შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იმათზე მეტად ვაფრენ,ვისაც აცვია გიჟის ხალათი (Part 2)


17-03-2015, 21:21
ავტორი Tamo Khudzhadze
ნანახია 1 839

მძლივს მოვაშორე ერთმანეთს დამძიმებული ქუთუთოები და თავი წამოვყავი.გარემო მოვათვალიერე და აღვიდგინე,რომ ჩემს ოთახში ვიყავი.მაგრამ ჩემმა მეხსიერებამ ის ვეღარ აღიდგინა საიდან გავჩნდი აქ ან საერთოდ ვინ მომიყვანა.ფაქტი ისაა რომ ყველა ვარიანტში ვიღაცამ "ამომიტანა" ისეთი გათიშული ვიყავი სახლამდე ვერ მოვაღწევდი.მაგრამ მაინც კარგია,რომ "ნაბახუსევზე" არ ვარ და არ მომიწევს მთელი დღე კიტრის მწნილით,ლიკანით და მიგ-400 ით სიარული.
საბოლოოდ გამოფხიზლებულმა კი ეგრევე სააბაზანოს მივაშურე და თბილი წყლის ქვეშ დავდექი.ზუსტად ათ წუთში კი ნიკუშას მაიკით და სიგარეტით ხელში ვიდექი ფანჯარასთან და თაკოს ვურეკავდი.აი როგორც იქნა ამ გამაყრუებელი "სიგნალის" შემდეგ გავიგე ჩემთვის სასურველი,მაგრამ ამავე დროს არასასურველი ხმა.
_მმმ..
არაადამიანური ხმა ამუშვა პირიდან და მეც არაადამიანური სიცილი დავიწყე,აი ისეთი ჩემს გარდა რომ არავის შეუძლია.
_გაჩუმდი გოგო გამისკდება ეხა თავი სადაცაა.
_თუ დალევის ტრ**ი არ გაქ რას სვამ?
_შენ ვის რა უნდა უთხრა ოთხ ჭიქაში სიყვარულს მიხსნიდი.
_სამაგიეროდ დღეს ქე ვარ ჩიტივით.გოგო ისე გუშინ ვინ ამომიტანა სახლში?
_როგორც ჩანს ჯერ ოთახიდან არ გასულხარ.
_ხო იცი როგორ ვერ ვიტან ნამიოკებით ლაპარაკს?
_ჰოდა გადი ოთახიდან და რომელიღაც ოთახში ელიზბარს ნახავ,სავარაუდოდ მკვდარიივით მძინარს.ეხლა კიდე დამაძინე და ჩემთან თუ გამოხვალ ხათუნასთან აიარე და მარო ბებოს გაკეთებულლი მწნილი წამომიღე!იცოდე ისე არ შემოგიშვებ სახლში.
_უხ ვაშაკიძე შენ მოგეცა ჩემი ცოდვა!
ტელეფონი ლოგინზე დავაგდე და ოთახიდან გავედი.ეგრევე სამზარეულოსკკენ ავიღე გეზი და ყავის მომზადება დავიწყე.თან დაკავებული ხელების გამო სიგარეტი პირში ჩავიდე და ისე ავიღე გაზქურიდან ცხელი წყალი,ამ დროს კი ვიღაცა თმააბურძგნული ბიჭი შემოვიდა თვალების ფშვნეტით და მთქნარებით,მოულოდნელობისგან დავიყვირე თან ადუღებული წყალი ფეხზე გადავისხი და არაადამიანური ხმით დავიყვირე.ამ "ხვადაგმა" ვერც გააცნობიერა რა მოხდა,ჩემ კივილზე შემოვარდა წელზემოთ შიშველი ელიზბარი და უკან ჩარლიც მოყვებოდა სირბილით.
_რა დაგემართა გოგო?
_უხ ბლ*ნ რა უაზრო კითხვებს მისვამ ვერ ხედავ?
დავუყვირე და თან დამწვრობაზე ნაჭერს ვიფრიალებდი.
_ბექა მიდი მანქანის გასაღები აიღე და ექიმთან წავიყვანოთ.
დაუყვირა ჯერ კიდევ გალენჩებულ ბიჭს.ბექამაც აიღო გასაღები ელიზბარმა კი ხელში ამიყვანა და ლიფტის ღილაკს მიაჭირა ხელი.ბექა კი კარებს კეტავდა.
_ელიზბარ კიბეებით ჩავიდეთ რა გთხოვ?
წამოვიკნავლე ტკივილისგან და "მოსალოდნელი საფრთხისგან" შეწუხებულმა.ელიზბარმა როგორც კი გაიხსენა ჩემი "წიკი"(ესე ეძახის თვითონ) ეგრევე კიბეებზე დაეშვა,ბექა კი ჩარლიანად გამოგვეკიდა უკან.ელიზბარმა მანქანის უკანა სავარძელზე დამაწვიინა და ჩემი თავი კალთაში ჩაიდო.ბექამ კი ჩარლი წინ მოათავსა და თვითონ საჭეს მიუჯდა.
მხოლოდ ეხლა შეამჩნია ელიზბარმა ნიკას მაიკა რომ მეცვა, და ისიც მხოლოდ საჯდომს მიფარავდა და მეტი სიგრძე არც ქონდა.
_რით ვერ გასწავლე რომ არ შეიძლება ესე "ტანტალი" სახლში.
_ცხელა!
_შენ ზამთარშიც ეგრე დატანტალებ.
_ზამთარში გათბობა მაქვს ჩართული და სახლშიც თბილა.
ამ ჩვენს დიალოგზე შემაჩნიე ამ იდიოტ ბექას როგორ უნდოდა გაცინება და თან სიცილს იკავებდა.
_გაიცინე არ დაიხრჩო.
ვუთხარი და ამ დროს დანიშნულების ადგილას მივედით კიდეც.ელიზბრამა რაც შეიძლებოდა ქვემოთ ჩამომიწია მაიკა და ისევ ისე ხელშიაყვანილმა შემიყვანა საავადმყოფოში.ეგრევე ფოიეში იკითხა სად იყო _______________ პალატა და როგორც კი თეთრ კარებთან გავჩერდით ყვითელ ფირფიტაზე შავი წარწერა _____________________ გიორგი გვასალია ამოვიკითხე.ელიზბარმა კარებზე დააკაკუნდა და იქედან ბოხი ხმის "პატრონმა" დაუძახა მობრანდითო.როგორც კი შევედით მაგიდასთან მჯდარი დაახლოებით 26-27 წლის ქერა კაცი იჯდა,რომ შევედით თავისი ცისფერი თვალები მოგვანათა და გვანიშნა დაჯექითო.(როგორ ვერ ვიტან ამ ცისფერთავლება ქერა ბიჭებს,ჩემთვის ესეთი გაერგნობის ბიჭი ყოველთვის "დედიკოს ბიჭთან" ასოცირდება რატომღაც)
_გამარჯობათ აბა რამ შეგაწუხათ?
მკითხა და თხემიდან ტერფამდე ამათვალიერა კმაყოფილი სახით,როგორც ჩანს ეს ელიზბარმაც შეამჩნია და საკმაოდ მკვახედ უპასუხა.
_მემგონი თავლს არ გაკლიათ და უნდა ხედავდეთ ამხელა დამწვრობას ფეხზე.
_კარგით ბატონო...
_ელიზბარ.
_ბატონო ელიზბარ თქვენ მიბრძანდით მისაღბში და ანკეტა შეავსეთ,მანამდე კი ჭრილობას შევამოწმებ.
_რად უნდა შემოწმება,ვერ ხედავთ რომ დაფუფქულია კანი?გამოწერეთ მალამო შეუხვიეთ და ეგ არის.
_ელიზბარ გეყოს.
ვუთხარი შეწუხებული ხმით და ისიც კაბინეტიდან საკმაოდ გაბრაზებული გავიდა.
_როგორც ჩანს თქვენი მეგობარი ძალიან ფიცხია.
_მემგონი თქვენ ფულს პაციენტების მოვლაში გიხდიან და არა მათი მეგობრების შეფასებაში.
მეტი ხმა არც მაგას ამოუღია და ჭრილობის დამუსავება დაიწყო,რომელიც ბარძაყიდან იწყებოდა და მუხლის ქვემოთ მთავრდებოდა.რამდენიმეჯერ ვიგრძენი როგორ "შემათვალიერა" და ჩახველებით ვაგრძნობინებდი,რომ მის საქმე გაეგრძელებინა.მემგონი დროს ზაკაზად წელავდა და ნახევარი საათი მის დამუსავებას მოანდომა.დამუსავება კი საშინლად მტკივნეული იყო,კიდევ კარგი ტირილი "რომ არ შემიძლია" თორემ ხო წავლეკავდი მთელს საავადმყოფოს ჩემი ცრემლებით.როგორც იქნა მორჩა ფეხის შეხვევას.
მერე მაგიდას მიუჯდა და რარაცის წერა დაიწყო.
_აი ეს მალამოები იყიდეთ და დღეში სამჯერ წაისვით.ორი კვირის მერე კი ისევ მოდით და შევამოწმებ როგორ მიდის კანის აღდგენის პროცესი.
_კარგით მადლობა.
ვუთახრი და მძლივს მივაღწიე ელიზბარამდე.
_ჰე წავედით ეხლა ფული გადავიხადე უკვე.
არაფრის თქმა არ აცადა ისე ამიყვანა ხელში და ორ წუთში უკვე მანქანაში ჩამაჯინა.ბექა ჩარლის ეთამაშებოდა და ამით ირთობდა თავს.რგორც კი ჩემი "გადაბინტული" ფეხი დაინახა ჩემსკენ შემობრუნდა?
_სერიოზული დამწვრობაა?
_მეორე ხარისხის დამწვრობაა და ორ კვირაში სიევ უნდა მოვიდე ექიმთან,მანამდე კი მალამოები მაქ საყიდელი და აფთიაქთან გააჩერე.
_ორ კვირაში მოუნდა ბიჭს.
ჩაილაპარაკა ბუზღუნით ეიზბარმა.
_ხო მართლა რას ნიშნავდა შენი წეღანდელი საქციელი?
_აბა მშვიდად მეყურებინა როგორ გათვალიერებდა ის დედამო**ნული?აწი შენი ხმა არ გავიგო ორ კვირაში წაგიყვან მამაჩემის ძმაკაცის კლინიკაში და არა ამ ს**თან.
_მემგონი შეხედვის გამო ამხელა ამბავის ატეხვა არაა საჭირო.
_მე ვიცი რაც არის საჭირო და რაც არაა!ბექუშ აგერ აფთიაქი რომაა იქ გამიჩერე და მალამოებს ვუყიდი.



№1  offline წევრი Khaleesi

ვა მაგარი იყო ოღონდ გაზარდე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent