შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თვალები სიყვარულს მეტყველებენ 12


10-03-2015, 22:51
ავტორი blackboss
ნანახია 2 409

ესეც ასე! ელენე დაბრუნდა და ყველაფერი ჩვეულ, მხიარულ კალაპოტს დაუბრუნდა. ეს გოგო იმხელა პოზიტივს ასხივებდა რომ შეუძლებელი იყო მის გვერდით ყოფილიყავი და მოგეწყინა. ელენეს დაბრუნების დღიდან წვეულებისთვის მზადება დაიწყო...
ლომისას და ელენეს უზარმაზარი სახლი ნელ-ნელა ეწყობოდა. ჯერ ეზო. დეკორაციები, აუზის გაწმენდა, მოკლედ ეზო სამოთხეს დაამსგავსეს. სახლი? სახლი მორთეს და წვეულებისთვის მოამზადეს. ისეთი ლამაზი იყო იქაურობა თავი ზღაპარში გეგონებოდათ.

ელენე უბედნიერესი იყო. ის შავბნელი დღეები წარსულს მიაბარა, თუმცა გახსენებისას უსიამოვნო ჟრუანტელი უვლიდა და თვალებში სევდა უდგებოდა, ეს ყველაფერი კი რამდენიმე წამი გრძელდებოდა, რადგან თავს არასდროს აძლევდა დაცემის უფლებას.

რამდენიმე დღეღა რჩებოდა წვეულებამდე... ელენეს კი ჯერაც ვერ გადაეწყვიტა რა ჩაეცვა. ხო შეიძლება იფიქროთ ყველა გოგო იმტვრევს თავს რა ჩაიცვასო, მაგრამ ეს სულ სხვა შემთხვევაა... წარმოიდგინეთ ერთდროს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე უმსხვილესი ბიზნესმენის, ირაკლი დვალის გოგონა იყო. ისედაც სულ ყურადღების ცენტრში იყო. ახლა კი ფაქტიურად იმ კომპანიის ნახევრის მფლობელი იყო. მოკლედ ეს წვეულებაც მისთვის ეწყობოდა და გამორჩეული უნდა ყოფილიყო. უნდოდა რაღაც განსხვავებული, ისეთი რაც არავის უნახავს და სცმია.
ამ შვიდმა თვემ მასზე აშკარად კარგი გავლენა მოახდინა. ტვინიც დასვენებული აქვს და ნერვებიც. პატარაობიდანვე ნიჭიერმა ახლა საერთოდ ბუმი მოახდინა...
მთელი ერთი ღამე ჩაიკეტა ოთახში და ხატავდა... არავის ეუბნებოდა რას და ყველას აინტრიგებდა. ოთახიდან მხოლოდ მეორე დღის შუადღეს გამოვიდა გაბადრული სახით და დიდი ნახატით ხელში. ლომისამ კითხვის ნიშნიანი მზერა სტყორცნა, მაგრამ თვალებში ჭინკებათამაშებულმა ელენემ დააიგნორა ძმის მზერა და სახლიდან კმაყოფილი მზერით გაკაკუნდა.

პირველი გაჩერება-სამკერვალო!
ის ნახატი პირდაპირ დიზაინერთან შეიტანა, რომელსაც საქართველოში ყველაზე მსხივილი ბიზნესი ჰქონდა ამ სფეროში, თანაც ელენე ენდობოდა. ადრე მამამისსაც ჰქონდა რაღაც შეხება ამ ადამიანთან.
კაბინეტი ღიმილაკრულმა შეაღო
-გამარჯობა ბატონო ლევან შეიძლება? -ელენემ მორიდებით იკითხა და ჭაღარაშეპარულ და ჯერ კიდევ სიმპათიურ მამაკაცს გაუღიმა
-დიახ მობრძანდით რა გნებავთ?-ბატონმა ლევანმა სკამზე მიუთითა
-მე ელენე დვალი ვარ-ელენემ ხელი მიაგება

მამაკამა ცხვირზე დასკუპებული სათვალე ფეთიანივით მოიძრო
-ელენე? თქვენ შემთხვევით ბატონი ირაკლი დვალის შვილი ხომ არ ხართ?
ელენემ ყურებამდე გაიღიმა. საამაყოა როცა ასეთი მამის შვილი ვარო ყოველთვის ამბობდა
-დიახ. თქვენი გაცნობა მინდოდა ვიცი მამას მეგობარი იყავით
-არადა ისევ ის კიკინებიანი გოგო მახსოვხარ ელენე-ცრემლჩამდგარმა ჩააილაპარაკა კაცმა რომლის სერიოზული სახე წუთში მომბალიყო. ბატონი ლევანი ადგა და ელენე როგორც შვილი ისე ჩაიხუტა. ელენემ გაუბედავად შემოხვია ხელები ამ ზორბა კაცის უხარმახარ ბეჭებს და გაიტრუნა.
როგორც იქნა მოშორდნენ ერთმანეთს და ადგილებს დაუბრუნდნენ.
-ელენე ისე რამემ ხომ არ შეგაწუხა? ხომ იცი ყველაფრის იმედი შეგიძლია გქონდეს?! შენ მარტო თქვი-გაბადრულმა უთხრა ლევანმა
-იცით რაღაც თხოვნა მართლაც მაქვს-მორიდებით უთხრა- ბავშვობიდან უბრალოდ მოყვარულის დონეზე ვხატავდი. მალე წვეულება მექნება და ძალიან მჭირდებოდა რაღაც განსხვავებული კაბა, ჩემს გემოვნებაში კი ვერცერთი ჩაჯდა და მეთვითონ დავხატე როგორი კაბაც მინდა და იქნებ გენახათ? და თქვენს ფირმაში მინდა შევიკერო-თვალებგაბრწყინებულმა ჩამოურაკრაკა ელენემ

ლევანს ტუჩის კუთხეში ჩაეღიმა
-რა თქმა უნდა ელენე, შვილო. მაგაზე გაწყენინებ? მახსოვს პატარაობიდანვე არაჩვეულებრივად ხატავდი და სიმართლე გითხრა მეთვითონაც მაინტერესებს.
ელენემ იქვე მიყუდებული ნახატი აჩვენა....
ნახატის ნახვა და ბატონი ლევანის თვალების კეფაზე ასვლა ერთი იყო!...
ისეთი სრულყოფილი იყო თვითონ ნამშევარიც, და კაბის დიზაინი... ეს რაღაც არაამქვეყნიური იყო, განსხვავებული.კაბის უნახავს დაგტოვდათ.
ლევანმა ჯერ ნახატს შეავლო გაბრწყინებული თვალები, მერე ელენეს, მერე ისევ ნახატს, მერე კი ისევ ელენეს... ისე სასაცილოდ უმზერდა ხან ნახატს ხანაც ელენეს.
-ელენე... ნუთუ ეს შენი ნამუშევარია?-ათიათასი შეთვალიერების შემდეგ ძლივს მოატრიალა პირში ენა
-დიახ ბატონო ლევან
-ბატონოს გარეშე ჩემო კარგო თორემ მოხუცი მგონია თავი-ორივეს გულიანად გაეცინა
-კარგი ლევან -გაიცინა ელენემ- მოკლეთ მე თქვენი იმედი მექნება. თანხაზე პრობლემა არაა მთავარია კაბა ზუსტად ისეთი გამოვიდეს როგორიც ხატია. მართლა ძალიან გამიხარდა თქვენი გაცნობა და იმედი მაქვს მომავალში ვითანამშრომლებთ.
ლევანს თვალზე რემლი მოადგა
-რა თქმა უნდა ელენე ყველაფერი მზად იქნება. უბრალოდ ვერც კი წარმოიდგენ როგორ გავხარ ირაკლის, მისი ასლი ხარ. მასსავით გიბრწყინავს თვალები და მისნაირი სიცოცხლის წყურვილი გაქვს. ღმერთმა დაგლოცოს. შეგეხმიანები ამ დღეებში. და შენთან სალაპარაკოც მაქვს.
-დიდი სიამოვნებით. ამ დღეებში გამოგივლით შეხვედრამდე-ერთმანეთს გაუღიმეს, მამა-შვილურად გამოემშვიდობნენ ერთმანეთს და ელენემ კაბინეტი დატოვა უზომოდ კმაყოფილმა.

შემდეგ უნივერსიტეტში მიცუნცულდა. დიდი ხანი იყო რაც არ დადიოდა. უნდა დაწეოდა მასალას და გამოტოვებული გამოცდებიც ჩაებარებინა.
მისი უნიში გამოჩენა და მთელი ჯავახიშვილის თავის სტუდენტებ-ლექტორ-დეკან-დამლაგებლიანად ელენეზე ალაპარაკდა და მისკენ დაიძრნენ.
ყველა ელენეს კითხულობდა. ელენემაც მშრალი პასუხი გასცა ყველას ერთი გაიღიმა და ცოტა მობეზრებულმა დატოვა ხალხის ბრბო. ოოხ ოღონდ ესენი აჭორავე და...
ელენე აუდიტორიაში შევიდა და მისი ჩვეული ადგილი დაიკავა. სულ მალე დაიწყო ლექციაც დ სტუდენტები ერთმანეთის მიყოლებით შემოლაგდნენ. ლექტორს გაუხარდა ელენეს დანახვა, რადგან ელე ყველაზე მაგრად სწავლობდა მის საგანს. მოკლედ მოიკითხა ლექტორმა. მოკითხვის შემდეგ აუდიტორიაში გააააააასაგიჟებელი ბიჭი შემოვიდა ბოდიში მოიხადა დაელენესკენ გამოემართა. ერთადერთს ელენეს არ ჰქონია რეაქცია ამ ბიღის დანახვაზე დანარჩენი გოგოები დადნნენ. ელენეს კი ამაზე ირონიულად გაეცინა. ის ბიჭი ელენეს დაადგა თავზე
-უკაცრავად გოგონი ეს ჩემი ადგილია და თუ შეიძლება დამითმეთ-და თვალი ჩაუკრა აშკარად გაკვირვებულმა ელენეს გულგრილობით
-ვისთან ხარ ბიჭი? პირველი კურსიდან აქ ვზივარ და როდიდან გახდა შენი ადგილი?
-ჩემი აქ გადმოსვლის დღიდან-პოზიციებს არცერთი თმობდა
-რამდენიმე თვე ჩემი აქ არყოფნა სულაც არ ნიშნავს იმას რომ ჩემი ადგილი ახალმოსულებმა უნდა დაიკავონ.
საბოლოოდ ისევ ბიჭმა დაუთმო და ელენეს გვერძე მიუჯდა
თითქოს ახლაღა დაინახა ელენეს თვალშისაცემი გარეგნობა და თვაებგადმოკარკლული უყურებდა. ლექცია ისე დასრულდა მზერა არ მოუშორებია ელენესთვის როცა დამთავრდა ელენე ადგა და იმ ბიჭს უთხრა
-პირი დახურე ბუზები დაფრინავენ-თვალი ჩაუკრა და აუდიტორიიდან გაკაკუნდა.
იმ დღეს მარტო ერთი ლექცია ჩაუტარდა
ეზოში ბერდია დახვდა. ელენე გაიბადრა. თითქოს არაფერი შეცვლილა. ისევ უნიდან გამოსული ელენე და ისევ ეზოში მომლოდინე, მომჭიმარი ბერდია. ისევ ის ბედნიერებისგან აბრჭყვიალებული თვალები!!!
ელენე გაიქცა ბერდიასკენ და კისერზე ჩამოეკონწიალა.
-ჩემი ხორკლიანი გოგოო-ვნებიანად ჩასჩურჩულა ბერდიამ როცა ყელშიკოცნადასაჩუქრებულ ელენეს ტანმა წამებში მოახდინა რეაქცია
საპასუხოდ მხოლოდ ამოიკრუტუნა ელენემ და აპრეხილი ცხვირის წვერი ბერდიას ლოყას გაუხახუნა
-ჰაჰააჰ შენც დაიხორკლე-დასცინა ელენემ

ბერდიას უნდა უპასუხა როცა მხერა სხვაგან გადაიტანა. ელენე გვერდიდან მოიხუტა. მათკენ სწორედ ის ნერვების მწყვეტავი მაწაკი არსება ბიჭი მოდიოდა. ნუ ეს უბრალოდ თორემ განა ცუდი ბიჭი იყო ;დდ

-ვაა ლეოო-ძმურად ჩაეხუტნენ და ბეჭებში დაუწყეს ერთმანეთის დიდი ტორების ბრაგუნი
-რავახარ ბერდუშ ძმა -აშკარად გახარებულმა კითხა
-როგორ ვიქნები ძმა-გაბადრულამ თქვა-გაიცანი ჩემი გოგო - ორივეს გაეცინა ელენე კი გაწითლდა-ელენე
მერე ელენეს მიუბრუნდა
-ელე ეს კი ჩემი ბავშვობის მეგობარი და უბნელი, ფაქტიურად ტრუსიკის მეგობარი ლეოა
-ამ სიტუაციაში უფორ სასიამოვნოა შენი გაცნობა ელე -ორივეს გაეცინა, მერე ელენე გაკვირვებულ ბერდოს მიუბრუნდა- ჩემი ადგილის გამო რამის ერთმანეთი დავხოცეთ ლექციაზეო
მოკლედ ერთმანეთს კარგად გაუგეს. გზაში კარგადაც იცინეს. და ისევ და ისევ ელენეზე დამშეული ათასობით მზერა... ზოგი მის გაერგნობაზე იბოღმებოდა, ზოგიც იმაზე ამდენი სიმპათიური ბიჭი რომ უმშვენებდა მას გვერს... მაგრამ ფეხებზე!!!
მთავარია ელენე იყო უბედნიერესი.

*წვეულების წინა დღე*
დილიდან არაჩვეულებრივ ხასიათზე იყო ელენე.
-ელე აქამდე ტვინი გაბურღული უნდა გქონდეს რა ჩვიცვაო და ხო მშვიდობაა?- დაეჭვებით შეეკითხა ლომისა
-სირპრიზია ძმი- ამოიკისკისა ელენემ და სახლის კარები გაიხურა

ეგრევე გაქანდა ბატონ ლევანთან
-გამარჯობა ლევან როგორ ხართ?-ღიმილით მიესალმა ელენე
-ელენე აარაჩვეულებრივად. ასე კარგად დიდი ხანია არ ვყოფილვარ. ისეთი იდეალური გამოვიდა კაბა რომ ვერ ხედავ ამხელა კაციც კი ავცუნცრუკდი
-ეგეთი კარგი გამოვიდა?-თვალები გაუბრწყინდა ელეს
-არაჩვეულებრივი წამოდი მოისინჯე კაბა და შემდეგ მე შენთან წინადადება მაქვს
-კარგით

ელენემ მოისინჯა კაბაა.... რას ვამბობდიი? ;დდ
ხოოდა მოისინჯა კაბაა და ისეთი მაგარი იყო რომ აი უბრალოდ ენით ვერ აღვწერ უბრალოდ კაბა-იდეალი იყო. აიაიაი ,,ზე“ კაბა კაბა იყო. ელენეს ისედაც გამომწვევ უნაკლო ფორმებს უფრო უსვამდა ხაზს. მოკლედ ელენეს კაბა იყო რასაც ქვია რა. მალევე გამოიცვალა და ლევანთან შევიდა.

-არაჩვეულებრივია ლევან არ ვიცი მადლობა რით გადაგიხადოთ. ზუსტად ისეთია როგორიც მინდოდა
-რის მადლობა ელენე. მოკლედ რასთან დაკავშირებით მინდა შენთან საუბარი-უცებ დაასერიოზულა ლევანმა სახე- შენი ესკიზი როგორც კი ვნახე ეგრევე გამიჩნდა ეს აზრი თავში. შენნაირი ფანზატიისა და გემოვნების გოგო რომელიც თანაც ხატავს იშვიათია და რას იტყვი ჩემთან რომ გეთანამშრომლა? ჩემს ოფისში აქ ვიზრუნებ ყველაფერზე რომ უფრო დაიხვეწო, შემდეგ კი შეგეძლება შენი ბიზნესი წამოიწყო რა აზრის ხარ?
ელენემ რამდენიმე წამში გადახარშა ნათქვამი და მერე გაბრწყინებულმა უთხრა
-რა თქმა უნდა თანახმა ვარ. ამ შანსს ხელიდან ვერ გავუშვებ. უდიდესი მადლობა.
ახლა კი მეცჰქარება უნდა წავიდე. მომავალ შეხვედრამდე.
ერთმანეთს გამოემშვიდობნენ ელენე კი უბრალოდ თავის საყვარელ კაფეში წავიდა და საღამომდე იქ იყო.
შემდეგ კი სახლისკენ მიმავალ გზას სეირნობით გაუყვა.


როგორ ხართ ცუნცულებოო? დიიიიიდი ბოდიში რომ დავიგვიანე :/ მოკლე თავია ვიცი მაგრამ გამიგეთ ფიიიიიიიფლლლლლლლ ;დდდ ტელეფონით ვტვირთავ ამასაც და დავიტანჯე <3 ცჰემი ხრამუნები და გემრიელობები ხართ <3 ძალიან მიყვარხართ იმედია მოგეწონათ ( შეცდომებს არ ვიმჩნევთ )


დააა ხოოო ეს ისტორია ჯერ არ მთავრდება!!!!



№1 სტუმარი elee

cota pataraa tavia mara aushavss :* dzzan magaria mainc ♥♥♥ male dade axali taviii ♥♥♥♥♥♥

 


№2  offline წევრი ucnobii

Nu shen ro saocreba xar amas radunda bazari! Aseti emociebit datvirtuli tavebi jer xo ar shemxvedria! Imena shoki xar! Miyvarxar da sulmoutqmenlad veli shemdeg tavs!

 


№3  offline წევრი blackboss

elee
cota pataraa tavia mara aushavss :* dzzan magaria mainc ♥♥♥ male dade axali taviii ♥♥♥♥♥♥

rogorc ki movaxerxeb egreve davdeb ♥♥♥ madloba rom mogwons da emociebsac rom miziareb ♥ maxareb dzalian ♡

ucnobii
Nu shen ro saocreba xar amas radunda bazari! Aseti emociebit datvirtuli tavebi jer xo ar shemxvedria! Imena shoki xar! Miyvarxar da sulmoutqmenlad veli shemdeg tavs!

chemi tkbilo da uuusayvarlesi gogo!!! ♥ madloba mec dzaaalian ukve dzaaalian shemiyvardi magari gogo xar dzaan ♥♥♥

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent