შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გთხოვ, დარჩი ჩემთან. (2)


12-03-2015, 16:56
ავტორი Birdy
ნანახია 1 727

დილით სახლიდან ისე გავედი, მარიამს ისევ ეძინა. დაახლოებით 10 საათი იქნებოდა ჩემს დას რომ დავადექი სახლში, ვიცოდი ამ დროს მარტო იყო და დრო ვიხელთე. ახლა ყველაზე მეტად მასთან ლაპარაკი მჭირდებოდა.
– რაო, რას მეუბნებოდი ? – ინტერესით მკითხა ჩემმა დამ, სამზარეულოდან ორი ფინჯანი ყავა რომ გამოიტანა.
– რაღაც ახალი მჭირდება, ან სამსახური, ან სასწავლებელი, ახალი ქალაქი. მნიშვნელობა არ აქვს, რაღაც ახალი მინდა.
– ჯერ სახლში დაბრუნდი, არ მოგბეზრდა მარიამთან ყოფნა? – თეფშიდან ნატეხი შოკოლადი აიღო თინამ და ფეხი ფეხზე გადაიჯვარედინა.
– არ მინდა მთლად აირიოს გზა. გამიგე გთხოვ, ვერ მივატოვებ.
– შენ მისი დედა არ ხარ, არც მამა და არც ნათესავი. შენ შენი ცხოვრება გაქვს, 5 წელია ვერ მოიყვანე ჭკუაზე და ეხლა რასუზამ?! – გაბრაზება შევნიშნე მის ხმაში.
– მე ვიფიქრე მამასთან ხომ არ წავსულიყავი რუსეთში – ვიცოდი რომ ამაზე სულ გადაირეოდა, მაგრამ მაინც გადავწყვიტე მეთქვა.
– მაგაზე მეორედ კრინტი არ დაძრა. იცოდე ძალიან გამაბრაზებ ლიზი.
– კარგი, დავბრუნდები სახლში და მერე რამე სამსახურს მოვძებნი. – ფინჯანი ავიღე და ყავა მოვსვი, თან უკვე საკმაოდ გაგრილებული.
– აი ეს აიღე და მიდი ამ მისამართზე, შენთვის ვფიქრობ კარგი ვარიანტია. – უჯრიდან ფურცელი ამოიღო თინამ და მე გამომიწოდა.
– ეს რაარის? – ფურცელს ხან ერთი მხრიდან დავუწყე ყურება, ხან მეორედან.
– ძიძა ჭირდებათ 4 წლის გოგოსთვის, სახლში მხოლოდ ბებია ცხოვრობს. ბავშვის მამა ანუ ამ ქალის შვილი თითქმის არ მიდის მათთან, ამიტომ უნდათ რომ ძიძა მათთან გადავიდეს.
– არარსებობს – გაოცება ვერ დავმალე.
– არსებობს ლიზ, არსებობს. – სიგარეტს მოუკიდა ჩემმა დამ.
– კარგი და დღესვე მივიდე?
– კი, თან რაც შეიძლება მალე.
– კარგი წავედი მაშინ და დაგირეკავ საღამოს ხო? – ზანტად წამოვდექი, ჩემს დას ვაკოცე და მოსაცმელი მოვიცვი.
– რავი, არაუშავთ. აუცილებლად დამირეკე, გკოცნი.
– მეც გკოცნი.

სახლში მისვლამდე მთელი გზა ვფიქრობდი, როგორ უნდა მეთქვა მარიამისთვის რომ მარტო ვტოვებდი. ვიცოდი რომ ასე უკეთესი იქნებოდა ჩემთვის, მისთვის კი რა აჯობებდა ამაზე ნაკლებად ვფიქრობდი.

– ჰეი, გძინავს? – როგორც კი შევედი, მაშინვე დავუძახე. ვიცოდი რომ ეღვიძებოდა, მაგრამ მაინც.
– არა, სადიყავი? – ხალათში გამოწყობილი, ფეხშიშველი და თმა გაბურძგნული მარიამი სამზარეულოდან გამოვიდა.
– ჩემ დასთან. მარ რაღაც უნდა გითხრა, ოღონდ არ გაბრაზდე ხო? – მოსაცმელი გავიძრე და იქვე იატანკზე დავჯექი.
– რაიყო? – მაშინვე გვერდით მომიჯდა.
– მე უნდა წავიდე. – ჯერ ძირს დავიხედე, შემდეგ ნელნელა გავხედე მარიამს. მაინტერესებდა მისი გამომეტყველება. მივხვდი რომ თავიდან გაოცდა, მერე კი ინტერესით სავსე მზერა მომაპყრო.
– საით ქალბატონო, რატომ ტოვებ შენს უახლოეს დაქალს?
– ერთი კარგი სამსახური გამოჩნდა და თუ მიმიღეს იმ სახლში უნდა გადავიდე.
– კარგი, როგორც შენ გინდა. ბარგის ჩალაგებაში მოგეხმარები ხო?
– ხომ არ იტირებ უჩემოდ? – შევეცადე გამემხიარულებინა და ლოყაზე ნაზად ვუმჩქნიტე.
– ღადაობ?! მე კარგად ვიქნები თუ შენც კარგად იქნები.
– ოღონდ თავს უნდა გაუფრთხილდე – სერიოზული სახე მივიღე და ფეხზე წამოვდექი. მარიამიც მაშინვე ადგა და საძინებლისკენ წავიდა.
– მოდი მოდი ბევრ ლაპარაკს, ჩავალაგოთ შენი ბარგი.

ასე იყო თუ ისე, ჩანთა წამოვიღე და წამოვედი. დანიშნულების ადგილზე რომ მივედი გაკვირვებისაგან პირი დავაღე. ჩემს წინ უზარმაზარი, საოცრად ლამაზი სახლი იდგა, დიდი ქვის ღობითა და რკინის კარებით. ტელეფონი ამოვიღე და მითითებულ ნომერზე გადავრეკე.

– მოხვედით? – მიპასუხა შუა ხნის ქალბატონმა, რომელსაც ცოტა ხნის წინ ველაპარაკე.
– დიახ. შეგიძლიათ გამოხვიდეთ?
– რათქმაუნდა. ცოტა ხნით დამელოდე.

ხუთ წუთში კარი გაიღო და იქედან მშვენიერი გარეგნობის ქალბატონი გადმოვიდა. თვალებს აქეთ იქეთ აცეცებდა, მივხვდი რომ მე მეძებდა. მისკენ წავედი. დამინახა თუ არა გამიღიმა, მივხვდი რომ გულწრფელად გაეხარდა.

– იმაზე უფრო ლამაზი ყოფილხარ, ვიდრე წარმოვიდგენდი. – ღიმილით აღნიშნა ქალბატონმა და ჩანთა გამომართვა.
– დიდი მადლობა, იგივე შემიძლია ვთქვა თქვენზეც. – შევეცადე თავაზიანი ვყოფილიყავი.
– გამომყევი – წინ წამიძღვა ქალი. მეც უხმოდ გავყევი.

სახლში შესულებმა დიდი ხანი ვილაპარაკეთ.. ყავა დავლიეთ, ბევრიც ვიცინეთ. სოფიაც გავიცანი, ბავშვი რომელზეც მე უნდა მეზრუნა ძალიან საყვარელი და თბილი იყო. მე და ის ძალიან კარგ დროს გავატარებდით ერთად.


– მგონი დროა შენი ოთახი გიჩვენო – ღიმილით მომმართა ქალბატონმა და ფეხზე წამოდგა. მეც ღიმილით წამოვდექი და ისისიყო ოთახიდან უნდა გავსულიყავით რომ უკნიდან მამაკაცის ხმა მომესმა.
– დედა, სტუმარი გყავს? ხომიცი არ მიყვარს როცა მოვდივარ სახლში რომ ვინმეა.
ამის გაგონებაზე დავიბენი, სხეულში უცხო სიცივემ დამიარა და რომ ვეღარ გავიგე რა მექნა, ქალს გავხედე. ისიც მაშინვე მიხვდა რაშიც იყო საქმე, გვერდში დამიდგა, ხელები მხრებზე მომხვია და მამაკაცისკენ შემატრიალა.
– ლევან გაიცანი, ეს ლიზია, სოფიას მომვლელი.
მამაკაცის დანახვაზე ასმაგად დავიბენი. ჩემს წინ ლევანი იდგა, მამაკაცი რომელსაც გუშინ არც თუ ისე სასიამოვნო ვითარებაში შევხვდი.



№1  offline წევრი vighaca

Dzalian kargia ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent