებოთ. მალე ნიკაც დაბუნდა ახალმა ამბავმა არც თუ ისე გაახარა, თუმცა არ შეუმჩნევია... ყველაფერზე თავს აქნევდა, თითქოს ამ ქვეყანას აღარ ეკუთვნოდა... ნეტავ რა დაემართა? ქეთიმ იფიქრა ეწყინაო... გულში რაღაც ჩასწყდა... სინამდვილეში უჭირდა იმის დაჯერება, რომ ნიკას მისი სიახლოვე არ სიამოვნებდა. დაიბენით? ჰო არ მიკვირს განა იოლია გაერკვე იმ სიტუაციაში, რომელშიც თავად ისტორიის გმირებიც კი ვერ გარკვეულან? მოდით უბრალოდ დინებას მივყვეთ და დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ერთი კვირა ამ მიწვევა-მოწვევებში გადიოდა, გეგმავდნენ ქორწილს, სტუმრობდნენ ქეთის მშობლებს, ქეთის მშობლებიც სტუმრობდნენ ქალიშვილის ახალ ოჯახს. მეჯვარეებად ლევანი და ნინუცა აირჩიეს, თუმცა ოთოც ხშირად სტუმრობდათ მათ... მთელი კვირა ქეიფში და ტაშ-ფანდურში გალიეს. წყვილს სასაუბრო დროც კი აღარ ჰქონდათ, მხოლოდ საძიებელში ნახულობდნენ ერთმანეთს და იქაც ისეთი დაძაბული სიტუაცია იყო ხმას ვერ იღებდნენ... ერთ საღამოს ნინუცა ესტუმრათ, რაღაც კაბები აურჩევია და ქეთისთვის უნდოდა ჩვენება. ნიკას გენიალური იდეა დაებადა, ოთოს დაურეკა და სასწრაფო წესით მოსთხოვა გამოცხადება, მიზეზის თქმა არ დასჭირვებია თავადვე მიხვდა. გახარებული ნიკა მისაღებში გავარდა და დაქალბს გვერდით ჩამოუჯდა. -რას შვრებით გოგონებო? -შენი მოკვლის გეგმას ვადგენთ! შეუღრინა ქეთიმ, მალევე მიხვდა, რომ შეცდომა დაუშვა და გაიცინა რათა დანაშაული გამოესყიდა. ნიკამაც ამ სიტუაციით ისარგებლა და ცოლს ჩაეხუტა. -სუ ასე იცის ხოლმე, ვინმე იფიქრებს, რომ ჩემზე მართლა გაბრაზებულია. -არა ჩემო საყვარელო, ნინუცამ ხომ იცის როგორ გვიყვარს ერთმანეთი! ეს ბრძანება უფრო იყო, ვიდრე ალერსიანი მიმართვა. -კარგით ახლა, არ გიცნობდეთ მაინც ვიცი რომ წამდაუწუმ ჩხუბობთ, იმედია გაიზრდებით ოდესმე. ამის თქმა და კარზე ზარი ერთი იყო... ნიკა პატარა ბავშვივით გაიქცა, დარმუნებული იყო, რომ ოთო მოვიდა. არც შემცდარა... -შემოდი ოთო შემოდი... დაიგუგუნა ბიჭმა და მეგობარს გადაეხვია. ოთო მისაღებში შეიყვანა და ინუცას გვერდით ჩამოსვა. -მე წავალ გვიანია უკვე... განაცხადა ნინუცამ და ფეხზე წამოდგა. -არა რა დარჩი გთხოვ... დაიწუწუნა ქეთიმ. -წავა ეს გოგო აბა რა იქნება, რაც მოვიდა ალაპარაკებ სულის მოთქმა არ აცადე... ან ყავა შეგეთავაზებინა ან წვენი... მოკლედ უჩემოდ არ ვარგიხარ რა. -ეგ რა შუაშია უბრალოდ... -უბრალოდ დაჯექი და დგველოდე, ყავას და ტკბილეულს მოგიტანთ... ქეთი მიუხვდა ჩანაფიქრს, ამიტომ ბევრი აღარ უწუწუნია, ადგა და მეუღლეს გაჰყვა. -შენ ყავა მოამზადე, მე წვენს დავწურავ... -მმ რის წვენს? -გრეიფრუტი გვაქვს? -კი მგონი უნდა იყოს... -კარგი... ქეთიმ ჭიქები გაამზადა და სინზე დააწყო, მალე წყალიც ადუღდა. -ნიკა ხილი და ტკბილეული რაზე დავაწყო? -რავი ქეთი ნორმალური ადამიანები სახილეში ან თეფშზე ვაწყობთ ხოლმე, მაგრამ შენ თუ გინდა პირდაპირ მაგ სინზე დაყარე. -ახლა ამ ცხელ წყალს სახეში შეგასხავ! სადაა სახილე? -სადაა და თაროზე! ბიჭმა თითით ანიშნა, ქეთიმაც იქეთ გაიხედა... ცოტა მაღალი ეჩვენა, რომ მიუახლოვდა მიხვდა, რომ საკმაოდ მაღლა იდო. თიტის წვერებზე შედგა და ასე სცადა ჩამოღება.. თუმცა არაფერი გამოუვიდა, მერე ახტა... ვერც ამჯერად მიაღწია შედეგს... ნიკა კარგა ხანს უყურებდა, ცდილობდა სიცილი შეეკავებინა, მაგრამ მაინც ჩაიფხუკუნა. კიდევ კარგი ქეთიმ ვერ გაიგო... ან რას გაიგებდა, მთელი ძალა და ენერგია სახილესკენ ჰქონდა მიპყრობილი. კიდევ ერთხელ ახტა, არა კი არ ახტა აფრინდა და სახილესაც მისწვდა, მაგრამ მოიცადეთ! როგორ მოახერხა მან ეს? თავიდან თვითონაც გაუკვირდა, მაგრამ მალევე იგრძნო მხურვალე მკლავები მის წელზე და გახშირებული სუნთქვა ყელთან. -ასე უკეთესია? იკითხა დახშული ხმით... კარგა ხანს პასუხი ვერ გასცა, იმდენად სიამოვნებდა მეუღლის სიახლოვე, რომ არ უნდოდა რაღაც სისულელით გაეფუჭებინა ეს მომენტი. -ჰო... დაიჩურჩულა მან. ნიკაც დაიბნა, აღარ იცოდა რა ექნა... როგორმე უნდა მოშორებოდა ქეთის მაგრამ არ შეეძლო, პირიქით! უფრო და უფრო ძლიერად ეკვროდა მას. მერე უხებ გაიწია და მკვეთრი მოძრაობით გოგონა თავისკენ მოაბრუნა. გოგონა შეცბა და თავი დახარა, ისიც გრძნობდა რომ ეს ყველაფერი უნდა დაესრულებინა, მაგრამ ნიკასგან მომავალ სითბოს წინააღმდეგობას ვერ უწევდა. -უნდა გავიდეთ... გველოდებიან... ძლივს ამოიკნავლა გოგონამ. -ჰო.. უნდა გავიდეთ... უპასუხა ნიკამ, მაგრამ განძრევა არც კი უფიქრია. ისევ ქეთიმ ითავა სიტუაციის დალაგება, ეცადა მეუღლის მკლავებისგან თავი დაეღწია, მაგრამ შეტოკდა თუ არა ნიკამ კიდევ უფრო ძლიერად მიიკრა გულზე, თითქოს ნიშანი უნდოდა და მიიღო კიდეც, მეუღლეს ტუჩებზე დააცხრა. ქეთი დაიბნა თითქოს ვერ ხვდებოდა, რა მოხდა, მაგრამ მალევე მოეგო გონს... ქვია კი ამას გონს მოგება? თითის წვერებზე აიწია და ნიკას თმებში ჩააფრინდა. ბიჭი კიდევ უფრო გახელდა, გოგონა ხელში აიტაცა... მოულოდნელად შებარბაცდა წამით მოსწყდა მეუღლის ტუჩებს, გოგონამაც ამით ისარგებლა და სული მოითქვა. -მისმინე... -ჩუმად... ვიცი, რომ შენც გინდა... -არა მისმინე... -ნუ მეპასუხები... -ოთო და ნინუცა! -გავყაროთ! -ხომ არ გაგიჟდი?! -კი! -ნიკა... -ნიკა კი არა გაჩუმდი და მაკოცე. ქეთისგან ინიციატივას არ დალოდებია, ხელი თმებში შეუცურა და ისევ თავისკენ მიიზიდა. თუმცა ქეთიმ ისევ მოიშორა... -მისმინე, ახლა გავიდეთ და -და რა? -არ ვიცი, ოღონდ ახლა გავიდეთ... გთხოვ. -არ მინდა... -ნიკა შენ საერთოდ ვერ აცნობიერებ რა გინდა. -ნუ ჩერჩეტობ, მაკოცე! -მისმინე, ახლა გავიდეთ სტუმრებთან... გთხოვ. -იცოდე to be continued! ქეთიმ გაიცინა და ქმარს მოშორდა, ნიკა სულ არ იყო სიცილის ხასიათზე... ერთი სული ჰქონდა სტუმრები სახლიდან გაეყარა და ქეთი მოეხელთებინა. თავთავანთ სინებს ხელი დაავლეს და და გასასვლელისკენ დაიძრნენ... ქეთის უცებ მმოაგონდა, რომ სახილე მაგიდაზე დარჩა და უკან მობრუნდა, კინაღამ ნიკას დაეჯახა... გოგონა მარჯვნივ გაიწია რათა მისთვის გზა დაეთმო, ნიკამაც იმავე მოიმოქმედა... ისევ ერთმანეთს შეეჯახნენ, ამჯერად ნიკა მარცხნივ გაიწია, ზუსტად იმავე წამს იმავე მოიმოქმედა ქეთიმაც. ორივეს გაეცინა... მერე ისევ ქეთიმ სცადა სიტუაციის გამოსწორება. -მე გავიწევი, შენ ადგილზე დარჩი. -კარგი... ჩაიფხუკუნა ბიჭმა... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.