ქვეყანა საქართველო (სექსის თაობა) თავი მეექვსე !
მშვენიერი ღამე გავატარეთ ერთად. როცა მეხებოდა კი სულ ვკანკალებდი თუმცა მეგობრის სიყვარული და შურისძიება ნიკაზე და ლუკაზე სულ სხვა იყო და უფროდა უფრო ღვივდებოდა. ამდენი ხანი ასე ვერ გავჩერდებოდი. ნიკას სარჩელი გამოვატაინე. მერე კი დედას დავურეკე. -სად ხარ ანნა გავგიჟდი ქალი. შვილო სად ხარ -დედა არ ინერვიულო. კარგად ვარ მეგობარს წავყევი სოფელში და -ახლავე სახლში დაბრუნდი დროზე. მეც ავიღე ჩემი ზურგჩანთა ნიკას ვაკოცე და... თუმცა ხელს ვეღარ მიშვებდა მოკრობილი იყო ჩემზე. მეც ვიფიქრე ჩავეხუტოთქო იქნებ უფრო გაღვივებოდა ვნება ჩემს მიმართ და გულიც უფრო ეტკინებოდა. რა მინდოდა ნიკასგან? მან მიმაგდო გაიგო თუ არა რომ ჩემს დაქალზე შურისძებას ვაპირებდიდა დამემუქრა. იძალადა, მე კი ამას არ ვაპატიებდი. სადარბაზომდე გამომაცლია. და თან მეუბნებოდა მალე გამოდი ისევო. -არ დაგავიწყდეს ანნა რომ ჩემი ხარ. მეც გამეღიმა და თავი მოვიკატუნე უბრალოდ -მეც მიყვარხარ საყვარელო. ძალიან ძალიან. სახლში მისვლისთანავე დედამ არაფერი არ მითხრა გამარტყა. მეც ხმა არ ამოვიღე. შემდეგ კი მკითხა -სად იყავი ანნა? -მამასთან ვიყავი ჯერ და მერე... ნუ იტყუები მე მამას დავურეკე და მასთან არც კი მისულხარ. ტყუილი არ გამომივიდა ასე გამოდის. მაგრამ არც მიდარდია კკიდევ რამის თქმა. დედაჩემს შევხედე და შევყვირე -ხო მეგობარს გავყევი. უკვე ჩვიდმეტის ვარ თვრამეტის ვხდები და რა გინდა რომ დამაბა სახლში? არ გეყოთ შენი და მამას გამო რაც მე გამოვიარე? -ანნა მე შენთვის კარგი მინდა გაიგე ეს გაიგე. ჩემი შვილი ხარ არ მინდა რომ ნინიკოსავით დაასრულო სიცოცხლე. -რაა? და ჩემმა მეგობარმა როგორ დაასრულა? შენი აზრით გიჟი იყო? -ეს მე არ მითქვამს... -შემეშვი დედა. გიჟი მეგობარი მყავდა გიჟი მაგრამ მე ის ყველას მერჩივნა. სად იყავით შენ და მამა სამჯერ რომ ვცადე? ვინ მეხმარებოდა მაშინ? -მაპატიე... -არაა შენ და მამა მაშინ იყრებოდით და სხვა საქმეები გქონდათ. ვის მეტი ერგებოდა. -გეყო გეყო. -არ მეყოფა და იცი რატომ? გუშინ რომ მამას ჩემს შესახებ კითხე ინერვიულა? რა თქმა უნდა არა. მას სულ ვკიდივართ მიხვდი ამდენს რომ ჩემს მეტი აღარავინ აღარ დაგრჩენია. მისი ორი უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე პირველი შვილი. დედას კი ხმა აღარ ამოუღია ტირილი დაიწყო. ცუდად გახდა თუმცა ზედ აღარ შევხედე აღარც შემცოდებია. დავიღალე ასეთი ცხოვრებით. თავს ვერ შევწირავდი მათ ცხოვრებას. უბრალოდ ეს მე არ შემიძლია. შემდეგ კი ჩემს ოთახში შევედი. მაშინვე ნიკამ მესიჯი მოაყოლა: -რას შვრები ჩემო ცხოვრება? -არაფერს შენ? -რავიცი იცი? მომენატრე. შენი სურნელი... -მეც ხვალე გამოვალ და გავაგრძელოთ. მერე კი დედა შემოვიდა და ტელეფონი გამომტაცა ხელებიდან. წაიკითხა ნიკას მოწერილები და გამარტყა კიდევ ვეღარ მოვუტმინე და დავუყვირე. ასე შეურაწყოფა შეურაწყოფაზე წავიდა.ჩანთა ჩავალაგე ტანსაცმელი რაც კი ხელში მომხვდა და კარი გამოვიჯახუნე. უკან გამომედევნა მაგრამ აღარ ვაპირებდი მიტრიალებას. -ნიკა შეიძლება? -რა მოხდა? -წამოვედი... მან ჩამიკრა გულში და კარისკენ მიმითითა. რომ შევსულიყავი. სავარძელში ჩავჯექი და მოვიდა გვერდით დამიჯდა ჩამეხუტა და პირვლად მითხრა ასეთი სიტყვა „მიყვარხარ“. აქამდეც უთქვამს თუმცა ეს სულ სხვა იყო. მე კი მისი მოკვლა მქონდა გადაწყვეტილი. ამ დროს კი კარზე ზარი იყო -ელოდები ვინმეს ნიკა? -არა არავის. გავიდა და გააღო. შემოსასვლელიდან კი ხმა მომესმა გოგოსი. -ნიკუშ რომ მთხოვე ამოვედი დასალევიც წამოვიყოლე. -არაა გაჩუმდი.. -რატომ სექსი აღარ გინდა? ამ დროს კი წავიწიე მე უნებურად კარისკენ. გოგომ შემომხედა და მეც დავიბენი ჩანთა ავიღე და გამოვედი. ნიკა კი ყვიროდა. -დაიცადე ანნა ეს ის არაა. დაიცადე გთხოვ. უკან აღარც მიმიხედია. ასე დავდიოდი ქუჩაში უკვე ღამდებოდა. ვხედავდი დაქალებს ერთად რომ სეირნობდნენ, შეყვარებულებს. მე კი გული მტკიოდა, ნინიკოც დავკარგე და ნიკაც. როცა გავიფიქრე რომ მე მას ვაპატიებდი უარესი გააკეთა. კი მაგრამ ყველა მე რატომ მტკენს გულს რატომ? ხმამაღლა კივილი დავიწყე. ვკიდოი და ვკიოდი და ყველა მე მიყურებდა. ხალხს ალბათ გიჟი ვეგონნე. რა უნდა გამეკეთებინა? სად წავსულიყავი? ბოლოს კი გამახსენდა. თავში წამომკრა აზრმა -ეკა დეიდა. ეკასთან წავედი. ზარი რამდენჯერმე დავრეკე და არ გამოიხედა ბოლოს კი ვიფიქრე თუ არ გამოიხედება წავალთქო მაგრამ გამოვიდა და გაკვირვებულმა შემომხედა. -რა მოხდა ანნა? შვილო? -სახლიდან წამოვედი და... -შემოდეი და აღარ უნდა. შევედი და ვიღაც გოგო მაგიდასთან მოწკიპულა. -გაამარჯობაააათ..... და თქვენ? -გაიცანი ეს ნიაკოა. ჩემს შვილზე წიგნის დაწერა უნდა. -აჰამდ გასაგებია. სასიამოვნოა -ჩემთვისაც და ნინიკოსნაირი ღიმილით მიპასუხა. -იქნებ ანნა თქვენც დამეხმაროთ? -მე? არვიცი რამდენად შევძლებ. -დიახ თქვენზე მსმენია რომ მისი საუკეთესო მეგობარი იყავით. -დიახ ვიყავი და... -ასე რომ დამეხმარები ხო? განა სხვა გზა მქონდა? ეს ენატლიკინა გოგო ისე ჩამაცივდა რომ სხვა გზა აღარ დამიტოვა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.