გრძნობები შიშის გარეშე(3)
სიკვდილი - ეს სწრაფი და ადვილია, ცხოვრება კი ბევრად უფრო რთულია,არ მეგონა თუ ასეთი უმტკინვეულო იქნებოდა, მე უფრო საზარელი მეგონა, მაგრამ შევცდი, ყველაფერი სწრაფად დამთავრდა. თვალების გახელისთანავე ტანში ჟრუანტელმა დამიარა,ისეთი შეგრძნება დამეუფლა თითქოს ვიღაცა მგუდავდა, მაშინვე ყელზე ვიტაცე ხელი, მინდოდა გადარჩენისთვის მებრძოლა, შეშინებულს კივილის დაწყება მომინდა მაგრამ ხმას ვერ ამოვიღე. -არ მომკვდარვარ? პირველი კითხვა ეს იყო რაც ჩემს თავს დავუსვი -არა. ჩემმა მეორე მემ გამცა პასუხი თავი პარალიზებული მეგონა, ვერ ვინძრეოდი,პირი გავაღე, მაგრამ ვერ დავიკივლე. შეშინებულმა თავს ძალა დავატანე და წამოდგომა ვცადე, მაგრამ ამაოდ -დეა დაწყნარდი ყველაფერი რიგზეა. ვიღაც უცნობი გოგონას ხმა მომესმა მერე კი კარგად გავარჩიე მისი სახე როდესაც ჩემთან ახლოს მოიწია -რა მჭირს? ძლივს მოვახერხე გოგონასთვის კითხვის დასმა -არაფერი,ყველაფერი რიგზეა. თბილად მითხრა და ოთახიდან გავიდა -არა, არ არის ყველაფერი რიგზე, დაბრუნდი ახლავე უკან და ამიხსენი სად ვარ. გოგონასთვის მინდოდა მეთქვა, მაგრამ ვერ შევძელი. მხოლოდ ახლა გამახსენდა რომ უცხო ოთახში ვიყავი,საკმაოდ დიდი ზომის იყო, ნაცრისფერი ფარდებით და მაღალი ფანჯრებით რომელზეც თოვლის ფიფიქები შეყინულიყო, ჩემდა გასაკვირად ფანჯრები წინა მხრიდან რკინის გისოსებით იყო ჩარაზული. მერე საწოლს მოვავლე თვალი, წითელი ხასხასა თეთრეულით და დიდი არც ისე კომფორტული ბალიშებით, ოთახში ბლომად იყო თაროები სადაც წიგნები იყო ლამაზად დაწყობილი, გაცრეცილი დივანი უშნოდ მომხვდა თვალში, არც კარადები მომეწონა, რადგან ზედმეტად მაღალი იყო. საერთო ჯამში ოთახი ძალიან პირქუში და ჩაბნელებული მეჩვენა. მოულოდნელად ოთახის კარები გაიღო და ვიღაც შემოვიდა, თავი ძალიან მტკიოდა ამიტომ არ შემეძლო მოძრაობა. -დეა შეგიძლია საუბარი? ერელეს ხმა გავიგონე, რომელიც უწინდელთან შედარებით თბილი იყო -სად ვარ? -ჩემთან. მხოლოდ ახლა გამახსენდა გუშინდელი საღამო, ნიკოლოზი და ტყვია რომელიც უკვე გულში უნდა მქონოდა მოხვედრილი. -რატომ ვარ ცოცხალი? -მე უფრო ჭკვიანი მეგონე. სიცილით მითხრა ერეკლემ -მე მგონი კითხვა დაგისვი. ძლივს ვლაპარაკობდი, მას კი ჩემი შეკითხვები არაფრად მიაჩნდა და დასცინოდა კიდეც -ჩემი სატყუარა იქნები, რომელსაც შენი მამიკოს წინააღმდეგ გამოვიყენებ. ბოროტულად გაიცინა -გგონია რომ მაგით შემაშინებ? -შეიძლება ამით არა მაგრამ, შენი ძმა კი....................... -იცოდე თუ რამეს დაუშავებ, ღმერთს გეფიცები თვალსაც არ დავახამხამებ შენი სისხლით შევიღებავ ხელებს. გაბრაზებულმა კბილებში გამოვცარი -ოჰო ქალბატონო უკვე იმუქრებით კიდეც?სიცილით მკითხა და ჩემს თმას ხელი დაუსვა იმ მომენტში ერეკლეს მიმართ საშინელი ზიზიღი ვიგრძენი -მოდი სიმართლე მითხარი, არ გეშინია რომ რამეს დაგიშავებ? -მოდი მართლები ვიყოთ, შენ მართლა გგონია იმდენად მშიშარა ვარ შენი რომ შემეშინდება? კითხვა უკან დავუბრუნე -ნამდვილად. -ცდები, მე არც შენი და არც სიკვდილის არ მეშინია. -მაგრამ შენი ძმის დაკარგვის გეშინია. ერეკლემ ზუსტად გაარტყა ათიანში -იცოდე თმის ერთი ღერიც რომ ჩამოუვარდეს -ნუ გეშინია თითს არ ვახლებ, აი შენ კი..................... სიტყვა აღარ დაამთავრა, მაშინვე ყელში მწვდა -თუ გინდა დამახრჩე, მაინც ვერაფერს მიაღწევ ამით. -არა ჯერ ადრეა, მანამდე უამრავი გეგმა მაქვს განსახორციელებელი, ჯერ მჭირდები. მითხრა და ხელი გამიშვა, მერე კი ოთახი დატოვა ყოველთვის მეზიზღებოდნენ თავიანთ თავებში დარწმუნებული ტიპები,ისეთები როგორიც ერეკლე იყო, ეგონა რომ ჩემზე ზეგავლენას მოახდენდა, მაგრამ იმედები აუცილებლად გაუცრუვდებოდა რადგან ჯერ კიდევ არ მოცნობდა კარგად. შუადღეს უკვე თავისუფლად მოვახერხე ლოგინიდან წამოდგომა, ოთახში უჰაერობა და მტვერი იყო, რაზეც საშინლად ალერგიული ვიყავი, ფანჯარა როგორც კი გავაღე ცივი ჰაერი მაშინვე მომხვდა სახეზე, ზამთრის ცივი ჰაერი რომელიც ყველაზე მეტად არ მიყვარდა.ოთახი რომელშიც ვიყავი როგორც მივხვდი ტყის მხარეს იყურებოდა, ჩემი ვარაუდით სადღაც ტყეში უნდა ვყოფილიყავით. სახლის დათვალიერება მომინდა რათა აქედან გაქცევის გეგმა მომეფიქერებინა. ოთახიდან გამოსვლის თანავე დიდი სწორ დერეფანში აღმოვჩნდი, რომელიც სასტუმრო ოთახს უკავშირდებოდა,სასტუმრო ოთახი დიდი ოთახი აღმოჩნდა, რომელშიც ფაქტიურად კედელი არ იყო დარჩენილი რომელზეც წიგნებით სავსე თაროები არ იყო განლაგებული, მაგრამ იმან უფროგამაკვირვა რომ მთელი ოთახის წინა კედელი მხოლოდ ფანჯრებისგან შედგებოდა, რომელიც საგულდაგულოდ იყო გისოსებით ჩარაზული. ოთახში ბევრი ძველი ნივთი დავლადნე, მაგრამ ჩემი ყურადღება მაინც დიდმა მოჩუქურთმებულმა მაგიდამ მიიპყრო, რომელიც მგონი წინა საუკუნის გადმონაშითი იყო. -შენ? უკნიდან ვიღაც ქალის გაკვირვებული ხმა გავიგონე მისკენ მივტრიალდი და იმის მოლოდინში რომ რამეს მეტყოდა თვალები მოვჭუტე -შენ ის გოგონა არ ხარ,ერეკლეს რომ უნდა მოეკლა, როგორ გადარჩი? ქალმა გაკვირვებული სახე მიიღო -ბედმა გამიღიმა. ცინიკურად ვუპასუხე -შენ ის გრძელფეხება ხარ იმ ეშმაკის ქალიშვილი ხო? -უკაცრავად? გაკვირვებულმა ვკითხე. -ხო შენ იმ ეშმაკის ქალიშვილი ხარ, კი შენ ხარ, ხო ჩემი სიზმრებიდან, ის გოგო ხარ. ქალი რაღაცასდ თავისთვის ბუტბუტებდა და თავის სიზმრებს ახსენებდა -ქალბატონო დიდად დამავალებთ თუ ამიხსნით რაზე ლაპარაკობთ. -რა გქვია? ქალმა მკითხა და ჩემსკენ დაიწყო სვლა -დეა -ხო მართალია დეა, დეა. ქალმა ისევ ჩაიჩურჩულა თავისთვის კვლავ ჩემსკენ მოიწევდა და თავისთვის რაღაცას ბუტბუტებდა, ინსტიქტურად მეც უკან უკან მივიწევდი,მანამ სანამ ფანჯრების კედელს არ დავეჯახე -უღმერთო, მაშინ უნდა მოეკალი ერეკლეს, მან კი დაგინდო. ქალმა უცბად მოირბინა ჩემთან და ყელში მწვდა ისე ერთი შეხედვით კაცს ეს ქალი მშვიდი და წყნარი ეგონებოდა, მაგრამ ასეთი ადამიანების უკან დიდი რამ იმალება, ამიტომ ყოველთვის სიფრთხილეა საჭირო ასეთ ხალხთან -ქალბატონო მგონი არ იქნება კარგი რომ ერეკლეს დაუკითხავად მომკლათ. ქალს ძლივს ვუთხარი, რადგან იმდენად მიჭერდა ყელში რომ სუნთქვაც მიჭირდა ქალმა მოულოდნელად ხელი გამიშვა და რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია -ბრავო ქალბატონო ნინა. ერეკლე ოთახში შემოვიდა და ქალს ტაში დაუკრა -მოდლობთ ბატონო ერეკლე. ქალმა რევერანსი გააკეთა და ერეკლეს ლამაზად გაუღიმა მერე ორივემ მე გამომხედა და სიცილი დაიწყეს -რომ გეკითხათ ქალბატონი დეასთვის არაფრის ეშინოდა. -ბატონო ერეკლე რა შემატყეთ შიშის? -არა ქალბატონო ნინა აღფრთოვანებული ვარ თქვენი ნიჭით, მე მხოლოდ ოდნავ მისი დაფრთხობა დაგავალეთ, თქვენ კი უკეთესი საქმე გამიკეთეთ, კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას. -ნარკომანი და მანიაკი ხარ, თუ ფიქრობ რომ ამას შეგარჩენ ცდები. დავუყვირე -უყურეთ რამხელა ენა ჰქონია ამ გაჩხინკულს. ერეკლებ გულიანად გაიცინა - იცინე სანამ დრო გაქვს,შენი ძმის ვერდით რომ ამოყობ ორ დღეში თავს მერე მე გავიცინებ. სწერვა გიმილი გადავიკარი სახეზე სიმართლე რომ გითხრათ ნინას მსახიობური მონაცემებით მეც გაკვირვებული დავრჩი,შესანიშნავად მოირგო გიჟის როლი, რაც ნამდვილად რთულია,მაგრამ მაინც გავბრაზდი რომ ამხელა ქალმა ერეკლეს დავალებით სასაცილოდ ამიგდო -დეა დღეს შენ სახლში წასვლას ვაპირებ და ხო არაფერს დამავალებდი შენი პატარა ძამიკოსთან? გავბრაზდი, ვიგრძენი როგორ გამიხშირდა გულის ცემა და როგორ გავწითლდი -ხელი არ ახლო. -მე არ ვახლებ, მაგრამ ვერ გეტყვი რომ ჩემი ძმაკაცებიც არ ახებენ. აშკარად ჩემს გამოწვევას ცდილობდა რაც ნამდვილად გამოსდიოდა, ნელ ნელა უკვე ვკარგავდი სიმშვიდეს -იცი ბებიაშენი ძალიან კარგი ქალია, შენს მოკვლას რომ ვაპირებდი, მისი ხათრით გადავიფიქრე, ისედაც მოხუცია და დიდი ხანიც აღარ აქვს დარჩენილი ამიტომ არ მინდოდა რომ შვილიშვილის სიკვდილს მოსწრებოდა. წყნარად მითხრა და ოთახი დატოვა ბებიას გახსენებაზე გულში სითბო ჩამეღვარა, მისი და ჩემი ძმის დაკარგვა ყველაზე მეტად მეშინია, რაც ერეკლემ უკვე იცის და ამით მაშინებს -დეა არ გშივა? ნინამ უხეშად მკითხა -არა მადლობა. არანაკლებ უხეშად ვუპასუხე და ოთახიდან გასვლა დავაპირე -სად მიდიხარ? სიტყვა უკან დამაწია -ერთი ქალბატონის წყალობით ძალიან დავიღალე და ამავე დროს სულელი ბატონის უაზრო ლაყბობის და ფუჭი დამუქრების მოსმენამ თავი ამატკია, ახლა კი თუ ნებას მომცემთ ჩემს ოთახში წავალ და დავისვენებ ქალბატონო ნინა. ბოლო სიტყვები ბოროტულად წარმოვთქვი და ოთახი დავტოვე. უკვე საღამო იყო ერეკლე რომ სახლიდან წავიდა, შესანიშნავი დრო იყო რომ გავპარულიყავი, როგორც გავარკვიე ერეკლეს ოთახს ფანჯარა არ იყო ჩარაზული ამიტომ აქედან თავისუფლად შემეძლო გაქცევა. ჩემი ოთახიდან ნელა გამოვედი და ერეკლეს ოთახის კარების გაღება ცვადე ,მაგრამ ჩაკეტილი დამხვდა, სიმართლე რომ გითხრათ დიდად არც გამკვირვებია, ამიტომ ჩემს ოთახში დავბრუნდი და კარების გასაღებად საჭირო ნივთების ძებნა დავიწყე მართალია ისეთს ვერაფერს მივაგენი რაც კარების გაღებაში დამეხმარებოდა, მაგრამ ხელის ფარანს კი წავაწყდი, რაც ნამდვილად გამომადგებოდა. ერეკლეს ოთახის კარები ჩემი თმის სამაგრებით გავაღე, მართალია კი გამიჭირდა მაგრამ მაინც მოვახერხე, ოთახში ქურდივით შევიპარე და მაშინვე ფანჯარასთან მივირბინე, ფრთხილად გამოვაღე, მერე კი ფანჯრიდან გადავცოცდი. თოვლში ფეხები დამისველდა მაგრამ მაინც გავიქეცი, უკვე ბნელდებოდა, ციოდა, თოვას იწყებდა, მაგრამ ერთი წამითაც არ მიფიქრია გაჩერება, უკან დაბრუნებას კი სიკვდილი ნამდვილად მერჩივნა,ტყეში დიდი თოვლი არ იდო მაგრამ მაინც მიჭირდა სირბილი, ბევრჯერ ძირზეც წავიქეცი, მაგრამ გაქცევის და თავისუფლების სურვილიიმდენად დიდი იყო რომ არავინ და არაფერი არ მახსოვდა,თავისუფლების სურვილი ყველანაირ შიშს მიქრობდა, საკმაოდ დიდი გზა გავიარე,უკვე ღამე იყო, მე კი ისევ ტყეში ვიყავი, არაფრით არ უჩანდა გზას ბოლო,მეგონა დავიკარგე, მაგრამ იმედის ნაპერწკალი მაინც მენთო გული, ფანრის შუქით ძალიან მიჭირდა გზის გარჩევა,ბოლოს როგორც იქნა შორიდან შევამჩნიე მკრთალი სინათლე, ამან უფრო შემმატა ძალა და უფრო ავუჩქარე ფეხს, მაგრამ ჩემდა საუბედუროდ ასთმამ შემახსენა თავი, სულ ცოტა მრჩებოდა სინათლემდე მისაღწევად, მე კი აღარ შემეძლო სიარული, სუნთქვა მიჭირდა,გულმკერდში კი საშინელი ტკივილი ვიგრძენი -მე არ მოვკვდები, ღმერთი არ გამწირავ. გონებაში მხოლოდ ერთი აზრი მიტრიალებდა. რამდენიმე ნაბიჯის გადადგმაღა მოვახერხე, მერე კი ძირზე დავეცი -ნუთუ ამდენად სუსტი ვარ რომ ავადმყოფობა ჩემზე იმარჯვებს? არა, არა, არა, დეა წამოდექი ფეხზე, შენ შეგიძლია. ჩემს თავს დავუყვირე, მაგრამ ფეხზე წამოდგომა მაინც ვერ მოვახერხე -აქ არ მოვკვდები, არა ჯერ ადრეა, ჩავიჩურჩულე და ფეხზე ნელა წამოვდექი.სინათლემდე ძლივს მივაღწიე, ლამპიონების და ტრასის დანახვაზე თავი სამშვიდობოზე ჩავთვალე.ასთმის შეტევამ ცოტა გადამიარა, 15წუთი ტრასაზე ნელა მივდიოდი, მერე კი ჩემსკენ მომავალი მანქანა შორიდან დავლანდე. --------------------------------------------------------------- დიდი იმედი მაქვს რომ მოგეწონებათ გთხოვთ ყველას რომ თქვენი აზრო გამოხატოთ <3 :* |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.