შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქაოსური გრძნობები (2)


14-03-2015, 00:26
ავტორი nia_93
ნანახია 3 581

ოთხივემ ძალიან კარგად გაუგო ერთმანეთს. ელენე მალევე შევიდა დიმასთან კონტაქტში და ძალიან მოეწონა. დიმა მართლაც რომ კარგი მოსაუბრე აღმოჩნდა და გოგოების კეთილგანწყობაც დაიმსახურა.
აი, დიმას კი იმაზე მეტად მოეწონა ელენე ვიდრე საჭირო იყო.
ცოტნემ გოგოები სახლში მიიყვანა და თვითონ ბიჭებთან დაბრუნდა დასალევად. დიმას ჩამოსვლას აღნიშნავდნენ.

-ძალიან მაგარი არჩევანი გაგიკეთებია ცოტნე-ხელი გადახვია დიმამ-მართლა მაგარი გოგოა ელენე-ცოტა ალკოჰოლი მორეოდა დიმას და გაილექსა ელენეს დახასიათებით-ცოლად როდის მოგყავს?

-ჯერ არ ვჩქარობთ, უფრო სწორად ელენე არ ჩქარობს,თორემ მე დღესვე მოვიყვანდი-ჩაეცინა ცოტნეს-მართლა საოცარი გოგოა. ვგიჟდები მასზე-დიდი სიყვარულით საუბრობდა ცოტნე ელენეზე და ბედნიერებისგან გააკანკალა.
***

-ჩემი ცხოვრება, რომ იცოდე როგორ მენატრები ხოლმე-კარებშივე გადაეხვია ცოტნე ელენეს და მხურვალედ აკოცა

-მეც მომენატრე-ხელები არ მოუშორებია ელენეს ცოტნეს კისრისთვის ისე უთხრა და ოთახში ჩახუტებულები შევიდნენ. დივანზე ჩამოსხდნენ და ერთმანეთზე მიხუტებულები საუბრობდნენ და დღის ამბებს განიხილავდნენ და თან ყოველი წინადადების დასრულების მერე ერთმანეთს კოცნიდნენ.

-ყავას დალევ?-კითხა ელენემ როცა მოწყდა ცოტნეს ტუჩებს

-რა უდროო დროს აგიტყდა ყავის ხსენება-გაეცინა-თუ გააკეთებ დავლევ მეც.ელენესაც გაეცინა და ყავის მისახარშად გავიდა სამზარეულოში.

-როდის დადგება ის დრო შენ რომ იტრიალებ ამ სამზარეულოში -კარებთან იყო მიყრდნობილი ცოტნე და უყურებდა მოფუსფუსე ელენეს,რომელიც ჭიქებში ყავას და შაქარს ანაწილებდა

-აბა ეხლა რას ვშვები?-ვითომ ვერ მიხვდა ელენე

-მე ვიგულისხმე რომ სულ იტრიალო. ყოველდღე-უკნიდან მიუახლოვდა ცოტნე ,მუცელზე ხელები შემოხვია და ყელზე აკოცა. ელენეს გაეღიმა

-მაგის დროც მოვა-უთხრა და ჩაიდანი გამორთო. ჭიქებში ჩაასხა ადუღებული წყალი და მისაღებ ოთახში გავიდა ფინჯნებიანად. ცოტნე გვერდით მიუჯდა და ელენე მიიხუტა.
დიდხანს ისხდნენ ჩუმად და ჩუმად სვამდნენ ყავას. ცოტნემ ცარიელი ფინჯანი მაგიდაზე დადო და ელენეს მიბრუნდა. ერთხანს უყურა თვალებში და მერე გაშმაგებული ეძგერა ტუჩებზე. ელენეც აყვა კოცნაში. დიდ ხანს და ვნებიანად კოცნიდნენ. მერე ცოტნემ ყელზე გადაინაცვლა, ყელიდან მკერდისკენ,მერე ისევ ყელზე, მერე ისევ ტუჩებზე და ასე მონაცვლეობდა ელენეს სხეულზე. ელენეც ვნებამორეული თითებს ცოტნეს თმებში ხლართავდა და კოცნაზე კოცნით პასუხობდა.ცოტნემ ელენეს ზედა გააძრო და ვნებიანად დააცქერდა მის მკერდს. ელენე დივანზე გადააწვინა და ზემოდან მოექცა. ორივეს გონება არეული ქონდათ. ცოტნემ ელენეს შარვლის ელვა გახსნა და გახდა დაუწყო. ამ დროს ელენე გონს მოეგო. ცოტნეს ხელი კრა და ელდანაკრავივით წამოხტა.

-ეს.. ეს არ შეიძლება-ლუღლუღებდა ელენე და მაისურს იფარებდა

-ელენე, რას ვაშავებთ?-ჯერ კიდევ სუნთქვის დარეგულირებას ცდილობდა ცოტნე და ისე საუბრობდა
-ხომ იცი რომ ასე არა, ასე არ მინდა.. ჩვენ ხომ შევთანხმდით-ძლივს ლაპარაკობდა ელენე-ასე არა.არ მინდა ეგრე-ერთსა და იმავეს იმეორებდა

-ჩვენ ისე ახლოს ვართ ერთმანეთთან ელენე,რომ ეგ რომ მოხდეს გამორიცხული არაა. მალე მაინც ჩემი ცოლი გახდები და რა მნიშვნელობა აქვს ეს ეხლა მოხდება თუ მერე?

-ჩემთვის აქვს ცოტნე, ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მაპატიე რომ ამის საბაბი მოგეცი. მეც დამნაშავე ვარ. არ უნდა აგყოლოდი-დამანშავედ ჩაილაპარაკა და ზედა გადაიცვა

-რას მებოდიშები ელ. ყველაფერი რიგზეა. ვცდილობ გაგიგო. მართლა-ცოტნე ელენეს დამშვიდებას შეეცადა და თავზე აკოცა

-მე წავალ ხო? მერე დაგირეკავ

-გაგიყვან

-მანქანით ვარ-ცოტნეს ლოყაზე აკოცა. დაემშვიდობა და მისი სახლი ჩქარა დატოვა.

მანქანაში ანერვიულებული ჩაჯდა.
,,რა სულელი ხარ ელენე. რატომ გამოიჩინე სისუსტე და ცოტნეს ამის საბაბი მიეცი?შენ რომ არა ცოტნე ასე ღრმად არ შეტოპავდა’’-თავის თავს ლანძღავდა ელენე.
მიუხედავად იმისა,რომ დიდი ხანია ელენე და ცოტნე შეყვარებულები არიან და ძალიან ახლო ურთიერთობა აქვთ,მალე დაოჯახებასაც აპირებენ, ელენე სასტიკი წინააღმდეგია ქორწინებადმე სქესობრივი კავშირის,თუნდაც საყვარელ მამაკაცთან. ასეთი პრინციპულია ელენე და მას თავისი ფასეულობები და ღირებულებები გააჩნია.
ადრეც ქონდათ მსგავსი მცდელობა. ცოტნეს ხშირად გაკვრითაც უსაუბრია ამ თემაზე,მაგრამ ძალიან კარგად გაიგო ელენეს დამოკიდებულება ამ საკითხთან დაკავშირებით და ბევრად აღარ ჩაჯინებია და დაუძალებია არაფერი,რადგან ელენე უყვარს და მის გადაწყვეტილებებს პატივს სცემს.

ამ დღის შემდეგ ეს ამბავი არც ერთს არ გაუხსენებია. ჩვეულებრივ გააგრძელეს ურთიერთობა,ვითომც არაფერი მომხდარიყოს.
ელენე, ცოტნე, ნანო და დიმა ხშირად დადიოდნენ ერთად. ელენე ძალიან დაუახლოვდა დიმას და შეიძლება ითქვას რომ მას საუკეთესო მეგობრად თვლის. მარტო ეს ორიც ხშირად ხვდებოდა ერთმანეთს და საუბრობდნენ ძალიან ბევრს.

-ძალიან მაგარია. გილოცავ დიმ-გახარებული ჩაეხუტა ელენე დიმას,რომელმაც აუწყა ელენეს რომ ერთ-ერთ საადვოკატო ფირმაში გამოსაცდელი ვადა დაუმთვრდა და სამსახურში აიყვანეს

-მადლობა ელი, მაგრამ მთავარი აწია. იმედია თავს გავართმევ ამ ყველაფერს
-აუცილებლად გაართმევ თავს. დარწმუნებული ვარ-უთხრა ელენემ და კიდევ ერთხელ გადაეხვია-აუ როგორ მიხარია-აჟიტირებული იყო ელენე დიმას ამბით-ძალიან მაგარი ამბავია. ცოტნეს უთხარი უკვე?

-ჯერ არავისთვის არ მითქვამს. პირველი ხარ შენ-გაეცინა-დღეს ვეტყვი ბიჭებს

-რა პატივია პირველი მე მხვდა წილად ამ ახალი ამბის გაგება-გაუღიმა ელენემ და დიმას რაღაცამ გაკრა გულში. ელენეს ღიმილზე სულ ასე ემართება,რაც ძალიან არ მოსწონს.

***
-დღეს სამსახურის მერე მნახავ ცოტ?-დაურეკა ელენემ
-დღეს არ შემიძლია ელუს. უამრავი საქმე მაქვს. შეგეხმიანები მერე
-კარგი მაშინ. დროებით-უხალისოდ უპასუხა ელენემ და ტელეფონი გათიშა.
,,ასეთი რა საქმეები აქვს 5 წუთითაც რომ ვერ მნახავს’’-გაბუტულმა ჩაილაპარაკა ელენემ და გული დაწყდა რომ დღეს ცოტნეს ვერ ნახავდა. საშინლად მოენატრა.დღე მასთან ჩახუტების გარეშე ჩაივლის.ხასიათი გაუფუჭდა

***
-ელ, ცოლად როდის უნდა გამომყვე?-კითხა ცოტნემ,როცა მის მანქანაში ისხდნენ და უბრალოდ საუბრობდნენ.ელენეს სახე შეეცვალა

-ცოტ, ჩვენ ხომ ვილაპარაკეთ არა ამაზე?-დაიწყო ცოტა ხნიანი დუმილის შემდეგ-ხომ იცი,რომ სანამ მაგისტრატურას არ მოვრჩები მანამ გათხოვება არ მინდა

-ვიცი და ბევრჯერ გითქვამს,მაგრამ არ შემიძლია ამდენი მოცდა. კიდევ ერთი წელი ძალიან დიდი დროა ჩემთვის.თანაც ვერ გამიგია რაში შეგეშლება ხელი?გათხოვება სწავლაში ხელს შეგიშლის?

-შემიშლის ცოტ, შემიშლის. ორივეს ერთად სათანადო ყურადღებას ვერ დავუთმობ და ამ შემთხვევაში სანახევროდ დათმობილი ყურადღებისთვის არც ერთი არ მინდა. 1 წელიც და ყველაფერი ისე იქნება როგორც ჩვენ გვინდა

-კარგი რა ელ. ერთი წელი როგორმე გაიჭირვე. გეფიცები ყველაფერში ხელს შეგიწყობ. შევეცდები რომ ოჯახის სიმძიმე არ დაგაწვეს მხრებზე,ოღონდ გამომყევი რა. მიყვარხარ

-მეც მიყვარხარ და იცი ეს შენც მშვენივრად,მაგრამ გემუდარები მეც გამიგე და არ დამაძალო რა-მუდარით უთხრა ელენემ

-კარგი,როგორც გინდა. არ დაგაძალებ არაფერს-ცივად უთხრა ცოტნემ და მანქანა დაქოქა. მთელი გზა არც ერთს არ უთქვამს არაფერი. ელენე გადახედავდა ცოტნეს,მაგრამ ცოტნე ჯიუტად გზას უყურებდა.

-ხვალამდე ცოტ-უთხრა ელენემ როცა სადარბაზოსთან მივიდნენ

-ხვალამდე-მისკენ არც შებრუნებულა ისე უთხრა ხოტნემ

-ნუ მებუტები. ვერ ვიტან როცა ასე მექცევი ცოტნე-ლოყაზე მიეფერა

_ღამემშვიდობის ელენე-რეაქცია არ ქონია ელენეს სიტყვებზე

-ღამემშვიდობის-ნაწყენმა მოაშორა ხელი ცოტნეს და მანქანიდან გადავიდა.

***
-ხომ უნდა ესმოდეს არა ჩემიც? რამდენჯერ ავუხსენი სიტუაცია დიმ. მაინც თავისას იმორებს-შეწუხებულმა უთხრა დიმას ელენემ, როცა ყავას სვამდნენ კაფეში

-მასაც გაუგე ელი, უყვარხარ და ვერ ითმენს

-მეც მიყვარს,თანაც ძალიან-თავი ჩახარა ელენემ. დიმას ელენეს ნათქვამი გულზე მოხვდა და უსიამოვნო გრძნობა დაეუფლა.თვითონაც ვერ ხვდება რა ჭირს.

-ყველაფერი მოგვარდება ელი, აი ნახავ-ლოყაზე მიეფერა და ანუგეშა

-2 დღეა არ ვუნახივარ და არც დაურეკავს-ცრემლები ჩაუდგა თვალებში

-ოღონდ ეხლა არ იტირო გემუდარები-მისკენ გადაჯდა და ჩაეხუტა-აი ნახავ, დღეს აუცილებლად დაგირეკავს

-იმედია,თორემ უკვე ძალიან მიჭირს მის გარეშე-ამოისლუკუნა ელენემ.

***
იმ დღესაც არ დაურეკავს ცოტნეს ელენესთვის. ელენე უკვე სერიოზულად ნერვიულობდა. მის ზარებსაც არ პასუხობდა ცოტნე. ბოლოს გადაწყვიტა მასთან სახლში მისულიყო. სამსახურის მერე ცოტნეს სახლისკენ აიღო გეზი. მისდა გასაკვირად კარები ღია დახვდა და ბინაში შევიდა.
მისაღებში ტელევიზორი ჩართული იყო და ცოტნე არ ჩანდა. ჯერ სამზარეულოში ნახა, არ იყო. მერე სააბაზანოშიც მიუკაკუნა,მაგრამ ხმა არავინ გასცა. ბოლოს გეზი საძინებელი ოთახისკენ აიღო. კარებს რომ მიუახლოვდა გაშეშდა. ოთახიდან უცნაური ხმები გამოდიოდა. ელენემ დაუფიქრებლად შეაღო საძინებლის კარი და ადგილზე გაშეშდა.
გაქვავდა.
მეტყველების უნარი დაკარგა.
სრული შოკი მიიღო ნანახისგან.
ცოტნე და თამთა.
მისი კურსელი.
ერთად.
საძინებელში.
შიშვლები.
იმ წამს სიკვდილი ინატრა ელენემ. გაოგნებული უყურებდა მათ და ხმის ამოღებასაც ვერ ბედავდა. წამიერად კივილმა გამოაფხიზლა ის. თამთას შეემჩნია ელენე და განწირულმა იკივლა. თამთას კივილზე ცოტნემაც უკან გამოიხედა და თვალთ დაუბნელდა.
ელენეს ნახვამ ბოლო მოუღო.
სწრაფად დაფაცურდა ცოტნე და თამთა და ტანსაცმლის ძებნა დაიწყეს. ელენე ადგილიდან ვერ იძვროდა და თვალდაუხამხამებლად უყურებდა მათ მოქმედებას. იმ მომენტში ელენე გათიშული იყო და ვერ აზროვნებდა.თამთამ ხელი დაავლო თავის ტანსაცმელს და უკანმოუხედავად გაიქცა ბინიდან. ცოტნემ შარვალი ამოიცვა და ელენეს მიაშტერდა,რომელიც გაუნძრევლად იდგა ერთ ადგილას.

-ელ, მე...-სიტყვებს ვერ უყრიდა-მისმინე აგიხსნი-დაიწყო რამდენიმეწამიანი დუმილის შემდეგ. ელენე სწორედ ამ დროს მოეგო გონს და ჩასისხლიანებული თვალებით შეხედა ცოტნეს. ნელ-ნელა აზროვნების უნარი უბრუნდებოდა

-ამ სიტუაციასაც აქვს ახსნა?-ხმაჩახლეჩილმა კითხა,ისე რომ თავისი ხმა თვითონაც ძლივს გაიგო

-მართლა ელ... მე.. ამახსნევინე გთხოვ-არეულად საუბრობდა ცოტნე

-ამდენი ხანი სათქმელს იტყოდა კაცი-შედარებით მშვიდი იყო ელენე. არანაირი ისტერიკები არ გაუმართავს. ცდილობს ყველა სიტუაციაში სიმშვიდე შეინარჩუნოს,მაგრამ ვინ იცის რის ფასად უჯდება ეხლა სიმშვიდის შენარჩუნება

-შენზე ძალიან ვიყავი გაბრაზებული-დაიწყო ცოტნემ და ლოგინზე ჩამოჯდა

-ამიტომ არ მეხმიანებოდი ეს დღეები რომ თამთასთან გართობაში ხელს გიშლიდი?-ირონიულად უთხრა ელენემ

-დამაცადე გთხოვ-თვალებში შეხედა ცოტნემ და მერე თავი დახარა-ძალიან გაბრაზებული ვიყავი და ვცდილობდი როგორმე ჩემს თავს მოვრეოდი. ამიტომ არ გიკავშირდებოდი,რადგან ვიცოდი რომ რამეს უკმეხად გეტყოდი და ეს არ მინდოდა. თამთა კი-აქ ხმა გაუწყდა-თამთას მხოლოდ დღეს შევხვდი. ნასვამი ვიყავი, ვარ ელ, ხოდა სახლში მომადგა. სისულელეები დამიწყო. მერე მეარშიყებოდა. მერე თავისი ქალური ხრიკების გამოყენება დაიწყო და მეც ვერ გავუძელი ცდუნებას...-აქ სიტყვა გაუწყდა

-გამოდის თამთას შეუცდენიხარ-მწარედ ჩაეცინა ელენეს-მაგას რომ მოწონდი სულ ვამჩნევდი,მაგრამ არ ვიმჩნევდი. ვიცოდი რაც არ უნდა ეცადა, შენთან არაფერი გამოუვიდოდა. მე შენი იმედი მქონდა და გენდობოდი,მაგრამ თურმე მწარედ შევმცდარვარ ცოტნე-დანანებით ჩაილაპარაკა ელენემ. ნახევრად მკვდარი იყო ამ სიტყვებს რომ ამბობდა-როგორ გამიცრუე იმედი ცოტნე

-მაპატიე გემუდარები. ვიცი დავაშავე,მაგრამ ეს ერთი შეცდომა მაპატიე გთხოვ ელ-მისკენ წავიდა ჩასახუტებლად მაგრამ ელენე განზე გახტა

-არ შემეხო, მაგ ხელებით,რომლითაც თამთას ეფერებოდი არ გაბედო და არ შემეხო-განწირულმა იკივლა. ცოტნემაც უკან დაიხია.ელენე ცოტა დამშვიდდა.

-შენ ვერ მაპატიე, ვერ აიტანე ჩემი უარი. რომ არ დაგთანხმდი და შენთან არ დავწექი ვერ მოინელე.
-ასე არ არის ელ...-ელენემ თითის აწევით გააჩუმა
- ვერ მოინელე ის რომ ჯერ ცოლად არ მოგყვებოდი და სამაგიერო ამით გადამიხადე-ჰაერი არ ყოფნიდა ელენეს. ცოტა ხანი დადუმდა

_ალბათ ხვდები რომ ამით ყველაფერს წერტილი დაესვა ჩვენს შორის ცოტნე-უთხრა ელენემ და ცოტნეს პასუხს არ დალოდებია ისე წავიდა მისი ბინიდან.
როგორც კი მანქანაში ჩაჯდა ისტერიული ტირილი აუვარდა. გაუჩერებლად და ხმით მოთქვამდა.
გული მოუკლეს.
იმედები გაუცრუეს.
ოცნებები დაუმსხვრიეს.
ვარდისფერი სათვალე მოხსნეს და რეალობას მთლი სიმძაფრით მიახეთქეს.

უფრო მოზრდილი თავი.
იმედია მოგეწონებათ.



№1  offline წევრი Sweetiko

ვაუ ესეთი თავი ჯერ არ გქონია შენ!!
დიდი იყო,კი არ მეყო მაგრამ მაინც
მომეწონა <333
მაინტერესებს რას მიხლართავ

 


№2  offline აქტიური მკითხველი uchveulo

დადეე რა მალეე

 


№3  offline წევრი EiLuL♥

რააა კარგიი იყოოო,,,ძალიანაც კარგიი :3 ელენეე დაა დიმაა კარგიი წყვილი იქნებაა)))) ვერ ვიტან ეგეთ ბიჭებს,,ოჰჰჰ გოგომ "შეაცდინა" -.- )))) კარგიიი ხარრრ ძალიანნ ❤))))
--------------------
elene

 


№4 სტუმარი sopi

მაინც არ მომწონს ეს დიმა მეგობრის შეყვარებულს ასე არ უნდა დაუახლოვდე და ლოყაზე მოეფერო მაინც ცოტნე ჯობია :)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent