შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მკვლელობის საღამო(11)


16-03-2015, 14:59
ავტორი april
ნანახია 1 939

რამოდენიმე კვირაში ყველაფერი დაწყნარდა..ნინო გონს მოვიდა,მკურნალობა დავაწყებინე ექიმთან რომელსაც საკმარისი ფული გადავუხადე იმისთვის რომ ნინო მალე განკურნოს..თავიდან ვერაფერს იხსენებდა მაგრამ რამდენიმე დღეში მეხსიერება დაუბრუნდა.მეორე გოგონა ჯერ კიდევ კომაშია,ექიმი ამბობს რომ მისი გადარჩენის შანსი ცოტაა.მე მაინც ვცდილობ ის გადავარჩინო,არ მინდა ახალგაზრდა გოგონა მოკვდეს,იმიტომ რომ მასზე ექსპერიმენტებს სრულიად უმიზეზოდ ატარებდნენ,ძალიან მეცოდება,მას ყოველდღე ვსტუმრობ,რათქმაუნდა ეს არ ნიშნავს რომ ჩემს გეგმაზე უარი ვთქვი.როდესაც ყველაფერი მოგვარდება,მე და ნინო საზღვარგარეთ გავემგზავრებით,გოგონა თუ გადარჩა საკმარის ფულს მივცემ იმისთვის რომ აქაურობას მოშორდეს და ახალი ცხოვრება დაიწყოს.არ იმსახურებს რომ ისევ უკან დააბრუნონ.
-თამთა,წყალი მომაწოდე თუ შეიძლება..
მაგიდიდან წყლიან ჭიქას ვაწვდი და მის გვერდით ვჯდები,წამალს სვამს.ჩაშავებული თვალებით მიცქერს ცოტა ხანს ჩუმადაა,შემდეგ კი საუბარს იწყებს.
-განვიკურნები?
-რათქმაუნდა,ამაზე პირადად ვზრუნავ.
-არამგონია ყველაფერი ასე ადვილად მოგვარდეს.
-ახლა ამაზე ნუ ფიქრობ,ყველაფერი კარგად იქნება.
-ამას რატომ აკეთებ?რატომ გადამარჩინე ან ახლა რატომ ზრუნავ ჩემზე?მე ხომ შენთვის არაფერი გამიკეთებია.
-ადამიანებზე იმიტომ არ ზრუნავენ,რომ ერთ დღეს მისგან რამე მიღოონ,არამედ იმიტომ რომ მათ სიცოცხლის სურვილი დაუბრუნონ.მისცენ იმედი იმისა რომ ხვალინდელი დღე წინაზე უკეთესი იქნება,მე შენზე ვზრუნავ რადგან არ მინდა სულ მთლად მარტო დავრჩე,შენც ხომ არავინ გყავს,იცი ალბათ ეს რას ნიშნავს.
-ძალიან გაბედული ხარ.
-ალბათ უფრო სპონტანური.
-ყველაფრისთვის მადლობას გიხდი.
-ჯერ გამოკეთდი,მადლობას მერე მივიღებ.
ვუღიმი და კარის გასაღებად მივდივარ,როგორც ჩანს ექიმი მოვიდა.
-გამარჯობა,ექიმო..შემოდი.
ნინოს ოთახისკენ მივუთითებ.ისიც ჩემს წინ განაგრძობს სიარულს.
-როგორ ხარ?
მიმართავს ნინოს.
-შედარებით უკეთ.
-თავბრუსხვევი კიდევ გაწუხებს?
-კი,ცოტა.
-თამთა შეგიძლია დაგვტოვო?პაციენტი უნდა გავსინჯო.
-კარგი..
ოთახიდან გამოვდივარ და დივანზე ვჯდები,ტელევიზორს ვრთავ.20 წუთში ექიმი ოთახიდან ნელი ნაბიჯით გამოდის.
-რა ხდება..მდგომარეობა როგორია?
-ვერ გეტყვით რომ წინსვლა იგრძნობა,მაგრამ იმედი არ უნდა დავკარგოთ.მალე მისი ორგანიზმი მთელ ძალებს აღიდგენს.
-კიდევ შეიძლება რამის გაკეთება?
-სამწუხაროდ არა,ყველაფერი მის ორგანიზმზეა დამოკიდებული.გამოჯანმრთელებას ვუსურვებ
-გმადლობ.
ექიმს ვაცილებ და ნინოს ოთახში ვბრუნდები.
-როგორ გავერთოთ?გინდა საშინელებათა ჟანრის ფილმს ჩავრთავ.
-კარგი იქნება.
დივიდს ვრთავ და ნინოს გვერდით ვჯდები..დაახლოებით 2 საათი გრძელდება ფილმის ჩვენება..
-რა მაგარი..
საუბარს ვწყვეტ როცა ვხედავ რომ ჩაეძინა,საბანს ვაფარებ და ფილმს ვთიშავ.საათს ვაკვირდები,11ხდება...როგორც ჩანს ჩემი ძილის დროც მოსულა,მეც საშინლად დავიღალე.ჩემს ოთახისკენ მივემართები,მობილურის ხმა მესმის და სასწრაფოდ ვპასუხობ.
-გისმენ ექიმო.
-სასწრაფოდ სავაადმყოფოში მოდი.
-რატომ რა ხდება.
-გოგონა გონს მოვიდა.
-რა?მართლა?
-კი,გელოდები.
ქურთუკს ვიცვამ..მანქანის გასაღებს სწრაფად ვიღებ და სახლს ვტოვებ.ბინას ვკეტავ და შენობიდან სასწრაფოდ გავდივარ.მანქანაში ვჯდები,ნახევარ საათში მანქანას სავაადმყოფოს წინ ვაჩერებ.სავაადმყოფოში შევდივარ..მედდის წინ ვჩერდები.
-მაია ექიმი სად არის..?
-აქ ვარ..
მესმის ექიმის ხმა..მას ვუახლოვდები.
-წამომყევი..
-ნუთუ გონზე მართლა მოვიდა.
-კი,შეგიძლია მოინახულო.
სპეციალურ ტანსაცმელში გამოწყობილი მასთან შევდივარ,გოგონას თვალები პირდაპირ ჩემსკენაა მომართული.
-ვინ ხარ?
-დამშვიდდი,აქ არაფერს დაგიშავებენ.
-მე კითხვა დაგისვი.
-ძალიან პირდაპირი ნუ იქნები.
-მაპატიე,უბრალოდ არ ვიცი ვინ ხარ ან აქ რას ვაკეთებ.
-არაფერი გახსოვს?
-არა.
-ყველაფერი გამოსწორდება,მთავარია დამშვიდდე.
-თამთა..
მესმის ექიმის ხმა.
-მოვდივარ.
პასუხს სასწრაფოდ ვუბრუნებ.
-ახლა დაიძინე,ხვალ ვისაუბროთ.
ოთახს ჩქარი ნაბიჯით ვტოვებ.
-რა ხდება?
-წამომყევი..
ექიმთან ერთად მის კაბინეტში შევდივარ.
-დაჯექი..
სავარძელში ვჯდები და მის სახეს ვაკვირდები.
-მაპატიე,მაგრამ შენს გამო პრობლემები მექმნება.
-რას გულისხმობ.
-პაციენტს დარიგისტრირება სჭირდება,ჩვენ კი მისი სახელიც არ ვიცით.თავადაც კი არ ხარ სრულწლოვანი.
-მე ყველანაირი საბუთი მაქვს,ჩემი გამოიყენე.
-ეს დაუშვებელია.
ფეხზე ვდგები და მას ვუახლოვდები.
-ექიმო,მისმინე ამ ცხოვრებაში უკვე იმდენი რამ გამოვიტანე და ვნახე რომ ჩემთვის დაუშვებელი არაფერია.
-კი,მაგრამ.სავაადმყოფოს თავისი წესები აქვს.
-მე შენ იმდენ ფულს გიხდი,რომ შეწინააღმდეგება არ გაბედო.
-მართალია.
-ძალიან კარგი რომ მეთანხმები.ასე უკეთესია.ხვალ ჩემს საბუთებს გამოგიგზავნი,დანარჩენი უკვე შენზეა დამოკიდებული.
ოთახიდან გამოვდივარ და მანქანას ვუახლოვდები.სახლში მალევე ვბრუნდები.კარს ვკეტავ და დასაწოლად ოთახში შევდივარ.
მეორე დღეს თამთას კივილი მაღვიძებს.სასწრაფოდ ვდგები და მის ოთახში შევდივარ.
-დამშვიდდი,ეს უბრალოდ კოშმარი იყო..
მასთან მივდივარ და მის დაკავებას ვცდილობ.
-გამიშვი,ის მე მომდევს.
-არაა ეს სინამდვილე,უბრალო სიზმარი იყო.
ცოტა ხანში გონს მოდის და წყნარდება.როცა ვხვდები რომ დაწყნარდა ოთახს ვტოვებ,უკვე თენდება,დაძინებას აზრი აღარ აქვს.თვალებს ვისრესს და დივანზე ვჯდები.
ნუთუ ეს მე ვარ.რამოდენიმე თვეში ასე როგორ შევიცვალე,როცა დედასთან ვიყავი,მეგონა დამოუკიდებლად მარტო ყოფნასაც ვერ შევძლებდი,ახლა კი ყველაფერი ისეა.,რომ გაგიჟება შეიძლება.ფანჯარას ვუახლოვდები,გარეთ წვიმს..ეს ამინდი ზუსტად ესადაგება ჩემს ხასიათს.საუზმეს ვამზადებ და რამოდენიმე საათში ნინოსთვის მიმაქვს.თვალები გახელილი აქვს,ჩემს დანახვაზე სახეზე ღიმილი ესახება.
-რა ყურადღებიანი ხარ..
-მადლობა,საყვარელო..ახლა შენ ისაუზმებ მე კი გარეთ გავალ და პროდუქტებს ვიყიდი,კარგი?
-კარგი.
-ადგომა არც კი სცადო იწექი და ისაუზმე თუ ტელევიზორის ყურება გინდა პულტი სავარძელში დევს.
ოთახიდან გავდივარ,ფეხსაცმელებს და ქურთუკს ვიცვამ,რამოდენიმე წუთში სუპერმარკეტში შევდივარ და ყველა საჭირო პროდუქტს ვყიდულობ.იქიდან პირდაპირ სახლისკენ მივემართები.გზად ორი ბიჭი მიდგება,ქერას ხელში სიგარეტი აქვს,მეორეს კი ლუდის ბოთლი.
-ხომ არ დაგეხმაროთ?
-არა,გმადლობ.
თავს ვარიდებ და გზას განვაგრძობ,უეცრად ერთ-ერთი წინ მიდგება.
-ჩვენ შენი დახმარება შეგვიძლია.
-გზიდან ჩამომეცალე.
-ნუ ბრაზობ.
-შენს გამო დრო მეკარგება,ეს მგონი ცუდია,როგორც ჩემთვის ისე შენთვის.
-ნახე ძმა რას ბაზრობს.
მიმართვას ქერას.
პარკებს ძირს ვდებ და ვუახლოვდები.
-მისმინე..არ მინდა რამე დაგიშავო,ასე რომ გზიდან ჩამომეცალე.
ბიჭი სიცილს იწყებს,სიცილის გაგონებაზე ნერვები უარესად მეშლება.მუცელში ფეხს ვარტყავ და კედელთან ვაყენებ,თავით კედელს ებჯინება.
-როცა გოგო გეუბნება რომ თავი დაანებო,მას უნდა დაუჯერო.მისგან გასაკვირი არაფერია,ეს ჩემგან სამახსოვროს,პარკიდან ვაშლს ვიღებ და პირში ვუდებ.
ქერა მშორდება და თავის ძმაკაცთან მიდის.პარკებს ვიღებ და სახლში ჩქარი ნაბიჯით შევაბიჯებ.ქურთუკს იქვე ვკიდებ,პროდუქტებს სამზარეულოში ვტოვებ და თამთასთან შევდივარ.
-ხომ არ მოიწყინე.
-არა,ყველაფერი კარგადაა.ტელევიზორში რაღაც ფილმი გადის,მას ვუყურებ.
-კარგი ხელს აღარ შეგიშლი.
ოთახიდან გავდივარ,მობილური მირეკავს.
-გისმენ ექიმო.
-გოგონას შენი ნახვა სურს,დილიდან ამას გაიძახის თუ შეძლებ მოდი.
-კარგი,უკვე გზაში ვარ.
სავაადმყოფოს ვუახლოვდები და მანქანას ვაჩერებ.გოგონას ოთახში შევაბიჯებ.
-როგორ ხარ.
მის გვერდით ვჯდები და ლოყაზე ხელს ვუსვამ.
-არ ვიცი,შენს გარდა ვერავის ვეკონტაქტები.
-ყველაფერი გამოსწორდება,გპირდები.
-შენ რა გქვია.
-თამთა.
-ნეტა მეც მახსოვდეს ჩემი სახელი.
-ამაზე ნუ ფიქრობ მალე ყველაფერი მწყობრში ჩადგება.
-ვიმედოვნებ.
-აქ ოპტიმისტურად უნდა იყო განწყობილი.
-ვიცი მაგრამ,მიჭირს.
-ჩემი დახმარებით ყველაფერს გადალახავ.
-მართლა დამეხმარები?
-ამაში აქამდე ვერ დარწმუნდი?
-არ გიცნობ.
-მაგრამ გამიცნობ.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent