ფარულავა 28
- ტაქსი გამოიძახე- ვიყვირე ოანიკაში მყოფმა. - კატო არ გინდა რა- დაიწყო გიორგიმ. - ტაქსი გამოიძახეთ, სანამ გავაფრინე.. გიორგიმ უსიტყვოდ ამოიღო ტელეფონი და დარეკა. - ლობჟანიძე ვინაა ლენკა?- ვკითხე ჩემზე არანაკლებ დაფეთებულ ლენკას. - მაგათი ძმაკაცია, მერვე კლასში გადავიდა მაგათკლასში და იმის მერე ერთად არიან, ძალიან უყვარდათ ბიჭებს- ატირდა ლენკა. - კატო- მომიახლოვდა ირაკლი.- სად მიდიხარ? - ბულვარში სასეირნოდ სად წავალ ირაკლი?- ვიყვირე მოთმინებიდან გამოსულმა და ტაქსის კარები გავაღე. - ხომ გაფრთხილებდი ავადმყოფები არიან.. - შემეშვი რა- ამჯერად უფრო ხმამაღლა ვიყვირე ტაქსში ჩავჯექი და კარები მივაჯახუნე. ეხლა ნამდვილად არ მაქვს ამ კაცის ნერვები და არც არავისი, არავინ იცის რას გააკეთებს იქ ჩასული ფარულავა კარგად ვიცი მისი ხასითი და დიდი იმედი მაქვს გამრეკელი უკვე წასულია ქალაქიდან.. გეგა? გეგამ მოკლა ვინმე? ამაზე ახლა დავფიქრდი.. შეუძლებელია, არ არსებობდ გეგა მკვლელი არ არის ზუსტად ვიცი, ვერ მოკლავდა, არ შეეძლო მაგრამ დაცი შეძლებს ზუსტად ვიცი შეძლებს... თბილისამდე ხმა არავის ამოუღია, არცერთმა გვიპასუხა ტელეფონზე რათქმაუნდა.. ლენკასთან ავედით ყველა და იქ დაველოდეთ ბიჭების მოსვლას ლამის მოვკვდი ნერვიულობით გეგასთანაც კი დავრეკე, მაგრამ გამორთული ჰქონდა.. ღამის ოთხსაათზე დარირეკა ზარი, თავქუდმოგლეჯილი გავარდა ლენკა და კარებში მდგარ ლაშას მთელი ძალით შემოეხვია, მაღლა აწია ლაშამ ლენკა და ისე შემოვიდა სახლში და არ მოუშორებია.. განადგურებული სახით შემოვიდა დუდა, ასეთი მისი სახე არასდროს მინახავს, უხმოდ გადაეხვია ნუკას და ხმამაღლა ყვირა, ისე მოუჭირა ნუკას ხელები თითქოს ვინმე ართმევდა მის თავს..ბოლო შემოვიდა ფარულავა.. დედას გეფიცებით დაჩი და ასეთი? თვალებზე ცრემლი მომადგა ისეთ დღეში იყო, გადატყავებულ თითებზე გამიშტერდა მზერა მაგრამ არაფერი მიკითხავს.. დაჩის შევხედე რამე მინდოდა მეთქვა მაგრამ ვერაფერი.. რა უნდა უთხრა წარმოიდგინეთ რა მდგომარეობაშია ახლა.. გვერდი ამიარა და აივანზე გავიდა, ჩუმად გავყევი უკან , იქვე მდგარ რბილ სავარძელში ჩაეხეთქა ძალა გამოცლილი, სიგარეტი ამოიღო და ღრმა ნაფაზი დაარტყა. - მოდი რა - დაიჩურჩულა ფარულაამ და ხელი ისე გამომიწოდა ქალაქის ხედისთვის არ მოუშორებია თვალი. მის გამოწვდილ ხელს ხელი ჩავკიდე, მსუბუქად მომქაჩა დაჩიმ და სწრაფად ჩამაჯინა მის კალთაში, ხმა არ ამომიღია თავი მხარზე დავადე და ღრმად შევისუნთქე მისი სურნელი, სიგარეტის ბოლო ნაფაზი დაარტყა ფარულავამ და გადააგდო, ორივე ხელი მაგრად მომხვია და უფრო მიმიხუტა, ნაზად მაკოცა შუბლზე და ნიკაპი თავზე დამადო. - გეგას არ მოუკლავს - დაიჩურჩულა წოტახნის შემდეგ.- მისი ძმაკაცი იყო მაგრამ ის არა ... - ვიცოდი რომ არ იყო მკვლელი.. ვინ მოკლა იცი? - ვიცი.. - რას აპირებ? - იგივეს - არ გინდა დაჩი გთხოვ.. - არ გამოვა.. - პოლიციას ჩააბარე გთხოვ.. - ვერ დავუშვებ რომ მაგ ადამიანმა ისუნთქოს.. - ასე შენს ცხოვრებასაც დაინგრევ, ვიცი ზედმეტია ახლა ამაზე ლაპარაკი მაგრამ ჩემზეც იფიქრე გთხოვ.. მოვკვდები დაჩი უშენიოდ გესმის? ფარულავას არაფერი უპასუხია მხოლოდ ჩაიღიმა და მსუბუქად შეეხო ჩემს თმებს ტუჩებით.. არ ვიცი რამდენხანს ვისხედით ასე, დაჩის ყველა გულის დარტყმას ვგრძნობდი, მის სუნთქვაზეც კი იგრძნობიდა რომ ახლა ყვირილი, რაღაცის დამტვრევა უნდოდა.. მინდოდა, მართლა მინდოდა რამე მეშველა მაგრამ ვერაფერს გავაკეთებდი ვიცოდი და მეც მხოლოდ იმის ცდაში ვიყავი ის ერთადერთი არ შემშლოდა რაც ამწამს დაჩის ჭირდებოდა ჩემგან, ჩუმად ვიჯექი და ვცილობდი არ მეტირა.. ვერცერთმა გავიგეთ როგორ დაგვათენდა, თვალებ დახუჭულმა ვიგრძენი სინათლე და დაჩის ავხედე, ისევ გაშტერებული რომ გაჰყურებდა ჰორიზონტს. - მიდი ჩაიცვი ნიკუშას დედასთან უნდა ავიდეთ- თქვა ფარულავამ და საფეთქელთან მაკოცა. - კაი სახლში გავალ გამოვიცვლი კაი? - მიდი და იქ მოგაკითხავ... ნუკა გავიყოლე და სახლში ავედი, შავი შარვალი და შავი შავი სადა მაისური ჩავიცვი, ფეხზეც შავი კეტები ამოვიცვი, ნუკამაც შაი მუხლამდე კაბა გამომართვა და ის ჩაიცვა, შავებში ჩაცმულები დაგვხვდნენ ბიჭები და ლენკაც, საშინელი სახე ჰქონდა ყველას ღამენათევი და გადაღლილი.. იქ მისულებს ხომ გული თუ არ წამივიდოდა არ მეგონა, დაბალ საკუთარ ბინაში ყველაფერი შავით იყო მოსილი, გულწასულ დაახლოებით ჩემი ასაკის გოგონას ასულიერებდა სასწრაფოს ექიმი, სათვალე ეკეთა ფარულავას მაგრამ მაინც ნათლად წარმომიდგა მისი თვალები, კარში შეულს 40-45 წლამდე ქალი შემოეხვია დაჩის და ხმამაღლა ატირდა. - სადა დაჩი ჩემი შვილი? ხო იყავით ძმები? მომიყვანე რა დაჩი ნიკა მომიყვანე გეხვეწები.. - ლია დეიდა გთხოვთ დაწყნარდით..- მაგრად მოკიდა დაციმ ხელები ქალს და გამამხნეველად დაუსვა ზურგზე. - მომიკლეს- იკივლა ქალმა- ვინ მომილა დაჩი ? შენი ძმა არ იყო? არ იძახდით ძმები ვართო? გამეცი პასუხი სად არის? ვინ მოკლა.. - ვინცარუნდა იყოს, ორდღეში გავაჩერებ იმის გულისცემას ნიკას სულს გეფიცებით ლია დეიდა!- ისე გაებზარა ფარულავას ხმა გამაკანკალა. ის გოგო მოგვიახლოვდა და დუდას მთელი ძალით ჩაეხუტა, ხმამაღლა იყვირა ამ გოგომ და მერე ძალა გამოცდილი ავითინდა. შეშლილი სახით მოგვიახლოვდა შუა ხნის მამაკაცი და დაჩის გადაეხვია. - ვინ იყო?- კითხა თვალებში ცრემლჩამდგარმა კაცმა, ისეთი ცივი და უტეხი ჰქონდა ხმა, ზუსტად ვიცი აღარ არსებობდა ამ ადამიანში გრძნობები. - მე მოვუვლი- გასცა ფარულავამ მოკლე პასუხი. - ისე მიხედე როგორც საჭიროა, მკვდარი უნდა ვნახო.. დაჩიმ მხოლოდ თავი დაუქნია, კაცმაც ცოლს მოხვია ხელი და ატირებული, ძალაგამოცლილი შიგნით შეიყვანა, ლენკა იმ გოგოს როგორც გავიგე ნიკას დას აწყნარებდა მასთან ერთად წავიდა სადღაც დაჩის ავეკარი და თანაგრძნობის ნიშნად ხელი მაგრად მოვუჭირე მხარზე.. ხელები ნერვიულად მოისრისა და ჩვენსკენ მომავალ ორ შავებში ჩაცმული ბიჭის დანახვაზე რამდენიმე ნაბიჯი გადადგა წინ, დუდაც წამებში გაჩნდა მასთან და ლაშაც, ჩუმად კითხა ალბათ უნდოდა რომ მე არ გამეგო.. - იპოვე სადაა? - ვერა , უეჭველი ქალაქიდან გავიდა.. - აბო მისმინე- დაიწყო დუდამ- ეგ ვერსად ვერ წავიდოდა ვინმე რომ არ მიხმარებოდა, გამრეკელი სადაა.. - არც ეგაა თბილისში, ალბათ ეგ ეხმარება. - პრეზიდენტიც რომ მფარველობდეს მაინც უნდა ვნახო ჩემი ხელები მაგის სისხლში ამოვლებული- კატეგორიულად გამოაცხადა ფარულავამ.- აღარცერთი დღე დღესვე უნდა ვიპოვო გესმის? -ვნახავთ, ხო იცი რომ მიწიდანაც ამოვთხრი.. - შენი იმედი მაქვს. შემდეგი ხუთი დღე? საშინელება იყო.. დაჩიმ მეორე დღესაც წამიყვანა იქ მერე აღარ.. არცერთი არ მინახავს დანარჩენი ოთხი დღე, მხოლოდ საღამოს მირეკავდა ფარულავა, დაკრძალვაზეც კი ამიკრძალა იქ მისვლა.. მაგ დღეს ლენკასთან დავრჩი, უგონოდ მთვრალი განადგურებულები ამოვიდნენ ბიჭები, ძლივს გადაიტანეს ეგ დღე... ფარულავა უფრო და უფრო შეიცლვალა და არა მარტო დაჩი დუდა და ლაშაც გამუდმებით განერვიულებულები უაზროდ გვიყვიროდნენ, შუაღამეს გარბოდნენ სადღაც და ლენკა აფორიაქებული რეკავდა დაჩის ვურეკავდი მაგრამ მხოლოდ მიყვიროდა და თიშავდა.. ასეთ სიტუაციაში მთელი თვე გავიდა, ვერაფრით იპოვეს მკვლელი და ეს სამივეს აგიჟებს ვერ ვცნობ ვერცერთს, მე კი ამყველაფერმა დამღალა, დაჩი ამ ერთი თვის განმავლობაში სულ სამჯერ ვნახე, გუშინდელის მერე არ გამოჩენილა არც კი მოუწერია, ლენკა დარდობს არც ლაშა მივიდა სახლში.. დუდასაც არ დაურეკავ ნუკასთვის, მათთან არაფერი მომხდარა ყუთქმელად არიან ერთად.. ლენკასთან ავედი და კიდევ ერთხელ ვცადე დაჩისთან დარეკვა მაგრამ.. ნერვიულობა პიკს აღწევდა ამ ყველაფერმა უკვე ყველა დაღალა, გამთენისაას მოვიდნენ სამივე, არცერთს ამოგვიღია ხმა. ჩუმად ვუყურებდით მათ დაღლილ სახეებს. - რატომ არ გძინავთ?- მკაცრი ტონით იკითხა ფარულავამ. - გელოდებოდით- გავეცი პასუხი. - უნდა დაგეძინათ.. - ვერ დავიძინეთ.. - რატომ? - იმიტომ რომ გვეშინოდა სანამ ჩვენ გვეძინა ძმა და შეყვარებული არ მოეკლა ვინმეს ჩვენთვის- თავი ვეღარ შევიკავე და ტირილით ვუპასუხე დაჩის. - ეხლა არა რა კატო ამ სცენების თავი არ მაქვს- ცივად გამცა პოასუხი დაჩიმ. - მე კიდევ ამ ყველაფრის თავი არ მაქვს, აღარ შემიძლია დაჩი გესმის? თქვენ სამივემ დაგვიკიდეთ ფეხებზე და ვიღაც მკვლელს დასდევთ ტყეებში და ათას საზიზღარ ადგილზე? ეს გააცოცხლებს თქვენს ძმაკაცს? მიპასუხეთ თქვენი დანგრეული ცხოვრებით გააცოცხლებთ ნიკას? - ხმას დაუწიე კატო ისედაც ნერვები მაქვს მოშლილი.. - ჩვენც გვაქვს ნერვები დაჩი, გაგიგეთ აქამდე ვიტანდით მაგრამ.. - მაგრამ რა?- იღრიალა დაჩიმ და ფეხზე ადგა- რა მაგრამ? კარგად იცოდი როგორიც ვიყავი და თუ არ მოგწონდი.. - რა გზა დიდი მაქვს არა? - მეც ფეხზე ავდექი. -არა ! არ გაქვს არანაირი გზა და კარგად იცი.. - აღარ შემიძლია დაჩი ! - აღარც მე!- ისეთი ხმით იყვირა შევხტი.- ამის დედა ***- იღრიალა და ხელი მთელი ძალით დაარტა ჩემს გვერდით კედელს, ამაზე უარესად შევხტი და მის ხელს გავაყოლე თვალი, მილიმეტრებით ამცდა. - დაჩი- ვეღარაფერი ვთქვი და შეშინებულმა ავხედე.. გაგიჟებული სახით ჩამომხედა ფარულავამ, ხელს შეხედა და ისევ მე შემომხედა.. შემთხვევით ამაცილა ? არა ეს რომ მე მომხვედროდა .. - მდგომარეობიდან გამოვდივარ კატო, უბრალოდ ჩუმად იყავი-სწრაფად მომხვია ხელი დაჩიმ და გულზე მიმიხუტა. - მეტს ვეღარ გავუძლებ, ნახე რა გააკეთე დაჩი ? ეს ბოლოა დაჩი... ყბელაფრის პიკია.. - არაფრის ბოლო არაა, ცოტაც და დამთავრდება.. - როდის როცა მოკლავ? და სანამ იპოვი მანამდე რა მოხდება? მე გამანადგურებ შენი მუდმივი ყვირილით და იქნებ ხელიც დამარტყა.. არა დაჩი არა... - მართალია- ჩამწყდარი ხმით თქვა დაჩიმ- რამდენიმე დღე ვეღარ გნახავ, შეიძლება კვირაც არ ვიცი შენ ჭკვიანად იქნები ხო? აცრემელებულმა დავუქნიე თავი და მის მხარს დავადე . - ხო იცი რომ ჩემი სამყარო ხარ, მიყვარხარ - ფრთხილად მაკოცა ფარულავამ შუბლზე, მერე მომშორდა და დუდას შეხედა- სახლში გაიყვანე რა.. მეტკინა, დაჩის ყველა სიტყვა და საქციელი მეტკინა, იმის გააზრება უფრო მეტკინა რომ დაჩის ვერ ვნახავ, რამდენიმე დღე, კვირა ან თვეც.. ვერ გავძლებ, არ არსებობს გავაფრენ.... დაჩის გარეშე გატარებული დღე? მე მე .. არ შემიძლია.... აიი ბავშვებოო ესეც დიდი თავიი მგონი დიდიაა მადლობა თქვენ .. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.