შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გრძნობები შიშის გარეშე (2)


16-03-2015, 19:14
ავტორი lola
ნანახია 2 655

იმ საღამოს მშობლების თხოვნით ყველამ ერთად ვივახშმეთ, ოღონდ რესტორნის მაგივრად კაფეში სადაც ჰამბურგერები მივირთვით
-არ შეეიძლება სადმე რესტორანში წავიდეთ და რამე წესიერი ვჭამოთ? დედამ გვკითხა
-არა, რას უწუნებ ამ საჭმელს? მამამ სიცილით უთხრა და ნიკოლოზს თვალი ჩაუკრა
-არარის ჯანსაღი საკვები, თან მეტისმეტად ცხიმიანია და ვერ ვჭამ. დაიწუწუნა დედამ
-ქალბატონო ხათუნა ნეკა თითები დაადე ჰამბურგერს და ისე მიირთვი. ნიკოლოზმა დედას მითითება მისცა და ხმაურით მოსვა წვენი, რაზეც მე და მამას გაგვეცინა
სახლში დაბრუნებისას სასტუმრო ოთახი შევიკრიბეთ ყველა
-დედა როგორ ხარ დღეს? მამამ ბებიას ჰკითხა და აკოცა
-ვემზადები გიორგისთან შესახვედრად. ღიმილით უპასუხა
-ბებიკო უთხარი გიორგის რომ შენს თავს არ დავუთმობ და ძალიან დიდხანს მოუწევს ლოდინი. ბებიას სიცილით ვუთხარი და მისკენ მივიწიე რათა მეკოცნა
-ერთ კვირაში ზურა ბურდულის სამეს კვლავ განვიხილავ, მერე კი შეგვიძლია სადმე კარგ ადგილას წავიდეთ და დავისვენოთ. მამამ ღიმილით გვითხრა
-პარიზში წავიდეთ. მაშინვე ვიყვირეთ მე და დედამ ერთად
-მე იტალიაში მინდა. ნიკოლოზმა მედიდურად აწია ცხვირი
- მომწონს მე ეგ აზრი. მამამ ნიკოლოზს გადახედა
-პარიზიც არ არის ცუდი იდეა, თან ახლა მოდის კვირეულიც იწყება.მართალია დედა დაკავებულია ყოველთვის, მაგრამ როგორც სხვებს მასაც ძალიან აინტერესებს მოდის სამყარო
მართალია მე და დედას პარიზში ძალიან გვინდოდა მოგზაურობა, მაგრამ ნიკოლოზის იდეამ გაიმარჯვა, წელს იტალიაში,ხოლო მომავალ წელს კი საფრანგეთში წავიდოდით


ერთი კვირა საუკუნედ მომეჩვენა, მართალია უნივერსიტეტში ყოველდღე დავდიოდი, მაგრამ დრიოს გაყვანა მაინც მიჭირდა.
ხუთშაბათი საღამო იყო მართასთან და კიდევ ჩვენს ორ მეგობართან ერთად ღამე ქუჩაში ვსეირნობდით, უკვე დეკემბერი ახლოვდებოდა, ამიტომ ადრინდელზე უფრო ციოდა, ქუჩაში ბევრიც რომ გდომოდა კაცს ვერ იპოვიდი, უცნაური სიწყნარე იყო, ავის მომასწავლებელი როგორც მართამ აღნიშნა
-აუ არ დავიშალოთ? იკითხა ნანუკამ
-აუ ხო რა თორე შემცივდა მე უკვე, ნამდვილად ვიცი ხვალ სიცხიანს სახლში მომიწევს ყოფნა, თან უკვე დიდი ხანია რაც ის ტიპები შევნიშნე და ცოტა არ იყოს შემეშინდა. მარიშკამ დაიწუწუნა და ჩვენს უკან მომავალ ბიჭებზე გვანიშნა
-ეგ მეც შევნიშნე. მართამ დაგვიდასტურა მარიშკას ნათქვამი
-ალბათ ჩვენსავით რიგითი მოქალაქეები არიან, რომლებსაც გაცივება აქვთ განზრახული. გოგოებს სიცილით ვუთხარი
-მე მასე ნამდვილად არ ვფიქრობ. მარიშკამ გაბრაზებულმა მითხა
-მგონი რომელიღაც ჩვენგანთან აქვთ საქმე, ან კიდე.................................................ნანუკამ ნერწყვი ძნელად გადაყლაპა
გოგონები შეშინებულები უკან იყურებოდნენ და თან იმას ნატრობდნენ რომ ამ საშინელი სიტვაციიდან როგორმე თავი დაეღწიათ, მერე როდესაც ჩაბნელებულ ქუჩაზე შევიხვიეთ გოგოებ სახეზე მღელვარება უფრო დაემჩნათ
-მეშინია, მგონია რომ რამეს დაგვიშავებენ. ნანუკამ ჩუმად ჩაიჩურჩულა
-არა მგონია. მშვიდად ვთქვი
-შენ არც კი იცი როგორ გამოიყურებიან.
მხოლოდ ახლა გამახსენდა რომ ბიჭების სახეები არ მქონდა ნანახი, ამიტომ მათკენ მივტრიალდი და ტელეფონის შუქი მივანათ თვალებში.
ნაცნობი სახეების დანახვა ძალიან გამიკვირდა, მით უმეტეს რომ მათ საერთოდ არ ვიცნობდი და ნამდვილად არ ვიცოდი რას წარმოადგენდნენ.
-უიღბლო დიდად დამავალებ თუ ტელეფონს გათიშავ. ბურდულმა მითხრა და გაიღიმა
მისი ღიმილი ტელეფონის შუქზეც კი თვალისმომჭრელი, მაგრამ დამცინავი იყო
-იცი რას გეტყვი, მე უიღბლო კი არა დეა მქვია, ხო და კიდევ დიდად დამავალებთ თუ ამიხსნით რატო მოგვყვებით უკან
-დეაჩკა რა საკაიფო სახელია, ვინ დაგარქვა? ბურდულმა სიცილით მკითხა
-მომისმინე შე ნარკომანო, წესიერად მელაპარაკე თორე პოლიციაში ამოყოფ თავს
-პატარა გოგო მამიკოთი გვემუქრება. სიცილს არ წყვეტდა ბურდული
-პატარა გოგოს მამიკოს შეუძლია შენი ძმა ციხეში ამოალპოს. ენა დავიგრძელე და ბურდულს ფეხი მაზოლზე დავაჭირე, მაშნვე გავჩუმდი და ტუჩზე ვიკმინე მაგრამ უკვე ძალიან გვიანი იყო, მართალია მათ მიმართ არ ვიყავი დიდად კეთილად განწყობიოლი , მაგრამ ორივე ძალიან მებრალებოდნენ,18 წლით თავისუფლების აღკვეთა ძალიან რთული და საშინელებაა
-დეაჩკა მამშენს გადაეცი, თუ არ უნდა რომ მის ტლიკინა ქალიშვილს რამე მოუვიდეს............................................
-შენ რა მემუქრები? გაოცება და გაბრაზება ხმაში ერთდროულად დამეტყო
-მე უბრალოდ გაფრთხილებ
-შენთვის შეინახე ეგ გაფრთხილებები და ფრთხილად იყავი, ხო და კიდევ გირჩევ რომ მომერიდოთ, შენც და შენი ძმაკაცებიც. ბურდულს კმაყოფილი სახით ვუთხარი და მის ძმაკაცებს გავხედე
-სიამაყე დაგღუპავს დეაჩკა, გირჩევ სანამ ვინმეს აითვალისწუნებ კარგად გაიცნო, იმასაც გირჩევ რომ კარგი მხრიდან გამიცნო, თორე ცუდი ნამდვილად არ მოგეონები
-მე მანიაკების გაცნობა დიდად არ მიზიდავს, მითუმეტეს შენნაირების. გაბრაზებულმა ვუთხარი და გოგონებს ვანიშნე რომ წასვლის დრო იყო
-ინტერესით რომ არ მოკვდე გეტყვი რომ ერეკლე მქვია. სიცილით მითხრა
-დიდი იმედი ნუ გექნება რომ შენზე ფიქრში ერთ წუთს მაინც დავკარგავ. მივაძახე და გოგონებთან ერთად გზა გავაგრძელე
იმ საღამოს ყველა დაძაბულები ვიყავით მაგრამ არც ერთი არ ვიმჩნევდით

პარასკევი დილა ძალიან ცივი გათნდა, რადგან უკვე 1ლი დეკემბერი იყო, ქალაქს დაემჩნა რომ ზამთარი დადგა, ციოდა, ამიტომ უნივერსიტეტში თბილად ჩაცმული წავედი
-როგორ თბილის ისე შენც დაგემჩნა ზამთრის დადგობა. დიმამ სიცილით მითხრა როგორც კი უნივერსიტეტში შევედი
-ცხვირი ძალიან წითელი მაქვს ხო?
-აშკარად გცივა ხო?
-ცივა ცივა ცივა. სიცილით ვუთხარი და ფეხები დავაბაკუნე
-მართალია გაყინული ხარ მაგრამ თვალებში მაინც სითბო გაქვს ჩამდგარი. თბილად მითხრა
საპასუხოდ მხოლოდ ცხვირი ავათამაშე და გავეკრიჭე
-ჩემი ლამაზ გოგო ხარ შენ. დიმამ მითხრა და მომიღუტინა
იცოდა რომ სიცილს დავიწყებდი, ის კი ჩემს სიცილზე გიჟდებოდა, ამიტომ ჩემი სუსტი წერტილით ბოროტულად სარგებლობდა, ჩემი სიცილი მეორე სართულის ყველა ოთახში ისმოდა,ლექტორებს ხშირად გავულანძღივართ, მახსოვს ერთხელ წვიმაშ გარეთაც კი გაგვყარეს და ორი ლექცია გარეთ გავატარეთ
ვინ ვართ მე და დიმა ერთმანეთისთვის? ეს კითხვა მეც მრავალჯერ დამისვამს ჩემი თავისთვის, მაგრამ ნამდვილად არ ვიცი რა დავარქვა ჩვენს ურთიერთობას, ეს მეგობრობაზე უფრო მეტია, ერთმანეთის მიმართ გულგრილები არ ვართ ნამდვილად, ჩემზე ორი წლით დიდია, პირველ კურსზე ვიყავი როცა გავიცანი,ბევრი საერთო გვაქვს, ერთ-ერთი ის რომ ირივეს ძალიან გვიყვარს კინოში სიარული
-დღეს კინოში არ წავიდეთ? დიმამ მკითხა როდესაც ჩემს წვალებას მორჩა
-დღეს არ მცალია, მაგრამ ხვალე კინოშიც და კაფეშიც შეგვიძია წასვლა, ახლა კი გავიქეცი თორე მაიას შემოველანძღბი თუ დავაგვიანებ მის ლექციაზე. სიცილით ვუთხარი
-ხვალამდე დეა.
-ხვალამდე დიმა. თბილად გავუღიმე და ლექციაზე შევედი
ლექციები ძალიან გაიწელა, მერე ჩემმა ლექტორმა დამატებით ორი საათი კიდე დამტოვა ამიტომ სასამართლო სხდობაზე ვეღარ მოვახერხე წასვლა
სახლში 6საათი იყო რომ დავბრუნდი, უწინდელზე უფრო ბნელოდა, ამას ცუდი ამინდიც დაემთხვა ამიტომ უფრო მუქი ჩანდა ცა
სახლში სიჩუმე იყო, ბებია სასტუმრო ოთახში იჯდა, ნიკოლოზი კი თავის ოთახში კომპიუტერთან თამაშობდა
-ისწავლე ნიკოლოზ გაკვეთილები?
-კი. სწრაფად მიპასუხა
-ნიკოლოზ არ მომატყუო ! ! ! მკაცრად ვუთხარი
-დეა ხო გითხარი, ვისწავლე უკვე.
-იცოდე თუ მატყუებ Wi-Fiს გაგითიშავ. დავემუქრე
-დეა ეგრე არ შეიძლება. გაბრაზებულმა ყვირილი დაიწყო
-არც ის შეიძლება რომ გაკვეთილები არ მოამზადო და მომატყუო.
-ბებიას ჩავაბარე უკვე. თავი იმართლა ნიკოლოზმა
-იცოდე თუ მატყუებ.........................................
-არ გიხდება გაბრაზება, თან მე არ ვიტყუები და თუ ვიტყუები ყოველთვის მეცინება. სერიოზული სახით მითხრა
-მაშინ დიდი ხანი არ იჯდე კომპიუტერთან და მალე დაიძინე კარგი?
-კარგი.
უსიტყოდ დამემორჩილა, შემდეგ კი თამაში გააგრძელა
სასტუმრო ოთახში ბებიას ვესაუბრებოდი როდესაც დედამ დამირეკა
-დე ბოდიშ დღეს.......................
-დეა მისმინე ახლავე ყველა კარი და ფანჯარა ჩაკეტე.
-რა ხდება? გაკვირვებულმა და შეშინებულმა ვკითხე
-დეა რასაც გეუბნები გააკეთე, ახლავე. დედამ მიყვირა ტელეფონში
-კარგი კარგი. მაშინვე ვუთხარი და პირველ სართულზე ჩავირბინე რათა ყველა კარები და ფანჯარა ჩამეკეტა
ყველაფრის ჩაკეტვას რომ მოვრჩი მეორე სართულზე ავედი, მაგრამ არ ჩავვალე საჭიროდ რომ ბებიასთვის რამე მეთქვა
-დეა მე ჩემს ოთახში ვიქნები. ბებიამ მითხრა და სასტუმრო ოთახი დატოვა
-კარგი,ბობო იცოდე რომ ძალიან მიყვარხარ, მსოფლიოში ყველაზე საუკეთესო ხარ. ბებიას ვაკოცე და ჩავეხუტე
-დეა ბებიკო მეც მიყვარხარ. ნელიკომ მკთხრა და თბილად გამიღიმა
ისეთი შეგრძნება დამეუფლა თითქოს რამე უნდა მომსვლოდა და ვეღარ შევძლებდი ბებიას ნახვას,ფიქრებში გართული მაშინ გამოვფხიზლდი როდესაც პირველი სართულიდან ხმაური მომესმა, მართალია გარეთ ბნელოდა მაგრამ მაინც მოვახერხე რამდენიმე ადამიანის სილუეტის დალანდვა. მთავარ შემოსასვლელ კართან კი ნათლად დავინახე ადამიანი, რომელიც კარებს გაღებას ცდილობდა, კიდევ კარგი კარებს შიგნიდან ჰქონდა საკეთი, რომლის ჩაკეტვაც მოვასწარი.
ეზოდან უცნაური ხმები ისმოდა. შეშინებული ნიკოლოზი კი მეორე სართულიდან შეშლილი სახით ოთახიდან გამოვარდა
-დეა რა ხდება?
-ნიკოლოზ ბებიას ოთახში დაიმალე.
-დეა რა ხდება? მეშინია. შიში აღებეჭდა სახეზე
-არაფერი ნიკოლოზ, ნუ გეშინია,ახლა კი რაც გითხრა დაიკომ დაუჯერე. მაგრად ჩავეხუტე, მერე კი ბებიას ოთახში გავუშვი
მართალია სახლის ყველა კუთხე კარგად მქონდა ჩაკეტილი, მაგრამ ვიცოდი რომ მაინც შემოაღწევდნენ სახლში,ამიტომ სამზარეულო ოთახში გავიქეცი და დანა ავიღე.
ჩემი ვარაუდები გამართლდა, შემოსასვლელი კარები ჩამოიღს და სახლში შემოიჭრნენ,
ნამდვილად ვიცოდი რომ ერეკლე და მისი ძმაკაცები იქნებოდნენ.
საშინელებათა ფილმების მოყვარული არასდროს ვყოფილვარ, ამიტომ ნამდვილად არ ვიცოდი ასეთ მომენტში რა უნდა მექნა, პირველი რაც გამახსენდა ეს იყო რომ სამზარეულოში მაგიდის უკან უნდა დავმალულიყავი.რას ვგრძნობდი მაშინ? ყველაზე ნაკლებად შიშს, ჩემს ოჯახზე და ნიკოლოზზე ვფოქრობდი, ვიცოდი რომ რაღაც ძალიან ცუდი უნდა მომხდარიყო, ამიტომ მათზე ძლიერ ვღელავდი.
სამზარეულო ოთახში ვიღაცა შემოვიდა, ნელა მოიწევდა მაგიდისკენ, ადგილზევე გავიყინე, სუნთქვაც შევიკავე რომ არაფერი შეენიშნა, უკვე მაგიდასთან ახლოს იყო როდესაც ვიღაცამ დაუძახა და უკან გაბრუნდა. მხოლოდ ახლა შევძელი რომ ამომეუნთქა, ისედაც ასთმის გამო ხშირად მიჭირს სუნთქვა, რაც დიდი სტრესის ბრალია. სამზარეულოდან ფრთხილად გავიხედე, გასვლა დავაპირე, მაგრამ მაშინვე გადავიფიქრე როდესაც რამდენიმე ნიღბიანი ადამიანი შევნიშნე. ყელი გამიშრა, თითქოს ვიხრჩობოდი ისეთი შეგრძნება დამეუფლა, ვიცოდი რომ ამ დროს ასთმის შეტევა მახსენებდა თავს, ინჰალატორი კიდევ კარგი სამზარეულოში აღმოჩნდა თორე ისტერიკული ხველა დამეწყებოდა.
ასთმა მემკვიდრეობით მაქვს და ამიტომ ხშირად მემართება, გულმკერდში ძლიერ ტკივილს ვგრძნობ, მგონია რომ ლოდი მაწევს, ან ვინმემ უნდა ამომგლიჯოს, ხველა კი ნამდვილად საშნელებაა. მაშინ უფრო ძლიერდება ასთმის შეტევა როდესაც, ძლიერ ფსიქოლოგიური სტრესის გადაიტან,ამას ისიც ემატება რომ მტვერზე ალერგია მაქვს.
სამზარეულოდან ფრთხილად გავიხედე და რომ მივხვდი არავინ იყო ნელა გამოვედი,სასტუმრო ოთახისკენ მივიწევდი საიდანაც საუბრის ხმა ისმოდა, ჩურჩულებდნენ ამიტომ ვერ ვარჩევდი რაზე საუბრობდნენ, მერე ჩემი ძმის შეშინებული ხმაც მომესმა, სასტუმრო ოთახს მივუახლოვდი და უკვე ნათლად გავარჩიე ყველაფერი
ნიკოლოზი დივანზე დაესვათ და დაკითხვას უწყობდნენ
-სად არის დეა?
-არ ვიცი და რომც ვიცოდე მაინც არ გეტყვით. ნიკოლოზმა მკაცრად უთხრა ერთ-ერთ მათგანს
-პატარა ლაწირაკო თუ ახლავე არ მეტყვი სადაა შენი და იცოდე ფრჩხილებს დაგაძრობ. ნიღბიანმა ჩემს ძმას ცხვირწინ დანა აუთამაშა, შემდეგ კი მის თითებს შეეხო
-გიგა მგონი აღარაა საჭირო ფრჩხილების დაძრობა, რადგან მისი დაიკო უკვე ჩვენს ხელშია. ერეკლეს საშინლად ცივი და გამყინავი ხმა ზურგს უკნიდან მომესმა
პირველად შემეშინდა,მთლიანად სიცივემ ამიტანა,ხელები ამიკანკალდა, მაგრამ არ შევიმჩნიე
-იფიქრე რომ სადმე გაიქცეოდი? ჯერ კიდევ კარგად არ მიცნობ დეა. ერეკლე დაცინვით გააგრძელა საუბარი
-არ მომეცა შენი უკეთ გაცნობის შანსი. დაცინვით ვუპასუხე, ისე რომ უკან არც კი მივტიალებულვარ
-ისე სანამ მოგკლავდე, ურიგო არ იქნებოდა შენი უსუსური სხეულის გამოყენება
-დამერწმუნე სიამოვნებას ნამდვილად ვერ მიიღებ, მაგას სჯობია ენა მომაჭრა,ან ახლავე მომკლა და ჩემი სისხლით შეიღებო ხელები, სიკვდილის საერთოდ არ მეშნია, არც იმის რომ ახლავვე შეგიძლია ჩემი სიცოცხლის დამთავრება ერთი ტყვიის გასროლით
-მაშინ უკანასკნელი სიტყვების წარმოთქმაღა დაგრჩა.
მისკენ ნელა შევტრილადი და მის სახეს უკანასკნელად მოვავლე თვალი, ნაცრისფერ უძირო თვალებში დიდი სევდა და ნაღველი იკითხებოდა, მისი მრავლისმთქმელი ღიმილი არც ერთ ადამიანს გულგრილს არ დატოვებდა.
სიკვდილის არ მეშინოდა, მაგრამ მაინც არ მსურდა უკანასკნელ წუთებში ერეკლეს სახის ყურება, თვალები დავხუჭე და მუხლებზე დავემხე.
-დაე იყოს ნება ღმერთის. ამ სიტყვებით დავამთავრე
რამდენიმე წამში კი გაისმა იარაღიდან ტყვიის გავარდნის ხმა, რასაც ჩემი ძმის კივილი მოჰყვა



---------------------------------------------------------------
ესეც ახალი თავი, დიდი იმედი მაქვს რომ მოგეწონებათ
ველოდები შეფასებებს
ნუ მოგერიდებათ კრიტიკის
მადლობა ვინც კითხულობთ



№1 სტუმარი bingo_013

Vai... Lola jer imit minda daviwyo rom arachveulebrivi xar... Gacrecili sityvebit ver aggwer,amito ai rrac ki sauketeso sityva ici ise shegizlia sheni tavi chem magivrad daaxasiato.. Axla gadavedi mtavarze :3
Pirveli rac minda gitxra is aris rom erekliusma deachkas rame rro daushavos mivaxrchob movklav salutari xelit chavazagleb da misi sisxlit shevigebav xelebs 3:) .. Meore kaia rom deachkas aq eseti gambedaoba da minda esec iyos,ufro gabeduli gaxade da araferi mouvidess!!! Mesame nikolozi rato sheeswro? :// cudia es,nikolozi jobda ar chareuliyo,imedia ssaqme saqmeze ro midgeba arafers ar ityvis... Nu jerjerobit sxva ssatqmeli ar maqvs moculoba gazrdilia kide odnav tu gazrdi chemtvis ar iqneba cudi ;DDD weris stili shenia dda me mag mxriv shesworebebs ver shegitan imito ro umagresad wer da vabshe am saitze sheni da tamaras istoriebia,romelic ganuwyvetliv sheizleba ro vikitxo da vikitxo,ar mombezrdes arasdros da mudam shemizlia gaqo da gaqo.. Vinmem ro mkitxos shenze vetyvi:lola ari saocreba,briliant,shokia shoki.. Chemi lolaa tqo <3 abe aba ho <3 velodebi shemdeg tavs rogor icii? Ar ici :P

 


№2  offline წევრი vighaca

Ukomentarod ......... ❤

 


№3 სტუმარი nini

AuU male dadebt amis gagrdzelebbas?? Damaintedesa tan dzalian)

 


№4  offline წევრი Latfe

arachveulebrivia < au sad gaache raa :( chemi azrit bebia gadaefareba :/ ravici :D erti vici magari gogo xar :* dzalian momwons es mtrobaa <3

 


№5 სტუმარი nino

Vuuu Lola shen agar xumrob:dd mogklav max xval ro Ar ikos axali tavi Tore gepicebi Ver gadamirchebi:dd ert erti magari istoriaa romelic wamikitxavs komentarebs dzaan ishviatad Vvweer da... Mokled Ar daagviano gtxovv

 


№6 სტუმარი xatia

Dzaaliann .magariaa isetii kargiaa romm vegar vitmenn da minda malee dadoo axalii tavii ♥♥♡♡♡♡

 


№7  offline წევრი behappy

sascauli gogo xar shen

 


№8  offline წევრი lola

დიდი მადლობა ყველას, ვეცდები რომ ახალი თავი რაც შეიძლება მალე დავდო <3 <3

 


№9 სტუმარი ...

lola
დიდი მადლობა ყველას, ვეცდები რომ ახალი თავი რაც შეიძლება მალე დავდო <3 <3

გელოდები რა დადე დრესს

 


№10  offline წევრი stasia

რამაგარი ხარ ლოლა <3 მალე დადე რა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent