ჰამლეტი (2)
არ ვიცი რა მოხდა და რატო გავითიშე,მაგრამ ძაან გაასწორა. რა საშინელი სუნი დგას,სამოთხეში ასეთი სუნი როგორ უნდა იყოს? ჯერ ერთი თვალი გავახილე,ცალი თვალით სამოთხეს არ ჰგავს. მეორეც გავახილე. რა სამოთხე,რის სამოთხე,სკოლაში ვარ,სამედიცინო ოთახში. მარტო ვწევარ დებილივით. ასეთი არაფერი მინახავს. ნუ ჯანდაბას სამოთხეში არ წამიყვანეს,საავადმყოფოში მაინც ვყოფილიყავი. წამოვჯექი. აუ რა დამიბრიალააა. ოთახში არავინ არაა. სად წავიდა ვირიშვილი? "". ჩანთა ავიღე და გავედი. არხეინად მივსეირნობდი დერეფანში,როცა დამიბნელდაა. არა,ვთქვი დაბნელება ასწორებსთქო,მაგრამ ასე ხშირადაც არ მინდა. ირგვლივ მოვიხედე. ვაა. რაღაც მიდგას წინ. "რაღაცას" თვალი ავაყოლე. -ვაა,ვირიშ.... ტუჩებზე ხელი მივირტყი. -ისა... მე... ვირიშვილი.... ბოდიშიი. მე.... ის.... ხო.... კიბორჩხალას ფერზე დავდექი. ავხედე. იცინის! ხო უნდა მიასხმევინო ტვინი ამას. მე ნერვიულობით გავწითლდი,ეს-სიცილით. ზურგი შევაქციე. ის იყო ნაბიჯი გადავდგი,მწარედ მომკიდა მაჯაზე. მივტრიალდი. -ხელს არ გამიშვებ? მეტკინა. ამოვიკრუსუნე. შენც არ მომიკვდე. ეს არ იცინიდა წამის წინ? ახლა რა ცოფიანი ძაღლივით იყურება? -მომისმინე პატარავ! "ვინაა შენი პატარა,შე ვირიშვილო?! -რო გაგიცინე,მაგიტო ზედმეტებში ნუ გადახვალ. გაიგე? თავი დავუქნიე. -ჭკვიანად. ცხვირზე თითი დამკრა,ხელი გამიშვა და წავიდა. *** -აააააა,მტკივა ქალოოო,მტკივა. -რა გაბღავლებს,შე უბედურო? -დედა მტკივაა. ცრემლები გადმოვყარე,მას შემდეგ რაც ჩალურჯებულ მაჯაზე ხელი მომხვდა. -რა გატირებს ამხელა გოგოს? რა გტკივა მანახე. ვაიმეეე,მოგიკვდეს დედა. რა დაგემართა? -წევიქეეცი. -სულ როგორ ხუმრობ შვილო? რა მოგივიდა მითხარი,თორემ არ ვიცი რას გიზამ. -ისა... დე რა მომივიდა და.. მივდიოდი.. მივდივარ,მივდივარ,მივდივარ,მივდივარ,კიდევ მივდივარ და მივდივარ. ჰოოდაა მივდივარ და.. დავეცი. ავფრინდი და დავფრინდი. და დავარტყი მაჯა. ხოდა ასე არ გადამიგრიხა ხელი მაგ ვირიშვილმა? -კარგი რა თეკო. უუუხ. წამოდი წამალი წაისვი. დედაჩემი ადგა. კუდივით ავედევნე მეც. დედაჩემი ჩემს პირადში არასოდეს ერეოდა,რაც საჭირო იყო და მინდოდა თვითონაც ვეუბნებოდი. ხელზე რაღაც წამისვა,დამთხაპნა,შემიხვია და ოთახში შემაგდო,ისწავლეო. ეს ქალი მგონი კიდევ არ მიცნობს. მე რას ვისწავლიდი. ტელეფონი დავიკავე,"ვეფხისტყაოსანი" გავშალე და სოციალურ ქსელს ვესტუმრე. ძაან ზარმაციც არ ვარ,ხასიათს გააჩნია. ისე კითხვაზე ვგიჟდები. ყოველ ღამე ვკითხულობ რაღაცას. თიკუნა მწვანედ აენთო. -აეე ბაბუუ,აქ ხარ? -არააა.(სიცილები) -იმდენი შენ რა გითხარი. გოგო იცოდი? -საყვარელო თინათინ(ვერ იტანს ასე,რომ ვეძახი),ჯერ ერთი ყველა სიტყვას ცალ-ცალკე ნუ მწერ, მეორე თუ აზრს დაასრულებ,შეიძლება ვიცოდე. -ფუ რა უჟმური ხარ.გოგო ელენიკომ ახალი დაიწყო რაღაც. ერთად ჩავუჯდეთ მერე.ოკიიი? -ვიცი. გოგო რა უნდა მოგიყვე. მოკლედ ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი,Voice message თი. მერე აღშფოთების,შეშფოთებისა და კიდევ ბევრი "შფოთის" შეძახილი გამომიგზავნა. ათას სისულელეზე ვილაპარაკეთ. ვინაიდან და რადგანაც მე ვაჟაზე ვცხოვრობ, ის-ვარკეთილში, (ასე შორს როგორ და რანაირად დავმეგობრდით მერე მოვყვები) ჰოდა ერთ სკოლაშიც არ დავდივართ,ამიტომ ხვალინდელ შეხვედრაზე შევთანხმდით. საერთოდ მეგობარი ბევრი მყავს,მაგრამ დაქალი თიკუნა. ბავშვობიდან ერთად ვართ. კიდევ გვყავდა ერთი დაქალი,მარიამი. გარდაიცვალა. საკმაოდ მტკივნეული თემაა ჩემთვის და ისე დავტოვებ. უბრალოდ სიცოცხლეზე მეტად გვიყბარდა სამივეს ერთმანეთი,მარის გარდაცვალებამ ძალიან შეგვცვალა,მაგრამ შემდეგ უკვე ჩვენს საქციელებს,რომ გადავხედეთ,"მარის არ მოეწონებოდაო" ვთქვით და შეძლებისდაგვარად დავბრუნდით. ყველაზე მხირულები,ყველაზე სევდიანები არიანო,მართალია. ყოველდღე ავდიოდით მარის საფლავზე,ყოველდღე ვტიროდით და მერე ისევ ვცდილობდით ვყოფილიყავით მხიარულები. საიდან სად გადავედი. თიკუნა მამაჩემის ძმაკაცის შვილია. ბავშვობიდან ერთად ვიზრდებით და საცხოვრებელი ადგილების სიშორემ ვერ დაგვაშორა. ბავშვობაში სამეგრელოში,ზუგდიდში ჩავდიოდით,მერე ანაკლია,ზღვა. ერთხელ ზღვაზე გვინდოდა წასვლა,მაგრამ არ წაგვიყვანეს,ჩვენც ჯიბრზე ახალდასხმულ ბეტონზე,რომელიც მშრალი არ იყო,ოთხი გრძელცხვირა ადამიანი დავხატეთ,დედები და მამები. და წავაწერეთ "ძუნწები". ის ნახატი დღესაც იქაა. კარგი ბავშვობა მქონდა,მაგრამ ყველაზე მეტად ჩემი ბავშვობიდან,ჩემი მარიამი მენატრება. *** ვირიშვილის სახელის გასარკვევად იმდენი ვიწვალე,რომ რავიცი. დიტო ლაგვილავა,18 წლის, მე-12 კლასელი. ცხოვრობდა რუსეთში,სკოლაში შეიყვანეს 7 წლის და სკოლას ამთავრებს 18 წლის. ცხოვრობს საბურთალოზე. დედა-ეკა ჭინჭარაული,მამა-ვახო ლაგვილავა. მოკლედ მთელი ბიოგრაფია შევისწავლე,მაგრამ სულ ტყუილად. ვირიშვილი გაქრა... მინდა გითხრათ,ცუნცულებო,რომ ამ ისტორია ჰეფი,როგორც მე ვიტყოდი ხეფი ენდი ექნება. იმედია ცოოოტას მაინც იხალისებთ. მიყვარხართ. (გუუულეეებიიი) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.