მიშველეთ მუშაობით მკლავენ! 2
ქარიშხალივით შევვარდი ფაბრიკაში და მაგიდებს შორის გზის გაკვლევას ვცდილობდი. "ოღონდ აქ არ დაიკარგო ! ოღონდ ეხლა არა! " დიდხანს ვიმეორებდი ამ ფრაზას გულში, უკვე 10 წუთი დავაგვიანე და თან მგონი დირექტორის კაბინეტს ამდენ ხალხს შორის ვერასდროს მოვძებნიდი. ბოლოს როცა მივხვდი რომ ჩემით ვერაფერს გავხდებოდი იქვე მდგარ გოგონას ვთხოვე დახმარება მანაც მიმასწავლა. საბოლოოდ კი, გაოფლიანებულმა და თმააჩეჩილმა "შევგილიჯე" კაბინეტის კარები და საკმაოდ უცნაურ მდგომარეობაში წარვდექი ჩემი მომავალი "დიქტატორის"(ყოველთვის ასე მოვიხსენიებდი ჩემს დირექტორებს ) წინ. "დიქტატორმა" კარგად ამათვალიერა, მაგრამ სახეზე არანაირი ემოცია არ დასტყობია, მოკლედ და კონკრეტულად აღნიშნა -თქვენ მთელი 15 წუთით დააგვიანეთ! -მაპატიეთ მე.. -მეორეჯერ არ განმეორდეს! -მაპატიეთ, გპირდებით არ განმეორდება! -და იმედია ცოტა თავს მოიწესრიგებთ სანამ სამსახურში მოხვალთ ხოლმე! -დიახ აუცილებლად... -ხვალიდანვე შეუდგებით მუშაობას. გასაგებია ? -დიახ აუცილებლად. -ახლა ნახვამდის ისედაც ბევრი დრო დამახარჯვინეთ -დიახ ნახვამდის- მექანიკურად ვუთხარი და კარი გამოვუხურე.მაშინვე ჩემი საყვარელი წიგნიდან "ეშმაკს აცვია პრადა" მირანდა პრისტლი მომაგონდა, განსხვავება ის იყო რომ ჩემი ე.წ. დიქტატორი მამაკაცი იყო, თანაც საკმაოდ სიმპატიური, მაგრამ უცნაური ჩაცმულობის მქონე. არვიცი რატომ, მაგრამ მეგონა რომ დირექტორს (თუნდაც სათამაშოების ქარხნის დირექტორი იყოს ) ჯინსები და შავი დაჭმუჭნული მაისური არ უნდა ცმოდა. მითუმეტეს, კედები. არც შავი მაყვლის ბუჩქივით ახლართული, ხვეული თმები არუნდა ქონოდა. უფრო 20 წლის გამოუცდელ თინეიჯერ ბიჭს გავდა ვიდრე იმ ქარხნის დირექტორს რომელი წელიწადში ღმერთმა უწყის რამდენ მილიონს გამოიმუშავებდა! (ეს ერთადერთი სათამაშოების(და მგონი არამარტო სათამაშოების) ქარხანა იყო საქართველოში რომლის დამზადებული თოჯინები მთელს მსოფლიოში იყო განთქმული და თქვენ წარმოიდგინეთ ჩემი პატარა დის რეაქცია როცა ვუთხარი სადაც ვიწყებდი მუშაობას. ვაღიარებ ხუთი წუთის მერე, როცა მივხვდი რომ შოკიდან ვერ გამოვიდოდა ვუთხარი რომ ვატყუებდი). მიუხედავად უფროსის სიმპატიურობისა და საყვარელი "როჟისა" მაინც არ მომეწონა ეს ე.წ. უემოციო ტიპი. ზოგადად ზედმეტად სექსუალურად მიმაჩნია თავი და დღეს უკვე ორმა შავგვრემანმა დამიწუნა (ვაღიარებ შავგვრემანი ბიჭები ჩემი სისუსტეა და როცა ორმა მათგანმა ცალ ფეხზე დამიკიდა ზედმეტად გაცოფებული ვიყავი მთელი დღე). მეც შავგვრემანი და შავთვალება ვარ. მაღალი ვარ რომ იტყვიან "ჩამოსხმული" ტანი მაქ. ტალღოვანი თმით და თვალწარბით ყველაზე მეტად ვამაყობ. თმა კუპრივით შავი და სქელი მაქ, წელამდე მწვდება. ცხენს ვაჭენებ, განსაკუთრებით შავი ცხენები მიყვარს, ჩემი არასდროს მყოლია, ალბათ იმიტომ რომ სულელი თაყვანისმცემლები დიდი ფანტაზიით არ გამოირჩეოდნენ და მხოლოდ ვარდებით შემოიფარგლებოდნენ.მე კიდევ მაგის ფული სად მქონდა ცხენი მეყიდა და მერე მერჩინა, მე თვითონაც გადასახედებს ძლივს ავუდიოდი. ალბათ ამის ბრალიცაა, იმ დაწყევლილ ქარხანაში რომ ვიწყებ მუშაობას, იმ ზედმეტად სექსუალურ შავგვრემან იდიოტთან, რომელმაც ისე მაგრად ვეკიდე ფეხებზე რომ მეტი არ შეიძლებოდა. ჩემს პატარა ერთოთახიან ბინაში ზოზინით შევედი. ეგრევე ტანსაცმლის გაუხდელად აბაზანაში შევედი, წყალი მოვუშვი და მის ქვეშ დავდექი. რაც მეცვა სულ დამისველდა (მაინც გასარეცხი იყო, მე კიდევ დღევანდელი დღის გადამკიდე არანაირი ძალა აღარ მქონდა გამომეცვალა. ისე არც ფეხსაცმელები გამიხდია და ეგ ტეხავს) 25 წლის ობოლი ვიყავი(ვიყავი რა ვარ კიდეც) 14 წლიდან 19 წლამდე ბებო მზრდიდა, მერე იმანაც დამტოვა და ამ იდიოტურ ცხოვრებას მარტო შევეჭიდე და ა.შ. ტანსაცმელები გავიხადე და იქვე დავაგდე, გაწუწული ფეხსაცმელები აბაზანის კუთხისკენ მოვისროლე და სრულიად შიშველი და თან სველი გამოვედი ჩემს ოთახში ფარდები გადაწეული იყო (უი!) არ მიმიქცევია ამისთვის ყურადღება. ტელევიზორის წინ ჩავიმუხლე და ჩემი საყვარელი ფილმი V for Vendetta ჩავრთე. საწოლზე დავწექი რომ არ შემციებოდა ადილა გადავიფარე და მთლიანად გადავეშვი თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანი ცხოვრებაში. ხანდახან ვფიქრობდი რომ მას ვგავდი. დაუმორჩილებელი ვიყავი, თავისუფლება ჩემთვის ყოველთვის ყველაზე წინ იდგა, მაგრამ მაინც არ ვიყავი მისნაირი, რაღაც მაკლდა და სავარაუდოდ ეს რაღაც ის ძლიერი სიყვარული იყო ივის მიმართ რომ განიცდიდა, მან მოახერხა და ისიც ისეთივე თავისუფალი გახადა, როგორიც თვითონ იყო. ხანდახან ვხვდებოდი რომ მას უფრო მეტი რამ გააჩნდა ვიდრე მე 1.იდეები და მიზნები 2. ივი ფილმი დასრულდა, მიუხედავად იმისა რომ დაღლილი ვიყავი არ მეძინებოდა, ზედმეტად ამაფორიაქა ამ ფილმმა (ათასჯერ მაინც მაქვს ნანახი, მაგრამ ყოველ ჯერზე ერთი და იგივე მემართება) მინდოდა რაღაც განსხვავებული გამეკეთებინა, მაგრამ როცა მივხვდი რომ მსგავს ვერაფერს ვიზამდი უბრალოდ მაღვიძარა დავაყენე და საწოლში ჩავწექი. როგორ მინდოდა რომ მეტირა, უმოქმედობა ნერვებს მიშლიდა, მინდოდა დამენგრია მთელი მსოფლიო რომ ერთი მისიაც კი არ გამოიმეტეს ჩემთვის, ერთი მიზეზიც არ დამიტოვეს რომ მეცხოვრა. უი უკაცრავად დამავიწყდა... მე ხომ ერთადერთი ვიყავი, რომელიც ყველა ადამიანს ეხმარებოდა, გვერდში უდგებოდა, მაგრამ იქნებ მეც მჭირდებოდა ცხოვრებაში ერთხელ ჩემთვისაც რომ ეთქვათ რომ ჩემს გვერდით იდგნენ.მშობლებისა და ბებიის გარდაცვალებაზეც მხოლოდ იმას მეუბნებოდნენ რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა და მე ბედნიერი ვიქნებოდი, რომ უნდა გავმაგრებულიყავი... არავის უთქვამს რომ ჩემს გვერდით იქნებოდნენ ბიჭებსაც მხოლოდ გარეგნობის გამო მოვწონდი, არცერთს არ უცდია ჩემთან ჩემს სულიერ მდგომარეობაზე საუბარი. ტირილი შევწყვიტე, საკუთარ თავს ვუბრძანე რომ არ უნდა მეტირა და მორჩა! ეს ყოველღამე ძილისპირული ტირილისას "დავამუღამე" როგორ უნდა შევწვიტოთ ცრემლები მომენტალურად. იდიოტობაა არა ? ჰო ვიცი, მაგრამ ცხოვრებაც ხო იდიოტობაა და .... აუ ისევ! ვერ ვიტან დეპრესიულ ქალებს და მემგონი მეც მათ ვემსგავსები, მაგრამ რა ვქნა წერას რომ ვიწყებ იქ ტყუილს ვერ ვამბობ, არ შემიძლია უბრალოდ ამბები მოვყვე და იქ ჩემი ემოციები და ფიქრები არ ჩავაქსოვო. არანორმალურად და სულელურად ჟღერს ვიცი... მაგრამ მოდი ეს თავი აქ დავამთავროთ ... მეც მეძინება და თან არამგონია ჩემი ე.წ. დეპრესიული იდეები აინტერესებდეს მკითხველს, ჰოდა მოვრჩი ხვალ ახალ თავში ხვალინდელ ამბებს მოგიყვებით აბა კარგად ! ჰო და გამიხარდება პატარა კომენტარებს თუ გამოიმეტებთ <3 წინა თავზე კომენტარები რო ვნახე ძალიან გამიხარდა. ეს ისტორია "მთლად" რეალური არაა მაგრამ ბევრი რამ მართლა ჩემი ცხოვრებიდანაა გადმოღებული და გამიხარდება თუ მოგეწონებათ . შენიშვნებსაც ველი ^^ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.