შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მწვანეთვალებას გადაყვარება რთულია 3


13-03-2015, 14:26
ავტორი je ne sais pas
ნანახია 2 464

როდესაც მივედი, მინდოდა ყურადღება არ მიმექცია და ისე ავსულიყავი ჩვენს აუდიტორიაში, მაგრამ ვინ გაცადა ეს მყუდროება (თუ ამას მყუდროება ჰქვია და), და დამირღვიეს მყუდროება. მაროს მოესწრო ანასტასიას ნახვა და დამტოვა მარტო ჩემს მწვანეთვალებასთან.
-გამარჯობა ნია როგორ ხარ?
- კარგად, ანდრია და შენ?
- უკეთესს ვერც ვინატრებდი ისე ვარ. ეს მითხრა და გამიღიმა.
- კარგია თუ კარგად ხარ. და იქით რა ხდება? მივანიშნე იმ ადგილისაკენ სადაც თითქმის მთელი უნივერსიტეტის სტუდენტები შეკრებილიყვნენ.
- მოიცა, შენ არ იცი? უნივერსიტეტმა გადაწყვიტა, პირველი, მეორე და მესამე კურსის საერთაშორისოს სტუდენტები წაგვიყვანოს ხევსურეთში ორი კვირით.
- ძალიან, კარგია და შენც საერთაშორისოს ფაკულტეტის სტუდენტი ხარ? გაოცება ვერ დავმალე.
- დიახ, ქალბატონო ნია, გახლავართ. ილიას უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი ანდრია რაზმაძზე. და რევერანსი გააკეთა. და თქვენ ქალბატონო?
- დიდი მოწიწებით მინდა გითხრათ, რომ მეც ასევე გახლავართ ილიას უნივერსიტეტის სტუდენტი, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს მეც, საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტი ვარ, მაგრამ თქვენგან განსხვავებით პირველი კურსის სტუდენტივარ. და გავუღიმე.
- კარგია ნია, ანუ ერთად მივდივართ ხომ?
- კიი, და ისიც მითხარი, როდის მივდივართ?
- პარასკევს. პარასკევისთვის მზად იყავი. დილის შვიდ საათზე უნივერსიტეტთან ბრძანდებოდეთ დიდო ქალბატონო.
- მოეშვით ბატონო ანდრეა მაიმუნობას და კარგით.
- კარგი ნია, ნახვამდის მაგვიანდება.
-კარგად ანდრია. გავუღიმე და წამოვედი.
გზაში. ნუ რაღა გზაში უნივერსიტეტამდე, მარო და ანასტასიას შევხვდი.
-გოგოებო, იცით პარაკევს ხევსურეთში მივდივართ.
- კი, ნია ჩვენ ვიცით, სანამ შენ, იმ სიმპატიურ მწვანეთვალებას ელაპარაკებოდი, ჩვენ გეგმებს ვაწყობდით, ენა გამომიყო მარომ და ჩამეხუტა.
- ანასტასია, ხედავ, კიდე კარგად ვარ ამას რომ 12 წელი ვუძლებდი, მგონი ფსიქიატრი მჭირდება, იმიტომ, რომ მალე გავგიჟდები.
-მე, გაგიჟებ არა კუს? თვალები ჩამიჟუჟუნა მარომ.
-მორჩი შენ მაგ თვალების ჟუჟუნს, ჯე კიდევ კაი ხანი, არ ვაპირებ ორიენტაციის შეცვლას.
- და მერე შეიცვლი ხო კუს? და ერთად ვიქნებით ხომ ცხოვების ბოლომდე? თვალების ჟუჟუნს და ჩემს გაგიჟებას.
-კი კუს. და მომაშორეთ ეს ადამიანი აქედან. თორე მოვკლავ. სიცილისგან ძლივს ვლაპარაკობდი, და ანასტასიას ვთხოვდი ეს აქედან მომაშორე თქო.
-ახლავე მის, მე გადაგარჩენთ. ჩემს სიცილზე და შველაზე ირაკლი მოვიდა და სუპერმენის მოძრაობით ჩაგვიხტა შუაში, მე და მაროს.
-დიდი მადლობა სუპერმენო. ვუთხარი , თქვენ რომ არა აი ამ ადამიანის მსხვერპლი გავხდებოდი, ვეცადე რაც შემეძლო თეატრალურად გამომსვლოდა, და ცრემლებიც გადმოვყარე.
- ვა, ნია, შესანიშნავი მსახიობი ხარ, არ გინდა წელს იდგმევა რომეო და ჯულიეტა ჩვენს უნივერსიტეტში, რეჟისორი ჩემი ძმაკაცია. ჯულიეტას ეძებს და ვერ იპოვნა. მგონი შესაფერისი კანდიდატურა ხარ. თან რომეოს როლზე იცი ვინ შეიძლება იყოს? ჩვენი მაჩო, ანდრეა. ანდრეას ხსენებაზე ლამის თვალები გადმომეკარკლაო რომ იტყვიან ისე დამემართა.
-ვნახოთ. უთხარი და გავუღიმე. ირაკლი ისე, ხევსურეთში ხომ მოდიხარ?
- კიი, აბა რა მაგას გავმაზავ? და ანასტასიას თვალი ჩაუკრა. ანასტასიამ თვალები გადაატრიალა და ტუჩები საყვარლად გამოპრუწა.
-ჩემი ძმის ძმაკაცი არ იყო, უკვე მკვდარი იქნებოდი. კბილებში გამოსცრა ანასტასიამ.
-კარგი ანასტასია კარგი რაა. რამდენი ხანია გიცნობ და, ცოტა ნორმალურად, რომ მელაპარაკო არა?
-როგორც იმსახურებ ისე გელაპარაკები რა, ბატონო ირაკლი.
-კარგით ქალბატონო ანასტასია ნება თქვენია. ნია, შენ კიდევ ჩემს წინადადებაზე იფიქრე.
-კარგი ვიფიქრებ. თავი დავუქნიე. ირაკლი წავიდა და მე და მარო ანასტასიას მივუბრუნდით.
-გოგო, რა ხდება შენსა და ირაკლის შორის? თვალების მოჭუტვით ვკითხეთ მე და მარომ ანასტასიას.
-არაფერი გოგოებო, უბრალოდ ჩემი ძმის ძმაკაცია, და სულ ჩვენთან არის. პატარაობიდან ვიცნობ და სულ მამწარებდა.
-ისადა, მგონი მოწონხარ ხო იცი? ვკითხე დაეჭვებით.
-არ ვიცი რაა. გოგოებს ცხვირასოცებისნაირად იცვლის და.
-არადა ისე გიყურებდა მე, ვთქვი ახლა სიყვარულს აგიხსნის თქო. ისე არაა ცუდი ბიჭი ხო იცი შენ?
-შენ ჯობია მაგდენ ტლიკინს შენს მწვანეთვალებას მიხედო. შემომიბრუნდა ანასტასია.
-ჩემი არა და ელისოსი კიდე. როდის მერე გახდა ჩემი? ორი დღეა ვიცნობ. მაგრამ უნდა ვაღიარო რომ უზომოდ სიმპატიურია.
-კი, კუს მაგაში მეც გეთანხმები. ჩაერია მარო.
-არ დამეთანხმები და შენი აჯობებს. მივუბრუნდი მაროს.
-გოგოებო წამო შევიდეთ უნივერსიტეტში და გავიგოთ ხევსურეთის ამბავი, მოგვიბრუნდა ანასტასია.
-კარგი ტასო. შევიდეთ.
აუდიტორიაში შევედით და ყველა ჩვენ გვიყურებდა. ჩვენც მივედით და იმდენად კარგი ბავშვები იყვნენ ყველა, რომ მეგონა ამ ბავშვებს მთელი ცხოვრებაა ვიცნობ თქო. ყველასთან კარგი ურთიერთობა დავამყარეთ. ხომ არის რომ, ყველა კლასში და ჯგუფში ერთი სწერვა ჰყავთ, ერთი დებილი და ერთი უზრდელი. მაგრამ ასე არ იყო, ყველა იმდენად კარგი ადამიანი იყო ალბად სიტყვებით ვერ ავღწერ.
-აბა ბავშვებო, წამოდგა ანასტასია. რას შვებით ხევსურეთზე ხომ მოდიხართ ყველა?
-კიიი, წამოიძახეს ბავშვებმა და ყველა ბედნიერი სახით შემოგვჩერებოდა.
შემდეგ ლექტორი შემოვიდა და ყველა გაჩუმდა. და ლექტორმა დაიწყო.
-როგორც მოგეხსენებათ პარასკევს მივდივართ ხევსურეთში პირველი, მეორე და მესამე კურსის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტები და ლექტორები. ყოველი ფაკულტეტის თითო კურსიდან ერთი მოსწავლე უნდა ავირჩიოთ, რომ შემდეგ გაურკვევლობები და ასეთი რაღაცეები არ იყოს. ყველა ფაკულტეტიდან უკვე თითო მოსწავლე არჩეულია. ავირჩიეთ ყველაზე წარმატებული სტუდენტები. თქვენ დაგევალებათ შეათანხმოთ ყველა ხარჯი და ამასთანავე თქვენ იქნებით თქვენი ჯგუფის წარმომადგენელი. წარმომადგენელთა ვინაობა ასეთია: პირველი კურსის წარმომადგენელია, ნია შედანია. მეორე კურსის წარმომადგენელია ლიკა ცხადაძე და მესამე კურსის წარმომადგენელია ანდრია რაზმაძე.
ჯერ ჩემი სახელი და გვარი, რომ გავიგე მაგაზე გადავირიე და მერე ანდრეას სახელის გაგონებაზე სულ მთლად გადავირიე. მეგონა ეს ყველაფერი მესიზმრებოდა. ისე ანდრეა მომწონდა, ვის არ მოეწონებოდა აბა დაფიქრდით. მაღალი, შავგვრემანი, სპორტული აღნაგობის მწვანეთვალება ბიჭი საოცარი ღიმილით. მე ძალიან მომწონდა და უკვე საკუთარ თავთანაც კი ვაღიარებდი. მაგრამ ოცნებაც არ გაცადა არავინ, როდესაც ვიღაცამ დამიძახა. დამიძახა და რას ვხედავ. ანდრეა მიძახის. და მიხმობს მასთან ერთად მივიდე. გვერძე ვიღაც გოგო ედგა. მივხვდი,რომ ხევსურეთზე მოგვიწევდა ლაპარაკი. მივედი და უკვე უნდა გამეცნო ის გოგო, რომ ტელეფონმა დამირეკა. ლუკა იყო.
-ჰო, ლუკა.
-შენს უნივერსიტეტში ვინმე ანდრია რაზმაძე სწავლობს?
-კი და რა იყო? ვკითხე შეშინებულმა.
-ჩემი ძმაკაცია და რო წამოხვალ წამოიყოლე რა რაღაც საქმე მაქვს.

------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ესეც მესამე თავი. იმედია მოგეწონებათ.



№1  offline წევრი BusaMariami

მომეწონა რომელია?! :დ გააგრძელე ველოდები ახალ თავს <3
--------------------
მე ვჩურჩულებ რომ ამქვეყნად თავად სიყვარული მიყვარს!
გამეღიმა...ამ წამს ის ვთქვი რაც არასდროს არსად მითქვამს!..

 


№2  offline წევრი je ne sais pas

BusaMariami
მომეწონა რომელია?! :დ გააგრძელე ველოდები ახალ თავს <3

დიდი მადლობა <3.. აი, უბრალოდ არ იცით რამხელა სტიმლს მაძლევთ, თქვენი ერთი კომენტარითაც კი. აუ ილე
ბლად გავაგრძელებ. <3..რაც დავიწყე იმას დავამთავრებ. შუა გზაში არ დავტოვებ. და შენ დიდი მადლობა, რომ კითხულობ <3

 


№3  offline წევრი vighaca

Dzalian magaria

 


№4  offline წევრი aniko:)))))

მაგარია მალე დადე შემდეგი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent