ერთად (3)
ჩემი და მათეს შეხვედრებმა ყოველდღიური სახე მიიღო, ძაან შევეჩვიეთ ერთმანეთს. ვხვდებოდი რომ მას მართლა მოვწონდი, არც მე ვმალავდი მის მიმართ გაჩენილ სიმპატიებს, ის არაჩვეულებრივი იყო, ძალიან ყურადღებიანი, მოსიყვარულე, და მზრუნველი, მეც მეტი რა მინდოდა. 1თვე ერთად გავატარეთ, მის გარეშე არათუ 1დღე 1წუთითაც ვერ ვძლებდი, სულ ტელეფონზე ვეკიდეთ, ერთმანეთის ყვეჭა ნაბიჯი ზეპირად ვიცოდით, მომწონდა ასეთი ურთიერთობა. ჩემი ძმის და თიკოს ნიშნობის წინა დღეს ვნახე რადგან ვიცოდი მეორე დღეს ვერ მოვიცლიდი. -მათე დღეს ადრე უნდა წავიდე. ვუთხარი და მის გაბუსხულ ტუჩებს შევხედე. -რატო რა ხდება? -ჩემს ძმას ცოლი მოყავს და ხვალ ნიშნობა აქვს. -აჰაამ, გასაგებია მაგრამ, იქნებ ხვალაც მოიცალო ცოტახნით? -არვიცი, დედას უნდა მივეხმარო და ვნახოთ რა -კარგი ხო, ვინ მოყავს? -თიკო ცერცვაძე. ვუთხარი და გზას გავხედე, მათე ისე სწრაფად შემობრუნდა, თავბრუ დამეხვა, სახე შეშლილს უგავდა, ძალიან შემეშინდა, 15წუთი მიყურა თვალებში მაგრამ ისევ ისეთი შეშლილი თვალები ქონდა, ცოტა შემეშინდა რადგან მათე არასდროს მენახა ასეთი -ვინ? -თიკო ცერცვაძე. გავუმეორე და სახეზე დავაკვირდი, ცოტა დამშვიდდა მაგრამ სახეზე შეშფოთება მაინც ეტყობოდა. -მათე რა მოხდა? ნუ მაშინებ რა -არაფერი, წამოდი მიგაცილებ, ეხლა გამახსენდა საქმე მაქვს და. -მათე, გთხოვ მითხარი თუ რამე ხდება, მეშინია -არა ლიზუ ჩემთან არაფრის შეგეშინდეს. მითხრა უფრო ჩემს დასამშვიდებლად, აზრზე ვერ მოვდიოდი რაში უნდა ყოფილიყო საქმე. მათემ სადარბაზომდე მიმაცილა, დავემშვიდობე და სახლში ავედი, ფანჯრის ტრადიცია არც ეხლა დაგვირღვევია. მთელი ღამე ვფიქრობდი მომხდარზე თუმცა მის ასეთ საქციელს ვერა ფრით ვხსნიდი, არ ვიცოდი რა მეფიქრა, ამას საშინელი სიზმარიც დაემატა. ვითომ მათე მეძახდა თუმცა მე ვერაფერს ვაკეთებდი მის დასახმარებლად. დილით მართლაც დედაჩემის ყვირილმა გამაღვიძა, თუმცა ის მე არ მეძახდა, ნიკას სთხოვდა ცოტა სოლიდარულად ჩარცვა და ჯინსებით სუთრაზრ არ დამჯდარიყო. ვერ გამიგია აქ რატომ მოდიად, მე დანიშვნა პატარძლის სახლში ვიცი, თუმცა ჩემს ძმას რას გაუგებს კაცი. ძლივს ავწიე ისედაც ფიქრით დამძიმებული თავი, პირდაპირ პიჟამოებით გავაჭერი სამზარეულოში და დედას ყავის მოდუღება ვთხოვე. -ვაიმე, ლიზი რას გავხარ, რა გჭირს დე? -არაფერი, უბრალოდ ცუდი სიზმარი ვნახე. სიზმრის გახსენებისას გამაკანკალა. -დალიე ყავა და მომეხმარე რა -რა უნდა გავაკეთო? -არაფერი ისეთი, უბრალოდ მაგიდაზე თეფშები დაალაგე -უკვე მოდიან? ვკითხე გაკვირვებულმა -ლიზი, დედა საათს შეხედე რა, უკვე 3ის ნახევარია მალე მოვლენ, მიდი გამოიცვალე და გააკეთე რაც გითხარი. ხელით მანიშნა ოთახის კარისკენ და ზურგი მაქცია. ავდექი და მეც ოთახში გავედი, ბევრი არ მიფიქრია რა უნდა ჩამეცვა, შავი შარვალი და ლურჯი "საროლკა" ჩავიცვი, და მისაღებში გავედი, დედას თეფშები ვთხოვე და გაშლა დავიწყე. ნახევარ საათში ყველაფერს მოვრჩით, თუმცა ჩვენი სტუმრები არსად ჩანდნენ. -ლიზი, გადმოჯექი აქეთ თორე შემოგეჭამა ეგ ზეთისხილი. მითხრა ნიკამ და ჩაიფხუკუნა -შენ შენს თიკოს მიხედე რა -აი ეგ რა შუაში იყო? -რავიცი, რაღაცით ვამსგავსებ ზეთისხილს და თიკოს ერთმანეთს. ვუთხარი ჩემს ძმას და იმხელა ხმაზე გავიცინე, გავიგე როგორ გაუვარდა დედაჩემს რაღაც მძიმე მასა. -ლიზი გინდა რო მაწყენინო? -ხოო ხოო როგორ არა, სიმართლე მწარეა ხო? ვთქვი თუ არა ზარის ხმა გავიგეთ, ზუსტად არ მახსოვს როგორი სისწრაფით წამოხტა და რა დროში გაჩნდა კართან ნიკა მაგრამ, როცა თვალები დავახამხამე, თიკა და მისი მშობლები უკვე დედაჩემს და მამაჩემს ესალმებოდნენ, უსიამოვნოდ გავაქნიე თავი და მეც მათკენ წავედი. -ეს არის ნიკას და დედა. უთხრა ჩემმა მომავალმა რძალმა დედამისს. მეც ხელი ღიმილით გავუწოდე. დედამ ყველა მაგიდასთან მიიპატიჟა. დაიწყო ქართული-მამაპაპური სადღეგრძელოები. ქორწილი ერთ კვირაში დანიშნეს. სულაც არ მომწონდა ჩემს ძმაზე "წურბელასავით" მიკრული თიკოს ყურება, ზუსტად არ ვიცი რა მაგრამ, იყო მასში რაღაც რაც არ მომწონდა. -ლიზი წყალი მინდა და სამზარეულოში გამომყვები? მკითხა თიკომ, ცოტა გამიკვირდა მაგრამ, მაინც ავდექი და უკან გავყევი. -ალბათ არ მოგწონვარ ხო? მკითხა უკვე სამზარეულოში შესულმა -რატო არ უნდა მომწონდე? -რავიცი, ზოგადად მულებს რძლები არ მოსწონთ ხოლმე -ზოგადად არაფერი არ ხდება -ანუ არ მოგწონვარ -საიდან მოიტანე თიკო? ცოტა ხმამაღლა გამომივიდა -წესიერად ღლაპო. მითხრა და პკრდაღებული დამტოვა, მგონი ეს გოგო მთლად დალაგებული არ უნდა იყოს. ცოტა დავმშვიდდი და მეც მისაღებში გავედი, ისევ ჩემი ადგილი დავიკავე და თიკოს შევუბღვირე, არც მან დამაკლო. მოკლედ გადაწყდა, ერთ კვირაში ქორწილი იქნებოდა და ჩემი ტანჯვაც დაიწყებოდა. -სად ვიცხოვრებთ? წამოიძახა უცებ ქალბატონმა -როგორ თუ სად? ამხელა სახლი რისთვის გვინდა? უთხრა დედამ ცოტა უკმაყოფილოდ -მერე ლიზი? -რა ლიზი? ვერ გავიგე წესიერად ამიხსენი. არ შოშმინდებოდა დედა. -რავიცი იქნებ ვინმე უსახლკაროს გაყვეს და უმათმაც აქ იცხოვრონ. -ნუ დარდობ ჩემს შეყვარებულს სახლი აქვს. წამოვიძახე უცებ და მერწ გავიაზრე რაც ვთქვი -ლიზი, მამა შეყვარებული გყავს? -კი. არ ვთმობდი პოზიციებს. აბა რაღა უნდა მეთქვა. -და ჩვენ რატო არ ვიცოდით? მკითხა გაბრაზრბულმა ნიკამ -დედამ იცოდა. მოვიტყუე უცებ და დედას მავედრებელი თვალებით შევხედე. -ნუ მთლად ესეც არ იყო, ვხვდებოდი რაღაცას. მთლად ვერ მოიტყუა დედამ, და ისეთი თვალებით გადმომხედა, მივხვდი რომ დამერხა. -ხორა... მეტი აღარაფერი უკითხავთ, ისევ ქორწილის საქმეზე გადაერთვნენ. დედამ მანიშნა გამომყევიო და მეც დასჯილი ბავშვივით მივყევი უკან. -ლიზი რას ნიშნავდა ეს? მკითხა უკვე თავის ოთახში შესულმა და საწოლზე.ჩამოჯდა -კარგი რა დედა შენ ხომ მართლა ხვდებოდი -ხო მაგრამ მე ზუსტად არაფერი ვიცოდი -კარგი ეხლა მთლად ნუ გადამრევ, შენი შვილი ყოველდღე ბიჭს ხვდება, სულ გელეფონზეა ჩამოკიდებული, ყოველ საღამოს სადარბაზომდე აცილებს და მანამდე არ მიდის თუ ფანჯრიდან ხელს არ დაუქნევს, ნუთუ ძნელი მისახვედრია? ვკითხე ემოციებით დაღლილმა -აუუ დე გიყვარს? -აუუ დე კი. გავაჯავრე მის ხმას -კარგი ეხლა ნუ დამცინი, გეყოფა გავიდეთ სირცხვილია -სირცხვილი კი არა შენწარმოიდგინე და სულ არ მომწონს თიკო -გოგო გაჩუმდი და შენი საქმე არ არი -აბა ვისი საქმეა? გავბრაზდი მე -გაჩუმდი მეთქი და გამომყვევი. დამტუქსა პატარა ბავშვივით. მაგიდასთან ისევ ჩვენი ადგილი დავიკავეთ, დავინახე როგორ ჩაუკრა თვალი დედამ მამას და გამეღიმა. სტუმრები დიდხანს არ გაჩერებულან მაკე წავიდნენ. დედას მაგიდა ავალაგებინე და მათეს მივწერე მცალია და გნახავ თქო, პასუხისთვის დიდხანს არ მიცდია. ჩამოდიო რო მომწშრე მე უკვე მზად ვიყავი, დედას ვუთხარი მათე უნდა ვნახო თქო და კარები გამოვიხურე, კიბეებზე ჩამავალს დამაწია ხმა ეხლა ძაან ნუ გათამამდებიო მეც ავძახე კაი თქო და სადარბაზოდან გას ულმა ეგრევე მათეს შევეჯახე. -ლიზი ცოტა ნელა. მითხრა და თავზე მაკოცა -წინ არ ვიყურებოდი და. ვაღიარე ჩემით, და ნაკოცნ ადგილზე ხელი გადავისვი, ესეთი ჩვევა მქონდა და რამექნა. -სად წავიდეთ? -არვიცი, უბრალოდ გავისეირნოთ კარგი? -კარგი როგორც შენ გინდა. მითხრა მათემ და თითები ჩემს თითებში ახლართა. ცოტახანს ჩუმად მიდიოდით. მისი ეს სიჩუმეც კი უზომოდ მიყვარდა, საერთოდ მისი ყველაფერი მიყვარდა. -შედგა ნიშნობა? მკითხა მათემ და უფრო მაგრად ჩამჭიდა ხელი -კიი. ისეთი სახით ვუპასუხე მიხვდა რომ მთლათ კმაყოფილი არ უნდა ვყოფილიყავი -მოხდა რამე? -არა არაფერი, უბრალოდ სარძლო გულზე არ მეხატება -რატო? -არვიცი, აი რაღაც წინათგრძნობა ხო არსებობს არა? აი რაღაცნაირად არ მომწონს რა, მიხვდი? -კი მივხვდი. მითხრა და ჩემი საყვარელი ღიმილით გამიღიმა ეგრე ნუ მიღიმი რა -რატო? მკითხა ცოტა გაკვირვებულმა -თავის გაკონტროლება მიჭირს. ღმერთო ეს რა ვთქვი, ვერც გავიაზრე ისე ამიწითლდა ლოყები -მერე შენც ნუ გააკონტროლებ. მითხრა და ჩემს პირისპირ დადგა, არვიცოდი რა უნდა მექნა, თვალებში ვერ ვუყურებდი -თვალები დახუჭე. მითხრა მათემ და ჩემი სახე ხელებში მოიქცია. მეც მის ნებას დავყევი და თვალები დავხუჭე. რამოდენიმე წამში ჩემს ტუჩებს მისი ტუჩები შეეხო, ზუსტად არ მახსოვს იმ დროს რა ვიგრძენი, მაგრან ვიცი რომ, იმ დროს ჩემზე ბედნიერი არავინ იყო. კოცნაში გამოუცდელი ვიყავი და დარწმუნებული ვარ მათე ამას მიხვდა, სათითაოდ მიკოცნიდა ჯერ ზევითა ტუჩს შემდეგ მეორეს, ისე ვიყავი ფეხზე დგომა მიჭირდა. მათე მორჩა ჩემი ტუჩების დალაშქვრას და ჩემი ღიმილით გამიღიმა. -მიყვარხარ -მეც მათემ სადარბაზომდე მიმაცილა ერთხელ კიდევ მაკოცა და სახლში გამიშვა, მეც შესვლისთანავე ფანჯარასთან მივირბინე და ჩემს პრინცს ხელი დავუქნიე, შემდეგ ღიღინით წავედი ჩემი ოთახისკენ და ექვსი წყვილი თვალი დავაიგნორე. იმ ღამეს არ მახსოვს რა სიზმარი ვნახე თუმცა სასიამოვნოდ ნასიამოვნები რომ დავრჩი ის ზუსტად მახსოვს |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.