ერთად (2)
მთელი საღამო ნინის ლაპარაკს ვუსმენდი, თუმცა ისიც საკითხავია ვიგებდი რამეს თუ არა, თითქოს სადღაც შორიდან მესმოდა მისი ხმა, მთელი ეს დრო იმ უცნობზე ვფიქრობდი, მაინტერესებდა საიდან იცოდა ნინის რომ ველოდებოდი, ბოლოს იმ დასკვნამდე მივედი რომ, ჩემი რომელიმე ნაცნობი მეგონა, რო'ელიც უნიჭოდ მეხუმრებოდა -ლიზი, შენ რა არ მისმენ? ფიქრებიდან ნინის ხმამ გამომიყვანა -ჩავფიქრდი, ვერ გავიგე რა თქვი? -რადა ჩვენს კლასში ახალი ბავშვი გადმოვიდა. -ამ შუა სემესტრში რადროს გადმოსვლა იყო სადაცაა მე12 კლასს მოვრჩებით. -მერავიცი გადმოვიდა და მე ხო არ ვეტყოდი რას გადმოდიხარ შუა სემესტრში თქო? მითხრა და იმხელა ხმაზე გაიცინა მის ნორმალურობაში ეჭვი შემეპარა -მასხარა ხარ რა, ყავა არ გინდა? -ლიზი, ხო იცი რო არ ვსვავ შეიძლება ყოველთვის ერთი და იმავის კითხვა? -უფფ რავიცი მერე მეტყვი რატო არ მკითხეო და -ნიკუშას კოკაკოლა ექნება და იმას დავლევ. მომაძახა უკვე სამზარეულოში გასულს ყავა მოვადუღე და მაცივრიდან კოკაკოლა გამოვუღე ნინის, მისაღებში ნინი კომპიუტერთან იჯდა და შეტყობინებებს კითხულობდა -ეს ვინ არის? მკითხა და სითხით სავსე ჭიქა გამომართვა -არვიცი. უდარდელად ავიჩეჩე მხრები -საიდან იცის რო მელოდებოდი? -არვიცი -ლიზი, ნუთუ ეს ვა... -არა ვახო არ იქნება, თითები დამტვრეული ქონია. გავაწყვეტინე სიტყვა და ხელი ავუქნიე, გამორთე თქო. ბევრი აღარ გვილაპარაკია, მალე ნიკაც მოვიდა და ნინიც წავიდა, ნიკუშამ კვერცხი შეიწვა და საბუთები გადმოალაგა, ისეთი სახით შემომხედა მივხვდი უნდა დამეტოვებინა და მეც ჩემს ოთახში წავედი, წყალი გადავივლე და ლოგინში შევწექი, ჯერ არ მეძინებოდა ამიტომ ლეპტობი მუხლებზე დავიდე და სოციალურ ქსელს ვეს ტუმრე, ისიც აქ იყო, შევედი და ეგრევე მომწერა. -ამდენი სალაპარაკო რა გაქვთ დაქალებს? -უკაცრავად? -ხო რაიყო, ზუსტად 6საათი და 26წუთი იყო შენთან ნინი. მგონი ეს ვერ არი გავიფიქრე და გამეცინა -შენ ვერ ხარ? -რატო? -რავიცი, აბა რატო ითვლიდი? ან რაში გაინტერესებს? და საერთოდ ვინ ხარ? -ისე, -რა ისე? -ისე მაინტერესებდა თქო -რა გქვია? -მე? -არა მამაჩემს. -მამაშენს აჩიკო ქვია -ეეეე შენ საიდან იცი? ვუთხარი გამოშტერებულმა -ვიციი, მე მათე მქვია. ოჰ არ მიყვარს ეს სახელი მაგრამ ამას როგორ ვეტყოდი -ვიცი არ გიყვარს ეს სახელი მაგრამ, როცა დავიბადე ვერ ვლაპარაკობდი და ვერც გავაპროტესტე ჩემი სახელი -აჰაჰაჰააა შენ რა ხუმარა ხარ :). -ხვალ სკოლაში მიდიხარ? -კი რაიყო? -არა არაფერი, ისე, კაი წადი დაიდძინე ეხლა. აღარაფერი მიმიწერია უბრალოდ დავიდძინე, არვიცი რატომ მაგრან იმ ღამეს ყველაზე კარგად მეძინა. დილით დედაჩემის ყვირილმა გამაღვიძა, ოჰ მობრძანდნენ, ჩავიბურტყუნე და ზლაზვნით ავდექი. ნიკუშა უკვე წასჟლი დამხვდა, ფეხით მომიწევს სიარული, მამაჩემმა ჩემი შეწუხებული სახე რომ დაინახა მიხვდა და მე წაგიყვანო დამამშვიდა. სანამ დედა საუზმეს მიმზადებდა მე თავი მოვიწესრიგე და კვერცხიც უცებ გადავყლაპე. დედას ვაკოცე და მამას უკან გავყევი. 10წუთში უკვე სკოლის კართან ვიდექი და ნინის ველოდებოდი რომელიც კიბეზე ძლივს ამოდიოდა. -დილამშვიდობისა. ეს გოგო მართლა ვერაა -ის ახალი მოსწავლე ბიჭია? -არა გოგოა და რო ნახო როგორია ვაიმეეე -როგორია? -რავიცი აიი რაღაცნაირი -კაი ხო მივხვდი. ვუთხარი და ბოლო ხმაზე გადავიხარხარე. -აუ როგორ აგიხსნა რა, ყველას ზემოდან უყურებს და ეგეთია რა -ხოო კარგიი ვნახავ. კლასში შესულს უკვე კლასში დამხვდა ის გოგო, თან ჩემ სკამზე იჯდა, არა გართულება არ მექნებოდა უბრალოდ მიყვარს ეს ადგილი და სულ აქ ვზივარ. მივუახლოვდი და თავზე დავადექი, შენც არ მომიკვდე ზედაც არ შემოუხედია -ისა ეს ჩემი ადგილია და იქნებ ადგე? -ნაყიდი გაქვს? -კიი მაქვს, ეხლა ადექი. -სხვაგან დაჯექი რა. მითხრა და თავი გაატრიალა ამას ვინ ვგონივარ? -გოგო ადექი. ვუთხარი და ისე შევუბღვირე ფეხზე წამოხტა -გოგო არა სალომე მქვია. მითხრა და ჩემს წინ მერხზე გადაინაცვლა -რაში მაინტერესებს? ჩავიფრუტუნე უფრო ჩემი თავისთვის. გაკვეთილები უაზროდ გაიწელა, როგორც იქნა სახლში წასვლის დრო მოვიდა. მე და ნინი ერთად წამოვედით. გვერდი-გვერდ პადიეზდში ვცხოვრიბთ, შევთანხმდით რო დილით გამოვუვლიდი და ერთად წავიდოდით. სახლში მარტო დედა დამხვდა, საჭმელი ვჭამე და მეცადინეობა დავიწყე. მე12 კლასში ვარ და გამოცდებისთვის ვემზადები, მასწავლებლებთან სიარულით თავს არ ვიკლავ, მართალია ტვინი არ გადმომდის მაგრამ ჩემი თავის იმედი მაინც მაქვს. დღეს მთელი დღე არ გამხსენებია უცნობი თუმცა რაღა უცნობი, მისი სახელი უკვე ვიცოდი, მეცადინეობას საღამოს მოვრჩი და კომპიუტერს მივუჯექი. მათემ მომწერა მაგრან არ მქონდა მაგის თავი, მერე უკვე რო აღარ გაჩერდა იძულებული ვიყავი მიმეწერა. -კარგად მათე შენ როგორ ხარ? ვუპასუხე მის პირველ წერილს -მეც კარგად, დღეს სალომემ ძალიან გაგაბრაზა? -არა არც ისე, ვუპასუხე ისე არც დავფიქრებულვარ, მერე მივხვდი რაც მკითხა და გამიკვირდა -მოიცა, შენ საიდან იცი? -ვიცი ლიზი -ეგ გავიგე მაგრამ საიდან? -რა მნიშვნელობა აქვს? -ისე არც არაფერი. მაგრამ როგორ არ ქონდა მან ისეთი რაღაცეები იცოდა რაც არ უნდა ცოდნოდა. მიმოწერა მთელი ღამე გავაგრძელეთ, უაზრო კითხვებს მისმევდა მაგრამ პასუხემს მაინც ვცემდი. მომწონდა მათესთან ურთიერთობა, თუმცა არ ვიცოდი როგორი იყო. 2თვე ისე გავიდა ვერც გავიგე მათესთან ურთიერთობა არ გამიწყვეტია თუმცა შეხვედრაზე არაფერს ამბობდა მეც არ ვიკლავდი თავს. ერთმანეთის ყველაფერი ვიცოდით, ჩაიში რამდენ კოვზ შაქარს იყრიდა ისიც ვიცოდი. ამ დროის განმავლობაში ნიკუშამ თავისი შეყვარებული გაგვაცნო თიკა, არ გადავირიე მაგრამ არ იყო ცუდი გოგო. ჩემი ძმა ჯობდა, თუმცა ყველას თავისი ურჩევნია, გამოგვიცხადა 1თვეში ცოლად მოვიყვანო, აბა ვინ დაუშლიდა, ყველამ მივულოცეთ და ბედნიერება ვუსურვეთ. ერთ საღამოს წიგნებისგან დაღლილი ლოგინში ვიწექი და მათეს ვწერდი უცებ რომ მომწედა -ხვალ გნახავ რა. გავოგნდი, შოკში ჩავვარდი, არვიცოდი რა მეთქვა, არადა ძალიან მინდოდა მისი ნახვა, თუმდაც მარტო იმიტო რომ ცნობისმოყვარეობა დამეკმაყოფილებინა -კაი, მივწერე სრულიად გააზრებულა -კაი, დაიდძინე მიდი ეხლა. მეც დავემშვიდობე და კომპიუტერი გამივრთე, თუმცა რა დამაძინებდა. მეორე დღეს, კვირას, ისეთი ენთუსიაზმით ავდექი მეთვითონ გამიკვირდა ჩემი თავის. მთელი დღე დებილივით დავდიოდი სახლში, დედაჩემიც შევაწუხე და ნერვები მოვუშალე. მათე არ შემხმიანებია მთელი დღე, ისეთი გაბრაზებული ვიყავი რო არვიცი. დაწოლას ვაპირებდი ტელეფონზე შეტყობინება რომ, მომივიდა "ჩამოდი" ვაიმე ჩემს ტვინში რა მოხდა ვერც მივხვდი, ყველაფერი დატრიალდა და მოწყვეტით დავეშვი საწოლზე, ბევრი არ მიფიქრია, ჩავიცვი და ჩავედი, კიბეებით მივდიოდი ფიქრისთვის რომ ბევრი დრო მქონოდა, არც ვიცოდი რა უნდა მეთქვა. მერე გამახსენდა რომ ამ დროის მანძილზე მისი სახეც კი არ ვიცოდი. ბოლო კიბეზე ვიყავი ვიღაცის ანარეკლს რომ თვალი მოვკარი, ცოტა ბნელოდა და გარჩევა გამიჭირდა. უცნობი მომიახლოვდა და წინ დამიდგა. ჩემზე ოდნავ მაღალი იყო, პატარა ყჟრები ქონდა, გრძელი წამწამები, სიბნელეში კარგად ვერ დავინახე მაგრამ მგონი ლურჯი თვაკები ქონდა, თმა დაბალზე ქონდა, ლურჯი "საროჭკა" ჯინსის შარვალში ქონდა ჩატანებული. მიღიმოდა, მე კი დებილივით ვუყურებდი, ნუთუ ეს იყო მათე. -ლიზი-ერთ ამოსუნთქვაზე თქვა ჩემი სახელი, -მათე, ვუთხარი და თვალებში შევხედე -როგორ ხარ? -რავიცი ნორმალურად, შენ? -მეც, გავისეირნოდ? მკითხა და ხელით გზის იქითა პარკზე მიმითითა. მეც უყოყმანოდ დავუქნიე თავი. მივდიოდით და ხმას არცერთი არ ვიღებდით, ის იღიმოდა, მე კი დებილივით მის სახეს ვუყურებდი. -ლიზი, ალბათ ხვდები ხო რო მე შენს მიმართ გულგრილი არ ვარ. ღმერთო როგორ შეიძლება მე მას მოვეწონო, სულაც არ მინდოდა მათე ვახოსთან გამეეგივებინა. -არ მინდა რომ ვიღაცეებში აგერიო მართლა, და სულაც არ მინდა რამე დაგაძალო, მე შენთან ისევ ისე მეგობრულად ვიქნები სანამ შენ რამეს გადაწყვეტ კარგი? ხმას ვერ ვიღებდი და მხოლოდ თავს ვუქნევდი დებილივით. ცოტახანი ვისეირნეთ ზოგად თემებზე ვილაპარაკეთ შემდეგ სადარბაზოსთან მიმაცილა, მითხრა ავსულიყავი და ფანჯრიდან ხელი დამექნია, მეც დავუჯერე და ისე წამოვედი არც დავმშვიდობებივარ. სახლში შესულს დედა აივანზე დამხვდა, ისე გამიღიმა, მივხვდი ყველაფერი დაინახა. ფანჯარასთან მივედი და მათეს ხელი დავუქნიე, მანაც ასწია მარჯვენა ხელი და უკან გატრიალდა სანამ თვალს არ მიეფარა ფანჯარას არ მოვშორებივარ. მერე ჩემს ოთახში წავედი და დასაძინებლად მოვემზადე. საბოლოოდ მივხვდი რომ ჩემს რაღაც ნაწილს სამუდამოდ შეუყვარდა მათე |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.