შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"უსასრულობავ,ჩამკიდე ხელი!" (1)


16-03-2015, 21:55
ავტორი Nini))
ნანახია 2 058

სექტემბრის 4-ია,წვიმს...ახლა ის მომენტია როდესაც მუსიკას ჩართავ და სამყაროს გამორთავ...ეს უბრალო ყურთსასმენები, იმდენ ნიშნავს ჩემთვის, მომწონს ეს ყველაფერი, უაზროდ ხეტიალი, წვიმაში,უსასრულოდ! სამწუხაროა რომ ეს ყველაფერი უსასროლოდ ვერ გაგრძელდება,რადგან ახლა მივალ სახლში და დაიწყებენ მამა და დედა კამათს..ეს უკვე ტრადიციად ექცა ჩემს ოჯახს...ჩემთვის ეს ყველაფერი არაფერს ნიშნავს, რადგან ისინი არ ფიქრობენ ჩემზე, თუმცა მეშინია იმის თუ რა შეიძლება მოჰყვეს ამ ყველაფერს..არანაირი კრიმინალი,ცემა და ტრაგედია..თუმცა სწორედაც რომ ტრაგედია ახალი სახლი ჩემთვის...ჰო..მე ერთი უბრალოდ გოგონა ვარ, ქეთა ახვლედიანი...17 წლის,მაღალი, გრძელი,სწორი ფეხებით..შავი ტალღოვანი თმით და დიდი თაფლისფერი თვალებით..ახალ სახლში იგულისხმება ახალი მეგობრები, ახალი სკოლა, ახალი უბანი!
და აი მივხეტიალდი სახლში და კარებზე დაკაკუნებამდე მესმის დედას და მამას კამათის ხმა..არადა თითქოს ორივე კარგი ადამიანი ცალცალკე, თუმცა ერთად..ისინი უბრალოდ ვერ უგებენ ერთმანეთს..ჩემს ოჯახს მატერიალურად არასდროს უჭირდა და თუ დაშორდნენ მეორე სახლში გადავალ, ალბათ დედასთან ერთად.
დედამ კარი გამიღო, ცრემლიანი თვალებით..ოო როგორ მტკივა!ბავშობაში გადახეხილი მუხლები მტკიოდა! ახლა კი დედის ცრემლები მტკივა! მამასაც არ აქვს დამშვიდებული სახე..ორივესთან საკმაოდ კარგი ურთიერთობა მაქვს.
-რა ხდება?! (ვიკითხე მე)
-არაფერი ქეთა, წადი შენს ოთახში! (მკაცრად მითხრა მამამ)
-დედა?!
-ადი ქეთა შენს ოთახში..(მითხრა დედამ)
მეც აცრემლიანებული თვალებით ავედი ჩემს ოთახში და ჩავერთე მუსიკის უსასრულობაში.
დილას დედამ გამაღვიძა და მკაცრად მითხრა:
-გაიღვიძე ქეთა, მივდივართ.
-რაა? სად..?
-სახლში.
თქვა დედამ და ოთახიდან გავიდა. მივხვდი, შორდებიან..ხედავთ?! მათ არ ესმით ჩემი! გუშინ იჩხუბეს და დრეს უკვე სხვა და სხვა სახლში აპირებენ ცხოვრებას..არც კი მაცდიან მეგობრებთან გამომშვიდობებას.
მეც ავდექი, დავიბანე ხელ-პირი, ჩავიცვი ჯინსი, კედები და კლეჩათი ერანგი, ავიწიე თმა და დედას უკან მივყევი.
დედა და მამა მკაცრი, ცივი ხმით გამოემშვიდობნენ ერთმანეთს. მე კი მამას მივეწებე.
-მამა! (ვუთხარი ცრემლიანი თვალებით)
-ყველაფერი კარგად იქნება მაა..ხშირად იქნები ჩემთან!
მე და დედა, დედას მანქანაში ჩავსხედით და მეორე სახლში, საბურთალოზე წავედით.
უკვე 14 სექტემბერია, რამოდენიმე ადამიანს დავუმეგობრდი.დღეს სკოლის საყიდლებზე მივდივარ.
-კატუს..რას შვები? (კატო,ჩემი მეგობარი)
-რავი ქეთ, გამაღვიძე..
-მიდი ჩაიცვი და წავედით ხო?
-კაი, 15 წუთშიიი
ავდექი, წყალი გადავივლე, მოკლე შავი კაბა და შავი ბატინკები ჩავიცვი.გავიკეთე რეიბანები,კოსა და საათი.
-დეეე, წავედი!
-ჭკვიანად!
მე და კატო დიდხანს ვბოდიალობდით მაღაზიებში..დილის 12-ზე გავედიტ და უკვე შუადღის 4-ი საათია.
-აუ დავიქანცე!
-მეც!
-მშია!
-მეც!
-წამოდი სადმე შევიდეთ რა..
-წამო წამო..
მე და კატო ბარში შევედით, ცოტა ვჭამეთ და მოვედით აზრზე..
მერე სახლებისკენ წავედით.
-გამოხვალ საღამოს?
-კი აბა..გავისეირნოთ თორე ხვალიდან, წიგნები! წიგნები!წიგნები!
-ჰოო!
სახლში რომ ავედი დედა სამსახურში იყო წასული..ფილმს ვუყურე და წავუძნე..
მოსაღამოვდა და აწრიალდა მობილური.
-ხოოო..
-გეძინა ხო?
-აბა როგორ კატო..
-მძინარაა!
-შენ ხო რას ლაპარაკობ არ გეძინა რა?! (სიცილით ვუთხარი მე)
-ხო ეგეც არის..(გადაიკისკისა კატომ)
-გამოდი გამოდი 5 წუთში შენს პადიეზდთან ვარ!
-ოკ!
ავდექი, ამოვიცვი ბატინკები, თმა შევისწორე, მივისხურე ჩემი სუნამო და დაბლა ჩავედი.
წინ ისეთმა ბიჭმა ჩამიარა..ოო!
მერე მივვარდი კატოს პადიეზდს, დაბლა ბრძანდებოდა ქალბატონი.
-ოო კატუს! რა პუნქტუალური ბრძანდები!
-ეჭვი არ შეგეპაროს!
-ვაიმეე კატო! რა ბიჭი იყო წეღან იცი?! მაღალი, გამხდარი, ცოტა ნავარჯიშები, ქერა, თმა დაბალზე! და აი ძაან სიმპატიური, და ძაან მაგრად ეცვა...
-აუუ, კაი დაწყნარდი! რაიცი რომ ნავარჯიშები იყო? (გაეცინა კატოს)
-რავი, ეტყობოდა..(გადავიხარხარე მეც)
მე და კატო ვხარხარებდით და წინ მივაბიჯებდით..
-მზესუმზირა მინდა!
-გიყიდო?!
-მიყიდე!
-გიყიდი!
-წამო!
-წამო ჰაა, შენ გგონია ვერ წამოვალ?! ცდები ქეთ!( ასე ვიცით ხოლმე)
მაღაზიის კიბეებთან ბიჭების სასტავი დავინახეთ.
-ის იქ არის კატ!
-ვინ?
-ის! ის ბიჭი!
-რაა?! აბა რომელი?
-აი ის, მარცხნივ ბოლოში რომ დგას...
-აუუ! რა კაი ტიპიაა!
-წამო გავიაროთ! (სიცილით)
-წამო პაწ!
მე და კატომ მზესუმზირა ვიყიდეთ და უკვე მესამედ რომ ჩავუარეთ იმ სასტავს პატარა ბავშვებივიტ მიხვდნენ და სიცილი დაიწყეს.
-აუუ რა ღიმილი აქვს!
-პირდაპირ შოკი!
კატო მობილურზე ლაპარაკობდა და გვერდით გავიდა მე კი შუა ტრასაზე გაშეშებული, ვიდექი და მას ვუცქერდი.
უცებ ის ბიჭი ჩემსკენ წამოვიდა, მკლავში ხელი წამავლო და ტრასიდან გადამიყვანა. რომ გამოვფხიზლდი მერე გავაანალიე რომ 5-10 წუთია შუა ტრასაზე დებილივით ვდგავარ,და მანქანებს საცობს ვუქმნი.და მერე გავაანალიზე ისიც რომ იმ ბიჭმა ხელი მომკიდა! ვაიმეე!
-მადლობა..(მორცხვად)
-აჰაჰა..არაფერს..
მე და კატო წამოვედით სახლებისკენ.
-ვაიმე!ვაიმეე!
-აუ! ვაიმეე!
მე და კატო შოკში ვიყავით, ასე გვემართება ხოლმე..
სახლში გადებილებული ავედი.
-მოვედი..
-შეჭამ?
-არა დე..
-კაი დაიძინე მაშინ, ხვალ სკოლაა!
-აუ როგორ გამახარე!
-ჰომ..დაიძინე წადი..
გადავეშვი სიზმრებში და გავითიშე.

დავბრუნდი, ახალი ისტორიით! იმედია მოგეწონებათ! ძაან მომენატრეეთ! <3



№1  offline წევრი Latfe

magaria :D dzaan kai wyvili iqneba chemi azrit <3 velodebi shemdeg tavs <3

 


№2  offline წევრი lamazmani

ძაან კაია მომწონს უმაგრესია მალე გააგრზელე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent