შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ორმაგი თამაში..!


16-03-2015, 16:56
ავტორი ნინი-21
ნანახია 4 439

-მოკლედ დედა დღეს ბილეთები ავიღე და მალე საქართველოს დავუბრუნდები!
-ვაიმეე როგორ გამახარე, რომ იცოდე ტას. აეროპორტში აუცილებლად დაგხვდება მამაშენი.
-ხო, კაი წავედი ბევრი დრო არ მაქ, გკოცნი და მიყვარხარ!
-მეც ჩემო გოგოვ.
მითხრა და ტელეფონი დავუკიდე. როგორც იქნა დედა სამშობლოს დავუბრუნდები.!
მე ანასტასია მურვანიძე ვარ, 21 წლის. გიჟი, გადარეული, აუღებელი ციხე-სიმაგრე, ამასთან ერთად ჭკვიანიც. 19 წლის ვიყავი როცა 2 წლიანი გაცვლითი პროგრამით ლონდონში წავედი, იმის შემდეგ კი საქართველოში აღარ ჩამოვსულვარ, (დანარჩენს თანდათანობით გაიგებთ).
და დღეს, როგორც იქნა დადგა ნანატრი დღე როცა, საქართველოში მშობლებთან, მეგობრებთან და საყვარელ ქალაქთან დავბრუნდები. სულელი უნდა ვიყო რომ ვთქვა აქ დარჩენა არ მინდა მეთქი, არა ! მაგრამ უკვე საბოლოოდ გადავწყვიტე რომ თბილისისგან შორს, დედის კალთას მოწყვეტილი, ,,დავიტანჯებოდი“ ამიტომ როგორც კი 2 წელი ამოიწურა, იმის მიუხედავად რომ იქ დარჩენის შანსები მრავლად მქონდა, არც კი დავფიქრებულვარ ისე ვიყიდე ბილეთი და საქართველოსაკენ გამოვეშურე. აეროპორტში დიდი ხნის, სიგიჟემდე მონატრებული, მამიკო დამხვდა. როგორც კი გავიარე რეგისტრაცია, ფოიეში გამოვედი და იქვე მდგომი მამისკენ კისრის ტეხვით გავექანე.
ვითომ პატარა ბავშვი ვყოფილიყავი ისე ჩამოვეკიდე და კოცნით კინაღამ დავახრჩვე.
-ამომასუნთქე მამი !
მითხრა და თბილად გამიღიმა, მეც მოვცილდი ცოტა ვაცალე და შემდეგ ისევ ჩავეხუტე.
-ძალიან მომენატრეთ.
-შენ უნდა ნახო ჩვენ როგორ მოგვენატრე.
-მარტო ხარ? არადა მერიმ მითხრა დაგხვდებითო.
-ალბათ ვერ მოახერხეს მამი, თორემ მაგათ ხომ იცნობ წინ არაფერი დაუკავდებათ.
-ხო მაგრამ რაც არ უნდა იყოს 2 წელია არ ვუნახივარ ესე შეიძლება?
-ნამდვილად არ შეიძლება.
მითხრა და თბიალად გამიღიმა. როცა ერთმანეთის მოსიყვარულებით გული ვიჯერეთ, სახლისაკენ გავემართეთ. თან გულს ჭია მიღრნიდა, ასე როგორ დავავიწყდი ყველას მეთქი. გული ძალიან დამწყდა, მაგრამ არ შევიმჩნიე. მანქანის მინიდან ვათვალიერებდი თბილისს, როგორ შეცვლილა ჩემი ქალაქი, როგორ გალამაზებულა. რამდენი სიგიჟე გვაქ მე, ერეკლეს, მერის, გიოს, მთელ სამეგობროს ერთად გაკეთებული.
ზოგადად ძალიან კომუნიკაბელური ვარ, ალბათ ამიტომ არის რომ ინგლისშიც არ ვუჩიოდი მეგობართა დეფიციტს, იქაც კარგად ვმაიმუნობდით, მაგრამ ის ამასთან ვერც კი მივა. თან სად ინგლისელები და სად ერთი ერის ხალხი. 17 წლის ვიყავი პირველად ღამის კლუბში (გიოს მამა იყო დაცვის უფროსი და არასრულწლოვანი შეგვაპარა ^_^ ),რომ წავედი და იმის მერე ერთი კვირა არ ჩამიგდია. მეგობრებთან თუ მარტო არა აქვს მნიშვნელობა მაინც დავდივარ. ჰობად ცეკვა და ფოტოგრაფობა ავირჩიე. ორმაგ ცხოვრებას ვეწევი. ღამისას და დღისას. ღამით კლუბის VIP სტუმარი, დღისით გამოცდილი მენეჯერი. ღამით გიჟს სიგიჟით შეიძლება გადავუჯოკრო, დღისით კი გამოცდილ მენეჯერს საქმის ცოდნით.
ალბათ ცოტა უცნაურია ასეთი ცხოვრება, მაგრამ დამიჯერეთ ძალიან საინტერესოა. ყოველი დღე სიახლითაა სავსე ვერ მოიწყენ, მიუხედავად ამისა მეც მქონდა ცხოვრებაში გულის ტკენა არაერთხელ, რაც ჩემი გულუპრყვილობის ბრალია, მაგრამ თანდათან ჭკუა ვისწავლე.
-აბა მამი აპირებ კიდევ წასვლას ინგლისში?
რეალობაში თენგოს ხმამ დამაბრუნა.
-აა რაა? კითხვა კარგად ვერ გავიგე.
-თუ აპირებ იქ დაბრუნებას ისევ თქო?
-ეს უახლოესი 2 წლის გეგმაში არ შედის, ბატონო თენგიზ.
-2 წელიწადში დაჭკვიანდე უნდა მამა !
-რა მჭირს დასაჭკვიანებელი?
ისე გავიკვირვე თითქოს, კაცის მკვლელობა დამაბრალენ მეთქი.
-შენ პირად ცხოვრებაში მე და დედაშენი არასდროს ჩავრეულვართ, მაგრამ იქნებ სერიოზულ ურთიერთობებზე გეფიქრა ჰა?
-გყავს ვინმე წიწკვი, სიმპათიური ჭაბუკი ჩემთვის შერჩეული?
მამაჩემის სიტყვები როგორც ყოველთვის ხუმრობაში გადავიტანე.
-შენი დაჭკვიანება არ იქნება მოკლედ რა.
-ვერ გედავები !
-იმ კაცს დავუდგამ ძეგლს შენ რომ ჭკუას გასწავლის.
-იცოდე ბრინჯაოზე ნაკლები არ იყოს!
-იცინე შენ იცინე , ბოლოს ვინც გაიცინებს ვნახავთ!
გაიმეორა მასწავლებლის ტრადიციული ფრაზა... და ამაზე გულიანად გამეცინა.
ამ სიცილ-კისკისში სახლშიც მივედით. მეც ღრმად ამოვისუნთქე და მანქანიდან გადმოვედი. საბარგულიდან მამაჩემმა ბარგი ამოიღო, მეც ხელკავი გამოვდევი და ერთად ავუყევით სადარბაზოს კიბეებს. ირგვლივ საეჭვო სამარისებური სიჩუმე სუფევდა.
მალე ჩემი სახლის კარებთან აღმოვჩნდი, დავაკაკუნე, გასაღები გაჩხრიალდა და კარები გაიღო. ჩემ წინ მომღიმარი, ძალიან მონატრებული დედიკო იდგა. წამსვე გავექანე მისკენ და მაგრად ჩავეხუტე.
-ძალიან მომენატრე...
თან ჩემთვის ვპუტპუტებდი.
-მეც დედიკო მეც.
შევამჩნიე რომ შუქი არ ენთო.
-აქ ისევ უშუქობაა?
გავიხუმრე ჩემი ჭკუით.
-რას ვიზამთ, წამოდი ახლა.
მითხრა, ხელი ჩამჭიდა და მისაღებისკენ გამაქანა. უცებ სინათლე აინთო, სიხარულისგან კინაღამ ,,ავბღავლდი“ როცა ჩემ წინ ნაცნობ და რაც მთავარია საყვარელ სახეებს მოვკარი თვალი.
-ტასოოო...
გააზრება არ მაცადა ისე წამოვიდა ჩემკენ მერი და მომეხვია.
-მერიკო !
მეც მოვეგე გონს და თბილად ჩავიკარი გულში მონატრებული დაქალი.
-რაც არ უნდა დაკავებულები ვიყოთ ,,სასტავის ბრილიანტისთვის“ (ისინი ხშირად ასეც მეძახდნენ), ყველანაირ საქმეს გადავდებ.
-გამოდი ახლა ჩვენც გვანახე ეს გოგო !
სიცილით წამოვიდა გიო. შემდეგ თეკლა, შემდეგ ერეკლე და ასე.
-თქვენ უნდა იცოდეთ როგორ გამახარეთ ! არადა კი ავიღე ეჭვი... არა შენ მაინც როგორ გიქნა გულმა ასეთი ნაწყენი რომ დამინახე აეროპორტში და არაფერი მითხარი.
იერიშით გადავედი მამაჩემზე.
-იქ, რომ მეთქვა მაშინ ახლა ასე არ გაგიხარდებოდა.
-ესეც მართალია!
ვუთხარი და მივეხუტე. იმ დღეს მართლა ბევრი დავლიე, გავილეწე რასაც ქვია. ყველა მაქსიმალურად მოვისიყვარულე, ინგლისის ამბები მომაყოლეს მე აქაური ამბები მოვაყოლე, რაღაცეებს კი ვიგებდი მერისგან მაგრამ მაინც კონკრეტულად უნდა მცოდნოდა ყველაფერი. ბოლოს უკვე ისე გავითიშე (სასმელმა გამთიშა) რომ აღარავის მესმოდა. ბავშვები როგორც დედამ მეორე დღეს მითხრა 5ზე დაიშალნენ. შუადღეს 2საათზე გავიღვიძე, ისიც ტელეფონის ბზუილმა გამაღვიძა. კიდევ კარგი ნაბახუსევზე თავის ტკივილები და მსგავსი რაღაცეები არ ვიცოდი. თავი ძვლივს წამოვწიე საწოლიდან, რაღაცნაირად დამძიმებული მქონდა, ტელეფონს დავწვდი და ისევ ლოგინში დავბრუნდი.
-გაიღვიძე ქალბატონო?
მერი იყო.
-უფრო ზუსტად გამაღვიძე.
-მოკლედ დღეს შენ დაბრუნებას ავღნიშნავთ, ჩვენ კლუბში და აბა შენ იცი და შენმა ქალობამ.
-აუუუ ხვალისთვის გადავდოთ რა, ისე მეძინება თავს ვერ ვწევ საწოლიდან.
-ახლა მე შენთან მოვალ და ჩაგიტარებ გაკვეთილს.
მითხრა და გამითიშა. მისი სიტყვებისთვის ყურადღება არ მიმიქცევია გვერდი ვიცვალე და ძილი გავაგრძელე.
-ტასო თუ არ გაიღვიძებ წყალს მოვიტან და დაგასხამ, ნუ მაიძულებ გთხოვ!
ისე მანჯღრევდა მერი, რომ მიწისძვრა მეგონა და უცებ წამოვფრინდი.
-რა ხდება?
დაფეთებულმა ვიკითხე.
-როგორც იქნა გაიღვიძე. ნახევარი საათია შენ გაღვიძებას ვცდილობ. რა დალიე გუშინ ასეთი?
-რავიცი მახსოვს შენ გგონია რას ვსვამდი?!
-ჰო კარგი ადექი ახლა და მოწესრიგდი.
-მართალია ჩემი საუკეთესო მეგობარი ხარ, მაგრამ ზოგჯერ სერიოზულად მინდება სიცოცხლეს გამოგასალმო !
კბილებს შორის მკაცრად გამოვცარი.
-ნუ იჭიმები ერთი რა... ადექი დროზე რას გავხარ, ვიღაცას ეგონება ბალიში აუფეთქესო.
სარკეში რომ ჩავიხედე გული კინაღამ გამისკდა კარგა ხანია ასე არ დამილევია, და არც ასეთ მდგომარეობაში ჩავვარდნილვარ. უხმოდ ავდექი ლოგინიდან და აბაზანაში შევვარდი.
-დღეს რას ვაპირებთო კარგად ვერ გავიგე ?
-შენს დაბრუნებას ავღნიშნავთ!
-ძალიანაც კარგი, მაგრამ ხვალ რომ შეხვედრა მაქ?!
-რა შეხვედრა?
-იქიდან შევავსე ვაკანსია, რომელიღაცა კომპანიის მენეჯერის ადგილზე. ჩემი სივი მოეწონათ და გასაუბრება მაქ ხვალ პირველ საათზე.
-კარგი რა რამდენი ხანია ერთად აღარ ვყოფილვართ კლუბში, თან შენ გარეშე იცი რა მოწყენილობაა ?! ძაან მაგარი !
-ჰო კარგი... ჩემთვის მოწყობილ საღამოზე რომ არ წამოვიდე არ გამოდის, ამიტომ წამოვალ.
-გამოგიარო?
-არა! ამდენი ხნის შემდეგ ბაიკი უნდა გავსინჯო რა მდომარეობაშია!
-გიჟი კი არ ხარ? შენ ხარ გიჟი, გიჟი, გიჟი...
-ნუ ეხლა ვერ გედავები !
ვუთხარი და გვერძე გავიწიე გამოქნეული ბალიში რომ არ მომხვედროდა.
-მე წავედი მაშინ რაღაც საქმეები მაქ და ცხრაზე გელოდები...
-კაი მიდი!
ვუთხარი და გავაცილე. შემდეგ სამზარეულოს მივაშურე.
-მშიააააა..... მაჭამეთ რამე....
-ვაიმე ნუ ყვირი გოგო ამხელა ხმაზე !
თავში ჩამყვირა თამრიკომ
-გშია და ჭამე !
-აუ არ მინდა არაფერი რაც აქაა.. კვერცხი შემიწვი რა.
-დაჯექი და შეგიწვავ.
-დედა ჩემი ბაიკი სადაა?
-ქვემოთ გარაჟში რაიყო?
-დღეს უნდა გამოვიყვანო!
-რატომ?
-მოკლედ დღეს ჩემს საღამოს აწყობენ რა ცხრაზე, ჩვენ კლუბში ხოდა... ბაიკი მჭირდება და მიმყავს.
-ეს ბაიკი შენია შვილო სადაც გინდა წაიყვანე.
თამრიკოს, მაგივრად პასუხი მამაჩემმა გამცა და დიდად ნასიამოვნებიც დამტოვა. წამსვე წავედი მისკენ და ჩვეულებისამებრ კისერზე ჩამოვეკიდე.
-უკვე დიდი გოგო ხარ დედი, ასე ცანცარი როგორ შეიძლება?
-ჩვენ უკვე ვილაპარაკეთ ამ თემაზე და მითხრა დავჭკვიანდებიო! ხომ ასეა მამი?
დედის ,,კლანჭებიდან“ უკვე მეორეჯერ მიხსნა მამაჩემმა.
-მასე ვთქვი? არ მახსვოს!
წამსვე გადავაწყდი მამაჩემის გამაფრთხილებელ მზერას და გავაგრძელე
-თუმცა... რადგან მამაჩემი მასე ამბობს ე.ი ასეც ყოფილა, მე კი ჩემ სიტყვას პირნათლად ვასრულებ, აწ და მარადის!
აშკარად ჩემი სიტყვებით ნასიამოვნები დავტოვე ორივე მშობელი და ,,გლაზუნებად“ შემწვარი კვერცხისკენ ავიღე გეზი. ჭამა დავასრულე თუ არა გარაჟისკენ გავემართე, გზაში ბევრი ნაცნობი შემხვდა, ყველამ თბილად მომიკითხა. ძალიან მესიამოვნა ის ფაქტი რომ არ დავავიწყდი მათ. ბაიკი შევამოწმე მამაჩემის წყალობით იდეალურ მდგომარეობაში იყო. ძალიან ძვირფასია ჩემთვის ეს ნივთი, უპირველესად იმიტომ რომ მამის ნაჩუქარია, მეორეც იმიტომ რომ მასთან ერთად ჩემ ცხოვრებას ბევრი დასამახსოვრებელი მომენტი შევძინე. მალევე ამოვბრუნდი სახლში, მაღალწელიანი წინ გაქექილი ჯინსი, მაიკა და ტყავის კურტკა ჩავიცვი (ასე თავისუფლად იმიტომ, რომ ვიცოდი იქ ბევრი ცეკვა მომიწევდა). მშობლებს დავემშვიდობე, ბაიკი სადგომიდან გამოვიყვანე და კლუბისკენ ავიღე გეზი. ბაიკით კატაობამ დიდი სიამოვნება მომანიჭა ადრენალინის სახით. კლუბში მისვლამდე მერიმ ათჯერ მაინც დამირეკა ,,სად ხარ? ან საერთოდ თუ მოდიხარ?“ო მე კი ვუთხარი რომ გზაში ვიყავი. მთელი სამეგობრო კლუბის შესასვლელთან დამხვდა, და ჩვენც ერთად შევედით. აშკარად მივიქციეთ კლუბში მყოფი ადამიანების ყურადღება: რაც ძირითადათ ,,ზმანით“ და სამეგობროს წევრთა სიმრავლით იყო განპირობებული. ჩვენ ყურადღება არავისთვის მიგვიქცევია, ჩვენი ადგილისკენ მივაშურეთ. იმ ღამესაც ცოტა დავლიე, ბევრი ვიცეკვე და ბევრი ვიცინე. კარგად მახსოვს ღამის 2 საათი იყო კლუბში უცხოები რომ შემოვიდნენ. ორი ბიჭი იყო, ერთი მეორეზე უკეთესები, ყველაზე მეტად ის იყო გასაკვირი რომ ისინი ჯერ არსად მყავდა ნანახი, წამსვე დავინტერესდი და მერის ვკითხე:
-აიი ისინი ბართან რომ დგანან ვინ არიან?ახლა არ გაიხედო.
ვუთხარი და ორივეს გულიანად გაგვეცინა ჩემ სიტყვებზე, ამ სიცილში მერიმ მათკენ შეუმჩნევლად გააპარა თვალი. :)
-სიმართლე გითხრა არც მე ვიცი, ბოლო ერთი თვეა რაც მათ აქ ვხედავ, მათზე არავინ არაფერი იცის.
-ვაჰ.. გასაკვირი პირდაპირ! არადა კაი ვიღაცეები ჩანან.
-მე ის მომწონს ზურგით რომ დგას.
-მე კი მეორე უფრო მომწონს.
ჩემი აზრი გულღიად დავუფიქსირე დაქალს . ამის მერე მათზე აღარც გვილაპარაკია, ღამის 5 საათი იყო კლუბი რომ დავტოვეთ, ვინაიდან ნასვამი არ ვიყავი, ბაიკით წავალ მეთქი ვთქვი და გზას დავადექი. კლუბიდან 100 მეტრში ვიღაცის ,,აუდი“ იდგა. ცოტა შევანელე, როცა უკნიდან ვიღაცამ დამიძახა საერთოდ გავაჩერე და მივტრიალდი.
-ჰეიი გოგონი შეგიძლია დამეხმარო?
მეც მისკენ წავედი, როცა მივუახლოვდი აღმოვაჩინე რომ ეს ის კლუბის ბიჭი იყო, ,,აშკარად ბედის ირონიაა“ გავიფიქრე ჩემთვის
-გოგონი შეგიძლია დამეხმარო?
-ტასო!
-ტასო დამეხმარები?
-თუ გინდა სახლამდე მიგიყვან?
არშემეძლო ამ ღამე ასე უპატრონოდ დამეტოვებინა.
-დიდი სიამოვნებით.
მითხრა და ჩემკენ წამოვიდა, მეც ოდნავ წინ მივიწიე და ადგილი დავუთმე, ისიც დაჯდა და ხელები წელზე შემომხვია. ამაზე სასიამოვნოდ გამაკანკალა. ბაიკი დავძარი და წავედით
-ტასო რამდენი წლის ხარ?
-26
-არა და არ გეტყობა.
-ამას კომპლიმენტად მივიღებ.
-აქ ცხოვრობ?
-აქ სად ქუჩაში?
-ქალაქი ვიგულისხმე
-არა აქ არ ვცხოვრობ.
არ ვიცი რატომ ვატყუებდი.
-სწავლობ?
-არა
ყველა კითხვაზე მარტივად მოვუჭერი.
-სწერვა!
მისთვის მაგრამ აშკარად ჩემ გასაგონად ჩაილაპარაკა!
მის თავხედობაზე არვიცი რატომ, მაგრამ ნერვები ძალიან მომეშალა. როგორ მიბედავს? ის ხომ არც კი მიცნობს, თან მე დახმარების ხელი გავუწოდე. არყოფილა ღირსი!
გავიფიქრე ჩემთვის და ბაიკი გავაჩერე
-გადაბრძანდი ბაიკიდან!
-რაა?
სახეზე დაბნეულობა დაეტყო
-გადადი თქო ბაიკიდან!
-რატომ ?
-მიტომ!
უსიტყვოდ გადავიდა ბაიკიდან
-გატუტუცებული მამიკოს გოგო!
უკნიდან მომაძახა.
-დიახაც!
ჩავილაპარაკე თვითკმაყოფილმა და ჩამეცინა. სახლში მივედი თუ არა გამოვიცვალე და დავიძინე, ხვალინდელი გასაუბრებისთვის ძალები მჭირდებოდა.



№1 სტუმარი orginal

ძალიან მომწონს ველოდები შემდეგ თავს ! <3

 


№2 სტუმარი anastasia

Ahah kaia velodebi shemdegs :**

 


№3 სტუმარი Qeta

უეჭვეკი ამ ბიჭთან მივა გასაუბრებაზე :დდდდ

 


№4  offline წევრი ნინი-21

Qeta
უეჭვეკი ამ ბიჭთან მივა გასაუბრებაზე :დდდდ

სამწუხაროდ იმედი უნდა გაგიცრუო..! <3

 


№5  offline წევრი teke08

Neta axal tavs rodis dadeb

 


№6  offline წევრი nineli

განაგრძე,,კარგიაა

 


№7 სტუმარი Guest მარიამი

შემდეგი თავი როგორ ვნახო??

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent