ფარულავა (დასასრული)
უცნაუფრი გრძნობაა სიცივე, არა კიდევ უფრო უცნაური სიცარიელეა... სულ შემხუთველია.. ყველაფერი ქრება, ყველა შენთვის ღირებული და მნიშვნელოვანი, ღირებული და მნიშვნელოვანი ადრე თორემ ახლა ყველაფერი მხოლოდ ფარულავაა.. 5 დღეა არ მინახავს.. ლენკა გიჟს გავს ლაშა თითქმის არასდროსაა სახლში და თუ არის შუაღამისას გადის სახლიდან და მეორე დღის საღამომდე არ ბრუნდება.. გამრეკელიც არჩანს ქალაქში, ამბობენ გეგას ნათესავი ყოფილა ნიკუშას მკვლელი, გეგა მფარველობსო იძახიან და ბიჭებიც იმუქრებიან ერთად დავხოცავთო ორივეს თუ სიმართლეაო, და ჩვენ ? მე ნუკა და ლენკა? ვარსებობთ.. სამი დღე გაძლო ფარულავამ, მეოთხე დღეს გამთენისაას დამირეკა, რამდენიმე სიტვისგან შედგა ჩვენი დიალოგი. - მენატრები - ტირილისგან ხმაჩამწყდარმა ამოვილაპარაკე. - კატო ხომ იცი ყველაზე მეტად მიყვარხარ ..- არც ფარულავას ჰქონდა ჩვეულებრივი ხმა. - მეც მიყვარხარ.. - ჭკვიანად იყავი. მერე ისევ სიცარიელე და სიბნელე იყო.. დღეს პირველი სექტემბერია, ერთი თვეც და სწავლას ვიწყებ ჯავახიშვილის უნივერსიტეტში, პასუხები გავიგე, ის პასუხები მთელს ჩემს ცხოვრებას რომ წყვეტდა. ახლა, მეერ რა? ხო სტუდენტი ვარ, მაგრამ არ მყავს დაჩი.. - რას შვები?- ვკითხე აშკარად ნამტირალებ ლენკას საღამოს როცა მასთან ავედი. - არაფერს.. - ლაშა სახლშია? - ერთი საათის წინ მოვიდა, ხელი მთელ სიგრძეზე აქვს გაჭრილი ვერ გავიგე რა მოუვიდა. - კითხე? - ხო.. - მერე ? - მიყვირა შემეშვიო.. ლენკასთან ახლოს გადავჯექი და ჩავეხუტე, ლაშას რომ მოგეკლა ის ერჩია ლენკას ცრემლების დანახვას? და თან ეყვირა? რა დაემართა ამ სამს.. დუდას არც კი დაურეკავს ეს ხუთი დღე, არადა დღე არ გავიდოდა ხუთჯერ რომ არ დაერეკა.. მენატრება სამივე და ის დრო.. ღია კარში გაყინული სახით გამოჩნდა ნუკა, თვალები ოდნავ ჰქონდა ჩალიურჯებული სახეზე კი საშინელი ფერი ედო. - რა გჭირს?- კითხა ელემ უკვე დაწყნარებული ხმით. - დუდას დავშორდი.. - რა? - დავიღალე ელე, მე მეტს ვეღარ გავუძლებ, დამირეკე და ისე მიყვირა ტელეფონი გამივარდა ხელიდან. - რა უნდოდა? - რატომ გახვედი სახლიდანო.. - ასე აღარ შეიძლება, როდესმე ხო უნდა დამთავრდეს?- მე თვითონ შევნიშნე სასოწარკვეის ნოტები ჩემს ხმაში. - რა იქნება როცა იპოვიან?- ამჯერად ლენკა შეეხო ტაბუდადებულ თემას. დაფეთებულბმა გადავხედეთ ლენკას ორივემ, ხმას ამოიღებდა ვინმე? ვერც ვერავინ, პასუხის ყველას გვეშინის. ნუკას ტელეფონი აწკრიალდა და ეკრანზე, გაღიმებული დუდას სურათი ამოხტა, ბათუმშია ზღვაზე გაადღებული. როგორ მიყვარს ეს ფოტო,, გულიანად იცინის დუდა ფარულავას და ლაშას ჭიდაობაზე. - არ ვუპასუხებ- თვქ ნუკამ და გათიშა- ისევ იყვირებს და გავაფრენ.. ზარი მესამედ რომ გამეორდა გამწარებული დავწვდი ჰუკას ტელეფონს და ვიყვირე: - რა დუდა ? - სადაა ნუკა?- არანაკლებ გაბრაზებული ხმა ჰქონდა დუდას. - აქაა .. - მიეცი ტელეფონი.. - არა! - კატოო.. - აარ დუდა არ მივცემ იმიტომ რომ ისევ უნდა ატირო? რა დაგემართათ გამაგებინე? როდის მერე იტან ნუკას ცრემლებს და თან სულ უმიზეზოდ.. იცი რა თავის დაღუპვა გინდათ კი ბატონო მაგრამ ნუკას შეეშვი გესმის? - კარი გამიღეთ.. - აქ ხარ? - არა კატო იგოეთიდან შემოვალ.. ლენკას ვანიშნე კარი გააღე თქო, სწრაფად წამოხტა და ორ წამში გამოჩნდა დუდაც, გაინტერესებთ ემოცია? ნოლი.. - ნუკა მივდივართ- მკაცრი ტონით გამოუცხადა და ანიშნა ადექიო. - გამარჯობა დუდა- უკვე თვალები აუცრემლიანდა ლენკას. ნელა მიუახლოვდა ერთ ადგილზე გაყინულ დუდას და ლოყაზე აკოცა. მაგრად დახუჭა თვალები დუდამაც და ლენკას ჩეხუტა. დუდა და ლაშა დიდიხანია ჩვენთვის ყველაფერს წარმოადგენდნენ, პატარაობიდან ზრუნავდნენ ჩვენზე, არავისი აზრი არ იყო ისეთი მნიშვნელოვანი ჩემთვის როგროც მათი.. არ შემიძლია ამის ყურება, აღარაფერი არ შემიძლია საერთოდ, ნელა დავტოვე ოთახი და აივანზე გავედი, შემოდგომის პირველ დღეს თბილისი თბილი წვიმით აღნიშნას.. სამი წლის წინ, ასეთ ამინდში ავიტეხეთ სკოლიდან გამოსულებმა სეირნობა, ტელეფონები გამოვრთეთ და მთელი თბილის მოვუიარეთ ფეხით, დუდამ და ლაშამ თურმე აატრიალეს მთელი ქალაქი, ჩვენ და ტელეფონები გამორთული ყველას? ეგ მაგრად შეგვეშალა.. სამივეს სიცხე გვქონდა, ერთი კვირა ვიწექით, მერე ორი კვირა დუდა და ლაშა არ გვიშვებდნენ სახლიდან დასჯილები ხართო, ეხლახც მახსოვს ლაშას წაშლილი მზერა ლენკას რომ ჩაეხუტა და წამში დალაგდა, დუდა ყოველთვის უფრო ფსიხი იყო, საათნახევარი გვიყვიროდა დივანზე ჩამომსხდარებს და ორი კვირა ნორმალურად აღარ გველაპარაკებოდა, დაგვემუქრა ეგრე თუ მოიქცევით კიდევ საერთოდ ვეღარ გახვალთ გარეთო..კარგი დრო იყო.. თმაზე ვიგრძენი ტუჩემის შეხება, გამეღიმა დუდას სუნამო ვიცანი, მუდმივად სიგარეტის სუნში არეული, ისე ჩამეხუტა მან რომ იცის მარტო, ძმის სითბოს რომ მთლიანად გაგრძნობინებს, მაგრად მოვხვიე ხელები და ჩემს თავთან გავმართე ბრძოლა რომ არ მეტირა. - მენატრებით დუდა- ამოვიჩურჩულე დაბალ ხმაზე- ძალიან მენატრებით.. - ცოტაც კატუს და მორჩება ყველაფერი.. - აღარ შემიძლია.. - ცოტაც უნდა გაძლო.. - მართლა აღარ შემიძლია- ძლივს ამოვიჩურჩულე და აქამდე შეკავებული ტირილისგან კანკალი ამოვარდა.. - ჩუუ! კატო გეყოფა გეხვეწები, ჩშ!!! დაწყნარი გთხოვ, კატო! ხმის ამოღების თავი ნამდვილად არ მქონდა მაგრად დავხუჭე თვალები და დუდას რაც შემეძლო მაგრად მოვეხვიე. ძალა ყოველთვის არ გყოფნის, დგება დრო როცა უნდა შეეშვა ბრძოლას, აღარ შეგიძლია, უბრალოდ არ შეგიძლია მეტი და მორჩა.. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ და უფრო მცაფრად მაშინ ვიგრძენი სიცივე რომ მოხვდა ჩემს სხეულს, უხმოდ რომ დატოვა დუდამ ჯერ აივანი და მერე სახლი. აივნიდან ვუყურებდით სამივე როგორ ჩაჯდა მანქანაში და წავიდა.. ლენკასთან აღარ გავჩერდით, რომ გავჩერებულიყავით უნდა გველაპარაკა, ლაპარაკს კი არასასურველ დასკვამდე მივავართ, ამ მომენტში კი ჩვენთვის სირაქლემას პოზიციაა ყველაზე მომგებიანი.. ძალა გამოცლილი დავენარცხე საწოლზე და გავითიშე.. ღამის ოთხ საათზე აწკრიალდა ჩემი ტელეფონი, დაჩის ნომრის დანახვაზე წამსვე გამოვფხიზლდი. - როგორ ხარ?- მკითხა ფარულავამ დაღლილი ხმით. - კარგად ვარ... - დუდამ მითხრა რომ ცუდად იყავი.. - არაფერია.. შენ სად ხარ? - შენი სადარბაზოს წინ.. - აქ? - აბა სად? - ამოხვალ? - კარი გამიღე.. სწრაფად წამოვხტი საწოლიდან, იქვე მიგდებული ხალათი შემოვიცვი და სადაბრბაზოში გავვარდი, კართან დაველოდე მაგრამ როგორც კი კიბეზე მისი ნაბიჯების ხმა შემომესმა დაუფიქრებლად გავიქეცი მისკენ და მაგრად ჩავეხუტე.ჩემი სახე ხელებში მოიქცია ფარულავამ და თვალებში ჩამაშტერდა, მასზე ორი საფეხურით მდგარი პირდაპირ მისი სახის წინ ვიყავი გაჩერებული, შეცვლილია, თითქოს დაკლბულია წონაში, მუდამ დაბალზე დაყენებული წვერიც გაზრდილი აქვს, თვალებიც დასიებული აქვს, ფერიც კი არ აქვს ისეთი როგორიც ჰქონდა. - გაკოცებ რა !- უცნაური ღიმილით მთხოვა ფარულავამ. აცრემლებულმა დავუქნიე თავი და ესეც ჩვენი მესამე კოცნა, ჩემს სადარბაზოში, მაგრად ჩამეხუტა დაჩი და ამჯერად შუბლზე მაკოცა. სიცივოსგან რომ ამაკანალა მაშინ გავიაზრე პიჟამათი და თხელი ხალათით რომ ვიდექი. - დალევ რამეს?- ვკითხე დაჩის სახლში რომ შევედით. - არ მინდა არაფერი, სოფო სადაა? - დღეს მორიგია.. - ხო და მაგ დღეებში ლენკასთან დარჩები ხოლმე.. - კარგი.. - რატომ ტიროდი დღეს?- თბილი ხმით მკითხა დაჩიმ, დივანზე ჩემთან ერთად დაჯდა და ჩამეხუტა. - მომენატრეთ.. - და ასე უნდა გეტირა? - ვერ ხვდები ხო? - ვხვდები .. - არ გეძინება? - დარჩი რა .. - კარგი.. - დაღლილი სახე გაქვს .. - ხო .. დავიძინოთ.. მაგრად მომხვია ხელები დაჩიმ და დივანზე გადაწვა ჩემთან ერთად. თვალები მაგრად დავხუჭე და მის ხელს ისე ცავეხუტე რომ შანსი არა წასვლა გამომაპაროს როგორცარუნდა ჩამეძინოს.. - არსად გავიპარები- სიცილით ჩამჩურჩულა დაჩიმ და ლოყაზე მაკოცა. - უბრალოდ აღარ მინდა რომ წახვიდე.. ჩვეულებრივად მინდა ცხოვრება.. - ვიცხოვრებთ, ცოტაც და დავამთავრებთ.. - იპოვე? - ამ დღეებში ვიპოვი.. არ მიკითხავს მერე რას იზავს, კარგად მახსოვდ ნიკუშას მამასთან დადებული დაჩის პირობა და რამდენიც არუნდა ველაპარაკო აზრი არ აქვს მაინ იმას გააკეათებს რაც უნდა, ახლა უბრალოდ მინდა რომ აქ იყოს.. - შენთან ხო ყველაფერი კარგადაა?- მკითხა დაჩიმ. - ხო.. - ჩემი ჭკვიანი გოგო! -ნეტა შენც ჩემი ჭკვიანი ბიჭი იყო.. - ჭკვიანი ბიჭი თუ გინდოდა არჩევანში ნადვილად შეცდი.. - და არჩევანი მქონდა? - მმმ..... არა !- გამიღიმა დაჩიმ. - როგორ მიყვარს ეს ღიმილი.. - ჩემნაირის სიყვარული საერთოდ რომ შეგიძლია მარტო მაგიტომ ხარ საოცრება.. - ავადმყოფი ხარ.. - არაერთხელ გითქვამთ.. -ხოო გავიმეორებ არაა პრობლემა.. - ცოლად როდის გამომყვები?- დასერიოზულდა დაჩი.. - არც არასდროს..- აფერისტულად გავუღიმე და ოდნავ გავიწიე. - მოგხვდება..- დამემუქრა ფარულავა და ხელით ისევ ახლოს მიმწია. - არ მეშინია.. - რომ მოგხვდება მერე შეგეშინდება- ცხვირზე ორი თითი მომიჭირა და ლოყაზე მაგრად მაკოცა. - შენი არ შემეშინდება არ არსებობს.. - დრო იყო გეშინოდა.. - არ მეშინოდა.. - კი როგორ არა! - არა .. - ბავშვი ხარ.. - ვიცი.. - მიყვარხარ !.. - მეც.. ეს მზერაა ჩემთვის ყველაფერი, დაჩისებური მზერა სხვას რომ არავის აქვს.. თვალები დავხუჭე და მაგრად ცავეხუტე ჩემს ავამდყოფს, დაჩის ჩაღიმებაც ვიგრძენი და მისი ტუჩემიც ჩემს თმაზე.. ეს ადამიანი უბრალოდ.. უბრალოდ ჩემი სამყაროა.. დილით შუბლზე კოცნამ რომ გამაღვიძა კიდევ ერთხელ გავაცნობიერე მთელს არსებაში რომ მაქვს ფარულავა გამჯდარი, დებილი ღიმილით გავახილე თვალები და გაღიმებულ დაჩის ავხედე, ფართოდ რომ იღიმოდა. - რა გაცინებს?- ვკითხე და ლოყაზე ვაკოცე. - დებილი ბავშვივით იცინოდი- ხმამაღლა გაიცინა დაჩიმ. იმდენად მომენატრა მისი ასეთი სიცილი გაბუტვაც დამავიწყდა და ორმაგად დებილივით გავიცინე, უცებ დასერიოზულდა ფარულავა და ჩამეხუტა. - ხომ იცი რომ ჩემი ცხოვრება ხარ?- დაბალი ხმით მკითხა დაჩიმ. - უნდა წახვიდე არა?- წამში გავშიფრე მისი ტონი, დამშვიდობებისას რომ აქვს ხოლმე. - ხო..- შუბლზე მაკოცა და წამოდგა. - დაჩი გეხვეწები საღამოობით დამირეკე ხოლმე, ან უბრალოდ მომწერე რომ კარგად ხარ. გთხოვ.. - კარგი, შენ ჭკვიანად იყავი, დაგირეკავ საღამოს და აღარ ინერვიულო.. დაჩის წასვლა ორმაგად გამიჭირდა, ორმაგად მეტკინა.. რა უცანაურია არა? ჩნდება შენს ცხოვრებაში ადამიანი რომელიც შენთვის ყველაფერი ხდება, მასზე ტრიალებს სამყარო და შენც მისით ცოცხლობ.. გუშინდელისგან რადიკალურად განსხვავებული ამინდია, სერიოზულად ცხელა, ასეთ ამინდებში ბაზალეთზე ავდიოდით ხოლმე ბავშვები, ფარულავას ჩამოსვლამდე, მერე მხოლოდ ერთხელ ვიყავით.. ბევრი რამე იყო სხვანაირად დაჩის ჩამოსვლამდე.. - ხო ლენ..- ვუპასუხე ტელეფონს. -სად ხარბ კატო? - სახლში რა ხდება ? - არაფერი, ამოდი რა ჩემთან ყავა დავლიოთ.. - მარტო ხარ? - არა ლაშაა სახლში მაგრამ ძინავს.. - კაი ამოვალ, ნუკა? - მოდის უკვე.. ლენკასთან ასულს ლაშა ფეხზე დამხვდა, დასიებული თვალებით გამოვიდა სააბაზანოდან ლოყაზე მაკოცა, ლენკას ჩვეულებრივად დაუბარა დამაგვიანდებაო და წავიდა. - გვიან მოვიდა ?- ვკითხე ლენკას. - ოთხისკენ.. - მაგ დროს მოვიდა დაჩიც ჩემთან. - მერე? რა თქვა დამთავრება ეს ყველაფერი დროზე თუ მოგვეღება ბოლო?- ტონი ვერ შეიკავა ლენკამ და იყვირა. - ამ დღეებში ვიპოვითო. - და ციხეში წავალთო? - იმედია არ მოკლავენ.. - მოკლავენ, ლაშამ ახლაც იარაღი წაიღო.. - იარაღი საიდან აქვთ? ბათუმშიც ჰქონდა დაჩის.. - არ ვიცი, დუდას რომ ჰქონდა ვიცოდი, ბათუმშიც მისი იარაღი ჰქონდათ, მაგრამ ახლა ლაშასაც აქვს .. - დაჩის არ ჰქონია გუშინ, ან მანქანაში დატოვა ალბათ.. - შეიძლება, არ ვიცი რა იქნება, დღეს ზედმეტად ნერვიულობდა ლაშა.. მგონია რომ იპოვეს. - დაჩის არაფერი ეტყობოდა. - დაჩის როდესმე რამე ეტყობა? -არ ვიცი ლენ .. არაფერი არ ვიცი... - ნუკა მოვიდა- თქვა ლენკამ კარისკენ წავიდა. - რას შვებით?- მობეზრებული სახით იკითხა ნუკამ და დივანზე დაეხეთქა. -ჩვენ არაფერს შენ რა ქენი მოაგვარე დუდასთან? -არაფერიც არ მოვაგავრე, საერთოდ არ დაურეკავს.. - და რა გითხრ რომ ილაპარაკეთ?- დაინტერესდა ლენკა. - არაფერი ხო იცი აზრი არ აქვს ამ სცენებს მაინც ჩემთან იქნებიო .. - ელაპარაკე ეხლა რამე .. - ეს ყველაფერი რომ დამთავრდება ბათუმში წავიდეთ- ყურებამდე გაღიმებულმა თქვა ლენკამ. - დაჩის დაბადებისდღე იქ ავღნიშნოთ- მეც გაღიმებულმა გავაგრძელე.- 20 სექტემბერს აქვს.. - ხო ისე გავერთოთ როგორც ადრე.. გვიანობამდე გასტანა ძველი დროს გახსენებამ და ბედნიერ მომავალზე ოცნებამ. ცხრა საათი იყო ლენკასგან რომ გამოვედი, დაჩის არ დაურეკავს,ცოტახანი ვისეირნე და დაღლილი დაბბრუნდი სახლში. - როგორ ხარ დე?- მკითხა დედამ. - არ ვიცი..- დედაჩემის კალთაში ჩავდე თავი და ამოვიოხრე.- დავირალე დე.. - რას აპირებს დაჩი? - მოკლავს.. - გაივლის დე - შუბლზე მაკოცა დედამ.- დღეს ირაკლი ვნახე, ლანასთან ერთად, კაფეში ისხდნენ.. - გეტკინა? - რამდენიმე წლის უკან უფრო მტკიოდა.. - დე ირაკლის ხომ უყვარდი არა? - ალბათ არა.. - მე მახსოვს ყველაფერი და ეჭვი მეპარება არ ყვარებოდი.. - არ ვიცი, მეც მახსოვს, ყოველთვის ვაამყობდი სიყვარულით სავსე ოჯახი მაქვს თქო, ირაკლის არსებობისთვის რამდენჯერ მითქვამს უფლისთვის მადლობა, ცხოვრების მთავარი წერტილი ვიყავით, იცი რამდენჯერ უთქვამს შენი და კატოს გარეშე სუნთქვა არ შემიძლიაო, არ ვიცი რა მოუვიდა. - ხო უცნაურია მეც ძალიან მიყვარდა ირაკლი- ღიმილი მომგვარა იმის გახსენებამ სიცხიან ირაკლის რომ "ვმკურნალობდი" ჩემი სათაამშო წამლებით და ექიმის სხვა აღჭურვილობებით, ისიც თვალებამღვრეული ღიმილით იტანდა ჩემს ტიტინს.. - კარგი ახლა ვჭამოთ და დავიძინოთ- გამიღიმა დედამ, ცრემლი მოიწმინდა და სამზარეულოსკენ წავიდა. დედასთან ერთად ვივახშმე და ოთახში შევედი. დაჩიმ ისევ არ მომწერა, ხომ ვთხოვე ერთხელ მაინც მომწერე თქო. იპოვა? შიძლება იპოვა და.. არ მინდა ამაზე ფიქრი არ შემიძლია რა.. მეორე დილით 9 საათზე დამირეკა ლენკამ ატირებულმა გამოდიო ჩემთან, ფართხაფურთხით ჩავიცვი და სირბილით გავიქეცი, სახლში შესვლამდე ვიცოდი რასაც მეტყოდა მაგრამ მაინც იმედით შევყურებდი აცრემლებულ ლენკას და ნუკას რომელიც ახალი მოსული იყო. - ნიკუშას მკვლელი მოკლეს, გუშინ ღამის სამ საათზე- დაიწყო ლენკამ- ოთხი ტყვია აქვს მოხვედრილი, სამი გულში და ერთი შუბლში, შუბლში ნიკუშას მამას უსვრია, გულში ჩვენებს.. ხელები სახეზე ავიფარე და დივანზე მძიმედ დავეშვი, ეს დასასრულია.. - დაიჭერენ- ძლივს ამოილუღლუღა ნუკამ. - არ დაიჭერენ- ცივი ხმით ჩაერთო ლენკა- ნიკუშას მამამ აიღო თავის თავზე, ძლივს დაუთანხმებია ბიჭები, რომ გაჩუმებულიყვნენ, ნიკას საფლავი და და დედა რომ ჩააბარა მაშინ დათანხმდნენ, მე ვერ მოვუვლიო ვერცერთს და თქვენ მიხედეთო, კარგი ადვოკატი აუყვანიათ და ბევრს არ მიუსჯიოანო... დედა და მამა იყვნენ გუშინ წასულები. - ბიჭები სად არიან?- ჩამწყდარი ხმით ვკითხე ლენკას. - არ ვიცი, ვერცერთი ვიპოვეთ.. - ახლა რა იქნება? - მე დუდას ვერ დავკარგად- ცოტახნიშემდეგ დაიწყო ნუკამ- ადამიანის მკვლელობა საშინელებაა მაგრამ ჯერ მან მოკლა ნიკუშა დათან ზურგში ესროლა, დუდას არ ვამართლებ მაგრამ მის გარეშე არ შემიძლია.. - ლაშა ჩემი ძმაა, რაცარუნდა გააკეთოს ჩემი ძმაა.. ორივეს შევხედე, მართლები არიან ეს ადამიანები მათვის ყველაზე ძვირფასნი არიან .. - არც მე შმიძლია დაჩის გარეშე- მტკიცე ხმით გამოვაცხადე და თავი მაღლა ავწიე. - ვნერვიულობ,-დაიწყო ნუკამ- სად უნდა იყვნენ? ის ტიპი მკვდარია, ნიკუშას მამა დაჭერილია რაღა დარჩა? სად არიან ან რას აკეთებენ? - გამრეკელი- წამოიყვირა ლენკამ- გამრეკელი დარჩა.. - ვერ გავიგე?- ვიკითხე დაბნეულმა. - გეგა ეხმარებოდა იმ ბიჭს, გეგას ეძებენ.. კატო!- ფეხზე ადგა ლენკა. ტელეფონი ამოვიღე და გეგას დავურეკე, სულ ტყუილად რა აზრი ჰქონდა? საღამომდე ვრეკავდით ხან ერთთან და ხან მეორესთან მაგრამ ამაოდ, ექვსისკენ დაგვირეკა ლაშამ, კარგად ვარ დღეს არ მოვალო და გათიშა.. მთავარია რომ კარგად არიან, ასე რომ არ იყოს ვერ დარეკავდნენ.. რვამდე ვმსჯელობდით და განვიხილავდით რა შეიძლებოდა მომხდარიყო მაგრამ ვერაფერი გავიგეთ, სახლშია ულს ნერვული შეტევა თუ არ დამემართებოდა არ მეგონა, სახლში ირაკლი, დემეტრე, სანდრო, ლელუკა და მამიდა დამხვდნენ. წაშლილი სახით მივესალმე ყველას და დედას გადავხედე რა ხდება აქ თქო. - გადავწყვიტეთ მოგველოცა შენი ჩაბარება- გამიღიმა მამიდამ- ტორტი გამოვაცხვე და მოვედით.. - მადლობა.. - კატო კარგად ხარ შვილო? ძალიან დაღლილი სახე გაქვს.. - კარგად ვარ ! - გავშლი მაგიდას დასხედით- დივანზე მიუთითა დედამ. დედასთან ერთად სამზარეულოში გავედი. - რამე ხდება ?- მკითხა დედამ. - მოკლეს.. - რა ?- სახე შეეცვალა დედამ. - ბიჭებმა და ნიკუშას მამამ მოკლეს.. - ღმერთო სად არიან? - არ ვიცი, ნიკუშას მამამ აიღო თავისთავზე ყველაფერი და ის დაიჭირეს, ბიჭებს მაინც ვერსად ვიპოვეთ, მხოლოდ დარეკეს რომ კარგად არიან სად არ ვიცი.. - სოფო- სამზარეულოში ირაკლი შემოვიდა- ღვინო ისევ იქ არის? - არა, გადავყარე ეგ კოლექცია- ხმა გაებრაზა დედას. - გასაგებია ! - ჩემს ოთახშია, კარადაში.. - კარგი.. ირაკლიმ სამზარეულო დატოვა, დედამ უგმაყოფილოდ გააგრძელა თავისი სამქმე, სუფრა გავშალეთ და დაიწყო .. საერთოდ არაფერი არ მინდა ამწუთას დაჩის ხმის გაგონების გარდა. - როგორ გაიზარდნენ არა?- დედას მიმართა მამიდამ. - ხო დიდები არიან უკვე.. - ბოლოს როდის ვისხედით ასე არც მახსოვს.. - შვიდი წლის წინ, მე მახსოვს- ძალიან მინდოდა რბილი ტონით მეთქვა მაგრამ. - სანდრო შენ რას შვები როდის ამთავრებ?- დედამ გაფანტა დაძაბულობა და სანდროს მიაჩერდა. - წელს . - ლელი შენ? - მეც წელს ოღონდ სკოლას- გაიცინა ლელუკამ. - კარგია დიდი გოგო ხარ უკვე!- გაუცინა დედამ. - ძალიან მენატრებოდით ყველა.. - მეც მომენაყრე ჩემო კარგო.. - ხომ ამოხვალთ ხოლმე ? - როცა მოვიცლი აუცილებლად.. - კატოს შეყვარებულზე რა აზრისა ხარ რა ქვია ? - მიშველე სახით გადმომხედა მამიდამ. - დაჩი - შევახსენე და ინსტიქტურად ტელეფონს დავხედე. - კარგი ბიჭია- გაიღიმა დედამ- ძალიან ყურადღებიანია, ტანაც კატოს ძალიან უყვარს.. - მე არ მინახავს მაგრამ ამბობენ კარგი ბიჭიაო- გაიღიმა მამიდამაც.- ირაკლის რა არ მოსწონს ვერ გეტყვით.. - ჩემს წინაა ეგ ბავშვი გაზრდილი და ნუ მასწავლით კარგია თუ ცუდი- მკაცრი ტონით გამოაცხადა სანიკიძემ. წარბაწეულმა გადავხედე მამიკოს და მერე დემეტრეს. ეხლა იმაზე მეტად ვარ ნერვებმოშლილი ვიდრე შეიძლება რომ ვიყო და ყველასთვის ჯობია დაჩიზე ხმა არ ამოიღონ. - დაქორწინებას ხომ არ აპირებთ?- ახალი კითხვა. - არა , არ ვიცით რას ვაპირებთ- გაღიზიანება ძლივს დავმალე, თუ დამალვა ქვია. ჩემმა ტელეფონმა მიიქცია გარშემო მსხდომების ყურადღება, ლენკაა, ალბათ ლაშა მივიდა სახლში. - ხო ლენ.. - კატო დუდა- ამოიტირა ლენკამ. - რა დუდა? რა მოუვიდა ლენკა!- მოთმინებიდან გამოსულმა ვიყვირე და ფეხე ავდექი. - დაჭრეს.. - რომელ საავადმყოფოშია? - ღუდუშაურში, ეხლა მივდივართ მე და ნუკა.. - კაი წამოვალ ეხლავე..- ჩავძახე და ტელეფონი გავთიშე. - რა ხდება დე?- მკითხა დედამ. - დუდა დაჭრეს, წამო რა.. - ავიღებ გასაღებს და..- დედა სირბილით შევიდა ოთახში. - აი ამიტომ არ მომწონს- ხელები გაშალა ირაკლიმ. - ირაკლი ხმა აღარ ამოიღო თორემ გავაფრენ!- ვუყვირე მამიკოს და დედასვანიშნე ჩქარა თქო. საავადმყოფოში მისულმა ლაშას მშვიდი სახე რომ დავინახე გულზე მომეშვა. -როგორაა?- ვკითხე ლაშას. - კარგადაა, გვერდშია დაჭრილი ისეთი არაფერია- მშვიდი ტონით მომიგო ლაშამ. - დაჩი სადაა?- ვკითხე ლაშას და ხალხს გადავხედე დერეფანში რომ დაყუდბულიყვნენ. - საქმეზე! - რა საქმეზეა ლაშა? - არაფერია კატო.. - არ დამთავრდა? - დამთავრდა.. - მაშინ სადაა დაჩი? - მოვა მალე..- მიპასუხა ლაშამ და ერთმანეთზე მიყუდებულ ნუკასა და ლენკასკენ წავიდა. დუდამ შუაღამისას გაიღვიძა, პალატაში რიგრიგობით შევიპარეთ, მერე თვითონ დუდამ სთხოვა დატოვე ყველაო და ჩვენც დავრჩით, მე, ლაშა, გიო, ნუკა და ლენკა.. - არ გეძინება შენ?- მასზე მიხუტებულ ნუკას დახედა დუდამ. - არა აქ მინდა.. - კაი თი აქ გინდა, თვქენ როგორ ხართ?- მე და ლენკას გადმოგვხედა და გაგვიღიმა. - თუ ყველაფერი დამთავრდა კარგად - გაუღიმა ლენკამაც. - პირობას გაძლევთ დამთავრდა.- ჩაილაპარაკა ლაშამ და დას მოეხვია.. - ფარულავა სადაა?- იკითხა ნუკამ. - გამრეკელთან!- დაბალ ხმაზე გვიპასუხა დუდამ. - რა?- წამოვიყვირე შეშინებულმა. - დაწყნარდი სალაპარაკოთაა წასული, ეს ყველაფერი ხომ გინდათ რომ დამთავრდეს? ეს მაშინ მოხდება როცა გამრეკელი და ფარულავა რაღაცაზე შეთანხმდებიან...- აგვიხსნა ლაშამ. არ მჯერა, ნუთუ შეიძლება ეს ყველაფერი ასე დამთავრდეს, დაილაპარაკონ და მორჩეს აღარ იარსებოს დაძაბულმა დღეებმა? ეს ხომ სრული ბედნიერება იქნება? დილამდე დავრჩით დუდასთან დილით ლაშამ წამოგვიყვანა სახლში, ნუკა არაფრით წამოგვყვა, დუდასაც ეტყობოდა ძალიან რომ არ უნდოდა მისი გამიოშვება და დატოვა. დაჩისგან არაფერი გამიგია, ძლივს ჩამეძინა, საღამოს ლენკამ გამაღვიძა, ჩემს ოტახში იდგა გაფითრებული სახით.. სწრაფად წამოვჯექი და ვკითხე: - რა მოხდა ლენ? რა მოხდა? რა და ის რაც მინდოდა, ფარულავა და გამრეკელი შეთანხმდნენ... ორ დღეში ორივემ დატოვა თბილისი.. სიტყვის უთქმელად, დაუმშვიდობებლად წავიდა ფარულავა.. ისევ საზიზღარი გრძნობა, იმედგაცრუება! ხანდახან როცა ტკივილი საზღვრებს სცდება, შენში არსებული იმუნიტეტი იწყებს ბრძოლას, ბრძოლა გრძელდება, 1,2,3..... მეტი თვე, ზოგჯერ წელიც, საბოლოოდ ტკივილი მარცხდება, თავიდან უკან იწყებს დახევას მერე თითქმის ქრება, თითქმის.. მადლობა რომ კითხულობდით <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.