მე,ანუ მოახლე [2]
* * * იმ დღეს, მთელი საღამო ჩემს “კოლეგებთან“ ერთად ბაღში ვიჯექი და უამრავ თემაზე ვსაუბრობდი. არაჩვეულებრივი გოგონები აღმოჩნდნენ, ძალიან განათლებულები და აზრიანები. ერთ–ერთს შვილიც ჰყოლია თურმე, დანარჩენები კი შედარებით პატარები გახლდნენ, ოღონდ 20წელს ქვემოთ მაინც არც–ერთი არ ყოფილა. მხოლოდ მე, 18წლის მოსწავლეს მიწევდა აქ, სრულიად გაურკვეველ და საოცრად უაზრო მდგომარეობაში „მუშაობა“. მშვენიერ დროს ვატარებდი ჩემს კოლეგებთან ერთად, ახლა რომ გეთქვათ სახლში დაბრუნდიო, არც წავიდოდი. მყუდროება, რაღათქმაუნდა ლიკას ქუსლების კაკუნმა დაგვირღვია. თეძოების ქნევითა და შეკრული კოპებით მოემართებოდა ჩვენსკენ და სავარაუდოდ, მალე მისის ლიკას რისხვა დაგვატყდებოდა თავს. –რამხელა ხმაზე ხარხარებთ? – დოინჯი დაიჭირა და ცხვირწინ აგვესვეტა, ჩვეულებრივი „პროსტიტუტკას“ მანერებითა და დგომით. მეორედ ვხედავდი ამ გოგოს და სიცილს ამჯერადაც ძლივს ვიკავებდი. თუ ასე ხშირად აპირებდა ჩემს წინ ტრიალს, მაშინ საბოლოოდ მუცელ ატკივებული წავიდოდი ამ სახლიდან. –სიცილს გვიშლით ქალბატონო ლიკა? – ვერ მოვითმინე მე და მაგდამ ისე მიბრწკინა, ლამის ხორცი მომაგლიჯა. ისე, ეს „ქალბატონო“ ლიკა რაღაც ვერ ჩაჯდა. –რამდენს მიბედავ, ანანო ხარ თუ ვიღაც! რასაც მომინდება, იმას დაგიშლი და საერთოდ, ამ სახლიდანაც წაგაბრძანებ, რომ მოვინდომო! – აენთო ლიკუნა და თვალები ისე აემღვრა, მეგონა ცოტაც და ცრემლებს ვერ შეიკავებდა. –თქვენ ამ სახლის მკვიდრი ბრძანდებით, ქალბატონო ლიკა? – თამაშს არ ვწყვეტდი მე და გულში გემრიელად ვხარხარებდი. ამჯერად , მეორე ხელი ჩამილურჯდა, ჩემი მეორე კოლეგის მიერ და მსუბუქად წამოვიყვირე. ვიცოდი, რომ ასეთ ცალტვინა, „კევიღეჭია“ გოგოსთან სერიოზულად საუბარი არ გაჭრიდა, ამიტომ ისე ველაპარაკებოდი, როგორც „მისის უტვინობას“ შეეფერებოდა. –არა, მაგრამ მალე გავხდები, თუმცა ეს შენ არ გეხება! – თითი თვალთან ამიფრიალა და ჩემხელა საღეჭი რეზინი, როგორც ყოველთვის წინ გამოწელა. –ხო და რომ გახდებით, სიცილი მერე დამიშალეთ. როგორც ხედავთ, აქ თქვენს გარდა სხვა არავინ შეწუხებულა! – ვუთხარი უაღრესად მშვიდი გამომეტყველებით და ისევ გოგონებს მივუბრუნდი. ლიკა გაწითლდა, მთელი სახე აუხურდა, თავისი კაბის ფერი მიიღო და ერთი სიტყვაც რომ მეთქვა, ალბათ კვამლი აუვიდოდა. არც ისეთი უკმეხი ყოფილა, როგორც მაგდამ აღმიწერა. ამპარტავანი რომ ყოფილიყო, ამას შემარჩენდა?! ეს უბრალოდ ერთი უტვინო გოგო გახლდათ, რომელსაც დანიშნულებისამებრ იყენებდა „ბატონი“ ალექსანდრე. ყოველთვის მაცინებოდა მსგავსი ტიპის ქალების დანახვა და მითუმეტეს მათთან ურთიერთობა. ლიკამ ხელები მომუშტა და საოცრად მკვეთრი მოძრაობით გვაქცია ზურგი. ვიცოდი ახლა რა არეულობაც იქნებოდა მის გონებაში და მიეფარა თუ არა თვალს, ამჯერად უკვე ხმამაღლა ავხარხარდი. –არ ხარ შენ ნორმალური იცი?! ხო გითხარი, გაგაგდებს თქო?! – როგორც ყოველთვის,გამომენთო ჩემი ახლად შეძენილი მეგობარი. ლიკა რომ ვერ გამაგდებდა, ეს ფაქტი იყო, იმიტომ რომ თვითონ არ გახლდათ აქაურობის უფროსი და არანაირი უფლება არ გააჩნდა ამის. აი ალექსანრეს კი ზუსტად ვიცოდი, სულ ფეხებზე ეკი*და ლიკა და მისი გამოხტომები, ასეთ ცალტვინა გოგოს ისედაც ვერ შეიყვარებდა, უბრალოდ დანიშნულებისამებრ იყენებდა. –კარგი რა მაგდა, ამან როგორ უნდა გამაგდოს? – თვალები მობეზრებულად გადავატრიალე და მის პასუხს აღარ დავლოდებივარ, ისე განვაგრძე გოგონებთან ერთად სხვადასხვა საკითხებზე საუბარი. საოცრად მსიამოვნებდა მათთან ურთიერთობა, მითუმეტეს ასეთ მშვენიერ ადგილას. ჩრდილში ვისხედით და არც სიცხე გვაწუხებდა, მე პარალელურად დეაკოს ვწერდი მობილურზე, 1 დღე არ მყავდა ნანახი და უკვე მენატრებოდა, მგონი მაჰიპნოზებდა ეს გოგო. ისე დაგვაღამდა თავზე, რომ ვერც მივხვდით. 9ხდებოდა, გოგონები რომ წამოიშალნენ და სახლში შეცვივდნენ. ჩემთვის სამუშაო დღე არ იყო და არსად არ მეჩქარებოდა, ამიტომ სეირნობით შევაბიჯე სახლში, თან ტელეფონში ჩავჩერებოდი რაღაცას და საერთოდ არავინ არ შემიმჩნევია. –დედაა! ეს გოგონა ვინ არის?! – შეჰკივლა ვიღაცამ და ისე შემეშინდა, ლამის მობილური გამივარდა ხელიდან. დაფეთებულმა ავწიე თავი ზემოთ და საოცარი სილამაზის, 45–46 წლის ქალს შევეფეთე. როგორც მახსოვდა, წესით მაია უნდა ყოფილიყო. ისეთი გაფართოებული თვალებით მიყურებდა, სავარაუდოდ მასაც უნდა დაესვა ჩემთვის შეკითხვა „ნუთუ შენ ხარ დამხმარე?“ მე ისე დავფეთდი მოულოდნელი შეძახილისგან, რომ გული ლამის ამომივარდა, ამიტომ გულ–მკერდზე ხელი მივიჭირე და ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე. –ეს დამლაგებელია, ქალბატონო მაია. – ოთახიდან, ალქესანდრესთან ერთად გამოიჭრა ცინიკურად მომღიმარი ლიკა, რომელიც არაფრის დიდებით არ წყვეტდა ჩემს დაწვრილებით შესწავლას. უკვე მღლიდა ამ გოგოს გაუაზრებელი რეპლიკები. ვითომ, მე ვერ ვეტყოდი ვინ ვიყავი და რას მოვითხოვდი?! ალბათ ქალმაც ფორმალურად იკითხა, თორემ უკვე გაიგებდა ახალი მოახლეს მობრძანები ამბავს. –დამლაგებელზე უფრო მაღალფარდოვანი სიტყვა არსებობს ქალბატონო ლიკა, „დამხმარე“! – შევუბღვირე გოგონას, რომელმაც ისევ მიიღო საკუთარი კაბის ფერი და ალექსანდრეს ისე მოუჭირა ხელი, ალბათ თითებზე საკუთარი ფრჩხილები დაამჩნია. ბატონი ნაკაშიძის რეაქციისთვის ყურადრება არ მიმიქცევია, თუმცა კი მიკვირდა რატომ არ მეუბნებოდა არაფერს. ნუ, რომ ეთქვა უპასუხოდ არც მას დავტოვებდი და საბოლოოდ სახდლიდანაც მომისროდნენ, მაგრამ მაინც მაკვირვებდა მისი უჩვეულო სიმშვიდე. –ეს გოგონა ძალიან მომწონს! – მაიამ ოთახიდან ახლად გამოსულ მეუღლეს გახედა, რომელიც ისევე მომღიმარი შემომცქეროდა, როგორც მისი ცოლი. ძალიან მომეწონა ეს ოჯახი. მხოლოდ „ბატონი“ ალექსანდრე და „ქალბატონი“ ლიკა მიშლიდნენ ნერვებს, თორემ სხვა ყველაფერი შესანიშნავად იყო. ვერ გეტყვით, მაიას ჩემი ნასროლი რეპლიკა მოეწონა თუ მე, მაგრამ ნუ როგორც არ უნდა ყოფილიყო, მისმა კომპლიმენტმა საკმაოდ მასიამოვნა. –ჰო, ეს ანანო სიხარულიძეა. მე და მამამისი ბავშვობიდან ვიცნობთ ერთმანეთს და სწორედ ამიტომ აღმოჩნდა ეს ულამაზესი გოგონა ჩვენს სახლში. – ტვინში სისხლი ჩამექცა. ვიგრძენი, როგორ გადამივიდა ფერები და წამიერად გამიშრა პირი. ყელში გაჩხერილი ნერწყვი მძიმედ გადავუშვი და ბატონ ზურაბს მივაშტერდი. –ანანო, კარგად ხარ? – ოდნავ მომიახლოვდა მაგდა. აჰა, ანუ ასე შესამჩნევად გადამივიდა ფერები. ჯანდაბა, ნუთუ იცოდა?! მაგრამ საიდან უნდა სცოდნოდა, თანაც მამამისის რეკომენდაციითო, ნუთუ გიამ უთხრა?! იქნებ მაიამაც იცოდა?! ან, იქნებ დანარჩენებმაც?! ასე რომ ყოფილიყო, აქ ყოფნას ვეღარ შევძლებდი! –კი, კი კარგად ვარ .. უბრალოდ .. მე ოთახში შევალ, უკაცრავად .. – განცვიფრებულ საზოგადოებას თვალი მოვავლე და ოთახი კი არა, პირდაპირი რეისით აბაზანაში შევვარდი. მაშინვე მამაჩემს გადავურეკე და წივილ–კივილით ვაცნობე ახალი ამბავი. მერე გაირკვა, რომ თურმე ჩემს მძღოლს ვუღიარებივარ შვილად და მას იცნობდა ბატონი ზურაბი ბავშვობიდან. შვებით ამოვისუნთქე და პასუხიც აღარ გამიცია გიასთვის, ისე დავუკიდე ყურმილი. კიდევ კარგი, თორემ ამ სახლში ნამდვილად ვეღარ გავჩერდებოდი, მე კიდევ სულ არ მინდოდა სხვაგან მოახლეობა და ამ გოგონების დატოვება. ზურაბი და მაიაც შესანიშნავი ადამიანები გახლდნენ და აქ ნერვების წყვეტა ნამდვილად არ მომიწევდა, სხვაგან კი .. ვინ იცის. იმდენად დამღლელი დღე მქონდა, ახლა შხაპი რომ არ მიმეღო, მოვკვდებოდი ალბათ. ოთახში შევედი და საბედნიეროდ არ შემშლია! სწრაფად დავავლე ხელი მაგდას მიერ მოცემულ სულ ახალ ხალათსა და პირსახოცს, მერე სიგარეტიც წამოვაყოლე და ოთახი დავტოვე. სანამ აბაზანაში შევიდოდი, თვალი მოვკარი წელს ზემოთ შიშველ, სიგარეტგარჭობილ ალექსანდრეს, რომელიც ჩემგან ზურგშექცევით მიემართებოდა სავარაუდოდ თავისი ოთახისკენ. იმედია, ეს ბიჭი ასე ტანტალს არ აპირებდა მთელი დღეები. იმდენი ხანი ვინებივრე ცხელი წყლის ქვეშ, რომ ლამის იქვე მიმეძინა. ისე, არც ისეთი უაზრო იქნებოდა აქ გატარებული 3თვე. ლიკუნას რეპლიკები და ქცევები საოცრად მართობდა და მახალისებდა, თან ცოლ–ქმარიც არაჩვეულებრივი ხალხი ჩანდა, ჩემი „კოლეგები“ ხომ საერთოდ. არც ისე უქმად ჩაივლიდა ეს ზაფხული, მე რომ მეგონა. ნუ, აგვისტოში ოფლად რომ დავიღვრებოდი , მაშინაც იგივეს ვიტყოდი თუ არა ეს არ ვიცი, მაგრამ ახლა შესანიშნავად ვგრძნობდი თავს და ბედ–იღბალს ნამდვილად არ ვუჩივოდი. ორ საათიანი ნებივრობის შემდეგ, როგორც იქნა მოვიცვი ხალათი, სიგარეტს მოვუკიდე და აბაზანა დავტოვე. სიგარეტი, ჩემი ყველაზე მავნე ჩვევა იყო. გადაჩვევას არც ვცდილობდი, თორემ რომ მომენდომებინა ნამდვილად არ გამიჭირდებოდა. არაუშავს, ხომ ყველას გვაქვს მავნე ჩვევა, არა?! –სახლში არ ეწევიან! – მომესმა საშინლად სუსხიანი, ცივი ბარიტონი და მეც მძიმე ნაბიჯებით შევბრუნდი ბატონი ალექსანდრესკენ, რომელიც ისევ წელს ზემოთ შიშველი გახლდათ და ამჯერად უარესად ამღვრეული თვალებით მზვერავდა. არ მსიამოვნებდა მისი ეს გამოხტომები და იმედს ვიქონიებდი, რომ ფატალური შედეგი არ მოყვებოდა. –თქვენ ეწეოდით, ბატონო ალექსანდრე! – ცინიკური ღიმილი ავიკარი სახეზე და თვალი თვალში გავუყარე. ძალიან დიდი საშიშროება არსებობდა იმისა, რომ ეს ბატონი ალექსანდრე, სახლიდან დაუფიქრებლად მომისვრიდა, მაგრამ მე რატომღაც არ ვცხრებოდი. –მოახლეები არ ეწევიან! – სიტყვა „მოახლეს“ განსაკუთრებით გაუსვა ხაზი, რამაც საშინლად გამაღიზიანა. –რატომ ბატონო ალექსანდრე, მოახლის მიერ მოწეულ სიგარეტს სხვა შემადგენლობის კვამლი აქვს? – გაკვირვებულმა ავზიდე ზემოთ წარბები. მიუხედავად იმისა, რომ მე აქ ფულის გამო ნამდვილად არ ვყოფილვარ და ერთადერთი მიზეზი ჩემი უსაზღვრო სიჯიუტე იყო, მაინც გამაღიზიანა მისმა ასეთმა გამოხტომამ დამხმარეების მისამართით. ნაკაშიძემ თვალები დააწვრილა და ღიმილით შემათვალიერა. აშკარად ვატყობდი, რომ რაღაც უჩვეულოდ დაეჭვებული მათვალიერებდა. წამიერად , ყველა უჯრედი დავძაბე, რომ დაწვრილებით გამეხსენებინა ჩემი საუბარი მთელი დღის განმავლობაში. რამე ხომ არ წამოვროშე ისეთი თქო, ვიფიქრე, მაგრამ ვერაფერი გავიხსენე. –რაღაც, არ გავხართ მოახლეს ქალბატონო ანანო! – ტვინში სისხლი ჩამექცა. რა აძლევდა ამ ბიჭს ამის საბაბს?! ვითომ, არ შეიძლება მოახლემ ხმა ამოიღოს?! თუ ყველას უფლება უნდა მისცეს, რომ თავზე დაასხდნენ და როგორც უნდათ ისე უფათურონ სულში ხელები. მისმა ამგვარმა გამოხტომამ უარესად გამაღიზიანა და კოპები შევკარი. –რა უაზრო წარმოდგენა გაქვთ ადამიანებზე, ბატონო ალექსანდრე! –ადამიანებზე არა ანანო, მო ახ ლე ებ ზე. – არა და, ვიცოდი, ამ ყველაფერს ჩემს გასაღიზიანებლად რომ ამბობდა, თორემ უკმეხი და ამპარტავანი რომ ყოფილიყო, გოგონები მეტყოდნენ, ისინი კი პირიქით, ზედმეტად კარგად ახასიათებდნენ ნაკაშიძეს. –მოახლემ ენა უნდა გადაყლაპოს ხო, ბატონო ალექსანდრე?! – ცინიკურად ჩამეცინა და მზერა ავარიდე. ჯერ ერთი დღის მოსული ვიყავი, მაგრამ უკვე განმივითარდა ინსტიქტი ჩემი ახლადშეძენილი მეგობრების დაცვისა, რომლებმაც სულ მოკლე დროში მოახერხეს და თავები შემაყვარეს. –ხო, ანანო! და ეცადე გაითვალისწინო, თორემ .. – ტუჩები უკმაყოფილოდ დაბრიცა და წინადადება აღარც დაუბოლოვებია, ისე დაიწყო ჩემი ხალათში გამოკვანწული სხეულის დაზვერვა. ღმერთო, როგორ მაღიზიანებდა მისი ამგვარი, რაღაც ცხოველური და გაურკვეველი მზერა! –რატომღაც მეეჭვება, რომ თქვენ მე აქედან გამაგდოთ ბატონო ალექსანდრე. – კიდევ ერთხელ, თავაზიანად გავუღიმე – ახლა კი დაგტოვებთ, თუ შეიძლება! – ოთახში შევედი და ხმის ამოღება არ ვაცადე, ისე შევიკეტე კარი. როგორ ცდილობდა ეს ბიჭი ჩემს გაღიზიანებას, და მშვენივრადაც გამოსდიოდა! მართალია , გარეგნულად არაფერი მეტყობოდა, მაგრამ გულში მინდოდა, რომ ის გადაპარსული თავი კედლისთვის მერახუნებინა. ასე გაბრაზებულმა, გაცოფებულმა და ნერვებ დაგლეჯილმა შევაჭერი ოთახში. ხალათი იქვე დავაგდე და პირდაპირ საწოლში შევწექი. თავი ბალიშის ქვეშ შევყავი და უცნაური, სასიამოვნო სურნელით გაჟღენთილი ჰაერი შევისუნთქე. ჯერ არ მეძინებოდა, ამიტომ ჩემი ხალათის ჯიბიდან ყურსასმენი ამოვაძვრე და კარგად „მოვკალათდი“. მუსიკა ყოველთვის დადებითად მოქმედებდა ჩემზე. საშინელი დღე რომ მქონოდა, მაინც კარგ ხასიათზე მაყენებდა და ოფიციალურ „restart“–ს მიკეთებდა. სულ ცოტა მაკლდა და ძილ–ბურანში გადავეშვებოდი, საწოლის ჩაზნექვა რომ არ მეგრძნო. დაფეთებულმა ავწიე თავი და „ბატონი“ ალექსანდრე რომ შევამჩნიე, ჩემს გვერდით, მომღიმარი და კომფორტულად მოკალათებული, ლამის მიკრო ინფაქტი მივიღე. ოთახი შემეშალა! წივილ–კივილით წამოვხტი ფეხზე და ნაკაშიძეც დავაფეთე. –ჯანდაბა, ოთახი შემეშალა! – წამოვიყვირე ბოლო ხმაზე და ჩემს ფეხსაცმელს დავუწყე ძებნა. –ხო?! მე კიდევ მგონია, რომ სპეციალურად შემომიძვერი. – აჰა, ახლაც იგივეს აკეთებს. ღმერთო, ხომ იცის, რომ მე ნამდვილად ამერია ოთახები, რატომ ცდილობს მუდმივად ჩემს მწყობრიდან გამოყვანას?! –მე კი არა ბატონო ალექსანდრე, თქვენ შემომიძვერით. – დიახაც, თვითონ შემომიძვრა. ნუ, მართალია მე ოთახი ამერია, მაგრამ ხომ შეეძო გვერდით არ დაწოლილიყო, ჯერ გავეღვიძებინე და მერე დაეკავებინა საკუთარი ადგილი. მე რომ თვალები არ გამეხილა, ალბათ მთელი ღამე მის გვერდით მეძინებოდა, მას კი რეაქციაც არ ექნებოდა! –კარგი, კარგი ვის არ მოსვლია?! – გამიღიმა ალექსანდრემ და მის საწოლზე დაგდებული, ჩემი მობილური მომაწოდა. სანამ ხელში შემომაჩეჩებდა, თვალებგაფართოებულმა შეათამაშა და ქვემოდან ამომხედა – ანანო, დარწმუნებული ხარ, რომ მოახლე ხარ?! –ვითომ რატომ არ შეიძლება, რომ დამხმარესაც ჰქონდეს ნორმალური ტელეფონი?! – შევუბღვირე ნაკაშიძეს და გაღიზიანებულმა მოვიცვი ხალათი. ამ ბიჭთან საუბრისას, ყველა უჯრედის დაძაბვა მიწევდა, რომ გამეხსენებინა რაიმე საეჭვო ხომ არ წამოვროშე. –ნორმალური არა ანანო, ყველაზე ძვირადღირებული! –საჩუქარია .. – სწრაფად მოვძებნე გამოსავალი და ჩემი მობილური ხელიდან გამოვგლიჯე. –გუჩის ტანსაცმელი და პრადას სათვალეც საჩუქარია, ანანო? – თვალები დააწვრილა ალექსანდრემ. მე ცივმა ოფლმა დამასხა. სად მოდიოდი სიხარულიძე, ამ ტანსაცმლით?! –გეტყობათ, ბრენდებში კარგად ერკვევით. – გავუღიმე. მაგრამ ეს სიმწრის სიცილს უფრო გავდა, ვიდრე ბუნებრივს. –შენც! – წარმოთქვა ნიშნის მოგებით და თვალი გამისწორა. ახლა უნდა მეთქვა რაიმე ისეთი, რითაც თავს გავიმართლებდი, მაგრამ ამდაგვარი ვერაფერი მოვიფიქრე და ისევ შეტევაზე გადასვლა ვამჯობინე. –მომისმინეთ ბატონო ალექსანდრე! მე აქ ვმუშაობ, მიუხედავად ჩემი ტანსაცმლისა თუ ძვირადღირებული ტელეფონისა, ასე ოჯახს ვეხმარები, ფული კი ზედმეტი არასდროს არაა! თან, ახლა ზაფხულია და მაინც ვერაფერს ვაკეთებ, ესაა და ეს! და ისე, ბატონო ალექსანდრე, ეს საკითხი თქვენ არანაირად არ გეხებათ. ახლა კი, თქვენის ნებართვით, დაგტოვებთ! – მივაყარე ერთბაშად,ნაკაშიძეს ზურგი ვაქციე და საოცრად აღელვებულმა დავტოვე მისი ოთახი. მთელი სამი თვე ასეთ დაძაბულობაში თუ მომიწევდა ყოფნა, მაშინ სერიოზულად დამიზიანდებოდა ჩემი სათუთი ნერვიული სისტება. ოხ გია, გია! მაინც რა მოფიქრე, ეს მოახლეობა. როგორც იქნა მივაგენი ჩემს ოთახს და მშვიდობით მივედი საწოლამდე. ემოციურმა დღემ ჩემზეც იქონია გავლენა და ჯერ ბალიშზეც არ მქონდა თავი დადებული, უკვე მეძინა. * * * უთენია, ჩემი კოლეგების ტიტინმა გამომაღვიძა. მიუხედავად იმისა, რომ სკოლა 9ზე მეწყებოდა, მისი დამთავრების შემდეგ კი უნივერსიტეტი – 10ზე, 7ის ნახევარზე მაინც არასდროს გამიღვიძია, საუბედუროდ. ყველა სტარტზე იდგა ჩემს გარდა. –ღმერთო, ანანო რა ძილქუში დაგეცა?! – პირდაპირ ყურში ჩამკივლა მაგდამ და მსუბუქად შემანჯღრია. თავი პირდაპირ ბალიშში მქონდა ჩარგული, ამიტომ გადმობრუნება მომიწია და ის იყო ზურგზე უნდა დავწოლილიყავი, რომ „ბატონი“ ალექსანდრეს სილუეტს მოვკარი თვალი. დაფეთებული ფამოვჯექი საწოლზე და საბანი ყელამდე ავიტანე. –გილოცავთ, ცოცხალია! – ხელები გაშალა ნაკაშიძემ და სულ თავის ქნევით დატოვა ოთახი. –რა ხდება?! – გაფართოებული თვალები მივაპყარი გოგონებს და პასუხის მოლოდინში, ტუჩზე ვიკბინე. –რა რა ხდება გოგო, ზუსტად ნახევარი საათი შენს სახელს გავკივით, განჯღრევთ და ვერ გაგაღვიძეთ. ჩვენს წივილ–კივილზე ალექსანდრეც შემოვიდა. გვეგონა მოკვდი! –ასე ადრე რატომ მაღვიძებთ?! – დავსვი სრულიად არაადეკვატური შეკითხვა. ჯერ კიდევ ვერ გამოვსულიყავი სიზმრებიდან და მეგონა სახლში, ჩემს საწოლში ვიწექი და მაკო მაღვიძებდა. –მიდი ადექი, აჰა შენ ფორმა – პირდაპირ სახეში გამარტყა კაბა და სიცილისგან ლამის ჩაიკეცა მაგდა. – დროზე ან, თორემ დაგვადგება თავზე მაია! – დროზე კი არა, ზლაზვნით წამოვდექი საწოლიდან, დილის პროცედურების ჩატარების შემდეგ ფორმა გადავიცვი და სარკესთან გავიჭიმე. იმდენად მოკლე იყო კაბა, რომ საჯდომს ძლივს მიფარავდა. სამი საათი ვაქაჩე ქვემოთ, მაგრამ ვერაფერი მოვუხერხე. ასეთი რამეები არასდროს მაწუხებდა, პირიქით, მაგრამ ჩემი „ბატონის“ გამოხტომების თავი არ მქონდა. თუმცა, რატომაც არა?! ესეც შენი პირველი სამუშაო დღე, ანანო სიხარულიძე, და იცი რა?! დაგერხა! _____________________________________ როგორია? დამამატეთ ფბ ზე keta maxaradze |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.