შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სულელი მე -3


11-03-2015, 14:01
ავტორი skip beat
ნანახია 2 706

- ქეთა- ხელი გავუწოდე ჩამოსართმევად, რომელსაც ალექსანდრე დაბნეული დააშტერდა
–რა–გაოცებულმა შემომხედა-
–რა არა ვინ – თავაზიანად ვუღიმოდი რადგან ახლა მე ქეთა ვარ
– მარიამ სუ გაუბერე ხო?– გაუბერეს ვაჩვენებ მე ამას
– მარიამი არა ქეთა ვარ
– შენ რა გგონია კაბას ჩაიცმევ, მაკიაჟს გაიკეთებ ,თმებს დაიგრძელებ და ვერავინ გიცმობს?–ალამცერად იღიმოდა
–გასაგებია, მარიამის ახლო მეგობარი არ იქნები თორე გეცოდინებოდა– გავუღიმე და ისევ ხელი გავუწოდე – მოდი თავიდან დავიწყოთ– მე ქეთა ვარ ,მარიამის ტყუპი და– ამაზე წინასთან შედარეფით კიდე უფრო გაოცებული სახე ქონდა, რამდენჯერმე ამათვალიერ–ჩამათვალიერა ხმის ამოუღებლად– არ გჯერა ხო? ერთწამს დამელოდე– მაგიდისკენ წავედი , გოგოები იქ იყვნენ უცებ ვუთხარი თუ რამეა მე ქეთა ვართქო და ჩანათაში ჩავიქექე , სადაც ქეთას გამოგზავნილის საბუთები მეგულებოდა, მერე გაურკვევლობაში მყოფ გოგებს თვალი ჩავუკარი რო მოვალ აგიხსნითთქო მივაძახე და ალექსანდრესთნ დავბრუნდი ,
-იქნებ ამან ჯაგაჯეროს - პირადობა მივაწოდე მანაც გამომართვა ისე რო თვალი არ მოუშორებია ჩემთვის , საბუთები ხელში შეათამაშა კარგად გადახედა , ისევ შემომხედა და ღიმილით უკან გამომიწოდა
- ალექსანდრე
-ძლიან სასიამოვნოა ალექსანდრე
- ბოდიში არ მეგონა მარიამს ასეთი და თუ ყავდა , ან საერთოდ თუ ყავდა
-ასეთი?
-მშვენიერი -ოჰოო , უყურე ერთი დას მიკერავს , ამაზე გულში კარგად გადავიხარხარე , აი ახლა კი ნამდვილად გავერთობი , აჰ ალექსანდრე კოპალიანო რა შარში ხარ .
-მადლობა - საპასუხოდ მხოლოდ თავი დამიქნია, მოქმედებაზე უნდა გადავსულიყავი - ეს მუსიკები და სუნი უკვე თავს მატკიებს, გარეთ ხო არ გავსულიყავით ,თუ წინააღმდეგი არ ხარ რა თქმა უნდა - ამაზე ჩაეცინა
-რას ამბობ , ამ შანს როგორ დავკარგავ - გასასვლელისკენ წავედით , ის წინ მიდიოდა და მეც უკან მივყვებოდი ,ერთი პერიოდი იმდენ ხალხში დავკარგე კიდეც მაგრამ მიპოვა , მარჯვენა ხელი ჩამკიდა და წინ გამიძღვა , ამდენი ხნის მერე ეხლა დავაკვირდი როგორი გაზრდილი იყო , ნუ გაიზრდებოდა აბა რა , თან შეცვლილიყო , გამხდარი ბავშვი მახსოვს მე ეხლა მხარ-ბეჭიანია,კარგ ტანზე უნდა იყოს , მის ჩაცმულობას დავაკვირდი თეთრი მაისური , ოდნავ გაცრეცილი ჯინსები და კეტები ეცვა , მგონი ბრენდები იყო , უნდა ყოფილიყო მარა მე ვერ ვერკვევი, საბოლოოდ გავედით გარეთ და ერთიპერიოდი ვინანე ასე რო მოვიქეცი ,რადგან იმ მომენტში კიდე ხო მარა ამ მომენტში და ამ შედარებით სიწყნარეში ,რა უნდა გამეკეტებინა აზრზე არ ვიყავი
-მარიამს საიდან იცნობ?- რაც მომაფიქრდა და ოდნავ შესაბამისად ჩავთვალე ის დავაბრეხვე
- ერთ სკოლაში ვსწავლობდით ,ეხლა ერთ უნივერსიტეტში ვართ
- რატომღაც კურსელები მეგონეთ
- არა მე მაგისტრატურაზე ვარ - ესეც გავარკვიე
- კარგია , ძველ ნაცნობების ნახვა
-ვისთვის როგორ- მითხრა და გზას გახედა
- ანუ?-
-არაფერი .. წამო გავისეირნოთ ბარემ
-კარგი-დავეთანხმე და ქუჩას ნელი ნაბიჯებით გავუყევით, ისევ მისი გარეგნობის შესწავლა დავიწყე ადრე თმები სუ დაბალზე ქონდა ხოლმე ეხლა გვერდები ქონდა შედარებით დაბალზე და დანარჩენი ოდნავ აბურდული და თვალები უცნაური თვალების ფერი აქ არასდროს დავკვირვებივარ მგონი ღია ყავისფერი?
-შენ რას საქმიანობ?- ინტერესით მომაჩერდა, მივხვდი რო უკვე კარგახანია მივჩერებივარ და ეგრევე თავი გავატრიალე
- ესპანეთში ვსწავლობ და ვცხოვრობ , აქ წელიწადში რამდენჯერმე ჩამოვდივარ
-მარტო? რამდენი ხანია?
- 13 წელია , და მარტო არა დედასთან და მამინაცვალთან ერთად
-ანუ ბიჭუნა, არა მარიამი მამასთანაა , ახლა გასაგებია
- რა არის გასაგები
- მისი სტილი
- და რამე პრობლემაა მაგაზე?- თვალებში ჩავაშტერდი მაინტერესებდა რას იტყოდა
- არა არანაირი - აფერისტიი, რეგვენი , არა უყურებ ამას , არაფერიო არადა რა დღეშია ისე , ბიჭუნაო, ისაო ესაო , რას არ იგონებს რო დამცინოს , მაგრამ რამ გამომაშტერა ის ეხლა ქეთას ელაპარაკება , თავს როგორ მოაწონებს თუ მის დაზე რაიმე ცუდს იტყვის , ოხ როგორ განანებ ამას აზრზე არ ხარ
- თუ არ ვცდები შენ და მარიამს მაინცდამაინც კარგი ურთიერთობა არ გაქვთ- აბა ამაზე რას მოიფიქრებ
- ვერ მიტანს - უი აღიარა , მაგრამ თვითონაც რო არ გეხატები გულზე მაგას რატო არ ამობ
-უმიზეზოდ?- ცოტა არ იყოს და ჩემი „სწერვა“ ღიმილი გამეპარა და არამგონია მას ეს გამოპარვოდა ,რადგან გაჩერდა მომიბრუნდა და ცოტახნის დუმილის შემდეგ მიპასუხა
- არა აქვს მიზეზი- რაო თავს დამნაშავედ აღიარებს ეხლა ეს?- მაგრამ მაინც ბავშვია-მაინც გადმომწვდა , - ასაკს არ ვგულისხმობ -ისევ გზას გაუყვა
-ისე ესპანურად არაფერს მეტყვი ?- ოსტატურად თემა შეცვალა უცებ და გამომცდელად შემომხედა , ჩემი ბავშვურობის განხილვისთვის აღარ მცხელოდა , მაგარამ არც დავივიწყებდი, ეხლა ჩემი ესპანური იყო საფიქრალი , არა კი ვიცი რაღაც დონეზე ,ქეთამ მასწავლა მაგრამ როგორც ესპანეთში მცოვრებს ,ისეთი ცოდნა ნამდვილად რო არ მაქ, ამ დროს მაშველად ჩემი მობილურის ხმაც გაისმა , ცხოვრებაში ეს ხმა ასე არ გამხარებია
- სად გაქრი - კიოდა მეორე მხრიდან სალომე
- მალე მოვალ დაწყნარდით - ვუპასუხე და ალექსანდრეს მივუბრუნდი - tengo que irme
-ანუ?- ცოტა არ იყოს და დაბნეულმა იკითხა
-უნდა წავიდეთქო- სიცილით ვუთხარი
-კარგი , წავიდეთ- კლუბისკენ გავტრიალდით, კიდევ კარგი ესპანური მიივიწყა, მკითხა ვისთან ერთად ვიყავი და უბრალო რაღაცეებზე ვლაპარაკობდით გზაში , კარებთან რო მივედით გაჩრდა
- არ მოდიხარ?- ხელით კლუბისკენ ვანიშნე
- არა ბიჭები მიდიან უკვე - მანაც გარეთ მდგარ რამდენიმე ბიჭზე მიმანიშნა
-გასაგებია მაშინ ნახვამდის- დავემშვიდობე და გავტრიალდი ,თან გულში ვიმეორებდი დამიძახე , დამიძახე ,გთხოვ დამიძახე , ჯანდაბა დამიძახეს
-ქეთა!- იეს არის , გონებებაში ჰაერში ავხტი და ცეკვაც დავიწყე , თუმცა გარეგნულად არაფერი შევიმჩნიე სანდომიანი ღიმილით გავხედე
- ამ დღეებში ხო არ გაგვესეირნა ?- ჩემ ასეთ წარმატებას ნამდვილად არ ველოდი
-რატომაც არა?- ისევ ღიმილით ვუთხარი
-ძალიან კარგი შენი ნომერი მითხარი- ნომერი ვუთხარი ,იმანაც ჩაიწერა,მერე დამემშვიდობა და წავიდა, გოგოები ფეხების ბაკუნით დამხვდნენ , დოინჯ შემორტყმულები იდგნენ და მარჯვენა ფეხს სასაცილოდ აბაკუნებდნენ, რა თქმა უნდა სიცილი ვერ შევიკავე და ამაზე კარგად შემომიბღვირეს
- ამდენ ხანს სად იყავი ? ან ალექსანდრესთან რა გინდოდა?- მომაყარა სალომემ , მის წინ მაგიდაზე მდგარი ჭიქით სითხე გადავკარი და ამკის მერე გავეცი პასუხი
- ყველაფერს გაიგებთ ოღონდ სახლში რო მივალთ
- ძალიან კარგი - ეკა ბავშვებს მიუბრუნდა - ჩვენ წავედით კარგად-ო , ჩამავლო ხელში და იქაურობა დავტოვეთ, იმ დღეს სალომესთან ვრჩებოდით, მისულებმა ეგრევე ქეთასთვის გვინდოდა დაგვერეკა , სამივესთვის ერთად რო მომეყოლა ,მაგრამ მერე გაგვახსენდა დაკავებული და მყავდა . ჩემი გეგმა რო გავანდე და მათ რეაქციას დაველოდე ცოტა ხანს ორივე ჩუმად იჯდა მერე კი სიჩუმე ეკამ დაარღვია
- სუ გაუშტვინე შენ ხო?
- კაი რა ცოტას გავერთობი
- რას გაერთობი , სხვის გრძნობებზე თამაში რო არ შეიძლება არ გაგიგია შეენ? ტიპს თავი უნდა შეაყვარო და მერე უთხრა ვინც შეგიყვარდა მე ვიყავიო და“ ის ქეთა“ არ არსებობსო ?- არც სალომემ დამაკლო
- ესეთ გამონათებებს რო არ დავეთანხმო არ შეიძლება - ცუდი არაა სახე მიიღო რაზეც სალომემ წარბის აწევით გადახედა
- მაგისთვის ხო შეიძლება რო დამცინის და მამწარებს -გაბუტული ბავშვივით ამოვიბუტბუტე
-აუ ეს იმ ამბავს ვერ ივიწყებს , მაგის მერე რვა წელი გავიდა
- ცხრა - შეუსწორა სალომემ , ეკამ გაბრაზებულმა გადახედა
-კაი ცხრა , მითუმეტეს როდის უნდა ამოიგდო თავიდან
-კაი ვთქვათ და დავიწყე უკვე და რა ვქნა ეხლა , დაწყებული მაქ უკვე
- გაიშარები იცოდე , თუ გამოგიჭირა კიდე უარესი - მესიჯი მომივიდა ალექსანდრე მამცნობდა მის ნომერს და ძილინებისა მისურვა ბიჭმა
-შენი ნომერი მიეცი?- გაკვირვებულმა მკითხა სალომემ
- ხო აბა რაზე უნდა მოეწერა?
- დებილო შენთან ერთად ქეთას რო დაურეკოს , შენი მობილური რო დაიწყებს წკრიალს რა უნდა ქნა
- სხვა ნომერს ავიღებ დაწყნარდი
- კარგით ეხლა დავიძინოთ და დეტალები ხვალ განვიხილოთ - ლოგინში მოკალათდა ეკა და თქვენც შემომიერთდითო გვანიშნა
- მოიცა თქვენ დახმარებას აპირებთ?
- არა ალექსანდრესთან მივათ და სიმართლეს ვეტყვით- ეკას სალომეც მიყვა
-ჩევნ გარეშე მალე გამოგიჭერს , რამეს ვიზამთ- თქვა ეკამ- ეხლა კიდე დაეგდე და დაიძინე- მის ბრძანებას უსიტყვოდ დავემორჩილე , უკვე ბურანში კარგად ვიყავი წასული როცა რაღაც გამახსენდა და ეგრევე წამოვხტი , ქეთას მივწერე ამან და ამან თუ დაგამატა უჩემოდ არაფერი მიწეროთქო და მერე მშვიდად მივუბრუნდი ძილს.




ბოდიში ცოტა დავაგვიანე იმედია მოგეწონათ , რას ფიქრობთ?




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent