შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაზაფხულს გავცვლიდი შენს ერთ კოცნაში ... 14


17-03-2015, 17:54
ავტორი northern light
ნანახია 3 300

დღეს სკოლის ბოლო დღეა , უკვე ერთ თვეზე მეტია მე და გუკა ერთად ვართ და ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვარ მთელს მსოფლიოში . რადგან ადრე გავიღვიძე სანამ სკოლაში წავალ ცოტას დავუკრავ თან დიდი ხანია წიგნიც არ წამიკითხავს და დავამთავრებ ერთი თვის წინ დაწყებულ წიგნს რომლის მხოლოდ რამოდენიმე ფურცელიღა დამრჩა . როიალს მივუჯექი და დავუკარი ჩემთვის ყველაზე ნაცნობი და სასიამოვნო მელოდია"birdy -skinny love" . ბევრჯერ მინატრია ტკბილი და სასიამოვნო ხმა რომლითაც მსმენლის ყურადღებას მივიპყრობდი მაგრამ რა ვქნა , სიმღერის ნიჭი არ მაქვს , სამაგიეროდ რასაც მე ვერ ვმღერი ჩემი როიალი ანაზღაურებს . გადავეშვი ტკბილ ყანგებში და სულ დამავიწყდა ყველაფერი , ლუკას ამბით გამოწვეული ტკივილიც , დათოც და კიდევ უამრავი სხვა რამ , მაგრამ გუკას ვერც მაშიდ დავივიწყებ როცა მოვკვდები! ... კიდევ დიდხანს გავაგრძლებდი დაკვრას მაგრამ მზე უკვე კარგად ანათებდა ოთახში და საათის ისრებიც 7 საათს უჩვენებდა . ფრთხილად ავიღე უკვე ზეპირად ნასწავლი "პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი " და ბოლო ფურცლების კითხვა დავიწყე . არ დამითვლია რამდენჯერ წავიკითხე ეს წიგნი მაგრამ ჰიუგო ხომ საოცრებაა ! თავს გაკარგვინებს და მთლიანად წარმოსახვის კლანჭებით გიპყრობს . მეც გადავეშვი წარმოსახვის სამყაროში და მთლიანად ჩავიძირე მასში . ტელეფონის წკრიალმა მომიყვანა გონს "დილამშვიდობისა ბარტყი :D <3 გამოვდივარ . შენ ბინასთან დაგელოდები , არ გამყინო რა თორე შენ მოგიწევს გამათბო <3 " ღიმილით ჩავიკითხე მესიჯი და წიგნი გვერდზე გადავდე .
-დედიი წავედი მე - კარებში გასვლისას დავიძახე და როცა საკუთარანარეკლს მოვკარი თვალი სახეზე ფერი მეცვალა. ტუჩი ოდნავ შესიებული და დაწითლებული მქონდა . აშკარად მომიწევს რამე ტყუილი მოვიფიქრო . როცა გავედი მერე რაღაც გამახსენდა , უკან დავბრუნდი და ირაკლის ნაჩუქარ სკეიტს ხელი დავავლე . როგორც კი სადარბაზოდან გავედი და დამინახა მაშინვე სახეზე შეაშრა ღიმილი და შეშინებული წამოვიდა ჩემსკენ
-რა დაგემართა? -ხელი ტუჩზე შემახო
-არაფერი , კარადიდან წიგნი ჩამომივარდა და ზედ დამეცა - უნიჭოდ ვიცრუე და თვალი მოვაშორე
-მაშო ტყუილები არ გამოგდის ! მითხარი რა დაგემართა? -სიბრაზეჩამდგარი თვალებით მიყურებდა
-არაფერი ისეთი, დამეხმარები თავპირის დამტვრევაში? -თემის შეცვლა ვცადე და სკეიტზე ვანიშნე
-მაშო , რა მოგივიდა ტუჩზე ? -სიტყვები გამომიკვეთა და მეც გუშინდელის გახსენებაზე ისევ ამიცრემლიანდა თვალები.
-ის არაკაცი იყო ხო? - კბილებში გამოსცრა და მისი თვალების დანახვისას მეც კი შემეშინდა .აცრემლიანებული თვალებით ავხედე და ოდნავ დავუქნიე თავი . -არ შევარჩენ , არაკაცი, როგორ გაგიბედა? მე მაგსი **** - ბოლო სიტყვები თავისთვის ჩაილაპარაკა და ისევ სახეზე მომკიდა ხელი
-გტკივა? - მაინც დავინახე მის თვალებში სითბო და თვალები დავახამხამე მხედველობის დასაწმენდად
-არა არ მტკივა , მისმინე არ მინდა რამე დაგიშავოს, შენ არ იცი რისი გამკეთებელია გთხოვ თავი დაანებე - რომ წარმოვიდგინე დათოს ზიზღით სავსე გამომეტყველება ისევ გამაკანკალა
-მისმინე მაშო , არავის აქვს უფლება შეგეხოს ! არავის გაიგე? არავის მივცემ უფლებას რამე დაგიშავოს და ნუ მთხოვ იმას რასაც ვერ შეგისრულებ
-მეშინია ,რომ რამე დაგემართება - უკვე ცრემლები მომდიოდა და ვსლუკუნებდი
-კარგი რა , გთხოვ ნუ ტირიხარ , მაგას გპირდები რომ არაფერი დამემართება - ღიმილით მაკოცა შუბლზე და ჩამიხუტა , მეც ღრმად შევისუნთქე მისი გამაბრუებელი სურნელი და ცრემლები მოვიწმინდე .
-მპირდბი? - თვალებში ჩავხედე
-კი ჩემი პატარა გპირდები - ღიმილით მითხრა და ხელახლა წამოსული ცრემლები მომწმინდა . -ახლა მოდი დაგამტვრევინო ცხვირპირი - მეც სიცილით შევდექი სკეიტზე და მასზე მიყრდნობილი დავიძარი. სკოლამდე რამის ორჯერ წავიქეცი მაგრამ ორივეჯერ დამიჭირა ჩემმა დემონმა . მერე რამის გულმა დამარტყა ირაკლი და ელენე რომ დავინახე სკოლის კიბეებთან . მათკენ წავედი და დოინჯშემორტყმული ჩავდექი შუაში
-მოიცა მოიცა, აქ რა ხდება? რატომ აკითხავს ჩემი ირაკლი ელენეს და არა მე ?- ეგოიზმი ჩავრთე და ირაკლის გადავხედე
-შენ ისეთი ვინმე გაკითხავს მე სულ გავიწყდები , მარტო შენ კი არ გინდა სიყვარული - ცხვირზე მიჩქმიტა და ელენს ხელი მოხვია . ვაიმეეეე !!!! რამდენი აქვს ელენეს მოსაყოლი.
-ვაა რა მაგარიაა- ორივეს მაგრად მოვეხვიე და მერ ელენეს მივუბრუნდი- გეოგრაფია გაკვეთილიდან გაგვყრის და ყველაფერს დაწვრილებით მომიყვები - თვალები დავუქაჩე და ისედაც წითურს რომელიც ყურებამდე აჭარხლებული იყო თითი სასაცილოდ დავუქნიე . დემონმა როგორც ყოველთვის სკოლამდე მიმაცილა და შუბლზე კოცნით დამემშვიდობა . მართალია გაკვეთილებზეც მომიყვა ელე რაღაცეებს მაგრამ როგორც ყოველთვის გეოგრაფიამ გარეთ მოგვისროლა და ჩვენც ბუფეტსი მყუდროდ მოვკალათდით
-მიდი დაიწყე ჩქარა - წვენი მოვსვი და ყურები დავცქვიტე
-მოკლედ , ლუკა რომ გამოწერე იმ დღეს , სახლტან დამხვდა და სიყვარული ამიხსნა . იცი რა საყვარელია? ჩემი ბიჭია , 2 კვირაში სად მოვასწარი ასე შეყვარება ვერ გავიგეო ....- მთელი ემოციებით მიყვებოდა და მეც თვალებგაბრწყინებული ვუსმენდი .მაგრამ ვინ მაცადა ზარი დაირეკა და შემოგვისახლდნენ აკო და გუკა.ლუკა ისევ სახლში იყო მართალია გამოწერეს მაგრამ ერთი კვირა აკრძალული აქვს გარეთ გამოსვლა .
- მომონს ეს ალუბლის წვენი - წინიდან ამაცალა გუკამ წვენი და მოსვა
-აუუუ ნუ სვამ ჩემიაა - წასართმევად გავიწიე მაგრამ ვერაფერს გავხდი ბოლომდე გამოცალა ჩემი წვენი და ცარიელი კოლოფი დამიდგა წინ
-გიყიდი ხოლმე თუ ასე გიყვარს , ნუ სვამ ჩემსას - გაბრაზებულმა გავხედე და ცარიელი კოლოფი შევანჯღრიე
-სულელო შენი რომაამაგიტოა გემრიელი თორე ისე რათ მინდა - ფართოდ გამიღიმა და ცხვირზე ხელი ცამომკრა
-ეგ წვენი იყო მაისური რომ გაგინადგურა -სიცილით გავიხსენე ის დღე და სასიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა იმ წამების გახსენებისას.
-წამო სვანეთში - სრულიად მოულოდნელად დაახეთქა აკომ და ელენესაც ხველა აუტყდა
-სუ გაგიჟდი ხო შენ? -ხველებით უთხრა ელენემ და აკომაც ზურგზე დასცხო ხელი - მეტკინა იდოტო ეგრე უფრო დამახრჩობ - გაწითლებულმა ჩაარტყა აკოს თავში და წვენი მოსვა
-ხო რაიყოთ? სვანი ძმაკაცი რომ გყავთ დაგავიწყდათ? -მე და ელეს გადმოგვხედა და წარბები აგვითამაშა
-თითქმის სულ იქ ვხვდებით ახალ წელს - მხრების აჩეჩვით ჩაილაპარაკა გუკამ და მე გადმომხედა- დედაშენტან პრობლემა არ იქნება , ნუ მამაშენსაც მოვთაფლავ რამენაირად , მტავარია ელეს მშობლები დავიყოლიოთ - შეწუხებულ ელეს გადახედა
-მე გამომიშვებენ , ოღონს იკა მოდის - თითი აწია და ბიწებს გადახედა
-მოდის , ნოო პრობლემ - აკომ ჩაილაპარაკა და თითქოს რაღაც ცუდი გაახსენდაო ისე დამანჭა სახე - ლუკა შეძლებს წამოსვლას?
-ერთი კვირა აქ ვიყოთ და მერე წავიდეთ - გუკამაც მხრები აიჩეჩა
-სვანეთო მოვდივაართ - სიცილით თქვა აკომ და ჰამბურგერს დიდი ლუკმა მოაკბიცა
-ღორია ეს უპატრონო - პირგატენილ აკოს გადახედა ელენემ და თავი გააქნია
-გოგო პირიმაქ დაკავებული ხელები კი არა - პირგამოტენილმა ჩაილაპარაკა და ელენეს თმა აუჩეჩა
-ჯერ პირი მოიწმინდე და მერე იბლატავე - ზურგზე დაარტყა ხელი გუკამ და ზარის ხმასთან ერტად ფეხზე წამოდგა
***
რაც სკოლიდან მიმაცილა არ მოუწერია და ლამისაა გული გამისკდეს , გუკასაც რომ რამე დაემართოს ალბად ჭკუიდან შევიშლები . გული უკვე ვერარ ფეთქავდა ამდენი ნერვიულობისგან და მეც ყველაფერზე ნერვები მეშლებოდა. დავალებების კეთება დავიწყე მაგრამ ვერაფრით გავჩერდი ერთ ადგილას . ბოლოს ვეღარ მოვითმინე და ტელეფონს დავსწვდი " რას შვრები? " აკანკალებული ხელებით ავკრიფე ტექსტი და საათს რომ დავხედე გული უფრო ამიჩქარდა 23:35. ამდენი ხანი ჯერ არასოდეს არ დავვიწყებივარ.
"მერე მოგწერ . კარგად ვარ <3 " ამ ოთხმა სიტყვამ კიდევ უფრო ამაფორიაქა . ფუმფულა ბალიშს ჩავეხუტე და ფანჯრის რაფაზე ტელეფონთან და წიგნთან ერთად მოვკალათდი . წიგნის კითხვაც დავასრულე მაგრამ მაინც არცერთი შეტყობინება . არც ერთი ზარი და ჩემი მიკრო ინფაქტიც გარანტირებულია . არ მახსოვს როგორ ჩამეძინა მაგრამ ტელეფონის წკრიალმა რომ გამაღვიძა და მეც დაბუჟებული ხელი ძლივს გავხსენი მესიჯი "გძინავს ? " ღრმად ამოვისუნთქე და გამხმარი გვერდები რაფიდან საწოლზე გაჭირვებით გადავიტანე . მოხუცი დედაკაცივით ვკვნესოდი . 02:28 -თითქმის სამის ნახევარია , გამაგიჟებს ეს ბიჭი - ჩემთვის ჩავილაპარაკე და მესიჯი ავკრიფე
"მშვიდობაა?"
"კი მშვიდობაა , დაიძინე <3 ტკვილი ძილი და უფლის ანგელოზი შენს სასთუმალთან <3 <3 "
"შენც ტკბილი ძილი <3 ხომ კარგად ხარ? "
"კი პატარავ ნუ ნერვიულობ <3 მიდი და დაგეწევი სიზმებში <3 მიყვარხარ..."
"ძილინებისა<3 მეც მიყვარხარ " გულდამშვიდებულმა გავაგზავნე მესიჯი და ბალიშზე დავდე თავი. კბილები მიკაწკაწებდა და ვერაფრით ვთბებოდი, ძვლებიც კი გამეყინა ისე მციოდა. ფეხის თითებსაც კი ვეღარ ვგრძნობდი . ვერაფრით რომ ვერდავიძინე ისევ ტელეფონი ავიღე
"მცივა , ვერ ვიძინებ "
"მოვიდე? "
"რა სულელი ხარ "
"გავუძლოთ ერთდ ზამთრის სიცივეს
და ერთმანეთის სევდა გავლიოთ
ერთად მივიდეთ გაზაფხულამდე
ვაჯობოთ მარტს და იქით ავრიოთ ...<3 " ღიმილით ჩავიკითხე პატარა ლექსი და საოცრად გავთბი. როგორ შეუძლია ამ ადამიანს თავის ნებაზე ატრიალოს ჩემი გრძნობები და ფიქრები ვერ ვხვდები . ტელეფონი დავბლოკე და ღიმილით შევისწორე საბანი. ფუმფულა ბალიშთან ჩახუტებულს ჩამეძინა, მალევე დავეწიე გუკას სიხმრებში და ღამეც წარმოსახვით მასთან ვიყავი ....

დილით ფანჯრიან შემოჭრილმა მზის სივებმა გამაღვიძს , მეც ზმუილით წამოვდექი ა თავი მოვიწესრიგე . საშინელი ამინდი იყო, მზე ანათებდა მაგრამ ძალიან ცუდად, ხან რომელ ღრუბელს ამოეფარებოდა ხან რომელს . წვიმის წვრილი წვეთები ეცემოდა ჩემს ფანჯრებს და წვეთება იღვრებოდა.
-დედი , ყავა გამიკეთე რაა - სააბაზანოდან ხალათით გამოვტანტალდი და სამზარეულოში შევედი
-მზია და თემური მოდიან დღეს - ქვეშიდან ამომხედა და ჩემმა ჭრილობამაც გახსნა დაიწყო
-რომელზე?-აკანკალებული ხმით ვკითხე და ცხელი ყავა მოვსვი
-საღ3 საათისთვის , იმედია ცოტა წესიერად მოიქცევი და არ დაიწყებ ქვითინს , თავისი გასაჭირი ყოფნით იმ ხალხს, მზია რომ ვნახე ძლივს ვიცანი ისეა შეცვლილი და დანაღვლიანებული - სინანულით თქვა ქეთომ და სკამე ჩამოჯდა
-ვეცდები - ცრემლმორეულმა ვთქვი და თმის მშრალებით წავედი ჩემი ოთახიდან .ტანსაცმელი ჩავიცვი და აწრიალებული ტელეფონი ავიღე
-რას შვრება ძილისგუდა ქალბატონი?-ღიმილნარევი გუკას ხმა რომ გავიგე გულში სითბო ჩამეღვარა
-ჯერ 11 საათია , რავი არაფერს, დღეს ლუკას მშობლები მოდიან - ბოლო სიტყვები ჩუმად ჩავილაპარაკე
-ახლა თუ ტირიხა კეკეს თავს გეფიცები საერთოდ ხმას აღარ გაგცემ , იმ ხალხს თავისი ტკივილი ყოფნით, ვიცი რომ შენც გტკივა ჩემი გოგო მაგრამ გთხოვ თავიხელშია იყვანე და დაწყნარდი
-ვეცდები, შენ რას შვრები?
-რას და კეკეს თოჯინას კაბას ვაცმევ , არ მომეშვა მეთამაშეო- სიცილით მითხრა და კეკეს ხმაც გავიგე ტელეფონში
-დამალაპარაკე
-მაშო, სულ დამიხია კაბები, იმხელა ხელები აქ თოჯინას ვერ იჭერს და კაბების სულ გაანადგურა - მოწყენილი ხმით მითხრა კეკემ
-დავაჭრი მაგას თითებს და მერე ვეღარ დაგიხევს - მის ხმაზე გამეცინა და სიცილით ვუთხარი
-ქალბატონო მეც მესმის
-ხოდა რო დაგაჭრი ხელებს , მერე ყურესაც მივაყოლებ და ვეღარ გაიგებ - სიცილითვე ვუთხარი
-რა ენა გაქ რაა, მაცადე მე შენ მოგარჯულებ - ამას მოყვა მამაჩემის ძახილი მოდიო და მეც უკმაყოფილოდ ჩავძახე ყურმილში
-მამაჩემი მეძახის დაგირეკავთ მერე - და არაფრის თქმა არ ვაცადე ისე გავთიშე ტელეფონი . მისაღებში მამაჩემი იჯდა დივანზე და გვერდის ირაკლი უმშვენებდა
-ეე იკაა - მისკენ წავედი და მანაც გულში ჩამიკრა
-ეე იკა კი არა დაგაჭრი ყურებს, სულ გააგავიწყდი ხო? -მოწყენილმა გამომხედა და მეც მის საქციელზე გამეცინა
-რა შტერი ხარ, როდის იყო მავიწყდებოდი ჰა? - თმა ავუჩეჩე და მერე ლოყაზე ვუჩქმიტე
-აუ ზურა დავაჭრი ამ ბავშვს ხელებს და გეყოლება ინვალიდი შვილი - აჩეჩილი თმა გაისწორა
-აბა აზე მეძახდით ?
-რაზე და იქ მივდივართ 7 საათისთვის ფუ რა ქვია იმ ბიჭს , კოკას დაბ დღეზე - კოკას გაგონებაზე ხველა ამიტყდა და დაქაჩული თვალებით ავხედე
-მოიცა ეგ საიდანღა მოთხარეთ? -ორივეს გაკვირვებულმა გავხედე
-მამამისი ჩმი პარტნიორია , ხოდა გაახსენდით მაგის ბიჭს და დაგპატიჯათ შენ და იკა -მხრები აიჩეჩა მამაჩემმა და ფეხზე წამოდგა
-აუუ როგორ არ მევასება ეგ ტიპიიიი- შუბლზე წამოვირტყი ხელი და იკას გავხედე
-აუ შენ ხო მაგარი უჟმური ხარ რაა, მარა მეც არ მევასება შენ რას გერჩი - დაბლითა ტუჩი სასაცილოდ გამომიწია და გაიცინა
-აუ გახსოვს მე რო მაწვალებდა და შენ და ლუკამ რომ სცემეთ , აუ რა მაგრად გამისწორდააა - მუშტი დავარტყი და გავიცინე
-შენ ხო სადისტი ხარ, მაგიტო მტკიოდა მტელი 2 თვე მარცხენა ხელი - თითი დამიქნია და თავზ მაკოცა
-წავედი მე , საქმიანი ბიჭი ვარ გოგო ეგრე კი ნუ მიყურებ - პიჯაკი გაისწორა და კარისკენ წავიდა
-ოფ , არ მიეჭვიანო დაქალი - სერიოზულად ვუთხარი
-ხომ იცი რო ელეს არასოდეს ვაწყენინებ ? -წარბაწეული მომიტრიალდა
-ოჰ , აბლატავდა ბიჭი , მიდი, მიდი წადი და ჩარგე თავი საბუთებში - ბალიში ვესროლე და ისიც სიცილით გავიდა კარებიდან . მთელი 3 საათი ფანჯრის რაფაზე ვიჯექი და 18 წიგნიდან რომელიც წასაკითხი მქონდა ერთ -ერთს ვკითხულობდი . საინტერესო აღმოჩნდა ბულგაკოვის "ოსტატი და მარგარიტა" სასიამოვნოდ წასაკითხი წიგნი იყო და მეც მთლიანად ჩავიძირე წარმოსახვით სამყაროში . ისევ ტელეფონმა მომიყვანა გონს და მეც ახალი მესიჯი გავხსენი "ჩამო რა დაბლა " ელენესგან იყო და მეც ზლაზვნით წამოვდექი ფეხზე
"მშვიობაა? " თან ქურთუკს ვიცვამდი თან მესიჯს ვწერდი
"კი მიდი ჩქარა არ მალოდინო" მეც საჩქაროდ ავიღე ცოტა ფული, კაპიშონი წამოვიფარე და კიბეებზე დავეშვი . ეზოში არავინ არ დამხვდა და მეც ტელეფონი მოვიმარჯვე ელესთან დასარეკად ვიღაც ბავშვი რომ მოვიდა და პატარა ფურცელი გამომიწოდა . გაშტერებულმა გამოვართვი და ორად გადაკეცილი თეთრი ფურცხელი გავხსენი "შაბათ დღეს ბევრი სიარული არ გაწყენდა "მშრალი ხიდის" გამოფენაზე ერთ ნახატს მე მიმასგავსებ . აბა შენ იცი შემდეგი მინიშნება იქ გელოდება <3 გუკა " გაკვირვებულმა გადავავლე მეორეჯე თვალი ნაწერს და თავის ქნევით გავაჩერე ტაქსი -ვერაა ეს ხალხი რაა - სიცილით ჩავილაპარაკე და ტაქსს მისამართი ვუთხარი. დაბნეული დავდიოდი და ათასგვარ ნახატს ვაკვირდებოდი, იმ ნახატისკენ წავედი საიდანაც უბრაოდ შავი ფერის თვალები მიყურებდნენ. ნაცრისფერ ფონზე უბრალოდ შავი ფერის თვალები იყო დახატული და ისეთ ლამაზ შესახედაობას ქმნიდა დებილივით ავიღე სურათთან დამაგრებული პატარა ფურცელი "გიგანტური ველოსიპედით ვერ ისეირნებ მაგრამ იქ ჩემს წერილს ნახავ"
ეს რა მეხუმრებაა? სიცილით დავადე ეს ფურცელი წინა ფურცელს და დაბღვერილი წავედი ავტობუსების გაჩერებისკენ . აი გიგანტური ველოსიპედის ქანდაკებაც . იქვე პატარა ფურცელი ფრიალებდა რომელსაც ზემოდან ქვა ედო .
"თუ დაიღალე "Mc -donalds" -ს მიაკითხე " თავი გავაქნიე და ისევ გავაჩერე ტაქსი. ოხ ფული მითავდება , გიჟია ეს ბიჭი . მალევე მივედი დანიშნულების ადგილას და გარემო მოვათვალიერე . ერთ -ერთ მაგიდასთან მოვკალათდი და ჩემსკენ წამოსულ გოგონას ავხედე
-მაშო ხომ? -გამიღიმა და ლურჯი ყუთი გამომიწოდა . არაფრის თქმა არ მაცადა ისე წავიდა . ყუთს თავზე ფურცელი ედო "გილოცავ ! უკანასკნელი გაჩერება ვერის პარკია " ღიმილით წავიკითხე ნაწერი და კოლოფი გახსენი. ბევრი ჟელიბონის დანახვისას ხმამაღლა გავიცინე და რამოდენიმე შევჭამე . გზადაგზა კიდევ ვჭამდი და როგორც იქნა ვერის პარკსაც მივაღწიე . დებილივით დავდიოდი და სკამებს ვაკვირდებოდი . გზადაგზა იმდენი ბუშტები მომიგროვდა ხელში ვეღარ ვიჭერდი და ხალხს რომელიც ღიმილით მაწვდიდა ბუშტებს ვუღიმოდი. ბოლოს დიდი გვირილების თაიგული რომ დავინახე იქით წავედი და გუკაც დავლანდე. კი არ მივდიოდი მივრბოდი. ხელები ფართოდ გაშალა და მეც სიცილით მოვეხვიე, ჰარეში მატრიალებდა და მეც სიცილით ვეხუტებოდი .
-გიჟი ხარ ! საიდან მოიფიქრე ? -მასზე ჩახუტებულმა ვკითხე და ყელში მაგრად ვაკოცე
-შენ გამაგიჟე თორე მე ჭკვიანი ბიჭი ვიყავი - სიცილით გამომიწოდა თაიგული და ხელი მომხვია -ხომ არ დაიღალე? -მეც თავი გავაქნიე და ბედნიერებით გაჟღენთილმა გავუღიმე -ხოდა წავედით - ხელმოხეულმა გააგრძელა ჩემთან ერთად გზა
-სად?-ინტერესით ავხედე და პარკთან მდგარ მის მანქანას გავხედე
-თბილისის ზღვაზე - ღიმილით დამხედა და მანქანის კარი გამიღო
-მან რა გვინდა? ახლა იქ არავინაა - გაკვირვებულმა ვკითხე და ღვედი შევიკარი
-ჩვენ ვიქნებით - ცხვირზე მიჩქმიტა და ბუშტები უკანა სავარძელზე გადამატანინა . გაღიმებული ვუყურებდი ჩემს ბედნიერებას . გული იმდენად მქონდა სავსე ბედნიერებითა და სიხარულით რომ მეგონა გასკდებოდა.
-ნუ მიყურებ ეგრე - ღიმილით გადმომხედა
-გზას უყურე შენ - გზაზე მივუთითე და მეც გზისკენ გავიხედე
-ჟელიბოდი აღარ დაგრჩა ? -სიცილითდახედა ჩემს ხელში მოთავსებულ ლურჯ კოლოფს და მეც სიცილით გავხსენი
-რომ მაქვს რა? - სიცილით ამოვიჟე პატარა დათუნიის ფორმის ჟელიბოდი და გემრიელად შევჭამე
-მეც მინდა - თავი მოისაწყლა და გამიღიმა
-არ გაჭმევ , სულ ჩემია - თავდაცვის მიზნით ხელები მოვხვიე ყუთს და ენა გამოვუყავი
-ოო მაშო მაჭამეე - პატარა ბავშვივით გამიჯიუტდა და მეც არ დავაკელი
-არააა - ისევ გემრიელად ვჭამდი და მის ნერვებზე ვთამაშობდი
-რა საზიზღარი ხარ მაგრამ მაინც მიყვარხარ - თმაზე წამეთამაშა და მერე ისევ გზას გახედა .
-სულაც არ ვარ საზიზღარი - ერთი დათუნია ამოვიღე კოლოფიდან და მისი მიმართულებით წავიღე
-აი ახლა კაი გოგო ხარ - ჩემი ხელიდან პირით ამაცალა ჟელიბონი და გამიცინა . მალევე მივედით თბილისის ზღვაზე . წარმოგიდგენიათ ? არავინ იყო, აიი საერთოდ არავინ. მხოლოდ წყლის ხმა ისმოდა და ჩემი გამალებული გულისცემა .უაზრობაა თბილისის ზღვა , ზღვას მაინც გავდეს რა საშინელებაათქო ხშირად ვამბობდივ და არასოდეს მიყვარდა ეს ადგილი, ნუ საერთოდ წყლის შიში მაქვს , საშინლად მეშინია და შესაბამისად ცურვაც არ ვიცი მაგრამ აი ახლა , შუა დეკემბერში , ნაპირებთან მოყინული თბილისის ზღვა საოცრად ლამაზია , ალბად იმიტომ რომ მას ჩემი დემონი ალამაზებს ...

ესეც დაპირებული დიდი თავიი :D <3 არ მინდა ძაან გავწერლო არც მოვლენების დაჩქარება მინდა, თითები გამირბის რომ მალე დავამთავრო და მოვლენებიც დავაჩქარო მაგრამ იმდენი რაღაც მაფიქრდება ,რომ ვერ მივედი მთავარ ნაწილთან :D იმედია ბანალური არაა.. ველოდები თქვენს შეფასებას <3 <3



№1  offline წევრი Mari 123

love magaria dzaan

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent