შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაზაფხულს გავცვლიდი შენს ერთ კოცნაში ... 11


10-03-2015, 23:33
ავტორი northern light
ნანახია 3 633

ისევ უსასრულო ღამე , ისევ უსასრულოდ გაწელილი წუთები და იმაზე ფიქრი როდის ვნახავ ჩემს დემონს , მალე გათენდი რა ... გულში ვნატრობდი და გონებაში ვითვლიდი რპომ ჩამძინებოდა , მაინც თვისას შვრებოდა ფორიაქებული გული და სადღაც შორს ფიქრებში მივყავდი ისევ გუკასთან, ისევ ბედნიერებასთან და მეც ვერაფრით ვიძინებდი . ჩემი ტელეფონი აწკრიალდა და მეც ზანტად გადავიწიე საწოლიდან ტელეფონის ასაღებად. "ცუდად ვარ " ავტორი რათქმაუნდა ჩემი ბიჭი რადგან ამ შუაღამისას სხვა ვინ მომწერდა?
"რა გჭირს?" მეც თვალებმოჭუტულმა ავკრიფე ტექსტი და საბანი გავიწორე
"მენატრები, მალე გნახავ?" ისე გავთბი ამ სამი სიტყვით რომ , რომ არა ნოემბრის სუსხი ალბად საბანს გადავიძრობდი, რა საყვარელია, მეხივით დამეცა და დამწვა ოღონდ სიყვარულით .
"რათქმაუნდა " ისე ავკრიფე ასოები ღიმილს ვერ ვიშორებდი სახიდან და გულიც გამალებით მიცემდა
"ტკბილი ძილი მაშო, ლამაზი სიზმრები და იცოდე გელოდები ჩემს სიზმრებში, დამეწიე <3 " არ მახსოვს რამდენჯერ გადავიკითხე და ბოლოს როგორც იქნა ამოვისუნთქე , ამოვისუნთქე და ოდნავ ხმამაღლა გავიცინე
"დამელოდე, დაგეწევი <3" კიდევ ერთხელ გადავავლე თვალი მესიჯებს და მაგრად დავხუჭე თვალები, ამჯერად წავედი წყვდიადში და ჩემი გონებაც მთლიანად ღამის უკუნეთმა მოიცვა .
რა ჯობია დილას როცა მზის სხივები გაღვიძებენ , არა ვცდები ჯობია , აი ის დილაა საუკეთესო გუკას თბილი ხელები რომ გაღვიძებს , ჩემს მოსაზრებებზე მე თვითონ გავიღიმე და ფეხზე წამოვდექი. ღიღინით გავედი ოთახიდან , სააბაზანოს ატრიბუტებით ხელდამშვენებული და დედაჩემს შევეჯახე
-ოჰ! დაფრინავს ქალბატონი ღრუბლებში - ღიმილით მაკოცა შუბლზე და გამიღიმა . მსოფლიოში საუკეთესო დედა მყავს ! ამას სიამაყით ვამბობ რადგან ქეთო ჩემთვის ყველაფეია , დაქალი ძმაკაცი , დედა , და, ძმა აიი ყველაფერი , არცაა გასაკვირი ის ხომ დედაჩემია თან N1 !
-დედიი მერე რაღაც უნდა გითხრა - უკვე აღარ მინდა ქეთოს დავუმალო ჩვენი ურთიერთობა , მართალია მეც ვერ ვარ ბოლომდე გარკვეული მაგრამ მაინც უნდა იცოდეს.
-რაო დე? მიდი დაიბანე მამა წავიდა და ყავა დავლიოთ სანამ წახვალ სკოლაში - ცხვირზე მიჩქმიტა და სამზარეულოში შენარნარდა . მეც გამომაფხიზლა ცხელმა შხაპმა და უფრო კარგად დავაწყვე აზრები რას ვეტყოდი ქეთოს , დარწმუნებული ვარ გამიგებს მაგრამ ,მაინც ვნერვიულობ . ჯინსის მოსაცმელი ავიღე და ოთახიდან სამზარეულოში შევედი
-აბა მიდი დაიწყე - ყავის ფინჯანი დამიდო წინ ქეთომ და ჩემს პირდაპირ დაჯდა
-აუ დე მემგონი შეყვარებული ვარ - მორცხვენილმა ავხედე ცხელი ყავა მოვსვი .
-ღმერთო ამას რას მოვესწარი - ხელები მაღლა აღაპყრო და ღიმილით შმომხედა- ვინაა ის ბედნიერი?
-გუკა - ისე ხმადაბლა ვთქვი ჩემი სიტყვები ძლივს გავიგე . არ შემიხედავს ქეთოსთვის თვალები სად წამეღო აღარ ვიცოდი. ქეთომ რომ შეჰკივა იმხელაზე ავხტი ყავა ზედ გადმომესხა და ხელი დავიწვი. ახლა მეც ვკიოდი და ქეთოც ჩემთან ერთად
-ვაიმეე , რამაგარია, არა რა ჩემი შვილი ხარ , რა გემოვნება გაქ! და გუკაც რა მაგარი ბიჭია....- ქოთქოთებდა და აქეთიქით დადიოდა
-დედიიი ხელი დავიწვიი - ცრემლიანი თვალებით ავხედე და ისიც მაშინვე ჩემთან გაჩნდა
-ვაიმე მაშო სულ დაგიწითლდა დე- მაშინვე პირველადი დახმარების ყუთი მოძებნა და ხელის დამუშავება დამიწყო
-უკვე გითხრა მიყვარხარო? -თვალებაციმციმებულმა შემომხედა და ხელი შემიხვია
-აუ დე იცი რა დაბნეული ვარ? არ უთქვამს მიყვარხარდა ეგეთი ბანალურობები მაგრამ ისე იქცევა ჩემთვის მისი საქციელები უფრო ბევრს ნიშნავს , არ მინდა მისი ნათქვამი მაღალფარდოვანი სიტყვები , მაგრამ ისეთი საყვარელია ლამისაა ჩავყლაპო- სასაცილოდ დავმანჭე სახე და კიდევ უფრო დავმანჭე ხელის წვა რომ ვიგრძენი
-მაშო რა მაგარია, აბა შენ იცი დე, კარგი ადამიანია გუკა და იცოდე წესიერად მოიქეცი - შუბლზე ნაზად მაკოცა და გამიღიმა
-ეგ ხო მაგრამ ხელი რომ მეწვის და ზედაც დამესვარა - ჩემს გაყავისფრებულ ზედას დავხედე დაშეხვეული ხელი ავწიე
-წამო მე გამოგიცვლი თორე შენი ბიჭი 20 წუთია სადარბაზოსთან დგას და შესცივდება . ფანჯარაზე მიმანიშნა და მეც მაშინვე ფეხზე წამოვხტი
-რა ჰა? აბა სად? - თვალების ცეცება დავიწყე და კორპუსისწინ მდგარ ხესმიყუდებული გუკა რომ დავინახე სული ამიჩქარდა . რა სიმპატიურია ეს არსება . და ეს თეთრი ფრიც როგორ უხდება .
-მიდი ნუ გაშტერდი გამოიცვალე და წადი სკოლაში
-კაი დე , მიყვარხარ - ლოყაზე ხმაურით ვაკოცე და ისევ ჩემს ოთახში შევედი. მაისური გამოვიცვალე , მოსაცმელი მოვიცვი , ჩანთა გადავიკიდე და ღიღინით დავეშვი კიბეებზე . ჩემს დანახვაზე გაიღიმა და ჩემსკენ წამოვიდა . მეც ნაბიჯს ავუჩქარე და მასთან ახლოს გავჩერდი. ფრთხილად მომხვია ხელები და შუბლზე მაკოცა .
-შუბლზე სულელებს კოცნიან - ღიმილით ავხედე და მასზე აკრულმა მისი გამაბრუებელი სურნელი ღრმად ჩავისუნთქე
- მე სხვანაირად ვიცი - ღიმილით მითხრა და ჩემი შეხვეული ხელი რომ დაინახა სახეზე ფერები ეცვალა
-რა დაგემართა? -ხელი ხელზე მომკიდა და ახლოს მიიტანა
-არაფერი , ცოტათი დავიწვი - უცბად დავმალე ხელი ზურგს უკან
-გტკივა? ან როგორ დაიწვი? - ისევ შეშფოთებული მიყურებდა
-ო რა მტკივა უბრალოდ ყავა გადამესხა და ოდნავაა დამწვარი - მომაბეზრებლად ჩავილაპარაკე და წავედითთქო თავით ვანიშნე .
-მართლა არ გტკივა? -ისევ შეწუხებული მზერით მიყურებდა
-კაი რა თორე გეჩხუბები ახლა , არ მტკივა - თვალები დავუბრიალე და ფეხს ავუჩქარე- მართლა ძაან დაგვაგვიანდა - ტელეფონის ეკრან დავხედე და დანანებით ჩავილაპარაკე
-დღეს სადმე აპირებ წასვლას? -სერიოზული სახით შემომხედა
-რავი ლამარასთან მინდოდა წასვლა მაგრამ თუ დამეზარება არ წავალ - მხრები ავიჩეჩე და ინტერესით შევხედე
-კაი იცოდე თუ სადმე წახვალ დამირეკე ან მომწერე თორე ვიჩხუბებთ - სრული სერიოზულობით მითხრა და გზას გახედა
-გუყკა მისმინე , რა საჭიროა ყველგან შენ დამყვებოდე , პატარა ხომ აღარ ვარ? დღისით თუ გავალ გარეთ დამიჯერე დათო ვერ მომიახლოვდება და მეკიდე არ მინდა საქმეებს მოსცდე, შნც სკოლის მოსწავლე ხარ , თან მეთორმეტე კლასში ხარ და იმედია ჩემი გულისთვის გამოცდებში არ ჩაიჭრები - ძალიან წყნარად და ნელა ჩამოვაყალიბე სათქმელი და ინტერესით ავხედე
-აი შენ თუ კარგად არ იქნები გამოცდებიც , ხალხიც, მეგობრებიც, სკოლაც და აი საერთოდ ყველა ფეხებზე მკიდია გაიგე? -გაჩერდა და თალებში ჩამხედა. მეც სხვა რა გზა მქოპნდამისი მზერით დამონებული ვუყურებდი და მისი სიტყვებით ვთბებოდი
-გუკა არაა მასე, მისმინე ...
-მაშოო! - გამაფრთხილებლად ჩაილაპარაკა და სიტყვა შუაზე გამაწყვეტინა
-ნუ მაწყვეტინებ დამამთავრებინე ვახ - სიბრაზისგან გაწითლებულმა ვუთხარი და ისევ ჩავისუნთქე ლაპარაკი რომ დამეწყო მაგრამ მაინც პირზე ამაფარა ხელი და გაიცინა .
-მაშოოოოო- ისევ იგივე ტონით მითხრა მაგრამ სიცილით და მეც ძალიან გავბრაზდი უხეშად მოვიშორე პირზე აფარებული ხელი და წინ წავედი . სიცილით დამეწია და ლოყაზე მიჩქმიტა
-სულელი ბუტია ბავშვი ხარ - სითბოთი სავსე სიტყვებით ჩაილაპარაკა მაგრამ მე კიდევ უფრო გავბრაზდი და აწითლებულმა გავხედე
-ბუტიაც ხარ ბავშვც და უსლელიც !- სიტყვები მივაყარე და ყურსასმენები მაგრად მოვირგე . კიდევ მესმოდა მისი ლაპარაკი მარა ის გავბრაზდი ხმამაღლა ავუწიე სიმღერას და რაც შეიძლება სწრაფად დავწყე სიარული. მისგან წამოსული სითბოთი ვხვდებოდი რომ ჩემს გვერდით მოდიოდა და გზადაგზა მეღიმებოდა მაგრამ ამ ვიმჩნევდი . კლასამდე მიმიყვანა და სანამ შევიდოდი ხელი დამიჭირადა ისევ ნაზად მაკოცა შუბლზე . მერე ელენეს ტიტინი, გეოგრაფიის მასწავლებლის გაუთავებელი ყვირილი და ბოლოს თავისუბლებით გაჟღენთილი ჰაერი . ისევ გუკა გაკვეთილების შემდეგ და უხმოდ გავლილი გზა სკოლიდან-სახლამდე.

***
ბიოლოგიას ვწერდი ტელეფონი რომ აწკრიალდა და მეც დაღლილმა დავხედე მესიჯს
"კრასოტკა აკო ვარ , ადე ჩაიცვი , მეზარება სასწავლი მაქ და ეგეთები არ გამაგონო, ჩემთან ამო დღეს გართობის დღეა .მიდი გუკა გამოგივლის და გელოდებით 20 წუთში აქ იყავით :* " ... ახლა არც გართობის თავი მაქვს და არც არაფრის, ის მინდა ძილი როგორც არასდროს. ჩემი ოთახის კარზე კაკუნის ხმა რომ გავიგე გამიკვირდა როდის იყო ქეთო ან ზურა აკაკუნებდნენ
-ოოჰ მამი ან დედი როდის იყო აკაკუნებდით? -გაკვირვებულმა გავძახე და ისევ დავალებას მივუბრუნდი .
-და რო არც დედიკო ვარ და არც მამიკო მაინც არ დავაკაკუნო? -ნაცნობი ხმა რომ გავიგე მთლიანად გამაჟრიალა და გაკვირვებულმა ავხედე კართან აყუდებულ გუკას
-ეე შენ აქ რა გინდა? - გაკვირვებულმა ავხედე და კალამი იქვე დავდე
-რა მინდა და აკოსთან ავდივართ - რამოდენიმე ნაბიჯში გადაკვეთა საწოლამდე მანძილი და ზედ გაიშოტა
-და ძაან ხომ არ მოვშინაურდით? - წარბაწეულმა ავხედე ჩემს საწოლზე მწოლიარეს
-ოფ მე ვცხოვრობდი შენთან 1 კვირა? - თვითონაც ამიწია წარბი და კარგადაც ამაწითლა
-ფეხები მაინც ჩამოწიე -ამოვისისინე და გამახსენდა რომ გაბუტული ვიყავი
-ნუ მებუტები სისულელეებზე, მიდი ჩაიცვი და წავედით - წამოიწია და ახლა სავარძელში ჩაეხეთქა - მშვნიერი ბიბლიოთეკაა - გარემოს მოავლო თვალი და მერე ისევ მე შემომხედა
-ჰაჰაჰა გავიცინე - რაც შეიძლებოდა სარკაზმით ვუთხარი
-ეე მაშო , ახლა მართლა გეჩხუბები, ნუ მესწერვები გოგო - გაბრაზებულმა მითხრა და ფეხე წამოდგა
-თორე რა? - ენა გამოვუყავი და როცა ჩემსკენ წამოვიდა საწოლისკენ გავიქეცი
-დაგიჭერ და გაგუდვამდე გიღუტუნებ -ჩემსკენ გამოიქცა და ჩემი დიდი წვალების შემდეგ მაინც დამიჭირა და ხელებში მომიქცია
-ხო და გიჭირე პატარა ჩიტუნია - სიცილით მითხრა ნოხზე გამაწვინა და ღუტუნი დამიწყო . სიცილისგან ცრემლები მომდიოდა და ძლივს ვსუნთქავდი . "ახლა დამაცადე ვაჟბატონო" გულში გავიფიქრ და თვალები დავხუჭე სიცილიც შევწყვიტე და ერთიანად მოვეშვი. მალევე შეწყვიტა ღუტუნი და სახეზე მომკიდა ხელები
-მაშო , რა დაგემართა - ხელებს მისმევდა სახეზე და აკანკალებული ხმით ცდილობდა ვითომ გულწასულის გამოფხიზლებას
-მაშოო , აუ ახლა გაახილე თვალები და სულ აღრ შეგეხები, მაშოო - უკვე ტირილისპირას იყო მისული რომ სიცილი ავტეხე და მის შეშინებულ თვალებს რომ წავაწყდი მეც ძალიან გამიკვირდა
-გაგიჟდი გოგო? იცი როგორ შემაშინე? - ისევ გაურკვევლობაში მყოფმა მითხრა და სავარძელში ჩაჯდა
-სამაგიერო გადაგიხადე რა - მეც გვერდით მივუჯექი და ისევ გავიცინე .
-მეორედ აღრ გააკეთო ეგეთი რაღაც- თავი ხელეში ჩარგო და მუხლებს დაეყრდნო
-ოო კაი რა გეხუმრე- ფეხზე წამოვდექი და ახლოს მივედი
-რამის გული გამიხეთქე შე მაიმუნო - თვითონაც გაიღიმა და ერთი ხელის მოსმით აღმოვჩნდი მის კალთში . ღიმილით დამხელა და მაგრად მიმიკრო გულზე .
-ჯერ მიბრაზდები მერე მეხუტები , რა მაფიაა? -მის მკლავებში გარინდულმა ვუთხარი და მისი გულისცემის დათვლა დავიწყე .
-მაფია კი არა სულელო ეგ სიყვარულია - სრული სეიოზულობით მითხრა და მეც სუნთქვა შევიკარი, არ მინდოდა ეს წამები ოდესმე გამქრალიყო, ეს ხომ ჩემთვის ყველაზე ძვირფასი წუთებია, ეს ხომ გუკათი სავსე წუთებია და მისი სუნით გაჟღენთილი ჰაერია ...
- მაშო ისუნთქე რა - სიცილით მითხრა და ლოყაზე მომისვა ხელი. მეც ამოვისუნთქე და სიცილიც ამოვაყოლე ამ ამოსუნთქვას
-აი ეგრე რა - თვითონაც გამიცინა და ჩემთან ერთად წამოდგა ფეხზე . საწოლზე დამსვა და კარისკენ წავიდა ...
-მიდი პატარავ ჩაიცვი და წავიდეთ - ისევ გამიღიმა და კარს იქით გაუჩინარდა . " ...სულელო ეგ სიყვარულია" ისევ ჩამესმოდა მისი სიტყვები და სულს მიხუთავდა .
-შარში ხარ მაშოოო - სიცილით ჩავილაპარაკე და კარადიდან ტანსაცმელი გამოვალაგე

***
-ვაა ბიჭო უკვე მეგონა აღარ მოხვიდოდით რა , ელე და ლუკა აქ არიან, სხვა არავინაა დავაი დავიწყეთ ახლა და ჯოკერს ვთამაშობთ პროსტა მეოთხე კაცი გავკლია, თან ცოტა ლუდი რაღაც ჩიფსები, ნუ თუ არაყი გინდათ არც ეგაა პრობლემა და კიდე...
-აკო გვიშვებ თუ აქ უნდა გაგვყინო? - წარბაწეულმა ჩავილაპარაკე და ხელით გავწიე შემომიშვითქო
-აუ გუკსიიკ ამ გოგოს თუ შენნაირ უჟმურად არ აქცევ მადლობელი დაგჩები რაა - უხეშად მიხურა კარი და ახარხარებულს შემომხედა-რა გაცინებს გოგო?
-აუუ რა უთხარი? გუკსიიიკ- სასაცილოდ გავწელე ასოები და გუკას მხარზე დავარტყი ხელი
-ორივეს დაგაცლით თავებს - ახლა უკვე ახარხარებულ აკოსაც გადახედა და ოთახში შევიდა
-აუუ გუუუკს დამელოდეე - ტუჩების პრუწვით გაეკიდა აკო და გვერდით მიუჯდა
-მომაშორეთ ეს პიდარ**** აქედან თორე მოვაჭერი თავი - გაბრაზებულმა გადახედა აკოს და დივნიდან გადააგდო.
-აუუ გუკკს რა უხში ხარ, მოკალი ბავშვიიი- მეც წიკვინით ვუთხარი და აკო წამოვაყენე .
-მხეცია შნი შეყვარებული რაა - წელზე იკიდებდა ხელებს აკო. მე მის ნათქვამ შეყვარებულზე , გამაცია გამაცხელა სახეზე ფერები მეცვალა და ძლივს გადავხედე ყურებამდე გაღიმებულ გუკას და გვერდით მივუჯექი . რა დამპალია, ოხ ეს სიწითლე კიდე რა ნერვებს მიშლის
-ცეცხლი არ მოგეკიდოს - ყუთან მიჩურჩულა გუკამ და ხელიმომხვია . ამაზე კიდევ უფრო ავწითლდი ოღონდ სიბრაზისგან და ხელები სახეზე მოვიკიდე სიწითლე რომ დამეცხრო
-სპაკოინად გუკსისკ- მეც გადავუჩურჩულე და მაგიდისკენ გადავიწიე .
-აბა რომელი თამაშობთ? მაშო იცი ჯოკერი? -ლუკამ გადმომხედა და ლუდის ქილა მომაწოდა
-ერთად ვთამაშობთ ოღონდ მაშო ლუდს არ სვამს - ქილა გამოართვა და პეპსი მომაწოდა
-ეე მე ლუდი მინდა - ლუდის ქილისკენ გადავიწიე და მაინც ვერ მივწვდი ხელით გამაჩერა
-ნწუ, თუ გინდა ეს დალიე - თავი გააქნია და პეპესი ხელში მომაჩეჩა
-არ მინდა ეგ, მე ლუდი მინდა - გაბუსხულმა გავხედე და ბოთლი მაფიდაზე დავდე
-კაი რა იყო შეჩმა მიეცი ბავშვს ლუდი - გაბრაზებულმა გადახედა აკომ და ლუდი მომაწოდა. მეც ენა გამოვუყავი და ლუდი მოვსვი.
-ოეე სიტყვები რა ბიჭუკებო თორე ისეთ ჯანზე ვარ სათითაოდ დაგაცლით ენებს - სიცილით თქვა ელენემ და კარტის აჩეხვა დაიწყო .
-რაზე ვთამაშობთ? - ლუკამ იკითხა და ლუდიმოსვა
-ანუ ბოლო ორი წაგებული იცვამს საპირისპირო სქესის წარმომადგენლის ტანსაცმელს ნუ წვერები, მაკიაჟი, ყველაფერი რა და გადი ქუჩაში 1 საათით - ჩემი მოსაზრება მე თვითონ მომეწონა და გაოცებულ თვალებს გადავხედე.
-ოხ ეს ნახეთ რა ... კაი მოსულა - სიცილით თქვა აკომ და ელეს დარიოგებული კარტი აიღო .... ბევრი სიცილით და ბევრი ალიაქოთით ჩავამთავრეთ ერთი ხელი და გადაფითრებულ ლუკას და აკოს გავხედეთ
-დაგვერხაააააა - ერთმანეთს შეხედეს და სახეები დამანჭეს
-კიი ძმა მართლა დაგერხათ - სიცილით თქვა გუკამ და კარტი მაგიდაზე ხმაურით დადო.
-არა მე ქალის ტანსაცმელს არ ჩავიცვამ - ხელები გაასავსავა აკომდა ფეხზე წამოდგა
-აბა ახლა ვთქვით და მორჩა , ადე წავედით ჩემთნ კაი კაბები მაქ და მოგიხდებათ ბიჭებო - სიცილით წამოდგა კარგად შეზარხოშებული ელე და ლუკაც წამოაგდო .

მე , გუკა და ელე კაფეში ვისხედით და სიცილით ატირებულები ვუყურებდით მაღალქუსლიან ფეხსაცმელსა და გამომწვევ კაბებში ჩაცმულ აკოს და ლუკას. სასაცილოდ ესვათ წითელი პომადები და ისე დადიოდნენ თითქოს ფეხის მოტეხვას ცდილობდნენო. ახარხარებულ გუკას ვეყრდნობოდი და სუნთქვა აღრშემეძლო ამდენი სიცილისგან . კაფის შემოსასვლელი მდგარი ორი გაურკვეველი არსება რომლებიც ხელების ქნევით და ქალის ხმით ეძახდნენ გამვლელებს ფოტო გადაგვიღთო. აი ხალხის რეაქციაზე სული მეხუთებოდა და ისედაც აწითლებული კიდევ უფრო ვწითლდებოდი. ელეს თავი მაგიდაზე ედო და ყოველ ამოხედვაზე ხელახლა იწყებდა კაკანს , გუკა კიდევ მაგიდას ხელებით ეყრდნობოდა და სულს ძლიუვს ითქვამდა. აი უკვე რომ აღრ შეგვეძლო მაშინ დავინახე როგორ წამოვიდნენ ორი "გოგჩო" ჩვენი მაგიდიკენ და ორივემ გუკას დაადო მხარზე ხელი " ეს ჩვენიი ბიჭიაააა" სასაცუილოდ დაპრუწული ტუჩებით დაიძახეს და აი ამ დროს გუკას სახე რომ დავინახე მეგონა ორივეს იქვე დახოცავდა. ორ წუთში შუა ქუჩაში ვხედავდი მაღალქუსლიან ფეხსაცმელზე მორბენალ აკოს და ლუკას რომლებსაც გამწარებული გუკა მისდებვდა და უკვე მაგიდაზე ვფოფხავდი სიცილისგან სული რომ მომეთქვა . თვალს რომ მიეფარნენ ელეს გავხედე და წვენი მოვსვი
-აუ ცუდად ვარ, მუცლის პრესი დამეჭიმა დედას გეფიცები, ის წვეტიანი ფეხსაცმელი სად იშოვე გოგო ? -ისევ სიცილი ამიტყდა აკოს წვეტიანი გველის ტყავით გაფორმებული ჩექმები რომ გამახსენდა. - ან ამათი ზომა საიდან გქონდა?
-აუ გოგო ბებიაჩემი ზდაროვი ქალი იყო რა , დიდი ფეხი ქონდა მაგისებია , ამათ პატარა ქონდათ მაგრამ მაინც ჩავაყოფინე ფეხები - სიცილით მითხრა და ისევ სიცილი ატეხა როცა კაფის წინ აკომ ჩაირბინა რომელსაც უკან ცალი ფეხსაცმლით მისდევდა ლუკა და უკან კიდევ ისევ გიორგი მისდევდათ. აი მთელი ხალხი ხომ ვიდეოებს იღებდა და კაფეში ვინც ვისხედით სიცილისგან მიწაზე ვხოხავდით ....

მაპატიეთ რომ დავიგვიანე <3 მუზასთან ვიკამათე და ვერაფრით შევირიგე , აშკარად ძალიან ცუდი ხასიათი აქვს ჩემს მუზას :D გუშინ რომ დავწექი და დაძინებას ვაპირებდი მაშინ მოვიდა და მითქრა შემირიგდიო :D ხოდა შუაღამისას შევრიგდით და გუშინ ღამის 2 საათამდე ამ თავს ვწერდი <3 ვეღარ მოვახერხე დადება ექიმები , ექიმები, წამლები , და ძალიან გადავიტვირთე ... აი პირობას გაძლევთ აღარ დავიგვიანებ და იმედია მუზაც აღარ გამებუტება :D ველოდები შეფასებას თუ რამე არ მოგწონთ მითხარით და აუცილებლად გავითვალისწინებ <3 "მიხარიხართ" ყველა ძალიან <3 <3



№1  offline წევრი tamooo

dzaliaan bevri vicinee vaimee :)) magari tavi iyoo ai dzaan

 


№2  offline წევრი 4-ever

Es ra iyo gadavbjirdi :-D :-D :-D :-D Sagol :-* imedia bevri aseti tavi iqneba :-D :-D :-D :-D :-*

 


№3  offline წევრი vighaca

Au es Ra iyo muceli metkina vaih :D :D :D

 


№4  offline წევრი eelleeniko

ძალიან ძლოან მაგარია მაგრად მომწონს ძააან მაგარი გოგო არ

 


№5  offline წევრი ანა დევიძე

exla gavafreeenn.magaria dzaan....

 


№6  offline წევრი northern light

eelleeniko
ძალიან ძლოან მაგარია მაგრად მომწონს ძააან მაგარი გოგო არ

მადლობა ჩემო კარგოო <3 მიხარია რომ მოგწონთ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent