შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მწვანეთვალებას გადაყვარება რთულია 2


12-03-2015, 13:52
ავტორი je ne sais pas
ნანახია 2 745

ავიხედე კარგად დავაკვირდი. მინდოდა მეყვირა მაგრამ როდესაც დავიახე გავჩერდი. ისეთი სიმპატიური იყო, თვალები შუბლზე ამივიდაო რომ იტყვიან ეგრე დამემართა. ისეთი ლამაზი მწვანე თვალები ჰქონდა ,რომ ლამის მის თვალებში ჩავიძირე. ამდენი წელია ვცხოვრობ და რამდენი ადამიანის თვალები მაქვს ნანახი, მაგრამ არც ერთს ასეთი შდაბეჭდილება არ მოუხდენია ჩემზე. უბრალოდ ეს თვალები რაღაც ძალიან ახლოს იყო ჩემთან, თან თითქმის ჩემი ფერის თვალები ჰქონდა, ცოტაც და მგონი ჩავიძირებოდი, მაგრამ უცებ გამახსენდა ერთი წამის წინ მომხდარი შემთხვევა, ნუ ჩემი ბრალი არ იყო (კი იყო მარა არ ვაღიარებდი), ამიტომ სხვა ვისი ბრალი იქნებოდა, ორნი ვიყავით, მე გამოვირიცხე ამიტომ დარჩა ის „იდიოტი“. და ყველაფერი მას დაბრალდა. მაგრამ მაინც საოცრად ლამაზი თვალები ჰქონდა. უცებ დავიბრუნე თავმოყვარეობა და პრინციპები და შევუღრინე:
- ჰეი, თვალები სად დაგრჩა?
- მაპატიეთ გოგონი, ეს მითხრა და გამიღიმა, ეს იყო საოცარი ღიმილი, არ ვიცი ალბად ჯერ თვალებით მოვიხიბლე და მერე ღიმილით. მეგონა ახლა ეს ბიჭი გამომლანძღავს თქო მაგრამ მწარედ შევცდი, როგორი ზრდილობიანი აღმოჩნდა.
- მინდა, რომ ჩემი დანაშაული გამოვისყიდო და სასმელზე დაგპატიჟებ, მითხრა და მისი მწვანე თვალები შემომანათა. მეც უარი ვერ უთხარი, უარი კი არა იქვე თუ არ ჩავიკეცე მისი დანახვისას ეგ გამიკვირდა.
- კარგი. ვუპასუხე და და კიდევ გამიღიმა
- ანდრია- ხელი გამომიწოდა
- ნია- ვუთხარი და გავუღიმე.
- ისე ნია, როდესაც იღიმი ძალიან საყვარელი ხარ. ეს მითხრა და ლამის უთხარი შენც მეთქი, მაგრამ თავი შევიკავე. ნია რა იყო ჩვეულებრივი ბიჭია, რა იყო რა ხამი ხო არ ხარ შემოუძახე ჩემს თავს და კიდევ ერთხელ გავუღიმე.
- იცი, ნია შენ მგონი ჩემს უნივერსიტეტში სწავლობ არა? ეს მითხრა და ლამის გადამცდა კოქტეილი
- აარ ვიცი.- ძლივს ვუთხარი- დღეს ვიყავი პირველად უნივერსიტეტში და შენ ნამდვილად არ მინახიხარ. ვუთხარი და კოქტეილი მოვსვი.
- ჰოო, შეიძლება შენ არ გინახივარ, მაგრამ მე გნახე და... უცებ ვერ დაამთავრა სათქმელი, რომ ჩემი ჯგუფელი მოვიდა ირაკლი.
- ვაა, ძმაო, ანდრეა, როგორ ხარ? როგორც ვხედავ ჩვენი ნიას გაცნობა მოგისწრია
- არა ძმაო, ცდები ვინ გაცადა გამიღიმა ანდრიამ და ირაკლის დაუბღვირა.
- ისა, დაიბნა უცებ ირაკლი. ნია ეს არის ჩვენი უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტი ანდრეა რაზმაძე. მგონი მთელს უნივერსიტეტში ყველაზე
- ჭკვიანია და ყველაზე სიმპატიური. ეს თქვა ირაკლიმ და ღიმილით გადმომხედა. და კიდევ ძალიან მაგარი ადამიანი და ძმაკაცია. ეს კი ნიაა, ანდრია. ჩემი ჯგუფელი. ძალიან კარგი გოგოა და წავედი მე. ეს თქვა, მაშინ როდესაც ანდრეას თვალებს გადააწყდა რომელიც ემუქრებოდა აბა ჩქარა მომშორდიო.
- ჰოო, აბა რას ვამბობდით მომიბრუნდა ანდრეა. პასუხი, უნდა გამეცა, მაგრამ უცებ ჩემმა ტელეფონმა დარეკა, მეც ავიღე ლუკა იყო
- ჰო ლუკა.
- რას შვები, სად ხარ?
- კლუბში ვარ, რა იყო?
- რომელ კლუბში?
- კლუბ “stay”-ში ჭავჭავაძეზე.
- ჰოდა ათ წუთში გარეთ დამხვდი და წაგიყვან.
- აუ მარო წამომიყვანს რა, ისიც აქაა
- მე ვიცი, თქვენი ამბავი, ახლა ალბათ მთვრალები ხართ, და მარისაც უთხარი მაგასაც წავიყვან.
- ჰოო, კაი. შენთან ჩხუბს აზრი არ აქვს.
ტელეფონი გავთიშე და მოწყენილი თვალებით შევხედე ანდრეას.
- რა იყო, რა მოხდა?მკითხა გაოცებულმა
- ჩემმა ძმამ დამირეკა ათ წუთში გამოდი წაგიყვანო
- აა კაი. მითხრა დაღონებულმა
- მოიცა, მივუბრუნდი ანდრეას. ჩემი მეგობარი ჩემთან ერთად რო იყო ხომ არ დაგინახავს?
- კიი, აი იქ ზის. ხელით მანიშნა მარცხნივ.
- დიდი მადლობა. გავუღიმე და წამოვედი.
- ნახვამდის ნია.
- ნახვამდის ანდრეა.
და წამოვედი. მივედი მაროსთან და ისე ჩავეხუტე ლამის გავჭყლიტე.
- რა იყო ნია რა მოგივიდა? ეგ კი არა ეს სიმპატიური მწვანეთვალება ვინ არის?
- ვინ და ანდრეა რაზმაძე, ისე ჩვენს უნივერსიტეტში სწავლობს და ერთ-ერთი საუკეთესო სტუდენტია.
- ვაა, ყოჩაღ შენ და მაგდენი საიდან?
- ირაკლის სანდო წყაროებიდან. ენა გამოუყავი და თვალი ჩავუკარი.
- ააააა. აღშფოთდა მარო, გამიცინა და ჩამეხუტა.
- აუ მარო, ლუკამ დამირეკა და უნდა წავიდეთ რა. კი ვუთხარი მარია მანქანით-თქო, მარა თავი გაიგიჟა, თქვენ ნასვამები იქნებითო და მე წაგიყვანთო.
- ჰოო ისე, ეგ მართალია. მეც წამოვალო თვენთან ერთად.
ლუკამ დაგვირეკა, გამოდითო, ჩვენც მეტი გზა აღარ გვქონდა, დავემშვიდობეთ ბავშვებს და გარეთ გავედით. როდესაც გავედით ჩემი ძმა მანქანასთან იდგა და გველოდებოდა. მარო გაიქცა ჩაეხუტა და კაი ძმაკაცივით მოიკითხა ლუკა. გასაკვირი არც იყო, როგორც და-ძმა ისე იყვნენ. ბოლოს და ბოლოს ერთად ვიყავით გაზრდილები.
- ჰე, აბა, გოგოებო ჩასხედით და წავედით წავედით სახლში.
- აუ მაროო ( მივიღე შრეკის კატის თვალები და ქვედა ტუჩი გამოვწიე), თუ ოდნავ მაინც გიყვარვარ და პატივს მცემ, ერთი სურვილი შემისრულე რა კუს.
- რა გნებავთ ქალბატონო? ამომხედა გაოცებით
- ნება იბოძეთ ქალბატონო მარიამ და დღეს ჩემთან დარჩით რა, თან ნინოს გაუხარდება ხომ იცით როგორ უყვარხარ.
- ჰოო კაი, დავრჩები, ოღონდ ნინოს ხათრით .
- იმდენი შენ რა გითხარი, ნინოს ხათრით რომ რჩები მარტო რაა.
- თუ ბევრს იტლიკინებ ქალბატონო აღარ დავრჩები.
- კარგი, ჩუმად ვარ, ოღონდაც შენ მიკადრე და თუ გინდა სულ დავმუნჯდები და ხმას აღარ ამოვიღებ.
- ჰოდა ჩუმად. მითხრა და ჩავჯექით მანქანაში და სახლისაკენ ჰერი-ჰერი.
სახლში შესულებს დედა დაგვხვდა :
- ნია, რა მოხდა? ასე მალე მალე რატომ დაბრუნდი?
- ლუკას კითხე ეგ, დე, ნახე სტუმარი მოგიყვანე.
- რაღა სტუმარია ნია, მარო უკვე ჩემი შვილია.
და ჩაეხუტნენ ერთმანეთს „დედა-შვილი“...
მერე ძლივს გამოვწიწკნე ერთმანეთს და წავედით მე და მარო დასაძინებლად. რა თქმაუნდ დასაძინებლად კი არა საჭორაოდ. ბევრი ვილაპარაკეთ და ბოლოს დაგვეძინა.
დილით მზის სხივებმა და ლუკას ღრიალმა გამაღვიძა. ეძებდა თავის მაისურს და ვერ იპოვა. ბოლოს მაროც გავაღვიძე.
- მარო, მარო გაიღვიძე მიწისძვრაა. ვანჯღრევდი საწოლს.
- რაააააა? წამოხტა დადებილებული. და როცა დამინახა, რომ მე მასზე ვიცინოდი, ბალიში მესროლა.
- მარო, ახლა მეც გესროდი ბალიშს მაგრამ ძალიან გვაგვიანდება უნივერსიტეტში და შებრძანდი აბაზანაში, მოწესრიგდი და წავედით.
მარო გაუშვი და რაც არუნდა გასაკვირი იყოს თხუთმეტ წუთში გამოვიდა, რაც მისთვის რეკორდი იყო. ასე მალე არასოდეს არ გამოსულა. შემდეგ მოვწესრიგდით და ჩავედით ნინოსთან.
- დეეე, ჩვენ გავიღვიძეტ, მოვწესრიგდით და გვშია, სად ხარ? - გაძახე ნინოს.
- აქ ვარ? ყავა გინდატ თუ ჩაი?
- ყავა, დედიკუსა.
- ჰა, და გავედი მე ნატოსთან. ნატო ჩვენი მეზობელია და დედას დაქალი.
- კაი დედუნ და მომიკითხე ნატო.
დედა გავიდა და მე მაროს დაუძახე.
-მაროო, მოდი ჭამე და წავედით.
- ახლავე, მოვდივარ.
ვჭამეთ ნამცხვარი ნინოს გამომცხვარი და ყავა დავაყოლეთ. და შემდეგ ლუკას დავუძახეთ.
- ლუკიტო, ძმაო შენ უნდა წაგვიყვანო, ჯერ ჭავჭავაძეზე, მაროს რაშს უნდა გავუაროთ და წამოვიყვანოთ და მერე უნივერსიტეტში გაგვიყვანე რა.
- კარგით ქალბატონო ნია. აბა წავედით დიდი გზა გველის. ისე უნივერსიტეტში მე რა მინდა, მაროს მანქანით წადით.
- კაი, ბატონო ლუკა.
წავედით და მივედით ჭავჭავაძეზე მაროს რაშთან ეგრევე გადმოვხტით ლუკას მანქანიდან, დავემშვიდობეთ ლუკას და ჩავხტით მაროს მანქანაში.
- ისე მარო, ამ რაშს პრინცი არ მოყვებოდა? ვკითხე მე.
- კი, მოყვებოდა და, მაგრამ ბრაკი იყო და არ ავიღე.
- ანუ შენნაირი იყო? ვკითხე სიცილით.
- არა, შენნაირი მითხრა და შუბლზე მაკოცა.
დაქოქა მანქანა მარომ და მივედით უნივერსიტეტში. იქ კი დამხვდა ჩემი მწვანეთვალება ანდრია.



№1 სტუმარი ele

magariiiaaa dzaaaannn ♥♥♥♥♥♥♥

 


№2  offline წევრი je ne sais pas

მადლობა დიიიიდი.

 


№3  offline წევრი vighaca

Magaria ❤❤❤

 


№4  offline წევრი je ne sais pas

vighaca
Magaria ❤❤❤

Madloba <3 <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent