შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ღრუბლებში[2]


15-03-2015, 20:33
ავტორი Pessimist
ნანახია 1 861

ადამიანი ცხოვრების რაღაც გარკვებულ ეტაპებს გადის.ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია:''გერქვას მშობელი''.რა თქმა უნდა ყველა ნორმალურ ადამიანს უხარია ახალი სიცოცხლის დაბადება,მაგრამ ადამიანები იმ შეგნებამდე ვერ მივდივართ,რომ ბავშვს კარგი აღზრდა სჭირედება.რატომ არიან გზა აცდენილი ადამიანები?ორი მიზეზი აქვს,პირველი:გაზრდის დეფიციტი და მეორე ბუნება,მართლაც აკაკის სიტყვები გავიხსენოთ ''მარტო წვრთნა რას იზამს, თუ ბუნებამც არ უშველა''.ალბათ იმ მომენტში ლილეს ყველაზე მეტად ამის ეშინოდა.მერე რა,რომ ცხოვრების მეოთხედი ღრუბლებში გაატარა.ეს იმას ხო არ ნიშნავს,რომ ნარკოტიკი ადამიანს ყველა ღირებულს აცლის?!კარგად იაზრებდა,რომ ამ პატარას მომავალი მასზე იყო დამოკიდებული და ალბათ ამიტომ იყო ასე მტკიცედ.
ალბათ ის,რაც ამ ორ ადამიანს ერთად აქვთ გამოვლილი ბევრი ვერ გაუძლებდა.მათი სიყვარული ან უბრალოდ ის გრძნობა,რაც ერთმანეთთან აკავშირებდათ იმაზე მტკიცე იყო ვიდრე თქვენ წარმოიდგენდით...
ლილემ და სანდრომ მეგობრების საერთო წრეში გაიცნეს ერთმანეთი,არაფერი განსაკუთრებული არ ყოფილა.მაშინ ლილე თვრამეტი წლის იყო,საერთაშორისო ურთიერთობაზე სწავლობდა,პირველ კურსზე.სანდრო კი ოცი წლის იყო,მესამე კურსელი.რომ გითხრათ პირველივე შეხვედრისთანავე შეუყვარდათ ერთმანეთი-თქო მოგატყუებთ,რა საჭიროა ზედმეტი ბანალურობა?!დრო იმაზე კარგი საშუალებაა,ვიდრე წარმოგვიდგენია.დრო გვიჩვენებს ადამიანების ნამდვილ სახეს,სივყარულს და სიყალბეს.ალბათ ეს იყო ძირითადი ფაქტორი მათ შემთხვევაში.
სანდრო კარგი რეპუტაციით არ სარგებლობდა საზოგადოებაში,ერთი მარტივი მიზეზის გამო აკეთებდა იმას,რაც უდნოდა.მართალია ნარკოტიკი ისეთი რამ არის რაც ადამიანს კლავს,მაგრამ ის ხო ყველაფერს თავისი ნებით აკეთებდა?!რატომ უნდა განვსაჯოთ იგი?!რაც მთავარია ვერ იტყოდა,რომ ვინმემ ჩაითრია.ალბათ მესამე მსოფლიო ომი,მაშიმ დაიწყო,როდესაც ლილეს მშობლებმა გაიგეს მათი ურთიერთობის შესახებ.გაგიჟდნენ.არა ეს უფრო მსუბუქი ნათქვამია.ვერ აიტანეს ერთადერთი ქალიშვილის ასეთი შეყვარებული და იძუელბული გახადეს სახლიდან წასულიყო.ამ დღიდან დაიწყო ლილეს ცხოვრებაში ფერად ღრუბლებში ფრენა.და მაინც აქ ვინ იქნება დამნაშავე?რა თქმა უნდა ხალხის ენა,რომელიც ყველაფერს ანადგურებს!და პირველ რიგში მშობლები,რომლებიც მხარში არ ამოუდგნენ შვილს!ისევ ვიმეორებ,მარტო ბავშვის გაჩენა რას უშველის,თუ მას მხარში არ ამოუდექი და არ აგრძნობინე,რომ მშობლები ყავს?!

***
დილით მზის სხივებმა გააღვიძა ლილე.სანდროს სახის დანახვამ ბედნიერება მოჰგვარა,ნაზად დაუსვა ხელი შავ წვერზე და ცხვირზე აკოცა.
-სადნრო გაიღვიძე რა.-ოთახში ლილეს ნაზი ხმა გაისმა.
-ო,ლილეკო.-ბოხი ხმით თქვა სანდრომ და ლილე მის მკლავებში მოიქცია.
-მშია.- თქვა მან და თვალები სასაცილოდ დაახამხამა.
-რას შეჭამ?-კითხა სანდრომ და საწოლიდან ზლაზვნით წამოდგა.
-ბოსტნეულის სალათი და ნატურალური წვენი.აივანზე დაგელოდები.-უთხრა ლილემ და კოცნა გაუგზავნა.
სულ ღიღინით გავიდა აივანზე და სკამზე ჩამოჯდა.ორივე ცდილობდნენვ არ გაეხსენებინათ მათი წარსული,ამიტომ ხან რაზე გადაჰქონდათ ფიქრი და ხან რაზე.მაგრამ მათ გარდა ვინ გაიგებს რასთან ბრძოლა უწევდათ.
-სადნრო მაისური ჩაიცვი!ის ქალი გაშტერებული გიყურებს.-გაბრაზებულმა თქვა ლილემ და თან კარებში მდგომ სანდროს შეხედა,რომელსაც ხელში სინი ეჭირა.
-კარგი რა.-ახარხარდა სადნრო.
-შედითქო!-გაკაპასდა ლილე.
-ლილე აცადე ჩემით ტკობობა ქალს.-უთხრა სანდრომ და სკამზე ჩამოჯდა თან მოპირდაპირე აივანზე მდგომ ქალს თვალი ჩაუკრა.
-ეგრე ხო?-გაბრაზებული წამოდგა მაგიდიდან და ოთახში შებრუნდა.
რამდენიმე წამი არ იყო გასული სანდრო თავდახრილი რო შემოყვა ოთახში.კარადიდან მაისური გადმოიღო და ჩაიცვა.ლილეს ჩუმად მიეპარა და წელზე ხელები შემოხვია.
-ჩემი სულელი ლილეკო!
-ნუ მეაფერისტები!შენ სულ ცდილობ,რომ გამაბრაზო სანდრო.-სლუკუნით თქვა ლილემ.
-როგორი მგრძნობიარე გახდი ლილე.-გაოცებას ვერ მალავდა სადნრო.-სხვა შემთხვევაში ბევრს იცინებდა,ახლა კი ტირი.
-შენ ხვდები,რომ ჩემს მდგომარეობაში არ უნდა გამაბრაზო,მაგრამ მაინც იგივეს აკეთებ.-უთხრა ტუჩებმობრეცილმა.
-როგორი საყვარელი ხარ.-არ იმჩნევდა ლილეს უაზრო გამოხტომებს და მის ყელში დათარეშობდა.
-რა საშინელებაა ჩემი სუსტი წერტიელბი,რომ იცი.-ამოიბუზღუნა ლილემ და აივანზე გავიდა.გახარებულმა შეხედა მის საყვარელს სალათას და ჩანგალი ხელში აათამაშა.
-ჭამე და გავისეირნოთ.-უთხრა სანდრომ და ჩანგალზე მოთავსებული პომიდორი ჩუმად მოკბიჩა.
-ვითომ ვერ დავინახე!-თვალები დაუბრიალა ლილემ.-სანდრო შემპირდი,რომ შენს ძველ მეგობრებს აღარ ნახავ.
-ჩვენ ხო მაგაზე ვისაუბრეთ?ხო იცი,რომ ასე მალე ყველაფერი ვერ დალაგდება.ლილე ცუდად ვარ,შენ ვერც კი წარმოიდგენ ისე მთხოვს ორნაგიზმი ამ დედა აფეთქებულ წამალს,მაგრამ ვცდილობ რომ არ გაგრძნობინო გესმის?-ხელები მძიმედ დადო მაგიდაზე და თვალები დახუჭა.
-მეც ცუდად ვარ სადნრო.-ძლივს ამოიულუღლუღა ლილემ და წვენის ჭიქა მაგიდაზე ხმაურით დადო.
-გაემზადე და გავიდეთ.-უთხრა სადნრომ და სიგარეტს ხელის კანკალით წაუკიდა.
მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი ლილემ და ოთახში სირბილით შევიდა,არ უნდოდა სიგარეტის კვამლი ეგრძნო,ხვდებოდა,რომ ეს ყველაფერი ისედაც ძლივს შეკოწიწებულ ნებისყოფას სულ მთლად გაუნადგურებდა.

***
-სანდრი წარმოიდგინე ასე,რომ ირბენს ჩვენი შვილი.-უთხრა ლილემ და თვალებით პარკში მორბენალ ბავშვებზე ანიშნა.
-ქერა იქნება.-თქვა მან ღიმილით.
-მე გოგო მინდა.-შეპარული ღიმილით შეხედა სადნროს.
-მეც.კაცისთვის გოგო ყველაზე დიდი სიხარულია.-უთხრა მან და ლილეს წელზე ხელები შემოხვია.
-მიუხედავად,რომ ძალიან მეშინია მომავლის,მაინც ბედნიერი ვარ.
-ლილეკო მე იცი რა მაშინებს?დაუმსახურებელი ბედნიერება.
-მაგას ნუ ამბობ.რადგან ღმერთმა ეს პატარა არსება გამოგვიგზავნა ესე იგი დამსახურებულია.-უთხრა ლილემ ღიმილით და ცხელ ტუჩებზე შეეხო.

***
დივანზე იყო წამოწოლილი ლილე და თან წიგნს კითხულობდა.სანდრო კი მოსუვენრობისგან ერთ ადგილას ვერ ჩერდებოდა.
-ლილე გავალ ბიჭებს ვნახავ.-ხმა ჩახლეჩილმა თქვა.
-ვის ნახავ?-გაოცებულა იკითხა ლილემ.
-ბიჭებს.-თავს ზემოთ ვეღარ წევდა სადნრო.
-შენ ხო შემპირდი?-ძლივს შეკავებული სიმშვიდით თქვა ლილემ.
-მე ვერაფერს შეგპირდები ლილე.ცუდად ვარ,აღარ შემიძლია.
-შენ რა გგონია მე კარგად ვარ?-ფეხზე წამოდგა ლილე და მის წინ დადგა.-გეკითხები სანდრო!
-ვიცი,რომ არ ხარ კარგად,მაგრამ ჩვენი მდგომარეობა ერთმანეთისგან განსხვავდება ლილე!-ყვირილით თქვა სადნრომ.
-კი ბატონო წადი.-თქვა მან უდარდელად და შემოსასვლელისკენ წავიდა.
-მართლა ამბობ მაგას?
-კი სანდრო წადი.
გაუბედავად დაიხარა სადნრო და ბაგეებზე დაეწაფა.გარუკვეველი ხმით ჩაიჩურჩულა ''მადლობა''და კარის სახელური ჩამოწია.
-სანდრო დაიმახსოვრე ეს მომენტი.საკუთარ ცოლ-შვილს ნარკოტიკი ამჯობინე!-ხმა შეცვლილმა უთხრა ლილემ და კარი მიუჯახუნა.



***
საღამომშვიდობის.
ცოტა მშრალი გამომივიდა,ძალიან დაღლილი ვარ და უკეთესად ვეღარ დავწერე.
რას ფიქრობთ?




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent