შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მიზანი არსებობისთვის ! (2 თავი)


16-03-2015, 23:50
ავტორი Aunt B.
ნანახია 5 327

ჯერ კიდევ ბურანში მყოფმა ფრთხილად გამოაღო კარი და სიცხისგან დაწითლებული თვალები ალექსანდრეს მშვიდად მსუნთქავ სხეულს შეავლო. რა თქმა უნდა ვერაფერს მიხვდა, იარაღზე ჩაბღაუჭებულმა მკვრივმა თითებმა სულ დააბნიეს მაგრამ არც ერთი წამით უგრძვნია შიში ან საფრთხე, რომელიც იმ მომენტში იმაზე უფრო მეტად რეალური იყო ვიდრე წარმოიდგენდა.
ალექსანდრემ კინაღამ პირი დააღო ელენეს აწითლებულ სახეს და გაბუტულ ტუჩებს ღიმილი რომ მოეფინა. გაკვირვებული ჩააშტერდა უკვე მისაკუთრებულ თაფლისფერ თვალებს და იქ ნაპოვნმა გოგონას მადლიერებამ კიდევ ერთხელ დაარწმუნა მიღებულ გადაწყვეტილებაში. ამდენი წელი მხოლოდ იმას შეალია, რომ ყველასთვის საძულველს საკუთარი სიმართლით ეცხოვრა, ელენე კი იდგა და თავისი ღიმილით მის მიზნებს გაუცნობიერებლად ანადგურებდა. ალბათ მოკვდებოდა რომ ეღიარებინა მისი თვალებით ტკბობა რამხელა სიამოვნება იყო, ელენეს ახლა ხმა რომ ამოეღო საბოლოოდ გადაიფიქრებდა მის მოკვლას , მაგრამ...
- შემობრძანდით .. - მისმა მორიდებულმა და ალბათ გაციებისგან ოდნავ ჩახლეჩილმა ხმამ სხეულზე თითოეული ძარღვი მტკივნეულად დაუჭიმა და იარაღს ხელი უფრო მეტად მოუჭირა. მისი სიმშვიდით გაჟღენთილი ხმა რომ მოესმა უკვე ზუსტად იცოდა, რომ ვეღარ შეძლებდა, ცხოვრებაში პირველად ვერ შეძლებდა სასხლეტზე თითის გამოკვრას. დამძიმებული სხეული ძლივს დაიმორჩილა და უფრო ფართოდ გაღებულ კარში უცვლელი მკაცრი გამომეტყველებით შეაბიჯა. ჯიუტად არ იღებდა ხმას.. ელენეს რამე რომ ეკითხა ალბათ პასუხსაც კი არ გაცემდა იმდენად ჰქონდა ნერვები დაძაბული, მაგრამ როგორც იქნა მიხვდა, რომ ელენესთვის აქ მოსვლის მიზეზი აუცილებლად უნდა აეხსნა, წამის მეასედში ისიც კი გაიფიქრა სიმართლე ხომ არ ვუთხრაო მაგრამ იმდენად ათბობდა გოგონას მზერა, რომ მის თვალებში მადლიერების შიშით შეცვლა მაშინვე გადაიფიქრა. ამაზეც კი გაბრაზდა .. მანამდე არასდროს უგრძვნია მსგავსი გაორება, გაღიზიანებულმა მოაშორა ოდნავ ჩაწითლებულ თვალებს მზერა და მაგიდაზე უწესრიგოდ მიმოფანტულ ნივთებს შორის რატომღაც თერმომეტრი ამოარჩია და ძლივსშესამჩნევ ნიშნულს ყურადღებით დააკვირდა.
- ავად ხართ? - ყურები დაუგუბა საკუთარ ტონში განგაშის ბგერებმა.. ესღა აკლდა, ახლა უნებურად მის გამონერვიულობა, ისიც ვერ გაარკვია რატომ გადავიდა ისევ ოფიციალური მიმართვის ფორმაზე და მაინც მისი ცუდად ყოფნით აღელვებული მომლოდინე თვალებით მიაჩერდა მობუზულ ელენეს.
- მხოლოდ სიცხე მაქვს.. - ისევ ზრდილობიანად გაიღიმა და ალექსანდრეს ხელით ანიშნა სავარძელზე ჩამოჯექიო. – მადლობა ანიტასთვის რომ.. - დამფრთხალს სათქმელი გაუწყდა ალექსანდრეს ოთახის თვალიერაბაში გართული ინტერესიანი თვალები ისევ მასზე რომ შეჩერდნენ.
- რატომ გაქვთ სიცხე? - ადვილი შესამჩნევი იყო როგორ უჭირდა „მშვიდად“ საუბარი და მაშინვე მიხვდა რომ ზედმეტი არ უნდა ელაპარაკა.
- არ ვიცი .. - ოდნავ აიჩეჩა სუსტი მხრები და თვალი ალექსანდრეს ხელში ჩაბღაუჭებული იარაღისკენ ფრთხილად გააპარა მაგრამ მისმა დაჟინებულმა მბურღავმა მზერამ მაშინვე გაშიფრა. თლილმა თითებმა საშიში ნივთი ფრთხილად მოათავსეს ხის მინიატურულ მაგიდაზე და ისევ პატრონის მუხლზე გადაინაცვლეს.
- აქ ძალიან ცივა.. - გაღიზიანებულმა აღნიშნა და უკმაყოფილომ თავი გააქნია - რა თქმა უნდა გაცივდები! - წარმოდგენა არ ქონდა ამას რატომ ამბობდა, ფაქტს, რომ გოგონას ცუდად ყოფნა მასზე აუტანლად მოქმედებდა თითქოს შეეჩვია და მასზე ნერვიულობით გამოწვეული განცდები მოეწონა კიდეც.. მერე რა, რომ ყველაფერი აერია.. ახლა იჯდა და მის გაკვირვებისგან გაფართოებულ თვალებს უჩვეულოდ დამშვიდებული უყურებდა და ეს სიმშვიდეც საშინლად მოეწონა.
- დილით გადასახადის გადახდა დამავიწყდა და.. - უნებურად გაჩერდა, როცა ალექსანდრემ იარაღი ისევ ხელებში მოიქცია და მაყუჩის პროფესიონალურად მოხსნა დაიწყო. ერთიანად აიტანა შიშმა და უფრო მეტად მოიფუზა.
- გინდა გითხრა აქ რატომ ვარ? - ისე ამოხედა თავისი საქმე არ შეუწყვეტია, საქმიანად წამოდგა და რამდენიმე ნაწილად დანაწევრებული „საშიში ნივთი“ ჯიბეებში გაინაწილა, მერე კი ჯიბეებში უდარდელად ჩაიწყო ხელები და დამუნჯებულ ელენეს ინტერესით დააჩერდა. გოგონამ უარის ნიშნად თავი გააქნია და აღელვებულმა თითებს დაუწო წვალება. მერე კი მისი პატარა მტევნები გაყინულ ხელებში მოექცა და დაძაბული სხეული ფართო მკერდს მობუზული მიეკრა.. თხელ თმაზე ალექსანდრემ თითები ფრთხილად აასრიალა და როგორც იქნა ფილტვებს ჩასუნთქვის საშუალება მისცა.. მისი თმის გრილმა სურნელმა კინაღამ ჭკუიდან შეშალა, არც ელენეს გაურკვევლობა ადარდებდა, არც ის აინტერესბდა , რომ გოგონას უმოწყალოდ აბნევდა და აშინებდა.. ახალი ემოციებით და შინაგანი ევოლუციით იმდენად იყო გართული ეგოისტურად მხოლოდ თავის თავზე ფიქრობდა. სიცხისგან გავარვარებულ შუბლს შეუმჩნევლად შეახო გაყინული ტუჩები და სიგიჟემდე ესიამოვნა მისი ქმედებით გამოწვებული აკანკალებული სხეულის მოძრაობა თავისაზე რომ იგრძნო. ელენემ ფრთხილად ამოაძვრინა მის მკერდზე თითები და გაშვებისკენ ოდნავ უბიძგა, მაგრამ მისით გართულ ალექსანდრეს ახლა ვერაფერს მიახვედრებდა. გაბრაზდა და ცოტათი ეწყინა კიდეც ასე უკითხავად და უნებართვოდ რომ მოიქცია მკლავებში მაგრამ იმდენად იყო მის მიმართ მადლიერების გრძნობით აღვსილი, რომ შეწინააღმდეგება გადაიფიქრა თუმცა ვერც მის უცნაურ ქცევას მოუძებნა ახსნა. იმდენ ხანს იდგნენ ასე ტერფები ეტკინა და სიცხისგან გაბრუებულს თავბრუ დაეხვა, თვალები მიელულა და თავი ალექსანდრეს მხარზე ფრთხილად ჩამოდო.
- თვალები არ დახუჭო ! - არ დააყოვნა მკაცრმა ბარიტონმა და ელენემაც ძლივს დააშორა ერთმანეთს სველი წამწამები.
- მეძინება .. - ბუზღუნით გააპროტესტა გოგონამ და შუბლი უკმაყოფილოდ შეჭმუხნა. მხოლოდ ახლა გაახსენდა ალექსანდრეს მაგიდაზე დატოვებული თერმომეტრი და გოგონას მათქვამი : „სიცხე მაქვს“. სახე ოდნავ დაუმშვიდდა და პატარა სხეული დანანებით მოიშორა.
- ცუდად ხარ? - პასუხის მოლოდინში გული გაუჩერდა და ფილტვებს ისევ შეუწვიტა ჟანგბადის მარაგი.
- არა.. უბრალო მეძინება.. - ისევ გაბუსხულმა ამოილაპარაკა და ტუჩები ლამაზად ააცმაცუნა.
- ელენე არ გინდა.. - კბილებში ძლივს გამოცრა და ფანჯრისკენ შებრუნებულს კვლავ გოგონას საყვარლად გაბუსული სახე გამოესახა.
- რა არ მინდა? - გულუბრყვილოდ იკითხა მისი გაუგებარი საუბრით მუდამ დაბნეულმა ელენემ.
- დაიძინე.. - წუთების შემდეგ გაისმა ალექსანდრეს სიმკაცრეშემოძარცვული უჩვეულოდ დამთბარი ხმა.
- და თქვენ? - როგორ ეტყობოდა ელენეს რომ გაკვირვებას ვეღარ მალავდა.
- მე აქ უნდა ვიყო! - კატეგორიულმა ტონმა შეწინააღმდეგების შანსიც კი გაუქრო გოგონას, ისე ჩაეძინა ალექსანდრეს მისთვის აღარც შეუხედავს...

***

სიბნელეში ოდნავ განათებულ ქუჩას უყურებდა და ელენეს რიტმული სუნთქვა სასიამოვნოდ ჩაესმოდა უფრო მეტად აღელვებულს. უკვე თენდებოდა წასვლა რომ მოუნდა, მანამდე გოგონას პირდაპირ ჩამოჯდა მაგიდაზე და მისი გამოსახულება კარგად შეისწავლა. თეთრი სიფრიფანა ხელები, მშვიდი საოცრად ლამაზი სახე და პატარა მხრები კარგად რომ აღიბეჭდა გონებამ მხოლოდ ამის შემდეგ მისცა თავს წასვლის უფლება…

&&&

ზიზღით უყურებდა ტკივილისგან დამანჭულ სისხლიან სახეს, უდიდეს სიამოვნებას ანიჭებდა ნატანჯი, ნაწამები სხეულის კრუნჩხვა და შურისძიების სურვილით ერთიანად მოცულს მხოლოდ ერთი მიზანი ჰქონდა..
- კარგია რომ შენ ძმას არაფრად უღირხარ.. წინააღმდეგ შემთხვევაში უფრო დიდხანს მომიწევდა შენი ცოცხლად დატოვება - დამცინავად ამოილაპარაკა და დაუფიქრებლად გამოკრა სასხლეტს.. მანამდე არ გაჩერებულა სანამ ტყვიები არ გამოელია. თითოეული ტყვიისგან გამოწვეული მამაკაცის უნებური მოძრაობები აუტანლად სიამოვნებდა.
- გეყოფა.. საკმარისია.. უკვე მკვდარია ! - რეზის სიტყვებმა უფრო მეტად ასიამოვნეს და კმაყოფილებისგან გაღიმებული გაემართა მანქანისკენ. ტრადიციულად თომას სახლისკენ აიღეს გეზი, ხმას არცერთი იღებდა. რეზი საქმიანად ათვალიერებდა საბუთებს და პარალელურად ფოტოებზე რაღაცეებს ნიშნავდა. ალექსანდრე ვერაფერზე ფიქრობდა, ვერაფერს გრძნობდა, თვალდახუჭული წარმოსახვაში ელენეს
თმას ეფერებოდა და უფრო მეტად უძლიერდებოდა მისი ნახვის სურვილი. წუთების წინ მომხდარი ამბის სიმძიმე მხოლოდ თომას ემჩნეოდა, რომელიც მიუხედავად ყველაფრისა მაინც ვერ შეგუებოდა ბავშვობის მეგობრის ყოფას და ბუნებით უსაზღვროდ კეთილს არ შეეძლო ბოლომდე ისეთივე ყოფილიყო , როგორიც მათ მიზნებს სჭირდებოდა... ალექსანდრეს გამომეტყველებას ყოველ 5 წუთში ერთხელ ამოწმებდა და საჭეს ნერვიულად უჭერდა თითებს. სახლში მისულები მისაღებში მოთავსდნენ და გონება ცოტაოდენი ალკოჰოლით გამოიფხიზლეს. რეზიმ შესაშური წესრიგით მოათავსა მინის მასიურ მაგიდაზე ფოტოები და მეგობრებს გამარჯვებული სახით გადახედა.
- ესეც უფროსი გაგნიძე ! - აღტაცების ღიმილი მოეფინა სახეზე და გაკვირვეულ სახეებს ამაყად მოავლო მზერა. სწრაფად გააცნო საქმის ვითარება, მთავარი სამიზნის ადგილსამყოფელი და სავარძელზე დაღლილი გადაწვა.

ისევ ვერაფერი თქვა.. ათი წლის მანძილზე ელოდა დღეს როცა მასზე ყველაფერი ეცოდინებოდა, მიზანთან ასე ახლოს არასდროს ყოფილა.. დასასრულის სურნელი იგრძნო მაგრამ გულიდან სიმძიმე მაინც არ მოეშვა, რაღაც მაინც აკლდა.. ვისკის ბოთლს ხელი დაავლო და ბიჭებს უთქმელად გაეცალა. უზარმაზარი ვერანდიდან მთელი ქალაქი ჩანდა, ყინვა ძვალშიც კი ატანდა მაგრამ ალექსანდრეს ესეც კი არააადამიანურად სიამოვნებდა. უკვე ცხადად წარმოიდგინა როგორ იყო მის წინ დაჩოქილი ერეკლე გაგნიძე, რეალურად აღიქვამდა შეშინებულ მზერას, ფანტაზიას მისი სახის დამახინჯებაც კი მოესწრო. ვერაფრით ახსნა საიდან ან როგორ ჩაანაცვლა ბოროტი სიმახინჯე ელენეს ანგელოზურმა ხატებამ. ელენე! აი რა აკლდა მის სრულყოფილ ბედნიერებას . მისი სიახმოვე ისე მოუნდა კუნთები მტკივნეულად დაეჭიმა, ბოთლი და ჭიქა მაგიდაზე დაალაგა და მოკამათე ბიჭებს უხმაუროდ შეუერთდა. ვერაფრით თანხმდებოდნენ მეგობრები როგორ უნდა ემოქმედათ, თომას როგორც ყოველთვის დაფიქრება და საქმის გააზრებულად მოგვარება ერჩია, რეზი კი
პრაგმატულად აზროვნებდა.. ვერ იტანდა ლოდინს და უნდოდა ყველაფერი მალე დაემთავრებინა. ორივემ ერთდროულად გახედა ალექსანდრეს და ორივემ ერთდროულად შეამჩნია მისი ბედნიერი მაგრამ მაინც თავშეკავებული ღიმილი.
- ელენე მინდა ! - კატეგორიული იყო მისი ტონი.. თომას ისტერიული ხარხარი აუტყდა, რეზიმ კი წაბლისფერი სითხით ჭიქა ბოლომდე შეავსო. მნიშვნელობა არ ჰქონდა ვინ იყო ელენე, რას წარმოადგენდა ან სად უნდა მოეძებნათ. მთავარი ის იყო, რომ ამდენი ხნის შემდეგ ალექსანდრეშიც გაიდგა ბედნიერებამ ფესვები და მის თვალებშიც გამოჩნდა სხივი, რომელიც პატრონის არა არსებობის, არამედ სიცოცხლის სიმბოლოდ ექცათ იმ საღამოს.

----

სამსახურში ასე არასდროს დაღლილა, აჩქარებით მოუყვებოდა სახლისკენ მომავალ ტროტუარს და ცდილობდა სიცივეს არ აყოლოდა. სადარბაზოსთან აპირებდა შეხვევას როცა ორივე მხრიდან ოფიციალურად ჩაცმული ორი ახმახი ამოუდგა.
- ელენე ბრძანდებით? - იკითხა ერთ ერთმა და თავის დაქნევა არც ჰქონდა დამთავრებული მანქანაში რომ აღმოჩნდა..

***
იმენად იყო შეშინებული, რომ მეტყველების უნარი საერთოდ დაეკარგა. უკვე ძალიან ბნელოდა როცა უსწორმასწორო გზიდან ტყისკენ გადაუხვიეს, მოკლე მანძილის გავლის შემდეგ გაჩერდნენ და რობოტივით მოძრავი ახმახები მანქანიდან სინქრონიულად გადალაგდნენ.
- ეს მოიხურეთ , აქ ცივა.. - საკმაოდ ზრდილობიანი იყო გამტაცებლის ტონი და ელენეც რატომღაც ოდნავ დამშვიდდა მაგრამ როგორც კი ნაძვების სასიამოვნო სურნელთან ერთად ტყის სიცივეც იგრძნო ერთიანად აუკანკალდა სუსტი სხეული. შავოსანმა თვითონ გაშალა გაურკვეველი პრინტის პლედი , ელენეს მზრუნველად მოახვია მხრებზე და ანიშნა გამომყევიო. შეშინებული აცეცებდა თვალებს და გარემოს გაუაზრებლად ზვერავდა, ისე იყო დაძაბული არც საოცრად ლამაზი გარემო და ხის პატარა სახლი შეუმჩნევია, იმასაც კი ვერ მიხვდა რომ ტბის პირას მიდიოდნენ. სხვა დროს და სხვა ვითარებაში ვინ იცის რამდენჯერ უოცნებია ასეთ ადგილას თუნდაც ერთი საათის გატარებაზე მაგრამ ახლანდელი გაურკვევლობა და მომავლის შიში ისე ტანჯავდა ვერაფრით ახერხებდა აზროვნებას. მის წინ ხის კარი რომ გაიღო და თბილ ოთახში შეიყვანეს ეგონა, რომ ყველაფერი დამთავრდა და გულგახეთქილმა ისე დახუჭა თვალი არც კი შეუხედავს მისკენ ზურგით მდგარი სილუეტისთვის. კარის მიხურვის ხმაზე მის პირდაპირ აშკარა მოძრაობა იგრძნო, რომელსაც ნაბიჯების ხმა მოჰყვა და უცნობი სილუეტი ზუსტად მის წინ გაჩერდა.
- რამდენჯერ უნდა გთხოვო თვალებს ნუ ხუჭავ მეთქი! - ტრადიციულად მკაცრი იყო ნაცნობი ხმა მაგრამ ელენეს მასში შერეული სითბო არ გამოპარვია, მაშინვე დაჭყიტა თვალები და კმაყოფილებისგან სახეგაბადრულ ალექსანდრეს რომ წააწყდა ერთიანად მოუდუნდა დაძაბული სხეული და თვალებიდან ცრემლები წასკდა. ინსტიქტურად აიწია ფეხის წვერებზე და ალექსანდრეს კისერს ხელები ძლიერად მოხვია.
- როგორ შემეშინდა.. რატომ.. არ მითხრეს შენთან .. თუ მოვდიოდი? - სლუკუნით ამოილუღლუღა და სახე მის კისერში ჩარგო.
- მეგონა მიხვდებოდი.. - დანანებით ამოთქვა ალექსანდრემ და მონატრებული სხეული ფრთხილად მიიხუტა. - მომენატრე ელენე!
თვითონაც გაუკვირდა თავისი სიტყვების გულწრფელობა, ელენეს პასუხს არც დალოდებია ისე აიტაცა ხელში და ბუხართან მდგარ სარწეველა სავარძელში ჩაჟდა.
- უნდა გეთქვა.. რა არ ვიფიქრე.. მეგონა მომკლავდნენ .. - საყვედურებს არ წყვეტდა ელენე და თან გამეტებით ცდილობდა უხერხული მდგომარეობიდან თავის დაღწევას,
გადარჩენით გამოწვეული სიხარული წამში შეეცვალა გაბრაზებით და ცრემლები დაბღვერილმა მოიწმინდა. ისე გაამწარა მისმა უყურადღებობამ და თვითკმაყოფილმა გამომეტყველებამ რომ ერთიანად გაწითლდა.
- ახლავე გამიშვი ხელი ! - ისეთი კატეგორიული იყო აშკარად დაბნეულმა ალექსანდრემ ავტომატურად შეასრულა მისი სურვილი და ფეხზე წამომხტარ ელენეს გაურკვეველი მზერა მიაპყრო.
- რა მოხდა? - მისმა გულწრფელად გამოხატულმა გაკვირვებამ ელენეს პირი დააღებინა, თვითონაც წამოდგა და შუბლშეკრული დაუდგა გოგონას წინ. მართლა ვერაფერს ხვდებოდა, ელენესგან არაფერი ჭირდებოდა მისი სიახლოვის გარდა, ახალ შეგრძნებებში ჩაფლულს არც კი უფიქრია რომ შეიძლებოდა გოგონას სურვილის წინააღმდეგ წასულიყო მაგრამ ახლა მის სიბრაზისგან შეფაკლულ და ცრემლიან სახეს რომ უყურებდა რაღაც ძალიან არ მოსწონდა.. ვერ აიტანა რომ უნებურად აწყენინა, გულმა უგრძნო რომ რაღაც არასწორად გააკეთა. გონებაში გადახარშა რისი გაკეთება შეძლო და არჩევანი ბოდიშის მოხდაზე შეაჩერა.
- შეიძლება ბოდიში რომ მოგიხადო? მართლა არ მეგონა..
- რა არ გეგონა ალექსანდრე? ასე როგორ შეიძლება? იცი მაინც რა გადავიტანე? - უფრო მეტად გაბრაზდა გოგონა და თვალებზე მომდგარი ცრემლები ნერვიულად მოიწმინდა.
უფრო მეტად დაიბნა, იქნებ ყველაფერი რომ აეხსნა ასე მაინც დაემშვიდებინა მაგრამ ლაპარაკს გადაჩვეულს საუბრის დაწყება ძალიან გაუჭირდა. ხელები ჯიბეებში ჩაიწყო და მის დამშვიდებას დაელოდა თან გონებასი აზრები დაალაგა რა უნდა ეთქვა და როგორ ისე, რომ გასაგები ყოფილიყო.
- ელენე დაჯექი თუ შეიძლება! - ისევ გაუმკაცრდა ხმა და დამფრთხალმა გოგონამაც მაშინვე შეასრულა მისი ზრდილობიანი ბრძანება.
- ახლა არ უნდა ბრაზდებოდე, აქ იმიტომ მოგიყვანე რომ მინდა თავი კარგად იგრძნო და ჩემთან ახლოს იყო, მერე რა რომ არ გითხარი.. დამიჯერე არ უნდა ბრაზდებოდე - ისეთი სახით ხსნიდა ამ ყველაფერს ელენეს გაეცინა, ძალიან უცნაური რომ იყო ამას მისი დანახვისთანავე მიხვდა, მისი გულწრფელი აღიარებაც სათანადოდ დააფასა და ოდნავ დამშვიდდა. გადაწყვიტა ისევ თვითონ დაეთმო და ღიმილით თავი ოდნავ დაუქნია.
- არ ხარ ნორმალური! - ჩაიცინა და ოდნავ მიუახლოვდა გაქვავებულს სილუეტს, რომელსაც ელენეს „შემწყნარებლობამ“ მაშინვე გაუნათა სახე და თვალებშიც ძლივსშესამჩნევი კმაყოფილების სხივი აუკიაფდა. ისევ ფრთხილად შეეხო მის წელს და ამჯერად გულზე ისე მიიკრა რომ სავარძელს აღარ დაბრუნებია.
- როგორ გაგყინვია ცხვირი.. თმაც.. გცივა ხომ? - თავისთვის ჩურჩულებდა და ნაზად დაატარებდა ელენეს ბეჭებზე ხელს, რომელსაც სითბოსა და ალექსანდრეს სურნელით გაბრუებულს ფართე მკერდძე მიელულა თვალები.
უცნაური იყო მათი ურთიერთობა, ისეთივე უცნაური, როგორიც ალექსანდრეს მთელი განვლილი ცხოვრება მაგრამ ელენესთან რამდენიმედღიან ურთიერთობას ხელი არ შეუშლია მისთვის გარკვეულიყო გრძნობებში და ვერ მიმხვდარიყო მისთვის გოგონას არსებობის მნიშვნელობას.. სამაგიეროდ ელენეს ტანჯავდა გაურკვევლობა, ვერ მიხვდა რატომ გაუჩნდა ასეთი ნდობა სრულიად უცნობი მამაკაცის მიმართ, ქვეცნობიერი კარნახობდა, რომ სწორად იქცეოდა მაგრამ გონება მაინც ეწინააღმდეგებოდა. ყველაზე მეტად ის უკვირდა, რომ მის შეხებას ძალიან ნაცნობად აღიქვამდა და თან ძალიან სიამოვნებდა. მთელი არსებით მიენდო ალექსანდრეს მკლავებს და შედეგებზე ფიქრიც უნებურად შეწყვიტა .. საოცარმა სურნელმა უკვე თავბრუ რომ დაახვია ოდნავ მოშორდა და ეშმაკურად მოჭუტა თვალები.
- ახლა მითხარი სად ვართ და რატომ მომიყვანე აქ ? - ეშმაკურმა სიცილმა გაუნათა სახე და თვალების ფახურით ახედა შავ თვალებს.
- რა ლამაზი ხარ ელე! - ჯერ კიდევ თავის სტიქიაში მყოფმა ალექსანდრემ თითქოს ვერაფერი გაიგო, თითები ნაზად ჩამოუსვა ფითქინა სახეს და კმაყოფილმა თავისთვის ჩაიღიმა, მაგრამ მალევე კიდა გოგონას მოღრუბლულ სახეს თვალი და მაშინვე გაიაზრა მისი ნათქვამი.
- რატომ მოგიყვანე უკვე გითხარი, მინდა რომ თავი კარგად იგრძნო, ჩემთან იყო და უფრო უკეთ გაგიცნო - ღიმილით გაუმეორა წუთის წინ ნათქვამი და მეორე კითხვას მიუბრუნდა - სად მოგიყვანე მაგას ხვალ გაიგებ, უკვე ბნელა და ახლა ვერ გავისეირნებთ - სერიოზული გამომეტყველებით განაგრძო ახსნა და თან ისევ ბუხართან მდგარი სავარძლისკენ გაიწია, ელენე კომფორტულად მოათავსა თავ ის მუხლებზე და გოგონას დაძაბულობა არც კი შეიმჩნია ისე შეეხო ცხელი ტუჩებით მის ყელს.. - კიდევ გაქვს კითხვები?
- ძალიან ბევრი.. - გულწრფელად უპასუხა ელენემ მაგრამ ზუსტად იცოდა რომ ძალიან ბევრ კითხვაზე პასუხს ვერ მიიღებდა.
- კიდევ გცივა? - ტექნიკურად შეცვალა თემა და ელენეც მიხვდა რომ კითხვების დასმა ჯერჯერობით ეკრძალებოდა.
- არა.. არც მციოდა - თავი წამოყო, სიცილით დაამშვიდა და ჩაშავებულ თვალებს ყურადღებით დააკვირდა.
- აბა რატომ კანკალებდი? - ვერ მიხვდა ალექსანდრე..
- იმიტომ რომ შემეშინდა .. - აუხსნა გოგონამ და ისევ წამისწინანდელ ადგილას დააბრუნა თავი.
- ელენე ჩემი გეშინია? - ისევ აღელდა და პასუხის მოლოდინში გული გაუჩერდა.
- არა შენი არ მეშინია, უბრალოდ არ მეგონა რომ შენთან მოვდიოდით - გოგონას დეტალურმა განმარტებამ სუნთქვის ფუნქცია კვლავ აღუდგინა და გულმაც აჩქარებით განაგრძო ძგერა.
- კარგია .. - მრავალმიშვნელოვნად ჩაილაპარაკა თავისთვის და ისევ ახლადაღმოჩენილ განცდებში ჩაიძირა. ელენეც თითქოს ყველაფერს ხვდებოდა და ხმას არ იღებდა. ყველაფრის გააზრება ისევ თავიდან დაიწყო იმ განსხვავებით, რომ ახლა ელენეზეც დაფიქრდა. მანამდე მხოლოდ იმის გარკვევას ცდილობდა რა უნდა მოეხერხებინა თავისი თავისთვის, რას ფიქრობდა, რას გრძნობდა. მაგრამ დღევანდელმა მისმა საქციელმა გოგონა აშკარად გაანაწყენა და ეს ფაქტი ვერაფრით აიტანა. ახლა ისე მოუწევდა ფიქრი და მოქმედება, რომ მეორედ სიბრაზისა და შიშის კვალი მის თვალებში აღარ დაენახა. მისი ფიქრები და სურვილები რომ უნდა გამოეცნო გამომწვევ აზარტში შეიყვანა და ახალი თავსატეხით აღმოჩენილს სიამოვნების ჟრუანტელმა დაუარა, უკვე ჩაძინებული ელენე ფრთხილად მაგრამ უფრო გამეტებით მიიხუტა და თვითონაც დახუჭა თვალები.

***

- აქაურობა ისეთი ლამაზია .. - აღფრთოვანებას ვერ მალავდა ელენე და თბილ ნაქსოვ ჟაკეტში ჩაფუთნილი სახეს ზამთრის მზეს გაღიმებული უშვერდა. ალექსანდრეს მისი პატარა ხელი გამეტებით ჩაებღუჟა და ვარდისფერი კანის სილამაზით გაკვირვებული სახის უნაკლო კონტურს თვალს ვერ წყვეტდა, ცერა თითით ეფერებოდა მისი ხელის ზურგს და საოცარი წამებით სრულად ტკბებოდა.
- აქაურობა სულ შენია? - ცნობისმოყვარეობა ვერაფრით იკმაყოფილებდა ელენე და ალექსანდრეც „გმირულად“ დიდი მოთმინებთ პასუხობდა თითქმის ყველა კითხვას.
- კი ჩემია.. ეს კოტეჯი მამამ თავისი ხელით ააშენა - მამის ხსენებისას იმწამსვე გაუმძაფრდა მიძინებული ემოციები და სხეულზე თითოეული ძარღვი მტკივნეულად დაეჭიმა. მისმა სუსხიანმა ხმამ ყველაფერი თქვა, ელენემ ირგვლივ ნერვიულად მიმოიხედა და ნაპირზე გამობმული ნავი მხსნელად მოეჩვენა.
- შეიძლება გავისეირნოთ ? - მისმა მორიდებულმა, წკრიალა ხმამ სიბრაზისგან დაბინდულ გონებას მტანჯველი კადრები გაუფანტა და ისევ თავისუფლად შეძლო სუნთქვა.
- დღეს ცუდი ამინდია ელენე, ქარია და გამიცივდები ! - ძლივს გაუღიმა და სუსტ მხრებზე ძლიერი მკლავი მოავლო. - ძალიან სუსტი ხარ ! - უკმაყოფილოდ გადააქნია თავი და წარბშეკრული გვერდიდან დააჩერდა.
- მე ბავშობიდან ასეთი ვარ .. - სიცილი ვერ შეიკავა მის სიამაყით მოღერებულ კისერზე და გვერდიდან მიიკრა.
- მომიყევი რამე შენს ბავშვობაზე - რატომღაც ეგონა, რომ რაიმე მხიარული ისტორიის მოსმენა მოუწევდა მაგრამ ელეს სევდიანმა ღიმილმა და მძიმე ტონმა თითქოს კანიც კი დაუკაწრა.
- ბავშვთა სახლში გავიზარდე, წარმოდგენა არ მაქვს ჩემი მშობლები ვინები არიან.. - თითქოს სასხვათაშორისოდ ყვებოდა თავის ისტორიას მაგრამ ალექსანდრეს არაფერი გამოპარვია - მერე 15 წლის რომ გავხდი ერთერთმა მასწავლებელმა თავისთან წამიყვანა.. ლია ბებომ .. - ქალის სახელი ისე ნაზად და თბილად წარმოთქვა მოხუცის მიმართ ავტომატურად უდიდესი პატივისცემით განეწყო მაგრამ ყველაფერი თავდაყირა დადგა. – სამწუხაროდ ორი წლის წინ მანაც დამტოვა .. - სულ ოდნავ შეეპარა მის მზერას ცრემლი მაგრამ ალექსანდრესთვის ესეც საკმარისი იყო. ერთიანად შემოუტიეს ქაოსურმა გრძნობებმა და გოგონას გასამხნევებლადაც კი ვერაფერი უთხრა. ცხოვრებას ელენესთვის მასზე არანაკლები ტანჯვა და განსაცდელი მიეყენებინა მაგრამ გოგონას თვალები მაინც იტევდნენ ბედნიერებისა და სიკეთის სხივს, შეიძლება ალექსანდრეზე უფრო მეტი მიზეზიც ჰქონდა ყველაფერზე დაბოღმილიყო, ირგვლივ ყველა შეეძულებინა მაგრამ თითქოს განზრახ აპოვნინა განგებამ თავისი ხასიათის ანტიპოდი. ამდენი წლის განმავლობაში გულის ძალიან ღრმა ნაწილში წამიერად გაუელვა ეჭვმა რომ არასწორი გზა აირჩია.. გულდამძიმებული შებრუნდა სახლისკენ და ელენეც თან გაიყოლა, თავს პირობა მიცა რომ ამაზე სხვა დროს და სხვა ადგილას იფიქრებდა. ახლა მთელი არსებით უნდა შეეგრძნო ელენეს სიახლოვე და მისგან წამოსული სასიამოვნო იმპულსები.
იმ ღამითაც ჩუმად უყურებდა ელენეს მშვიდ სახეს, ძილს კიდევ უფრო მეტად რომ დაელაგებინა მისი ნაკვთები. მისთვის ყველაფრის მიცემა სურდა, მის გამო ალბათ მთელ სამყაროსაც კი უყოყმანოდ დაუპირისპირდებოდა მაგრამ მისი ქვეცნობიერი უწინდელზე ხშირად უტევდა სისხლიანი საძულველი სახის გახსენებით და თავის მოვალეობას დაუნდობლად ახსენებდა. ეგონა ყველაფერს შეძლებდა მაგრამ ჯერ ვერ ხვდებოდა, რომ მის არსებაში უკვე დაწყებული რევოლუცია მომავლის თითოეულ წამს თავისი სურვილის მიხედვით უკითხავად ცვლიდა...



№1  offline წევრი deamedo

ახლა წავიკითხე ორივე თავი და უუუუკმაყოფილესიიიიიი ვარ love
მართალია ძალიან დამწყდა გული წინა კსტორია რომ არ დაამთავრე მაგრამ ისეთი იყო ალბათ დაუმთავრებელი ჯობია, გავსკდებოდი ალბათტირილით ისეთი ბოლო იქნებოდა, ხოდა ასე ჯობია wink
ეს კიდევ ისე მომწონს აი ძალიან ძალიან

 


№2  offline აქტიური მკითხველი terooo

აი არ ვიცი რა უნდა გითხრა. ისე მომეწონა მგონი ასოების ცნობაც დამავუწყდა. ძალიან მომწონს აი ძალიან. ... განსხვავებულია. ორიგინალური. სულის შემძვრელი. გამაოგგნებელი. გაყინულის გამლღობელი. ყველა სასიამოვნო გრძნობაასთან ერთად სულის შემძვრელი. მომწონს ძალიან მომწონს. არ გვალოდინო ხომ? და შენი ერთგული მკითხველი გავკადნიერდები და გეტყვი რომ გავხდები. .. წარმატებები ♥♥♥♥♥ ♥♥♥♥♥♥♥♥♥♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥

 


№3  offline აქტიური მკითხველი grafo

მეც მომწონს, თან ძალიან. წინა ისტორიასაც ვკითხულობდი, მაგრამ რა გარანტია მაქვს რომ ამასაც არ მიაგდებ?!:((. თან ის, თითქმის დამთავრებული გქონდა, რომ შეწყვიტე

 


№4  offline წევრი Aunt B.

grafo
მეც მომწონს, თან ძალიან. წინა ისტორიასაც ვკითხულობდი, მაგრამ რა გარანტია მაქვს რომ ამასაც არ მიაგდებ?!:((. თან ის, თითქმის დამთავრებული გქონდა, რომ შეწყვიტე


Is Garantia gaqvs, rom es ukve dasrulebulua da ar gamibrazde ra :(( modit daiviwket rom ase vimaimune wina istoriit .. vitom ar damiweria us saertod :D

 


№5  offline აქტიური მკითხველი grafo

Aunt B.
grafo
მეც მომწონს, თან ძალიან. წინა ისტორიასაც ვკითხულობდი, მაგრამ რა გარანტია მაქვს რომ ამასაც არ მიაგდებ?!:((. თან ის, თითქმის დამთავრებული გქონდა, რომ შეწყვიტე


Is Garantia gaqvs, rom es ukve dasrulebulua da ar gamibrazde ra :(( modit daiviwket rom ase vimaimune wina istoriit .. vitom ar damiweria us saertod :D


ოკ.ოკ. მოსულა. შევთანხმდით. ისევ ჩაგამატებ ჩემს რჩეულ ავტორთა სიაში:)).

 


№6  offline წევრი Aunt B.

grafo
Aunt B.
grafo
მეც მომწონს, თან ძალიან. წინა ისტორიასაც ვკითხულობდი, მაგრამ რა გარანტია მაქვს რომ ამასაც არ მიაგდებ?!:((. თან ის, თითქმის დამთავრებული გქონდა, რომ შეწყვიტე


Is Garantia gaqvs, rom es ukve dasrulebulua da ar gamibrazde ra :(( modit daiviwket rom ase vimaimune wina istoriit .. vitom ar damiweria us saertod :D


ოკ.ოკ. მოსულა. შევთანხმდით. ისევ ჩაგამატებ ჩემს რჩეულ ავტორთა სიაში:)).

Vaime Didi madloba chemo kargo..
Bavshvebo ugrmesi madloba martla.. gushinac iseti tbili shetyobineba damxvda ukve meated wavikitxe

 


№7  offline მოდერი MyLove

ვუაიმე!
სიტყვებიც არ მყოფნის.. უბრალოდ, ძალიან მაგარია.. არაჩვეულებრივი!..
--------------------
''პოეტი ვარ და ჩვეულებრივი ვერ მეყვარები''

 


№8  offline მოდერი ლილიანა

დამაინტრიგებელია
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent